გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №---------
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 თებერვალი, 2020 წელი ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე- ეკატერინე ჯინჭველაშვილი
სხდომის მდივანი- ლალი მიქელაძე
მოსარჩელე ------------–-------
წარმომადგენელი - არ--------------
მოპასუხე- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
წარმომადგენელი - დ-----------------
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2---–-–----------------------------------–-------–----------------–--------ს შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე’’(იხ. სასარჩელო განცხადება; ს.ფ. 2-19).
1.2. დაევალოს მოპასუხეს- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მ---------–------------ის შრომითი ბინადრობის ნებართვის მინიჭების თაობაზე(იხ. სასარჩელო განცხადება; ს.ფ. 2-19).
მოსარჩელის განმარტებით არის თურქეთის მოქალაქე, საქართველოში ჩამოვიდა 2010წელს, ჩამოსვლის შემდეგ დასაქმებული იყო სხვადასხვა კერძო კომპანიებში. საქართველოში ლეგალურად ცხოვრებისა და ბიზნესის წარმოების მიზნით განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დროებითი ბინადრობის ნებართვის მიღების მიზნით, ხოლო 2010წლის 13აგვისტოს N---------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მისი გაცხადება და გაიცა დროებითი ბინადრობის ნებართვა, მისი ვადა განისაზღვრა 2011 წლის 13 აგვისტომდე. გაცემული ბინადრობის ნებართვის ამოწურვამდე კანონით განსაზღვრული წესის შესაბამისად ვადის გასაგრძელებლად 2011წლის 10 მაისს განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, ხოლო 2011წლის 09 ივნისის N---------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მისი 2011 წლის 10 მაისის N---------- განცხადება და საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის ვადა გაგრძელდა 2012წლის 09 ივნისამდე. გაცემული ნებართვის ამოწურვამდე კანონით განსაზღვრული წესის შესაბამისად ვადის გაგრძელების მიზნით 2012წლის 11 მაისს განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, ხოლო სააგენტოს 2012წლის 11 მაისის N---------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მისი 2012 წლის 11 მაისის N---------- განცხადება და საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის ვადა გაგრძელდა 2017 წლის 11ივნისამდე. 2016წლის თებერვლიდან დღემდე არის საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირი. 2016წლის 07 ოქტომბერს განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით, რაზედაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016წლის 26 ოქტომბრის N---------- გადაწყვეტილებით ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არქმონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ‘’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტების საფუძველზე უარი ეთქვა საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე. კანონით დადგენილ ვადაში მიმართა სასამართლოს სარჩელით მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ 2016წლის 26ოქტომბრის N---------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების მოთხოვნით. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2---–-–--------------------–-------–----------------------) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ,- სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016წლის 26 ოქტომბრის №---------- გადაწყვეტილება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მ---------–--------------- მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით. სასამართლო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2017წლის 17 მაისს. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2017წლის 12 ივნისის N---------- გადაწყვეტილებით ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არქონე პირთა სამათლებრივი მდგომარეობის შესახებ‘’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტების საფუძველზე კვლავ უარი უთხრა საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე. კანონით დადგენილ ვადაში მიმართა სასამართლოს სარჩელით მოპასუხე- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 12 ივნისის N---------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების მოთხოვნით. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა,- სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017წლის 12 ივნისის N---------- გადაწყვეტილება და დაევალა მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოში, თუმცა საბოლოოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. სასამართლო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2018წლის 14 დეკემბერს. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2019წლის 06ივნისის N---------- გადაწყვეტილებით ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ‘’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტების საფუძველზე კვლავ უარი ეთქვა საქართველოში მუდმივი ცხოვრებს ნებართვის გაცემაზე.
მოსარჩელის განმარტებით, 2019წლის 02 ივლისს განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით, რაზეც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019წლის 01აგვისტოს N---------- გადაწყვეტილებით უარი ეთქვა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე. დღეის მდგომარეობით საქართველოში განუწყვეტლივ ლეგალურად(ბინადრობის ნებართვით) ცხოვრობს 9წელზე მეტია. 2010წლიდან საქართველოში მისი კომპანიის მიერ განხორციელებული იქნა უამრავი წარმატებული პროექტი, დღეის მდგომარეობით დასაქმებულია უამრავი ადგილობრივი მაცხოვრებელი. კომპანია ფლობს უამრავ უძრავ ქონებას, რომელიც დღეის მდგომარეობით ირიცხება კომპანიის ბალანსზე. 2012წლიდან საქართველოში შექმნა ოჯახი და არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა საქართველოს მოქალაქე ა-------------------ნ, 2013წლის 5 იანვარს შეეძინა შვილი-ათ--------ი, 2014წლის 16სექტემბერს აღნიშნული ქორწინება ოფიციალურად დარეგისტრირდა სსგს მარნეულის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ითხოვს მის ბათილად ცნობას და მოპასუხე მხარისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. ასევე მიუთითა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ ეწინააღმდეგებოდა კანონს და არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. სააგენტომ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, გაითვალისწინა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილი და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად მიზანშეუწონლად მიიჩნია მოსარჩელისათვის შრომითი ბინადრობის თაობაზე ნებართვის გაცემა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ მ---------–-------ი(დაბადებული 1---–-–-------------- არის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ეროვნული პასპორტი(ს.ფ. 21-25)
3.1.2. საქმეში წარმოდგენილი თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს დეპარტამენტის 2016 წლის 24 ნოემბრის ცნობით დადგენილია, რომ მ---------–-------მა 1997წლის 30 სექტემბერს დაამთავრა ანადოლუს უნივერსიტეტი, ბიზნესის ფაკულტეტი, ბიზნესის ადმინისტრირება(დაუსწრებელი ფორმა).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თურქეთის რესპუბლიკა უმაღლესი განათლების საბჭოს დეპარტამენტის ცნობა (ს.ფ.26-28)
3.1.3. საქმეში წარმოდგენილი თურქეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი რეესტრისა და სტატისტიკის მთავარი სამმართველოს ინფორმაციის თანახმად ბ----------------–----–-------–-------- დაბადებული 1972წლის 08 მარტს რეგისტრირებული ანტალია/ქაშ, ძიების შედეგად ნასამართლობის შესახებ სარეგისტრაციო მონაცემები: ზემოაღნიშნული მონაცემების მქონე პირის შესახებ ნასამართლობის შესახებ სარეგისტრაციო ჩანაწერი არ მოიძებნა, ზემოაღნიშნული მონაცემების მქონე პირის შესახებ ნასამართლობის შესახებ სარეგისტრაციო საარქივო ჩანაწერი არ მოიძებნა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თურქეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი რეესტრისა და სტატისტიკის მთავარი სამმართველო (ს.ფ.29-30)
3.1.4. საქმეში წარმოდგენილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2018წლის 07 სექტემბრის N------------------- ცნობით ნასამართლობის შესახებ დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით მოქალაქე მ---------–-------, დაბადებული 08.03.1----–--–- რ/ნ მცხოვრები თურქეთი, არ არის ნასამართლევი და ძებნაში არ იმყოფება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 07 სექტემბრის N------------------- ცნობა (ს.ფ.31)
3.1.5. საქმეში წარმოდგენილი ქორწინების მოწმობით დადგენილია, რომ ა-------------------------------–-- შორის ქორწინების რეგისტრაცია განხორციელდა 2014წლის 15 სექტემბერს, აქტის ჩანაწერი N------------ მოწმობის გამცემი ორგანოა სსგს მარნეულის სამოქალაქო რეესტრის სამსახური;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მოწმობა (ს.ფ.32)
3.1.6. საქმეში წარმოდგენილი დაბადების მოწმობით დადგენილია, რომ ათ--------ი დაიბადა 2013წლის 5 იანვარს, დაბადების ადგილი მარნეული; პირადი ნომერი: 2----------- სქესი-მდედრობითი; მოქალაქეობა-საქართველო; აქტის ჩანაწერის ნომერი: 3----------- მამა მ---------–-------ი, დედა------------------ მოწმობა გაცემულია სსგს მარნეულის სამოქალაქო რეესტრის სამსახური;
საქმეში წარმოდგენილი დაბადების მოწმობით დადგენილია, რომ ზეინელ აბიდინ ბექიქი დაიბადა 2019 წლის 16 აგვისტოს, დაბადების ადგილი მარნეული; პირადი ნომერი:2----------; სქესი-მამრობითი; მოქალაქეობა-საქართველო; აქტის ჩანაწერის ნომერი: 3----------- მამა მ---------–-------ი, დედა------------------ მოწმობა გაცემულია სსგს მარნეულის სამოქალაქო რეესტრის სამსახური.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობა (ს.ფ.34)
- დაბადების მოწმობა (ს.ფ.35)
3.1.7. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ვაკის სამსახურის 2010წლის 13 აგვისტოს N---------- დროებითი ბინადრობის ნებართვით დადგენილია, რომ მ---------–-------ი დაბ 08.03.1----–--–-, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, პასპორტი N------------ მიენიჭა საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვა. ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2010წლის 13აგვისტოდან 2011 წლის 13 აგვისტომდე.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 2011წლის 09ივნისის N---------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ---------–-------ის 2011წლის 10 მაისის N---------- განცხადება და მ---------–-------ს გაუგრძელდა საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვა 2012 წლის 09ივნისამდე.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 2012წლის 11ივნისის N---------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ---------–-------ის 2012წლის 11 მაისის N---------- განცხადება და მ---------–-------ს გაუგრძელდა საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვა 2017 წლის 11ივნისამდე.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 2012წლის 11ივნისის N---------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ---------–-------ის 2012 წლის 11 მაისის N---------- განცხადება და მ---------–-------ს გაუგრძელდა საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვა 2017წლის 11 ივნისამდე.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 2016წლის 26 ოქტომბრის N---------- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა თურქეთის რესპუბლკის მოქალაქე მ---------–-------ის 2016წლის 07 ოქტომბრის N-------------- განცხადება და მ---------–-------ს უარი ეთქვა საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016წლის 26 ოქტომბრის N---------- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა თურქეთის რესპუბლკის მოქალაქე მ---------–-------ის 2016წლის 07ოქტომბრის N-------------- განცხადება და მ---------–-------ს უარი ეთქვა საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017წლის 12 ივნისის N---------- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ---------–-------ის 2016წლის 07 ოქტომბრის N-------------- განცხადება და მ---------–-------ს უარი ეთქვა საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017წლის 17მარტის N--------- გადაწყვეტილებით, მ---------–-------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016წლის 26 ოქტომბრის N---------- გადაწყვეტილება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მ---------–--------------- მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017წლის 31ოქტომბრის N--------- გადაწყვეტილებით, მ---------–-------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017წლის 12 ივნისის N---------- გადაწყვეტილება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მ---------–------------ვის მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით.
მ---------–-------ის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო საჩივრით, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2----–-–------------–----------------ანჩინებით აპელანტ მ---------–-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ვაკის სამსახურის 2010წლის 13 აგვისტოს N---------- გადაწყვეტილება(ს.ფ.53-54)
-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 2011 წლის 09 ივნისის N---------- გადაწყვეტილება(ს.ფ.55-56)
-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 2012 წლის 11 ივნისის N---------- გადაწყვეტილება(ს.ფ. 57-58)
-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016წლის 26 ოქტომბრის N---------- გადაწყვეტილება(ს.ფ.59)
-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016წლის 26 ოქტომბრის N---------- გადაწყვეტილება(ს.ფ.60-61)
-თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 მარტის N--------- გადაწყვეტილება(ს.ფ.62-72)
-თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის N--------- გადაწყვეტილება(ს.ფ.73-85)
3.1.8. 2019წლის 02 ივლისს, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ---------–-------მა N---------- განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და ,,უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე მოითხოვა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა.
საკითხის განხილვის ფარგლებში, საქართველოს იუსტიცის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2019წლის 04 ივლისს №------------ წერილით მიმართა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და სთხოვა ეცნობებინა არსებობდა თუ არა მ---------–-------ის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2---–-–---------–------------------------ წერილით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნია მ---------–------------ის შრომითი ბინადრობის ნებართვის მინიჭება.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 01 აგვისტოს N---------- გადაწყვეტილებით, განმცხადებელს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად უარი ეთქვა შრომითი ბინადრობის გაცემაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
------------–-------ის 2019 წლის 02 ივლისის N----------/1 განცხადება ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესახებ(ს.ფ. 122-127)
-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 04 ივლისის №------------ წერილი(ს.ფ. 116)
-საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2----–-–---------–----------------------5 წერილი(ს.ფ. 117)
-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019წლის 01 აგვისტოს N---------- გადაწყვეტილება ,,მ---------–-------ის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე’’(ს.ფ. 113)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მ---------–-------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ- სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2----–-–---------------------------- გადაწყვეტილება ,,მ---------–-------ის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე’’ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალოს კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მ---------–--------------- შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის განცხადებასთან დაკავშირებით.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი, ,,კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს მთავრობის 2014წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული- -საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2---–-–----------------------------------–-------–----------------–--------ს შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას.
დასახელებული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სააგენტო. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელს, რომელსაც აქვს ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე სახის ბინადრობის ნებართვა, უფლება აქვს, სხვა სახის ბინადრობის ნებართვის მისაღებად სააგენტოს მიმართოს, თუ იგი შესაბამისი სახის ბინადრობის ნებართვის გასაცემად დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლი განსაზღვრავს ბინადრობის ნებართვის სახეებს. აღნიშნული მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად(სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), ბინადრობის ნებართვის ერთ-ერთი სახეა შრომითი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად, აგრეთვე თავისუფალი პროფესიის ადამიანზე.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2019წლის 02 ივლისს, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ---------–-------მა N---------- განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა მოითხოვა. სწორედ აღნიშნული განცხადების საფუძველზე იქნა დაწყებული საქართველოს იუსტიცის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში ადმინისტრაციული წარმოება.
6.3. ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრულია საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები. კერძოდ,- აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ: არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ, ხოლო ამავე მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ: იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.
სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 2014წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული იქნა ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი’’, რომლითაც განსაზღვრულია უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები. მითითებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, უცხოელი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს(შემდგომში – სააგენტო), ხოლო შრომითი ბინადრობის ნებართვის მოპოვების საკითხის განხილვისათვის საჭირო საბუთების ნუსხა მოცემულია ამავე დებულების მე-5 მუხლში.
სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვა-გადაწყვეტის წესი რეგლამენტირებულია საქართველოს მთავრობის 2014წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის’’ მე-13 მუხლით, რომლის მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო უფლებამოსილია, ხოლო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,გ’’, ,,დ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან. სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები, მიმართვის მიღებიდან 5დღეში წარუდგენენ სააგენტოს მოთხოვნილ ინფორმაციას. თუ აღნიშნული ვადა საკმარისი არ არის წერილობითი ინფორმაციის გასაცემად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები ამის თაობაზე აცნობებენ სააგენტოს, რის შემდეგაც მათ მიეცემათ დამატებით ორდღიანი ვადა. საქართველოს სახელმწიფო ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ აღნიშნულ ვადებში სააგენტოსათვის საჭირო ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ითვლება, რომ არ არსებობს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები(გარდა კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტისა) და სააგენტო ვალდებულია საკითხის განხილვა დაასრულოს კანონით განსაზღვრულ ვადაში.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ საქართველოს მთავრობის 2014წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, შეამოწმა მ---------–-------ის მიერ წარდგენილი დოკუმენტები, მიმართა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და მიღებული ინფორმაციის შედეგად ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტების საფუძველზე, 2019წლის 01 აგვისტოს მიიღო N---------- გადაწყვეტილება, რომლითაც მ---------–-------ს 2019 წლის 02ივლისის N---------- განცხადება არ დაკმაყოფილდა და მ---------–-------ს უარი ეთქვა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.
6.4. სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია მიუთითოს ,,კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის თანახმადაც, კონტრდაზვერვითი საქმიანობა არის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება. ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებული იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
,,კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაცია და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია ეკისრება სპეციალურ სამსახურს- საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2----–-–---------–---------------------- წერილით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნია მ---------–------------ის საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ხოლო ამავე კოდექსის მე-6-7 მუხლებით განისაზღვრება დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესი და პირობები. კერძოდ: თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში; ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება; დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა; დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებასთან გვაქვს საქმე, როდესაც სამართლის ნორმის ფაქტობრივი შემადგენლობისა და ფაქტის შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, მას რჩება შესაძლებლობა, აირჩიოს მისაღები ღონისძიება. ასეთ შემთხვევაში კანონი ერთ კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს არ განსაზღვრავს, არამედ ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას, თვითონ განსაზღვროს სამართლებრივი შედეგები, იმდენად, რამდენადაც ორ ან რამდენიმე შესაძლო სამართლებრივ შედეგს ადგენს და აძლევს ორგანოს შესაძლებლობას, აირჩიოს ყველაზე მისაღები საშუალება. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულმა უფლებამოსილებამ შეიძლება მოიცვას ადმინისტრაციული ორგანოს არჩევანის შესაძლებლობა - კონკრეტულ შემთხვევაში განახორციელოს თუ არა რაიმე ღონისძიება ან მისაღები ღონისძიებებიდან რომელი გამოიყენოს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ უცხოელისათვის საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება და ადმინისტრაციული ორგანო შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, უფლებამოსილია გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნულთან ერთად, სასამართლო იცავს რა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის სფეროს, იმავდროულად, აქვს შესაძლებლობა მოახდინოს ზემოქმედება მმართველობის ამ სფეროზე, ვინაიდან არ არსებობს აბსოლუტურად დისკრეციული უფლებამოსილება, ისევე როგორც აბსოლუტური საკანონმდებლო განსაზღვრულობა, უფლებამოსილება ყოველთვის უკავშირდება კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებს, იმ ფაქტობრივი გარემოებების დადგენას, რომლებიც საფუძვლად დაედო ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, თანასწორობის, დასაბუთებულობის, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის, თანაფარდობის პრინციპების დაცვის მოთხოვნას. ხსენებული კრიტერიუმების სინთეზი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას შეაფასოს ზემოაღნიშნული ასპექტები.
6.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი(შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.5 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის ვალდებულება, კერძოდ- ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
დასახელებული ნორმის ანალიზის საფუძველზე იმისათვის, რათა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება სწორედ ამ გარემოებათა შეფასების შედეგად.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მ---------–-------ის მიერ შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე წარდგენილი განცხადების განხილვის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს არ გამოუკვლევია საქმის ფაქტობრივი გარემოებები სრულყოფილად. კერძოდ, როგორც აღინიშნა გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მ---------–------------ის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებული იქნა ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტები. მითითებული ნორმის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ, ხოლო ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს. უპირველეს ყოვლისა სასამართლო განმარტავს, რომ პრიორიტეტულად მიიჩნევს სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის საკითხებს, თუმცა ამავე დროს მიაჩნია, რომ მიდგომა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს თანმიმდევრული და არ უნდა ქმნიდეს შეუსაბამო დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას. ამასთან, სასამართლომ კანონით დადგენილი წესით გამოითხოვა და შესაბამისად გაეცნო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2---–-–-------------------------------- წერილის საფუძვლად არსებულ ინფორმაციას და მიაჩნია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ზემოხსენებული წერილის(დასკვნის) არსებობის პირობებში, მართალია მოპასუხეს შეეძლო გაეთვალისწინებინა აღნიშნული და მიეღო გადაწყვეტილება მ---------–------------ის საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, თუმცა მოპასუხემ სათანადოდ არ გამოიკვლია და არ შეაფასა ის გარემოებები, რომ ბინადრობის მაძიებელი პირი------------–-------ი 2010წლიდან ეწევა საინვეტიციო საქმიანობას; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ვაკის სამსახურის 2010წლის 13 აგვისტოს N---------- დროებითი ბინადრობის ნებართვით დადგენილია, რომ მ---------–-------ი დაბ 08.03.1---–--–ს, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, პასპორტი N------------ მიენიჭა საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვა, ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2010წლის 13აგვისტოდან 2011წლის 13 აგვისტომდე; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 2011წლის 09ივნისის N---------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ---------–-------ის 2011წლის 10 მაისის N---------- განცხადება და მ---------–-------ს გაუგრძელდა საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვა 2012წლის 09ივნისამდე; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 2012წლის 11ივნისის N---------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ---------–-------ის 2012წლის 11 მაისის N---------- განცხადება და მ---------–-------ს გაუგრძელდა საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვა 2017წლის 11ივნისამდე; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 2012წლის 11ივნისის N---------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ---------–-------ის 2012 წლის 11 მაისის N---------- განცხადება და მ---------–-------ს გაუგრძელდა საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვა 2017წლის 11ივნისამდე. ასევე არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საქმეში წარმოდგენილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2018წლის 07 სექტემბრის N------------------- ცნობით ნასამართლობის შესახებ დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით მოქალაქე მ---------–-------, დაბადებული 08.03.1----–--–- რ/ნ მცხოვრები თურქეთი, არ არის ნასამართლევი და ძებნაში არ იმყოფება.
6.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019წლის 01 აგვისტოს №1000673878 გადაწყვეტილება ,,მ---------–-------ის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე’’ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალოს კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მ---------–--------------- შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის განცხადებასთან დაკავშირებით, რადგან ამ აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს- სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100(ასი) ლარის ოდენობით. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის და იმის გათვალისწინებით, ვინაიდან სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ- სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მოსარჩელე------------–-------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100(ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ---------–-------ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2---–-–----------------------------------–-------–----------------–--------ს შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე’’.
3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალოს კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მ---------–--------------- შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის განცხადებასთან დაკავშირებით.
4. მოპასუხეს- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მოსარჩელე------------–-------ის სასარგებლოდ დაეკისროს 100(ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში(მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14(თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის(მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილი