გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.10.2019
საქმის ნომერი
010210017001869713
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
30.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210017001869713

2-1056/17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. ბ------ი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე

სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე

მოსარჩელე - ს----–--------–---------------ი

წარმომადგენელი - ნ----------ე

მოპასუხე - ლ-–- მ-----–-–---–ი

წარმომადგენელი - ა-–----------------–--ე

დავის საგანი - ქმედების დავალდებულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სასარჩელო მოთხოვნა

ს----–--------–---------------მა სარჩელი აღძრა ლ-–- მ-----–-–---–-- მიმართ და სასარჩელო განცხადებით მოითხოვა:

- ლ-–- მ-----–-–---–ს დაეკისროს შეასრულოს 2015 წლის 12 ივნისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობა და უზრუნველყოს გეზ "ბ------ის" შენობის, სავენტილაციო სისტემისათვის დამონტაჟებული (ძრავის სიმძლავრე 30 კვტ, N-------------------------) ძრავის დაზიანებული ინვენტორის (მოდელი A----------) აღდგენა და სამუშაოდ ვარგის მდგომარეობაში მოყვანა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ძრავის ახლით შეცვლა;

- ლ-–- მ-----–-–---–ს ს----–--------–---------------ის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით 7 507.5 ლარის გადახდა;

 

მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმნტებით:

2015 წლის 12 ივნისს ს----–--------–---------------სა (შემდგომში შემსყიდველს) და ლ-–- მ-----–-–---–ს (შემდგომში მიმწოდებელს) შორის გაფორმებულ იქნა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1/250 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ლ-–- მ-----–-–---–მა აიღო ვალდებულება ს----–--------–---------------ს მიაწოდოს მაღალი ხარისხის სავენტილაციო ძრავები თანმდევი მომსახურებით/მონტაჟით. საგარანტიო ვადად განისაზღვრა ორი წელი. ლ-–- მ-----–-–---–მა სავენტილაციო ძრავების მიწოდების ვალდებულება შეასრულა, თუმცა ექსპლუატაციის საგარანტიო პერიოდში ერთ-ერთი ძრავი მწყობრიდან გამოვიდა. მიუხედავად ხელშეკრულებით ნაკისრი ხარვეზის აღმოფხვრის ვალდებულებისა, მოპასუხემ სავენტილაციო სისტემის ხარვეზი არ აღმოფხვრა. მას ს----–--------–---------------მა სავენტილაციო სისტემაში არსებული ვითარების შესახებ წერილებით აცნობა, თუმცა მიმწოდებელმა ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა.

 

სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით გათვალისწინებული გარანტია გულისხმობს ნივთის გარანტიას მასზედ, რომ მიწოდებული ნივთი 2 წლის განმავლობაში შეინარჩუნებდა შეთანხმებულ თვისობრიობას, თუმცა შეთანხმებული მდგომარეობის შენარჩუნება მიმწოდებელმა ვერ უზრუნველყო. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე მოითხოვს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1/250 ხელშეკრულების მე-3 პუნქტის, დანართი №1-ის შესაბამისად ნაკისრი საგარანტიო პირობების შესრულებას. მოსარჩელის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0,5 % ოდენობით. შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულება უტოლდება მწყობრიდან გამოსული ძრავის ღირებულებას და შეადგენს 19 500 ლარს. რაც შეეხება ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობას, მოსარჩელე განმარტავს, რომ ათვალა უნდა განხორციელდეს 2017 წლის 12 იანვრიდან, რადგანაც ვალდებულების შესრულების ბოლო ვადად განსაზღვრულია 2017 წლის 11 იანვარი. შესაბამისად ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა შეადგენს 77 დღეს. ზემოღნიშნულის გათვალისწინებით პირგასამტეხლოს თანხა შეადგენს 7 507.5 ლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

ლ-–- მ-----–-–---–ი სარჩელს არ ცნობს. მისი წარმომადგენელი განმარტავს, რომ ძრავი მწყობრიდან გამოსული არაა. დაზიანებულია ინვენტორული ტიპის სიხშირული რეგულატორი. მისი დაზიანება არ არის გამოწვეული ქარხნული ნაკლის გამო. იგი დაზიანდა მოსარჩელის არასრულყოფილი ელ.გაყვანილობის ან სტიქიის გამო. შესაბამისად ლ-–- მ-----–-–---–ს ძრავის დაზიანებაში არანაირი ბრალი არ მიუძღვის და არც დაზიანების თავიდან აცილება შეეძლო. ხელშეკრულების დანართი №1-ის შესაბამისად საგარანტიო პასუხისმგებლობა მოქმედებს მხოლოდ სწორი ექსპლუატაციის პირობებში, რაც მისი მხრიდან საგარანტიო ვადაში მისი შეკეთების ვალდებულებას არ იწვევს. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით მოპასუხის წარმომადგენელი განმარტავს, რომ არ არსებობს პირგასამტეხლოს მოთხოვნის სახელშეკრულებო საფუძველი, ვინაიდან ხელშეკრულებით პირგასამტეხლო გათვალისწინებულია მხოლოდ საქონლის მიწოდების ვადაგადაცილებაზე. ასეც, რომ იყოს პირგასამტეხლოს მოთხოვნა მაინც უსაფუძვლო იქნებოდა, რადგან მოპასუხეს არ დაურღვევია საგარანტიო ვალდებულება. ამიტომ არარსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2015 წლის 12 ივნისს ს----–--------–---------------სა და ფ/პ ლ-–- მ-----–-–---–ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1/250 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ს----–--------–---------------ის მიერ გამოცხადებული ტენდერის საფუძველზე მოპასუხემ აიღო ვალდებულება მოსარჩელეს მიაწოდოს შესყიდვის ობიექტები - მაღალი ხარისხის სავენტილაციო ძრავები თანმდევი მომსახურება/მონტაჟით, რომელთა დასახელებები, რაოდენობები, ერთეულის ფასები, ტექნიკური მახასიათებლები, წარმოშობის ქვეყანა, მწარმოებელი ფირმა, მოდელი მითითებულია №1 დანართში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები;

- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1/250 ხელშეკრულება ს.ფ 16-19;

- დანართი №1 ს.ფ. 20;

 

3.1.2. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1/250 ხელშეკრულების დანართ №1-ით განისაზღვრა შესყიდვის ობიექტების ერთეულის ფასები, მათ შორის სადაო ძრავის სიმძლავრე 30 კვტ, N-------------------------, ინვენტორის მოდელი A----------.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები;

- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1/250 ხელშეკრულება ს.ფ 16-19;

- დანართი №1 ს.ფ. 20

 

3.1.3. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1/250 ხელშეკრულების №1 დანართით განისაზღვრა საგარანტიო ვადა, კერძოდ შემოთავაზებულ საქონელზე საგარანტიო ვადა სწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში შეადგენს 2 წელს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები;

- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1/250 ხელშეკრულება ს.ფ 16-19;

- დანართი №1 ს.ფ. 20

 

3.1.4. მხარეებს შორის სადაო არაა ის გარემოება, რომ ფ/პ ლ-–- მ-----–-–---–-- მიერ განხორციელდა ხელშეკრულებით შეთანხმებული სავენტილაციო ძრავების მიწოდება და მონტაჟი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები;

 

3.1.5. მხარეებს შორის ასევე სადაო არაა ის გარემოება, რომ ექსპლუატაციის საგარანტიო პერიოდში ვენტილაციის ერთ-ერთი ძრავის ინვენტორის ,,A----------“ მწყობრიდან გამოვიდა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები;

- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1/250 ხელშეკრულება ს.ფ 16-19;

- დანართი №1 ს.ფ. 20;

- წერილები ს.ფ 22; 23;24; 25;26;27;

 

3.1.6. მხარეებს შორის ასევე სადაო არაა ის გარემოება, რომ მოპასუხეს ს----–--------–---------------ის 2016 წლის 7 დეკემბრის წერილით ეცნობა სავენტილაციო სისტემის ძრავში აღმოჩენილი ხარვეზის აღმოფხვრის თაობაზე. 2016 წლის 20 დეკემბრის საპასუხო წერილით მიმწოდებელმა ითხოვა დამატებით ვადა 15 დღის ვადა. ს----–--------–---------------ის 2016 წლის 22 დეკემბრის წერილით ლ-–- მ-----–-–---–ს ეცნობა, რომ ს----–--------–---------------ი თანახმაა 2017 წლის 12 იანვრამდე სრულად აღმოფხვრას სავენტილაციო ძრავის დაზიანება 2015 წლის 12 ივნისის №1/250 ხელშეკრულებით ნაკისრი საგარანტიო ვალდებულების ფარგლებში, ასევე ს----–--------–---------------ის 2017 წლის 13 იანვრის წერილით ლ-–- მ-----–-–---–ს დამატებით მიეცა 7 დღე ხარვეზის გამოსასწორებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში მას უნდა დაებრუნებინა შესყიდული საქონლის ღირებულება - 19 500 ლარის ოდენობით. 2017 წლის 28 თებერვლის საპასუხო წერილით მოპასუხემ მოსარჩელეს აცნობა, რომ დაზიანებული ძრავების ინვენტორი უკვე გადაგზავნილია მწარმოებლის ოფიციალურ წარმოამდგენლებთან თურქეთში, სადაც კვალიფიციური ექსპერტები დაადგენენ თუ რის გამო გამოვიდა მწყობრიდან ინვვენტორი და თუ ეს დაზიანება აღმოჩნდება ქარხნული ან სწორი ექსპლუატაციის დროს მიღებული მიზეზებით, მაშინ იღებს ვალდებულებას ან მოხდეს დაზიანებული ძრავის შეკეთება ან ახლით შეცვლა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები;

- წერილები ს.ფ; 25;26; 27;

 

3.1.7. 2015 წლის 12 ივნისს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1/250 ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.2 პუნქტით მხარეები შეთანხმდენ მასზედ, რომ შემოთავაზებული საქონელი უნდა იყოს უნაკლო და მაღალი ხარისხის, ასევე ხელშეკრულების მე-7 მუხლის 7.1. და 7.2. პუნქტებით მიმწოდებელი ვალდებულია მიაწოდოს „შემსყიდველს“ უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო საქონელი

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები;

- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1/250 ხელშეკრულება ს.ფ 16-19;

- დანართი №1 ს.ფ. 20;

 

3.1.8. 2015 წლის 12 ივნისს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1/250 ხელშეკრულების მე-9 მუხლით განისაზღვრა ფორს-მაჟორი, რომლის 9.2. პუნქტით - „ფორს-მაჟორი“ ნიშნავს მხარეებისთვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული შემსყიდველისა და/ან მიმწოდებელის შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული იქნეს ომით, სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით და საქონლის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესებით, საბიუჯეტო ასიგნების მკვეთრი შემცირებით და სხვა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები;

- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1/250 ხელშეკრულება ს.ფ 16-19;

- დანართი №1 ს.ფ. 20;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. მხარეთა შორის ძირითადი სადაო ფაქტობრივი გარემოებაა, ვენტილაციის ერთ-ერთი ძრავის ინვენტორის ,,A----------“ დაზიანების მიზეზი. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხის მიერ მიწოდებული სამი ძრავიდან, ერთი ძრავის ინვენტორი საგარანტიო პერიოდში მწყობრიდან გამოვიდა პროდუქციის უხარისხობით. მოპასუხე მხარე კი ამტკიცებს, რომ დაზიანება გამოწვეულია მოსარჩელის მიერ არასრულყოფილი ელ. გაყვანილობის, ან სტიქიის გამო. ფაქტობრივად საქმეში მონაწილე მხარეები იძლევიან ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებას. მათ მიერ დასახელებული ფაქტები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს.

 

3.2.2. სასამართლო განმარტავს, რომ სადაო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განსაზღვრულია, რომ სამართალწარმოება განხორციელდეს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამ პრინციპის მიხედვით ფაქტობრივი გარემოებების დადგენაში მხარეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით. ისინი თავად განსაზღვრავენ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ის ფაქტობრივი გარემოება, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ანუ თვითონ უნდა წარმოადგინოს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები. სხვა ფორმით სარჩელი ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დამტკიცდება. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მხარეთა მიერ შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საყურადღებოა ის გარემოება, რომ როდესაც მხარეები დაობენ ფაქტობრივ გარემოებაზე, ასეთ შემთხვევაში მათი ვალდებულებაა სადაო გარემოებებთან დაკავშირებით წარმოადგინონ მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემს ანალიზის საშუალებას და შეუქმნის ფაქტის არსებობის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მხარეებზე უნდა გადანაწილდეს სწორად. მხარეებს უნდა დაეკისროთ ისეთი ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის. (სუსგ საქმე №ას-1359-2018 02 ნოემბერი, 2018 წელი).

სასამართლო ხელმძღვანელობს მტკიცების ტვირთის სწორი განაწილების პრინციპით და მტკიცების ტვირთს ანაწილებს შემდეგ ნაირად:

- მოსარჩელეს ეკისრება დამტკიცოს, რომ ვენტილაციის ერთ-ერთი ძრავის ინვენტორი - ,,A----------“, დაზიანდა საგარანტიო ვადაში.

- მოპასუხე ვალდებულია დაამტკიცოს ძრავის მწყობრიდან გამოსვლის მიზეზი. თუ ინვენტორი დაზიანდა მოსარჩელის კუთვნილი ელექტრო ქსელის გაუმართაობის, ან სტიქიური მოვლენის შედეგად, ბუნებრივია აღნიშნული გამორიცხავს მოპასუხის პასუხისმგებლობას. მისი დადგენა მოპასუხის ინტერესში შედის, რის გამოც მან უნდა წარმოადგინოს ამ გარემოებათა დამადასტურებელი მტკიცებულება.

 

3.2.3. მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება არ გამორიცხავს მხარეთა უფლებას, წარმოადგინონ ის მტკიცებულებები, რომელიც არაა დაკავშირებული დაკისრებული მტკიცების ტვირთთან, მაგრამ დაკავშირებულია საქმის სადაო ფაქტობრივ გარემოებებთან. ამ გზით ისინი შეძლებენ მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაბათილებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება სრულებით შეესაბამება შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპს და სამართლიანი განაწილებაა.

 

3.2.4. დავის გადასაწყვეტად სასამართლომ უნდა დაადგინოს რამ გამოიწვია ინვენტორის დაზიანება და მისი აღდგენისათვის რა ღონისძიებებია საჭირო. აღნიშნული არ წარმოადგენს ისეთ საკითხს, რომლის დადგენაც მხოლოდ ლოგიკურ აზროვნებაზე იქნება დამოკიდებული. მისი გარკვევისათვის აუცილებელია მოწყობილობის შემოწმება და დაზიანების მეცნიერული გამოკვლევა, რის შესაძლებლობაც უშუალოდ სასამართლოს არ აქვს. სასამართლომ, 2019 წლის 12 იანვრის საოქმო განჩინებით საქმეზე დანიშნა ტექნიკური ექსპერტიზა და ექსპერტიზის ჩატარება დაავალა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის სამსახურს. ექსპერტს გადასაწყვეტად დაესვა შემდეგი კითხვები:

ა) დაზიანებულია თუ არა გეზ ‘’ბ------ის’’ ტერიტორიაზე ლ-–- მ-----–-–---–-- მიერ დამონტაჟებული სამი ცალი სავენტილაციო სისტემიდან რომელიმე ძრავი (მისამართი: გაფორმების ეკონომიური ზონა ''ბ------ი'');

ბ) რა არის ძრავის (ან მისი ნაწილის, თუნდაც მოპასუხის მიერ სავარაუდოდ დასახელებული ინვერტორული ტიპის სიხშირული რეგულატორი) დაზიანების და მწყობრიდან გამოსვლის მიზეზი;

გ) რა ღონისძიებებია საჭირო მისი აღდგენისათვის;

 

3.2.5. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 18/05/2019 წლის N5003137719 წერილით სასამართლოს განემარტა, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობის და საინჟინრო ექსპერტიზის ცენტრს (დეპარტამენტი) არ აქვს შესაბამისი ლაბორატორია, არ ჰყავს შესაბამისი დარგის სპეციალისტ(ებ)ი და ასეთი ტიპის ექსპერტიზას ვერ ჩაატარებენ.

 

3.2.6. მოპასუხემ ზეპირად განმარტა, რომ ძრავის ინვენტორის (მოდელი A----------) დაზიანდა მოსარჩელის ბრალით. დაზიანება გამოიწვია არასწორად დამონტაჟებულმა ელ. გაყვანილობამ, რაც იწვევდა მიწოდებული დენის მოულოდნელ ცვალებადობას, ძაბვის ვარდნას, ასევე დაზიანება გამოწვეულია სტიქიის ზეგავლენითაც. თავად ინვენტორს ქარხნული ნაკლი არ აქვს. აღნიშნულის დადასტურების მიზნით მიუთითა შემდეგ მტკიცებულებებზე:

-სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1/250 ხელშეკრულება და ხელშეკრულების №1 დანართი;

-თურქეთის რესპუბლიკის ფამუქალეს უნივერსიტეტის მეცნიერებათა ბაკალავრის, ელექტრო ინჟინერის, ელექტროტექნიკოსის მურატ ჩელიკბილეკის შეფასება;

-შპს „ელიტკომფორტის“ დირექტორის ა. გიგინეიშვილის შეფასება;

-მოწმე ტარიელ უნაფხოშვილის და გოჩა ბასიაშვილის ჩვენება;

 

3.2.7. თურქეთის რესპუბლიკის ფამუქალეს უნივერსიტეტის მეცნიერებათა ბაკალავრის, ელექტრო ინჟინერის, ელექტროტექნიკოსის მურატ ჩელიკბილეკის შეფასებში ნამსჯელებია სიხშირის ინვენტორების (გარდამქმნელების) შესაძლო დეფექტებზე. მასში განმარტებულია, რომ პირველი შესაძლო დეფექტი შეიძლება იყოს არასწორი ელექტროგაყვანილობა. ელექტროგაყვანილობის სწორად და უწყვეტად ფუნქციონირების შემთხვევაში, პრობლემის მიზეზი შეიძლება იყოს ელექტროენერგიის არამდგრადობა (ელექტრულ წრედში ან vb გამაგრილებლის ძრავში ჭარბი დენის გამო) ან მოკლე ჩართვა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიზეზი იყოს ელექტროენერგიის არამდგრადობა, რადგან თუ ელექტრულ წრედში იქნებოდა ჭარბი დენი (პლატაზე შემავალი ან გამომავალი), მხოლოდ მცირე ადგილი დაზიანდებოდა პლატაზე. პრობლემა, სავარაუდოდ, წარმოიშვა მოკლე ჩართვიდან. მოკლე ჩართვის მიზეზი, ჩვეულებრივ მტვერი და ტენიანობაა. როგორც წესი შეკეთება მიზანშეწონილი არ არის. შეკეთების შემთხვევაშიც კი სისტემის მგრძნობელობამ შესაძლოა იმუშაოს ისევე, როგორც ორიგინალის შემთხვევაში. ტექნიკოსები თანხმდებიან, რომ ასეთი პრობლემის გამოვლენის შემთხვევაში, სასურველია, ძველი სიხშირის ინვენტორი შეიცვალოს ახლით.

(იხ. თურქეთის რესპუბლიკის ფამუქალეს უნივერსიტეტის მეცნიერებათა ბაკალავრის, ელექტრო ინჟინერის, ელექტროტექნიკოსის მურატ ჩელიკბილეკის შეფასება ს.ფ. 81-86).

 

3.2.8. მოპასუხის მიერ ასევე წარმოდგენილია შპს „ელიტკომფორტის“ დირექტორის ა. გიგინეიშვილის შეფასება. მასში მითითებულია, რომ ინვენტორის ძირითადი ნახევარგამტარული ძალოვანი ნაწილები დამწვარია და მის აღდგენას არ აქვს ეკონომიკური გამართულობა. შეფასებაში ნავარაუდებია, რომ დაზიანების ერთ-ერთი სავარაუდო მიზეზია დენის ძაბვის ცვალებადობა. კერძოდ, ძაბვის ვარდნა, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყო ძალოვანი კაბელის არასაკმარისი კვეთით.

(იხ. შპს „ელიტკომფორტის“ დირექტორის ა. გიგინეიშვილის შეფასება ს.ფ. 78)

 

3.2.9. მოსარჩელემ, ინვენტორის მოსარჩელის ბრალით დაზიანების მტკიცებულებად მიუთითა მოწმე გოჩა ბასიაშვილი ჩვენებაზე. გოჩა ბასიაშვილმა მოწმის სახით დაკისთხვის დროს განმარტა, რომ მონაწილეობდა სავენტილაციო სისტემის დამონტაჟებაში. ასევე განმარტა, რომ მის მიერ ხდებოდა სისტემის გათიშვის შემთხვევაში ხელახალი ჩართვა და გადატვირთვა. პირველად სისტემა გაითიშა და ჩასართავად მივიდა დამონტაჟებიდან 3-4 თვის შემდეგ. მას შემდეგ რამოდენიმეჯერ გაითიშა და მან ჩართო. ბოლოს ერთერთი ძრავის ძალოვანი კაბელები დაიწვა. შემდეგში გაირკვა, რომ ინვენტორი გაფუჭებულიყო. ძრავის მწობრიდან გამოსვლის მიზეზი იყო მოკლე ჩართვა, რაც გამოიწვია არასათანადო ელექტრო გაყვანილობამ. როგორც მისთვის ცნობილია, ინვენტორის მწყობრიდან გამოსვლის შემდეგ კაბელები შეიცვალა.

იხ. სხდომის ოქმი.

 

3.2.10. გოჩა ბასიაშვილი ჩვენების გასაბათილებლად მოსარჩელემ მიუთითა მოწმე ტარიელ უნაფხოშვილის ჩვენებაზე, რომელმაც მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს შემოსავლების სამსახურში. გეზ ‘’ბ------ში’’ სავენტილაციო სისტემის მოწყობამდე დაეწვათ ძრავი, რაც თავდაპირველად დაბრალდა ელექტროგაყვანილობას. აღნიშნულის გამო მთლიანად შეიცვალა ელექტრო გაყვანილობა. სავენტილაციო სისტემის დამონტაჟების შემდგ ძრავს დენი მიეწოდებოდა პირდაპირ ტრანსფორმატორიდან. კატეგორიულად გამორიცხავს ელექტროენერგიის მიზეზით ინვენტორის მწყობრიდან გამოსვლას. განმარტავს, რომ ინვენტორი არეგულირებს ძრავის სიხშირეს და იცავს მას. ინვენტორის დანიშნულებაა ძაბვის ცვალილების კონტროლი, შესაბამისად ძაბვის ვარდნამ მწობრიდან ვერ უნდა გამოიყვანოს ძრავი. ინვენტორს აქვს რეზინის ხუფი, დაცულია და შესაბამისად წყალი მასში ვერ შეაღწევს.

იხ. სხდომის ოქმი.

 

3.2.11. სასამართლო განმარტავს, რომ ინვენტორის მწყობრიდან გამოსვლის მიზეზი ფაქტობრივი გარემოებაა. მის დამტკიცებაში მხარეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას მასზედ, რომ ინვენტორი გაფუჭდა მოსარჩელის ბრლით. აღნიშნული უნდა დასტურდებოდეს მეცნიერული კვლევებით. მისი დადგენა მოწმის ჩვენებით დაუშვებელია. მოპასუხის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს უნდა მიეცეს კრიტიკული შეფასება და გაკეთდეს დასკვნა, ინვენტორი მწყობრიდან გამოვიდა თუ არა მოსარჩელის ელექტრო სადენის ან სტიქიის გამო. შესაძლებელია რეალურად მისი მწყობრიდან გამოსვლა მართლაც სადენის ან სტიქიის ბრალია, მაგრამ ამ გარემოებას სჭირდება სათანადო მტკიცება. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სავარაუდოა. წერილობითი დასკვნები შეიცავს ვარაუდებს და მასში კონკრეტული პასუხი არაა მითითებული. გარდა ამისა არაა წარმოდგენილი მტკიცებულება მასზედ, რომ გეზ "ბ------ის" შენობას 2015 წელში არ ჰქონდა მოწესრიგებული ელექტრო გადამცემი სისტემა და რომ ის ავარიულ რეჟიმში იყო. მოპასუხეს უნდა ეზრუნვა ისეთი პირდაპირი მტკიცებულების შექმნაზე რაც უტყუარად დაადასტურებდა ინვენტორის მწყობრიდან გამოსვლის მიზეზს. ზოგადი მითითება ელგაყვანილობის უვარგისობაზე მტკიცებულების არარსებობის გამო, ვერ იქნება გაზიარებული.

3.2.12. საქმის მასალებით არ დადგინდა ფორსმაჟორის ფაქტი.

 

3.2.13 შესაბამისად, ლ-–- მ-----–-–---–მა ვერ დაასაბუთა, რომ დაზიანება მართლაც დენის ძაბვის ცვალებადობის ან/და სტიქიის შედეგი იყო, შესაბამისად მისი პასუხიმგებლობა ამ საფუძვლით ვერ გამოირიცხება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ-–- მ-----–-–---–ს უნდა დაეკისროს შეასრულოს 2015 წლის 12 ივნისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობა და უზრუნველყოს გეზ "ბ------ის" შენობის, სავენტილაციო სისტემისათვის დამონტაჟებული დაზიანებული ძრავის (ძრავის სიმძლავრე 30 კვტ, N-------------------------) აღდგენა და სამუშაოდ ვარგის მდგომარეობაში მოყვანა. აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში მას უნდა დაეკისროს მწყობრიდან გამოსული ძრავის ახლი ძრავით შეცვლა. გარდა აღნიშნულისა ლ-–- მ-----–-–---–ს ს----–--------–---------------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს შემცირებული პირგასამტეხლოს 1 500 ლარის გადახდა;

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

- საქართველოს კონსტიტუცია;

- პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ სამართალწარმოების მიზნის მისაღწევად სავალდებულოა, სასამართლომ საქმის განხილვის მარეგულირებელი პროცესუალური წესების დაცვით, მხარეების მიერ მითითებული ფაქტებისა და გარემოებების სწორი სამართლებრივი ანალიზის გზით, დაადგინოს მოსარჩელის მოთხოვნის მართებულობა. საფუძვლიანია თუ არა სარჩელი, დამოკიდებულია რამდენიმე პირობის არსებობაზე, მათ შორის უპირველესად უნდა მოიძებნოს სამართლის ნორმა, რომელიც მიესადაგება განსახილველ შემთხვევას. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დადგენის შემდეგ უნდა მოხდეს შემოწმება, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები პასუხობს თუ არა გამოსაყენებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებს (შემადგენლობას). მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა, მატერიალური სამართლის ნორმიდან გამომდინარე კი, სასამართლომ თავადვე უნდა დაადგინოს დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტების (მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების) ამომწურავი წრე, რათა მას არ მოუწიოს იმ გარემოებათა დადგენა, რომლებსაც საქმისათვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვთ, და პირიქით, რათა მთელი სამართალწარმოება საძიებელ ფაქტებზე იქნეს ორიენტირებული. წინამდებარე დავაში შესაძლებელია ზემოთ დასახელებული გარემობებების გარდა, სხვა გარემოებსაც აქვს ადგილი (მაგალითად მილების პრობლემა), მაგრამ სხვა გარემოებებსა და მათ სამართლებრივ შეფასებას, დავის გადაწყვეტისათვის ნიშვნელობა არ აქვს. საქმისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს, ის უდაო და სადაო ფაქტობრივი გარემოებები, რაც სასამართლომ დაახარისხა შესაბამის პუნქტებში, წარმოადგენს თუ არა ნასყიდობის საგნის შეცვლის დავალდებულების საფუძველს. სხვა დანარჩენი საკითხების სამართლებრივ შეფასებას, საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვს. სწორედ ამიტომაც პირველ რიგში უნდა შემოწმდეს ნასყიდობის საგნის შეცვლის გონივრულობის საკითხი.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლება შესაბამისი საფუძვლის გარეშე არ არსებობს. ნივთის შეცვლის ან პირგასამტეხლოს მოთხოვნას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი ვალდებულების არსებობა (საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი). მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მოსარჩელის მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. მოსარჩელე მიუთითებს სახელშეკრულებო ურთიერთობაზე. სახელშეკრულებო ურთიერთობისათვის მთავარი მახასიათებელია სათანადო პირობებით შეთანხმებული გარიგების არსებობა. წინამდებარე დავა გამომდინარეობს ნასყიდობისა და ნარდობის (ორივე ხელშეკრულების ნარევ ელემენტებს შეიცავს) ხელშეკრულებიდან, ამიტომაც მხარეებს შორის ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა.

 

6.3. სასამართლო განმარტავს, რომ ნასყიდობიდან და ნარდობიდან გამომდინარე, მოპასუხის ვალდებულება უნდა განიხილებოდეს, როგორც საერთო ვალდებულება, ვინაიდან, ხელშეკრულების მიზანი იყო არა ნასყიდობის საგნის და შესრულებული სამუშაოს ცალკე-ცალკე უფლების ობიექტად მიღება, არამედ მათი გაერთიანება საბოლოო პროდუქტში.

 

6.4. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამავე კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე.

 

დადგენილია და სადაო არ არის ის გარემოება, რომ 2015 წლის 12 ივნისს ს----–--------–---------------სა (შემდგომში შემსყიდველს) და ფ/პ ლ-–- მ-----–-–---–ს (შემდგომში მიმწოდებელს) შორის გაფორმებულ იქნა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N----- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ლ-–- მ-----–-–---–მა ს----–--------–---------------ის მიერ გამოცხადებული ტენდერის საფუძველზე ს----–--------–---------------ს შეუძინა და დაუმონტაჟა სავენტილაციო სისტემა. მხარეებს შორის ასევე სადაო არაა ის გარემოება, რომ ექსპლუატაციის საგარანტიო პერიოდში ერთ-ერთი ძრავი (ძრავის სიმძლავრე 30 კვტ, N-------------------------, ინვენტორის მოდელი A----------), მწყობრიდან გამოვიდა.

 

6.5. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში მყიდველისათვის მიწოდებული ნასყიდობის საგნის ნივთობრივი ხარისხი.

6.6. სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლით, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი. ამავე კოდექსის 488-ე მუხლის პირველი ნაწილით ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის.

სამოქალაქო კოდექსის 639-ე მუხლით კი, თუ მომსახურება მოიცავს რაიმე ნაკეთობის დამზადებას, მაშინ მენარდემ შემკვეთს უნდა წარუდგინოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა. 641-ე მუხლის პირველი ნაწილით ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს; ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის.

ორივე ტიპის ხელშეკრულებებში, ვალდებულების შესრულების უმთავრესი პრინციპია შეთანხმებული ხარისხის ნივთისა და შესრულებული სამუშაოს გადაცემა, ხოლო შეთანხმების არარსებობისას, ნასყიდობის საგანი/შესრულებული სამუშაო, ვარგისი უნდა იყოს ჩვეულებრივი გამოყენებისათვის, ჰქონდეს ისეთი თვისებები, რომელიც საერთოა, მსგავსია ასეთი ტიპის შესრულების საგნებისათვის და რომელსაც ჩვეულებრივ მოელის მყიდველი/შემკვეთი.

6.7. სამოქალაქო კოდექსის 490-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან, თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში”. ამავე კოდექსის 642-ე მუხლით, თუ ნაკეთობა ნაკლის მქონეა, შემკვეთს შეუძლია მოითხოვოს დამატებითი შესრულება. მენარდეს შეუძლია თავისი არჩევანით ან აღმოფხვრას ნაკლი, ან დაამზადოს ახალი ნაკეთობა.

 

წინამდებარე შემთხვევაში დადგენილია, რომ ლ-–- მ-----–-–---–მა მოსარჩელეს არ მიაწოდა შეთანხმებული ხარისხის ნივთი - ძრავი.

 

6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე უფლება აქვს მეორე მხარისაგან მოითხოვოს ნაკისრი მოვალეობის შესრულება. თავის მხრივ ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი გარიგების მონაწილეებს ავალდებულებს ვალდებულება შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მხარეები ვალდებულნი არიან დასახელებული მოთხოვნობი დაიცვან ზედმიწევნით. მხოლოდ ამ წესის დაცვის შემთხვევაში ჩაეთვლებათ მათ ვალდებულება შესრულებულად

 

6.9. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის შესაბამისად, მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-12 მუხლით კი მწარმოებელი/დისტრიბუტორი ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს აუცილებელი, უტყუარი და სრული ინფორმაცია პროდუქტის შესახებ, რაც მას სწორი არჩევნის შესაძლებლობას მისცემს. ამავე მუხლის მე-6 ნაწილით, თუ მწარმოებელი პროდუქტს გარანტიით ყიდის, იგი ვალდებულია დაიცვას გარანტიის პირობები, ხოლო მყიდველი უფლებამოსილია მოითხოვოს გარანტიის პირობების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 653-ე მუხლით, თუ მენარდემ ნაკეთობისათვის იკისრა საგარანტიო ვადა, მაშინ ამ ვადის განმავლობაში გამოვლენილი ნაკლი წარმოშობს შესაბამის უფლებებს. ამავე კოდექსის 496-ე მუხლით, კი თუ გამყიდველი ნივთის ვარგისიანობის ვადას განსაზღვრავს, მაშინ ივარაუდება, რომ ამ ვადის განმავლობაში გამოვლენილი ნაკლი მყიდველს აძლევს მოთხოვნის უფლებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების პირობებში, ნასყიდობის ურთიერთობიდან გამომდინარე განსაზღვრულია გამყიდველის ვალდებულება უნაკლო ნივთის გადაცემის შესახებ და პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. იმ შემთხვევაში, როდესაც ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრულია ნივთის ვარგისიანობის ვადა, ივარაუდება, რომ ამ ვადის განმავლობაში გამოვლენილი ნაკლი მყიდველს აძლევს მოთხოვნის უფლებას, ხოლო გამყიდველმა უნდა ადასტუროს საწინააღმდეგო. გამყიდველის თავისებურება სწორედ იმაში ვლინდება, რომ საგარანტიო ვადის მოქმედების პერიოდში ნივთის ნაკლის დაფიქსირების შეთხვევაში სავარაუდოა მისი ბრალეულობა და გაყიდული ნივთის ნაკლის არსებობა, საწინააღმდეგოს დამტკიცების ტვირთი ეკისრება გამყიდველს.

 

მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1/250 ხელშეკრულების №1 დანარით განისაზღვრა საგარანტიო ვადა ანუ გაიცა გარანტია, რაც გულისხმობს, რომ მისმა გამცემმა განსაზღვრა ნივთის ვარგისიანობის ვადა.

 

განსახილველ შემთხვევაში გაცემული საგარანტიო ფურცელი ითვალისწინებს გამყიდველის ვალდებულებას, შეაკეთოს ნაკლის მქონე ნივთი საგარანტიო ფურცელში მითითებული ვადაში. ვინაიდან გარანტიის გამცემი პირი ვერ ადასტურებს, რომ წარმოშობილი დაზიანება არ შეესაბამება გარანტიის პირობებს და გარანტიის გამცემს არ გააჩნდა დაზიანების აღმოფხვრის ვალდებულება, დგინდება, რომ გამყიდველი ვალდებული იყო შეეკეთებინა წარდგენილი ნივთი.

 

დადგენილია, რომ ნაკლის აღმოფხვრის მიზნით მყიდველმა ნივთი გადასცა გამყიდველს, რათა ამ უკანასკნელს გამოესწორებინა ნაკლი, თუმცა გამყიდველმა უარი გაცხადა ნაკლის გამოსწორებაზე. რაც შეეხება ნივთის დაზიანების მიზეზს, ეს გარემოება, როგორც ზემოთ აღინიშნა, წარმოადგენს გამყიდველის მტკიცების ტვირთს. მოპასუხემ ვერ დაადასტურა, რომ ნივთების დაზიანება გამოწვეულია მოსარჩელის ბრალეული მოქმედებით.

 

6.10. საერთო ჯამში უფლებრივად ნაკლიანი ნივთის მიწოდება შემსყიდველს ანიჭებს რამოდნეიმე ქმედებიდან ერთერთის არჩევის უფლებას. ესაა:

- მოითხოვოს ნაკლის გამოსწორება;

- მოითხოვოს მისი შეცვლა;

- თავად გამოასწოროს ნაკლი და მოითხოვოს მისი ანაზღაურება;

- მოითხოვს ფასის შემცირება;

- გავიდეს ხელშეკრულებიდან.

სასამართლომ დაადგინა, რომ ძრავის ნაკლის გამოსწორება ან/და ახლით შეცვლა შესაძლებალია. ასევე ხელშეკრულებიდან მოსარჩელე არ უნდა გავიდეს, რადგანაც ხელშეკრულების შესრულებას მისთვის აზრი არ დაუკარგავს. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელემ ან თავად უნდა შეიძინოს ძრავი და მოითხოვოს მისი ღირებულების ანაზღაურება, ან მოპასუხეს უნდა მოსთხოვოს ძრავის შეცვლა. მოთხოვნის არჩევანი მოსარჩელეზეა დამოკიდებული. მოსარჩელემ აირჩია ნივთის შეკეთება და ნივთის შეკეთების შეუძლებლობის შემთხვევაში ახლით შეცვლა, მისი ასეთი მოთხოვნა გამომდინარეობს საქ. სკ-ის 490-ე მუხლიდან. შესაბამისად სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. ლ-–- მ-----–-–---–ს უნდა დაეკისროს 2015 წლის 12 ივნისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობა და უზრუნველყოს გეზ "ბ------ის" შენობის, სავენტილაციო სისტემისათვის დამონტაჟებული (ძრავის სიმძლავრე 30 კვტ, N-------------------------) დაზიანებული ძრავის აღდგენა, მისი აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში შეცვალოს ახლით.

 

6.11. ხელშეკრულების 13.1. მუხლით მხარეები შეთანხმდენ მასზედ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად არ განხორციელდა შესაბამისი რაოდენობისა და ხარისხის საქონელის მიწოდება, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდენ პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაშიც, თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად არ განხორციელდა შესაბამისი ხარისხის საქონელის მიწოდება.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან არ მომხდარა შესაბამისი ხარისხის საქონლის მიწოდება.

ს----–--------–---------------ი ამტკიცებს, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულება, რის გამოც მას გადასახდელად უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო. მოსარჩელის დასახელებული მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების საფუძვლებიდან. დასახელებულ ნორმებში განმარტებულია პირგასამტეხლოს შინაარსი, რომლის მიხედვითაც პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს.

 

განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0,5 % ოდენობით. მოპასუხემ საგარანტიო პირობებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას გადააცილა 77 დღე. ვადაგადაცილებული დღეების მიხედვით პირგასამტეხლოს თანხა შეადგენს 7 507.5 ლარს.

 

6.12. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით ,,სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო”.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია მოვალის პასუხისმგებლობის ამაღლების მცდელობა. მოვალემ პირგასამტეხლოს თავის არიდების მიზნით კრედიტორის წინაშე ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და დროულად. ასევე მისი მიზანია ვალდებულების დაყოვნებით კრედიტორზე მიყენებული ზიანის კომპენსირება და დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს მიზანი არაა კრედიტორის გამდიდრება მოვალის ხარჯზე. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობასაც იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ, თუ ეკონიმიკურ შედეგებს. ასევე გასათვალისწინებელია დარღევის ხარისხი, შედეგი, მოპასუხის დამოკიდებულება ვალდებულებისადმი, დამდგარი ზიანი და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. მათი ერთობლიობით უნდა გადაწყდეს პირგასამტეხლოს გონივრულობის საკითხი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია მოვალის პასუხისმგებლობის ამაღლების მცდელობა. მოვალემ პირგასამტეხლოს თავის არიდების მიზნით კრედიტორის წინაშე ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და დროულად. ასევე მისი მიზანია ვალდებულების დაყოვნებით კრედიტორზე მიყენებული ზიანის კომპენსირება და დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს მიზანი არაა კრედიტორის გამდიდრება მოვალის ხარჯზე. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობასაც იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ, თუ ეკონიმიკურ შედეგებს. ასევე გასათვალისწინებელია დარღევის ხარისხი, შედეგი, მოპასუხის დამოკიდებულება ვალდებულებისადმი, დამდგარი ზიანი და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. მათი ერთობლიობით უნდა გადაწყდეს პირგასამტეხლოს გონივრულობის საკითხი.

 

წინამდებარე შემთხვევაში მხარეებს პირგასამტეხლო გამოხატული აქვთ პროცენტული მაჩვენებლით. თუმცა პირგასამტეხლოდ გაანგარიშებული თანხის ოდენობა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. 0.05 %-ს ოდენობის პირგასამტეხლო რიგ შემთხვვაში გონივრულია, რიგ შემთხვევაში კი ცდება გონივრულობის ზღვარს. თითოეული ვალდებულების მნიშვნელობა განსხვავებულია, განსხვავებულია დარღვევის შედეგიც, ამიტომ დაუშვებელია ყველა სახის დარღვევისათვის ერთი მოცულობის თანხა იყოს პირგასამტეხლოდ განსაზღვრული. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში კანონმა სასამართლოს მიანიჭა უფლება კონკრეტული გარემოებების გათვალისწინების შედეგად შეამციროს პირგასამტეხლოს ოდენობა. სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს პროცენტული მაჩვენებელი საგარანტიო პირობების შეუსრულებლობისათვის უნდა შემცირდეს 0,5 %-დან 0.1 %-მდე. შესაბამისად პპირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 1500 ლარს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის I ნაწილით პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ხოლო მესამე ნაწილით სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ ბაჟის ოდენობა გამოიანგარიშა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის მოთხოვნათა დაცვით. დასახელებული ნორმით სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა. სამოქალაქო სსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტით ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელის დროს დავის საგნის ფასი განისაზღვრება გადასახდელი თანხით. საქმეში მოსარჩელე დაობს:

ნივთის შეცვლა

7005,5 ლარი.

პირველი მოთხოვნის ბაჟი გაანგარიშებული უნდა იქნას ნივთის ღირებულებდან - 19 500 ლარიდან. ორივე მოთხოვნა ერთად შეადგენს 27 007,5ლარს. ამ თანხის 3 % შეადგენს 810,22 ლარს.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელეს სახ. ბაჟი წინასწარ არ აქვს გადახდილი. სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გამო მხარეებს შორის ბაჟი უნდა განაწილდეს სარჩელის დაკმაყოფილების პროპორციულად. კერძოდ მოსარჩელეს უნდა დაეკისროს 180 ლარის გადახდა, ხოლო მოპასუხეს უნდა დაეკისროს 630,22 ლარის გადახდა. მოსარჩელე ბაჟის გადახდისაგან ,,ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე თავისუფალია.

 

7.3. საპროცესო ხარჯები გაწეული აქვს მოპასუხესაც, მაგრამ სარჩელის დაკმაყოფილების გამო მას საპროცესო ხარჯები არ უნდა აუნაზრაურდეს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

უზრუნველყოფის ღონისძიება განსახილველ საქმეში გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ს----–--------–---------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ლ-–- მ-----–-–---–ს დაეკისროს შეასრულოს 2015 წლის 12 ივნისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობა და უზრუნველყოს გეზ "ბ------ის" შენობის, სავენტილაციო სისტემისათვის დამონტაჟებული დაზიანებული ძრავის (ძრავის სიმძლავრე 30 კვტ, N-------------------------) აღდგენა და სამუშაოდ ვარგის მდგომარეობაში მოყვანა. აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში დაეკისროს მწყობრიდან გამოსული ძრავის ახლი ძრავით შეცვლა;

3. ლ-–- მ-----–-–---–ს ს----–--------–---------------ის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით 1 500 ლარის გადახდა;

4. სარჩელი პირგასამტეხლოს სრულად დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

5. ლ-–- მ-----–-–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 630,22 ლარის ოდენობით;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ.№ 30).

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე