განაჩენი

სისხლის სამართლის 07.02.2020
საქმის ნომერი
080100119002845352
დავის ტიპი
108
თარიღი
07.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/88-19 (№088300918001)

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

7 თებერვალი 2020 წელი ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე თათია გოგოლაური

სხდომის მდივანი დავით აბაშიძე

ბრალდების მხარე:

პროკურორი - რ----- თ----------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული: მ------ ზ-----–---–-

მამის სახელი: გ-------

დაბადებული: 2--------- წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

ნასამართლეობა: არ მქონე

მცხოვრები: ქ. ქუთაისი, ჯ--------–---–------------

 

ადვოკატები: გ------- ყ---–---, ტ------– კ---–-–---–-

 

ბრალდების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი; საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილი; საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლი;

 

დისპოზიცია: ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა; ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება; განზრახ მკვლელობა;

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

მ----- ზ-----–---–-- დაუდგენელ დროსა და გარემოებებში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა დაუდგენელი მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი (პისტოლეტი), რომელსაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა ქუთაისში, წ-------------- ქუჩაზე განთავსებულ ე.წ „ს--------- ს------–------“.

 

2018 წლის 30 სექტემბერს, ქუთაისში, წ-------------- ქუჩაზე განთავსებულ ე.წ „ს--------- ს------–------“ დაახლოებით 09:30 საათიდან 10:30 საათამდე პერიოდში მ----- ზ-----–---–- მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა დაუდგენელი მოდელის ცეცხლსასროლ იარაღს.

 

2018 წლის 30 სექტემბერს, ქუთაისში, ბ------------- ქუჩაზე, დაახლოებით 09:30 საათიდან 10:30 საათამდე პერიოდში მ----- ზ-----–---–-- და გ------- ს------------- შორის მოხდა კამათი, რა დროსაც მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ერთმანეთს, არსებული უთანხმოების გარკვევის მიზნით ლ-–- ო---–------- და ა---------– გ-------------- ერთად ისინი მივიდნენ ქუთაისში, წ-------------- ქუჩაზე განთავსებულ ე.წ „ს--------- ს------–------“ სადაც მ----- ზ-----–---–-- და გ------- ს------------- შორის არსებული კამათი გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რა დროსაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე განაწყენებულმა მ----- ზ-----–---–-- ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა ორი გასროლა, მეორე გასროლისას მოკვლის განზრახვით გ------- ს------------- თავის არეში მიბჯენით მიაყენა თავის მიდამოს ბრმა ცეცხლნასროლი ჭრილობა, შემავალი თავის ქალას ღრუში, შესავალი ხვრელით თხემის მიდამოში მარჯვნივ, თავის ქალას რბილი საფარის, კუნთოვანი ქსოვილის, თავის ტვინის ნივთიერების დაზიანებით, ქალა-სარქველის და ფუძის ძვლების ხაზოვანი და მრვალფრაგმენტოვანი მოტეხილობით, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო მ----- ზ-----–---–- დანაშაულის ჩადენის იარაღით შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

მოწმე ა---------– გ---------- სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ თარიღს ვერ იხსენებს, დილის საათებში ნახა გ------- ს------------, ბ------------- ქუჩაზე, N------------------–------, სადაც ხშირად იკრიბებოდნენ ხოლმე. თავად ლ-–- ო---–---------- ერთად იდგა და საუბრობდა, ხოლო მათ გვერდით გ------- ს------------ და მ----- ზ-----–---–- ერთმანეთთან საუბრობდნენ უწმაწური სიტყვებით, შემდეგ კი სიტუაცია დაიძაბა და მ----- ზ-----–---–-- გ------- ს------------- უთხრა ს------–------ გადასულიყვნენ. ამ დროს ლ-–- ო---–---------- ერთად მიუახლოვდა მათ სიტუაციაში გარკვევის მიზნით. მ----- ზ-----–---–- წავიდა, რამდენიმე წუთის შემდეგ კი უკან თავად, ლ-–- ო---–----- და გ------- ს------------ გაყვნენ, მივიდნენ ს------–------, სადაც მათ დახვდა მ----- ზ-----–---–-. გ------- ს-------------ა და მ----- ზ-----–---–- შორის კვლავ მოხდა შელაპარაკება და მ----- ზ-----–---–-- ხელი დაარტყა გ------- ს-------------, თავად და ლ-–- ო---–----- შუაში ჩადგნენ, ამის შემდეგ მ----- ზ-----–---–-- ამოიღო იარაღი და გაისროლა ქვევით, შემდეგ იარაღის ტარის დარტყმა სცადა გ------- ს-------------------, თუმცა ეს უკანასკნელი წინააღმდეგობას უწევდა და დაუკავა იარაღი, მ----- ზ-----–---–- იმ მომენტში იარაღს ვერ მართავდა, შემდეგ მოხდა მეორე გასროლა და როდესაც გამოიხედა დაინახა, რომ ტყვია მოხვდა გ------- ს-------------.

 

მოწმე ლ-–- ო---–-----მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 30 სექტემბერს, დაახლოებით დილის 08:30 საათზე შეხვდა მ----- ზ-----–---–- და წავიდნენ მეტადონის მისაღებად, უკან დაბრუნებულები მივიდნენ ბ------------- და გ------ ქუჩის გადაკვეთაზე, სადაც ხშირად სხდებიან ხოლმე სასაუბროდ. რამდენიმე წუთში მივიდა გ------- ს------------ და ა----- შ--–------. თავად შევიდა მაღაზიაში და ცოტა ხანში შემოესმა უწმაწური სიტყვები მ----- ზ-----–---–- და გ------- ს------------- შორის, კონკრეტული თემა არ იცის, მ----- ზ-----–---–-- გ------- ს------------- უთხრა წაყოლოდა. მაღაზიიდან გამოსულმა დაინახა, რომ მ----- ზ-----–---–- წავიდა ჩქარი ნაბიჯით სასაფლაოს მიმართულებით, თავად და გ------- ს------------, რომელიც იგინებოდა მ----- ზ-----–---–-ს მისამართით, ასევე წავიდნენ სასაფლაოს მიმართულებით. ს------–------ მისულებს მ----- ზ-----–---–-- დაუძახა მასთან მისულიყვნენ და გ-------ს უთხრა თუ რატომ მიწოდე ასეთი სიტყვაო, რის შემდეგ მოუქნია ხელი. გასაშველებლად ჩადგა შუაში და გ------- ს------------- აკავებდა, ამ დროს გაიგო გასროლის ხმა შემოტრიალდა და დაინახა, რომ მ----- ზ-----–---–- ხელი მიწისკენ ჰქონდა დაშვებული და იარაღიდან გაისროლა. მ-----მა გ-------ს მოუქნია იარაღი, უნდოდა მისთვის თავში დაერტყა, თუმცა გ-------მ იარაღი დაუჭირა, რამდენიმე წამით იყო წინააღმდეგობა მათ შორის, გ------- ცდილობდა იარაღის წართმევას, რამდენიმე წამში გავარდა იარაღი და გ------- ს------------- სისხლი წამოუვიდა. ამ დროს მ----- ზ-----–---–- იდგა შემაღლებულზე. ამის შემდეგ დაიწყო ყვირილი, რომ ვინმეს დაერეკა სასწრაფო დახმარებისათვის, თუმცა ვიღაცამ დაიძახა, რომ სასწრაფო დახმარება გამოძახებული იყო. ამის შემდეგ დატოვა შემთხვევის ადგილი და წავიდა სახლში.

 

მოწმე დ-------- ბ----–---- სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 30 სექტემბერს დილის 07:00 საათზე მივიდა ს--------- ს------–------ საფლავების გასაწმენდად, შევიდა ე-----–---–-- პირველი ჩიხით, გაწმინდა რამდენიმე საფლავი, შემდეგ გადაინაცვლა ებრაელების საფლავებისაკენ, გაწმინდა ბოლო საფლავი და ჩამოჯდა დასასვენებლად, ამ დროს გაიგო დაახლოებით ორი-სამი მამაკაცის ხმამაღალი საუბარი, ყვირილი, შემდეგ გასროლის ხმა, ორი-სამი წუთის შემდეგ კი სიტყვები „არ მესროლო, არ მომკლაო“, რასაც მოყვა მეორე გასროლა. მოწმემ განმარტა, რომ აღნიშნულის შემდეგ წავიდა სახლში, ვინაიდან შეეშინდა. დაახლოებით ოცი წუთის შემდეგ გავიდა გარეთ, სადაც იდგნენ მისი მეზობლები გ--–- ო----- და ლ-----------. სიტუაციის გასარკვევად წავიდნენ სასაფლაოს მიმართულებით, ადგილზე მისულებს დახვდათ გარდაცვლილი ზედმეტსახელად „ჩ----–--“, თავად არ იცოდა ვინ იყო, თუმცა გ--–-მ უთხრა გარდაცვლილის ვინაობის შესახებ. შემდგომ გაიგეს, რომ „ჩ----–--“ მოკლა მ----- ზ-----–---–--.

 

მოწმე გ--–- ო-----მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 30 სექტემბერს, დაახლოებით დილის 10:00 საათზე ეზოში მეზობლებისაგან - ბ------ გ-----–---–--- და თ------- დ--–---–---–------ გაიგო, რომ ს------–------ მოუკლავთ გ------- ს------------. გ-------ს ახლოს იცნობდა და ამიტომ გაემართა სასაფლაოსაკენ, თუმცა ვერ მიაგნო და დაბრუნდა უკან. გზაში შეხვდა დ-------- ბ----–--- და ლ-----------. დ--------მა განუმარტა, რომ დაახლოებით იცოდა სად მოხდა შემთხვევა, ვინაიდან მან ხმა გაიგო, როდესაც სასაფლაოებს ასუფთავებდა. ვიდრე ადგილზე მივიდოდნენ 112-ში დარეკა დახმარებისათვის. დაახლოებით 15 მეტრის მოშორებით დაინახა, რომ გ------- ს------------ უსიცოცხლოდ ეგდო ძირს, მისვლას აზრი არ ჰქონდა, რადგან გარდაცვლილი იყო. რამდენიმე წუთის შემდეგ შემთხვევის ადგილზე მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები.

 

მოწმე გ--- ხ-------- სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 30 სექტემბერს დილის 08:00 საათზე გავიდა სამუშაოდ, გ------ ქუჩაზე N------------------–-- წინ აგებდა ასფალტს. მან დაინახა, რომ მეტსახელად „მ---------“, რომლის სახელი და გვარი არ იცის, გაიარა სასაფლაოს მიმართულებით, შემდეგ იგივე მიმართულებით წავიდა გ------- ს------------ ორ პირთან ერთად. როგორც შემდგომ გაიგო გ------- ს------------ მოკლეს.

 

მოწმე ლ----- გ------- სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ შემთხვევის დღეს სახლიდან გამოსულს შემოესმა ხმაური და დაახლოებით 50 მეტრის მოშორებით დაინახა, რომ ჭაღარათმიანი კაცი გადადიოდა ქუჩაზე, რომელიც იყო აგრესიული, მას გარკვეული მანძილის დაშორებით უკან მიყვებოდა გ------- ს------------, რომელიც ეუბნებოდა, რომ დაწყნარებულიყო და ნუ ყვიროდა. მოწმე წავიდა პირად საქმეზე და შემდეგ მეუღლისაგან შეიტყო, რომ გ------- ს------------ მოკლეს.

 

ბრალდებულმა მ----- ზ-----–---–-- სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 30 სექტემბერს მამაკაცები საუბრობდნენ ქუჩაში, ცოტა ხანში მათთან მივიდა გ------- ს------------, რომელმაც მ----- ზ-----–---–- სიგარეტი სთხოვა, უარის მიღების შემდეგ უთხრა, რომ ღირსი იყო როგორც მას და მის გარდაცვლილ შვილს ექცეოდნენ პატიმრობაში ყოფნისას და ამის შემდეგ სახეში შეაფურთხა. ადგილზე ირგვლივ ბევრი ხალხი იყო, ამიტომ გადაწყვიტეს ს------–------ წასულიყვნენ და იქ გაერკვიათ სიტუაცია. ს------–------ გ------- ს------------- უთხრა, თუ რა უნდოდა მის შვილთან, რის გამოც მათ შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. ვინაიდან გ------- ს------------ მასზე ძლიერი იყო და მათი გაშველება არავის უცდია თავდაცვის მიზნით იარაღი ამოიღო, თუმცა არ იცოდა გავარდებოდა თუ არა, მაგრამ იარაღი, რომელიც ჰქონდა მიწის მიმართულებით გავარდა და ყველა გაჩერდა. ამ დროს გ------- ს------------მ ხელი დასტაცა იარაღს და დაქაჩა, რა დროსაც აწ გარდაცვლილს ფეხი დაუსხლტდა, იარაღი გავარდა და გ------- ს------------ მიწაზე დაეცა. თავად სასხლეტისათვის ხელი არ გამოუკრავს. მას ეგონა რომ გ------- ს------------ დაჭრილი იყო და გადაწყვიტა ადგილი დაეტოვებინა, მისი გარდაცვალების შესახებ შემდეგ გაიგო.

 

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით - 2018 წლის 30 სექტემბერს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო მასზედ, რომ 2018 წლის 30 სექტემბერს, ქუთაისში, ს--------- ს------–------ ნაპოვნი იქნა სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გარდაცვლილი გ------- ს------------- მეტსახელად „ჩ----–---“ გვამი.

 

დანაშაულის შესახებ შეტყობინების N2------ თანახმად - 2018 წლის 1 ოქტომბერს 112-ში შევიდა ინიციატორ გ--–- ო------ შეტყობინება, რომლის თანახმად ს------–------ ნაპოვნია გარდაცვლილი უცნობი მამაკაცი.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად - 2018 წლის 30 სექტემბერს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ დ--------------–---- მიერ შედგენილ იქნა ოქმი, რომლის თანახმად შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქუთაისში, წ-------------- ქუჩაზე არსებულ ე.წ „ს--------- სასაფლაოს’’ ტერიტორიაზე, კერძოდ კი სასაფლაოს აღმოსავლეთით უკიდურესი კიდის მხარეს, საფლავებს შორის, სადაც აღმოჩენილ იქნა გ------- ს------------- გვამი. შემთხვევის ადგილზე გულაღმა მდგომარეობაში ასვენია გ------- ს------------- გვამი, ისე რომ მარჯვენა ზედა კიდური მოხრილია იდაყვის სახსარში, ოდნავ განზიდულია გარეთ და ეყრდნობა სასაფლაოს ბეტონის საძირკველის კედელს. გვამის მარცხენა ფეხი მიბჯენილია საპირისპირო მხარეს მდებარე ანალოგიური ბეტონის საძირკველის კედელზე. გვამი თავით მიმართულია ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით, ხოლო ფეხებით სამხრეთ-დასავლეთით. მარცხენა ზედა კიდური გაშლილია სახსარში და განზიდულია გარეთ. გვამს ტანთ აცვია მოლურჯო ფერის ჯინსის პერანგი, მოლურჯო ფერის მოკლესახელოებიანი მაისური, მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი მოყავისფრო ფერის ტყავის ქამრით, მოშავო-მორუხო ფერის ზოლიანი ტრუსი, მოთეთრო ფერის წინდები, მოშავო ფერის მორუხო-მოთეთრო ფერის ჩანართებით სპორტული ფეხსაცმელი თასმებზე შესაკრავით. გვამის ქვედა კიდურები გაშლილია სახსრებში და განთავსებულია სხეულის გასწვრივ, კისერზე უკეთია მოშავო ფერის ზონარი მოყავისფრო ფერის ხის ჯვრით. თავის ქალას უკანა მიდამო და მარჯვენა ყურის ნიჟარა მოსვრილია მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქებით. გვამს თხემის მიდამოში მარჯვნივ აღენიშნება მომრგვალო ფორმის უსწოროკიდეებიანი ჭრილობა, მის ირგვლივ აღენიშნება სხვადასხვა სიგრძის უსწოროკიდეებიანი ნასკდომი ჭრილობები, სახის არე მოსვრილია სისხლისმაგვარი ლაქებით. გვამი პირობითად დაინომრა სპეციალური საექსპერტო ნიშნულით, როგორც ობიექტი N1. გვამის მარჯვენა ფეხთან ბეტონის ზედაპირზე აღმოჩენილ და ამოღებულ იქნა ერთი ცალი მასრა, მასრა ლითონისაა, მოყვითალო ფერის, ფუძეზე აღენიშნება სავარაუდო დეტონაციის წერტილოვანი კვალი. იქვე, გვამის აღმოჩენის ადგილიდან ახლოს ბეტონის საძირკველის კედელთან აღმოჩენილ იქნა მოყვითალო ფერის ლითონის ერთი ცალი ვაზნა. გვამის თავთან არსებული ადგილი ბეტონის ზედაპირზე მასიურად მოსვრილია მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი გუბით, საიდანაც აღებულ იქნა ნიმუში შემდგომი სავარაუდო საექსპერტო კვლევისათვის. იქვე, გვამთან აღმოჩენილ და ამოღებულ იქნა მოშავო ფერის სიგარეტის კოლოფი, წარწერით „PHILIP MORRIS” მასში 15 ღერი თეთრ ფილტრიანი სიგარეტით, ამავე ადგილზე ასევე აღმოჩენილ და ამოღებულ იქნა მოშავო ფერის სანთებელა წარწერით „BIC” და „RAY BAN”-ის ფირმის მოშავო-მოყავისფრო ფერის დასაკეცი სათვალე დაკეცილ მდგომარეობაში, რომლის მარცხენა შუშაც დაზიანებულია. გვამის მარჯვენა ხელთან ახლოს ბეტონის ზედაპირზე აღმოჩენილ და ამოღებულ იქნა მოყავისფრო ფერის ფილტრის მქონე სიგარეტის ნამწვი, მასზე მოყვითალო ფერის უცხოენოვანი წარწერით, რომელიც ბოლომდე არ იკითხება. შემთხვევის ადგილზე გვამიდან ხელმარცხნივ არსებული საფლავის კედლისმაგვარად შემაღლებულ ბეტონის ქვის ზედაპირზე და ლითონის კოროზირებულ ფიგურულ ორნამენტებიან ღობეზე ბეტონის ზედაპირიდან 0,54 მეტრის სიმაღლეზე შეინიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები დანაშრევების და ნაწვეთების სახით, ხოლო უშუალოდ ლითონის კონსტრუქციის ღობის ზედაპირზე მიკრულია მოთეთრო-მონაცრისფრო ფერის თმისმაგვარი ბეწვები. იქვე, იმავე ლითონის ღობის დეკორატიული ფიგურის ქვედა საყრდენ კონსტრუქციაში აღმოჩენილ და ამოღებულ იქნა მცირე ზომის ბიოლოგიური მასა. გვამი შემთხვევის ადგილზე სამედიცინო ექსპერტის დათვალიერების შემდგომ გადატანილ იქნა შემდგომი საექსპერტო სამედიცინო კვლევისათვის. გვამის გადატანის შემდეგ თავდაპირველი განთავსების ადგილას ბეტონის ზედაპირზე აღმოჩენილ იქნა მცირე ზომის დაზიანება, რაც დეტალურად დასურათდა და დაზიანების ადგილიდან, კერძოდ კი მისი ზედაპირიდან აღებულ იქნა ანაწმენდების და მიკრონაწილაკების ნიმუშები. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ნივთები დაილუქა შესაბამისი აღნიშვნებით და ხელმოწერებით. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას მიმდინარეობდა ფოტოგადაღება.

 

გვამის დათვალიერების ოქმის თანახმად - 2018 წლის 30 სექტემბერს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ ჯ------- ი------- მიერ შედგენილ იქნა ოქმი, რომლის თანახმად გ------- ს------------- გვამის დათვალიერება მიმდინარეობდა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის პროზექტურის შენობაში. სასექციო მაგიდაზე გულაღმა მდგომარეობაში ასვენია გ------- ს------------- გვამი. გვამს გარეგნულად აღენიშნება შემდეგი დაზიანებები: თხემის მიდამოში მარჯვნივ აღენიშნება მომრგვალო ფორმის უსწოროკიდეებიანი ჭრილობა. ასევე აღენიშნება სხვადასხვა ზომის უსწოროკიდეებიანი ჭრილობები. შუბლის მიდამოში მარჯვნივ აღენიშნება მოწითალო ფერის ნაჭდევი, ცხვირის ზედაპირზე ქვედა მესამედში აღენიშნება ნაჭდევი, ხოლო შუა მესამედში ცხვირის მარცხენა გვერდითა ზედაპირზე აღენიშნება მრავლობითი ნაჭდევები. მარჯვენა ლოყის მიდამოში აღენიშნება მოწითალო ფერის ნაჭდევი, მარჯვენა მტევნის უკანა ზედაპირზე, თითქმის მის მთლიან ნაწილზე აღენიშნება მრავლობითი ნაჭდევები. მარცხენა მტევნის უკანა ზედაპირზე აღენიშნება მრავლობითი ნაჭდევები. მარცხენა ბარძაყის გარეთა ზედაპირზე ქვედა მესამედში აღენიშნება ორი მოწითალო ფერის ნაჭდევი. მარცხენა წვივის გარეთა ზედაპირზე ზედა მესამედში აღენიშნება მოწითალო ფერის ნაჭდევი. მარჯვენა მტევნის მეორე მესამე თითებს შუა ფალანგების უკან ზედაპირზე აღენიშნება მრავლობითი ნაჭდევები. ზედა ტუჩის ზედა მიდამოში მარჯვნივ აღენიშნება უსწოროკიდეებიანი ჭრილობა მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევებით. მარცხენა თვალბუდის მიდამოში ზედა და ქვედა ქუთუთოებზე აღენიშნება სისხლნაჟღენთები. მარცხენა მხრის წინა ზედაპირზე შუა მესამედში აღენიშნება მოლურჯო ფერის სისხლნაჟღენთი. ზედა ტუჩის მიდამოში მარჯვნივ შიგნით ზედაპირზე ლორწოვანზე აღენიშნება მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევა.

 

2018 წლის 30 სექტემბრის ამოღების ოქმის თანახმად - იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ ჯ------- ი------- მიერ გ------- ს------------- გვამის თავის ქალას ღრუდან ამოღებულ იქნა მოყვითალო ფერის ლითონის უცხო სხეული, რომელიც დაილუქა შესაბამისი წესით.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ჯ------- ი------- დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.

 

სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით, მოქ. გ------- ს------------- სიკვდილის მიზეზია თავის მიდამოს ბრმა ცეცხლნასროლი ჭრილობა თავის ტვინის ნივთიერების დაზიანებით, ქალა-სარქველის და ფუძის ძვლების ხაზოვანი და მრავალფრაგმენტოვანი მოტეხილობით. გვამის გამოკვლევისას ნანახი სიკვდილის შემდგომი ნაადრევი გვამური მოვლენების მხედველობაში მიღებით სიკვდილის დადგომიდან გვამის გამოკვლევამდე გასული უნდა იყოს დაახლოებით 05 საათი. მოქ. გ------- ს------------- გვამის გამოკვლევით აღინიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები: თავის მიდამოს ბრმა ცეცხლნასროლი ჭრილობა, შემავალი თავის ქალას ღრუში, შესავალი ხვრელით თხემის მიდამოში მარჯვნივ, ტერფის ძირიდან 176 სმ-ის დაშორებით, თავის ქალას რბილი საფარის, კუნთოვანი ქსოვილის, თავის ტვინის ნივთიერების დაზიანებით, ქალა-სარქვლის და ფუძის ძვლების ხაზოვანი და მრავალფრაგმენტოვანი მოტეხილობით. ჭრილობის არხის დასაწყის ნაწილში ალისფერი სისხლჩაქცევებით, მიყენებულია სიკვდილამდე წინა უახლოეს პერიოდში რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭურვის გასროლის შედეგად, მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და იმყოფება მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან სიკვდილთან. სროლა ნაწარმოებია მიბჯენით, ჭრილობის არხის მიმართულებით მარჯვნიდან-მარცხნივ, ზემოდან-ქვემოთ, ოდნავ წინიდან უკან. მიღებული დაზიანების შედეგად მოქ. გ------- ს------------- შეეძლო მიზანმიმართული მოქმედებები მანამ სანამ არ დაკარგავდა გონებას. მოქ. გ------- ს------------- გვამზე ასევე აღინიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები: უსწოროკიდეებიანი ჭრილობა ზედა ტუჩის ზედა მიდამოში მარჯვნივ. სისხლჩაქცევა ზედა ტუჩის მიდამოში მარჯვნივ შიგნითა ზედაპირზე ლორწოვანზე. სისხლნაჟღენთები მარცხენა თვალბუდის მიდამოში ზედა და ქვედა ქუთუთოებზე შიგნითა კუთხესთან. სისხლნაჟღენთი მარცხენა მხრის წინა ზედაპირზე შუა მესამედში. მრავლობითი ნაჭდევები სხეულის სხვადასხვა მიდამოებში განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი ცოცხალ პირთა ექსპერტიზის შემთხვევაში ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშანს და მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფებიან დამდგარ შედეგთან სიკვდილთან. დაზიანება მარცხენა მხრის წინა ზედაპირზე შუა მესამედში არსებული სისხლნაჟღენთის სახით განვითარებულია სიკვდილამდე წინა ადრეულ პერიოდში, ხოლო სხვა დანარჩენი დაზიანებები განვითარებულნი არიან სიკვდილამდე წინა უახლოეს პერიოდში.

 

აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა გ------- გ-------–-–---–-- და ზ------ გ-------–-–---–--.

 

ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის N0-------- დასკვნით, ექსპერტიზაზე წარმოდგენილ მასრაზე (NFCD845651) აღინიშნება დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ვაზნაზე (NFCD845653) დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები არ აღინიშნება. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ გ------- ს------------- (N0280871) მაისურზე და მოლურჯო ფერის ჯინსის პერანგზე აღინიშნება დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები, მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალზე, ტრუსზე და წყვილ წინდაზე დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები არ აღინიშნება. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ გ------- ს-------------გან აღებულ ანაწმენდებზე (N1111117954) მარჯვენა და მარცხენა ხელის მტევნებიდან დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები არ აღინიშნება. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ გ------- ს------------- მარჯვენა და მარცხენა ხელის მტევნის ფრჩხილების ფრაგმენტებზე (N1111117954) დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები არ აღინიშნება. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ პაკეტში წარწერით: „ბეტონის ზედაპირზე აღმოჩენილი დაზიანებიდან აღებული ანაწმენდი....“ (NFCD879154) მოთავსებულ სპეცდანიშნულების ბამბისთავიან ჩხირებზე და სპეც წებოვან ფირფიტაზე დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები არ აღინიშნება. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ლ-–- ო---–-----ს ტანსაცმელზე დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები არ აღინიშნება. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ა---------– გ---------- მაისურზე დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები არ აღინიშნება.

 

სასამართლო სხდომაზე ნაწილი მტკიცებულებებისა არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა. სასამართლო უთითებს, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებები ბრალდებულ მ------ ზ-----–---–-ს მიმართ წარდგენილი ბრალდებების დადასტურების/უარყოფის თვალსაზრისით რელევანტური არ არის და შესაბამისად, სასამართლო მათ შინაარსზე ყურადღებას არ შეაჩერებს.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ უტყუარად დადასტურდა მ------ ზ-----–---–-ს მიერ ბრალად წარდგენილი ყველა დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, კერძოდ:

 

სასამართლო განმარტავს, რომ ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინაარმდეგო შეძენა (სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი) - საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული გავრცელებული დანაშაულია, რომლის საგანია სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერება და ასაფეთქებელი მოწყობილობა, რაც ვარგისია საბრძოლო მოქმედებისთვის (გამოყენებისთვის). კონკრეტული იარაღი/საბრძოლო მასალა მიეკუთვნება თუ არა ცეცხლსასროლ იარაღთა, საბრძოლო მასალათა, ფეთქებად ნივთიერებათა და ასაფეთქებელ მოწყობილობათა კატეგორიას, ასევე მათი ვარგისიანობა გამოსაყენებლად დადასტურებული უნდა იყოს ექსპერტის დასკვნით. ამავე მუხლის, მე-4 ნაწილის თანახმად კი, დასჯადია ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის/საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება. ტარება გულისხმობს მოქმედებას, როდესაც ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადაადგილებისას პირს თან აქვს ცეცხლსასროლი იარაღი/საბრძოლო მასალა (უჭირავს ხელში, მიმაგრებული აქვს სხეულზე ან ინახავს ტანსაცმელში).

 

ამდენად, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის - ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენის/ტარების შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ მათი შეძენა და ტარება იყოს უკანონო, ,,იარაღის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი სპეციალური ნებართვებისა და რეგისტრაციის წესების გარეშე.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გარდა ბრალდებულ მ------ ზ-----–---–-ს აღიარებისა, სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეების დ-------- ბ----–----, გ--–- ო------, ა---------– გ---------- და ლ-–- ო---–-----ს ჩვენებები, გვამის დათვალიერების ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის N0-------- დასკვნა და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა) ერთობლიობა მ------ ზ-----–---–-ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მ------ ზ-----–---–-- ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა (მ----- ზ-----–---–-- დაუდგენელ დროსა და გარემოებებში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა დაუდგენელი მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი (პისტოლეტი) რომელსაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა ქუთაისში, წ-------------- ქუჩაზე განთავსებულ ე.წ „ს--------- ს------–------“), დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება (2018 წლის 30 სექტემბერს, ქუთაისში, წ-------------- ქუჩაზე განთავსებულ ე.წ „ს--------- ს------–------“ დაახლოებით 09:30 საათიდან 10:30 საათამდე პერიოდში მ----- ზ-----–---–- მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა დაუდგენელი მოდელის ცეცხლსასროლ იარაღს), დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით.

 

რაც შეეხება მ------ ზ-----–---–-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებას, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია განზრახი მკვლელობისათვის. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია სუბიექტის განზრახი ქმედების (მოქმედება ან უმოქმედობა) შედეგად დანაშაულებრივი შედეგის დადგომა - სიკვდილის სახით. ასევე აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. რაც შეეხება დანაშაულის მოტივს, იგი მრავალფეროვანია და შესაძლებელია აღმოცენდეს მაგალითად: შურისძიების, ეჭვიანობის, შელაპარაკების ნიადაგზე.

 

სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული მკვლელობა შეიძლება ჩადენილ იქნეს მხოლოდ განზრახ (პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით), კერძოდ: პირს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდეს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდეს ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდეს ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. შესაძლებელია დამნაშავეს არ სურდეს ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდეს ან გულგრილად ეკიდებოდეს მის დადგომას.

 

მოცემულ შემთხვევაში გარდა სხვა არაერთი მტკიცებულებისა, თავად ბრალდებულის ჩვენებითაც დადგენილია ფაქტი, რომ 2018 წლის 30 სექტემბერს, ქუთაისში, ბ------------- ქუჩაზე, დაახლოებით 09:30 საათიდან 10:30 საათამდე პერიოდში მ----- ზ-----–---–-- და გ------- ს------------- შორის მოხდა კამათი, რა დროსაც მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ერთმანეთს, არსებული უთანხმოების გარკვევის მიზნით ლ-–- ო---–------- და ა---------– გ-------------- ერთად ისინი მივიდნენ ქუთაისში, წ-------------- ქუჩაზე განთავსებულ ე.წ „ს--------- ს------–------“ სადაც მ----- ზ-----–---–-- და გ------- ს------------- შორის არსებული კამათი გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რა დროსაც გ------- ს------------მ თავის არეში მიიღო თავის მიდამოს ბრმა ცეცხლნასროლი ჭრილობა, შემავალი თავის ქალას ღრუში, შესავალი ხვრელით თხემის მიდამოში მარჯვნივ, თავის ქალას რბილი საფარის, კუნთოვანი ქსოვილის, თავის ტვინის ნივთიერების დაზიანებით, ქალა-სარქველის და ფუძის ძვლების ხაზოვანი და მრავალფრაგმენტოვანი მოტეხილობით, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი ადგილზევე გარდაიცვალა.

 

მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე უთითებს, რომ მ------ ზ-----–---–- გ------- ს------------- სიცოცხლის მოსპობის განზრახვა არ ჰქონია. მეორედ გასროლისას მ------ ზ-----–---–- ფაქტობრივად იარაღს ვერ აკონტროლებდა, რაც გამორიცხავს მისი მხრიდან გ------- ს------------- სიცოცხლის მოსპობის განზრახვის არსებობას.

 

სასამართლო აღნიშნავს, მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა დაადგინოს მ------ ზ-----–---–-ს მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება წარმოადგენს თუ არა განზრახ მკვლელობას. სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდებულის ქმედების სწორი კვალიფიკაციისთვის სასამართლო ითვალისწინებს, დანაშაულის ჩადენის ხერხსა და საშუალებას, სხეულის დაზიანებათა/ჭრილობათა რაოდენობას, ხასიათსა და ლოკალიზაციას, დანაშაულის ჩადენამდე და მის შემდეგ ბრალდებულის, დაზარალებულის ქცევასა და მათ ურთიერთობას. განზრახვის დასადგენად კი შესწავლილ უნდა იქნეს: დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია, როგორ ვითარებაში იქნა დაზიანება მიყენებული, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება საერთოდ და დაზიანების მიყენების მომენტში და სხვ. სწორედ ყველა ამ გარემოებათა შეფასების შედეგად უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ ჩადენილი უმართლობა გამოწვეული იყო თუ არა პირის მოკვლის სურვილით.

 

მხარეთა მიერ უდავოდაა მიჩნეული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მ------ ზ-----–---–-- და გ------- ს------------- შორის ადგილი ჰქონდა კონფლიქტს, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ასევე უდავოდაა მიჩნეული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სწორედ მ------ ზ-----–---–-- გაიხმო ე.წ. ,,ს--------- ს------–------’’ გ------- სოფრომაზე საკითხის გასარკვევად. ასევე უდავოა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მ------ ზ-----–---–- ე.წ. „ს--------- ს------–------“ მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღს, რომელსაც შემთხვევის დროს ე.წ „ს--------- ს------–------“ მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა. უდავოა ასევე ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სწორედ მ------ ზ-----–---–-ს იარაღიდან გასროლის შედეგად დადგა გ------- ს------------- გარდაცვალება.

 

საქმეში წარმოდგენილი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ გ------- ს------------- სიკვდილის მიზეზია თავის მიდამოს ბრმა ცეცხლნასროლი ჭრილობა თავის ტვინის ნივთიერების დაზიანებით, ქალა-სარქველის და ფუძის ძვლების ხაზოვანი და მრავალფრაგმენტოვანი მოტეხილობით. გვამის გამოკვლევისას ნანახი სიკვდილის შემდგომი ნაადრევი გვამური მოვლენების მხედველობაში მიღებით სიკვდილის დადგომიდან გვამის გამოკვლევამდე გასული უნდა იყოს დაახლოებით 05 საათი. მოქ. გ------- ს------------- გვამის გამოკვლევით აღინიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები: თავის მიდამოს ბრმა ცეცხლნასროლი ჭრილობა, შემავალი თავის ქალას ღრუში, შესავალი ხვრელით თხემის მიდამოში მარჯვნივ, ტერფის ძირიდან 176 სმ-ის დაშორებით, თავის ქალას რბილი საფარის, კუნთოვანი ქსოვილის, თავის ტვინის ნივთიერების დაზიანებით, ქალა-სარქვლის და ფუძის ძვლების ხაზოვანი და მრავალფრაგმენტოვანი მოტეხილობით. ჭრილობის არხის დასაწყის ნაწილში ალისფერი სისხლჩაქცევებით, მიყენებულია სიკვდილამდე წინა უახლოეს პერიოდში რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭურვის გასროლის შედეგად, მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და იმყოფება მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან სიკვდილთან. სროლა ნაწარმოებია მიბჯენით, ჭრილობის არხის მიმართულებით მარჯვნიდან-მარცხნივ, ზემოდან-ქვემოთ, ოდნავ წინიდან უკან. მოცემულ შემთხვევაში აღსანიშნავია, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად გ------- ს------------- სიკვდილის მიზეზია თავის მიდამოს ბრმა ცეცხლნასროლი ჭრილობა თავის ტვინის ნივთიერების დაზიანებით, ქალა-სარქველის და ფუძის ძვლების ხაზოვანი და მრავალფრაგმენტოვანი მოტეხილობით, სროლა კი ნაწარმოებია მიბჯენით, რაც ცალსახად გამორიცხავს ბრალდებულის ვერსიას, რომ გასროლა იყო შემთხვევითი.

 

სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარისა და სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ა---------– გ----------ა და ლ-–- ო---–-----ს ვერსიას, თითქოს მ------ ზ-----–---–- შემთხვევისას იარაღს ვერ ფლობდა, ვინაიდან მათი ვერსიის შესაბამისად აწ გარდაცვლილი გ------- ს------------ სრულად აკონტროლებდა იარაღს და ამ ვითარებაში მან თავის არეში მიბჯენით განახორციელა გასროლა, რაც ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია. აღნიშნულ ვერსიასთან ასევე წინააღმდეგობაში მოდის საქმეში არსებული ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, რომლის თანახმად გ------- ს-------------აგან მარჯვენა და მარცხენა ხელის მტევნებიდან აღებულ ანაწმენდებსა და მარჯვენა და მარცხენა ხელის მტევნის ფრჩხილების ფრაგმენტებზე დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები არ აღინიშნება.

 

ყოველივე ზემოაღიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ 2018 წლის 30 სექტემბერს განვითარებული მოვლენების თანმიმდევრობა და გეგმაზომიერება, მ------ ზ-----–---–-ს მიერ გ------- ს------------- ე.წ. ,,ს--------- ს------–------’’ გახმობა, მართლსაწინააღმდეგო ცეცლსასროლი იარაღის ტარება, აგრეთვე ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში მიბჯენით სროლა, გ------- ს------------------- მიყენებული დაზიანების ლოკალიზაცია და ხასიათი ცალსახად და ნათლად ადასტურებს, რომ მ------ ზ-----–---–-- შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მიბჯენით ესროლა გ------- ს------------- ცეცხლსასროლი იარაღიდან, გამიზნულად სწორედ იმ ადგილას, სადაც ცეცხლნასროლი ჭრილობა გარდაუვალად იწვევს ადამიანის სიკვდილს.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა მ------ ზ-----–---–-ს ქმედების შემადგენლობისათვის სავალდებულო ყველა ნიშანი და იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „i№ dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მ------ ზ-----–---–-- მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით; ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით; განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით.

 

4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულ მ------ ზ-----–---–-ს მიერ ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს, ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს, ბრალდებულის ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ბრალდებულის პირად და ეკონომიკურ პირობებს, დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს. დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

ამდენად, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე ბრალდებულ მ------ ზ-----–---–- დანაშაულთა ერთობლიობისას, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 11 (თერთმეტი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, მასვე საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით 5 (ხუთი) წლის ვადით აეკრძალოს იარაღის შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, რაც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროების, მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით და საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).

 

5. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მოშავო-მოყავისფრო ფერის დასაკეცი დაზიანებული სათვალე, მოშავო ფერის სანთებელა, პლასტმასის ჭურჭელი მოლურჯო ფერის პლასტმასის თავსახურით, მინერალური წყალი ბორჯომის პლასტმასის ბოთლის თავსახური, წყალი ბაკურიანის ორი ცალი პლასტმასის ბოთლი, მცირე ზომის პოლიეთილენის პარკი, სიგარეტი „PARLIAMENT” კოლოფი, სიგარეტი „PHILIP MORRIS” კოლოფი, მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი გუბიდან აღებული ნიმუში, მოთეთრო-მონაცრისფრო ფერის თმისმაგვარი ბეწვები, მცირე ზომის ბიოლოგიური მასა, მოყავისფრო ფერის ფილტრის მქონე სიგარეტის ნამწვი, სიგარეტის მოთეთრო ფერის ერთი ნამწვი ფილტრზე უცხოენოვანი წარწერით „PARLIAMENT”, მოთეთრო ფერის ზეწარი, მოთეთრო ფერის ფილტრის მქონე სიგარეტის ერთი ცალი ნამწვი, ბეტონის ზედაპირზე აღმოჩენილი მცირე ზომის დაზიანების ზედაპირიდან აღებული ანაწმენდისა და მიკრონაწილაკების ნიმუშები, გ------- ს------------- გვამიდან აღებული ხელის გულების ანაწმენდები, მარჯვენა და მარცხენა ხელის ფრჩხილების თმისა და სისხლის ნიმუშები, თავის ქალიდან ამოღებული ტყვიის გულის მაგვარი ლითონის სხეული, ლ-–- ო---–------- და ა---------– გ----------აგან აღებული ნერწყვის ნიმუშები, გ---–----- ზ-----–---–-სგან და ზ---– გ--------------- აღებული ნერწყვის ნიმუშები, გ------- ს------------- გვამის დაქტილობარათი, ა---------– გ---------- და ლ-–- ო---–-----ს დაქტილობარათი, ამოღებული სუნის ნიმუშები - განადგურდეს.

 

ერთი ცალი მასრა და ერთი ცალი ვაზნა - გადაეგზავნოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.

 

გ------- ს------------- გვამის დათვალიერების დროს ამოღებული მოლურჯო ფერის გრძელსახელოებიანი ჯინსის პერანგი, მოლურჯო ფერის მოკლესახელოებიანი მაისური, მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი, მოყავისფრო ფერის ტყავის ქამრით, მოშავო-მორუხო ფერის ზოლებიანი ტრუსი, მოთეთრო ფერის მამაკაცის წყვილი წინდა, „ნაიკის“ ფირმის მოშავო-მორუხო-თეთრ ფერებში გაწყობილი სპორტული ფეხსაცმელი, ლ-–- ო---–-----სგან ამოღებული ტანსაცმელი და ა---------– გ----------გან ამოღებული მაისური - დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელს, ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს.

 

აუდიო-ვიდეო რეგისტრატორის მეხსიერების ბარათი, მოწმე ა---------– გ---------- მაგისტრ მოსამართლესთან დაკითხვის ამსახველი აუდიო-ვიდეო ჩანაწერი ერთ ცალ CD-R დისკზე - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-278-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მ------ ზ-----–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალიწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით 5 (ხუთი) წლის ვადით აეკრძალოს იარაღის შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ მ------ ზ-----–---–- დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით 5 (ხუთი) წლის ვადით აეკრძალოს იარაღის შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

მ------ ზ-----–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

მ------ ზ-----–---–- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 16 დეკემბრიდან.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებები:

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მოშავო-მოყავისფრო ფერის დასაკეცი დაზიანებული სათვალე, მოშავო ფერის სანთებელა, პლასტმასის ჭურჭელი მოლურჯო ფერის პლასტმასის თავსახურით, მინერალური წყალი ბორჯომის პლასტმასის ბოთლის თავსახური, წყალი ბაკურიანის ორი ცალი პლასტმასის ბოთლი, მცირე ზომის პოლიეთილენის პარკი, სიგარეტი „PARLIAMENT” კოლოფი, სიგარეტი „PHILIP MORRIS” კოლოფი, მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი გუბიდან აღებული ნიმუში, მოთეთრო-მონაცრისფრო ფერის თმისმაგვარი ბეწვები, მცირე ზომის ბიოლოგიური მასა, მოყავისფრო ფერის ფილტრის მქონე სიგარეტის ნამწვი, სიგარეტის მოთეთრო ფერის ერთი ნამწვი ფილტრზე უცხოენოვანი წარწერით „PARLIAMENT”, მოთეთრო ფერის ზეწარი, მოთეთრო ფერის ფილტრის მქონე სიგარეტის ერთი ცალი ნამწვი, ბეტონის ზედაპირზე აღმოჩენილი მცირე ზომის დაზიანების ზედაპირიდან აღებული ანაწმენდისა და მიკრონაწილაკების ნიმუშები, გ------- ს------------- გვამიდან აღებული ხელის გულების ანაწმენდები, მარჯვენა და მარცხენა ხელის ფრჩხილების თმისა და სისხლის ნიმუშები, თავის ქალიდან ამოღებული ტყვიის გულის მაგვარი ლითონის სხეული, ლ-–- ო---–------- და ა---------– გ----------აგან აღებული ნერწყვის ნიმუშები, გ---–----- ზ-----–---–-სგან და ზ---– გ--------------- აღებული ნერწყვის ნიმუშები, გ------- ს------------- გვამის დაქტილობარათი, ა---------– გ---------- და ლ-–- ო---–-----ს დაქტილობარათი, ამოღებული სუნის ნიმუშები - განადგურდეს.

 

ერთი ცალი მასრა და ერთი ცალი ვაზნა - გადაეგზავნოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.

 

გ------- ს------------- გვამის დათვალიერების დროს ამოღებული მოლურჯო ფერის გრძელსახელოებიანი ჯინსის პერანგი, მოლურჯო ფერის მოკლესახელოებიანი მაისური, მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი, მოყავისფრო ფერის ტყავის ქამრით, მოშავო-მორუხო ფერის ზოლებიანი ტრუსი, მოთეთრო ფერის მამაკაცის წყვილი წინდა, „ნაიკის“ ფირმის მოშავო-მორუხო-თეთრ ფერებში გაწყობილი სპორტული ფეხსაცმელი, ლ-–- ო---–-----სგან ამოღებული ტანსაცმელი და ა---------– გ----------გან ამოღებული მაისური - დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელს, ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს.

 

აუდიო-ვიდეო რეგისტრატორის მეხსიერების ბარათი, მოწმე ა---------– გ---------- მაგისტრ მოსამართლესთან დაკითხვის ამსახველი აუდიო-ვიდეო ჩანაწერი ერთ ცალ CD-R დისკზე - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თათია გოგოლაური