განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/1777-15
გამოძიების #0--------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 იანვარი, 2020 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა
სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მ-----–--ხ----
დაცვის მხარე:
განსასჯელი - ა-–---------------–-ნკო, - დაბადებული 1--- წლის 1--------- (ძებნილი), რეგისტრირებული: თ---–------–----------------------
ადვოკატი - დ-------- მ-----–-–---–-
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი (განზრახ მკვლელობა), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში ორი პირის მიმართ).
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2008 წლის 23 მაისს, გვიან ღამით, ა-–---------------–-ნკო, მეგობრებთან ა----------–---–თან და გ--------------–--–---–თან ერთად იმყოფებოდა ქ.თბილისში, შ------ნის ქუჩაზე მდებარე ,,–------------–ი“. ნასვამ მდგომარეობაში შეეჯახა ბ----ს დახლთან მყოფ ა-–---------- ა--–--ეს. შეჯახების გამო, ა-–---------------–-ნკო და ა-–---------- ა--–--ე შეკამათდნენ. კამათი გადაიზარდა ხელჩართულ ჩხუბში, ა. დ--–-----მ ა. ა--–--ეს შემოახია პიჯაკი და პერანგი. მოჩხუბრების გაშველება სცადეს ბ----ს დაცვის თანამშრომლებმა და ა-–---------- ა--–--ის თანმხლებმა პირებმა გ------- გ---------ემ, ა-------------–------ამ და გ-------------ემ. ჩხუბი გაგრძელდა ქუჩაში რამდენიმე ლოკაციაზე. სიონის ქუჩაზე მდებარე რესტორან „კ-----“-სთან, ა-–---------------–-ნკომ ჯიბიდან ამოიღო დანა და შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით გულ-მკერდის მარჯვენა ნაწილში დაარტყა ა-–---------- ა--–--ეს. შემდეგი დარტყმების აღკვეთის მიზნით დაცვის თანამშრომელი რ---------------ე გადაუდგა ა-–---------------–-ნკოს, რომელიც კვლავ იწევდა ა-–---------- ა--–--ისკენ დანის დასარტყამად. აღნიშნულზე განაწყენებულმა ა-–---------------–-ნკომ, მომარჯვებული დანა, ასევე განზრახ მოკვლის მიზნით გულმკერდის არეში ჩაარტყა რ---------------ესაც. მიყენებული დაზიანების შედეგად რ---------------ე შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო ა-–---------------–-ნკო მიიმალა. დაჭრილ ა-–---------- ა--–--ეს საავადმყოფოში აღმოუჩინეს დახმარება და შეუნარჩუნეს სიცოცხლე.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
განზრახ მკვლელობა და განზრახ მკვლელობის მცდელობა ორი პირის მიმართ:
2.1. 2008 წლის 24 მაისს, გვიან ღამით, ძველი თბილისის I სამმართველოში, რესპუბლიკური საავადმყოფოს ,,ემერჯენსის“ კლინიკიდან და შემთხვევის ადგილიდან, ელსმენით შევიდა შეტყობინება, რომ შ------ნის ქუჩაზე დანით გულმკერდის არეში დაჭრეს 24 წლის ა-–---------- ა--–--ე და 22 წლის რ---------------ე, რომელიც გარდაიცვალა.
2.2. შეტყობინების მიღებიდან დაუყოვნებლივ გამომძიებლის ნ----------–-–---–ისა და დამსწრე პირების მონაწილეობით დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, თბილისში, სიონის ქუჩა #--–- მდებარე კაფე-ბარ „კ-----“-ს შენობის წინ მდებარე ტერიტორია. საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ოქმის მიხედვით: სიონის ქუჩა განათებულია ე.წ. დღის განათებით. შემთხვევის ადგილის რამდენიმე ლოკაციაზე აღინიშნება უფორმო ზომის მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქები, უფორმო ზომის მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი გუბე და სისხლის მაგვარი ლაქები წვეთის ფორმის. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებულ იქნა ფოტოსურათები, რომლებიც დაერთო დათვალიერების ოქმს (გამომიძებელი: ნ---------–-–---–ი; მონაწილე პირები: კ---------, თ--------–---–ი, რ--------ი, ო---------ე).
2.3. დაზარალებულ ა-–---------- (ლ-–-- ა--–--ის ზეპირი ჩვენებითა და დაკითხვის ოქმით დადგინდა, რომ 2008 წლის 23 მაისს მეგობრებთან: გ-------------ესთან, გ------- გ---------ესთან და ა-------------–-------სთან ერთად იმყოფებოდა ქ.თბილისში, შ------ნის ქუჩაზე მდებარე ,,–------------–ი“. გვიან ღამით, ბ----ს დახლთან დაეჯახა უცნობი მამაკაცი (ა-–---------------–-ნკო), რომელიც იყო ნასვამი, დაიწყო გინება, აგინებდა არა მხოლოდ მას, არამედ ყველას, ვინც ირგვლივ იყო. არ უშვებდა ხელს ა-–---------- ა--–--ეს, შემოახია პიჯაკი და პერანგი, სხვებსაც ეჯაჯგურებოდა. დაცვის თანამშრომლები და მისი მეგობრები ცდილობდნენ სიტუაციის განმუხტვას და ა-–---------------–-ნკოს დამშვიდებას, თუმცა ეს უკანასკნელი არ მშვიდდებოდა. ბ----ს გარეთ, ფიზიკური შეხლა-შემოხლის დროს, წინააღმდეგობას უწევდა დაცვის თანამშრომლებს, რომლებიც ცდილობდნენ მის დამშვიდებას და შემთხვევის ადგილიდან განრიდებას. ა-–---------- ა--–--ე ცდილობდა თავიდან მოეშორებინა მოძალადე, მიუხედავად ამისა, განსასჯელი კვლავ უკან ბრუნდებოდა და აგრძელებდა აგრესიას. ჩოჩქოლში გაიგონა ქალის კივილის ხმა და სიტყვები ,,დანა ამოიღო“, ამ დროს დაკარგა ვიზუალური კონტაქტი მეგობრებთან, რის გამოც ა-–---------------–-ნკოს ირგვლივ შეკრებილ დაცვის თანამშრომლებში დაიწყო მათი ძებნა, შევიდა ხალხით შემოკრებილ რკალში, სადაც ა-–---------------–-ნკომ გამიზნულად დაარტყა დანა გულმკერდის არეში. დაჭრის შემდეგ დაინახა, რომ გამშველებელი დაცვის თანამშრომელი რ---------------ე დაჭრილ მდგომარეობაში ეგდო ძირს.
2.4. მოწმე გ------- გ---------ის ზეპირი ჩვენებით დადგინდა, რომ 2008 წლის 23 მაისს, მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა შ------ნზე ბარში. ბ----ს დახლთან ა-–---------- ა--–--ეს მხარი გაჰკრა ახალგაზრდა, ნასვამმა მამაკაცმა (ა-–---------------–-ნკო). ინციდენტი გადაიზარდა ჩხუბში და გაგრძელდა ბ----ს გარეთაც. დაპირისპირებულ მხარეებს აშველებდნენ დაცვის თანამშრომლებიც და ა-–---------- ა--–--ის მეგობრებიც, დაცვა ცდილობდა ა-–---------------–-ნკოს გაყვანას ტერიტორიიდან, ეს უკანასკნელი იყო უკიდურესად აგრესიული, აგინებდა ყველას. ჩხუბი რამდენიმე ლოკაციაზე გაგრძელდა. მოწმე შემობრუნდა ბარში თანხის გადასახდელად და ტელეფონის ასაღებად, ამ დროს ქუჩიდან შემოესმა კივილის ხმა, ბ----დან გარეთ გაიხედა და დაინახა, რომ ა-–---------------–-ნკო იგინებოდა ყველას მისამართით, ხელში დანა ეჭირა და იქნევდა, შემდეგ დაინახა, რომ ა-–---------- ა--–--ე მოდიოდა ნელი ნაბიჯებით, დაჭრილი, მაისური სულ სისხლით ჰქონდა დასვრილი. ისევ გაიგონა კივილის ხმა ,,მოკლესო“ და დაინახა მიწაზე ეგდო დაჭრილი ადამიანი, რომელიც დაცვის თანამშრომელი რ---------------ე აღმოჩნდა.
2.5. მოწმე ა-------------–------ას ზეპირი ჩვენებით, 2008 წლის 23 მაისს, მეგობრებთან გ------- გ---------ესთან, ა-–---------- (ლ-–-- ა--–--ესთან და გ-------------ესთან ერთად იმყოფებოდა შ------------–ი. ბ----დან გასვლისას, ა-–---------- (ლ-–-- ა--–--ეს ახალგაზრდა, ნასვამმა ბიჭმა გაკრა მხარი, რასაც მოჰყვა შეხლა-შემოხლა. კონფლიქტის ორივე მხარემ გადაინაცვლა გარეთ, ა-–---------- ა--–--ეს გაჰყვნენ მეგობრებიც, პირი რომელმაც მხარი გაკრა დაზარალებულს, იქცეოდა არაადეკვატურად, აგინებდა როგორც ა-–---------- ა--–--ეს, ასევე იქ შეკრებილ ყველა პირს, დაცვის თანამშრომლები ცდილობდნენ სიტუაციის განმუხტვას და ნასვამი მამაკაცის განრიდებას, კონფლიქტი რამდენიმე ლოკაციაზე გაგრძელდა, ცოტა ხანში გაიგონა კივილის ხმა და დაინახა დაჭრილი ა-–---------- ა--–--ე. საავადმყოფოში გადაყვანისას, გზაში, ა-–---------- ა--–--ემ მეგობრებს უთხრა, რომ დაჭრილი იყო დანით.
2.6. მოწმე გ-------------ის ზეპირი ჩვენებით დადგინდა, რომ 2008 წლის 23 მაისს, მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა შ------------–ი. ბ----ს დახლთან მეგობარს -ა-–---------- (ლ-–-- ა--–--ეს შელაპარაკება მოუვიდა უცნობ, ნასვამ მამაკაცთან ა-–---------------–-ნკოსთან, რომელიც გადაიზარდა შეხლა-შემოხლაში. კონფლიქტი გაგრძელდა ბ----ს გარეთ ქუჩაში, ა-–---------------–-ნკო, რომელიც იყო ძალიან აგრესიული, გად---და ფიზიკურ შეურაცყოფაზეც. მოწმე მეგობრებთან და დაცვის თანამშრომლებთან ერთად აქტიურად ცდილობდა ა-–---------------–-ნკოს მოგერიებას და გაშველებას. შეხლა-შემოხლის დროს კისრიდან ჩამოწყდა საეკლესიო ნივთები, ნივთების ძებნის პროცესში გაიგონა კივილის ხმა, დაახლოებით 7-8 მეტრში დაინახა, რომ ხალხის ჯგუფს გამოეყო სისხლიანი პერანგით, დაჭრილი ა-–---------- ა--–--ე, ასევე შენიშნა, რომ დაცვის თანამშრომელი ისიც დაჭრილი, დაეცა მიწაზე.
2.7. დაზარალებულის უფლებამონაცვლის ე---------- ნ--------ის ზეპირი და გამოძიებაში მიცემული ჩვენებებით დადგინდა, რომ არის გარდაცვლილ რ---------------ის და. 2008 წლის 23 მაისს, რ---------------ე, რომელიც მუშაობდა შ------ნზე კაფე „კ-----“-ს დაცვის სამსახურში, იქნა მოკლული. იმავე დღეს, დაცვის თანამშრომლის ჯ------------–-----ისაგან შეიტყო, რომ ა-–---------------–-ნკომ დაჭრა ა-–---------- (ლ-–-- ა--–--ე და შემდეგ მოკლა გაშველებაში ჩართული რ---------------ე.
2.8. მოწმე ბ-----------ის ზეპირი და გამოძიებაში მიცემული ჩვენებებით დადგინდა, რომ 2008 წლის 23 მაისს, მუშაობდა შპს „თ------“-ს დაცვის სამსახურში. დაახლოებით, ღამის პირველი საათისათვის მიიღო შეტყობინება, რომ შ------------–ი იყო შემთხვევა. ადგილზე დახვდა რამდენიმე ბიჭი, მათგან ერთი იყო მარტო და გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით, ეტყობოდა, რომ იყო მთვრალი. მამაკაცებს შორის ადგილი ჰქონდა შეხლა-შემოხლას, ჩხუბმა რამდენიმე ლოკაციაზე გადაინაცვლა. მოწმე, ისევე როგორც დაცვის სხვა თანამშრომლები, ცდილობდნენ ინციდენტში მონაწილე მხარეების გაშველებას, თუმცა მარტო მყოფი პირი - ა-–---------------–-ნკო განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა, არ ემორჩილებოდა მოწოდებას, რომ დამშვიდებულიყო და აგინებდა ირგვლივ ყველას, მათ შორის დაცვის თანამშრომლებსაც. შეხლა-შემოხლის დროს ა-–---------------–-ნკოს სხეულზე მოხვდა ფეხი, წაბორძიკდა და გაიქცა სიბნელისკენ. ჩათვალეს რა, რომ შემთხვევის ადგილიდან წავიდა, ცოტა ხანში გაიგონა, რომ ვიღაცამ დაიყვირა ხელში დანა აქვსო. დაცვის თანამშრომელი რ---------------ე ა-–---------------–-ნკოს, რომელსაც ხელში დანა ეჭირა წინ გადაუდგა. მოწმეს, რომელსაც მთელი ყურადღება კოლეგისკენ ჰქონდა გადატანილი და არა ა-–---------- ა--–--ისკენ, დაინახა, რომ ა-–---------------–-ნკომ დაცვის თანამშრომელი რ---------------ე დაჭრა და გაიქცა შემთხვევის ადგილიდან. მოწმის ჩვენებით, დანა, რითაც ა-–---------------–-ნკომ დაჭრა რ---------------ე, იყო გასაშლელი, მონიკელებული.
2.9. მოწმე გ------- დ---------ის ზეპირი ჩვენებით დადგინდა, რომ 2008 წლის 23 მაისს მუშაობდა შპს „თ------“-ს დაცვის სამსახურში. გვიან ღამით მიიღო შეტყობინება, რომ რამდენიმე მეტრში, შ------------–ი ადგილი ჰქონდა კონფლიქტს. მოწმეს შემთხვევის ადგილზე დახვდა ორი ერთმანეთში მოჩხუბ---- მამაკაცი, ა-–---------------–-ნკო და ა-–---------- ა--–--ე. დაცვის თანამშრომლები რ---------------ე და ჯ------------–-----ი აშველებდნენ მოჩხუბრებს. ა-–---------------–-ნკო, რომელსაც ეცვა ,,კაპიშონიანი“ სამოსი იგინებოდა და იქნევდა ხელებს. თავადაც ჩაერთო გაშველებაში, განსასჯელმა რ---------------ეს ხელი მოუქნია და დაარტყა გულმკერდის არეში. დარტყმის შემდეგ რ---------------ემ დაიყვირა „ვაიმე დედა“ და დაეცა. დაჭრის შედეგად რ-----------ე გარდაიცვალა.
2.10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 481-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა მოწმე ჯ------------–-----ის დაკითხვის ოქმი. ჩვენების მიხედვით, 2008 წლის 23 მაისს მუშაობდა შპს „თ------ს“ დაცვის სამსახურში. დაცვის თანამშრომლები გადანაწილებული იყვნენ შ------ნის ქუჩაზე არსებულ ბარებში. მათ მოვალეობაში შედიოდა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, აღჭურვილობაში არ ჰქონდათ ცეცხლსასროლი და სხვა იარაღები. 2008 წლის 23 მაისს, გვიან ღამით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს „შ------ნ“ ბ----ს დაცვის თანამშრომლებისაგან მიიღო შეტყობინება, ითხოვდნენ დახმარებას. დაუყოვნებლივ გამოცხადდა ადგილზე, სადაც ორი პირი ერთმანეთში ჩხუბობდა. ერთს ეცვა შავი პიჯაკი და თეთრი პერანგი, მოკლედ შეჭრილი თმებით, ხოლო მეორეს მომწვანო ფერის წარწერებიანი მაისური „კაპიშონით“, ტუჩი ჰქონდა გახეთქილი და მოსდიოდა სისხლი. მათ გარშემო იყო ბევრი ხალხი, მოწმე გაშველების მიზნით, დაცვის თანამშრომლებთან ერთად ჩაერია ჩხუბში, რამდენჯერმე სცადეს მათი დაცილება, მიუხედავად ამისა, „კაპიშონიანი“ ბიჭი ისევ ბრუნდებოდა უკან და იწევდა მეორეზე. გაშველებით გადაინაცვლეს სიონის ეკლესიასთან მდებარე „კ-----“-სთან. „კაპიშონიან“ ბიჭს ხელით იჭერდნენ დაცვის თანამშრომლები, ამ დროს აღნიშნულმა პირმა საიდანღაც ამოიღო დანა და გულმკერდის არეში დაარტყა პირს, რომელთანაც ჰქონდა კონფლიქტი. რ---------------ემ გვერდზე გასწია დაჭრილი ბიჭი, სწორედ ამ მომენტში, დანიანმა, „კაპიშონიანმა“ მამაკაცმა მთელი ძალით დაარტყა რ---------------ეს დანა. მოწმე დაკითხვის ოქმში უთითებს, რომ დანიანი ბიჭის მხრიდან ეს არ იყო შემთხვევით განხორციელებული ქმედება, არამედ გამიზნულად, მოსაკლავად დაარტყა რ---------------ესაც და მეორე ბიჭსაც. რ---------------ე დანის დარტყმის შედეგად იქვე ჩაიკეცა მიწაზე, მიუხედავად ამისა, ,,კაპიშონიანი“ ბიჭი აგრძელებდა დანის მოქნევას. მოწმემ სცადა მისი დაკავება, მაგრამ ის გაიქცა სიონის ეკლესიისაკენ. მას გაეკიდნენ დაცვის თანამშრომლები, თუმცა ვერ შეძლეს შეჩერება. უკან დაბრუნებისას კოსტუმიანი ბიჭი აღარ დახვდათ ადგილზე. მოწმის ჩვენებით, „კაპიშონიანმა“, დანიანმა ბიჭმა მასაც მიაყენა დანით დაზიანება, ხელზე რამდენიმე ადგილას აქვს მსუბუქი ჭრილობა. მოწმის ჩვენებით, შემთხვევის ადგილზე მყოფთაგან, სხვას, გარდა ,,კაპიშონიანი“ ბიჭისა დანა არ ჰქონდა.
2.11. ზეპირი და წერილობითი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ ა-–---------------–-ნკო მიიმალა, მკვლელობიდან რამდენიმე საათში (2008 წლის 24 მაისი 07:51 სთ), წითელი ხიდის გამშვები პუნქტით დატოვა სახელმწიფო საზღვარი და მისი კვალი იკარგება. განსასჯელის დედის ს-----–--- ჯ--–-------ის ჩვენებით, 2008 წლის 23 მაისის შემდეგ შვილი არ უნახავს, ამგვარი გაუჩინარება მას წარსულში ჩვევად არ ჰქონია. შვილის გაუჩინარების შემდეგ, მასმედიის საშუალებით შეიტყო, რომ შ------ნის ქუჩაზე მომხდარი იყო მკვლელობა. ს. ჯ--–-------ის ჩვენებით ა. დ--–----- იმყოფება ევროპაში.
2.12. დამნაშავე პირის, რომელიც დანაშაულის ჩადენისთანავე მიიმალა შემთხვევის ადგილიდან, იდენტიფიცირების მიზნით ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება - ფოტოსურათით ამოცნობა.
2.13. 2008 წლის 24 მაისს, 05:45 საათზე, რესტორან „შ------ნი“-ს დაცვის თანამშრომელმა გ------- დ---------მა, ოთხი ფოტოსურათიდან ამოიცნო #1 ფოტოსურათზე გამოსახული პირი - ა-–---------------–-ნკო. მოწმის განმარტებით, მის მიერ ამოცნობილმა მამაკაცმა, 2008 წლის 24 მაისს, დაახლოებით 02:00 სთ-ზე, ჩხუბის გაშველების დროს, დაჭრა გამშველებელი - დაცვის თანამშრომელი რ---------------ე. დაჭრილი გარდაიცვალა. მოწმემ ამოცნობის დროს მიუთითა იმ მახასიათებელზე, რითაც შეძლო დამნაშავე პირის - ა-–---------------–-ნკოს ამოცნობა (იხ. ფოტოსურათით ამოცნობის ოქმი).
2.14. 2008 წლის 24 მაისს, 06:00 საათზე, შპს „თ------“-ს თანამშრომელმა ჯ------------–-----მა, ოთხი ფოტოსურათიდან ამოიცნო #2 ფოტოსურათზე გამოსახული პირი - ა-–---------------–-ნკო. მოწმის განმარტებით, მის მიერ ამოცნობილმა პირმა, რომელსაც შემთხვევის დროს ეცვა „კაპიშონიანი“ სამოსი, დანით დაჭრა მოწინააღმდეგე მხარეს მყოფი პირი, შემდეგ კი დანით მოკლა დაცვის თანამშრომელი რ---------------ე (იხ. ფოტოსურათით ამოცნობის ოქმი).
2.15. 2008 წლის 24 მაისს, 06:10 საათზე, შპს „თ------“-ს თანამშრომელმა ბ-----------ემ, ოთხი ფოტოსურათიდან ამოიცნო #3 ფოტოსურათზე გამოსახული პირი - ა-–---------------–-ნკო. მოწმის განმარტებით, მის მიერ ამოცნობილი მამაკაცი არის სწორედ ის „კაპიშონიანი“ ბიჭი, რომელმაც კაფე „კ----ის“ დაცვის თანამშრომელ რ---------------ეს დაარტყა დანა. მოწმემ ასევე მიუთითა, რომ იგი დარწმუნებულია ამოცნობის სიზუსტეში (იხ. ფოტოსურათით ამოცნობის ოქმი).
2.16. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის #6----- დასკვნის თანახმად:
ა) ლაბორატორიული გამოკვლევების მონაცემები:
რ------- ნ--------ის გვამიდან აღებულ სისხლში და შარდში გაზოქრომატოგრაფული გამოკვლევის შედეგად არ აღმოჩნდა: მეთილის, ეთილის, პროპილის სპირტები. სისხლში და შარდში სასამართლო-ქიმიური გამოკვლევისას არ აღმოჩნდა: ალკალოიდები, ბარბიტურატები, ფენოტიაზინის და ბენ ზოდიაზეპინების ნაწარმები; შარდში იმუნო-ფერმენტული გამოკვლევისას არ აღმოჩნდა - მორფი, ბარბიტურატები, ბენზოდიაზეპინები, მეტადონი, მარიხუანა, ბუპრენორფინი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი, კოკაინი. (აქტი #694/38/ 2/VI-2008წ 6/VI-2008წ ექსპერტი-ქიმიკოსი ც------------ე).
ბ) სასამართლო სამედიცინო დიაგნოზი:
ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის წინა მარცხენა ნახევარში, შემავალი გულმკერდის ღრუში, გულის მარცხენა პარკუჭის წინა და უკანა კედლის დაზიანებით, შინაგანი სისხლდენა (=1000მლ-მდე თხიერი სისხლი).
გ) შედეგები:
რ------- ნ--------ის სიკვდილის მიზეზია - ნაკვეთ ნაჩხვლეტი, გულმკერდის ღრუში შემავალი ჭრილობა გულის მარცხენა წინა და უკანა კედლის დაზიანებით, შინაგანი სისხლდენა.
- დაზიანება განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით, რომელსაც გააჩნია ყუა და ლესილი პირი. დაზიანება მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს რასაც მოჰყვა სიკვდილი.
- გვამიდან აღებულ სისხლში და შარდში ალკოჰოლური ან ნარკოტიკული ნივთიერებები აღმოჩენილი არ იქნა.
2.17. ექსპერტმა გ--------–ინცაძემ ზეპირ ჩვენებაში დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ ჭრილობა მიყენებულია მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით, რომელსაც გააჩნია ყუა და ლესილი პირი.
2.18. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის #3------ დასკვნის თანახმად:
ქ. თბილისის აკად. ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ავადმყოფობის ისტორიის #4--- მიხედვით, ა-–---------- ა--–--ე 2008 წლის 24 მაისს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით სტაციონალურ მკურნალობას იტარებდა 24 მაისიდან 26 მაისამდე. დაუდგინდა დიაგნოზი: გულმკერდის ნაკვეთი შემავალი ჭრილობა. ჰემოთორაქსი. აღნიშნული დაზიანება განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს. (ექსპერტი კ-----–--–-–---–ი).
2.19. 2008 წლის 24 მაისს, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ექსპერტ გ.ც--–--ისაგან ამოღებულ იქნა რ---------------ის ნივთები, მათ შორის მოცისფრო ფერის პერანგი, რომლებსაც აღენიშნება მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქები.
2.20. 2008 წლის 24 მაისს, ნ.ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკიდან ამოღებულ იქნა ა-–---------- ა--–--ის ტანსაცმელი: 1) მუქი ლურჯი ფერის პიჯაკი სისხლის მაგვარი ლაქებით, სარჩული შიგნითა მხარეს არის გარღვეული, ასევე პიჯაკის მარცხენა მხარეს აღენიშნება დაზიანება; 2) მუქი ფერის ლურჯი შარვალი, რომელსაც წინიდან მარჯვენა შარვლის ტოტზე აღენიშნება დაახლოებით 5 სმ სიგრძის დაზიანება. შარვალს აღენიშნება წითელი ფერის სისხლის მაგვარი ლაქები, წითელი ფერის სისხლის მაგვარი ლაქები აღმოჩენილ იქნა შარვლის ქამარზეც; 3) თეთრი ფერის პერანგი, რომელსაც აღენიშნება წითელი ფერის სისხლის მაგვარი ლაქები, პერანგს მარჯვენა ზედაპირზე, აღენიშნება დაახლოებით 3 სმ სიგრძის დაზიანება, მარჯვენა სახელურის იღლიაში არის გარღვეული; 4) ერთი წყვილი შავი ფერის ტყავის ფეხსაცმელები, რომლებსაც აღენიშნება წითელი ფერის სისხლის მაგვარი ლაქები. დასახალებული ობიექტები, სხვა ამოღებულ ნივთებთან ერთად დაილუქა #27/5 ლუქით.
2.21. ტრასოლოგიური ექსპერტიზის #1-------- დასკვნის თანახმად:
ა) გამოკვლევაზე წარმოდგენილ ა-–---------- ა--–--ის პერანგის და პიჯაკის ზედაპირზე არსებული გამჭოლი დაზიანებები წარმოქმნილია ერთდროულად, რაიმე მჩხვლეტავი-მჭრელი საგნის ზემოქმედების შედეგად, როგორიც შესაძლებელია იყოს დანა და თავისი ადგილმდებარეობით დაახლოებით შეესაბამება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა #3-------ში მითითებულ ა-–---------- ა--–--ის სხეულზე არსებულ ჭრილობას.
- გრძელსახელოებიან პერანგზე და პიჯაკის ზედაპირზე არსებული დაზიანებები ნაკერის განარღვევების და ღილების ამოგლეჯის სახით წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად. შარვლის ზედაპირზე არსებული არასწორხაზოვანი ფორმის გამჭოლი დაზიანება წარმოქმნილია რაიმე მყარ საგანთან კონტაქტის შედეგად.
ბ) რ------- ნ--------ის პერანგის ზედაპირზე არსებული გამჭოლი დაზიანება წარმოქმნილია რაიმე მჩხვლეტავი-მჭრელი საგნის ზემოქმედების შედეგად, როგორიც შესაძლებელია იყოს დანა და თავისი ადგილმდებარეობით დაახლოებით შეესაბამება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა #6------ში მითითებულ რ----- ნ--------ის სხეულზე არსებულ ჭრილობას.
2.22. ბიოლოგიური ექსპერტიზის #7----- დასკვნის თანახმად:
ა) რ-----------ის სისხლი მიეკუთვნება 0q /I/ ჯგუფს.
ბ) ა. ა--–--ის სისხლი მიეკუთვნება AB /II/ ჯგუფს.
გ) ა.ა--–--ის ტანსაცმელზე და ფეხსაცმელებზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება AB /II/ ჯგუფს.
დ) რ-----------ის ტანსაცმელზე და ფეხსაცმელებზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება 0q /I/ ჯგუფს.
ე) შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ სამ ანაწმენდზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება 0q /I/ /ობიექტი # 9/ და AB /II/ /ობიექტი # 10-11/ ჯგუფს.
2.23. გამოძიების ეტაპზე დათვალიერდა ,,შ------ნ ბ----ს“ და კაფე „კ-----ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვიდეო ჩანაწერები. ჩანაწერის დაწყების დროა 2008 წლის 24 მაისი 01:17:54 სთ, დამთავრების დრო 2008 წლის 24 მაისი 01:21:11 სთ. ორივე ჩანაწერში, რომელიც სხვადასხვა ლოკაციას აფიქსირებს, ჩანს, თუ როგორ გამოდის ბ----დან სამი პირი შელაპარაკებით, შემდეგ მათ მოყვება ერთი ახალგაზრდა პიჯაკიანი მამაკაცი, რომელსაც პიჯაკი გახეული აქვს მარცხენა იღლიის ქვეშ, უკან მოჰყვება რამდენიმე პიროვნება. ჩხუბობენ ბ----ს წინ. ჩხუბში ერევიან მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ გაშველებას, ჩხუბი და ჩოჩქოლი სხვადასხვა ლოკაციაზე ინაცვლებს, ბოლოს კადრში ჩნდება სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა.
2.24. ვიდეო ჩანაწერები გამოკვლეული იქნა სასამართლო სხდომაზეც. კადრებში ჩანს, რომ ბ----დან ქუჩაში გამოდის 4 მამაკაცი და იწყება ფიზიკური დაპირისპირება. ა. დ--–----- პირველი არტყამს ხელს ა. ა--–--ეს, რომელსაც პიჯაკი შემოხეული აქვს, იწყება ჩოჩქოლი და ფიზიკური დაპირისპირება. ა. ა--–--ეც ურტყამს ა. დ--–-----ს. კონფლიქტის გაშველებაში ჩართულია 10-15 ადამიანი. ვიდეო ფირში დაფიქსირებული პირები დინამიკაში მოძრაობენ და გადაადგილდებიან სხვადასხვა ლოკაციაზე. ვიდეო ჩანაწერში არ ჩანს დაჭრის ფაქტი.
2.25. ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის #3---- დასკვნის თანახმად: ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ ვიდეოგრამებში დაფიქსირებულია ჩხუბის ფაქტი.
2.26. დაცვის მხარის პოზიციათა ანალიზი:
მტკიცებულებები, რომელსაც ეყრდნობა დაცვის მხარე:
2.26.1. მოწმე დ----- ჩ-------ის ზეპირი ჩვენებით, დაიბადა და გაიზარდა იმ ეზოში სადაც ა-–---------------–-ნკო ცხოვრობდა, ბავშვობიდან აქვთ მეგობრული ურთიერთობა. 2008 წლის 23 მაისს, ვინმე გ---სთან, ა-–---------------–-ნკოსთან, ვ-–-------- გ-------–---–თან, გოგონებთან ,,ირასთან“, ,,მარისთან“ და ა----------–---–თან ერთად იმყოფებოდა ,,შ------------–ი“. ალკოჰოლს სვამდნენ ,,გ---“ და ა-–---------------–-ნკო. გვიან ღამით ,,ირა“ და ,,მარი“ წაიყვანა სახლში, ხოლო ა-–---------------–-ნკო, ა----------–---–ი და გ--- დარჩნენ ბარში. დაახლოებით 40 წუთში დაბრუნდა მარტო, მეგობრები აღარ დახვდა, ხოლო ბ----ს მიმდებარე ტერიტორია იყო შემოსაზღვრული პოლიციის ლენტით. იმავე ღამეს შეიტყო, რომ შემთხვევის ადგილზე მოხდა დაცვის თანამშრომლის დაჭრა, დამნაშავე პირად სახელდებოდა ა-–---------------–-ნკო. ასევე ა----------–---–ისგანაც გაიგო, რომ მას შემდეგ, რაც დ----- ჩ-------ემ გოგონები ,,ირა“ და ,,მარი“ წაიყვანა სახლში, ა-–---------------–-ნკოს ინციდენტი შეემთხვა უცხო პირებთან. მოწმე მიღებული ინფორმაციის შემდეგ დაუკავშირდა მეზობლად მცხოვრებ შ----- ქ--------ას და სთხოვა, რომ მომხდარის შესახებ ეცნობებინა ა-–---------------–-ნკოს ოჯახისთვის, თავად განსასჯელი ,,შ------ნ ბ----ს“ შემდეგ აღარ უნახავს. მოწმის ჩვენებით, ა-–---------------–-ნკო ზოგადად ატარებდა ,,ბრელოკს“, რომელზეც ეკიდა პატარა დანა და ფრჩხილის ქლიბი, შემთხვევის ღამეს, ბარში სუფრასთან ა-–---------------–-ნკომ ამოიღო ,,ბრელოკზე“ დაკიდებული დანა და ფრჩხილებს იწმენდდა, სხვა დანა მას ა-–---------------–-ნკოს ხელში იმ ღამით არ უნახავს.
2.26.2. მოწმე შ----- ქ--------ას ზეპირი ჩვენებით, შემთხვევის ღამეს დაუკავშირდა დ----- ჩ-------ე და სთხოვა ა-–--------- დ--–-----ს ოჯახისთვის შეეტყობინებინა, რომ ა-–----------ს ჩხუბი მოუვიდა შ------ნის ქუჩაზე და დაჭრა ვიღაც. მოწმემ მომხდარი შეატყობინა განსასჯელის ოჯახს.
2.26.3. მოწმე ვ-–-------- გ-------–---–ის ჩვენებით, ა-–---------------–-ნკო არის მისი მეგობ----. 2008 წლის 23 მაისს, ღამით, ა-–---------------–-ნკოსთან, დ----- ჩ-------ესთან, ვინმე ,,გ---სთან“ და 3 გოგონასთან ერთად იმყოფებოდა ,,შ------------–ი“. მისვლიდან დაახლოებით 1 საათში, დ----- ჩ-------ესთან და 2 გოგონასთან ერთად დატოვა ,,შ------ნ ბ----“ და წავიდა სახლში. დაახლოებით 40 წუთში უცხო ნომრიდან, ტელეფონზე დაუკავშირდა ა-–---------------–-ნკო და სთხოვა შეხვედრა. მოწმის ჩვენებით შეხვედრაზე განსასჯელი მივიდა ნაცემ მდგომარეობაში, დასერილი ტანსაცმლით და განაცხადა, რომ სცემეს უცნობმა პირებმა. აღნიშნული შეხვედრის შემდეგ მოწმეს ა-–---------------–-ნკო აღარ უნახავს. ვ-–-------- გ-------–---–მა ასევე განმარტა, რომ ა-–---------------–-ნკო სიმბოლურად თითქმის ყოველთვის ატარებდა პატარა დანას, რომელზეც დაკიდებული ჰქონდა მაკრატელი და ფრჩხილის ქლიბი, დანას ქამარზე იმაგრებდა.
2.26.4. განსასჯელის დედის - ს-----–--- ჯ--–-------ის ჩვენებით, 2008 წლის 23 მაისის შემდეგ ა-–---------------–-ნკო სახლში არ მისულა, წავიდა ევროპაში ისე, რომ ოჯახს არ აცნობა. მოგვიანებით შეიტყო, რომ შ------ნის ქუჩაზე მოხდა მკვლელობა, დანაშაულში იმხილებოდა მისი შვილი.
2.26.5. სასამართლომ განიხილა ყველა მტკიცებულება მოცემულ საქმეში, შეაფასა ისინი თავისუფალი შინაგანი რწმენით, თუმცა ხაზგასმული უნდა იყოს, რომ სასამართლო თანაბრად არ გამოიყენებს საქმის ყველა მტკიცებულებას, რაც სასამართლოს დისკრეციაა. სასამართლო განმარტავს ფაქტებთან დაკავშირებულ მხოლოდ იმ დასკვნებს, რომელიც მნიშვნელოვანია საკითხის სწორად გადაწყვეტისათვის.
2.26.6. დაცვის მხარის პოზიცია გამამტყუნებელი განაჩენის სტანდარტისათვის მტკიცებულებების არასაკმარისობაზე,- სასამართლოს მიერ გაზიარებული არ იქნა. ფაქტების და მოვლენების ქრონოლოგია ცხადყოფს, რომ 2008 წლის 24 მაისს, ღამის 01:00 საათის შემდგომ, ა-–---------------–-ნკო, არაფხიზელ მდგომარეობაში შ------------–ი შეეჯახა ბ----ს დახლთან მყოფ ა-–---------- ა--–--ეს, რომელიც ბარში იმყოფებოდა მეგობრებთან გ------- გ---------ესთან, ა-------------–------ასთან და გ-------------ესთან ერთად. შეჯახების გამო, ა-–---------------–-ნკო და ა-–---------- ა--–--ე შეკამათდნენ, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ კონტაქტსაც. მათი გაშველება სცადეს ბ----ს დაცვის თანამშრომლებმა და ა-–---------- ა--–--ის მეგობრებმა, მოჩხუბრები გაიყვანეს ეზოში. ქუჩაში გაგრძელდა შეხლა - შემოხლა. სიტუაცია იყო უმართავი, დაცვის თანამშრომლები რ---------------ე, გ------- დ---------ი, ჯ------------–-----ი და ბ-----------ე ცდილობდნენ მოჩხუბრების გაშველებას, ინციდენტმა რამდენიმე ლოკაციაზე გადაინაცვლა. სიონის ქუჩაზე მდებარე რესტორან „კ-----“-სთან ა-–---------------–-ნკომ შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით გულ-მკერდის მარჯვენა ნაწილში დანა დაარტყა ა-–---------- ა--–--ეს. დანაშაულებრივი ქმედების აღსაკვეთად, დაცვის თანამშრომელი რ---------------ე გადაუდგა ა-–---------------–-ნკოს, რომელიც კვლავ იწევდა ა-–---------- ა--–--ისკენ დანის დასარტყმელად. ხელშეშლით განაწყენებულმა ა-–---------------–-ნკომ, მომარჯვებული დანა, ასევე განზრახ მოკვლის მიზნით გულმკერდის არეში გამიზნულად ჩაარტყა რ---------------ესაც. რ---------------ე გარდაიცვალა, ხოლო ა-–---------- ა--–--ეს საავადმყოფოში აღმოუჩინეს დახმარება და შეუნარჩუნდა სიცოცხლე. დანაშაული ა-–---------------–-ნკომ რომ ჩაიდინა, უტყუარად დასტურდება დაცვის თანამშრომლების გ------- დ---------ის, ჯ------------–-----ის და ბ-----------ის ზეპირი ჩვენებებითა და დაკითხვის ოქმებით. თითოეული ეს პირი აღწერს მოვლენათა ქრონოლოგიას, ფაქტებს გადმოსცემენ ზუსტად ისე, როგორც აღიქვამდნენ და ხედავდნენ სხვადასხვა რაკურსიდან. ბ-----------ემ გაიგონა ხმა ,,ხელში დანა აქვს“ და მკაფიოდ დაინახა, რომ ,,კაპიშონიანმა“ ბიჭმა, რომელიც ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით იყო ა-–---------------–-ნკო ერთ-ერთ გამშველებელს, დაცვის თანამშრომელს რ---------------ეს დანა დაარტყა. გ------- დ---------ის ჩვენებით, ფოტოსურათით ამოცნობილმა პირმა, ა-–---------------–-ნკომ ხელი მოუქნია რ---------------ეს და დაარტყა გულმკერდის არეში. დარტყმის შემდეგ რ---------------ემ დაიყვირა „ვაიმე დედა“ და დაეცა. ჯ------------–-----ის დაკითხვის ოქმით დასტურდება, რომ გაშველების მიუხედავად „კაპიშონიანი“ ბიჭი, რომელიც ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის მიხედვით არის ა-–---------------–-ნკო, ისევ ბრუნდებოდა უკან და იწევდა მეორეზე (ა-–---------- ა--–--ეზე) დასარტყმელად. გაშველებით გადაინაცვლეს სიონის ეკლესიასთან მდებარე „კ-----“-სთან. „კაპიშონიან“ ბიჭს ხელით იჭერდნენ დაცვის თანამშრომლები, ამ დროს საიდანღაც ამოიღო დანა და გულმკერდის არეში დაარტყა პირს, რომელთანაც ჰქონდა კონფლიქტი. რ---------------ემ გვერდზე გასწია დაჭრილი ბიჭი, სწორედ ამ მომენტში, დანიანმა, „კაპიშონიანმა“ მამაკაცმა მთელი ძალით დაარტყა რ---------------ეს დანა. მოწმე დაკითხვის ოქმში უთითებს, რომ დანიანი ბიჭის მხრიდან ეს არ იყო შემთხვევით განხორციელებული ქმედება, არამედ გამიზნულად, მოსაკლავად დაარტყა რ---------------ესაც და მეორე ბიჭსაც. აგრძელებდა დანის მოქნევას. მოწმემ სცადა მისი შეკავება, ამ პროცესში, დანიანმა ბიჭმა მასაც მიაყენა ხელზე, რამდენიმე ადგილას დანით ჭრილობა და შეძლო ხელიდან დასხლტომა და გაქცევა. დასახელებულმა მოწმეებმა გამოძიებაში დარწმუნებით და კატეგორიულად ამოიცნეს ,,კაპიშონ“ მაისურიანი ბიჭი, რომელმაც დანით დაჭრა რ---------------ე და ა-–---------- ა--–--ე. მათ მიერ ამოცნობილი პირი იყო ა-–---------------–-ნკო. სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს დასახელებულ მოწმეთა ჩვენებების და საგამოძიებო მოქმედების ამოცნობის სისწორეში. ამოცნობის სანდოობას და სისწორეს ამყარებს ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ საგამოძიებო მოქმედება - ამოცნობა ჩატარდა მკვლელობიდან მცირე დროში, სულ რამდენიმე საათში, რაც ობიექტურად გამორიცხავს დამნაშავე პირის იდენტიფიცირებაში შეცდომის დაშვების გონივრულობას, ამ მცირე დროში მოწმეთა მეხსიერება ვერ წაშლიდა მკვლელის ვიზუალს. მკვლელობა მოხდა 24 მაისს, ღამის 01 საათიდან - 02 საათამდე დროის ინტერვალში, საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა შემთხვევიდან 3-4 საათში: 05:45 საათიდან - 06:10 სთ. მოწმეების გ------- დ---------ის, ჯ------------–-----ის და ბ-----------ის ზეპირი ჩვენებებითა და დაკითხვის ოქმებით ასევე დასტურდება, რომ კონფლიქტი იყო მხოლოდ ორ დაპირისპირებულ მხარეს: ა-–---------------–-ნკოსა და ა-–---------- ა--–--ეს შორის, სხვა დანარჩენები, მათ შორის დაცვის თანამშრომლებიც იყვნენ უბრალოდ გამშველებლები. გარდა ამისა, დანა ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის ჰქონდა მხოლოდ ა-–---------------–-ნკოს. რაც შეეხება სხვა მოწმეებს, დაზარალებულის ზეპირი ჩვენებითა და დაკითხვის ოქმით დასტურდება, რომ ,,შ------------–ი“ ,,კაპიშონიან“ ბიჭთან დაწყებული შელაპარაკება გადაიზარდა შეხლა-შემოხლაში, როგორც ბარში, ასევე ბ----ს მიღმა ქუჩაში. გაშველებაში საწყის ეტაპზე მისი მეგობრები ჩაერთვნენ, ხოლო შემდეგ დაცვის თანამშრომლები. ფიზიკური კონტაქტის დროს, ,,კაპიშონიანმა“ ბიჭმა, რომელიც დაცვის თანამშრომლებთან ჩატარებული ამოცნობის ოქმების მიხედვით იყო ა-–---------------–-ნკო, შემოახია სამოსი, შემდეგ დანით, გამიზნულად გულმკერდის არეში დაჭრა. ეს პირი წინააღმდეგობას უწევდა გამშველებლებსაც, დაჭრა დაცვის თანამშრომელი რ---------------ეც. ა-–---------- ა--–--ის ჩვენების სანდოობას მოწმობს ტრასოლოგიური ექსპერტიზის #1-------- დასკვნა, რომლის თანახმადაც ა-–---------- ა--–--ის პერანგის და პიჯაკის ზედაპირზე არსებული გამჭოლი დაზიანებები წარმოქმნილია ერთდროულად, რაიმე მჩხვლეტავი-მჭრელი საგნის ზემოქმედების შედეგად, როგორიც შესაძლებელია იყოს დანა და თავისი ადგილმდებარეობით დაახლოებით შეესაბამება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა #3-------ში მითითებულ ა-–---------- ა--–--ის სხეულზე არსებულ ჭრილობას. გრძელსახელოებიან პერანგზე და პიჯაკის ზედაპირზე არსებული დაზიანებები ნაკერის განარღვევების და ღილების ამოგლეჯის სახით წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად. შარვლის ზედაპირზე არსებული არასწორხაზოვანი ფორმის გამჭოლი დაზიანება წარმოქმნილია რაიმე მყარ საგანთან კონტაქტის შედეგად. მოწმეები გ-------------ე, გ------- გ---------ე და ა-------------–------ ადასტურებენ კონფლიქტის ფაქტს ,,კაპიშონიან“ ბიჭსა და ა-–---------- (ლ-–-- ა--–--ეს შორის, არ უარყოფენ რომ თავადაც ჩაერთვნენ გაშველებაში, ვიდეო ჩანაწერის საწყის ეტაპზე ჩანს, რომ სხვა პირიც ურტყამს ა. დ--–-----ს, ისევე როგორც ეს უკანასკნელიც ურტყამს სხვას. მოწმეებმა სხვადასხვა რაკურსიდან და ლოკაციიდან დაინახეს, რომ მათი მეგობ---- ა-–---------- (ლ-–-- ა--–--ე იყო დაჭრილი, სასწრაფოდ გადაიყვანეს კლინიკაში. გ------- გ---------ემ უშუალოდ დაინახა, რომ პირს, რომელთანაც ა-–---------- ა--–--ეს ჰქონდა კონფლიქტი და კონფლიქტი ყველა თვითმხილველი მოწმის ჩვენებით იყო მხოლოდ ა-–---------------–-ნკოსთან, ხელში დანა ეჭირა და იქნევდა, შემდეგ დაინახა, რომ ა-–---------- ა--–--ე მოდიოდა ნელი ნაბიჯებით, დაჭრილი. ამავე დროს გაიგონა კივილის ხმა ,,მოკლესო“ და დაინახა მიწაზე ეგდო დაჭრილი ადამიანი, რომელიც აღმოჩნდა დაცვის თანამშრომელი რ---------------ე. გ-------------ემ დაინახა, რომ ხალხის ჯგუფს გამოეყო სისხლიანი პერანგით, დაჭრილი ა-–---------- ა--–--ე, ასევე შენიშნა, რომ დაცვის თანამშრომელი ისიც დაჭრილი, დაეცა მიწაზე. ა-–---------- (ლ-–-- ა--–--ე, გ-------------ე, გ------- გ---------ე და ა-------------–------, მსგავსად დაცვის თანამშრომლებისა, კატეგორიულად და დამაჯერებლად გამორიცხავენ დაზარალებულ ა-–---------- ა--–--ის მხარეს დანის არსებობის ფაქტს.
2.26.7.დაცვის მხარის მითითება, თითქოს ვიდეო ჩანაწერის ერთ-ეპიზოდში შეხლა-შემოხლის დროს, სავარაუდოდ ა-–---------- ა--–--ე მეგობარს რაღაც ნივთს გადასცემს, რომელიც შესაძლოა იყოს დანა, სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება გამომდინარე იქედან, რომ ვიდეო კადრი არ იძლევა გადაცემული ნივთის იდენტიფიცირების საშუალებას და ეს რომ ასეა, დასტურდება ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის #3---- დასკვნითაც. დასკვნის მიხედვით ვიდეოგრამა #1-ის დაბალი ხარისხის გამო, საგნის გარჩევა შეუძლებელია. ვიდეოგრამა #2-ის დაბალი ხარისხის გამო, ჩხუბში მონაწილე პირებს ხელში უჭირავთ თუ არა რაიმე საგანი, პასუხის გაცემა შეუძლებელია. გარდა ამისა, საქმის ფიგურანტი პირები: გამშველებლები და ა-–---------- ა--–--ის მხარე, კატეგორიულად გამორიცხავენ ა-–---------------–-ნკოს გარდა სხვა პირის ხელში დანის ფლობის ფაქტს. ასევე, გამოკვლეული მტკიცებულებებით არაფერი მიუთითებს მასზედ, რომ ა-–---------- ა--–--ე სხვა ვითარებაში, სხვა პირმა ან თუნდაც საკუთარმა რომელიმე მეგობარმა დაჭრა ან თავად მიიყენა თვითდაზიანება გულმკერდის არეში.
2.26.8. დაცვის მხარე შეეცადა დაზარალებულ ა-–---------- (ლ-–-- ა--–--ის და დანაშაულის თვითმხილველი მოწმეების დისკრედიტაციას იმ საფუძვლით, თითქოს ჩვენებებს შორის არის არსებითი წინააღმდეგობა, რაც მათ სანდოობას საეჭვოს ხდის. დაცვის მხარის ეს არგუმენტი გაზიარებული არ იქნა. სასამართლოს შეფასებით გონივრულია, რომ მოწმეებს დანაშაულის ჩადენიდან - სასამართლო განხილვამდე გასული დროის ხანგრძლივი ინტერვალიდან, ასევე ერთი მხრივ იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ მოვლენებს სხვადასხვა რაკუსრიდან აკვირდებოდნენ, სხვადასხვა პირებზე ჰქონდათ გადატანილი ყურადღება და მეორე მხრივ თითოეულ ადამიანს აღქმის განსხვავებული მონაცემები აქვს, არითმეტიკული სიზუსტით ვერ გადმოეცათ მოვლენათა განვითარების თითოეული ნიუანსი. დანაშაულის თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებები არის ურთიერთ თანხვედრაში ინციდენტის დაწყების წინაპირობასთან, განვითარებულ მოვლენებთან, დამანაშავე პირის იდენტიფიცირებასთან, დანაშაულის ხერხთან, მოტივთან და განზრახვასთან. თანხვედრა გამოიკვეთა მასში, რომ 2008 წლის 23 მაისს გვიან ღამით, ,,შ------------–ი“ ა-–---------------–-ნკო შეეჯახა ა-–---------- (ლ-–-- ა--–--ეს, შეჯახებით დაწყებული ინციდენტი ამ ორ მხარეს შორის გადაიზარდა იმგვარ დაპირისპირებაში, რომ აუცილებელი გახდა დაცვის თანამშრომლების ჩართულობა გაშველების მიზნით, სიტუაცია იყო უმართავი, ორივე მხარე იყო არაფხიზელ მდგომარეობაში, ა-–---------------–-ნკო გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიულობით, რის გამოც დაცვის თანამშრომლების და საწყის ეტაპზე ა-–---------- ა--–--ის მეგობრების მთელი რესურსი გადატანილი იყო განსასჯელის დამშვიდებაზე, მცდელობის მიუხედავად ვერ შეძლეს სიტუაციის დასტაბილურება, შეხლა-შემოხლა დინამიკაში სხვადასხვა ლოკაციაზე ინაცვლებდა. ფიზიკური დაპირისპირების დროს, განსასჯელმა ორი პირის განზრახ მკვლელობის მოტივით, დანით გულმკერდის არეში დაჭრა მასთან კონფლიქტში მყოფი პირი ა-–---------- ა--–--ე, ასევე გამიზნულად დანის დარტყმით მოკლა დაცვის თანამშრომელი რ---------------ე, რომელიც ხელს უშლიდა და აბრკოლებდა ა-–---------- ა--–--ის მკვლელობაში. გაშველების და დანაშაულის აღკვეთის პროცესში, დაზიანება მიიღეს დაცვის თანამშრომელმა ჯ------------–-----მა და ა-–---------- ა--–--ის მეგობარმა გ-------------ემ. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის #3------ დასკვნის თანახმად: გ-------------ის სხეულზე არსებული დაზიანებები (მარცხენა თვალის ზედა ქუთუთოზე აღენიშნება მოწითალო ფერის ვრცელი სისხლნაჟღენთი, ამავე არეში ქუთუთოს შუა ნაწილში, აღინიშნება ტეხილ ხაზოვანი ფორმის კანის ზერელე დაზიანება - ნასკდომის სახით სიგრძით 0.7 სმ. კისრის უკანა ზედაპირზე, ქვედა მესამედში, აღინიშნება ხაზოვან რკალოვანი ფორმის სისხლნაჟღენთი, წითელი ფერის სიგრძით - 19.5 სმ. სიგანით - 0.2 სმ. რომლის შუა ნაწილში აღინიშნება წყვეტილი ხასიათის წერტილოვანი განაჭდევები) განვითარებული არიან რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნებიან დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით შეესაბამება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს (ექსპერტი გ.ც--–--ე). სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის #3------ დასკვნის თანახმად: ჯ------------–-----ის სხეულზე (მარჯვენა წინამხრის არეში) აღინიშნება სწორკიდეებიანი ჭრილობა, რომელიც მიყენებულია რაიმე მჭრელი ზედაპირის მქონე საგნით, მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით შეესაბამება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს (ექსპერტი გ.ც--–--ე).
2.26.9. სასამართლო მტკიცებულებებზე დაყრდნობით: მოწმეთა ჩვენებებით, ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის #3---- დასკვნითა და სხდომაზე გამოკვლეული ვიდეო ჩანაწერით, არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ ფიზიკური შეხლა-შემოხლის და გაშველების დროს, უკიდურესი აგრესიით გამორჩეულ ა-–---------------–-ნკოს მიეღო ფიზიკური დაზიანებები, თუმცა არა იმ მასშტაბის, როგორაც აღწერს სუბიექტურად დაინტერესებული პირი - განსასჯელის მეგობ---- ვ-–-------- გ-------–---–ი, რომელიც ინციდენტის დროს არ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და მკვლელობიდან რამდენიმე საათის შემდეგ ნახა ა-–---------------–-ნკო. სუბიექტური პირის ჩვენების გარდა, არაფერი მიუთითებს მასზედ, რომ ა-–---------------–-ნკო იყო უკიდურესად ნაცემი, ამ არგუმენტის დასადასტურებლად საქმეში არ არის წარმოდგენილი არცერთი ობიექტური მტკიცებულება: ფორმა #100, ექიმის ცნობა და სხვა. უფრო მეტიც, გარემოებითი მტკიცებულება, როგორიცაა დანაშაულის ჩადენისთანავე დამნაშავე პირის მიმალვა შემთხვევის ადგილიდან და ქვეყნიდან, ობიექტურ დამკვირვებელს არწმუნებს, რომ ა-–---------------–-ნკოს განზრახვა იყო არა მისი როგორც მსხვერპლად წარმოჩენა მართლმსაჯულების და საზოგადოების წინაშე, არამედ ჩადენილი დანაშაულის გამო პასუხისმგებლობის თავიდან არიდება.
2.26.10. განსასჯელის მეგობრების დ----- ჩ-------ის და ვ-–-------- გ-------–---–ის ჩვენებების ის ნაწილი, სადაც მოწმეები ცდილობენ გამორიცხონ ა-–---------------–-ნკოს მხრიდან იმგვარი დანის ფლობის ფაქტი, რომელიც ობიექტურად გამოიწვევდა რ---------------ის და ა-–---------- ა--–--ის სხეულზე არსებული დაზიანებების მიყენებას, არის მცდელობა, მეგობარს თავიდან აარიდონ მოსალოდნელი პასუხისმგებლობა. სასამართლო ამ ორი მოწმის ჩვენებას არ იზიარებს რამდენიმე გარემოებიდან გამომდინარე: 1. დ----- ჩ-------ემ და ვ-–-------- გ-------–---–მა ,,შ------ნ ბ----“ იქამდე დატოვეს, ვიდრე მხარეთა შორის კონფლიქტი დაიწყებოდა, ისინი არ შესწრებიან დანაშაულის ფაქტს. შესაბამისად, არ ფლობენ ობიექტურ ინფორმაციას, თუ რა მოხდა 2008 წლის 23 მაისის ღამიდან - 24 მაისის დასაწყისში შემთხვევის ადგილზე, ამდენად მათი მტკიცება, რომ ა-–---------------–-ნკო ობიექტურად ვერ მიაყენებდა დანით დაზიანებას დაზარალებულებს, არის სუბიექტური მცდელობა და ვარაუდი, მტკიცებულებებზე დაყრდნობის გარეშე მოხდინონ უტყუარად დადგენილი ფაქტების დისკრედიტაცია. 2. დასახელებულ მოწმეთა ჩვენებებით ა-–---------------–-ნკოს ჩვევად ჰქონდა ე.წ. ბრელოკის ტარება, რომელზედაც დაკიდებული იყო პირადი ჰიგიენის ნივთები: მაკრატელი, ფრჩხილების ქლიბი და 3 სმ-მდე დანა. დ----- ჩ-------ის ჩვენებით, 23 მაისს, განსასჯელს ბარში მხოლოდ ე.წ. ბრელოკზე დაკიდებული 3 სმ-მდე დანა რომ ჰქონდა ახსოვს იმიტომ, რომ ამ უკანასკნელმა სუფრასთან მოიწესრიგა ფრჩხილები. მიუხედავად იმისა, რომ არადამაჯერებელია სუფრასთან სტუმრებთან ვახშმობის დროს, პირს დემოსნტრაციულად დაეწყო პირადი ჰიგიენის - ფრჩხილების მოწესრიგება, ეს ვერსია მაინც არ გამორიცხავს სხვა დანის ფლობის ფაქტს.
2.26.11. ადვოკატის მიერ დასმულ კითხვაზე - მოწმე ბ-----------ის პასუხი: ,,ა-–---------------–-ნკოს ხელში ეჭირა მონიკელებული დანა“, შემდეგ ჩაკითხვაზე, თუ რატომ მიიჩნევდა მოწმე, რომ დანა იყო მონიკელებული და არა შავი ფერის, პასუხი: ,,დანა გარე განათებაზე ბზინავდა, ხოლო შავ ფერს ვერ დაინახავდა“. მოწმის ამგვარ ახსნას დაცვის მხარემ მისცა თავისებური ინტერპრეტაცია და შეაფასა როგორც სავარაუდო პასუხი, რასაც სასამართლო არ ეთანხმება და განმარტავს, რომ ბ-----------ის მიერ დანის აღწერა ფერის კრიტერიუმით იყო მოწმის არათუ ვარაუდი, არამედ დეტალური ახსნა, რატომ დარწმუნდა, რომ დანა იყო მონიკელებული და არა შავი ფერის. რაც შეეხება დანაშაულის იარაღის არარსებობას, აღნიშნულს გააჩნია ობიექტური მიზეზი: ა-–---------------–-ნკო შემთხვევის ადგილიდან მიიმალა მკვლელობის ჩადენისთანავე დანაშაულის იარაღით. სამედიცინო და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით ეჭვგარეშეა გარემოება, რომ ა-–---------------–-ნკომ დანაშაული ცივი იარაღით - დანით ჩაიდინა. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ა-–---------- ა--–--ის ჭრილობა გულმკერდის არეში განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით. რ---------------ესაც აღენიშნებოდა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის წინა მარცხენა ნახევარში, შემავალი გულმკერდის ღრუში, დაზიანება განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით, რომელსაც გააჩნია ყუა და ლესილი პირი. სასამართლო ხაზს უსვამს, რომ დანა არის ის ობიექტი, რომელსაც გააჩნია ყუა და ლესილი პირი. ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დამტკიცდა, რომ ა-–---------- ა--–--ის პერანგის და პიჯაკის ზედაპირზე არსებული გამჭოლი დაზიანებები მიყენებულია მჩხვლეტავი-მჭრელი საგნის ზემოქმედების შედეგად, როგორიც შესაძლებელია იყოს დანა და თავისი ადგილმდებარეობით დაახლოებით შეესაბამება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა #3-------ში მითითებულ ა-–---------- ა--–--ის სხეულზე არსებულ ჭრილობას. რ----- ნ--------ის პერანგის ზედაპირზე არსებული გამჭოლი დაზიანება წარმოქმნილია რაიმე მჩხვლეტავი-მჭრელი საგნის ზემოქმედების შედეგად, როგორიც შესაძლებელია იყოს დანა და თავისი ადგილმდებარეობით დაახლოებით შეესაბამება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა #6------ში მითითებულ რ----- ნ--------ის სხეულზე არსებულ ჭრილობას.
2.26.12. დაცვის მხარემ სასამართლოს შესთავაზა აუცილებელი მოგერიების ფარგლების ვერსიის განხილვაც. დაცვის მხარის შემოთავაზებული ვერსია იქნა განხილული, თუმცა გამოკვლეული მტკიცებულებების სამართლებრივი ანალიზით და შემთხვევის ვითარებით გამოირიცხა ა-–---------------–-ნკოს მოქმედება აუცილებელი მოგერიების ფარგლებში შემდეგ გარემოებათა გამო:
ü საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად.
ü აუცილებელი მოგერიებისათვის საჭიროა შემდეგი პირობების არსებობა: 1. ხელყოფა უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო; 2. ხელყოფა უნდა იყოს იმწუთიერი; 3. ხელყოფა უნდა იყოს რეალური; 4. ხელყოფა უნდა იყოს რელევანტური, სოციალურად მნიშვნელოვანი; 5. ხელმყოფის მოგერიება უნდა იყოს სუბიექტურად სამართლებრივი სიკეთის დაცვის მიზნით განხორციელებული. აუცილებელი მოგერიების ვითარების შექმნისათვის ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა ხელყოფის სოციალურად საშიში ხასიათი. ასევე აუცილებელი პირობაა ხელყოფის რეალურობა, რადგან მოჩვენებითი მოგერიების დროს პირი კ----რეტული სიკეთის დასაცავად აზიანებს მეორე ადამიანს რომელიც არ წარმოადგენს საშიშროებას. ხელყოფის იმწუთიერობა ნიშნავს, რომ ძალის გამოყენება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ, რადგან პირი რომელიც თავს იცავს ვერ მოიცდის. რელევანტურობა ნიშნავს ხელყოფის სოციალურ მნიშვნელოვანებას, ვინაიდან სოციალურად უმნიშვნელო ხელყოფა ირელევანტურია სისხლისსამართლებრივი თავლსაზრისით. სასამართლოს შეფასებით უმნიშვნელო ხელყოფა, ისევე როგორც თავდაცვისა და თავდასხმის ხასიათისა და საშიშროების აშკარა შეუსაბამობა, მაქსიმალურად ზღუდავს ან საერთოდ გამორიცხავს აუცილებელი მოგერიების უფლებას.
ü გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ფიზიკური დაპირისპირება მიმდინარეობდა ბრალდებულსა და დაზარალებულ ა-–---------- (ლ-–-- ა--–--ეს შორის, რომელიც არ იყო შეირაღებული. ერთი-ერთზე შეუიარაღებელ ა-–---------- ა--–--ესთან დანით შეიარაღებული ა-–---------------–-ნკოს დაპირისპირება, როდესაც დაცვის თანამშრომლები ახდენდნენ სიტუაციის დეესკალაციას, გამორიცხავს აუცილებელი მოგერიების წინაპირობას. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ა-–---------------–-ნკო ინტელექტუალური თვალსაზრისით იაზრებდა, რომ მის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას არავითარი საფრთხე არ ემუქრებოდა. ბ-----------ის ჩვენებებით დაცვის თანამშრომლები ცდილობდნენ ინციდენტში მონაწილე მხარეების გაშველებას, თუმცა ა-–---------------–-ნკო არ ემორჩილებოდა მათ მოწოდებას, აგინებდა ირგვლივ ყველას. ბოლო ეპიზოდში გაიქცა სიბნელისკენ, ჩათვალეს რა, რომ შემთხვევის ადგილიდან წავიდა, ცოტა ხანში გაიგონა, რომ ვიღაცამ დაიყვირა ხელში დანა აქვსო. დასკვნა: ა-–---------------–-ნკოს არ სურდა კონფლიქტის დასრულება, იგი გარბის სიბნელეში და უკან მობრუნებული დანას ურტყამს ა-–---------- ა--–--ეს და რ---------------ეს, განსასჯელის ამგვარი ქცევა დინამიკაში არათუ მოგერიების განზრახვას გამორიცხავს, არამედ ამყარებს შურისძიების მოტივს და ახდენს საკუთარი ძალის დემონსტრირებას, რომ შეიარაღებულ პირს წინ ვერავინ აღუდგება, სწორედ ამ დემონსტრაციული ქმედებით ა-–---------------–-ნკო მოკვლის განზრახვით დანას არტყამს ა-–---------- ა--–--ეს და იმ პირს, ვინც ხელს უშლის განზრახვის სისრულეში მოყვანაში და ცდილობას მის განეიტრალებას.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია განზრახ მკვლელობა, რომლის შემადგენლობის სავალდებულო სუბიექტური და ობიექტური ელემენტებია - პირის განზრახი (პირდაპირი ან არაპირდაპირი) ქმედება მიმართული მეორე ადამიანის სიცოცხლის მოსპობისაკენ, შედეგი სიკვდილის სახით. ისეთი კატეგორიის დანაშაულთან მიმართებაში, როგორიცაა განზრახ მკვლელობა, განსაკუთრებით აუცილებელია დადგინდეს დანაშაულის ჩადენის მოტივი, ანუ რა ამოძრავებდა დამნაშავეს? რამ მიიყვანა იგი დანაშაულის ჩადენამდე? და ა.შ. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლეული მტკიცებულებებით დგინდება, რომ რ---------------ე იყო ჩართული ა-–---------------–-ნკოს და ა-–---------- ა--–--ის გაშველებაში, რამდენჯერმე მცირე ინტერვალით მოახდინა ა-–---------------–-ნკოს განრიდება, თუმცა იგი მაინც ცდილობდა ა-–---------- ა--–--ესთან ფიზიკურ კონტაქტს, ინციდენტის ბოლო ეპიზოდში განსასჯელმა ამოიღო დანა და დამიზნებით დაარტყა ა-–---------- ა--–--ეს გულმკერდის არეში, დანით დარტყმების გაგრძელების საშიშროების თავიდან არიდების მიზნით რ---------------ე წინ გადაუდგა ა-–---------------–-ნკოს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა, რომელიც იყო უკიდურესად აგრესიული, მოკვლის განზრახვით, გამიზნულად დანა ჩაარტყა გულმკერდის არეში რ-----------ეს, რომელიც მის აღქმაში ხელს უშლიდა ბოლომდე მიეყვანა ა-–---------- ა--–--ის მოკვლის განზრახვა. ა-–---------------–-ნკოს მყარ განზრახვაზე მოეკლა რ---------------ე მიუთითებს ის გარემოება, რომ მან მსხვერპლს რომელიც მთელი სხეულით წინ გადაუდგა, გამიზნულად დაარტყა დანა პირდაპირ გულის არეში. მკვლელის ზემოაღნიშნული ქცევა დინამიკაში მიუთითებს მკვლელობის სავალდებული სუბიექტურ და ობიექტურ ელემენტებზე, რაც აუცილებელია 108-ე მუხლით პირის მსჯავრდებისათვის.
3.2. სასამართლო აცხადებს, გარდა სუბიექტური და ობიექტური კრიტერიუმებისა, სავალდებულოა დადგენილ იქნეს მიზეზობრივი კავშირი პირის მიერ განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს - სიკვდილს შორის, რომლის გარეშეც ქმედებას განზრახ მკვლელობის კვალიფიკაცია ვერ მიეცემა. მიზეზობრივი კავშირის დასადგენად საკმარისია ა-–---------------–-ნკოს ქცევის შეფასება ქმედების დაწყებიდან დანაშაულის დამთავრებამდე. განსასჯელის ქმედება მიზნად ისახავდა რ---------------ის სიცოცხლის მოსპობას. მიყენებული დაზიანების ხასიათიდან, სიმძიმიდან და ლოკალიზაციიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ა-–---------------–-ნკო რ---------------ის მიმართ მოქმედებდა მკვლელობის განზრახვით, რადგან ადამიანისათვის გულმკერდის არეში დანით ჭრილობის მიყენება, განზრახვის გარეშე საფუძველს მოკლებულია. განსასჯელის მოქმედება - გულმკერდის მიდამოში დანის ჩარტყმა, იყო ამ უკანასკნელის სიცოცხლის მოსპობის აუცილებელი პირობა, რამაც გამოიწვია ის შედეგი - სიკვდილი, რასაც უშუალოდ განზრახვა მოიაზრებდა. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით რ---------------ის სიკვდილის მიზეზია - ნაკვეთ ნაჩხვლეტი, გულმკერდის ღრუში შემავალი ჭრილობა გულის მარცხენა წინა და უკანა კედლის დაზიანებით, შინაგანი სისხლდენა. დაზიანება მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს რასაც მოჰყვა სიკვდილი. მაშასადამე, სახეზეა მიზეზობრივი კავშირი ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
3.3. რაც შეეხება მკვლელობის მცდელობის სამართლებრივ კრიტერიუმებს. იმ შემთხვევაში, თუ განხორციელდა განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული თავდამსხმელისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი, შესაბამისად სახეზე გვაქვს დანაშაულის მცდელობა. ე.ი. დანაშაულის მცდელობის დასჯადობის წინაპირობებია: ა) დანაშაულის შემადგენლობის განხორციელების (დანაშაულის ჩადენის) გადაწყვეტილება, გამოხატული განზრახვაში; ბ) დანაშაულის შემადგენლობის განხორციელების უშუალოდ დაწყება, რა დროსაც სისხლის სამართლით დაცულ სიკეთეს უშუალო საფრთხე ექმნება; გ) მოსალოდნელი შედეგის არარსებობა. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ა-–---------------–-ნკომ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, მოკვლის განზრახვით დანით გულმკერდის არეში დაჭრა მასთან კონფლიქტში მყოფი ა-–---------- (ლ-–-- ა--–--ე, განზრახვის ბოლომდე მიყვანაში ხელი შეუშალა რ---------------ემ, რის გამოც ეს უკანასკნელი მოკლა, ამის შემდეგ იგი კვლავ იქნევდა დანას ა. ა--–--ის მისამართით, მაგრამ ჯ------------–-----ის წინააღმდეგობის გამო ვერ შეძლო განზრახვის ბოლომდე მიყვანა. ა-–---------- ა--–--ის მოკვლის მყარ განზრახვაზე მიუთითებს ასევე ის გარემოება, რომ ჭრილობა მიყენებულია სიცოცხლისათვის სახიფათო - გულმკერდის არეში. შექმნილ ვითარებაში ა-–---------- ა--–--ის სიკვდილი აუცილებლად დადგებოდა, შედეგის დადგომაში ხელი რომ არ შეეშალათ რ---------------ეს და ჯ------------–-----ს. დაზარალებულს დროულად აღმოეჩინა სამედიცინო დამხარება და მიუხედავად სიცოცხლისათვის სახიფათო ხასიათის დაზიანებებისა ის გადარჩა.
3.4. სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და ფაქტების ლოგიკური ჯაჭვით დაასკვნა, რომ ა-–---------------–-ნკომ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში ორი პირის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულები, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციებით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
3.5. რაც შეეხება სასჯელს, მისი განსაზღვრა უნდა მოხდეს სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის სანქციის ფარგლებში. მსგავს საქმეებზე მატერიალური სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ა-–---------------–-ნკოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.
4.2. ა-–---------------–-ნკოს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა საჯარო ადგილზე, მოქალაქეების თანდასწრებით და იმ პირის მიმართ, რომელიც ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას, რათა დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი და მოქალაქეთა უსაფრთხოება.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კ----რეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
5.2. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეგ.
5.3.სასამართლო აკეთებს ხაზგასმას, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი პასუხისმგებლობის არცერთი შემამსუბუქებელი გარემოება, რაც შეეხება დამამძიმებელ გარემოებებს: დანაშაული ჩადენილი იქნა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე მოქალაქეების თანდასწრებით, რამაც პანიკა გამოიწვია, მოახდინა არაერთი დაწესებულების პარალიზება, მკვლელობა ჩადენილი იქნა იმ პირის მიმართ, რომელიც ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და დაცვის ობიექტზე იცავდა საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეების უსაფრთხოებას. სასამართლოს მიაჩნია, რომ როდესაც ჩადენილი დანაშაული ეხება ადამიანის სიცოცხლეს და მის შემდეგომ არსებობას, სასჯელის საკმარისობის თვალსაზრისით ლმობიერი სასჯელის გამოყენება მიზანშეუწონელია. ასეთ დროს უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს საზოგადოებაში იმ განწყობის დანერგვას, რომ უპირატესი ღირებულება არის ადამიანი და მისი სიცოცხლის ხელშეუვალობა, რომ ყოველ მათგანს აქვს სიცოცხლის და თავისუფალი არჩევანის უფლება და მას დაცვა სჭირდება. ლმობიერი სასჯელის გამოყენება სრულიად გაუმართლებელია განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც პირს კლავენ იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი ცდილობს სხვა პირის სიცოცხლე გადაარჩინოს. დანიშნულმა მკაცრმა სასჯელმა ხელი უნდა შეუწყოს სოციალური სამართლიანობის აღდგენას, როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრების, ასევე ზოგადად საზოგადოების ცნობიერებაში. მართალია, სასამართლოს და სასჯელს არ შეუძლიათ განსაზღვრონ საზოგადოების შერიგება, თუმცა, სასჯელს, რომელიც სრულად ასახავს ქმედების სერიოზულობას, შეუძლია ხელი შეუწყოს შერიგებას, რადგან ის იძლევა სამართლებრივ პასუხს და პირადი ან საზოგადოებრივი შურისძიების სურვილს - მიღწეული სამართლიანობის აღდგენით ანაცვლებს.
5.4.ამდენად, დამნაშავე პირის რესოციალიზაციისათვის, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებების, სამართლიანობის აღდგენის და დანაშაულის ჩადენის ვითარების მხედველობაში მიღებით ა-–---------------–-ნკოს უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 20 (ოცი) წლის ვადით.
5.5.საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული 2012 წლის 28 დეკემბრის #202-რს ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი, რომლის თანახმად, უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადება ან/და მცდელობა. სასჯელის მაქსიმალური ზომის განსაზღვრა განაპირობამ ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის გავრცელებამაც, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით დამნაშავე პირს უნდა დაენიშნოს სასჯელის ისეთი ზომა, რომელიც ამნისტიის გავრცელების მიუხედავად გასცემს ადეკვატურ და თანაზომიერ პასუხს ჩადენილ დანაშაულს.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
6.1. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ანაწმენდები მოწითალო ფერის ლაქებით, სიგარეტის ნამწვები, 1 ცალი ცხვირსახოცი მოწითალო ფერის ლაქებით, მინის ჭიქები, 1 ცალი ვისკის ბოთლი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ,,ნოკიას” ფირმის მობილური ტელეფონი 2 ცალი გასაღებით, გარდაცვლილ რ---------------ის და დაზარალებულ ლ-–- ა--–--ის ტანსაცმელი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ დაზარალებულის უფლებამონაცვლეს და ა-–---------- ა--–--ეს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ხელის კვლების ანაბეჭდები, ფოტოსურათები, შპს ,,თ------”-ს ვიდეოკამერის ჩანაწერი ლაზერულ დისკზე - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 495-498-ე, მე-500, 503-ე 507-509-ე, 512-ე, 514-ე, 523-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა-–---------------–-ნკო ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 20 (ოცი) წლის ვადით, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად გაუნახევრდეს და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 1 ივნისის ბრძანებით ა-–---------------–-ნკოს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – დაპატიმრება.
3.მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.
4. ნივთიერი მტკიცებულება:
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ანაწმენდები მოწითალო ფერის ლაქებით, სიგარეტის ნამწვები, 1 ცალი ცხვირსახოცი მოწითალო ფერის ლაქებით, მინის ჭიქები, 1 ცალი ვისკის ბოთლი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
- ,,ნოკიას” ფირმის მობილური ტელეფონი 2 ცალი გასაღებით, გარდაცვლილ რ---------------ის და დაზარალებულ ლ-–- ა--–--ის ტანსაცმელი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ დაზარალებულის უფლებამონაცვლეს და ა-–---------- ა--–--ეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
- ხელის კვლების ანაბეჭდები, ფოტოსურათები, შპს ,,თ------”-ს ვიდეოკამერის ჩანაწერი ლაზერულ დისკზე - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე
6. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი პროკურორის და ადვოკატის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მსჯავრდებულის მიერ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით მისი სათანადო ორგანოებში გამოცხადების ან დაპატიმრების მომენტიდან ერთი თვის ვადაში, ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.
მოსამართლე ხ.ხარჩილავა