განაჩენი

სისხლის სამართლის 05.03.2020
საქმის ნომერი
010100120003481962
დავის ტიპი
126 (1) 1 , 151
თარიღი
05.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N0101001-0003481962

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 თებერვალი, 2020 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - დავით მამისეიშვილი

სხდომის მდივანი - მირანდა თურმანიძე

 

პროკურორი - რამაზ შანიძე

 

ბრალდებული - მე--–---------–---ძე

ადვოკატი - ზუ--------------ძე

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე,ბრალდებული: მე--–---------–---ძე

მამის სახელი: მე----ი

დაბადებული: 1-.09.1--- წელი

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

პირადი ნომერი: 6---------0

ნასამართლობა: არმქონე

მისამართი: ხელვაჩაური, სოფ. წი----–ა

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:

1-61 მუხლის 1-ლი ნაწილი

111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქ/პუნქტი

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. მე--–---------–---ძე და ნ-----–------–--აძე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. თანაცხოვრების ბოლო პერიოდში მათ დაეძაბათ ურთიერთობა რა დროსაც მე--–---------–---ძემ თავის მეუღლეს ნ-----–------–--აძეს მიაყენა სისტემატიური სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ძალადობის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ტანჯვა, დამცირება და ფიზიკური ტკივილი.

 

2019 წლის 20 დეკემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წი----–აში, საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებული ურთიერთკამათისას, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა მე--–---------–---ძემ მეუღლეს ნ-----–------–--აძეს უმიზეზოდ აგინა დედის მისამართით, უწოდა აუგი სიტყვები რა დროსაც ნ-----–------–--აძემ განიცადა ტანჯვა და დამცირება.

 

2019 წლის 31 დეკემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წი----–აში, საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებული ურთიერთკამათისას, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა მე--–---------–---ძემ მეუღლეს ნ-----–------–--აძეს უმიზეზოდ აგინა დედის მისამართით, უწოდა სალანძღავი სიტყვები, უყვირა რა დროსაც ნ-----–------–--აძემ განიცადა ტანჯვა და დამცირება.

 

2020 წლის 01 იანვარს, დაახლოებით 23:00 საათზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წი----–აში, საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებული ურთიერთკამათისას, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა მე--–---------–---ძემ მეუღლეს ნ-----–------–--აძეს უმიზეზოდ აგინა დედის მისამართით, უწოდა სალანძღავი სიტყვები, უყვირა, გამოხატა აგრესია, მოიხსენია აუგად რა დროსაც ნ-----–------–--აძემ განიცადა ტანჯვა და დამცირება.

 

2020 წლის 01 იანვარს, დაახლოებით 23:00 საათზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წი----–აში, საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებული ურთიერთკამათისას, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა მე--–---------–---ძემ მეუღლეს ნ-----–------–--აძეს უმიზეზოდ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდგომ, რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის და თავის არეში რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2020 წლის 01 იანვარს, დაახლოებით 23:00 საათზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წი----–აში, საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებული ურთიერთკამათისას, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა მე--–---------–---ძემ მეუღლეს ნ-----–------–--აძეს უმიზეზოდ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შემდგომ დაემუქრა ქონების განადგურებით, ანუ მობილური ტელეფონის დამტვრევით და სიცოცხლის მოსპობით რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 1-0-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა:

 

3. 2020 წლის 02 იანვარს, ხელვაჩურის რაიონული სამმართველოს ჩაისუბნის პოლიციის განყოფილებაში დაზარალებულის - ნ-----–------–--აძის შეტყობინების საფუძველზე დაიწო გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე.

 

4. შეტყობინების (რეგისტრაციის N2396) თანახმად, ნ-----–------–--აძე აცხადებდა, რომ მისი მეუღლე მე--–---------–---ძე აყენებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.

 

5. ჩაისუბნის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ - გამომძიებელ ა--–--------ძის მიერ შედგენილი N021802 შემაკავებელი ორდერის თანახმად, 2020 წლის 01 იანვარს, მე--–---------–---ძემ, ხელვაჩაურის რაიონში, სოფ. წი----–აში მდებარე საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის საფუძველზე, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თავის მეუღლეს ნ-----–------–--აძეს. ამავე შემაკავებელი ორდერით, მოძალადეს - მე--–---------–---ძეს აეკრძალა მსხვერპლთან - ნ-----–------–--აძესთან ყოველგვარი კომუნიკაცია.

 

6. ბრალდებულმა მე--–---------–---ძემ დაადასტურა, რომ 2019 წლის 20 დეკემბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წი----–აში, საცხოვრებელ სახლში, მეუღლის ნ-----–------–--აძის მიმართ განახორციელა ძალადობა, რაც დადასტურებულია ამ უკანასკნელის გამოკითხვის ოქმით.

 

2019 წლის 31 დეკემბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წი----–აში, საცხოვრებელ სახლში, მეუღლის ნ-----–------–--აძის მიმართ განახორციელა ძალადობა, რაც დადასტურებულია ამ უკანასკნელის გამოკითხვის ოქმით.

 

2020 წლის 01 იანვარს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წი----–აში, საცხოვრებელ სახლში, მეუღლის ნ-----–------–--აძის მიმართ განახორციელა ძალადობა, რაც დადასტურებულია ამ უკანასკნელის გამოკითხვის ოქმით.

 

7. 2020 წლის 02 იანვარს შედგენილი ოქმის (ნ-----–------–--აძის სხეულის დათვალიერების შესახებ) თანახმად, ნ-----–------–--აძეს აღენიშნებოდა დაზიანებები, კერძოდ, სახის მარჯვენა ლოყის არეში დაჟეჟილობის სახით, სახის მარცხენა მხარეს ტუჩების დაბოლოებებში სისხლჩაქცევები, მარჯვენა ხელზე დანარტყამი.

 

8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-61 მუხლის 1-ლი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგენილია ოჯახური დანაშაულისათვის, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, სისტემატურ შეურაცხყოფას, შანტაჟს, დამცირებას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 1-0-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

9. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

10. საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში.

 

11. უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, (ქორწინების აქტი) დადგენილია, რომ მე--–---------–---ძე არის ნ-----–------–--აძის მეუღლე, რომელთანაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, რომელთაც ჰყავთ საერთო შვილები.

 

1-. ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მე--–---------–---ძემ ჩაიდინა ოჯახის წევრის - მეუღლის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

13. ბრალდებულმა მე--–---------–---ძემ დაადასტურა, რომ 2020 წლის 01 იანვარს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წი----–აში, საცხოვრებელ სახლში, მისი ოჯახის წევრს, მეუღლეს - ნ-----–------–--აძეს დაემუქრა ქონების განადგურებით და სიცოცხლის მოსპობით, რაც ასევე დადასტურებულია ნ-----–------–--აძის გამოკითხვის ოქმითაც.

 

14. დაზარალებულ ნ-----–------–--აძის გამოკითვის ოქმის თანახმად, მან განმარტა, რომ მეუღლემ - მე--–---------–---ძემ, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ამას გარდა, მაშინ, როდესაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობის მუქარით.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

15. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის მიხედვით, პასუხისმგებლობა დაწესებულია ოჯახური დანაშაულისათვის.

 

ამავე მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 1-0-ე, 1-6-ე, 1331-ე, 1332-ე, 137-ე-141-ე, 143-ე, 144-ე-1443, 149-ე−1511-ე, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე, 255-ე, 2551-ე, 3811-ე და 381--ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. საქართველოს სსკ-ის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად კი, ამ მუხლის მიზნებისათვის მეუღლე ითვლება ოჯახის წევრად.

 

განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1-61 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 1-0-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველეს ყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხგაცემული უნდა იქნეს.

 

16. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია მუქარა, ე.ი სიცოცხლის მოსპობის, ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

17. პირის ქმედების ხსენებული ნორმით შეფასებისთვის საჭიროა ორი კრიტერიუმის ერთდროულად არსებობა - 1) არსებობდეს სიცოცხლის მოსპობის ან ქონების განადგურების მუქარა და 2) დაზარალებულს უნდა გაუჩნდეს ხსენებული მუქარის განხორციელების შიში.

 

18. სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის საჭიროა პირდაპირი მტკიცებულებების არსებობა, რაც გამყარებულია მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში რაოდენობრივად თუნდაც მხოლოდ ორი პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. პირდაპირი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო.

 

19. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

20. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ მე--–---------–---ძემ, მის მიერ განხორციელებული ქმედებებით - ჩაიდინა დანაშაულები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-61 მუხლის 1-ლი ნაწილით და 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქ/პუნქტით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

21. მე--–---------–---ძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

22. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიმართ დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა, ხოლო შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

23. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ მე--–---------–---ძეს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მე--–---------–---ძის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

24. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობის დროს, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს და საბოლოოდ, მე--–---------–---ძეს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ასოთხმოცი) საათის ოდენობით.

 

25. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის საფუძველზე, დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 25 (ოცდახუთი) საათით და საბოლოოდ, მე--–---------–---ძეს, სასჯელის სახედ და ზომად დაურჩეს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 155 (ასორმოცდათხუთმეტი) საათის ოდენობით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული მე--–---------–---ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1-61 მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მას:

 

საქართველოს სსკ-ის 1-61 მუხლის 1-ლი ნაწილით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ასოთხმოცი) საათის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, მე--–---------–---ძეს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ასოთხმოცი) საათის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის საფუძველზე, დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 25 (ოცდახუთი) საათით და საბოლოოდ, მე--–---------–---ძეს, სასჯელის სახედ და ზომად დაურჩეს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 155 (ასორმოცდათხუთმეტი) საათის ოდენობით.

 

განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით გაუქმდეს და გირაოს შემტანს მ------------–---ძეს (პ/ნ 6---------4) კანონით დადგენილი წესით დაუბრუნდეს მე--–---------–---ძის გირაოს უზრუნველსაყოფად შეტანილი ფულადი თანხა 4.000 (ოთხი ათასი) ლარი. დასტური Nა 057455.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: დავით მამისეიშვილი