განაჩენი

სისხლის სამართლის 05.03.2020
საქმის ნომერი
010100120003445618
დავის ტიპი
151 , 126 1
თარიღი
05.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N010100120003445618

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 თებერვალი, 2020 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - დავით მამისეიშვილი

სხდომის მდივანი - მირანდა თურმანიძე

 

პროკურორი - თამარ ჩინჩალაძე

 

ბრალდებული - ა-------------ნოვი

ადვოკატი - ნუ------------–-ძე

 

თარჯიმანი - ზი----------------ნი

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე,ბრალდებული: ა-------------ნოვი

მამის სახელი: გ---რ

დაბადებული: 2-.06.1--- წელი

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

პირადი ნომერი: 2---------8

ნასამართლობა: არმქონე

მისამართი: მარნეულის რაიონი, სოფ. ა-----–ო

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:

126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი

151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2019 წლის 22 დეკემბერს, დილის საათებში, ქ. ბათუმში, ალ-----–--ნის ქ. N144-ში მდებარე სასტუმრო ,,ბ-–------ი’’-ს 401-ე ოთახში ყოფნის დროს, ა-------------ნოვმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნა--–------ნს, კერძოდ, მარჯვენა ფეხი ჩაარტყა ნა--–------ნს მარცხენა ფეხში, რითაც ნა--–------ნმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2019 წლის 22 დეკემბერს, დილის საათებში, ქ. ბათუმში, ალ-----–--ნის ქ. N144-ში მდებარე სასტუმრო ,,ბ-–------ი’’-ს 401-ე ოთახში ყოფნის დროს, ა-------------ნოვი ნა--–------ნს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით, რაც ნა--–------ნმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მხარეებმა არსებითი განხილვის სხდომაზე, არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

3. ბრალდებულმა ა-------------ნოვმა დაადასტურა, რომ 2019 წლის 22 დეკემბერს, ქ. ბათუმში, ალ-----–--ნის ქ. N144-ში მდებარე სასტუმრო ,,ბ-–------ი’’-ს 401-ე ოთახში ყოფნის დროს, ძალადობა განახორციელა ნა--–------ნის მიმართ, რაც დადასტურებულია ამ უკანასკნელის გამოკითხვის ოქმით.

 

4. სამედიცინო ექსპერტიზის №000510320 დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმების მონაცემებით (23.12.19 წ), ნა--–------ნს სხეულზე ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური კვალი არ ღენიშნება.

 

5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგენილია ძალადობისათვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

6. უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ა-------------ნოვმა ძალადობა განახორციელა ნა--–------ნის მიმართ, რითაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

7. 2019 წლის 22 დეკემბერს, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში ჯ-------------ვას შეტყობინების საფუძველზე დაიწო გამოძიება ძალადობის ფაქტზე.

 

8. შეტყობინების (რეგისტრაციის N3426399) თანახმად, ჯ-------------ვას დაუკავშირდა ვინმე ნაილა და სთხოვა დაერეკა 112-ში, რადგან მას ცემენ.

 

9. ბრალდებულმა ა-------------ნოვმა დაადასტურა, რომ 2019 წლის 22 დეკემბერს, ქ. ბათუმში, ალ-----–--ნის ქ. N144-ში მდებარე სასტუმრო ,,ბ-–------ი’’-ს 401-ე ოთახში ყოფნის დროს ნა--–------ნს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზანებით, რაც ასევე დადასტურებულია ნა--–------ნის გამოკითხვის ოქმითაც.

 

10. დაზარალებულ ნა--–------ნის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, რესტორანში გაიცნო აზერბაიჯანელი მამაკაცი, რომელმაც საუბრისას უთხრა, რომ მოწონდა და რამდენ თანხასაც ეტყოდა, იმდენს მისცემდა ოღონდ მას უნდა გაჰყოლოდა. მან წაიყვანა სასტუმროში. გარკვეული საუბრის შემდეგ გადაწყვიტა სახლში დაბრუნებულიყო, რაზეც ის გაბრაზდა, ხელი ჰკრა და წააქცია. ამის შემდეგ, ფეხი ჩაარტყა მარცხენა ფეხის არეში და ემუქრებოდა, რომ თუ მასთან არ დარჩებოდა შრამს დაადებდა სახეზე.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

11. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ძალადობაში; ძალადობა (სსკ-ის 126 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველეს ყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხგაცემული უნდა იქნეს.

 

12. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია მუქარა, ესე იგი სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

13. პირის ქმედების ხსენებული ნორმით შეფასებისთვის საჭიროა ორი კრიტერიუმის ერთდროულად არსებობა - 1) არსებობდეს სიცოცხლის მოსპობის მუქარა და 2) დაზარალებულს უნდა გაუჩნდეს ხსენებული მუქარის განხორციელების შიში.

 

14. სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის საჭიროა პირდაპირი მტკიცებულებების არსებობა, რაც გამყარებულია მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით რეგლამენტირებულ გ---მტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გ---მტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში რაოდენობრივად თუნდაც მხოლოდ ორი პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე გ---მტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. პირდაპირი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო.

 

15. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გ---მტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

16. სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ა-------------ნოვმა - მის მიერ განხორციელებული ქმედებებით - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

17. ა-------------ნოვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

18. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიმართ დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა, ხოლო შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

19. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ა-------------ნოვს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს ჯარიმა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ა-------------ნოვის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

20. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობის დროს, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს და საბოლოოდ, ა-------------ნოვს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2.200 (ორიათას ორასი) ლარის ოდენობით.

 

21. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 200 (ორასი) ლარით და საბოლოოდ, ა-------------ნოვს სასჯელის სახედ და ზომად დაურჩეს ჯარიმა 2.000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული ა-------------ნოვი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მას:

 

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2.200 (ორიათას ორასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2.000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ა-------------ნოვს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2.200 (ორიათას ორასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 200 (ორასი) ლარით და საბოლოოდ, ა-------------ნოვს სასჯელის სახედ და ზომად დაურჩეს ჯარიმა 2.000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით გაუქმდეს და გირაოს შემტანს თ---------------რს (პ/ნ 5----------) კანონით დადგენილი წესით დაუბრუნდეს ა-------------ნოვის გირაოს უზრუნველსაყოფად შეტანილი ფულადი თანხა 3.000 (სამი ათასი) ლარი. დასტური Nა 057572, სალაროს შემოსავლის ორდერი N14/35126, სს ,,საქართველოს ბანკი’’.

 

განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: დავით მამისეიშვილი