გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3272833-2/731-19წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 თებერვალი 2020 წელი ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი
სხდომის მდივანი - მარიამ სუხიაშვილი
მოსარჩელე - შპს ,,სამშენებლო კომპანია მ-------ი’’
წარმომადგენელი - ვ----– ბ--–----ე
მოპასუხე - შპს ,,საქართველოს მ--–------–--’’
წარმომადგენელი - ს-----------------–---–ი
დავის საგანი - პირგასამტელოს შემცირება, თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. შპს ,,საქართველოს მ--–------–--ს’' და შპს ,,სამშენებლო კომპანია მ-------ს’’ შორის დადებული 2016 წლის 12 ოქტომბერს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე განსაზღვრული პირგასამტეხლო 43000.19 ლარი შემცირდეს 0.02%-ის ფარგლებში და პირგასამტეხლო განისაზღვროს 12400.11 ლარით.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
შპს ,,საქართველოს მ--–------–--სა’’ და შპს ,,სამშენებლო კომპანია მ-------ს’’ შორის 2016 წლის 12 ოქტომბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1---ბ/16 ხელშეკრულების საფუძველზე, კომპანია ახორციელებდა ახალციხის მუნიციპალიტეტი, სოფელ კ-–---წ---ში მექანიკური აწევი სარწყავი სისტემის სატუმბი სადგურის და სარწყავი ქსელის აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოებს. შპს ,,სამშენებლო კომპანია მ-------ის’’ მიერ სრულად იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი სამშაოები, მიუხედავად ამისა, მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულება, არ გადაიხადა სრულად ხელშეკრულებით შეთანხმებული ანაზღაურება.
შპს ,,სამშენებლო კომპანია მ-------მა’’ სამშაოები განახორციელა განსაკუთრებულად ესტრემალურ პირობებში, გართულებულ კლიმატურ პირობებში, რაც არაერთხელ იქცა მხარეთა შორის განიხლვის საგანი. მოთხოვნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების დასრულების ვადების კორექტირებასთან დაკავშირებით სწორედ, რომ გამომდინარეობდა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებისა და საქართველოს კანონმდებლობით ფორს-მაჟორულ ვითარებაში მყოფი მხარისათვის მინიჭებული იმპერატიული უფლებამოსილებით - მოეთხოვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისათვის ადეკვატური და ობიექტური ვადა.
სამშაოების განხორციელების ვადის გადაწევის გამო, მოპასუხემ ხელშეკრულებაში პირგასამტეხლოსთან დაკავშირებული მითიტებებით, როემლიც სრულიად არათანაზომიერ და არაკეთილსინდისიერია - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 0.07%-ია, ისარგებლა ,,ბოროტად’’ და მოსარჩელეს სრულიად უკანონოდ დააკისრა 43 000.19 ლარის ოდნეობის პირგასამტეხლო. შესაბამისად არ გადაიხადა ხელშეკრულებთ ნაკისრი ანაზღაურება სრულად.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე შპს ,,საქართველოს მ--–------–იის’’ წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ხელშეკურლების პირობები მოსარჩელისატვის ცნობილი იყო და ეთანხმებოდა მას, შესაბამისად ბუნდოვანია თუ რატომ მიიჩნევს მოსარჩელე შპს ,,საქართველოს მ--–------–იის’’ ქმედებას არასამართლიანად და რატომ ითხოვს პირგასამტეხლოს შემცირებას, იმ დროს როცა აღნიშნული გაწერილია ხელშეკრულების პუნქტად და მხარეები მას ეთანხმებოდნენ.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 12 ოქტომბერს შპს ,,საქართველოს მ--–------–--ს’’ და შპს ,,სამშენებლო კომპანია მ-------ს’’ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №1---ბ/16. ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლის საფუძველზე შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ კ-–---წ---ში მექანიკური აწევის სარწყავი სისტმების სატუმბი სადგურის და სარწყავი ქსელის აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 1295250 ლარით. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გადაცილების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა ხელშეკრულების ღირებულების 0.07%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 30 ივნისს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება;
3.1.2. 12.10.2016წ. ხელშეკრულებით სამუშაოს შესრულების ვადა განისაზღვრა 210 კალენდარული დღით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 30 ივნისს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება;
3.1.3. 2017 წლის 28 დეკემბერს მხარეებს შორის შედგენილი იქნა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, 2016 წლის 12 ოქტომბერს გაფორმებული N1---ბ/16 ხელშეკრულების პირობების შესრულების მიზნით ობიექტზე მიმწოდებელმა შეასრულა, ხოლო შემსყიდველმა მიიღო განვლილ საანგარიშო პერიოდში შესრულებული სამუშაოები ღირებულებით15037.30 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 28.12.2016წ. მიღება-ჩაბარების შუალედური აქტი N1;
3.1.4. 2017 წლის 31 იანვარს მხარეებს შორის შედგენილი იქნა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, 2016 წლის 12 ოქტომბერს გაფორმებული N1---ბ/16 ხელშეკრულების პირობების შესრულების მიზნით ობიექტზე მიმწოდებელმა შეასრულა, ხოლო შემსყიდველმა მიიღო განვლილ საანგარიშო პერიოდში შესრულებული სამუშაოები ღირებულებით 87396.87 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 31.01.2017წ. მიღება-ჩაბარების შუალედური აქტი N2;
3.1.5. 2017 წლის 13 მარტს მხარეებს შორის შედგენილი იქნა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, 2016 წლის 12 ოქტომბერს გაფორმებული N1---ბ/16 ხელშეკრულების პირობების შესრულების მიზნით ობიექტზე მიმწოდებელმა შეასრულა, ხოლო შემსყიდველმა მიიღო განვლილ საანგარიშო პერიოდში შესრულებული სამუშაოები ღირებულებით 54490.59 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 13.03.2017წ. მიღება-ჩაბარების შუალედური აქტი N3;
3.1.6. 2017 წლის 31 მარტს მხარეებს შორის შედგენილი იქნა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, 2016 წლის 12 ოქტომბერს გაფორმებული N1---ბ/16 ხელშეკრულების პირობების შესრულების მიზნით ობიექტზე მიმწოდებელმა შეასრულა, ხოლო შემსყიდველმა მიიღო განვლილ საანგარიშო პერიოდში შესრულებული სამუშაოები ღირებულებით 202202.82 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 31.03.2017წ. მიღება-ჩაბარების შუალედური აქტი N4;
3.1.7. 2017 წლის 15 მაისს მხარეებს შორის შედგენილი იქნა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, 2016 წლის 12 ოქტომბერს გაფორმებული N1---ბ/16 ხელშეკრულების პირობების შესრულების მიზნით ობიექტზე მიმწოდებელმა შეასრულა, ხოლო შემსყიდველმა მიიღო განვლილ საანგარიშო პერიოდში შესრულებული სამუშაოები ღირებულებით 311347.82 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 15.05.2017წ. მიღება-ჩაბარების შუალედური აქტი N5;
3.1.8. 2017 წლის 31 მაისს მხარეებს შორის შედგენილი იქნა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, 2016 წლის 12 ოქტომბერს გაფორმებული N1---ბ/16 ხელშეკრულების პირობების შესრულების მიზნით ობიექტზე მიმწოდებელმა შეასრულა, ხოლო შემსყიდველმა მიიღო განვლილ საანგარიშო პერიოდში შესრულებული სამუშაოები ღირებულებით 115429.35 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 31.05.2017წ. მიღება-ჩაბარების შუალედური აქტი N6;
3.1.9. 2017 წლის 30 ივნისს მხარეებს შორის შედგენილი იქნა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, 2016 წლის 12 ოქტომბერს გაფორმებული N1---ბ/16 ხელშეკრულების პირობების შესრულების მიზნით ობიექტზე მიმწოდებელმა შეასრულა, ხოლო შემსყიდველმა მიიღო განვლილ საანგარიშო პერიოდში შესრულებული სამუშაოები ღირებულებით 172856.85 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 30.06.2017წ. მიღება-ჩაბარების შუალედური აქტი N7;
3.1.10. 2017 წლის 31 ივლისს მხარეებს შორის შედგენილი იქნა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, 2016 წლის 12 ოქტომბერს გაფორმებული N1---ბ/16 ხელშეკრულების პირობების შესრულების მიზნით ობიექტზე მიმწოდებელმა შეასრულა, ხოლო შემსყიდველმა მიიღო განვლილ საანგარიშო პერიოდში შესრულებული სამუშაოები ღირებულებით 153985.70 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 31.07.2017წ. მიღება-ჩაბარების შუალედური აქტი N8;
3.1.11. 2017 წლის 31 აგვისტოს მხარეებს შორის შედგენილი იქნა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, 2016 წლის 12 ოქტომბერს გაფორმებული N1---ბ/16 ხელშეკრულების პირობების შესრულების მიზნით ობიექტზე მიმწოდებელმა შეასრულა, ხოლო შემსყიდველმა მიიღო განვლილ საანგარიშო პერიოდში შესრულებული სამუშაოები ღირებულებით 54174,11 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 31.08.2017წ. მიღება-ჩაბარების შუალედური აქტი N9;
3.1.12. 2017 წლის 24 ნოემბერს მხარეებს შორის შედგენილი იქნა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, 2016 წლის 12 ოქტომბერს გაფორმებული N1---ბ/16 ხელშეკრულების პირობების შესრულების მიზნით ობიექტზე მიმწოდებელმა შეასრულა, ხოლო შემსყიდველმა მიიღო განვლილ საანგარიშო პერიოდში შესრულებული სამუშაოები ღირებულებით 96018.26 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 24.11.2017წ. მიღება-ჩაბარების შუალედური აქტი N10;
3.1.13. 2017 წლის 30 ნოემბერს მხარეებს შორის შედგენილი იქნა დასრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, 2016 წლის 12 ოქტომბერს გაფორმებული N1---ბ/16 ხელშეკრულების პირობების შესრულება დასრულდა 2017 წლის 17 ნოემბერს. შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 1232939.66 ლარის ღირებულების სამუშაო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 30.11.2017წ. დასრულებული სამშაოების მიღება-ჩაბარების აქტი N7;
3.1.14. 12.10.2016წ. ხელშეკრულების შესრულების ვადა გაგრძელდა 2~ორჯერ. 2017 წლის 10 მაისს და 2017 წლის 11 ივლისს. შესრულების ბოლო ვადა განისაზღვრა 2017 წლის 30 სექტემბერი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებს:
- 10.05.2017წ. შეთანხმება N2;
- 11,07,2017წ. შეთანხმება N5;
3.1.15. 2017 წლის 9 ნოემბერს მხარეთა შორის გაფორმებული იქნა შეთანხმება 2016 წლის 12 ოქტომბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ. შეტანილი იქნა ცვლილება და ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 1276197.66 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 9 ნოემბრის შეთანხმების ოქმი N6;
3.1.16. შპს ,,თ-----------------------------ის’’ 29.11.2017წ. ინსპექტირების ანგარიშით დადგენილია, რომ ახალციხის მუნიციპალიტტეში, სოფელ კ-–---წ---ში მექანიკური აწევის სარწყავი სისტემის სატუმბი სადგურის და სარწყავი ქსელის აღდგენა-რეაბილიტაციის სამშაოების ფაქტიურად შესრულებული სამსაოების მოცულობების მიხედვით სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 1232939.66 ლარის, დღგ-ს ჩათვლით, სხვა ნორმატიული დარიცხვების გათვალისწინებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
შპს ,,თ-----------------------------ის’’ 29.11.2017წ. ინსპექტირების ანგარიში;
3.1.17. 12.10.2016წ. სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადას მიმწოდებელმა - შპს ,,სამშენებლო კომპანია მ-------მა’’ დაარღვია 2017 წლის 1 ოქტომბერს. შესაბამისად პირგასამტეხლო დაეკისრა სულ 48 დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 30 ივნისს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება;
- 10.05.2017წ. შეთანხმება N2;
- 11,07,2017წ. შეთანხმება N5;
- 2017 წლის 9 ნოემბრის შეთანხმების ოქმი;
3.1.18. 12.10.2016წ. სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების ღირებულება 2017 წლის 1 ოქტომბრიდან 2017 წლის 8 ნოემბრადმე შეადგენდა 1295.2502 ლარს, ხოლო 2017 წლის 9 ნოემბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით 1276197.66 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 30 ივნისს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება;
- 10.05.2017წ. შეთანხმება N2;
- 11,07,2017წ. შეთანხმება N5;
- 2017 წლის 9 ნოემბრის შეთანხმების ოქმი;
3.1.19. შპს ,,სამშენებლო კომპანია მ-------ს’’ ვალდებულების დარღვევის გამო დაეკისრა პირგასამტეხლო 43400.19 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 30 ივნისს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება;
- 10.05.2017წ. შეთანხმება N2;
- 11,07,2017წ. შეთანხმება N5;
- 2017 წლის 9 ნოემბრის შეთანხმების ოქმი;
3.1.22. შპს ,,საქართველოს მ--–------–--ს’’ შპს ,,სამშენებლო კომპანია მ-------ისათვის’’ არ აუნაზღაურებია შესრულებული სამუშაოს ღირებულება 43400.19 ლარი. აღნიშნული თანხა შპს ,,საქართველოს მ--–------–--მ’’ არ გადაუხადა მიმწოდებელს და გაუქვითა პირგასამტეხლოს თანხაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 30 ივნისს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება;
- 10.05.2017წ. შეთანხმება N2;
- 11,07,2017წ. შეთანხმება N5;
- 2017 წლის 9 ნოემბრის შეთანხმების ოქმი;
- დასრულებული სამშაოების მიღება-ჩაბარების აქტი N7;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს ოდენობას და მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი, რის გამოც უნდა მოხდეს მისი შემცირება. პირგასამტეხლო ვადაგადაცილებულ დღეთა გათვალისწინებით შეადგენს 43400.19 ლარს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ 2016 წლის 12 ოქტომბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1---ბ/16 ხელშეკრულების გათვალისწინებულ პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს, რადგან პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში მართალია მოსარჩელემ გადააცილა ხელშეკრულების შესრულების ვადას, მაგრამ აღნიშნულით არსებითი ხასიათის ზიანი არ მიდგომია სახელმწიფო ან/და კერძო პირთა ინტერესებს. მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტი სადავოდ არ გაუხდია მოპასუხეს. ამასთან მოსარჩელე განმარტავს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულებულების შეუსრულებლობა გამოწვეული იყო მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, რამაც გამოიწვია შესასრულებელი სამუშაოს შეფერხება და იმოქმედა შესასრულებელი ხელშეკრულების ვადაზე. მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ 2016 წლის 12 ოქტომბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ დიდია, რაც მისი შემცირების საფუძველია. ამდენად, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და უნდა დადგინდეს პირგასამტეხლოს სახით დასაკავებელი საჯარიმო თანხა და შპს ,,საქართველოს მ--–------–--ს’’ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით ზედმეტად ჩამოჭრილი თანხის გადახდა შპს ,,სამშენებლო კომპანია მ-------ის’’ სასარგებლოდ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია მიმწოდებელმა ვადის დარღვევით შეასრულა ვალდებულება, რაც ხელშეკრულების გათვალისწინებით პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია, თუმცა დაკსირებული პირგასამტეხლოს ოდენობა 43400.19 ლარი, ცალსახად შეუსაბამოდ მაღალია და ექვემდებარება შემცირებას.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
4.1. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 361-ე, 416-ე, 417-ე, 418-ე 420-ე, 629-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველ ნაწილში - „კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებები, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.“ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის „ა” ქვეპუნქტი მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად მიიჩნევს ისეთ შემთხვევას, როდესაც შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
ამავე კოდექსის 629-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
2016 წლის 12 ოქტომბერს შპს ,,საქართველოს მ--–------–--ს’’ და შპს ,,სამშენებლო კომპანია მ-------ს’’ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №1---ბ/16. ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლის საფუძველზე შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ კ-–---წ---ში მექანიკური აწევის სარწყავი სისტმების სატუმბი სადგურის და სარწყავი ქსელის აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 1295250 ლარით. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გადაცილების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა ხელშეკრულების ღირებულების 0.07%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების საბოლოო ვადა განისაზღვრა 2017 წლის 30 სექტემბერი მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ 12.10..2016წ. სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადა მიმწოდებელმა - შპს ,,სამშენებლო კომპანია მ-------მა დაარღვია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებები - პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება.
ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს გონივრულობის შემოწმების ინდიკატორი ყოველთვის უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის ხასიათი, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, კრედიტორის ინტერესი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მიმართ, ნომინალიზმის პრინციპი და სხ. ყველა იურიდიული მნიშვნელობის მქონე გარემოება უნდა შეფასდეს ხელშეკრულების დადებიდან პირგასამტეხლოზე შედავების პერიოდში, რომელიც დაეხმარება სასამართლოს საკითხის სამართლიან, გონივრულ და კანონიერ გადაწყვეტაში (სუსგ Nას-155-155-2018წ., 15 თებერვალი 2018 წელი).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასამტეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".
მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოდგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით (სამოქალაქო კოდექსის 420 მუხლი). სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფი ვალდებულება და რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღევის ხარისხის, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ ადა ა.შ. (სუსგ Nას-708-678-2016, 27 იანვარი 2017 წელი; სუსგ №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; სუსგ №ას-222-209-2015, 06 მაისი, 2015 წელი).
ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას გასათვალისწინებელია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.
განსახილველ საქმეში, მხარეთა შორის 12.10.2016წ. გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით, სამუშაოს შესრულების ვადის გადაცილებისათვის გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო, რომელიც განისაზღვრა ხელშეკრულების ღირებულების 0.07%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს ოდენობას და მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი, რის გამოც უნდა მოხდეს მისი შემცირება 0.02%-მდე. მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლო ვადაგადაცილებულ დღეთა გათვალისწინებით შეადგენს 43400.19 ლარს.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება.
სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მოტივაციას და მიაჩნია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს, რადგან პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში მართალია მოსარჩელემ გადააცილა ხელშეკრულების შესრულების ვადას, მაგრამ აღნიშნულით არსებითი ხასიათის ზიანი არ მიდგომია სახელმწიფო ან/და კერძო პირთა ინტერესებს. მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტი სადავოდ არ გაუხდია მოპასუხე მხარეს. მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, 2016 წლის 12 ოქტომბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლო 0.07% უნდა შემცირდეს და უნდა განისაზღვროს 0.02%-ით, რაც ვადაგადაცილებულ დღეთა (48 დღე) გათვალისწინებით შეადგენს 12400.11 ლარს. მოპასუხეს უნდა დაეკისროს მის მიერ დაკავებული 31000.08 (43400.19-12400.11) ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
7. სასამართლო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.’’
სარჩელის აღძვრისას მოსარჩელის მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 1291 ლარის ოდენობით. სარჩელი დაკმაყოფილდა, რის გამოც მოპასუხე შპს ,,საქართველოს მ--–------–--ს’’ დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 930 ლარის გადახდა. ამასთან, შპს სამშენებლო კომპანია მ-------ს უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 1291 ლარიდან 360 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,სამშენებლო კომპანია მ-------ის" სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2016 წლის 12 ოქტომბერს შპს სამშენებელო კომპანია მ-------ს და შპს საქართველოს მ--–------–--ს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1---ბ/16 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაკისრებული პირგასამტეხლო შემცირდეს და განისაზღვროს 12400.11 ლარით.
შპს საქართველოს მ--–------–--ს შპს ,,სამშენებლო კომპანია მ-------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს 31000.08 ლარის გადახდა.
2. შპს საქართველოს მ--–------–--ს შპს ,,სამშენებლო კომპანია მ-------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 930 ლარის გადახდა.
3. შპს ,,სამშენებლო კომპანია მ-------ს" დაუბრუნდეს 06.11.2019წ. გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 1291 ლარიდან 360 ლარი.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი