განაჩენი

სისხლის სამართლის 11.02.2020
საქმის ნომერი
040100119003151115
დავის ტიპი
126 (1) 1 , 19 - 137 1 , 178 3 დ , 178 2 ა
თარიღი
11.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 040100119003151115

N 1/40-1-

(გამოძიების №049230519001)

განაჩენი

საქართველოს სახელით

11 თებერვალი, 2020 წელი ცაგერი

ცაგერის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ლეილა გურგუჩიანი

სხდომის მდივანი - ეკატერინე მუკბანიანი

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ზ----- შ--–---------

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ბ--- მ-------–---

მამის სახელი: ტ----;

დაბადებული: 1-.0--1--- წელი;

დაბადების ადგილი: ს----------–--, ა-------–------;

მოქალაქეობა: ს----------–--;

განათლება: საშუალო;

ოჯახური მდგომარეობა: დ------------–-;

პირადი ნომერი: 0----------;

რეგისტრაციის მისამართი: ქვეყა---ს----------–--, მუნიციპალიტეტი - ა-------–------, სოფელი ს------–-;

ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქვეყა---ს----------–--, მუნიციპალიტეტი - ა-------–------, სოფელი ს------–-;

ადვოკატი - დ----- ბ-------

კვალიფიკაცია: ს----------–--ს სისხლის სამართლის კოდექსის 19-137-ე მუხლის პირველი ნაწილი; 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი, 178-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და მესამე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი.

დისპოზიცია: გაუპატიურების მცდელობა, ესე იგი პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევის მცდელობა სხეულის ნებისმიერი ნაწილის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით;

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება;

ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის;

სხდომის სახე - დახურული

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ბ--- მ-------–---- მიერ განხორციელებული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

1.1. 2019 წლის 19 მაისს, ღამის საათებში, მ----- რ-------, ბ--- მ-------–---- დედის-ლ--–- ჯ------- თხოვნით, მცირეწლოვან ბავშვზე ყურადღების მისაქცევად იმყოფებოდა ა-------–------ს რაიონის სოფელ ს------––- მდებარე ბ--- მ-------–---- საცხოვრებელ სახლში. ამავე წლის 20 მაისს, დაახლოებით 0-:00 საათზე, ოჯახში დაბრუნდა ბ--- მ-------–--- და მ----- რ-------- დააპირა წასვლა თავის საცხოვრებელ სახლში. დაახლოებით 0-:30 საათზე, ბ--- მ-------–---მ განიზრახა მ----- რ-------ს სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევა. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად იგი უკან გაჰყვა მ----- რ------- და ამ უკანასკნელის საცხოვრებელი სახლის ეზოში შეეცადა ძალის გამოყენებით გაეხადა მისთვის ტანსაცმელი და ასევე ძალადობით, თავისი სასქესო ორგანოს გამოყენებით, სექსუალური ხასიათით შეეღწია მ----- რ-------ს სხეულში. ბ--- მ-------–---მ განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა მ----- რ-------ს მხრიდან გაწეული წინააღმდეგობის გამო და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.

 

1.2. 2019 წლის 1- ივნისს, დაახლოებით 20:30 საათზე, ა-------–------ს რაიონის სოფელ ს------––-, ურთიერთშეკამათებისას, ბ--- მ-------–---მ, მისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში, ხელის კვრით წააქცია მამა - ტ---- მ-------–---, რომელმაც თავისა და ზურგის არეში მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი

 

1.3.2019 წლის 1- ივნისს, დაახლოებით 20:30 საათზე, ა-------–------ს რაიონის სოფელ ს------––-, ბ--- მ-------–---- სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუჩაში, ბ--- მ-------–---მ, ა-- რ------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, აშკარად, ხელიდან გასტაცა ა------ 4- მოდელის მობილური ტელეფონი, რითაც დაზარალებულს მიაყენა 352 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2.1.ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბ--- მ-------–---- ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებაში.

 

2.2..ბ--- მ-------–---მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-137-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - გაუპატიურების მცდელობა, ესე იგი პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევის მცდელობა სხეულის ნებისმიერი ნაწილის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით;

 

2.3..ბ--- მ-------–---მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის178-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და მესამე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული -ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა, შეფასება:

 

2.4.სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ტ---- მ-------–---მ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის(შვილის) წინააღმდეგ (0--1-.1- სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.5.სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ--–- ჯ------- გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის(შვილის) წინააღმდეგ (0--1-.1- სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.6.სასამართლო სხდომაზე მოწმე თ---–- მ---------- გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის(მეუღლის ) წინააღმდეგ (0--1-.1- სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.7.სასამართლო სხდომაზე, მოწმე ს------- ხ---–---- განმარტა, რომ არის ბ--- მ-------–---- მეზობელი. მისი შვილის, ა-- რ-------საგან შეიტყო, რომ ბ--- მ-------–---მ სცემა მამა , ტ---- მ-------–---. თ---–-, ბ---ს მეუღლე ყვიროდა პოლიცია გამოიძახეთო. ეზოში კი სისხლის გუბე მდგარა(0--1-.1- სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.8.საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა ქ------- გ--–------- განმარტა, რომ ბ--- მ-------–---- მეუღლე არის მისი დისწული, რომელთანაც სტუმრად იმყოფებოდა. სახლში მიმავალს გზაში უნდა შეხვედროდა. როცა სახლში დაბრუნდნენ, ტ---- მ-------–--- იყო სისხლიანი, თ---–-მ და მან აღმოუჩინეს დახმარება, მიზეზი არ იცის(03.12.1- სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.9. საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა ლ--–- ჯ------- განმარტა, რომ არის ა-------–------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ს------–-ს თემის მაჟორიტარი დეპუტატი. 2019 წლის 1- ივნისს, დაახლოებით საღამოს 20 საათზე, მიდიოდა ს------––-, მის საცხოვრებელ სახლში. რა დროსაც შეიტყო, რომ ბ--- მ-------–---ს უცემია მამამისი-ტ---- მ-------–--- და სისხლი რომელიც ბ---ს ეცხო სავარაუდოდ ტ---- მ-------–---- იყო. (03.12.1- სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.10.საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა ნ---- კ------- განმარტა, რომ მის მეზობლად ცხოვრობს მ-------–---ების ოჯახი, ს------- ხ---–-------- შეიტყო რომ ბ--- მ-------–---მ სცემა მამა, ტ---- მ-------–---. მოვიდა პოლიცია და სასწრაფო. ტ---- მ-------–--- გადაიყვანეს სასწრაფო დახმარების მანქანით(03.12.1- სასამართლო სხდომის ოქმი)..

 

2.1-. საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა ფ---- დ-------- აჩვენა, რომ დასაქმებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ა-------–------ს სამსახურში ექიმის პოზიციაზე. 2019 წლის 1- ივნისს იყო მორიგე. 1-2-დან მიღებული შეტყობინების საფუძველზე წავიდნენ სოფელ ს------––-, ტ---- მ-------–---- ოჯახში გამოძახებაზე. ოპერატორისაგან მიღებული ინფორმაციით შვილი ეჩხუბებოდა მშობლებს. ადგილზე ხალხი დახვდათ შეკრებილი. ტ---- მ-------–--- წელს ზემოთ იყო შიშველი, ხელები და სახე სისხლით ჰქონდა დასვრილი, შუბლიდან სდიოდა სისხლი, ჰქონდა ჭრილობები. ოჯახის წევრების წინააღმდეგობის მიუხედავად გადაიყვანეს საავადმყოფოში. ტ---- მ-------–---ს არ უთქვამს საიდან მიიღო დაზიანებები(03.12.1- სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.12.საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა ავ--------–-----–--–---–-ა აჩვენა, რომ მუშაობს შპს ,,რ--------–-------------–----–-------- -ს ა-------–------ს რაიონულ საავადმყოფოში. 2019 წლის 1- ივნისს იყო მორიგე, რა დროსაც, სასწრაფო დახმარების მიერ შეყვანილი იქნა ნაცემი პაციენტი ტ---- მ-------–---, რომელსაც ჰქონდა სისხლჩაქცევები ზურგზე და თავზე. ნახეთქი ჭრილობები, იყო სისხლიანი, ნასვამი და აგრესიული. აგინებდა შვილს. უარი განაცხადა მკურნალობაზე (03.12.1- სასამართლო სხდომის ოქმი).

.

2.13..საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები მ----- რ---------, ა-- რ--------- და ტ---- მ-------–---ზე უდავო მტკიცებულებად იქნა მიჩნეული, მიენიჭა პრეიუდიციული ძალა, ასევე უდავო მტკიცებულებებად იქნა მიჩნეული დ----- ო--–---–------------------–-------------------–--------------–----------------------------------------–--–-–---–--, ექსპერტ(კრიმინალისტი) გ-------------------- მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები, შესაბამისად სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი დასაკითხ მოწმეთა სიიდან ამოირიცხა დ----- ო--–---–-, გი------------–------------------–-------------–---------------------------------------–--–-–---–-, ექსპერტ(კრიმინალისტი) გი------------------- ექსპერტები მ-------------–---------------------, ექსპერტ-ტრასოლოგი ო-----------------ა. (03.12.1- სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.14.სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ბ--- მ-------–---მ გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლება (1-.0--20 სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.15.სს----–----------------–--------–-----------------–----------------------------–-------------------–-–-- 1--------ს N--------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ჩატარებული პირადი გასინჯვით, მოქალაქე ტ---- მ-------–---ს სხეულზე, გარეგნულად, აღენიშნებოდა დაზიანებები უსწოროკიდეებიანი ჭრილობების, ნაჭდევისა და სისხლნაჟღენთების სახით, დაზიანებები განვითარებული არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის(საგნების) ზემოქმედების შედეგად.

 

დაზიანებები უსწოროკიდეებიანი ჭრილობების სახით, ცალკ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით, ხოლო სხვა დანარჩენი დაზიანებები, ცალკ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.(ტ-2, ს.ფ. 143-146).

 

2.16.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, .საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად ვერ დადასტურდა პირის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:

 

საქმეში არ მოიპოვება არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებულის მიმართ, ამ მუხლით ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას დაადასტურებდა. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოზე წარმოდგენილი არც ერთი მოწმე არ არის ფაქტის თვითმხილველი, ყველა მათგანი ეყრდნობა დაზარალებულისაგან მიღებულ ინფორმაციას, რომელმაც საქმის სასამართლო განხილვის დროს უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ აუცილებელია მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულ ბ--- მ-------–----აგან მამაზე, ტ---- მ-------–---ზე ფიზიკური ძალადობის ფაქტი. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულმა ტ---- მ-------–---მ მასზე განხორციელებული ძალადობის ფაქტი სასამართლო სხდომაზე არ დაადასტურა (გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ). ბუნებრივია უარყოფილია ასევე მისი მხრიდან, მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფის საკითხი, ხოლო რაც შეეხება სასამართლო ექსპერტიზის დასკვნას, სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ სამედიცინო ექსპერტის დასკვნით ზოგადად შესაძლებელია დადგინდეს დაზიანებების არსებობა, მათი სიმძიმე, რაოდენობა, თუმცა ობიექტურად შეუძლებელია ექსპერტის დასკვნით განისაზღვროს დაზიანებების მიმყენებელი პირის ვინაობა, შესაბამისად, ექსპერტის დასკვნით იმის მტკიცება, რომ მსხვერპლს დაზიანება მიაყენა კონკრეტულმა პირმა, შეუძლებელია და წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო არ არის და ექსპერტის დასკვნით დგინდება, რომ ტ---- მ-------–---ს აღენიშნებოდა სხვადასხვა სახის დაზიანებები, თუმცა აღნიშნული ექსპერტის დასკვნით იმ ფაქტის დადგენა თუ ვინ, როდის და რა ვითარებაში მიაყენა ტ---- მ-------–---ს დაზიანებები, შეუძლებელია. დაზარალებულს კი ბ--- მ-------–----აგან ტკივილის მიყენების თაობაზე კი სასამართლოზე არ განუცხადებია.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, 20-5 წლის 22 იანვრის № 1/1/548 გადაწყვეტილებით განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესაძლებელს ხდის ირიბი ჩვენებების საფუძველზე მიღებულ იქნეს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, არ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნებს და შესაბამისად, არაკონსტიტუციურია. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში ზემოთ მითითებული მოწმეების(ს------- ხ---–---, ქ------- გ--–---------–--–------------------------------------------------------–-----–--–---–-- ჩვენებები ირიბი მტკიცებულების სტანდარტსაც კი ვერ აკმაყოფილებენ, ვინაიდან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია. კანონში არსებული მითითება ინფორმაციის წყაროს და პირის იდენტიფიცირების არსებობის შესახებ, მიუთითებს იმაზე, რომ აუცილებელია სწორედ ინფორმაციის მატარებელმა პირმა დაადასტუროს გაცემული ინფორმაციის ნამდვილობა. ამ შემთხვევაში ინფორმაციის წყარომ (დაზარალებული) გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ, შესაბამისად, უტყუარად იმ პირის ვინაობაც კი არ დგინდება ვის ინფორმაციაზეც მიუთითეს სასამართლოზე მოწმეებმა (სავარაუდოდ ეს პირი შესაძლოა იყოს დაზარალებული). სხდომაზე გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან მიმართებაში სასამართლო მიუთითებს, რომ არც ერთი მათგანი საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ბ--- მ-------–----, საქართვლოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთან დაკავშირებით არ შეიცავს.

 

სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათსა და შეტყობინებაზე შესაძლო დანაშაულის ჩადენის შესახებ და მიუთითებს, რომ არსებითი მნიშვნელობა აქვს არა იმას თუ რომელ დოკუმენტშია ასახული დაზარალებულის მიერ გაცემული ინფორმაცია, არამედ იმას, თუ რა დაადასტურა მან (დაზარალებული, მოწმე) სასამართლო სხდომაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოძიებაში მიცემული ინფორმაცია (იქნება ეს შეტყობინება დანაშაულის ჩადენის შესახებ, გამოკითხვის ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ან შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში ასახული დაზარალებულის განცხადება ან განმარტება) ვერ გამოდგება რაიმე ფაქტის უტყუარად დასადასტურებლად, მით უფრო ვერ იქნება პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება. პირის მიერ 112-ზე შეტყობინებისას გაკეთებულ განცხადება, როდესაც დაზარალებული იმავეს არ ადასტურებს სასამართლო სხდომაზე, ისეთივე დატვირთვა და მტკიცებულებითი ძალა აქვს, როგორც გამოძიებაში ჩატარებულ გამოკითხვის ოქმს ან საგამოძიებო ექსპერიმენტს და რაიმე არსებითი ხასიათის განსხვავება მათ შორის არ არსებობს. გარდა იმისა, რომ შესაძლოა შეიქმნას საქმეში მტკიცებულებათა სიმრავლის არსებობის მცდარი წარმოდგენა.

 

ამასთან, აღსანიშნავია, რომ სასამართლო სრულად ითვალისწინებს სახელმწიფოს ვალდებულებას, უზრუნველყოს ოჯახში ძალადობის პრევენცია, ქმედითად დაიცვას ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი და დასაჯოს მოძალადეები, ანუ სრულად განახორციელოს ევროპის საბჭოს 2011 წლის სტამბულის კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ. სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ სხვადასხვა საქმეებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, თუმცა, მიუხედავად ამ საქმეთა უდავოდ დიდი მნიშვნელობისა, ის ვერ გაამართლებს ბრალდებულის მსჯავრდებას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე სასამართლოს მიერ.

 

განსახილველ საქმეში არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულის ბრალეულობას საქართვლოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში. მხოლოდ იმის გამო, რომ პირს ბრალად ედება სენსიტიური დანაშაულის ჩადენა, მისთვის სამართლიანი სამართალწარმოების გარანტიების უგულებელყოფა არ უნდა მოხდეს. Mutatis mutandis, აღნიშნული თავად ევროპულმა სასამართლომ განაცხადა საქმეში მატოჩა იტალიის წინააღმდეგ (Mattoccia v. Italy, განაცხადი no. 23969/94, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2000 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება). კერძოდ, ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ პირსაც, რომელსაც ბრალად ედება ფსიქიკური პრობლემების მქონე არასრულწლოვანზე ძალადობა, უნარჩუნდება სამართლიანი სასამართლო განხილვის გარანტიები, რომლის განუყოფელ ნაწილსაც შეადგენს პირის უფლება დასაბუთებულ მსჯავრდებაზე (ბოლდეა რუმინეთის წინააღმდეგ (Boldea v. Romania), განაცხადი no. 19997/02, 2007 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების პუნქტები 28-35). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ როდესაც ეროვნული სასამართლოები სათანადოდ ვერ ასაბუთებენ პირის მსჯავრდებას, პირი ვერ სარგებლობს სამართლიანი სამართალწარმოებით, რაც არღვევს კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტს (ჭანკოტაძე საქართველოს წინააღმდეგ (Tchankotadze v. Georgia, განაცხადი no. 15256/05, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 20-6 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილების პუნქტები 108-109).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებს პირის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები მიუხედავად იმისა, თუ რა კატეგორიის და ბრალდების საქმე განიხილება. საკითხის იმგვარად განმარტება, რომ ოჯახური ძალადობის კატეგორიის საქმეთა სპეციფიკიდან გამომდინარე დადგინდეს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დაბალი სტანდარტი (ანუ გამამტყუნებელი განაჩენი არ ეფუძნებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს), ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტს.

 

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

საკონსტიტუციო სასამართლომ 20-5 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ - მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მტკიცებულებების გამოყენება უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე უნდა ხორციელდებოდეს მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრებით, რომელმაც საკმარისი მტკიცებულებები უნდა მოიძიოს იმისთვის, რომ მოხდეს პირის მსჯავრდება, ხოლო რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში, საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პარაგრაფი 76, 77).

 

ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ბ--- მ-------–---- ბრალეულობა საქართვლოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში, შესაბამისად იგი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს ბრალდების ამ ნაწილში.

 

2.17.201- წლის 1- მაისს, ღამის საათებში, მ----- რ-------, ბ--- მ-------–---- დედის-ლ--–- ჯ------- თხოვნით, მცირეწლოვან ბავშვზე ყურადღების მისაქცევად იმყოფებოდა ა-------–------ს რაიონის სოფელ ს------––- მდებარე ბ--- მ-------–---- საცხოვრებელ სახლში. ამავე წლის 20 მაისს, დაახლოებით 0-:00 საათზე, ოჯახში დაბრუნდა ბ--- მ-------–--- და მ----- რ-------- დააპირა წასვლა თავის საცხოვრებელ სახლში. დაახლოებით 0-:30 საათზე, ბ--- მ-------–---მ განიზრახა მ----- რ-------ს სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევა. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად იგი უკან გაჰყვა მ----- რ------- და ამ უკანასკნელის საცხოვრებელი სახლის ეზოში შეეცადა ძალის გამოყენებით გაეხადა მისთვის ტანსაცმელი და ასევე ძალადობით, თავისი სასქესო ორგანოს გამოყენებით, სექსუალური ხასიათით შეეღწია მ----- რ-------ს სხეულში. ბ--- მ-------–---მ განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა მ----- რ-------ს მხრიდან გაწეული წინააღმდეგობის გამო და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.

 

2.18. 201- წლის 1- ივნისს, დაახლოებით 20:30 საათზე, ა-------–------ს რაიონის სოფელ ს------––-, ბ--- მ-------–---- სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუჩაში, ბ--- მ-------–---მ, ა-- რ------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, აშკარად, ხელიდან გასტაცა ა------ 4- მოდელის მობილური ტელეფონი, რითაც დაზარალებულს მიაყენა 352 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.19. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

2.20. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

2.21. ამდენად, სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს თითოეული მტკიცებულების შინაარსზე, განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული მტკიცებულებები, ასევე სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებებს შეაფასებს მათი უტყუარობის, რელევანტურობისა და საკმარისობის თავალსაზრისით და განსაზღვრავს რამდენად ქმნის ეს მტკიცებულებები ბ--- მ-------–---- მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-137-ე მუხლის პირველი ნაწილით, 178-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და მესამე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტებით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს. ამასთან, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა მიერ წამოჭრილ საკვანძო საკითხებზე, იმსჯელებს მათ მიერ მითითებული ძირითადი არგუმენტების მართებულობის თაობაზე.

 

გაუპატიურების მცდელობა, ესე იგი პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევის მცდელობა სხეულის ნებისმიერი ნაწილის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით;

 

2.22. ბ--- მ-------–---- მიერ 201- წლის 20 მაისს განხორციელებული დანაშაულის - მ----- რ-------ს გაუპატიურების მცდელობის დასადასტურებლად ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა დაზარალებულ - მ----- რ-------ს, მოწმეების - ა-- რ-------ს, ს------- ხ---–----, თ----------------–-------–--–-----------------------------------------------------------------ნა რ-------საგან ტანსაცმლის ამოღების ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- დასკვნა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალსტიკური დეპარტამენტის ი--------- საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმები, ბინაზე შემოწმების ოქმები

 

2.23..სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულმა მ----- რ-------- განმარტა, რომ 201- წლის 1- მაისს, ღამით, მეზობლად მცხოვრები ბ--- მ-------–---- დედის, ლ--–- ჯ------- თხოვნით, დარჩა მის პატარა მძინარე შვილიშვილთან, სოფელ ს------––-. 3 წელია არის ქვრივი. სახლში მივიდა მთვრალი ბ--- მ-------–---, რომელსაც უთხრა, რომ ბავშვისთვის მიეხედა და პირადად სახლში წავიდა. ბ--- ეუბნებოდა მისიანების მისვლამდე გაჩერებულიყო, რაზედაც უარი უთხრა. იგი გაჰყვა და მიჰყვა ეზომდე. სცადა ხელის გადახვევა, მაგრამ მოიცილა. ბ--- მ-------–--- შეჰყვა სახლის ჭიშკარში და დაიწყო მასზე ძალადობა. დაუწყო ტანსაცმლის გახდა, ძირს დააწვინა ყვიროდა, ტანსაცმელი შემოახია. ხელი ჰკრა და გაიქცა, მაგრამ დაეწია და დაიჭირა. შარვალი და ტრუსი ჩახდილი ჰქონდა, სასქესო ასოს ხელში ათამაშებდა, უთხრა რომ არ შეეძლო და საწოლში გამოუვიდოდა.. კისერში და ბარძაყზე მიაყენა დაზიანება. დანებებას მოითხოვდა, რატომ არ მაძლევო. თავი შეიკავა პოლიციაში მისვლაზე რადგან მეზობელი და ნათესავი იყო. მომხდარის შესახებ მოუყვა ნ-------- რ-------, ს------- რ-------, თ----------------–---ს. თავს იკავებდა ეჩივლა მ-------–----ათვის, მაგრამ როცა მისი მშობლები დაემუქრენ ნაცვლად ბოდიშისა სახლის დაწვით და ,,ჭრაქივით გაქრობით“, მიმართა პოლიციას. .ბ--- მ-------–---ს ბევრჯერ ეპატია ასეთი ქმედება. სირცხვილისა და შიშისაგან სამი დღე გარეთ ვერ გამოდიოდა, დაემუქრა, რომ მოკლავდა. ბ---ს ჰქონდა დანა, რომელიც შემდეგ იპოვა და წარადგინა პოლიციაში, დედამისი კი ეძებდა მის ეზოში. როცა გონზე მოვიდა მიმართა პოლიციას(0--1-.1-სასამართლო სხდომის ოქმი)

 

2.24. სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულ მ----- რ-------ს დაკითხვისას არ გამოვლენილა ისეთი გარემოება, რაც მის მიკერძოებაზე მიუთითებდა ან ეჭვქვეშ დააყენებდა მისი ჩვენების სანდოობას. მ----- რ-------ს ჩვენება, შინაარსობრივად არ შეიცავს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობებს და ამასთან, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან მიმართებით შესაბამისობაშია მოწმეების ჩვენებებთან, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმთან, ექსპერტიზის დასკვნებთან, კერძოდ:

 

2.25.სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ა-- რ--------, განმარტა, რომ არის ბ--- მ-------–---- და მ----- რ-------ს მეზობელი. მისთვის ცნობილი გახდა, რომ ბ--- მ-------–---ს უნდოდა მ----- რ-------ს გაუპატიურება. ბ--- მ-------–---მ უთხრა, მიეყვა-- მ----- რ-------, დარწმუნებულია მისი მოკვლა უნდოდათ მანქანით, რომელიც იქვე იდგა, ვითომ შემთხვევით, ავარიით, რომ გაუპატიურების მუხლით ციხეში არ მოხვდეს. მ-----ს სილურჯეები ჰქონდა ფეხებზე. ბ--- როცა ნასვამია, ს------––- მაღაზიებს კეტავენ მისი შიშით. მას ბევრჯერ ეპატია ასეთი ქმედება. ერთჯერ მეზობელს შეუძვრა ლოგინში. მ----- რ------- შიშისაგან დღესაც ვერ შედის თავის საცხოვრებელ სახლში. ბ--- მ-------–--- და მისი დედა, ჩივილის შემთხვევაში მ----- რ------- სიკვდილით ემუქრებოდნენ. ბ--- არის დანის მატარებელი, დაჭრა კიდეც პიროვნება(0--1-.1-სასამართლო სხდომის ოქმი)..

 

2. 26.სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ს------- ხ---–---- განმარტა, რომ არის ბ--- მ-------–---- მეზობელი. ბ--- მ-------–---მ სცადა მ----- რ-------ს გაუპატიურება, რის თაობაზეც შეიტყო ჯერ ნ-------- რ-------ს ხოლო შემდეგ მ----- რ-------საგან. მ----- იყო შეშინებული. რჩებოდა მასთან სახლში და თითქმის არ შედიოდა ოჯახში. ბ---ს დედა ემუქრებოდა მ----- რ------- სახლის გადაწვით თუ უჩივლებდა მის შვილს(0--1-.1-სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.27. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას თ----------------–---მ განმარტა, რომ 201- წლის 20 მაისს, დაახლოებით დღის მეორე ნახევარში სოფელ ს------–-დან დაურეკა ნ-------- რ--------, რომ ბ--- მ-------–---მ სცადა მ----- რ-------ს გაუპატიურება. მ----- იყო დარცხვენილი, ანერვიულებული. მოუყვა, რომ ბ---ს ოჯახში ბავშვის მეთვალყურედ დატოვეს. ბ---ს მისვლის შემდეგ წამოვიდა. ბ---ც გამოჰყვა მისი ნების საწინააღმდეგოდ. დაუდგა წინ, შემოახია ტანსაცმელი, ორჯერ სცადა გაუპატიურება. ყვირილი დაიწყო რომ მიშველებოდნენ, მაგრამ უშედეგოდ ვინაიდან გვიანი იყო. ბ---მ დაიწყო გახდა, მეორედ ჯირკებთან სცადა გაუპატიურება, მაგრამ რომ ვერ შეძლო წინააღმდეგობის შემდეგ წავიდა. მ----- სტრესის ქვეშ იყო. მას ეზოში უპოვია დანა იქ, სადაც პირველად სცადა გაუპატიურება, რომელიც ბ---ს ეკუთვნოდა. ურჩია მის ეზოში ნანახი დანა პოლიციაში მიეტანა. ბ---ს ნახვა უნდოდა, როგორც დაზარალებულის ნათესავს, მაგრამ არ შეხვდა(0-.1-.1- სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.28. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ლ--–- ჯ------- განმარტა, რომ ბ--- მ-------–---, რომელიც თურმე პოლიციას მ----- რ-------ს გაუპატიურების მცდელობისათვის ემალებოდა, სახლში შევარდა, როცა პოლიციაში რეკავდა ბ---ს მიერ მამამისის, ტ---- მ-------–---- ცემის გამო(0--1-.1- სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.29. .სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ნ---- კ------- განმარტა, რომ მის მეზობლად ცხოვრობს მ-------–---ების ოჯახი, მარტოხელა ქალბატონი მ----- რ------- და ა-- რ-------. თარიღი ზუსტად არ ახსოვს დაურეკა ა-- რ-------ს დედას, ს------- ხ---–---ს და უთხრა, რომ წასულიყვნენ ვენახში სამუშაოდ. ს-------საგან შეიტყო, რომ ბ---ს უცდია მ----- რ-------ს გაუპატიურება, რის გამოც მ----- იყო განერვიულებული, მას აქცევდა ყურადღებას და ვერ წავიდოდა(03.12.1- სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.30. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ნ-------- რ-------- განმარტა, რომ 20 მაისს დაუძახა მ----- რ--------, იყო აჭრელებული, აკანკალებული და ატირებული. მოუყვა, რომ ბ--- მ-------–---- ბავშვთან იყო დატოვებული, რომ მიეხედა ოჯახის წევრების მისვლამდე. როცა ბ--- მივიდა, წამოვიდა, ბ--- გამოჰყვა იძალადა მასზე, ჩაუწია შარვალი, გადაუგრიხა ხელები, ბევრი აწვალა, გაექცა, დაიწყო ყვირილი. დაეწია და წვალება განაგრძო, დანა ეკავა ხელში, მაგრამ დანით არ დამუქრებია. ის დანა შემდგომში ნახა. მომხდარის შესახებ შეატყობინა ა-- რ-------ს ბიძაშვილს თ----------------–---ს. რომელსაც მ----- რ------- იგივეს მოუყვა. თ------ ბ---ს ეძებდა, მაგრამ ვერ ნახა. 29 მაისს, ბ---ს დედა და ცოლი იმუქრებოდნენ, ორი სახლი დაიწვება თუ ჩემი შვილი ციხეში წავაო(23.1-.1- სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.31.საქმეზე ბრალდების მხარისაგან წარმოდგენილი ამოღების ოქმით დგინდება, რომ 201- წლის 23 მაისს, მ----- რ-------საგან ამოღებული იქნა ტანსაცმელი, რომელიც მას ეცვა როცა ბ--- მ-------–--- ცდილობდა მის გაუპატიურებას. კერძოდ; 1.მოყვითალო ფერის კაპიშონიანი სვიტერი, კაპიშონზე ზონარით და გულზე შავი ლათინურენოვანი წარწერით ,,G--“. სვიტერს აღენიშნებოდა მომცრო ზომის ლაქები, ხოლო მარჯვენა მაჯაზე მომწვანო და მოყავისფრო ლაქები, ასევე ლაქები აღენიშნებოდა მარცხენა მაჯაზე, მუცელზე და მარჯვენა მხარეს წინიდან. მ----- რ-------ს განმარტებით დაესვარა მაშინ, როდესაც 20 მაისს ბალახზე წააქცია ბ--- მ-------–---მ მისი გაუპატიურების მცდელობის დროს. 2. შავი ბრეტელებიანი მაისური, რომელსაც მარჯვენა მხარეს აღენიშნება გახეული და გა--კერი, ხოლო მარცხენა მხარეს გვერდზე 20 სმ. სიგრძეზე გა--კერი და მკერდთან ორივე მხარეს გარღვეული. მ----- რ-------ს განმარტებით, აღნიშნული მაისური ოთხივე ადგილას დაუზიანდა როდესაც მის გაუპატიურებას ცდილობდა ბ--- მ-------–--- 20-0 წლის 20 მაისს და დაზიანებული ადგილები, როცა გათენდა გაკერა თვითონ 20 მაისს. 3.შავი ფერის რეიტუზი, რომელიც ფეხის ადგილზე არის დახეული ეტყობა განაკერიც და გახეული ადგილებიც. მ----- რ-------ს განმარტებით, გაკერილი ადგილები არის ძველი ხოლო გახეული ადგილები დაზიანდა, როდესაც ძალით ცდილობდა მისთვის რეიტუზის გახდას ბ--- მ-------–--- მისი გაუპატიურების მცდელობის დროს და აღნიშნული რეიტუზი ძალადობის შემდეგ არ გაუკერავს. 4.შავი ფერის ნაჭრის შარვალი, უკანა მხარეს ჯიბეებით და ჯიბეებზე მოვერცხლისფრო ორნამენტებით და უკანა მარცხენა მხარეს მომცრო ნარღვევი დაზიანებით, რომელიც მისი განმარტებით დაუზიანა ბ--- მ-------–---მ მისი გაუპატიურების მცდელობისას. 5.მოვარდისფრო ფერის ტრუსი პეპლების გამოსახულებით, რომელიც მისი განმარტებით ტანთ ეცვა, როცა ბ--- მ-------–--- ცდილობდა მის გაუპატიურებას. 6.მოშავო მკლავების მქონე მოშინდისფრო გულიანი, თხელი გრძელსახელოებიანი სვიტერი.

 

ასევე ამოღებული იქნა 11 სმ. სიგრძის პირის მქონე დანა არწივის გამოსახულებით(ტ-1, ს.ფ.10-13).

 

2.32. 201- წლის 23 მაისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ ა-------–------ს რაიონის სოფელ ს------––-, მ----- რ-------- მიუთითა სახლის ჭიშკართან ბალახზე ადგილი, სადაც 201- წლის 20 მაისს, დაახლოებით 0-:30-0-:00 საათამდე დროის მონაკვეთში დაუწყო ჭიდაობა ბ--- მ-------–---მ და მოსთხოვა სქესობრივი კავშირის დამყარება, რა დროსაც მ----- რ------- გამოექცა. მანვე, სახლის მიმართულებით მიუთითა ადგილი, სადაც დაეწია ბ--- მ-------–---, რომელმაც მოუჭირა კისერში ხელი, გადაუგრიხა ხელები, წააქცია, უჩქმიტა ფეხზე, ძალით ჩახადა შარვალი და მ----- რ-------ს ნების საწინააღმდეგოდ მოინდომა მასთან სქესობრივი კავშირის დამყარება, რის შემდეგაც მისივე განმარტებით გაიქცა ეზოს სიღრმეში, მშენებარე სახლის მიმართულებით, რა დროსაც მეორე მხრიდან მოუარა ბ--- მ-------–---მ, ხის გადანაჭრებთან მიუთითა ადგილი, სადაც მ----- რ------- წააქცია ბ--- მ-------–---მ, ისევ ჩახადა ძალით შარვალი, ჩაიხადა თვითონაც, მაგრამ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების აგმო ვერ შეძლო სქესობრივი კავშირის დამყარება. ასევე მ----- რ-------- განმეორებით მიუთითა ადგილზე, სადაც ბ--- მ-------–---მ პირველად სცადა სქესობრივი კავშირის დამყარება და სადაც იპოვა დანა(ტ-1, ს.ფ. 31-44);

 

2.33.სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- 201- წლის 31 მაისის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ჩატარებული პირადი შემოწმებისას, მ----- რ------- სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს(ტ-1, ს.ფ.10--1-5).

 

2.34.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ი--------- საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 201- წლის 4 ივნისის ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, სისხლის სამართლის N------------ საქმეზე, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ მ----- რ-------ს ტანსაცმელზე (ბრეტელებიან მაისურზე), აღინიშნებოდა მექანიკური დაზიანებების ობიექტური კვალები, რომლებიც თავისი ფორმით, ლოკალიზაციით და წარმოქმნის დინამიური ხასიათით წარმოადგენს ქსოვილის ნაკერის რღვევას, რომლებიც წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად(ტ-1, ს.ფ.1-7-1-2).

 

2.35.ბინაზე შემოწმების ოქმებით დასტურდება, რომ ბ--- მ-------–---, ემალებოდა საგამოძიებო ორგანოებს და საცხოვრებელ სახლში არ იმყოფებოდა, ასევე მისი ოჯახის წევრების განმარტებით, 201- წლის 1- მაისიდან არ იცოდნენ ბ--- მ-------–---- ადგილსამყოფელი. (ტ-1, ს.სფ48; 57; 61; 120; 121).

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ--- მ-------–--- შეგნებულად განერიდა სახლში ცხოვრებას 201- წლის 1- მაისიდან, რამეთუ სწორედ 201- წლის 1- მაისის დღის დასრულებისა და 201- წლის 20 მაისის დასაწყისში განახორციელა დაზარალებულ მ----- რ-------ს გაუპატიურების მცდელობა.

 

ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის;

 

2.36. ბ--- მ-------–---- მიერ, 201- წლის 1- ივნისს, დაახლოებით 20:30 საათზე, ა-------–------ს რაიონის სოფელ ს------––-, ა-- რ-------ს ძარცვის დასადასტურებლად, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა დაზარალებულ - ა-- რ-------ს, მოწმეების - ს------- ხ---–----, ლ--–- ჯ-------, ნ---- კი--------------------------------------------------------------------------------------ს ჩვენებები, ბრალდებულ ბ--- მ-------–---- მეუღლის თ---–- მ-------------- ტელეფონის ამოღების ოქმი, ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- დასკვნა, ბ--- მ-------–---- დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმები, ბინაზე შემოწმების ოქმები.

 

2.37.სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულმა ა-- რ-------- განმარტა, რომ 201- წლის 1- ივლისს, საღამოს, წავიდა ნ---- გ-------–--(ნ---- კ------) მაღაზიაში ტანსაცმლის დასათვალიერებლად. გზაში მსვლელობისას საუბრობდა ნ----სთან ტელეფონზე. როცა ჩაუარა ბ--- მ-------–---- სახლს, გაიგონა ჩხუბისა და ყვირილის ხმა. დაინახა, რომ ბ---ს მეუღლე თ---–- მ--------- დარბოდა ეზოში. ბ--- მ-------–--- გამოვიდა ეზოდან, მივარდა მასთან, ერთი ხელით წაგლიჯა ტელეფონი, რომლითაც ესაუბრებოდა ნ---- გ-------–-, ხოლო მეორე ხელის მუშტი ჩაარტყა შუბლის არეში, რა დროსაც განიცადა ძლიერი ტკივილი და წაართვა მობილური ტელეფონი. ამის მიუხედავად სთხოვდა ტელეფონის დაბრუნებას, მაგრამ უშედეგოდ. ბ--- მ-------–---- მუშტის დარტყმის გამო ახლაც სტკივა თავი. ტელეფონის წართმევის გამო მნიშვნელოვანი ზიანი განიცადა(0--1-.1-სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.38. სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულ ა-- რ-------ს დაკითხვისას არ გამოვლენილა ისეთი გარემოება, რაც მის მიკერძოებაზე მიუთითებდა ან ეჭვქვეშ დააყენებდა მისი ჩვენების სანდოობას. მ----- რ-------ს ჩვენება, შინაარსობრივად არ შეიცავს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობებს და ამასთან, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან მიმართებით შესაბამისობაშია მოწმეების ჩვენებებთან, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმთან, ექსპერტიზის დასკვნებთან, კერძოდ:

 

2.39. .სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ს------- ხ---–---- (დაზარალებულ ა-- რ-------ს დედა), განმარტა, რომ მისი შვილი, ა-- რ------- მიდიოდა ნ----სთან, მეორადი ტანსაცმლის შესაძენად. ა-- მოუყვა, რომ გზაზე მსვლელობის დროს ესაუბრებოდა ტელეფონზე ნ----ს, რათა დაედგინა რომელი კარებიდან უნდა შესულიყო ტელეფონზე საუბრით ჩაიარა ბ--- მ-------–---- ჭიშკართან, რა დროსაც ბ--- მ-------–--- გამოხტა სახლიდან, შუბლში დაარტყა, წაართვა ტელეფონი და წაიღო, რის გამოც ა--ს შეეშინდა, უკან დაბრუნდა და ვეღარ წავიდა ნ----სთან(0--1-.1-სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.40. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ლ--–- ჯ------- განმარტა, რომ არის ა-------–------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ს------–-ს თემის მაჟორიტარი დეპუტატი. 201- წლის 1- ივნისს, დაახლოებით საღამოს 20 საათზე, მიდიოდა ს------––-, მის საცხოვრებელ სახლში. რა დროსაც შენიშნა, რომ გ------- რ-------, რ---- რ------- და ი----- რ------- მიდიოდნენ აჩქარებული ნაბიჯით ბ--- მ-------–---- სახლისაკენ. ისინი შეკამათდნენ. როგორც შემდგომ გაიგო ბ--- მ-------–---ს რ---- რ-------ს დისათვის, ა-- რ-------სათვის წაურთმევია ტელეფონი, რის გამოც მოხდა შელაპარაკება. დაიწყო პოლიციაში დარეკვა, რის გამოც ბ---, რომელიც თურმე პოლიციას მ----- რ-------ს გაუპატიურების მცდელობისათვის ემალებოდა, სახლში შევარდა. შეეშინდა სიტუაციის გამწვავების და დარეკა 1-2-ზე(03.12.1-სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.41. .სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ნ---- კ------- განმარტა, რომ კ------ არის მისი გვარი, ხოლო გ-------–- მეუღლის. მის მეზობლად ცხოვრობს მ-------–---ების ოჯახი, მარტოხელა ქალბატონი მ----- რ------- და ა-- რ-------. 201- წლის 1- ივნისს დაურეკა ა-- რ-------, რომელსაც მისგან უნდა შეეძინა ტანსაცმელი. ერთმანეთთან ტელეფონის საშუალებით ამყარებდნენ კავშირს, მაგრამ ბოლოს ვეღარ მოახერხა მასთან დაკავშირება. გარეთ გამოვიდა. ს------- ხ---–-------- შეიტყო რომ მის შვილს, ა-- რ------- ბ--- მ-------–---მ შუბლში ჩაარტყა მუშტი და წაართვა მობილური ტელეფონი(03.12.1-სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.42. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას გ------- რ-------- განმარტა, რომ 201- წლის 1- ივნისს, ის, მისი ძმა ი----- რ------- და ბიძაშვილი რ---- რ------- მიდიოდნენ გ------- ს---–---- დაბადების დღეზე. გზაში შეხვდათ ა-- რ-------, რომელმაც უთხრათ, რომ ბ--- მ-------–---მ წაართვა ტელეფონი, ა-- ანერვიულებული და შეშინებული იყო. შეეცადნენ მის დამშვიდებას. შემდეგ წავიდნენ ბ--- მ-------–---- სახლში. რ----მ სთხოვა ტელეფონი დაებრუნებინა ა--სათვის, რაზედაც უარი მიიღო და ნაცვლად ბოდიშისა იქეთ დაუწყოთ დავა, რაც გადაიზარდა კამათში, მაგრამ მათი შელაპარაკება სიტყვიერ ფარგლებს არ გასცდენია(03.12.1-სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.43. .სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას რ---- რ-------- განმარტა, რომ მიდიოდნენ დაბადების დღეზე. გზაში შეხვდა და-ა-- რ-------, რომელიც იყო ანერვიულებული. უთხრა რომ ბ--- მ-------–---მ წაართვა მობილური ტელეფონი. წავიდნენ ბ--- მ-------–---სთან, სურდა რომ დაებრუნებინა დისთვის წართმეული მობილური ტელეფონი, მაგრამ თხოვნის მიუხედავად ბ---მ არ დააბრუნა, პირიქით იქეთ გადავიდა შეტევაზე, დაუწყო ყვირილი, ტელეფონი რატომ უნდა მოქცეო(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.44. .სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ი----- რ-------- განმარტა, რომ 201- წლის 1- ივნისს, ის, მისი ძმა გ------- რ------- და ბიძაშვილი რ---- რ------- მიდიოდნენ დაბადების დღეზე. გზაში შეხვდათ ა-- რ-------. რომლისგა--ც შეიტყვეს, რომ ბ--- მ-------–---მ ხელიდან წაგლიჯა მობილური ტელეფონი. ა-- აღელვებული და ანერვიულებული იყო. წავიდნენ ბ--- მ-------–---- სახლში ტელეფონის დასაბრუნებლად. ა--ს ძმამ, რ----მ, ბ--- მ-------–---ს სთხოვა ტელეფონი დაებრუნებინა ა--სათვის, რაზედაც უარი მიიღო და იქეთ დაუწყო დავა, რაც გადაიზარდა კამათში. განერიდენ სიტუაციას, ისე, რომ დის კუთვნილი ტელეფონი რ----მ ვერ დაიბრუნა(23.1-.1-სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.45.საქმეზე წარმოდგენილი ამოღების ოქმით დგინდება, რომ 201- წლის 12 ივნისს, ქ. ამბ-----–-----–------------------------–---------------–---------–------------------–--------------–----–------–-- მოწმე თ---–- მ----------, მისი მოწმის სახით გამოკითხვის დასრულების შემდგომ, ნებაყოფილობით წარადგინა შავი ფერის კორპუსის მქონე ,,ა------ 4-“-ს მოდელის მობილური ტელეფონი. განმარტა, რომ აღნიშნული ტელეფონი მას მისცა მეუღლემ ბ--- მ-------–---მ და უთხრა, რომ ეს ტელეფონი წაართვა ა-- რ------- და სთხოვა შეენახა(ტ-2, ს.ფ.55-57);

 

2.46. საქმეზე წარმოდგენილი 201- წლის 13 ივნისის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ ა-- რ-------ს თანხმობით მოხდა მისი კუთვნილი ,,ა------ 4-“-ს მოდელის მობილური ტელეფონის დათვალიერება. ტელეფონი ჩართული იქნა ა-- რ-------ს თანხმობით. ტელეფონის ზარების ჟურნალში ბოლო ზარი არის გამოტოვებული ზარი და ფიქსირდება ნ---- გ-------–--აგან, რომლის ნომერია 5-----------, 201- წლის 1- ივნისს 1-:55 საათზე. რაზედაც ა-- რ-------- განმარტა, რომ მოგვიანებით, ძარცვის შემდეგ უთხრა ნ---- გ-------–--, საუბარი რომ გაწყდა გირეკავდიო. ნ---- გ-------–-ა გამოტოვებული ზარის შემდეგ, ტელეფონის მენიუში. სხვა შემოსული ან გასული ზარი არ ფიქსირდება. ა-- რ-------ს განმარტებით, მისი ტელეფონის წინა კამერა არ მუშაობს, რაც შემოწმებული იქნა და დადასტურდა(ტ-2, ს.ფ. 61-63);

 

2.47. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის მიხედვით, ბრალდებული ბ--- მ-------–--- დაკავებულია 201- წლის 12 ივნისს, 1- საათსა და 55 წუთზე, ა-------–------ს რაიონის სოფელ ს------––-, მეზობლის, ნანი ს---–---- საცხოვრებელი სახლის ეზოში. მისი პირადი ჩხრეკისას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ნივთი ან ნივთიერება ნაპოვნი და ამოღებული არ ყოფილა(ტ-2, ს.ფ.31-49)

 

2.48. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად (პრეიუდიციად) მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.

 

2.49. სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმის შინაარსის თანახმად, თუ მხარეები ერთობლივად შეთანხმდებიან, რომ გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიღებულ იქნეს მაგ. რომელიმე წერილობითი ან სხვა მტკიცებულება, აღნიშნული ნიშნავს იმას, რომ მხარეები ფაქტობრივად ეთანხმებიან კონკრეტული მტკიცებულების შინაარსს და ეს მტკიცებულება გამოკვლევის გარეშე იქნება მიღებული საქმის არსებითად განხილვის დროს და მიენიჭება პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

2.50. როგორც აღინიშნა, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე უდავო მტკიცებულებებად იქნა მიჩნეული დ----- ო--–---–-ს, გ------- დ---–--, გ------- გ-----–--------------–-----------------------------------------–--–-–---–--- ექსპერტ(კრიმინალისტი) გ-------------------- მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები, შესაბამისად სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი დასაკითხ მოწმეთა სიიდან ამოირიცხა დ----- ო--–---–-, გი------------–------------------–-------------–---------------------------------------–--–-–---–-, ექსპერტ(კრიმინალისტი) გი------------------- ექსპერტები მ-------------–---------------------, ექსპერტ-ტრასოლოგი ო-----------------ა. (სასამართლო სხდომის ოქმი).

 

შესაბამისად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია იმ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების მართებულობა, რომელებიც მათ მიერ იქნა ჩატარებული ან რომელშიც მიიღეს მონაწილეობა. მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები სრულად შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს, რაც მხარეთა მიერ ეჭვქვეშ არ დამდგარა. ამდენად, სასამართლო მათ შინაარსზე დამატებით არ იმსჯელებს.

 

2.51. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6(3)(დ) მუხლით გათვალისწინებული გარანტია (დაკითხოს ან დააკითხვინოს ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში) ამავე პარაგრაფით განსაზღვრულ დაცვის სხვა ,,მინიმალურ” უფლებებთან ერთად წარმოადგენს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების ნაწილს ამავე მუხლის 1-ლი პარაგრაფის საფუძველზე. უფრო ზუსტად, გარანტიის დანიშნულებაა სამართალწარმოების შეჯიბრებითობის უზრუნველყოფა. დაცვას უნდა ჰქონდეს ბრალდებულის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და საკუთარი მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა. ამ უფლების გამოყენების პირობები უნდა იყოს პროკურორისთვის განსაზღვრული პირობების მსგავსი, რაც მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპს ემსახურება.

 

2.52. ამდენად, მოწმეთა გამოძახებისა და დაკითხვის უფლება წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს არსებით ელემენტს და მჭიდროდ არის დაკავშირებული მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპთან და უფლებასთან შეჯიბრებით პროცესზე. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6(3)(დ) მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის შესაბამისადაც ბრალდებულის მსჯავრდებამდე მის წინააღმდეგ არსებული ყველა მტკიცებულება მისი თანდასწრებით უნდა იქნეს წარდგენილი საჯარო სასამართლო განხილვაზე შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მათი გამოკვლევის მიზნით. ამ პრინციპიდან გამონაკლისი დაშვებულია იმ პირობით, რომ დაცვის უფლებები არ უნდა შეიზღუდოს, რაც როგორც წესი მოითხოვს, რომ ბრალდებულს საკმარისი შესაძლებლობა უნდა მიეცეს დაკითხოს მოწმე, რომელიც მის წინააღმდეგ აძლევს ჩვენებას (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Hummer v. Germany, პუნქტი 38; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Lucà v. Italy, პუნქტი 39; Cape E., Namoradze Z., Smith R., Spronken T., Effective Criminal Defence in Europe, Portland, 2010, 47).

 

2.53. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის არსებითად განხილვის სტადიაზე მტკიცებულებების გამოკვლევის (მოწმეთა დაკითხვისა და წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევის) ეტაპზე დაცვის მხარეს მიეცა სრული შესაძლებლობა ბრალდების მხარესთან თანასწორ პირობებში დაეკითხა ბრალდების მხარის მოწმეები, რომლებიც ბ--- მ-------–---- წინააღმდეგ იძლეოდნენ ჩვენებებს. დაცვის მხარეს რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

 

2.54. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, პუნქტი 34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1994 წლის 1- აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, პუნქტი 61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, პუნქტი 43). ამდენად, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მხარეთა მიერ წამოჭრილ საკვანძო საკითხებზე და იმსჯელებს დაცვის მხარის მიერ მითითებულ ძირითად არგუმენტებზე, თუ რატომ იზიარებს ან არ იზიარებს მათ.

 

2.55. დაცვის მხარის მიერ განვითარებული ვერსია, რომ ბრალდებული ბ--- მ-------–--- უდანაშაულოა, მან მწყობრში ვერ მოიყვანა სასქესო ორგანო და მ----- რ-------ს გაუპატიურება არ უცდია, მ----- რ------- არ ეტყობოდა მძიმე სტრესი ზვრებში მუშა პროცესში ბ--- მ-------–---- ქმედების გამო, რომ მუშტი არ ჩაურტყამს ა-- რ-------სათვის მისი ძარცვის პროცესში, დადებით შემთხვევაში დედას მიაწოდებდა ინფორმაციას, გაზიარების შესაძლებლობას მოკლებულია, რადგანაც დაცვას ბ--- მ-------–---- უდანაშაულობის დამადასტურებელი მინიმალური მტკიცებულებაც კი არ წარმოუდგენია და მისი პოზიცია ბრალდებულის ს----------–--ს სისხლის სამართლის კოდექსის 19-137-ე მუხლის პირველი ნაწილით, 178-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და მესამე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულში ეყრდნობა მხოლოდ სურვილს და არა მტკიცებულებებს.

 

2.56. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. რაიმე ეჭვი კი ბ--- მ-------–---- მხრივ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-137-ე მუხლის პირველი ნაწილით, 178-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და მესამე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩაუდენლობის შესახებ სასამართლოს არ გასჩენია.

 

2.57. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 20-5 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 2).

 

2.58. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 77). უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 200- წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15). მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ მის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით (დაზარალებულ ა-- რ-------სა და მ----- რ-------ს, მოწმეების ს------- ხ---–----, თ----------------–----, ლ--–- ჯ-------, ნ---- კ------- გ------- რ-------ს, ნ-------- რ-------ს, რ---- რ-------ს, ი----- რ-------ს ჩვენებებით, საგამოძიებო მოქმედების ოქმებით, ექსპერტიზის დასკვნებით), შეასრულა მისი მოვალეობა და უტყუარად დაადასტურა ბ--- მ-------–---- მიერ. 201- წლის 20 მაისს მ----- რ-------ს გაუპატიურების მცდელობა, 201- წლის 1- ივნისს ა-- რ-------ს ძალადობის გამოყენებით, რაც საშიში არ არის დაზარალებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის და მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებით ძარცვის ფაქტი.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1.სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით კრიმინალიზებულია გაუპატიურება, ესე იგი პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევის მცდელობა სხეულის ნებისმიერი ნაწილის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.

 

გაუპატიურება ყველაზე საშიში სქესობრივი დანაშაულია. ,,გაუპატიურებაში“ წინ წამოწეულია სხვისი პატივის შელახვის, პატივის ხელყოფის იდეა და ყურადღება უპირატესად ექცევა არა ძალადობის გამოყენების ფაქტს, არამედ სხვისი პატივის უხეშ შელახვას. განსახილველი დანაშაულისაგან სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია პირის სქესობრივი თავისუფლება და ხელშეუხებლობა. სქესობრივი თავისუფლება ნიშნავს პირის უფლებას, თვითონ აირჩიოს პატრტნიორი, სქესობრივი ხელშეუხებლობა კი გაუპატიურებისას ნიშნავს იმას, რომ სქესობრივი კავშირი დაუშვებელია მისი თანხმობის გარეშე. განსახილველ შემთხვევაში დაზარალებულ მ----- რ------- ბრალდებული არც სქესობრივ პარტნიორად აურჩევია და არც თანხმობა მიუცია მასთან სქესობრივ ურთიერთობაზე.

 

გაუპატიურება დამთავრებულად ჩაითვლება მაშინ, როცა დამნაშავე სხვადასხვა ხერხის გამოყენებით დაიწყებს სქესობრივი კავშირის დამყარებას დაზარალებულთან, ამასთან მნიშვნელობა არ აქვს მიიყვანს თუ არა ამ აქტს ბოლომდე. განსახილველ შემთხვევაში ბრალდებულმა ვერ შეძლო სქესობრივი აქტის დაწყება ერთ შემთხვევაში დაზარალებულის მხრივ თავის დაღწევის გამო, ხოლო შემდგომ მისი ფიზიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე.

 

3.2. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით კრიმინალიზებულია ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის - ძარცვის შემადგენლობის დროს, აუცილებელია, რომ მოძრავი ნივთის დაუფლება განხორციელდეს აშკარად და ქმედების ჩამდენს ამოძრავებდეს ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი. აღნიშნული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საკუთრების უფლება. ამ დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშანია, ქმედება ჩადენილი ძალადობით, რაც საშიში არ არის დაზარალებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის

 

3.3 სასამართლო აღნიშნავს, რომ ძარცვა მატერიალურ შემადგენლობის დანაშაულთა რიცხვს მიეკუთვნება. მისი ობიექტური მხარე სავალდებულო ნიშნად მიიჩნევს მავნე შედეგის დადგომას ქონებრივი ზიანის სახით. ძარცვა დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც დამნაშავე დაეუფლა სხვის ქონებას და მას რეალური შესაძლებლობა აქვს განკარგოს ეს ქონება თავისი შეხედულებისამებრ. ბ--- მ-------–--- ა-- რ-------ს კუთვნილ, ძარცვის გზით დაუფლებულ ტელეფონს განკარგავდა თავისი სურვილისამებრ, გადასცა თავის მეუღლეს და ა-- რ-------სათვის დაბრუნება არც უფიქრია, პირადად ა--ს და შემდგომში მისი ძმის რ---- რ-------ს თხოვნის მიუხედავად..

 

3.4. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ბ--- მ-------–---მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,137-ე მუხლის პირველი ნაწილით, 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული - გაუპატიურების მცდელობა, ესე იგი პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევის მცდელობა სხეულის ნებისმიერი ნაწილის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით, ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

4.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

4.3. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

4.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,137-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლითაც ბ--- მ-------–---ს მსჯავრი უნდა დაედოს სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - უალტერნატივოდ თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან რვა წლამდე ვადით, ხოლო 178-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი- თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე ვადით, ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს ბ--- მ-------–---- პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, სასჯელის რომელი ზომა იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

4.5. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს ბ--- მ-------–---- მიერ ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივ საშიშროებას (ჩადენილია ძალადობრივი ხასიათის დანაშაული), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (ბრალდებული აშკარად ცდილობდა დაზარალებულის გაუპატიურებას, ასევე ძალადობით დაეუფლა სხვის ნივთს, და დაზარალებულის დაზარალებულის თხოვნის მიუხედავად არ დაუბრუნა, ემალებოდა გამოძიებას), ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (მის მტკიცე სურვილს, ერთ შემთხვევაში მოეკლა სქესობრივი ჟინი და მეორე შემთხვევაში მისწრაფებას - დაუფლებოდა დაზარალებულის კუთვნილ ნივთს), ქმედების ჩადენის მოტივს (, სქესობრივი მოთხოვნის დაკმაყოფილება, ანგარება), მიზანს (პიროვნების სქესობრივი ხელშეუხებლობის დარღვევა, სხვისი ნივთის დაუფლება), მის პიროვნებას (ჰყავს ოჯახი, იგი არაერთხელ არის ნასამართლევი განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის) დაზარალებულთა პოზიციას, რომელთაც მწვავე პრეტენზია გააჩნიათ ბრალდებულის მიმართ და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე მას სასჯელად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა.

 

4.6. დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

4.7. მითითებული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ბ--- მ-------–---ს სასჯელის ზომად განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 137-ე მუხლის პირველი ნაწილით, 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მესამე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით სანქციის გათვალისწინებული სასჯელი - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვასთან ერთად, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და ხელს შეუწყობს მსჯავრდებულის რესოციალიზაციას.

 

4.8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას, ერთი შთანთქავს მეორეს.

 

4.9. ამდენად, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბ--- მ-------–---- მიმართ უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად ბ--- მ-------–---ს განესაზღვროს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

5. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

5.1. საქართველოს სისხლისს ამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულების საკითხი, კერძოდ: - მ----- რ-------ს ტანსაცმელი დაუბრუნდეს მ----- რ-------; ტ---- მ-------–---- ტანსაცმელი(შარვალი) დაუბრუნდეს ტ---- მ-------–---ს; ა-- რ-------ს ტელეფონი - დაუბრუნდეს ა-- რ-------; და-- ტანზე არწივის გამოსახულებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას (ოჯახში ძალადობა) ამოღებული ოთხი ა--წმენდი, ბ--- მ-------–---- ნერწყვის ნიმუში, ბ--- მ-------–---- თმის ნიმუში გა--დგურდეს კანონით დადგენილი წესით; მ----- რ-------ს ტანსაცმლის ამოღების ამსახველი ფოტოცხრილი CD დისკზე, შემთხვევის ადგილის ფოტოცხრილი(გაუპატიურების მცდელობა)CD დისკზე, შემთხვევის ადგილის ფოტოცხრილი (ოჯახში ძალადობა) CD დისკზე, ბ--- მ-------–---- ნერწყვის ნიმუშის აღების ამსახველი ფოტოცხრილი CD დისკზე, მ-------–---- თმის ნიმუშის აღების ამსახველი ფოტოცხრილი CD დისკზე- დარჩეს საქმეში სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272-ე, 275-276-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ბ--- მ-------–--- ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2. ბ--- მ-------–--- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-137-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და მესამე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-137-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი) წლის ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით 1(ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და მესამე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - თავისუფლების აღკვეთა - 6(ექვსი) წლის ვადით;

 

საქართველოს სიხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ბ--- მ-------–---ს მოსახდელად დარჩეს თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი) წლის ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით 1(ერთი) წლის ვადით;

 

3.მსჯავრდებულ ბ--- მ-------–---ს სასჯელის მოხდის ვადა დაეწყოს 201- წლის 12 ივნისის 1- საათისა და 55 წუთიდან, ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროდან.

 

4.ბ--- მ-------–---- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

5.გა--ჩენის გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი:

 

- მ----- რ-------ს ტანსაცმელი დაუბრუნდეს მ----- რ-------;

-ტ---- მ-------–---- ტანსაცმელი(შარვალი) დაუბრუნდეს ტ---- მ-------–---ს;

-ა-- რ-------ს ტელეფონი - დაუბრუნდეს ა-- რ-------;

- დანა ტანზე არწივის გამოსახულებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას (ოჯახში ძალადობა) ამოღებული ოთხი ანაწმენდი, ბ--- მ-------–---- ნერწყვის ნიმუში, ბ--- მ-------–---- თმის ნიმუში განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

-მ----- რ-------ს ტანსაცმლის ამოღების ამსახველი ფოტოცხრილი CD დისკზე, შემთხვევის ადგილის ფოტოცხრილი(გაუპატიურების მცდელობა)CD დისკზე, შემთხვევის ადგილის ფოტოცხრილი (ოჯახში ძალადობა) CD დისკზე, ბ--- მ-------–---- ნერწყვის ნიმუშის აღების ამსახველი ფოტოცხრილი CD დისკზე, მ-------–---- თმის ნიმუშის აღების ამსახველი ფოტოცხრილი CD დისკზე- დარჩეს საქმეში სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ცაგერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ლეილა გურგუჩიანი