გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010310118002427811
№3-226/18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
29 ნოემბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე
სხდომის მდივანი ინეზა ტარიელაძე
მოსარჩელე – ედ-----------ე
წარმომადგენელი – ზვ---------------ე
მოპასუხე – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისია
წარმომადგენელი – ხა-------------–--ე
მოპასუხე – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისია
წარმომადგენელი – მა---------ა
მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - გრ-----–------–--ე
დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ედ-----------ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა კომისიის 20-0 წლის 3 სექტემბრის №2- საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ედ-----------ეზე 2008 წლის 28 მაისს გაცემული №8--- საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობის ნაწილში.
1.2. 20-8 წლის 2- ოქტომბრის განჩინებით საქმეში თანამოპასუხედ იქნა ჩართული, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისია.
1.3. სასარჩელო მოთხოვნას მოსარჩელე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:
მოსარჩელე ედ-----------ე ცხოვრობს სოფელ ახ--–-------–ში, მამისეულ ოჯახში, მამასთან და უფროს ძმასთან ერთად. ოჯახს თავიდანვე ჰქონდა მცირე მიწის ნაკვეთი და ამიტომ, საკუთარი ოჯახის შესაქმნელად აუცილებელი გახდა დამატებითი მიწის დამუშავება. ედ-----------ე 2000 წლიდან დაწყებული, დღემდე ამუშავებს მისი სახლიდან ცოტათი მოშორებით მდებარე, ყოფილი მეურნეობის ტერიტორიის ნაწილზე 3000 კვ. მ. მიწის ნაკვეთს.
2008 წლის 18 მაისის №6- საოქმო გადაწყვეტილებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის მიერ ედ-----------ის საკუთრების უფლება აღიარებული იქნა სწორედ ამ 3000 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და მასზე 2008 წლის 28 მაისს გაიცა, №8--- საკუთრების მოწმობა.
მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის 18 მაისის №6- საოქმო გადაწყვეტილება ედ-----------ის ნაწილში იყო კანონიერი და ის შეესაბამებოდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს, იმავე კომისიამ, სრულიად უსაფუძვლოდ და კანონის დარღვევით, 20-0 წლის 3 სექტემბრის №2- საოქმო გადაწყვეტილებით ბათილად ცნო, №6- საოქმო გადაწყვეტილება ედ-----------ის ნაწილში და მას გაუუქმა საკუთრების უფლება, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე.
არავითარი კანონიერი საფუძველი 20-0 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილებას არ ჰქონია. მეტიც, 2008 წლის 18 მაისის №6- საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ედ-----------ის ნაწილში კომისია ამართლებს იმ აბსურდული მოტივით, რომ აღნიშნული ნაკვეთი მდებარეობს ე.წ. „შეიხების“ მიერ შეძენილი ტერიტორიების მიმდებარედ, რაც საკუთრების უფლების აღიარებისთვის ხელისშემშლელ გარემოებად არის მიჩნეული და თითქოს მიწის ნაკვეთი ედუარდ ზოიძის სარგებლობაში არ ყოფილა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. ედ-----------ე 2000 წლიდან დღემდე უწყვეტად ამუშავებს აღნიშნულ ტერიტორიას, მოჰყავს სხვადასხვა სახეობის სასოფლო–სამეურნეო კულტურა, ნაკვეთი არის კაპიტალურად შემოღობილი, მოვლილი და მოწესრიგებული, რაც დასტურდება ფოტოილუსტრაციითაც.
ედ-----------ის საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობის შემდეგ, ნაკვეთი გაიყო რამოდენიმე ნაწილად, რომელთა მესაკუთრე არის სახელმწიფო, ასევე, ნაკვეთს დაჩქარებული წესით მიენიჭა არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულება. აღნიშნული მიწის ნაკვეთი ამჟამად რეგისტრირებულია სახელმწიფო საკუთრებაში, გარკვეული პიროვნებები კი დაინტერესებულნი არიან სადავო ქონების გასხვისებით და ამ გზით შემოსავლის მიღებით. სწორედ ამ მიზნით, 20-8 წლის 1- აპრილს ედ-----------ის სარგებლობაში მყოფ ტერიტორიაზე გამოცხადდა რამოდენიმე პიროვნება, რომელთაც ახლდათ მიწის ამზომველი სპეციალისტები და პირად საუბარში არც დაუმალავთ, რომ დაგეგმილი იყო ნაკვეთის გასხვისება, ხოლო თავად ედ-----------ეს გარკვეულ კანონსაწინააღმდეგო გარიგებაში შესვლა შესთავაზეს. ამის შემდგომ მოვლენები სწრაფად განვითარდა, ჯერ რამოდენიმე ნაწილად დაიყო ნაკვეთი, მიენიჭა ახალი საკადასტრო კოდები და საჯარო რეესტრში შევიდა განცხადება, ნაკვეთის ფუნქციური დანიშნულების შეცვლის შესახებ, რაც დაკმაყოფილდა და მიენიჭა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულება.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის 2008 წლის 18 მაისის №6- საოქმო გადაწყვეტილება ედ-----------ის ნაწილში არის კანონიერი და შესაბამისად, მისი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობდა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე მხარის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრების აღიარების კომისიის და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების აღიარების კომისიის მიერ სარჩელი არ იქნა ცნობილი, შემდეგი საფუძვლით:
კანონიერია კომისიის გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილდ იქნა ცნობილი ედ-----------ეზე გაცემული-საკუთრების მოწმობა, რადგანაც კომისიამ დაადგინა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი მოსარჩელის მიერ არ ყოფილა თვითნებურად დაკავებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე (2007 წლის 15 სექტემბერი). მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ყოფილი ჩაის პლანტაციით დაკავებულ ტერიტორიას, იგი მდებარეობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში და მთლიანად რეგიონის საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარების პერსპექტიულ ზოლში.
საგულისხმოა, რომ „საქართველოს კურორტებისა და საკურორტო ადგილების ნუსხის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 200- წლის 2- ივლისის №655 ბრძანებულების თანახმად, გონიოს თემი წარმოადგენს კურორტს და შესულია საკურორტო ადგილების ნუსხაში“.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-51 მუხლის, მე-2 პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან. აღნიშნული ნორმის საფუძველზე მიჩნეული იქნა, რომ გონიოს თემში, სოფელ ახ--–-------–ში და უშუალოდ ამ ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთების განკარგვა უნდა განხორციელებულიყო შესაბამისი წესით.
ვინაიდან, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მიწის საკუთრების აღიარების კომისიის მიერ ედ-----------ის განცხადების დაკმაყოფილება 3000 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე აღიარების შესახებ, თავის დროზე მიღებული იყო კანონის დარღვევით, კერძოდ არ იყო გამოკვლეული ზემოთ მითითებული საკითხები, კომისიამ გამოიყენა უფლება, საკუთარი ინიციათივით შეეცვალა გადაწყვეტილება და გააუქმა მის მიერვე გამოცემული აქტი, რადგანაც აღიარება განხორციელებული იყო ისეთი დარღვევით, რომლის სრულფასოვნად გამოკვლევის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობისათვის არ მოიპოვება სამართლებრივი საფუძველი.
ამასთან, მოსარჩელეს გაშვებული აქვს აქტის გასაჩივრებისათვის კანონმდებლობით დადგენილი ერთ თვიანი ვადა და საქმე წარმოებით უნდა შეწყდეს, ვინაიდან აქტი გამოქვეყნებული იყო ადმინისტრაციულ ორგანოში და რაც ითვლება, მხარისთვის აქტის ჩაბარებად.
2.2. მესამე პირის, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო, შემდეგი საფუძვლით:
კომისიამ სწორად მიიჩნია, რომ სადავო მიწის ნაკვეთი, მოსარჩელის მიერ არ ყოფილა თვითნებურად დაკავებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველსო კანონის ამოქმედებამდე (2007 წლის 15 სექტემბერი). მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა ყოფილი ჩაის პლანტაციით დაკავებულ ტერიტორიას, ამასთან არის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის და მთლიანად რეგიონის საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარების პერსპექტიულ ზოლში.
„საქართველოს კურორტებისა და საკურორტო ადგილების ნუსხის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 200- წლის 2- ივლისის №655 ბრძანებულების თანახმად, გონიოს თემი წარმოადგენს კურორტს და შესულია საკურორტო ადგილების ნუსხაში, რაც არ იყო გათვალისწინებული მიწის ნაკვეთზე ედ-----------ის საკუთრების უფლების აღიარების დროს. ამ ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების განკარგვა უნდა განხორციელებულიყო შესაბამისი წესით, კერძოდ, საკურორტო ინფრასტრუქტურისა და განვითარებისათვის გათვალისწინებული პირობიანი წესით. ეს გარემოებები წარმოადგენდა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საკმარის საფუძველს.
მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, არ იკვეთება სადავოდ გამხდარი აქტის კანონთან წინააღმდეგობა და მისი მომზადების ან გამოცემის წესის დარღვევა. შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2008 წლის 11 მარტს ედ-----------ემ განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა საკუთრების უფლების აღიარება, სოფელ ახ--–-------–ში მდებარე, 3000 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. განცხადებას თან ერთვოდა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და სანოტარო წესით დამოწმებული მოწმეთა განცხადებები, მიწის ნაკვეთის ედ-----------ის მიერ იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე დამუშავების და სარგებლობის შესახებ.
2008 წლის 18 მაისის №6- საოქმო გადაწყვეტილებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის მიერ თვითნებური დაკავების საფუძვლით აღიარებული იქნა ედ-----------ის საკუთრების უფლება მოთხოვნილ, 3000 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და მასზე 2008 წლის 28 მაისს გაიცა, №8--- საკუთრების მოწმობა.
ედნარ ზოიიძის საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით: 2-.2-.0-.1------- წლის 24 დეკემბერს დარეგისტრირებული იქნა საჯარო რეესტრში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
– 2008 წლის 18 მაისის №6- საოქმო გადაწყვეტილება.
– №8--- საკუთრების უფლების მოწმობა.
– საჯარო რეესტრის ამონაწერი.
– მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.2. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიამ 20-0 წლის 3 სექტემბრის №2- საოქმო გადაწყვეტილებით ბათილად ცნო, №6- საოქმო გადაწყვეტილება ედ-----------ის ნაწილში და მას გაუუქმა საკუთრების უფლება, იმ საფუძვლით, რომ საკუთრების უფლების აღიარებას მოთხოვნილი მიწის ნაკვეთით მოსარგებლე პირი არ ყოფილა ედ-----------ე, მოსარჩელის მიერ არ ყოფილა თვითნებურად დაკავებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. საკუთრების უფლების აღიარების დროს მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სახნავ ტერიტორიას და მდებარეობს სოფელ ახალსოფლის მაღლივ ფერდობზე ე.წ. „შეიხების“ მიერ შეძენილი ტერიტორიების მიმდებარედ, ანუ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის და მთლიანად რეგიონის საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარების პერსპექტიულ ზოლში.
გონიოს თემი წარმოადგენს კურორტს და შესულია საკურორტო ადგილების ნუსხაში, რაც არ იყო გათვალისწინებული მიწის ნაკვეთზე ედ-----------ის საკუთრების უფლების აღიარების დროს. მიწის ნაკვეთის განკარგვა უნდა განხორციელებულიყო შესაბამისი წესით, კერძოდ, საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის გათვალისწინებული პირობიანი წესით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
– 20-0 წლის 3 სექტემბრის №2- საოქმო გადაწყვეტილება.
– მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.3. ედ-----------ის საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობის შემდეგ, აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 20-1 წლის 9 დეკემბრის N0--------- მიმართვის საფუძველზე, მიწის ნაკვეთზე საკადასრო კოდით: 0-.3--2-.8--. დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრების უფლება.
ამის შემდეგ, ნაკვეთი გაიყო რამოდენიმე ნაწილად და დღეისათვის ის საკადასტრო ნახაზი, რომლის შესაბამისად ედ-----------ის საკუთრების უფლება იყო აღიარებული 3000 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, ზედდებაში მოდის, სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებულ ორ საკადასტრო ერთეულთან, 109.00 კვ.მ. ფართის ნაკვეთსა (საკადასტრო კოდი: 0-.3--2-.900) და 2-40.00 კვ.მ. ფართის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთთან (საკადასტრო კოდი: 0-.3--2-.910).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
– საკადასტრო აზომვითი ნახაზი.
– საჯარო რეესტრის 20-8 წლის 25 აპრილის ამონაწერები.
– მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.2. დადგენილი სადაო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წარმომადგენლის მტკიცებას, თითქოს ადმინისტრაციული წარმოების შედეგად საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ სოფელ ახ--–-------–ში მდებარე 3000 კვ.მ. ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სადავო მიწის ნაკვეთზე ედ-----------ის საკუთრების უფლების აღიარების დროისათვის არ დგინდებოდა, ნაკვეთის თვითნებური დაკავება (ფაქტობრივი ფლობის მხრივ).
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 20-0 წლის 3 სექტემბრის №2- საოქმო გადაწყვეტილებით, სწორედ ერთ-ერთი ამ საფუძვლით ცნო ბათილად, 2008 წლის 18 მაისის №6- საოქმო გადაწყვეტილება და ედ-----------ის საკუთრების უფლების მოწმობა.
კომისიის 20-0 წლის 3 სექტემბრის №2- საოქმო გადაწყვეტილებაში მხოლოდ იმაზეა მითითებული, რომ არ დასტურდება ედ-----------ის მიერ მიწის ნაკვთის თვითნებურად დაკავების ფაქტი. გადაწყვეტილებაში ედ-----------ის ნაწილში არ არის აღნიშნული, რა კონკრეტულ გარემოებათა გამოკვლევისა და ანალიზის საფუძველზე მივიდა კომისია ასეთ დასკვნამდე. მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოთა წერილობით შესაგებელშიც არ არის ამ მხრივ დაკონკრეტებული, ხოლო სასამართლოს სხდომაზე იმის სამტკიცებლად, რომ 2008 წლის 4 თებერვლის №53 საოქმო გადაწყვეტილების მიღების დროს არ დასტურდებოდა ედ-----------ის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებური დაკავება, მხოლოდ იმ გარემოებაზე იქნა მითითებული, რომ ადრე ამ ტერიტორიაზე ჩაის პლანტაცია იყო გაშენებული, რაც მის გამოყენებას შეუძლებელს ხდიდა.
საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერების გადასინჯვასთან დაკავშირებით, საკუთარი ინიციატივით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კომისიის მიერ ადგილზე გასვლისა და დათვალიერების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი არ მოიპოვება ადმინისტრაციული წარმოების მასალებში.
მიუხედავად სასამართლოს დავალებისა, მოპასუხე ადმინისტრაციულ ოგანოს არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რითაც გამყარებული იქნებოდა მოპასუხის პოზიცია, მიწის ნაკვეთით სარგებლობის ფაქტთან დაკავშირებით და რაც სასამართლოს დაეხმარებოდა, ამ მხრივ საქმისათვის საჭირო გარემოებათა შეფასებისა და დასკვნის გაკეთებაში.
სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს ვერ იქნა მოსმენილი მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს არგუმენტირებული და დასაბუთებული პასუხი, თუ რატომ არ ჩაითვალა ედ-----------ის საკუთრებად აღიარებული მიწის ნაკვეთი, მის მიერ ფაქტობრივად დაკავებულად. მოპასუხე მხარემ თავისი მტკიცების გასამყარებლად ვერ წარმოადგინა შესაბამისი დამადასტურებელი მტკიცებულებები.
მოსარჩელე მხარის მტკიცებით, აღნიშნულ მიწის ნაკვეთს ჯერ კიდევ 2000 წლიდან ფლობდა მისი ოჯახი, მიწის ნაკვეთზე გააჩნდათ იჯარის ხელშეკრულებაც და ედ-----------ე დღემდე უწყვეტად ამუშავებს აღნიშნულ ტერიტორიას, მოჰყავს სხვადასხვა სახეობის სასოფლო–სამეურნეო კულტურა. ამასთან, ნაკვეთი არის კაპიტალურად შემოღობილი, მოვლილი და მოწესრიგებული, რაც დასტურდება იქ გადაღებული ფოტოსურათებითაც. ნიშანდობლივია, ის გარემოება, იმ ფაქტს, რომ ედ-----------ე დღემდე ფლობს მიწის ნაკვეთს და სარგებლობს მისით, მოპასუხე მხარე ვერ უარყოფს.
სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს სადავო გადაწყვეტილებაში გაკეთებული შეფასება და დასკვნა, რომ არ დასტურდება ედ-----------ის მიერ თვითნებურად დაკავების ფაქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
– საკუთრების აღიარების კომისიის 2008 წლის 18 მაისის №6- საოქმო გადაწყვეტილება;
– კომისიის 20-0 წლის 3 სექტემბრის №2- საოქმო გადაწყვეტილება;
– ფოტოსურათები;
– საჯარო რეესტრის ამონაწერები;
– მხარეთა ახსნა-განმარტებები.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს ედ-----------ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვლები.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
- საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულების 1-ლი მუხლის მიხედვით ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი“.
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განმარტავს, რომ დავის საგანი, სოფელ ახ--–-------–ში მდებარე 3000 კვ. მეტრ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ედ-----------ის აღიარებული საკუთრების უფლების გაუქმების შესახებ, საკუთრების აღიარების კომისიის 20-0 წლის 3 სექტემბრის №2- საოქმო გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. შესაბამისად, მისი კანონიერება სასამართლოს მიერ უნდა შემოწმდეს ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით, რისთვისაც საკმარისი არ არის მისი ფორმალური კანონშესაბამისობა, არამედ გასაჩივრებული აქტის კანონიერება უნდა განისაზღვროს მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისითაც, უნდა შეფასდეს, არსებობდა თუ არა კანონისმიერი საფუძველი, მიწის ნაკვეთზე ედ-----------ის აღიარებული საკუთრების უფლების გაუქმებისათვის.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დროს, მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრების უფლების აღიარების წესსა და პირობებს არეგულირებდა საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი“, რომლის მე-11 მუხლის თანახმად, კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და თვით ამ წესით.
6.2. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიულ პირის ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნების საკუთრების უფლებით აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.
ამავე კანონის მე-2 მუხლის „დ“ პუნქტი განსაზღვრავს საკუთრების უფლების აღიარებას:
ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნისათვის სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, ამ კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით“ განსაზღვრული პირობებისა და პროცედურის შესაბამისად საკუთრებაში სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით გადაცემა;
6.3. ედ-----------ის მიერ საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მოქმედი რედაქციით განსაზღვრული წესის შესაბამისად, ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამვილად ფლობდა, სარგებლობდა ან თვითნებურად ჰქონდა დაკავებული მიწის ნაკვეთი.
კერძოდ, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარებოდა სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწის ნაკვეთი:
ა) მართლზომიერ მფლობელობაში არსებული;
ბ) სარგებლობაში არსებული;
გ) თვითნებურად დაკავებული.
ედ-----------ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ კომისიის გადაწყვეტილების მიღების დროისათვის მოქმედი რედაქციის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის `გ“ პუნქტით განსაზღვრულია თვითნებურად დაკავებული მიწა, როგორც – ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული;
6.4. სასამართლოს მიერ დადგენილია და უდავო, რომ 2008 წლის 11 მარტს ედ-----------ემ განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა საკუთრების უფლების აღიარება, სოფელ ახ--–-------–ში მდებარე, 3000 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. განცხადებას თან ერთვოდა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და სანოტარო წესით დამოწმებული მოწმეთა განცხადებები, მიწის ნაკვეთის ედ-----------ის მიერ მფლობელობისა და იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე დამუშავების და სარგებლობის შესახებ.
2008 წლის 18 მაისის №6- საოქმო გადაწყვეტილებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის მიერ თვითნებური დაკავების საფუძვლით აღიარებული იქნა ედ-----------ის საკუთრების უფლება მოთხოვნილ, 3000 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და მასზე 2008 წლის 28 მაისს გაიცა, №8--- საკუთრების მოწმობა.
ედ-----------ის საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით: 2-.2-.0-.1------- წლის 24 დეკემბერს დარეგისტრირებული იქნა საჯარო რეესტრში.
6.5. სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია და უდავო, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ საკუთარი ინიციატივით დაწყებული იქნა ადმინისტრაციული წარმოება, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე რამოდენიმე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კანონიერების შესამოწმებლად, მათ შორის ედ-----------ეზე 2008 წლის 18 მაისს საკუთრების აღიარებისა და №8--- საკუთრების უფლების მოწმობის გაცემის კანონიერების შესწავლის მიზნით.
20-0 წლის 3 სექტემბერს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ განიხილა ედ-----------ეზე საკუთრების უფლების აღიარებისა და საკუთრების უფლების მოწმობის გაცემის კანონიერების საკითხი და კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ არ დასტურდებოდა ედ-----------ის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი. ამასთან, საკუთრების უფლების აღიარება არ შეესაბამებოდა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებსა და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმას, რაც განსაზღვრული იყო „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით, რამდენადაც ნაკვეთი მდებარეობდა ახალსოფლის მაღლივ ფერდობზე, ე.წ. „შეიხების“ მიერ შეძენილი ტერიტორიების მიმდებარედ, ანუ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის და მთლიანად რეგიონის საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარების პერსპექტიულ ზოლში და ედ-----------ის საკუთრების უფლების აღიარების დროს არ იყო გათვალისწინებული, რომ გონიოს თემი წარმოადგენს კურორტს, რის გამოც მიწის ნაკვეთის განკარგვა უნდა განხორციელებულიყო შესაბამისი წესით, კერძოდ, საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის გათვალისწინებული პირობიანი წესით.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, კომისიამ ჩათვალა, რომ 2008 წლის 18 მაისის №6- საოქმო გადაწყვეტილება, რომლითაც აღიარებული იქნა ედ-----------ის საკუთრების უფლება 3000 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, კანონის დარღვევით იყო მიღებული, რის გამოც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 18 მაისის №6- საოქმო გადაწყვეტილება და №8--- საკუთრების მოწმობა, 20-0 წლის 3 სექტემბრის №2- საოქმო გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი.
6.6. სასამართლოს მიერ დადგენილია და უდავო, რომ ედ-----------ემ 2008 წლის 11 მარტს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახ--–-------–ში მდებარე 3000 კვ.მ. ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა, როგორც ამ ნაკვეთის თვითნებურმა დამკავებელმა, რაც გათვალისწინებულია „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის გ) პუნქტით;
სასამართლო აღნიშნავს, რომ კომისიის 2008 წლის 18 მაისის №6- საოქმო გადაწყვეტილების თანახმად, ედ-----------ის საკუთრების უფლების აღიარება მოხდა მიწის ნაკვთის თვითნებური დაკავების საფუძვლით.
ედ-----------ის მიერ საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო იმ შემთხვევაში, თუ აღიარება მოთხოვნილი იქნებოდა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე. ანალოგიური რეგულაცია იყო განსაზღვრული, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბერის №525 ბრძანებულებით დამტკიცებულ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესითაც“.
კანონის ამ დანაწესის შესაბამისად, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან შესაბამისობის საკითხი გათვალისწინებული უნდა იქნას, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას.
6.7. სადავო ადმინისტრაციულ აქტში, კომისიის 20-0 წლის 3 სექტემბრის №2- საოქმო გადაწყვეტილებაში ედ-----------ის აღიარებული საკუთრების უფლების გაუქმების საფუძვლად აღნიშნულია ის გარემოებაც, რომ სოფელ ახ--–-------–ში მდებარე 3000 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ედ-----------ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ გადაწყვეტილების ბათილობის ერთ-ერთ საფუძველი თითქოსდა ისიც გახდა, რომ არ დასტურდებოდა უფლებასაღიარებელი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი, თუმცა, სასამართლოს მიერ ასეთი მტკიცება არ იქნა გაზიარებული.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარეს ადმინისტრაციული წარმოების დროს ამ გარემოებასთან დაკავშირებით სრულყოფილად არ გამოუკვლევია შესაბამისი ფატები, კერძოდ, ადგილზე გასვლით არ დაუთვალიერებია მიწის ნაკვეთი, არ გამოუკითხავს მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მოსარგებლეები და მესაკუთრეები, არ შეუფასებია ის გარემოება, რომ ედ-----------ე, როგორც თავად აღნიშნავს, 2000 წლიდან საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე წარმოადგენდა იგივე მიწის ნაკვეთის მოიჯარეს, რომ დღემდე უწყვეტად სარგებლობს ნაკვეთით და გამოიყენებს მას, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, ნაკვეთი არის შემოღობილი და სათანადოდ დამუშავებული.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარეს თავისი მტკიცების დასადასტურებლად, შესაბამისი მტკიცებულებები სასამართლოში არ წარმოუდგენია და მხოლოდ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულ შეფასებასა და თავის ახსნა-განმარტებას დაეყრდნო, რაც მიწის ნაკვეთის სარგებლობის შესახებ ფაქტის დასადასტურებლად არასაკმარისია.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარის მტკიცება დაუსაბუთებელია და შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებული არ არის.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები.
ამავე კოდექსის კოდექსის 10--ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ამ გარემოებებთან დაკავშირებით სხვა, განსხვავებულ წესს არ ადგენს.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-1- მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ თავისი მტკიცების გასამყარებლად ვერ წარმოადგინა შესაბამისი დამადასტურებელი მტკიცებულებები.
კომისიის 20-0 წლის 3 სექტემბრის №2- საოქმო გადაწყვეტილებაში მხოლოდ იმაზეა მითითებულია, რომ არ დასტურდება ედ-----------ის მიერ მიწის ნაკვთის თვითნებურად დაკავების ფაქტი. გადაწყვეტილებაში ედ-----------ის ნაწილში არ არის აღნიშნული, რა კონკრეტულ გარემოებათა გამოკვლევისა და ანალიზის საფუძველზე მივიდა კომისია ასეთ დასკვნამდე.
მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოთა წერილობით შესაგებელშიც არ არის ამ მხრივ დაკონკრეტებული, ხოლო სასამართლოს სხდომაზე იმის სამტკიცებლად, რომ 2008 წლის 4 თებერვლის №53 საოქმო გადაწყვეტილების მიღების დროს არ დასტურდებოდა ედ-----------ის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებური დაკავება, მხოლოდ იმ გარემოებაზე იქნა მითითებული, რომ ადრე ამ ტერიტორიაზე ჩაის პლანტაცია იყო გაშენებული, რაც მის გამოყენებას შეუძლებელს ხდიდა.
საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერების გადასინჯვასთან დაკავშირებით, საკუთარი ინიციატივით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კომისიის მიერ ადგილზე გასვლისა და დათვალიერების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი არ არსებობს ადმინისტრაციული წარმოების მასალებში.
მოპასუხე ადმინისტრაციულ ოგანოს მიუხედავად სასამართლოს დავალებისა, არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რითაც გამყარებული იქნებოდა მოპასუხის პოზიცია, მიწის ნაკვეთით სარგებლობასთან დაკავშირებით და რაც სასამართლოს დაეხმარებოდა, ამ მხრივ საქმისათვის საჭირო გარემოებათა შეფასებისა და დასკვნის გაკეთებაში.
სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს ვერ იქნა მოსმენილი მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს არგუმენტირებული და დასაბუთებული პასუხი, თუ რატომ არ ჩაითვალა ედ-----------ის საკუთრებად აღიარებული მიწის ნაკვეთი, მის მიერ ფაქტობრივად დაკავებულად. მოპასუხე მხარემ თავისი მტკიცების გასამყარებლად ვერ წარმოადგინა შესაბამისი დამადასტურებელი მტკიცებულებები.
მოსარჩელე მხარის მტკიცებით, აღნიშნულ მიწის ნაკვეთს ჯერ კიდევ 2000 წლიდან ფლობდა მისი ოჯახი, გააჩნდათ იჯარის ხელშეკრულებაც და დღემდე უწყვეტად ამუშავებს აღნიშნულ ტერიტორიას, ედ-----------ეს მასზე მოჰყავს სხვადასხვა სახეობის სასოფლო–სამეურნეო კულტურა, ნაკვეთი არის კაპიტალურად შემოღობილი, მოვლილი და მოწესრიგებული, რაც დასტურდება იქ გადაღებული ფოტოსურათებითაც. იმ ფაქტს, რომ ედ-----------ე დღემდე ფლობს მიწის ნაკვეთს და სარგებლობს მისით, მოპასუხე მხარე ვერ უარყოფს.
სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე დადგენილად მიიჩია, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს სადავო გადაწყვეტილებაში გაკეთებული შეფასება და დასკვნა, რომ არ დასტურდება ედ-----------ის მიერ თვითნებურად დაკავების ფაქტი.
6.8. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის I პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენდა ის ფაქტი, კომისიის 2008 წლის 18 მაისის №6- საოქმო გადაწყვეტილების მიღებისას საკუთრების უფლებასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა თუ არა ისეთ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს, რაც განსაზღვრულია „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ პუნქტით და არსებობდა თუ არა საკუთრების უფლების აღიარების გამომრიცხავი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები.
კომისიას სრულყოფილად უნდა გამოეკვლია, როგორც მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი ფლობისა და სარგებლობის საკითხი, ისე აღიარების შესაბამისობა სოფელ გონიოს (ახალსოფლის) სივრცითი განვითარების კონკრეტულ გეგმასთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან, აღიარების მოთხოვნის დროისათვის.
კომისიას მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დაესაბუთებინა, რაში გამოიხატებოდა ეს კონკრეტული შეუსაბამობა და წინააღმდეგობა, რაც თავის დროზე კომისიის მიერ არ ყოფილა გათვალისწინებული (2008 წლის 18 მაისის №6- საოქმო გადაწყვეტილების მიღებისას).
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წარმომადგენლის მტკიცებას, რომ თითქოს ადმინისტრაციული წარმოების შედეგად საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და ანალიზის საფუძველზე დადგინდა ის გარემოებები, რაც უკავშირდებოდა ედ-----------ის საკუთრების უფლების აღიარების კანონიერების საკითხის გადაწყვეტას და რომ სოფელ ახ--–-------–ში მდებარე 3000 კვ.მ. ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სადავო მიწის ნაკვეთზე ედ-----------ის საკუთრების უფლების აღიარების დროისათვის არ დგინდებოდა მის მიერ ნაკვეთის თვითნებური დაკავება (ფაქტობრივი ფლობის მხრივ) და, რომ ედ-----------ის საკუთრების უფლების აღიარება ამ მიწის ნაკვეთზე ეწინააღმდეგება, საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარების წესებს.
საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 20-0 წლის 3 სექტემბრის №2- საოქმო გადაწყვეტილებაში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 18 მაისის №6- საოქმო გადაწყვეტილება, მითითებულია, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში კომისიამ მიიჩნია, მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სახნავ ტერიტორიას და მდებარეობს სოფელ ახალსოფლის მაღლივ ფერდობზე ე.წ. „შეიხების“ მიერ შეძენილი ტერიტორიების მიმდებარედ, ანუ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის და მთლიანად რეგიონის საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარების პერსპექტიულ ზოლში და მასზე საკუთრების უფლების აღიარებისას არ ყოფილა გათვალისწინებული, რომ გონიოს თემი წარმოადგენს კურორტს და შესულია საკურორტო ადგილების ნუსხაში, რის გამოც მისი განკარგვა უნდა განხორციელებულიყო შესაბამისი წესით, კერძოდ, საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის გათვალისწინებული პირობიანი წესით.
სადავო აქტში მოპასუხის ამ მოსაზრების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-51 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნას მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის ნაკვეთის სტრატეგიულ გეგმასთან.
სასამართლოს მიერ ერთმნიშვნელოვნად იქნა დადგენილი და მოპასუხე მხარეც ადასტურებს, რომ დღეისათვის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საზღვრებში არსებული აღნიშნული ტერიტორიის, ან იმ კონკრეტული ნაწილის საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი დაგეგმვის, ან მიწის განკარგვის სტრატეგიული გეგმა, სადაც სადავო მიწის ნაკვეთი არის განთავსებული, არც იმ დროისათვის არსებობდა, როდესაც კომისიამ აღიარა ედ-----------ის საკუთრების უფლება ახ--–-------–ში მდებარე 3000 კვ.მ. ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და არც დღეისათვის არის შემუშავებული. თუ როგორ დაადგინა ეს გარემოება კომისიამ, ამის თაობაზე არაფერია გადაწყვეტილებაში აღნიშნული, ამასთან, მოპასუხე მხარემ ვერც სასამართლოს სხდომაზე წარმოადგინა ამის დამადასტურებელი მტკიცებულება.
კომისიის გადაწყვეტილებაში არაფერია მითითებული, რა გარემოებები გამოიკვლია და რა ფაქტებს დაეყრდნო ამ საკითხის გადაწყვეტისას, თუმცა გაკეთებულია დასკვნა, რომ ახ--–-------–ში მდებარე 3000 კვ.მ. ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება ეწინააღმდეგება საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარების წესებს, თუმცა რომელ წესებს გულისხმობდა სადავო აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, დაზუსტებული არ არის და მისი კონკრეტული სახით ფორმულირება ვერც სასამართლოს მთავარ სხდომაზე შეძლო მოპასუხე მხარემ.
სასამართლო აღნიშნავს, მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, ,,საქართველოს კურორტებისა და საკურორტო ადგილების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 200- წლის 2- ივლისის №655 ბძანებულების“ თანახმად გონიოს თემი და უშუალოდ სოფელი გონიო წარმოადგენს კურორტს და შესულია საკურორტო ადგილების ნუსხაში, არ არის საკმარისი იმ დასკვნის მისაღებად, რომ გონიოს ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთის საკუთრების აღიარებასთან დაკავშირებით ვრცელდება სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან შესაბამისობის წესი. ეს გარემოება პირდაპირ არ ზღუდავს გონიოს და ახალსოფლის ტერიტორიაზე სახელმწიფოს კუთვნილ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას, ამასთან, ეს გარემოება არც იმ მნიშვნელობით შეიძლება შეფასდეს, რომ საკურორტო ზონაში მდებარეობა უკვე ნიშნავს შეუსაბამობას სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან, არამედ შესაბამისობის საკითხის გათვალისწინებად იგულსხმება სათანადო წესით მიღებულ და დამტკიცებულ კონკრეტულ გეგმასთან არსებული შეთავსებადობა.
აქედან გამომდინარე, საფუძველს მოკლებულია მოპასუხის მტკიცება, კომისიამ თითქოს დაადგინა, რომ ედ-----------ის საკუთრებისა უფლების აღიარების საკითხის განხილვისას, არ ყოფილა გათვალისწინებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მოთხოვნები.
ამდენად, სადავო გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოება, რომ მიწის ნაკვეთი, რომელზედაც მოხდა ედ-----------ის საკუთრების უფლების აღიარება, ეწინააღმდეგება საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარების წესებს, სივრცით - ტერიტორიული დაგეგმვის პირობებს და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმას, არ არის გამყარებული სათანადო მტკიცებულებებით. მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია ხელვაჩაურის, ან ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცით - ტერიტორიული დაგეგმვის არსებობის შესახებ არსებული, რაიმე სახის დოკუმენტი, რამდენადაც ასეთი თვით მოპასუხის განმარტებითაც არ არსებობს.
მოპასუხე მხარეს გონიოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებისა და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმას შესახებ არსებულ რაიმე დოკუმენტზე არც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მიუთითებია და ასეთი არც სასამართლოსთვის წარმოუდგენია.
აქედან გამომდინარე, საფუძველს მოკლებულია მოპასუხის მტკიცება, კომისიამ თითქოს დაადგინა, რომ ედ-----------ის საკუთრებისა უფლების აღიარების საკითხის განხილვისას, არ ყოფილა გათვალისწინებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მოთხოვნები.
გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ამ დასკვნასთან დაკავშირებით არ არის მითითებული, თუ რის საფუძველზე იქნა ის მიღებული და მოპასუხე მხარის წარმომადგენლის მიერ ვერც სასამართლოს მთავარ სხდომაზე იქნა სამართლებრივად დასაბუთებული, კონკრეტულად რა შეუსაბამობა იგულისხმება მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარებასა და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებს შორის.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-1- მუხლის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარეს თავისი მტკიცების გასამყარებლად არ გააჩნია შესაბამისი დამადასტურებელი მტკიცებულებები.
სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიას სრულყოფილად არ შეუსწავლია და არ გამოუკვლევია ის გარემოებები, რაც უკავშირდებოდა
ედ-----------ის საკუთრების უფლების აღიარების შესაბამისობას, ხელვაჩაურის, ან ბათუმის მუნიციპალიტეტის სივრცით - ტერიტორიულ დაგეგმვასთან, რამდენადაც კომისიის გადაწყვეტილებაში მოცემული დასკვნა აშკარა წინააღმდეგობაშია, მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებთან.
ამასთან, კომისიას გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას საერთოდ არ გამოუკვლევია მიწის ნაკვეთის სარგებლობისა და ფლობის ფაქტები იმ დროისათვის, როდესაც 2008 წლის 18 მაისის №6- საოქმო გადაწყვეტილებით საკუთრების უფლების აღიარება მოხდა. სასამართლო მიიჩნევს, რომ კომისიას მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მფლობელობის შესახებ საკითხი მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერებით, მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მფლობელებისა და მესაკუთრეების გამოკითხვით და ყველა შესაძლო მტკიცებულების მოპოვების და მათი ერთობლივი ანალიზის შედეგად უნდა გამოეკვლია.
კომისიას ასევე, უნდა დაედგინა, ედ-----------ის მითითების შესაბამისად, საკუთრების უფლების აღიარებას მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი იყო თუ არა საიჯარო ხელშეკრულების საგანი, სანამდე გრძელდებოდა მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა, რა დანიშნულებით გამოიყენებდა ედ-----------ე მიწის ნაკვეთს, საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის.
სასამართლო ერთმნიშვნელოვან დასკვნას აკეთებს, რომ კომისიას ზემოთ დასახელებულ გარემოებათა ფაქტობრივი და სამართლებრივი ანალიზი უნდა მოეხდინა და ისე უნდა მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება.
მოპასუხე მხარის მიერ ვერც სასამართლოს სხდომაზე ვერ იქნა დასაბუთებული მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფაქტობრივი და სამართლებრივი არგუმენტაცია.
მოპასუხემ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ გამოიკვლია, არ შეაფასა და არ შეაჯერა ისეთი გარემოებები, რომლებიც მნიშვნელოვანი იყო საკითხის გადასაწყვეტად და რაც მთავარია, სწორედ ეს გარემოებები წარმოადგენს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღირების კანონიერების გადასინჯვის და სათანადო შეფასების საფუძვლებს.
6.9. სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობის აუცილებლობა:
1. წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას.
2. დასაბუთება წინ უძღვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს.
3. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა ეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
4. თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.
5. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან მიმართებაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონის ეს მოთხოვნაც უგულებელყოფილია.
6.10. სასამართლო აღნიშნავს, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.
მოცემულ შემთხვევაში საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ვერ იქნა საფუძვლიანად დასაბუთებული, თუ რატომ მიიჩნია დადგენილად ის სამართლებრივი გარემოებები, რაც გამორიცხავდა ედ-----------ის საკუთრების უფლების აღიარებას მიწის ნაკვეთზე და რაც ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონით არის გათვალისწინებული.
6.11. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
ამ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ 20-0 წლის 3 სექტემბრის №2- საოქმო გადაწყვეტილება ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის, იმ დროისათვის მქომედი, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბერის №525 ბრძანებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების წესის“ და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევით არის მიღებული.
სასამართლო ამასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საკითხის გადაწყვეტა განეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოს, მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის დისკრეციული უფლებამოსილების სფეროს.
მოცემულ შემთხვევაში, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო, რომელმაც უნდა განიხილოს საკითხი მიწის ნაკვეთზე ედ-----------ის საკუთრების უფლების აღიარების კანონიერების გადასინჯვასთან დაკავშირებით, არის ქალაქი ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რამდენადაც „20-1 წლის 14 ივნისის თვითმმართველ ქალაქ ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის შორის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების (დანართი 03) თანახმად, სადავო მიწის ნაკვეთი მოქცეულია თვითმმართველი ერთეული ქალაქ ბათუმის საზღვრებს შიგნით. ამასთან, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, მუნიციპალიტეტი არის შესაბამის რაიონში შემავალი თვითმმართველი ერთეულების სამართალმემკვიდრე იმ ურთიერთობაში რომელიც კანონით შეზღუდულია არ არის, ხოლო მოცემულ შემთხვევაში სამართალმემკვიდრე გამოდის თვითმმართველი ქალაქ ბათუმის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისია.
ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გადასინჯვის წესის, მისი მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით შემოწმების შეასაძლებლობის, და მისი დისკრეციული უფლებამოსილების შეზღუდვის მიზანშეუწონლობის გამო სასამართლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამოწმებს მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით.
ამასთან, სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.
6.12. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდქსის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თნახმად თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად ცნოს აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე გამოსცეს ახალი აქტი.
სასამართლო მიზანშეწონილად თვლის, რომ კანონის აღიშნული ნორმით დადგენილი წესის გამოყენებით ბათილად უნდა იქნას ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 20-0 წლის 3 სექტემბრის №2- საოქმო გადაწყვეტილება ედ-----------ის ნაწილში და თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას უნდა დაევალოს, ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სოფელ ახ--–-------–ში მდებარე 3000 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ედ-----------ის საკუთრების უფლების აღიარების კანონიერების გადასინჯვასთან დაკავშირებით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;
39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე ბაჟის ოდენობაა 100 ლარი.
მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი, 100 ლარის ოდენობით წინასწარ არის გადახდილი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარეს უნდა გადახდეს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი ბაჟის ნაწილი, 50 ლარი.
7. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
დადგენილია, რომ მოცემულ საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20-8 წლის 03 მაისის განჩინებით ედ-----------ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 20-00-910) აეკრძალა საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად, სახელმწიფოს საკუთრებაში რიცხული, ქალაქ ბათუმში, გონიოს დასახლებაში მდებარე 109.00 კვ.მ. ფართის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა (ს.კ. 0-.3--2-.900) და 2-40.00 კვ.მ ფართის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ. 0-.3--2-.910) გასხვისება, დავაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ასევე დადგენილია, რომ მოცემულ საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20-8 წლის 1- მაისის განჩინებით ედ-----------ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 20-00-910) აეკრძალა საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად, სახელმწიფოს საკუთრებაში რიცხული, ქალაქ ბათუმში, გონიოს დასახლებაში მდებარე 40-9.00 კვ.მ. ფართის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ. 0-.3--2-.919) გასხვისება, დავაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების(განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ედ-----------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შესაბამისად არ არსებობს ედ-----------ის მიერ აღძრულ სარჩელზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფათა ღონისძიების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, 22-ე, 32-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ედნარ ზოიძის სარჩელი დაკმაყოფილდეს, ნაწილობრივ:
2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნას ცნობილი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 20-0 წლის 3 სექტემბრის №2- საოქმო გადაწყვეტილება, ედ-----------ეზე 2008 წლის 28 მაისს გაცემული N8--- საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობის ნაწილში.
3. თვითმმართველი ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალოს ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 18 მაისის №6- საოქმო გადაწყვეტილების კანონიერების გადასინჯვასთან დაკავშირებით, ედ-----------ის ნაწილში.
4. მოპასუხეებს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გადახდეთ მოსარჩელის სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარის ნაწილი, 50 ლარის ოდენობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრება შეიძლება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32/ 14 დღის განმავლობაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეებზე ჩაბარების დღიდან ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30/.
მოსამართლე: ჯუმბერ ბეჟანიძე