გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 20.02.2020
საქმის ნომერი
090310019003312841
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
20.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №(3/48–19) 090310019003312841

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20.02.2020 წელი ქ. ამბროლაური

შესავალი ნაწილი

ამბროლაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გურამ გოცირიძე

სხდომის მდივანი - ქეთევან არჩვაძე

მოსარჩელე - აა--------------–----–------–-------–-------------–--

წარმომადგენელი - თ---------–---------

მოპასუხე - ამ------–-------------–----–--------------ია

წარმომადგენელი - თა-----------–---–--------------–-ძე

დავის საგანი - ქმედების განხორციელება – საჯარო ინფორმაციის გაცემის სახით

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

ამ------–-------------–----–--------------ას დაევალოს, აა---------------–----–------–-------–-------------–-ის 20---–-–---------------------------–-----–ით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემა.

 

მოსარჩელის განმარტებით, 20---–-–-----------------რს, აა--------------–----–------–-------–-------------–--მ ამ------–-------------–----–--------------ას, რომელიც გახლავთ საჯარო დაწესებულება, 201--–-–-----------------------------–-----–ით, მოთხოვა ინფორმაციის მიღება. აა--------------–----–------–-------–-------------–--ს დღემდე, არ მიუღია მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია სრულყოფილად. ამ------–-------------–----–--------------ის მიერ, 201--–-–---------------ს გადაგზავნილი იქნა წერილი N----- რომლითაც მიეწოდა მოთხოვნილი ინფორმაციის მხოლოდ მცირე ნაწილი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ამ------–--------------–----–--------------ის წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია, რაზედაც არ იქნა გაცემული პასუხი, წარმოადგენდა პერსონალურ, პირის მაიდენტიფიცირებელ მონაცემს, რის გამოც, მას კანონიერად ეთქვა უარი ინფორმაციის გაცემაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2----–-–-----------------რს აა--------------–----–------–-------–-------------–--მ 8---- განცხადებით მიმართა ამ------–--------------–----–--------------ას და მოითხოვა, შემდეგი სახის საჯარო ინფორმაციის გაცემა:

 

- ამ------–-------------–----–------ს და შპს ,, ი-----------------’’–ს შორის 201--–-–-----------------ს გაფორმებული ხელშეკრულება N2-- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, გათვალისწინებული მიმწოდებლის მიერ, ნაკისრი ვალდებულებების ხელშეკრულების მოთხოვნებთან და შესაბამისი სატენდერო პირობებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, შემსყიდველის მხრიდან, კონტროლის განხორციელების გაფორმებიდან, დღემდე წარმოშობილი ყველა დოკუმენტის ასლი, მათ შორის, ინსექტირების აქტების ასლები, ცხოველების ვეტერინარული პროცედურების აღრიცხვიანობის დოკუმენტები, ძაღლების იზოლირების და მათი ბუნებრივ არეალში დაბრუნების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალების ასლები და ა.შ (შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ არ ახორციელებთ ასეთი სახის გადაღებებს, მაშინ გთხოვთ დააფიქსიროთ აღნიშნული გარემოება წერილობით და ასევე, განმარტოთ რა მექანიზმებით ახორციელებთ აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების კონტროლსა და ზედამხედველობას, ანუ რა მექანიზმებით ამოწმებთ, ნამდვილად იქნა თუ არა მიწოდებული მომსახურება სრულყოფილად მიმწოდებლის მიერ).

 

- ამ------–--------------–----–--------------აში 2----–-–--------------ან, დღემდე შესული ყველა წერილობითი კორესპონდენციის ასლი, მათ შორის, ფოსტოს მეშვეობით მიღებული წერილობითი კორესპონდენციების ასლები, რომელთა ადრესატი არის ამ------–--------------–----–--------------ა, ასევე ფიზიკური პირების, ან იურიდიული პირების წარმომადგენლის მიერ, ამ------–--------------–----–--------------აში ჩაბარებული განცხადებების ასლები.

 

– ამ------–--------------–----–--------------ის მიერ, როგორც ფიზიკური პირებისათვის, ასევე იურიდიული პირებისათვის, 2----–-–--------------ან, დღემდე გაცემული ყველა წერილობითი კორესპონდენციის ასლი, მათ შორის, ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი წერილობითი კორესპონდენციების ასლები, ასევე ადრესატებისათვის სხვა ნებისმიერი ფორმით გაცემული ყველა წერილობითი კორესპონდენციის ასლი, ნებისმიერი სახის ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოიცა ამ------–-------------–----–--------------ის მიერ.

 

–რამდენი ლარით მოხდა ამ------–-------------–----–------ის მიერ, დაფუძნებული ორგანიზაციების დაფინანსება 2----–-–--------------ან დღემდე (თითოეული ორგანიზაციის მიხედვით).

 

–რამდენმა ლარმა შეადგინა ამ------–-------------–----–------ის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციებისათვის, 2-----–-–------------დან, დღემდე მიღებულმა შემოსავლებმა ჯამში, თითოეული ორგანიზაციის მიხედვით, მათ შორის, თითოეულ ასეთ ორგანიზაციაში, რამდენი იყო მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ, შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე მიღებული თანხა, ასევე, რამდენი ლარი იყო ხელშეკრულებების გაფორმების საფუძველზე მიღებული თანხები და რამდენი ლარი იყო ხელშეკრულების გაფორმების გარეშე, ერთჯერადად გაწეული მომსახურებებიდან მიღებული თანხები (თითოეულზე კალენდარული რიცხვის, თავის და წლის მითითებით).

 

–გთხოვთ გაგვიმარტოთ დეტალურად, ანუ სათითაოდ, კონკრეტული შემოსავლები კონკრეტულად, ა-------–--------------–----–------ის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციებში, მათ მიერ გაწეული, რომელი მომსახურებების შედეგად დაფიქსირდა – შესაბამისი თარიღების მითითებით (თითოეულზე კალენდარული რიცხვის, თვის და წლის მითებით).

 

–გთხოვთ მოგვაწოდოთ ამ------–-------------–----–------ის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციების მიერ, ფინანსების ხარჯვის შესახებ სრული ინფორმაცია – თავის საბანკო ანგარიშებზე განხორციელებული თითოეული ტრანზაქციის დანიშნულება და ოდენობა, თითოეული თარიღის (თითოეულზე კალენდარული რიცხვის, თვის და წლის მითითებით) მიხედვით, 2----–-–--------------ან დღემდე.

 

–ყველა ბრძანების ასლი, რომელიც გამოიცა ამ------–-------------–----–--------------ის და ასევე, ამ------–-------------–----–------ის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციების დირექტორების მიერ, 2----–-–--------------ან დღემდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი

- 2----–-–-------------------ს N 8---- განცხადება

 

3.1.2. ამ------–-------------–----–--------------ს პირველი მოადგილის 2----–-–---------------ს N----- წერილით, აა--------------–----–------–-------–-------------–--ს, 2----–-–-------------------ს N 8---- წერილის პასუხად, ეცნობა შემდეგი: მაწანწალა ძაღლების იზოლირებისა და მათი ბუნებრივ არეალში დაბრუნების ამსახველი ფოტო – ვიდეო მასალის გადაღება არ განხორციელებულა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ამ------–-------------–----–------ის მხრიდან მოხდა, მიღება – ჩაბარების აქტების გაფორმება, რომელიც გადაეგზავნა დანართის სახით.

 

3.1.3 2----–-–-------------------------ის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილების უფროსმა კ------------------ემ მოხსენებითი ბარათით მიმართა, ამ------–-------------–----–--------------ს, სადაც აღნიშნავს, რომ 20---–-–------------------ შპს,, ი-----------------ს’’ წარმომადგენელმა ზ------------–---მ მოახდინა ქ.ა-------–----------------------დან – 21 ერთეული მაწანწალა ძაღლის ამოღება და შესაბამის თავშესაფარში გადაყვანა.

 

3.1.4 2----–-–-----------------ის მიღება – ჩაბარების აქტით დადგენილია, რომ ა-------–--------------–----–------ის, წარმოდგენილი მერის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილების უფროსის კ------------------ის სახით და შპს ,, ი-----------------’’–ს წარმომადგენელის ზ------------–---ს სახით, შედგენილი იქნა აქტი, სადაც მითითებულია, რომ მიმწოდებლის მიერ, მხარეთა შორის, მიმდინარე წლის 18 სექტემბერს გაფორმებული N2-- ხელშეკრულების საფუძველზე ქ.ა-------–----------------------დან, ამოღებულია – 21 ერთეული მაწანწალა ძაღლი და გადაყვანილია შესაბამის თავშესაფარში. მომსახურების ღირებულება თითოეულ ძაღლზე შეადგენს – 72 ლარს, საერთო ჯამური ღირებულებაა – 1512 ლარი.

 

3.1.5 2----–-–-----------------რს, მერის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილების უფროსმა კ------------------ემ მოხსენებითი ბარათით მიმართა, ამ------–-------------–----–--------------ს, სადაც აღნიშნავს, რომ 2----–-–----------------რს შპს,, ი-----------------ს’’ წარმომადგენელმა ზ------------–---მ მოახდინა ქ.ა-------–----------------------დან, 23 ერთეული მაწანწალა ძაღლის ამოღება და შესაბამის თავშესაფარში გადაყვანა.

 

3.1.6 20---–-–------------------ის მიღება – ჩაბარების აქტით დადგენილია, რომ ა-------–--------------–----–------ის, წარმოდგენილი მერის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილების უფროსის კ------------------ის სახით და შპს ,, ი-----------------’’–ს წარმომადგენელის ზ------------–---ს სახით, შედგენილი იქნა აქტი, სადაც მითითებულია, რომ მიმწოდებლის მიერ, მხარეთა შორის, მიმდინარე წლის 18 სექტემბერს გაფორმებული N2-- ხელშეკრულების საფუძველზე, ქ.ა-------–----------------------დან, ამოღებულია –23 ერთეული მაწანწალა ძაღლი და გადაყვანილია შესაბამის თავშესაფარში. მომსახურების ღირებულება თითოეულ ძაღლზე შეადგენს – 72 ლარს, საერთო ჯამური ღირებულებაა –1656 ლარი.

 

3.1.7 2----–-–-------------------ს მერის წარმომადგენლებთან კორდინაციის განყოფილების უფროსმა კ------------------ემ მოხსენებითი ბარათით მიმართა, ამ------–-------------–----–--------------ს, სადაც აღნიშნავს, რომ 2----–-–------------------ს შპს,, ი-----------------ს’’ წარმომადგენელმა ზ------------–---მ მოახდინა ქ.ა-------–----------------------დან – 16 ერთეული მაწანწალა ძაღლის ამოღება და შესაბამის თავშესაფარში გადაყვანა.

 

3.1.8 2----–-–------------------ის მიღება – ჩაბარების აქტით დადგენილია, რომ ა-------–--------------–----–------ის, წარმოდგენილი მერის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილების უფროსის კ------------------ის სახით და შპს ,, ი-----------------’’–ს წარმომადგენელის ზ------------–---ს სახით, შედგენილი იქნა აქტი, სადაც მითითებულია, რომ მიმწოდებლის მიერ, მხარეთა შორის, მიმდინარე წლის 18 სექტემბერს გაფორმებული N2-- ხელშეკრულების საფუძველზე, ქ.ა-------–----------------------დან, ამოღებულია –16 ერთეული მაწანწალა ძაღლი და გადაყვანილია შესაბამის თავშესაფარში. მომსახურების ღირებულება თითოეულ ძაღლზე, შეადგენს – 72 ლარს, საერთო ჯამური ღირებულებაა –1152 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამ------–-------------–----–--------------ს პირველი მოადგილის 2----–-–---------------ს N----- წერილი

- მოხსენებითი ბარათები

–მიღება – ჩაბარების აქტები

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ამ------–-------------–----–--------------ის მიერ, ააიპ------------–----–------–-------–-------------–--ს 20---–-–---------------------------–-----–ით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, სრულყოფილად არ იქნა გაცემული.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; ”პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რეალაქტის განუხორციელებლობით, დაინტერესებული პირის სუბიექტური უფლებისა და კანონიერი ინტერესის დაცვის სამართლებრივ საშუალებებს, კერძოდ, განმცხადებელს უფლება აქვს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე, სარჩელი შეიტანოს სასამართლოში, ქმედების განხორციელების მოთხოვნით, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების, ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას. სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რაიმე მოქმედების განხორციელება, ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს.

 

ქმედების განხორციელების თაობაზე, სარჩელი წარმოადგენს მავალდებულებელი სარჩელის ერთ-ერთ სახეს, რომლის მიზანია, ისეთი ქმედების განხორციელება, რომელიც არ გულისხმობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის მიზანია, ამ------–-------------–----–--------------იისათვის, მის მიერ მოთხოვილი საჯარო ინფორმაციის გაცემის დავალება.

 

6.2.ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი იცავს სხვათა იდეების მოპოვებას, დამუშავებასა და შემდგომ გადაცემას. ხსენებული მუხლის შესაბამისად, პიროვნებას აქვს იდეების და ცნობების მიღების უფლება საყოველთაოდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე. საქართველოს კონსტიტუცია ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველყოფის მეტ გარანტიას იძლევა და სახელმწიფოს აკისრებს არა მხოლოდ ნეგატიურ ვალდებულებს, ხელი არ შეუშალოს პიროვნებას ინფორმაციის მიღებაში, არამედ პოზიტიურ ვალდებულებას _ გასცეს მის ხელთ არსებული ინფორმაცია. საქართველოს კონსტიტუცია მხოლოდ იმ შემთხვევაში ზღუდავს აღნიშნულ უფლებას თუ მოთხოვილი ინფორმაცია შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ, ან კომერციულ საიდუმლოებას.

 

6.3.საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო, ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით.

 

ადამიანის პირადი სივრცე და კომუნიკაცია ხელშეუხებელია. არავის აქვს უფლება შევიდეს საცხოვრებელ, ან სხვა მფლობელობაში მფლობელი პირის ნების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ჩაატაროს ჩხრეკა. ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო, ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას. გადაუდებელი აუცილებლობისას, უფლების შეზღუდვის შესახებ, არაუგვიანეს – 24 საათისა, უნდა ეცნობოს სასამართლოს, რომელიც შეზღუდვის კანონიერებას ადასტურებს მიმართვიდან, არაუგვიანეს – 24 საათისა.

 

6.4. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის შესაბამისად, ყველას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში, სამართლიანად განხილვის უფლება. ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებულ, ან სხვა ინფორმაციას, ან ოფიციალურ დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი შეიცავს კომერციულ, ან პროფესიულ საიდუმლოებას, ან დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო, ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად კანონით, ან კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად. ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, ფინანსებთან, ან სხვა პირად საკითხებთან, არავისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო, ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საჯარო ინტერესების, ჯანმრთელობის, ან სხვათა უფლებების დასაცავად.

 

ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის, ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან, ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება, შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის, ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

ინფორმაციის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა, თუმცა აღნიშნული უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურად დაცულ სიკეთეს, ვინაიდან კონსტიტუციითვე განსაზღვრულია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ფარგლები, კერძოდ, მე-18 მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით.

 

6.5.პირის ინტერესი, არ დაუშვას კერძო საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჟღავნება და აკონტროლოს ამ ინფორმაციის გავრცელება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ერთ-ერთი უმთავრესი ასპექტია.

 

6.6.”პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია, პერსონალური მონაცემის დამუშავებისას, უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, პერსონალური მონაცემი (შემდგომ − მონაცემი) არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ, ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ, ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით, ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით.

 

6.7.სასამართლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე განმარტავს, რომ საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით, პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო, ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა, ხოლო ამავე კოდექსის მეორე მუხლის ”მ” ქვეპუნქტით განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის დეფინიციის მიხედვით, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო- და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების, ან მოსამსახურის მიერ, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი, ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე, საჯარო დაწესებულების მიერ, პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია. შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის თანახმად, საჯარო ინფორმაციის ღიაობა ორ შემთხვევაშია შეზღუდული - როცა ეს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული და როცა დადგენილი წესით, იგი მიეკუთვნება სახელმწიფო, კომერციულ და პირად საიდუმლოებას.

 

6.8.საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები, თვით ამ პირის თანხმობის, ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, თანამდებობის პირთა (აგრეთვე, თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა) პერსონალური მონაცემების გარდა.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია არ ექცევა ”პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ”ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული პერსონალური მონაცემის დეფინიციის სფეროში.

 

6.9. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რაიმე მოქმედების განხორციელება, ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით, გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება, ან თავი შეიკავოს, ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ, 2----–-–---------------ს N---- წერილით გაცემული ინფორმაციის გარდა, მოპასუხისაგან, მოსარჩელეს ასევე, მოთხოვნილი ჰქონდა სხვა სახის ინფორმაციაც, რაც ვერ მიიღო. მოპასუხემ აღნიშნული ინფორმაციის გაცემაზე უარი განმარტა, იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოადგენდა პერსონალურ მონაცემებს.

 

სასამართლო, ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შესაბამისად უნდა დაევალოს, ამ------–--------------–----–--------------ას გადასცეს აა--------------–----–------–-------–-------------–--ს საჯარო ინფორმაცია, კერძოდ: ამ------–-------------–----–------ს და შპს ,, ი-----------------’’–ს შორის, 201--–-–-----------------ს გაფორმებული ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N2-- –ით გათვალისწინებული მიმწოდებლის მიერ, ნაკისრი ვალდებულებების ხელშეკრულების მოთხოვნებთან და შესაბამისი სატენდერო პირობებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, შემსყიდველის მხრიდან, კონტროლის განხორციელების გაფორმებიდან – დღემდე, წარმოშობილი ყველა დოკუმენტის ასლი, მათ შორის, ინსპექტირების აქტების ასლები, ცხოველების ვეტერინარული პროცედურების აღრიცხვიანობის დოკუმენტები, ძაღლების იზოლირების და მათი ბუნებრივ არეალში დაბრუნების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალების ასლები და ა.შ . (შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე არ ახორციელებს ასეთი სახის გადაღებებს, მაშინ დააფიქსიროს აღნიშნული გარემოება წერილობით და ასევე, განმარტოს რა მექანიზმებით ახორციელებს აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების კონტროლსა და ზედამხედველობას, ანუ რა მექანიზმებით ამოწმებს ნამდვილად იქნა თუ არა მიწოდებული მომსახურება სრულყოფილად მიმწოდებლის მიერ).

 

ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ------–--------------–----–--------------ის მხრიდან, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია სრულად გაცემული არ იქნა, ამავდროულად, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ყველა მონაცემი არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაცია, რის გამოც, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას, გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი -100 ლარი, მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მითითებული ნორმის შესაბამისად, ამ------–--------------–----–--------------ას მოსარჩელის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს– 100 ლარის ანაზღაურება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ს----------–----–------–-------–-------------–-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

1.1. მოპასუხე ამ------–--------------–----–--------------ას დაევალოს ს----------–----–------–-------–-------------–-ის 20---–-–---------------------------–-----–ით მოთხოვნილი შემდეგი საჯარო ინფორმაციის გაცემა:

 

ა. ამ------–-------------–----–------ს და შპს ,, ი-----------------’’–ს შორის, 201--–-–-----------------ს გაფორმებული ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N2-- –ით გათვალისწინებული მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ხელშეკრულების მოთხოვნებთან და შესაბამისი სატენდერო პირობებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, შემსყიდველის მხრიდან, კონტროლის განხორციელების გაფორმებიდან – დღემდე წარმოშობილი ყველა დოკუმენტის ასლი, მათ შორის, ინსექტირების აქტების ასლები, ცხოველების ვეტერინარული პროცედურების აღრიცხვიანობის დოკუმენტები, ძაღლების იზოლირების და მათი ბუნებრივ არეალში დაბრუნების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალების ასლები და ა.შ . (შენიშვნა: იმ შემთხვევაში თუ მოპასუხე არ ახორციელებს ასეთი სახის გადაღებებს, მაშინ დააფიქსიროს აღნიშნული გარემოება წერილობით და ასევე, განმარტოს რა მექანიზმებით ახორციელებს აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების კონტროლსა და ზედამხედველობას, ანუ რა მექანიზმებით ამოწმებს ნამდვილად იქნა თუ არა მიწოდებული მომსახურება სრულყოფილად, მიმწოდებლის მიერ).

 

2. ამ------–-------------–----–--------------ას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს, სახელმწიფო ბაჟის სახით, გადახდილი – 100 ლარის ანაზღაურება;

 

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან – 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს (ქ. ამბროლაური, კოსტავას ქ. №13) მეშვეობით.

 

მოსამართლე: გურამ გოცირიძე