განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე№1/009-20წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
25 თებერვალი 2020 წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლუიზა თოდუა
სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე
ბრალდების მხარე: პროკურორი - კ---------–---–---–-
დაცვის მხარე: ბრალდებული - ა-----–--–---------- (საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 2--------- წელს, პ/ნ 4----------, მცხოვრები ად-----------------------–-----------)
ადვოკატი - ი--------------–---–-
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.1. სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 28 ნოემბერს დაახლოებით 18:00 საათზე, ა-------- რაიონის სოფელ ქ--------ს ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას ა-----–--–----------მ ლ--------–------–---–ს ხელის დარტყმით სახისა და ტანის არეში, პნევმატური პისტოლეტიდან გასროლით, ასევე იმავე პისტოლეტის დარტყმით სახისა და თავის არეში მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც ლ--------–------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
1.2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ე.ი. ა-----–--–----------მ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით.
1.3. სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 28 ნოემბერს დაახლოებით 18:00 საათზე, ა-------- რაიონის სოფელი ქ--------ს ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას ა-----–--–----------მ ი---------–------–---–- პნევმატური პისტოლეტიდან რამდენჯერმე გასროლით სახისა და ხელის არეში მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც ი---------–------–---–-- განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
1.4. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ე.ი. ა-----–--–----------მ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
3. სამართლებრივი შეფასება:
ბრალდებულმა ა-----–--–----------მ აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება.
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ: შეტყობინება დანაშაულის ჩადენის შესახებ, ლ-------------------–------–---–---- დაზარალებულების და მოწმის სახით გამოკითხვის ოქმები, ა-----–--–------------ გ------------–-–---–------------------–-–---–-------–-----------–---–----------–-----–------–---–-- გამოკითხვის ოქმები, ი----- და ლ--------–------–---–ებთან ჩატარწებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები ი----- და ლ--------–------–---–ების მიმართ და ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება სავსებით დასაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მხარეთა შეთანხმების თანახმად, უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია.
სასამართლოს დასკვნა ა-----–--–----------- მიერ აღნიშნული დანაშაულების ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ა-----–--–----------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და ქმედების მონანიება.
4.2. ა-----–--–----------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას და მის ოჯახურ მდგომარეობას, კერძოდ:
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. იმის გათვალისწინებით, რომ ა-----–--–---------- აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, არ არის ნასამართლევი, მის მიმართ არ ყოფილა ადმინისტრაციული სახდელი გამოყენებული, სასამართლოს აუცილებლად არ მიაჩნია ისეთი სასჯელის გამოყენება, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების რეალურ აღკვეთასთან.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, ა-----–--–----------ს დანაშაულთა ერთობლიობით უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც უნდა შეეცვალოს პირობითი მსჯავრით. სასამართლოს მოსაზრებით აღნიშნული გახდება საფუძველი მომავალში მსჯავრდებულის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და შეამცირებს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ნივთიერი მტკიცებულება: საქმეზე ამოღებული „E---------- მოდელის პნევმატური იარაღი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ უსასყიდლოდ გადაეცეს სახელმწიფოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა-----–--–---------- (პ/ნ 4----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით.
ა-----–--–---------- (პ/ნ 4----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით დანიშნული თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და საბოლოოდ, ა-----–--–----------ს სასჯელის სახედ და ზომად დანაშაულთა ერთობლიობით განესაზვროს თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით 2 წლის გამოსაცდელი ვადით.
2. ა-----–--–----------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. ყადაღა მოეხსნას ბრალდებულ ა-----–--–----------- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების, გირაოს უზრუნველყოფის მიზნით 4 000 ლარის ფარგლებში დაყადაღებულ ა-----–--–----------- (პ/ნ 4----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ა-------- სოფელი ქ--------,„წ--------------------“, საკადასტრო კოდი - 6----------- (2019 წლის 31 დეკემბრის N12/032-19წ. განჩინება).
3. პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
4. ნივთიერი მტკიცებულება „E---------- მოდელის პნევმატური იარაღი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ უსასყიდლოდ გადაეცეს სახელმწიფოს.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე: ლუიზა თოდუა