განაჩენი

სისხლის სამართლის 27.02.2020
საქმის ნომერი
820100119003247856
დავის ტიპი
126 (1) 1 , 126 (1) 1 , 126 (1) 1
თარიღი
27.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №820100119003247856 (№1-247/19)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 თებერვალი, 2020 წელი ქ. ბათუმი

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნუგზარ მგელაძე

სხდომის მდივანი - სოფიკო აბაშიძე

 

პროკურორი - რო--------–----ე

 

ბრალდებული - თა--------------ე

ადვოკატი - ნო----------–----ე

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №173230919002 საქმე

 

ბრალდებულ თა--------------ის მიმართ

მამის სახლი: ამ-----ი

დაბადებული: 2--------- წელი

დაბადების ადგილი: საქართველო, ხელვაჩაური

პირადი ნომერი: 61---------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: სა–----–--

ნასამართლობის არ მქონე,ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

რეგისტრირებული: ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი შა---------ი

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბათუმი, აკ----–----ის მე-2 ჩიხი, №8.

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი, 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი, 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი, 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2019 წლის 10 სექტემბრიდან 2019 წლის 22 სექტემბრამდე ჩათვლით პერიოდში, ქ. ბათუმი ანდრია პირველწოდებულის მე-3 ჩიხი №4-ში მდებარე სასტუმრო „ნობელში“, თა--------------ე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს სისტემატურად შეურაცხყოფდა, ფსიქოლოგიურად ზემოქმედებდა, აშანტაჟებდა და ამცირებდა და-----------------ს, რომელიც დაახლოებით სამი თვეა ცხოვრობს მასთან ერთად და ეწევა საერთო საოჯახო მეურნეობას, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ტანჯვა.

 

2. 2019 წლის 20 სექტემბერს დაახლოებით 22:00 სათზე, ქ. ბათუმი ანდრია პირველწოდებულის მე-3 ჩიხი №4-ში მდებარე სასტუმრო „ნობელში“, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს თა--------------ემ, და-----------------ს, რომელიც დაახლოებით სამი თვეა ცხოვრობს მასთან ერთად და ეწევა საერთო საოჯახო მეურნეობას, სხეულის სხვადასხვა არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, ფიზიკური ძალადობის შედეგად და-----------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

3. 2019 წლის 20 სექტემბერს დაახლოებით 22:00 სათზე, ქ. ბათუმი ანდრია პირველწოდებულის მე-3 ჩიხი №4-ში მდებარე სასტუმრო „ნობელში“, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს თა--------------ე, და-----------------ს, რომელიც დაახლოებით სამი თვეა ცხოვრობს მასთან ერთად და ეწევა საერთო საოჯახო მეურნეობას, იარაღის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

4. 2019 წლის 22 სექტემბერს დაახლოებით 22:00 სათზე, ქ. ბათუმი ანდრია პირველწოდებულის მე-3 ჩიხი №4-ში მდებარე სასტუმრო „ნობელში“, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს თა--------------ემ, და-----------------ს, რომელიც დაახლოებით სამი თვეა ცხოვრობს მასთან ერთად და ეწევა საერთო საოჯახო მეურნეობას, სხეულის სხვადასხვა არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, ფიზიკური ძალადობის შედეგად და-----------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მისივე ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია მისი ტანჯვა.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

 

ოჯახის წევრის სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

 

5. ბრალდებული თა--------------ე აღიარებს და-----------------ზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას, თუმცა უარყო იარაღით მუქარის ფაქტი.

 

დაცვის მხარე არ ეთანხმება ქმედების კვალიფიკაციას. ადვოკატის მოსაზრებით, სახეზე არ არის ოჯახური დანაშაულის შემადგენლობა, რადგან და-----------------ი არ წარმოადგენს თა--------------ის ოჯახის წევრს, ისინი არ იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში, არ ეწევიან ერთობლივ საოჯახო მეურნეობას, თა--------------ეს ყავს რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლე და და-----------------თან რამდენიმე ხნით ერთად დასვენება არ შეიძლება ჩაითვალოს ერთიან საოჯახო საქმიანობად. დაზარალებულ და-----------------ის, თა--------------ის ოჯახის წევრობაზე რაიმე სახის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არის საქმეში, ადვოკატის პოზიციით, თა--------------ეს მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

6. დაზარალებულმა და-----------------მა განაცხადა, რომ თა--------------ე გაიცნო 2019 წლის მაისის თვეში, ჩამოუყალიბდათ ნორმალური ურთიერთობა, გადაწყვიტეს ერთად ცხოვრება, ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას, როგორც მეუღლეები, აპირებდნენ დაქორწინებას და ჯვარის დაწერას. თა--------------ემ ამ პირობით წამოიყვანა თბილისიდან, სადაც გაყიდა თავისი ნივთები და თანხას ერთიანად მოიხმარდნენ, ზაფხულში რამდენიმე ხნით ცხოვრობდნენ კურორტ ბეშუმში თა--------------ის მამის სახლში, შემდგომ გადმოვიდნენ ბათუმში და სექტემბრის დასაწყისში საცხოვრებლად გადავიდნენ გონიოში სასტუმრო ნობელში. თავდაპირველად ჰქონდათ კარგი ურთიერთობა, მაგრამ ბოლო პერიოდში, როცა დაიხარჯა ნივთების გაყიდვით მიღებული თანხა, თა--------------ე გახდა აგრესიული და მათ შორის დაიწყო კონფლიქტები. 2019 წლის 20 სექტემბერს თა--------------ემ მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, დღესაც აწუხებს ფეხის და თავის ტკივილები. ასევე თა--------------ე დაემუქრა იარაღით სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ძალიან შეეშინდა. თა--------------ემ დაუნგრია ცხოვრება, მისი ქმედებებით ძლიერ ფსიქოლოგიურ სტრესს განიცდიდა და შეურაცხყოფილად გრძნობდა თავს. მას არ სურს ბრალდებულთან არანაირი ურთიერთობის გაგრძელება, სურს დაისაჯოს კანონის შესაბამისად.

 

7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ხა-------------ემ აღნიშნა, რომ მუშაობს ადმინისტრატორად სასტუმრო ნობელში, სადაც 2019 წლის 10 სექტემბერს ქირით აიღეს ნომერი თა--------------ემ და და-----------------მა. ისინი ერთად ცხოვრობდნენ როგორც ცოლქმარი. მათი ოთახიდან ხშირად გამოდიოდა კამათის და ლანძღვა-გინების ხმა. დაახლოებით 20 სექტემბერს და-----------------მა უთხრა, რომ თამაზი მას აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და გაიპარა სასტუმროდან. 22 სექტემბერს, კი დაბრუნდა ნივთების წასაღებად, რა დროსაც მივიდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი თა--------------ე, რომელიც ლანძღავდა და აგრესიულად ექცეოდა დარეჯანს, ასევე ისმოდა დარეჯანის ხმა ,,რატომ მირტყამო“. დარეჯანი ტიროდა, თხოვდა თამაზის მისთვის თავი დაენებებინა. ის ასევე შეესწრო თა--------------ის მიერ და-----------------ის მიმართ განხორციელებულ იარაღით მუქარის ფაქტს.

 

8. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული შსს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს გონიოს პოლიციის განყოფილების მუშაკის, ლე----------ის განმარტებით 2019 წლის 23 სექტემბერს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ოჯახური ძალადობის შესახებ პოლიციას მიმართა და-----------------მა. ქალბატონს სახეზე და შუბლზე აღენიშნებოდა ძალადობის კვალი. მიღებული შეტყობინების საფუძველზე გავიდნენ შემთხვევის ადგილზე ქ. ბათუმი, ანდრია პირველწოფდებულის მე-2 ჩიხი №4-ში განთავსებულ სასტუმრო ნობელში, სადაც დახვდათ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი თა--------------ე. ის და-----------------ის მიმართ გამოხატავდა აგრესიას და უცენზურო სიტყვებით აგინებოდა.

 

9. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული შსს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს გონიოს პოლიციის განყოფილების მუშაკის, გი------------ის განმარტებით 2019 წლის 23 სექტემბერს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ღამის საათებში, ოჯახური ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის შესახებ პოლიციას მიმართა და-----------------მა. ქალბატონს სახეზე, შუბლზე და მკლავზე აღენიშნებოდა ძალადობის კვალი. მან განაცხადა, რომ 2019 წლის ივლისის თვიდან ურთიერთობა აქვს თა--------------ესთან, რომელთანაც ბოლო პერიოდში დაეძაბათ ურთიერთობა და ის სისტემატიურად აყენებდა მას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ასევე იარაღის გამოყენებით დაემუქრა მას სიცოცხლის მოსპობით. მიღებული შეტყობინების საფუძველზე გავიდნენ შემთხვევის ადგილზე ქ. ბათუმი, ანდრია პირველწოფდებულის მე-2 ჩიხი №4-ში განთავსებულ სასტუმრო ,,ნობელში“, სადაც დახვდათ თა--------------ე, რომელიც ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა. იარაღის ამოღების მიზნით ჩატარებული იქნა საგამოძიებო მოქმედებები, მაგრამ იარაღი აღმოჩენილი ვერ იქნა.

 

10.სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 11 ოქტომბრის №007156519 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, პირადი შემოწმების მონაცემებით და-----------------ს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები სხეულის სხვადასხვა მიდამოში, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედებით და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

11.სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 12 ნოემბრის №007914891 ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, თა--------------ის ქმედებებიდან გამომდინარე და-----------------ი განიცდიდა სისტემატიურ შეურაცხყოფას, ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, შანტაჟს, დამცირებას, რომელმაც გამოიწვია მისი ტანჯვა. მან მიიღო ფსიქოლოგიური ტრავმა.

ქორწინებაში არარეგისტრირებული მეუღლის, თა--------------ის ქმედებებს შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა და-----------------ის ცნობიერებაზე და საქმიანობაზე.

 

12. სასამართლო განმარტავს, რომ სისტემატური შეურაცხყოფა არის სხვისი პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება, გამოხატული უწესო ფორმით. შეურაცხყოფა სისტემატურია მაშინ, თუკი ჩადენილია სამჯერ მაინც ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ და დროის მცირე ინტერვალის დაშორებით. პირველი შეურაცხყოფისაგან მიყენებული ფსიქიკური ტკივილი ჯერ არაა განელებული და ადგილი აქვს მეორე შეურაცხყოფას, შემდეგ ასევე დროის მცირე მონაკვეთის დაშორებით - მესამეს და ა. შ.

 

13. ზემოთ დასახელებული მტკიცებულებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა თა--------------ემ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია მისი ტანჯვა, ასევე, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი) და ასევე, მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვიაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

 

სამართლებრივი შეფასება:

 

14. სასამართლოს მიაჩნია, რომ თა--------------ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა:

 

- ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მისივე ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია მისი ტანჯვა - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

- წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვიაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

საქართველოს სსკ-ის 111 მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1261, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−151-ე, 160-ე, 171-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811, 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის /რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის N 543 – IIს დადგენილებით/ მე-2 მუხლის „ბ“ ქ/პუნქტის თანახმად „ოჯახში ძალადობა“ გულისხმობს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ყველა აქტს, რომლებიც ხდება ოჯახში თუ შინაურ წრეში ან ყოფილ ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა, დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა.

 

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით განსახილველი ნორმის შემადგენლობა დაფუძნებულია არაა ზოგადად რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ აქ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით, თანაც მუქარა გარეგნულად ისეთი ფორმითაა გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. შედეგად კი ვღებულობთ იმას, რომ დაზარალებულს ერღვევა მყუდროება, იგი კარგავს სიმშვიდეს, რადგანაც ყოველ წუთს ელოდება ძალადობით ქმედებას სხვა პირის მხრიდან. სწორედ ამაში მდგომარეობს მუქარის საზოგადოებრივი საშიშროება. ის ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტური მხრივ ეს დანაშაული გამოიხატება: ა) მოქმედებაში, კერძოდ, მუქარაში. ბ) შედეგში შიში და გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ამდენად, სახეზეა მატერიალური (შედეგიანი) დანაშაული.

 

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით მუქარის შინაარსი დაკონკრეტებულია. იგი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის ან ქონების განადგურების მუქარაში. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. ამასთანავე, არაა აუცილებელი მუქარა იყოს რეალური, ე.ი. იგი მართლაც მიმართული იყოს მუქარის შინაარსში გამოთქმული ქმედებების ჩასადენად. დამნაშავეს შეიძლება არც ამოძრავებდეს მუქარის განხორციელების მიზანი. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა. თუ ასეთი შიში არ გაუჩნდა, დანაშაულის შემადგენლობა არ არსებობს. განსახილველი დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდება მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. მუქარის ამსრულებელია ნებისმიერი შერაცხადი 14 წლის პირი. სუბიექტური მხრივ მუქარის მოტივს კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს. იგი მხედველობაში მიიღება სასჯელის დანიშვნისას. კვალიფიკაციისათვის ასევე არა აქვს მნიშვნელობა დამნაშავის მიზანს.

 

სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მითითებას ოჯახური ძალადობის კვალიფიკაციისათვის ხანგრძლივ საერთო მეურნეობის წარმოების აუცილებლობაზე და ამის დასასაბუთებლად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლით განსაზღვრულ რეგულაციების მითითებაზე. სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული უშუალოდ მიმართულია ოჯახური დანაშაულის სამართლებრივი ასპექტის განსაზღვრისაკენ. განსახილველ შემთხვევაში როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თა--------------ესა და და-----------------ს ჰქონდათ არაერთჯერადი ურთიერთობა თანაცხოვრების სახით, რაც გვაძლევს როგორც ფაქტობრივ ისე სამართლებრივ საფუძველს, რომ მოქმედი კანონმდებლობის (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის და ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის). ქმედების კვალიფიკაციისათვის არ აქვს მნიშვნელობა ისინი სასტუმროში ცხოვრობდნენ, კერძო სახლში თუ აგარაკზე. მნიშვნელოვანია, რომ ჰქონდათ არაერთჯერადი, პარტნიორული თანაცხოვრება, დაახლოებით სამ თვეზე მეტი ხნის ვადით. საქმეზე დადგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურებულია თა--------------ისა და და-----------------ის თანაცხოვრების ფაქტი, ასევე თა--------------ის მიერ და-----------------ის მიმართ მიმართ ძალადობის ჩადენის შემადგენლობა, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია, რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ასევე სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

15. სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის საჭიროა პირდაპირი მტკიცებულებების არსებობა, რაც გამყარებულია მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში რაოდენობრივად თუნდაც მხოლოდ ორი პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. პირდაპირი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო

 

16. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა თა--------------ის ბრალეულობა აღნიშნულ ბრალდებებში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვდენილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს თა--------------ის მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

17. თა--------------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

18. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მისი განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და წარსულ ცხოვრებას. ამდენად, დამნაშავეთა რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულს უნდა განესაზღვროს მიერ ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რომელმაც სრულად უნდა უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ თა--------------ეს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს თა--------------ის მხრივ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას..

 

სასამართლო დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრისას ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რომლის თანახმადაც დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. თა--------------ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 10 სექტემბრიდან 2019 წლის 22 სექტემბრამდე პერიოდის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის - 01 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 20 სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის - 01 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - 06 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 22 სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის - 01 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად თა--------------ს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

2.გაუქმდეს მსჯავრდებულ თა--------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა.

 

3. თა--------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 23 სექტემბრიდან.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ნუგზარ მგელაძე