განაჩენი

სისხლის სამართლის 09.03.2020
საქმის ნომერი
130100119002959878
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
09.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1//65-1-

№ 0381-031-001

ხაშურის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18.12.201- წელი ქ. ხაშური

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - ნაირა გიგიტაშვილი

 

სხდომის მდივანი - ნანა ლომიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ბ----------------–--ლი

დაცვის მხარე:

ბრალდებული - დ-----------------------------ძე, დაბადებული 1--0-.1--- წელს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 5----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული გ--------ის რაიონის სოფელი ა---–------ლი. ფაქტობრივად მცხოვრები: ქ---–--რი, ლ----–-ძის ქ.N2.

 

ბრალდებული - გ-----------------------–-–---ძე, დაბადებული 1--1--1--- წელს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 5----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული ხ--------ლის რაიონის სოფელი დ-----კე. ფაქტობრივად მცხოვრები: ქ---–--რი, რ---------–ის ქ.N30.

 

ადვოკატი - ვ--–---------------ძე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

დ---------------ძემ ჩაიდინა ცემა, ჯგუფურად რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

201- წლის 1- მარტს ღამის საათებში, ქ---–--რში რ---------–ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე დ---------------ძემ და გ----------–-–---ძემ ჯგუფურად ჩაიდინეს ძალადობა ფ---------------ძის მიმართ. სხეულის სხვადასხვა არეში ხელის და ფეხის დარტყმით მიაყენეს მას ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

აღნიშნული ქმედებით დ---------------ძემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

გ----------–-–---ძემ ჩაიდინა ცემა, ჯგუფურად, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

201- წლის 1- მარტს ღამის საათებში, ქ---–--რში რ---------–ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე გ----------–-–---ძემ და დ---------------ძემ ჯგუფურად ჩაიდინეს ძალადობა ფ---------------ძის მიმართ. სხეულის სხვადასხვა არეში ხელის და ფეხის დარტყმით მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

აღნიშნული ქმედებით გ----------–-–---ძემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

დ---------------ძის და გ----------–-–---ძის მიერ სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა გარდა მათივე აღიარებითი ჩვენებისა დასტურდება მოწმე ლ--------–-ძის გამოკითხვის ოქმით, დაზარალებულ ფ---------------ძის გამოკითხვის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, პირის ამოცნობის ოქმით და საქმეში არსებულ სხვა მასალათა ერთობლიობით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დამტკიცებულად მიაჩნია დ---------------ძის და გ----------–-–---ძის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა. კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ დ---------------ძემ ჩაიდინა ცემა, ჯგუფურად რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ბრალდებულ დ---------------ძეს.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ასევე ცალსახად ადგენს, რომ გ----------–-–---ძემ ჩაიდინა ცემა, ჯგუფურად, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ბრალდებულ გ----------–-–---ძეს.

 

3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

3.3. საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ დ---------------ძემ ჩაიდინა - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა იქნეს იგი ცნობილი დამნაშავედ.

 

3.4. საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ გ----------–-–---ძემ ჩაიდინა - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა იქნეს იგი ცნობილი დამნაშავედ.

 

3.5. დადგენილია, რომ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 თებერვლის განაჩენით დ---------------ძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით, 273-ე მუხლით და დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 3 თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით შეეფარდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 140 საათის ვადით. დ---------------ძეს პრობაციის ბიუროს უფროსის წარდგინების საფუძველზე ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 მაისის განჩინებით დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა შეეცვალა ჯარიმით 1000 ლარის ოდენობით.

დ---------------ძის მიმართ ზემოთაღნიშნული განაჩენით დანიშნული პირობით გამოსაცდელი ვადა დასრულდა 201- წლის 22 მაისს. ე.ი. მას გაუვიდა განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრის ვადა და მიუხედავად იმისა, რომ საქმის მასალების მიხედვით მან მოცემული დანაშაული ჩაიდინა 201- წლის 1- მარტს, პირობითი მსჯავრის ვადაში, სასამართლო საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ვეღარ მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, რადგან საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად ან ნაწილობრივ უმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს. მოცემულ შემთხვევაში კი დადგენილია, რომ 201- წლის 22 მაისს დ---------------ძეს გაუვიდა პირობითი მსჯავრის ვადა და ბოლო განაჩენის დადგენის დროისათვის მის მიმართ მოუხდელი სასჯელი აღარ არსებობდა. შესაბამისად სსკ-ის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად იგი ითვლება ნასამართლობის არმქონედ და მოცემულ საქმეზე სასჯელი შეეფარდა როგორც ნასამართლობის არმქონე პირს.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. დ---------------ძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ მან აღიარა და მოინანია დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, რამაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, კმაყოფაზე ჰყავს ოჯახი და ოთხი მცირეწლოვანი შვილი, მისი ოჯახი დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმეში არ მოიპოვება.

 

გ----------–-–---ძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ მან აღიარა და მოინანია დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, რამაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, კმაყოფაზე ჰყავს ოჯახი და მცირეწლოვანი შვილი, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმეში არ მოიპოვება.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ხარისხს, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულთა პიროვნებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის შემსუბუქების კუთხით ბრალდებულთა პიროვნებას, რომ გულწრფელად განიცდიან და ნანობენ ჩანადენის გამო.

 

5.3. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ბრალდებულების: დ---------------ძის და გ----------–-–---ძის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მათ უნდა შეეფარდოთ პირობითი მსჯავრი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე და 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე და 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. დ---------------ძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და

შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 02(ორი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02(ორი)წელი.

 

2. კონტროლი და დახმარება პირობით მსჯავრდებულ დ---------------ძის მიმართ დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

3. დ---------------ძეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში და პატიმრობაში ყოფნის დრო, 201- წლის 1- მარტიდან 201- წლის 03 აპრილის ჩათვლით.

4. გაუქმდეს დ---------------ძის მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 201- წლის 22 მარტის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო.

 

5. მოეხსნას ყადაღა დ---------------ძის მიმართ შეფარდებული გირაოს, 3000 ლარის უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებულ იმედა კახიშვილის (პ/ნ 570010 167320), მელორი კახიშვილის (პ/ნ 57001059179) და ქეთი კახიშვილის ( პ/ნ 57001057887) თანასაკუთრებაში არსებულ 5500 ლარად შეფასებულ უძრავ ქონებას, მდებარეს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში (საკადასტრო კოდი 69.01.61.159).

6. გ----------–-–---ძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნმატით და შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01(ერთი)წელი.

7. კონტროლი და დახმარება პირობით მსჯავრდებულ გ----------–-–---ძის მიმართ დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებველი ადგილის მიხედვით.

8. გ----------–-–---ძეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში და პატიმრობაში ყოფნის დრო, 201- წლის 20 მარტიდან, ამავე წლის 25 მარტის ჩათვლით.

9. გაუქმდეს გ----------–-–---ძის მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 201- წლის 22 მარტის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო. გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.

10. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

11. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე

ნაირა გიგიტაშვილი