გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.02.2020
საქმის ნომერი
190210119003021771
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
26.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2-977-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

26 თებერვალი 2020 წელი ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია მოსამართლე - მამუკა ნოზაძე სხდომის მდივანი - გვანცა ბერუაშვილი მოსარჩელე - დ----- კ------ე წარმომადგენლები - მ--- თ------ა, ლ-–ა ნ-----ა, ვ------გ გ--–---–--ე მოპასუხე - შ-- „----------- ს-------–-------- ა-------------“ წარმომადგენლები - ლ-–ა ჭ------ე, ლ--–- კ--–------ დავის ს---ნი - უსაფუძვლო გამდიდრების შედეგად მიღებული თანხის უკან დაბრუნება აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. შ-- ,,რ--------- ს-------–-------- ა------------ს" მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 1 621,791 აშშ დოლარის გადახდა.

სარჩელში აღნიშნულია, რომ შ-- ,,რ--------- ს-------–-------- ა-------------ს" მაჟორიტარ პარტნიორს წარმოადგენს შ----- ა-------ა, რომელიც 2--- წლის 16 ნ-----------ნ დღემდე ფლობს ამ კომპანიაში 86.34% წილს საკუთრებაში. 2--- წლის 22 ივლისის, წილის დათმობის ხელშეკრულების შედეგად, შ-- ,,რ--------- ს-------–-------- ა------------მა" შეიძინა შ-- ,,ს--- ი-----ის" 100%-იანი წილი კ---- ჯ-----–---–ის---ნ. 2--- წლის 26 თებერვალს ხელშეკრულებით ცვლილება შევიდა 2--- წლის 22 ივლისის ხელშეკრულებაში და დაზუსტდა წილის ნასყიდობის ფასის ნაწილი (500.000 აშშ დოლარი) და მისი გადახდის გრაფიკი. აღნიშნული ხელშეკრულების დამატებითი შეთანხმება წილის გამყიდველს - კ---- ჯ-----–---–ს გადაეგზავნა ელექტრონულად 2--- წლის 03 ივნის-. შ-- ,,რ--------- ს-------–-------- ა------------ს" არ გადაუხდია წილის ფასის ნაწილი კ---- ჯ-----–---–ის მიმართ, კერძოდ 2--- წლის 26 თებერვლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული წილის ფასის ნაწილი ღირებულება - 500 000 აშშ დოლარის სახით გადაიხადა დ----- კ------ემ, რის სანაცვლოდაც, მხარეთა მოლაპარაკებით დ----- კ------ე უნდა გამხდარიყო შ-- ,,ს--- ი-----ის" პარტნიორი, ხოლო მისი წილობრივი მონაწილეობა საბოლოოდ განისაზღვრებოდა მის მიერ განხორციელებული ინვესტიციის პროპორციულად. აღნიშნული 500 000 აშშ დოლარის კ---- ჯ-----–---–ისათვის გადაცემის მიზნით, ს- ,,ვ------ ბ---იდან" დ----- კ------ის მიერ გამოტანილი იქნა სესხი - 500 000 აშშ დოლარის ოდენობით. დ----- კ------ის მიერ შ-- ,,ს--- ი-----ის" სესხი უზრუნველყოფილი იქნა პირადი თავდებობით და სესხის უზრუნველსაყოფად დაიტვირთა მისი პირადი და ოჯახის წევრების საკუთრება. ვინაიდან შ-- ,,ს--- ი-----ი" ვერ ასრულებდა თავის სასესხო ვალდებულებას, საკრედიტო დავალიანების დაფარვის მიზნით, იპოთეკარს ს- ,,თ----- ბ---ს" საკუთრებაში გადაეცა დ----- კ------ის მამის - ბ-----ი კ------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი. ამასთან სესხის დაფარვის პროცესში შ-- ,,ს--- ი-----ის" მხრიდან (ფინანსური მენეჯერის თ-------–-----–---–ის მეშვეობით) თანმხდებოდა სესხის თანხის ეროვნულ ვალუტაში კონვერტაციის კურსი შ-- ,,რ--------- ს-------–-------- ა-------------ს" წარმომადგენლებთან.

შ-- რ--------- ს-------–-------- ა-------------ს 2--- წლის 03 აგვისტოს გადაწყვეტილებით, შ-- ,,ს--- ი-----ის" დირექტორად დაინიშნა დ----- კ------ე. 2--- წლის 17 აგვისტოს შ-- ,,რ--------- ს-------–-------- ა-------------ს" მაჟორიტარი პარტნიორი შ----- ა-------ას წარმომადგენელი - მ------------------ი დ----- კ------ეს წერს წერილს, სადაც აღნიშნავს, რომ მათ შორის განხილული „პარტნიორთა შეთანხმების“ სტრუქტურის და სხვა დეტალების გასარკვევად საჭიროებს ინფორმაციის მოწოდებას.

2--- წლის 21 დეკემბერს დ----- კ------ე არაპირდაპირ ახორცილებს შენატანს შ-- ,,ს--- ი-----ში" 300.000 ევროს ოდენობით, კერძოდ, აღნიშნულ თანხას ურიცხავს შ-- ,,რ--------- ს-------–-------- ა-------------ს" პარტნიორს შ----- ა-------ას, რის შემდეგაც შ-- ,,რ--------- ს-------–-------- ა-------------" ზრდის შ-- ,,ს--- ი-----ის" კაპიტალს, სანაცვლოდ კი უნდა გაზრდილიყო დ----- კ------ის წილობრივი მონაწილეობა შ-- ,,ს--- ი-----ში". შ-- ,,რ--------- ს-------–-------- ა-------------ს" ბუღალტერს - გ------ი უ–------ეს დ----- კ------ე ხვდებოდა ს- ,,ვ------ ბ---ის" სათაო ოფისში, აღნიშნულ შეხვედრას ორგანიზებას უწევდა შ-- ,,ს--- ი-----ის" ფინანსური მენეჯერი თ-------–-----–---–ი, აღნიშნული შეხვედრების დროს დ----- კ------ე გ------ი უ–------ეს, როგორც შ-- ,,რ--------- ს-------–-------- ა-------------ს" ბუღალტერს გადასცემდა თანხებს, სესხის დაფარვის მიზნით.

2--- წლის 03 ნოემბერს შ-- ,,ს--- ი-----ის" ფინანსური დირექტორი თ-------–-----–---–ი დ----- კ------ის დავალებით ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიმართავს მ------------------ს და სთხოვს მას დ----- კ------ის წილის პროცენტულობის განსაზღვრას მის მიერ განხორციელებული ინვესტიციების შესაბამისად. 2--- წლის 10 ნოემბერის წერილით თ-------–-----–---–ი ატყობინებს მ------------------ს, რომ დ----- კ------ის მიერ განხორციელებული ინვესტიცია ს--- ი-----ში წარმოადგენს 1.119.789 აშშ დოლარს, ხოლო დ----- კ------ის წილი 35.44%-ს, ხოლო 2--- წლის 29 იანვრის წერილის თანახმად თ-------–-----–---–ი ატყობინებს მ------------------ს, რომ დ----- კ------ის მიერ ამ მომენტისათვის შ-- ,,ს--- ი-----ში" განხორციელებული ინვესტიციების შესაბამისად დ----- კ------ის წილი წარმოადგენს 38.38%-ს.

2--- წლიდან 2--- წლის ჩათვლით დ----- კ------ემ შ-- ,,რ--------- ს-------–-------- ა------------ს" ნაღდი ანგარიშსწორების გზით გადასცა თანხა 491.096 აშშ დოლარის ოდენობით, რაც მხარეთა მოლაპარაკებით ითვლებოდა შ-- ,,ს--- ი-----ის" წილის საფასურად. სწორედ ამის დასადასტურებლად, 2--- წლის 13 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით, შ-- ,,ს--- ი-----ის" წარმომადგენელი მ-----–------------–---–ი, შ-- ,,რ--------- ს-------–-------- ა-------------ს" დირექტორი ლ--–- კ--–------, დ----- კ------ე და თ-------–-----–---–ი აწარმოებენ მიმოწერას, კერძოდ, მიღება-ჩაბარების აქტების გაცვლას დ----- კ------ის მიერ განხორციელებული გადახდების საფუძველზე, ასევე შ-- ,,ს--- ი-----ში" გადახდების პროპორციულად დ----- კ------ის წილის განსაზღვრის შესახებ. შ-- ,,ს--- ი-----ის" წარმომადგენლის მიერ, ასევე ლ--–- კ--–------ს მიერ გამოგზავნილ მიღება-ჩაბარების აქტში აღნიშნულია, რომ შ----- ა-------ა და დ----- კ------ე ადასტურებენ შემდეგს - დ----- კ------ის წილი შ-- ,,ს--- ი-----ში" განისაზღვრება მის მიერ განხორციელებული შენატანების პროპორციულად.

დ----- კ------ის მიერ 2--- წლის 26 ივნის- შ-- ,,რ--------- ს-------–-------- ა------------ს" გადაეცა 37 800 აშშ დოლარი, ხოლო 2--- წლის ივნისში დ----- კ------ის მიერ შ-- ,,რ--------- ს-------–-------- ა------------ს", წარმომადგენელის შ----- ა-------ას მიერ გადაეცა 140.000 აშშ დოლარი, შემდგომ კი 204.415 აშშ დოლარი, ამასთან 2----2--- წლებში დ----- კ------ეს, შ----- ა-------ასა და მ------------------ შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკება კომპანიის ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, აღნიშნული მოლაპარაკების თანახმად დ----- კ------ეს უნდა დაეფარა შ-- ,,რ--------- ს-------–-------- ა-------------ს" სესხი, რომელიც ჩაითვლებოდა შ-- ,,ს--- ი-----ში" დ----- კ------ის შენატანად, შესაბამისად, მის მიხედვით უნდა გაზრდილიყო დ----- კ------ისადმი გადასაცემი წილის ოდენობა შ-- ,,ს--- ი-----ში".

შ-- ,,რ--------- ს-------–-------- ა-------------ს" 2--- წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილებით დ----- კ------ე გათავისუფლდა შ-- ,,ს--- ი-----ის" დირექტორის თანამდებობიდან და კომპანიის დირექტორად დაინიშნა შ-- ,,რ--------- ს-------–-------- ა-------------ს" დირექტორი - ლ--–- კ--–------. 2--- წლის 24 აგვისტოს ლ--–- კ--–------ წერილს წერს შ-- ,,ს--- ი-----ის" თანამშრომლებს და ატყობინებს მათ, რომ დ----- კ------ის ნაცვლად კომპანიას თვოთონ უხელმძღვანელებს და იმავე წერილში ლ--–- კ--–------ ადასტურებს, რომ დ----- კ------ე წარმოადგენს შ-- ,,ს--- ი-----ის" თანამფლობელს.

შ-- ,,ბ-------------------------–---ის" მაჟორიტარ პარტნიორს (99.9% წილის მესაკუთრეს), რომელიც ამასთანავე შ-- ,,რ--------- ს-------–-------- ა-------------ს" დარჩენილი წილის მესაკუთრეა, დღეის მდგომარეობით წარმოადგენს შ----- ა-------ა, ხოლო ამავე კომპანიის 99.9% წილის მესაკუთრეს 2010 წლის 25 თებერვლისათვის წარმოადგენდა ყაზახეთში რეგისტრირებული უცხოური საწარმო ,,ტ------–-------სერვისი", რომლის მაჟორიტარ პარტნიორსაც დღემდე წარმოადგენს შ----- ა-------ა. შესაბამისად, შ-- ,,რ--------- ს-------–-------- ა-------------" წარმოადგენს ტ------–-------ის ჯგუფის ნაწილს, რომელსაც აკონტროლებს შ----- ა-------ა და მ------------------ი. ამასთან გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ამჟამად სასამართლოში მიმდინარეობს დავა შ-- ბ---სა და შ-- ,,ს--- ი-----ს" შორის გარიგების (თვალთმაქცური) ბათილად ცნობის მოთხოვნით, აღნიშნული საქმეში ს--- ი-----ის მიერ წარდგენილ შესაგებელში აღნიშნულია, რომ - გარიგების დადება, რომლის ღირებულებაც 15 მილიონ ლარს აღემატება, მოხდა სწორედ შ----- ა-------ას მეშვეობით, ამდენად, აღნიშნულიდან დასტურდება, რომ შ----- ა-------ა მართავს როგორც შ-- ,,რ--------- ს-------–-------- ა------------ს" და აგრეთვე შ-- ,,ს--- ი-----ს". აგრეთვე შ----- ა-------ა წარმოადგენს საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტს და ელექტრონული ფოსტა shotabkh@gmail.com რომელზედაც შ----- ა-------ასთან დ----- კ------ე აწარმოებდა მიმოწერას კომპანიის ფინანსური მდგომარების შესახებ, წარმოადგენს მის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტას.

დ----- კ------ე დირექტორად დანიშვნის დღიდან, კერძოდ 2--- წლის 03 აგვისტოდან მის მიერ უფლებამოსილ პირებთან ერთად ინტენსიურად, ყოველთვიურად აწვდიდა შ-- ,,რ--------- ს-------–-------- ა------------სა" და შ----- ა-------ას შ-- ,,ს--- ი-----ის" ფინანსურ ინფორმაციას, აგრეთვე შ-- ,,რ--------- ს-------–-------- ა-------------ს" მიერ უფლებამოსილ პირებს ჰქონდათ წვდომა შ-- ,,ს--- ი-----ის" პროგრამაზე, სადაც აისახებოდა შ-- ,,ს--- ი-----ის" ყველა ფინანსები.

 

სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს სასარჩელო მოთხოვნას და განმარტეს, რომ დ----- კ------ემ და მისმა წარმომადგენლებმა არაერთხელ მოითხოვეს (2----2--- წლებში მხარეებს შორის მრავალჯერ განხორციელდა მიმოწერა) კომპანიის - შ-- ,,ს--- ი-----ის" პარტნიორად მოსარჩელის რეგისტრაცია, განხორციელებული ინვესტიციების პროპორციულობის ფარგლებში, თუმცა ამგვარი რეგისტრაცია არ მომხდარა, რამაც წარმოშვა უსაფუძვლო გამდიდრების საფუძვლით, შ-- ,,რ--------- ს-------–-------- ა-------------ს" მიერ თანხების უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლება, ამასთან მოსარჩელის მიერ შ-- ,,რ--------- ს-------–-------- ა-------------სთვის“ პირდაპირ და არაპირდაპირი გზით თანხის გადაცემა დასტურდება არაერთი მტკიცებულებით, ისევე როგორც უტყუარად დასტურდება, რომ დ----- კ------ეს, აღნიშნული ინვესტირების სანაცვლოდ, გააჩნდა კანონიერი მოლოდინი, რომ გახდებოდა შ-- ,,ს--- ი-----ის“ პარტნიორი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლოში წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2--- წლის 22 ივლის- შ-- ,,რ--------- ს-------–-------- ა------------სა" და შ-- ,,ს--- ი-----ის" 100% წილის მფლობელ პარტნიორ კ---- ჯ-----–---–ს შორის დაიდო ხელშეკრულება წილის ნასყიდობის შესახებ, რომელიც იყო საკმაოდ მოცულობითი და რომელსაც ასევე ქონდა უამრავი დანართი, ასევე შეიცავდა ისეთ ინფორმაციას, რომლის გასაჯაროებაც მხარეებს არ სურდათ, ამიტომ მხარეთა გადაწყვეტილებით იმავე დღეს დაიდო წილის დათმობის ერთ გვერდიანი ხელშეკრულება, რომელიც წარედგინა სამეწარმეო რეესტრს დასარეგისტრირებლად. 2--- წლის 26 თებერვალს ცვლილება შევიდა არა წილის დათმობის ხელშეკრულებაში, არამედ წილის ნასყიდობის ხელშეკრულებაში, ამასთან არავითარი ფასის დაზუსტება არ მომხდარა, უბრალოდ მხარეებმა განსაზღვრეს დარჩენილი 500 000 აშშ დოლარის გადახდის ახალი გრაფიკი. წილის სრული ღირებულება - 4 500 000 აშშ დოლარი გადახდილ იქნა შ-- ,,რ--------- ს-------–-------- ა-------------ს" მიერ. რაც შეეხება მოსარჩელის განმრატებას, რომ 500 000 აშშ დოლარი გადაიხადა დ----- კ------ემ, რის სანაცვლოდაც დ----- კ------ე უნდა გამხდარიყო შ-- ,,ს--- ი-----ის" პარტნიორი, მოპასუხის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ მთლიანი წილის ღირებულება გადაიხადა შ-- ,,რ--------- ს-------–-------- ა------------მა", შესაბამისად, მათთვის უცნობი იყო თუ რა მოლაპარაკება მოხდა დ----- კ------ესა და კ---- ჯ-----–---–ს შორის და გადაუხადა თუ არა ზემოაღნიშნული თანხა კ------ემ ჯ-----–---–ს.

შესაგებლის მიხედვით მოპასუხე არ უარყოფს და არც ადასტურებს, რომ მ------ ხ---------ი არის შ----- ა---------ს წარმომადგენელი, რადგან წარმოდგენილი არაა მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი მტკიცებულება. მიუხედავად იმისა, რომ შ----- ა-------ა არის შ-- ,,რ--------- ს-------–-------- ა-------------ს" 86.34% წილის მესაკუთრე, იგი უფლებამოსილი არაა წარმოადგინოს შ-- ,,რ--------- ს-------–-------- ა-------------", ასეთი უფლებამოსილება კანონისა და საწარმოს წესდების შესაბამისად გააჩნია მის დირექტორს, რომელიც იმ პერიოდშიც და დღესაც იყო და არის ლ--–- კ--–------. ის ფაქტი, რომ შ-- ,,რ--------- ს-------–-------- ა-------------ს" ბენეფიციარი მფლობელია შ----- ა-------ა უდავოა, შესაძლოა მ------------------ი მართლაც მუშაობს მის ერთ-ერთ საწარმოში, მაგრამ რ--------- ს-------–-------- ა------------ს არც წერილობით და არც ზეპირსიტყვიერად არასოდეს მიუცია უფლებამოსილება მ------------------ისათვის ემოქმედა რ--------- საერთაშორიოს ა-------------ს სახელით. მართალია შ----- ა-------ა წარმოადგენს რ--------- ს-------–-------- ა-------------ს მესაკუთრეს, თუმცა მისი ყველა მოქმედება არ მოიაზრებს თავის თავში გადაწყვეტილების მიღებას და მითუმეტეს არ მოიაზრებს წარმომადგენლობას შ-- ,,ს--- ი-----ში" ან შ-- ,,რ--------- ს-------–-------- ა------------ში", ვინაიდან იგი საწარმოში უფლებამოსილებას ახორციელებს კანონით და წესდებით მინიჭებულ ფარგლებში.

სარჩელზე თანდართული მტკიცებულებებით დასტურდება მხოლოდ ის, რომ დ----- კ------ეს შეაქვს ნაღდი ფულის სახით შ----- ა-------ას საბ---ო ანგარიშზე 300 000 ევრო, ხოლო შ----- ა-------ას ანგარიშიდან რა ბედი ეწია ამ ფულს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება. ამასთან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით მართლაც დასტურდება ბ---იდან დ----- კ------ის მიერ კრედიტის გამოტანის ფაქტი, თუმცა ის, რომ აღნიშნული თანხა განკუთვნილი იყო კ---- ჯ-----–---–ისათვის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რადგან კ---- ჯ-----–---–ს შ-- ,,ს--- ი-----ის" წილის ღირებულება სრულად გადაუხადა შ-- ,,რ--------- ს-------–-------- ა------------მა".

2----2--- წლებში დ----- კ------ეს ნაღდი ანგარიშსწორებით არანაირი თანხა არ გადაუხდია შ-- ,,რ--------- ს-------–-------- ა-------------სთვის" და შესაბამისად არც 461 096 აშშ დოლარი არ გადაუცია მოპასუხისათვის. ლ--–- კ--–------ს მიერ ელექტრონული ფოსტით გადაგზავნილი მიღება-ჩაბარების აქტი არ არის ხელმოწერილი და შესაბამისად არ დასტურდება შ-- ,,რ--------- ს-------–-------- ა-------------ს" მიერ თანხის მიღების ფაქტი, ხოლო რაც შეეხება 2--- წლის 26 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტს, რომელსაც რ--------- ს-------–-------- ა-------------ს სახელით ხელს აწერს ა.კ-------ა, აღნიშნული პიროვნება მართლაც მუშაობდა ა------------ში, თუმცა პირადი განცხადების საფუძველზე 2--- წლის 11 მაის- განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

მოპასუხე მხარის განმარტებით, მართალია შ----- ა-------ა არის შ-- ,,რ--------- ს-------–-------- ა-------------ს" 86.34%-ის წილის მესაკუთრე, თუმცა არასდროს არ ყოფილა ა-------------ს წარმომადგენელი, წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით სარგებლობდა მხოლოდ ლ--–- კ--–------ და შესაბამისად თ-------–-----–---–ის 2--- წლის 02 ივლისის წერილის ადრესატი იყო სწორედ ეს უკანასკნელი, თუმცა არც წერილში და არც მის დანართში არსად არ არის ნახსენები რ--------- ს-------–-------- ა-------------, ამასთან წერილში საუბარია მხოლოდ 140 000 აშშ დოლარზე.

2--- წლის 24 აგვისტოს ლ--–- კ--–------ს მიერ ნამდვილად მოხდა შ-- ,,ს--- ი-----ის" თანამშრომლებისათვის წერილის გაგზავნა და მის მიერ ფრაზის - „ბატონი დ-----ი, როგორც ამ კომპანიის თანამფლობელი“ გაჟღერება განპირობებული იყო შემდეგი მიზეზით, კერძოდ დ----- კ------ე კომპანიის მართვისას ყველას ეუბნებოდა, რომ შ-- ,,ს--- ი-----ის" თანამფლობელი იყო, შესაბამისად სწორედ მან სთხოვა ლ--–- კ--–------ს, რომ არ დაემცირებინა თანამშრომლების თვალში და მათთვის ეთქვა, რომ იყო ს--- ი-----ის თანამფლობელი, ამასთან ლ--–- კ--–------ს მიერ წერილის თანამშრომლებისთვის მიწერის დროს მართლაც მიმდინარეობდა მოლაპარაკება კ------ის მიერ შ-- ,,ს--- ი-----ის" 100% წილის შეძენაზე და შესაძლო იყო დ----- კ------ე მართლაც გამხდარიყო კომპანიის პარტნიორი, ამდენად, სწორედ ეს გარემოება წარმოადგენდა წერილში კ------ის მფლობელად მოხსენიებას. ამასთან მოპასუხე მხარე მიუთითებს, რომ მხარეებს შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკება, თუმცა მათ შორის რაიმე შეთანხმების მიღწევას ადგილი არ ჰქონია.

შესაგებელში მოპასუხის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ დ----- კ------ეს არც პირდაპირ და არც ირიბად შ-- ,,რ--------- ს-------–-------- ა------------ში" ინვესტიცია არ განუხორციელებია. მათივე განმარტებით დ----- კ------ის ქონება არ ყოფილა გამოყენებული ს--- ი-----ის ვალის უზრუნველსაყოფად, დ----- კ------ე იყო მხოლოდ თავდები, როგორც ს--- ი-----ის დირექტორი, ხოლო სესხის უზრუნველსაყოფად გამოყენებული იქნა მესამე პირის ქონება, რომელსაც შემხებლობა არ აქვს აღნიშნულ დავასთან.

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მიმოწერა (სატელეფონო), რომელიც განხორციელდა გ------ი უ–-----ესა და თ-------–-----–---–ს შორის, ეს არის ორ სუბიექტს შორის, კერძოდ ფინანსურ მენეჯერსა და ბუღალტერს შორის საუბარი თანხების კონვერტაციაზე, კაპიტალში შეტანაზე და ა.შ, რაც ჩვეულებრივი სამეურნეო პროცესია რომელიც განხორციელდა ორ ურთიერდამოკიდებულ პირს შორის, თუმცა აღნიშნული მიმოწერით არ დასტურდება დ----- კ------ის მიერ რაიმე თანხების გადახდა, ის ფაქტი, რომ ბ---ში განხორციელდა ორი ფიზიკური პირის შეხვედრა, უპირობოდ არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მათ შორის მოხდა თანხის გადაცემა, და გადაცემის შემთხვევაში, რომ ეს თანხა უპირობოდ ეკუთვნოდა დ----- კ------ეს.

 

სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირეს მათ მიერ წარმოდგენილ წერილობით შესაგებელს და განმარტეს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან არ არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივი საფუძვლები.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. შ-- ,,რ--------- ს-------–-------- ა-------------ს" მაჟორიტარ პარტნიორს წარმოადგენს შ----- ა-------ა, რომელიც 2--- წლის 16 ნ-----------ნ, დღემდე ფლობს ამ კომპანიაში წილის 86.34 % საკუთრებაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2--- წლის 16 ნოემბრის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს/ფ 23-24).

- 2--- წლის 11 იანვრის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს/ფ 25-26).

 

3.1.2. 2--- წლის 22 ივლისის წილის დათმობის ხელშეკრულების შედეგად, შ-- ,,რ--------- ს-------–-------- ა------------მა", წარმომადგენლის - დირექტორის ლ--–- კ--–------ს(პ/ნ 6----------) სახით შეიძინა შ-- ,,ს--- ი-----ის" (ს/კ 2--------) 100% წილი კ---- ჯ-----–---–ის---ნ, ხოლო 2--- წლის 26 თებერვლის ხელშეკრულებით, ცვლილება შევიდა 2--- წლის 22 ივლისის ხელშეკრულებაში და დაზუსტდა წილის ნასყიდობის ფასი (500,000 აშშ დოლარი) და მისი გადახდის გრაფიკი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრში წარდგენილი განცხადება (ს/ფ 27-28);

- 2--- წლის 22 ივლისის ხელშეკრულება წილის დათმობის შესახებ (ს/ფ 29);

- შ-- ს--- ი-----ის 2--- წლის 23 ივლისის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ 34-36);

- 2--- წლის 26 თებერვლის 2--- წლის 22 ივლისის „წილის ნასყიდობის შესახებ“ ხელშეკრულების დამატებითი შეთანხმება (ს/ფ 37);

 

3.1.3. შ-- ,,რ--------- ს-------–-------- ა-------------ს" 2--- წლის 03 აგვისტოს გადაწყვეტილებით, შ-- ,,ს--- ი-----ის" (ს/კ 2--------) დირექტორად დაინიშნა დ----- კ------ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შ-- რ--------- ს-------–-------- ა-------------ს 2--- წლის 03 აგვისტოს გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრში წარდგენილი განცხადება (ს/ფ 38-40).

 

3.1.4. შ-- ,,რ--------- ს-------–-------- ა-------------ს" 2--- წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილებით დ----- კ------ე გათავისუფლდა შ-- ,,ს--- ი-----ის" დირექტორის თანამდებობიდან და შ-- ,,ს--- ი-----ის დირექტორის" თანამდებობაზე დაინიშნა ლ--–- კ--–------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შ-- ,,ს--- ი-----ი"-ს პარტნიორთა კრების ოქმი N12 (ს/ფ 136-138).

 

3.1.5. 2--- წლის 21 დეკემბერს დ----- კ------ემ 300, 000 ევრო შეიტანა შ-- ,,რ--------- ს-------–-------- ა-------------ს" პარტნიორის, 86.34% წილის მესაკუთე - შ----- ა-------ას ანგარიშზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2--- წლის 21 დეკემბრის სალაროს შემოსავლის ორდერი ტერაბ---იდან (ს/ფ 53).

 

3.1.6. 2--- წლის 17 აგვისტოს მ------------------ი დ----- კ------ეს წერს წერილს, სადაც აღნიშნავს, რომ მათ შორის განხილული „პარტნიორთა შეთანხმების“ სტრუქტურის და სხვა დეტალების გასარკვევად, საჭიროებს ინფორმაციის მოწოდებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2--- წლის 17-21 აგვისტოს ელექტრონული ფოსტის მიმოწერა (ს/ფ 47-51);

 

3.1.7. 2--- წლის 3 ნოემბერს შ-- ,,ს--- ი-----ის" ფინანსური მენეჯერი - თ-------–-----–---–ი, დ----- კ------ის დავალებით, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიმართავს მ------------------ს და თხოვს მას დ----- კ------ის წილის პროცენტულობის განსაზღვრას, მის მიერ განხორციელებული ინვესტიციების შესაბამისად. საპასუხოდ მ------ ხაიდიროვი სთხოვს თ-------–-----–---–ს შენატანების ოდენობისა და თარიღების მიწოდებას, რათა განისაზღვროს დ----- კ------ის წილის ოდენობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2--- წლის 3-10 ნოემბრის ელექტრონული ფოსტის მიმოწერა (ს/ფ 59-62).

- მოწმე თ-------–-----–---–ის ჩვენება (2--- წლის 05 დეკემბრის სასამართლოს მთავარი სხდომის ოქმი, 15:43:20).

 

3.1.8. 2--- წლის 3 ნოემბრის წერილის პასუხად, 2--- წლის 10 ნოემბრის წერილით თ-------–-----–---–ი ატყობინებს მ------------------ს, რომ დ----- კ------ის მიერ განხორციელებული ინვესტიცია შ-- ,,ს--- ი-----ში" წარმოადგენს 1,119,789 აშშ დოლარს, ხოლო დ----- კ------ის წილი 35,44%.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2--- წლის 3-10 ნოემბრის ელ-ფოსტის მიმოწერა (ს/ფ 59-62).

- მოწმე თ-------–-----–---–ის ჩვენება (2--- წლის 05 დეკემბრის სასამართლოს მთავარი სხდომის ოქმი, 15:43:20).

 

3.1.9. 2--- წლის 29 იანვარს, თ-------–-----–---–ი ატყობინებს მ------------------ს, რომ დ----- კ------ის მიერ იმ მომენტისთვის შ-- ,,ს--- ი-----ში" განხორციელებული ინვესტიციების შესაბამისად, დ----- კ------ის წილი წარმოადგენს 38.38 %-ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2--- წლის 29 იანვრის ელ-ფოსტის მიმოწერა.

- მოწმე თ-------–-----–---–ის ჩვენება (2--- წლის 05 დეკემბრის სასამართლოს მთავარი სხდომის ოქმი, 15:43:20).

 

3.1.10. 2--- წლის 24 აგვისტოს, ლ--–- კ--–------ წერილს წერს შ-- ,,ს--- ი-----ის" თანამშრომლებს და ატყობინებს, რომ დ----- კ------ის ნაცვლად კომპანიას ამიერიდან უხელმძღვანელებს იგი. წერილში ლ--–- კ--–------ აღნიშნავს, რომ „ბატონი დ-----ი, როგორც ამ კომპანიის თანამფლობელი, „----------- ს-------–-------- ა------------თან ერთად რჩება კომპანიის ფარგლებში მიმდინარე სტრატეგიულ პროცესებში მონაწილე მნიშვნელოვან პირად“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ლ--–- კ--–------ს 2--- წლის 24 აგვისტოს წერილი, შ-- ს--- ი-----ის თანამშრომლებისადმი (ს/ფ 140-141).

- აღსრულების ეროვნული ბიუროს ოქმიF1-------- ფაქტების კონსტანტაციის შესახებ (ს/ფ 100-132).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. შ-- ,,რ--------- ს-------–-------- ა------------ს" არ გადაუხდია შესყიდული შ-- ,,ს--- ი-----ის" წილის საზღაურის ნაწილი -500,000 აშშ დოლარი კ---- ჯ-----–---–ისთვის, აღნიშნული გადაიხადა დ----- კ------ემ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ვალდებულება აკისრია მხარეს, რომელიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებს აღნიშნულ გარემოებას და შესაბამისად, იგი ეთითება მის მიერ.

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებს (იხ. სუსგ, საქმე №ას-1206-1166-2---).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

განხორციელებული შედავებიდან გამომდინარე, უპირველესად სადავოა, რომ 2--- წლიდან 2--- წლის ჩათვლით, დ----- კ------ის მიერ შ-- ,,რ--------- ს-------–-------- ა-------------სათვის", როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირ გადაცემული თანხებით უნდა განსაზღვრულიყო თუ არა შ-- ,,ს--- ი-----ში" დ----- კ------ის წილობრივი მონაწილეობა და პირები: შ----- ა-------ა და მ------------------ი, რომელთანაც წილებთან დაკავშირებით კონტაქტობდა (ელექტრონული ფოსტის მიმოწერები) დ----- კ------ე, წარმოადგენდენ თუ არა იმ პირებს, რომლებიც უფლებამოსილები იყვნენ ეწარმოებინათ მოლაპარაკება მესამე პირებთან შ-- ,,რ--------- ს-------–-------- ა-------------ს" სახელით.

სასამართლო იზიარებს მოსარჩელის განმარტებას საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებთან ერთობლოიბაში, რითაც დადგენილია, რომ 2--- წლის 22 ივლის-, შ-- ,,რ--------- ს-------–-------- ა------------სა" და კ---- ჯ-----–---–ს შორის დაიდო წილის დათმობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით შ-- ,,ს--- ი-----ის" 100% წილის მესაკუთრე გახდა შ-- ,,რ--------- ს-------–-------- ა-------------". აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველი გახდა ერთის მხრივ დ----- კ------ეს და კ---- ჯ-----–---–ს შორის, ხოლო მეორეს მხრივ დ----- კ------ეს და შ----- ა-------ასა შორის წარმოებული მოლაპარაკება, რომლის მიხედვით, შ-- ,,ს--- ი-----ის“ წილების ბენეფიციარი (საბოლოო) მესაკუთრეები უნდა გამხდარიყვნენ შ----- ა-------ა და დ----- კ------ე. ასევე გადაწყდა, რომ 100% წილი საწყის ეტაპზე გაფორმებულიყო შ----- ა-------ას კუთვნილ კომპანიაზე - შ-- ,,რ--------- ს-------–-------- ა------------ზე“, ხოლო წილის შესაბამისი ნაწილის გადაფორმება დ----- კ------ეზე მოხდებოდა მას შემდეგ, როცა პროპორციულად განახორციელებდა საწარმოში ინვესტირებას.

აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში, დ----- კ------ე შ-- ,,ს--- ი-----ის" ყოფილ მესაკუთრე კ---- ჯ-----–---–თან, წილის ნასყიდობასთან დაკავშირებით აწარმოებდა მოლაპარაკებებს. მოლაპარაკების ბოლო ეტაპზე ანუ როდესაც მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე, კ---- ჯ-----–---–ისათვის ცნობილი გახდა, რომ მისი წილი შ-- ,,ს--- ი-----ში" უნდა გადაეფორმებინა შ-- ,,რ--------- ს-------–-------- ა-------------სათვის", ამასთან უნდა გათავისუფლებულიყო მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები, რომელიც ,,პროკრედიტ ბ---ში" სესხის უზრუნველსაყოფად იყო იპოთეკით დატვირთული. მას შემდეგ რაც გათავისუფლდა იპოთეკიდან კ---- ჯ-----–---–ის უძრავი ქონებები და მიიღო 3 900 000 აშშ დოლარი, მოხდა წილის შ-- ,,რ--------- ს-------–-------- ა------------ზე" გადაფორმება, ხოლო დარჩენილი 500 000 აშშ დოლარი შ-- ,,რ--------- ს-------–-------- ა-------------ს" ნაცვლად მას გადაუხადა დ----- კ------ემ ,,ვ------ ბ---ის" სათაო ოფისში 2--- წლის 23 სექტემბერს. ამასთან გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოსარჩელე დ----- კ------ეზე ს- ,,ვ------ ბ---ი ჯორჯიას" მიერ 2--- წლის 20 სექტემბერს დამტკიცებული იქნა სესხი 500,000 აშშ დოლარის ოდენობით, რაც დ----- კ------ის მიერ გატანილი იქნა 2--- წლის 23 სექტემბერს და გადაეცა კ---- ჯ-----–---–ს, რაც დაადასტურა მიმღებმა მოწმის სახით დაკითხვისას.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმის მასალებში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებზე: 2--- წლის 2 თებერვლის შეთანხმების აქტი, თანხის მიღება-ჩაბარების შესახებ, ხელმოწერილი კ---- ჯ-----–---–ისა და შ-- ,,რ--------- ს-------–-------- ა-------------ს“ დირექტორის ლ--–- კ--–------ს მიერ, რომლის თანახმად, 2--- წლის 22 ივლისის წილის დათმობის შესახებ ხელშეკრულების 2.2.3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება შესრულებულია სრულად, კერძოდ კ---- ჯ-----–---–ს გადაეცა 100 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში 247 020 ლარი, ამავე თარიღის სალაროს გასვლის ორდერი, რომელიც ადასტურებს თანხის გადაცემას კ---- ჯ-----–---–ზე სალარო გასვლის ორდერით, ხელმოწერილი კ---- ჯ-----–---–ის და ლ--–- კ--–------ს მიერ. 2--- წლის 26 სექტემბრის სალარო გასვლის ორდერი, რომლის საფუძველია წილის ნასყიდობის თანხა, რომლის თანახმად კ---- ჯ-----–---–ს გადაეცა 500 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში -ერთი მილიონ ასორმოცდათექვსმეტი ათას- ექვსასი ლარი, ხელმოწერილი კ---- ჯ-----–---–ის და ა-–---------- კ-------ას, ,,რ--------- ს-------–-------- ა-------------ს" მთავარი ბუღალტრის მიერ. კ---- ჯ-----–---–მა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ 500 000 აშშ დოლარი მიიღო უშუალოდ დ----- კ------ის---ნ, ხოლო რაღაც პერიოდის გასვლის შემდგომ თბილისში, თავის ოფისში მოაწერა ხელი ფორმალურად დოკუმენტებს - სალაროს გასავლის ორდერებს, რომ თითქოს შ-- ,,რ--------- ს-------–-------- ა-------------ს“ ოფისში მიიღო თანხები. ასევე საერთოდ არ მიუღია ბოლო გადახდად ნაჩვენები 100 000 აშშ დოლარის ექვივალენტი 247 000 ლარი, რომელიც დ----- კ------ესთან ურთიერთშეთანხმებით გაიქვითა სასაქონლო ნაშთების ვარგისიანობაზე არსებული პრეტენზიების გამო. მოწმე ა-–---------- კ-------ამ ასევე დაადასტურა, რომ შ-- ,,რ--------- ს-------–-------- ა-------------ს“ დირექტორის მითითებით ბუღალტრულად ტარდებოდა თანხები, როგორც დამფუძნებლის - შ----- ა-------ას შენატანი და შემდგომ კ---- ჯ-----–---–ზე გაცემა წილის შესყიდვის საფასურად, მაშინ როდესაც რეალურად არც თანხის მიღებას და არც გაცემას ადგილი კომპანიაში არ ჰქონია, კ---- ჯ-----–---–ს საერთოდ არ შეხვედრია.

დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ შ-- ,,რ--------- ს-------–-------- ა-------------ს" მაჟორიტარ პარტნიორს წარმოადგენს შ----- ა-------ა, რომელიც 2--- წლიდან დღემდე, ფლობს ამ კომპანიაში 86.34 % წილს საკუთრებაში, ხოლო საქმის მასალებით და ლ--–- კ--–------ს მიერ სასამართლოზე მიცემული განმარტებით, ასევე მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ აღნიშნული პიროვნება მართავს, როგორც შ-- ,,რ--------- ს-------–-------- ა------------ს, ისევე შ-- ,,ს--- ი-----ს“ და შესაბამისად, მათ საქმიანობაში ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიმღები პირი იყო სწორედ შ----- ა-------ა. ამასთან სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული იქნენ თ-------–-----–---–ი, ა-–---------- კ-------ა და გ------ი უ–------ე, რომლებმაც დაადასტურეს, რომ შ--,,რ--------- ს-------–-------- ა-------------ს" ჩართულობა შ-- ,,ს--- ი-----ის“ საქმიანობაში იყო ფაქტობრივად ფორმალური, გადაწყვეტილების მიმღები პირი იყო მხოლოდ შ----- ა-------ა. ა-–---------- კ-------ა მიუთითებს, რომ მისი გაგზავნა შ-- ,,ს--- ი-----ში“ მოხდა სწორედ შ----- ა-------ას მიერ, ხოლო მოწმე თ-------–-----–---–ი განმარტავს, რომ ,,ს--- ი-----ის" ფინანსურ მონაცემებთან დაკავშირებით მას შეხვედრა ჰქონდა (შ-- ს--- ი-----ის სათათბირო ოთახში) შ----- ა-------ას, დ----- კ------ესა და მ------------------თან, ეს უკანასკნელი კი წარმოადგენდა შ----- ა-------ას მიერ უფლებამოსილ პირს და აღნიშნული შეხვედრის შემდგომ, მ------------------მა მას თავადვე განუმარტა, რომ შ-- ,,ს--- ი-----ის" ფინანსებთან დაკავშირებით ყოველთვიური ინფორმაცია უნდა მიეწოდებინა მისთვის.

შ-- ,,ბ-------------------------–---ი"-ს მაჟორიტარ პარტნიორს (წილის 99.9% წილის მესაკუთრეს), რომელიც ასევე შ-- ,,რ--------- ს-------–-------- ა-------------ს" დარჩენილი წილის მესაკუთრეა, დღეის მდგომარეობით წარმოადგენს შ----- ა-------ა, ხოლო, ამავე კომპანიის 99.9% წილის მესაკუთრეს, 2010 წლის 25 თებერვლისათვის (კომპანიის მაშინდელი სახელი - შ-- ბ-----------) წარმოადგენდა ყაზახეთში რეგისტრირებული უცხოური საწარმო ტ------–-------სერვისი, რომლის მაჟორიტარი პარტნიორიც დღემდე შ----- ა-------აა. შესაბამისად, შ-- ,,რ--------- ს-------–-------- ა-------------", წარმოადგენს ტ------–-------ის ჯგუფის ნაწილს და იმყოფება შ----- ა-------ას კონტროლ ქვეშ, აღნიშნულიდან გამომდინარე დასტურდება, რომ მ------------------ი მოქმედებდა შ----- ა-------ასა და შ-- ,,რ--------- ს-------–-------- ა-------------ს" სახელით.

2--- წლის 17 აგვისტოს, შ-- ,,რ--------- ს-------–-------- ა-------------ს" მაჟორიტარი პარტნიორი - შ----- ა-------ას წარმომადგენელი - მ------------------ი, დ----- კ------ეს წერს წერილს, რომ მათ შორის განხილული „პარტნიორთა შეთანხმების“ სტრუქტურის და სხვა დეტალების გასარკვევად, საჭიროებს ინფორმაციის მოწოდებას. 2--- წლის 3 ნოემბერს, თ-------–-----–---–ი, როგორც შ-- ,,ს--- ი-----ის" ფინანსური დირექტორი, დ----- კ------ის დავალებით, ელ-ფოსტის მეშვეობით მიმართავს შ-- ,,რ--------- ს-------–-------- ა-------------ს" წარმომადგენელს, მ------------------ს და თხოვს მას დ----- კ------ის წილის პროცენტულობის განსაზღვრას, მის მიერ განხორციელებული ინვესტიციების შესაბამისად. მ------------------ი სთხოვს თ-------–-----–---–ს შენატანების ოდენობისა და თარიღების მიწოდებას, რათა განისაზღვროს დ----- კ------ის წილის ოდენობა, 2--- წლის 10 ნოემბრის წერილით, ზემოაღნიშნული წერილის პასუხად, თ-------–-----–---–ი ატყობინებს მ------------------ს, რომ დ----- კ------ის მიერ განხორციელებული ინვესტიცია ს--- ი-----ში წარმოადგენს 1,119,789 აშშ დოლარს, რის შესაბამისად დ----- კ------ის წილი უნდა განისაზღვროს - 35,44%.

2--- წლის 29 იანვარს, თ-------–-----–---–ი ატყობინებს მ------------------ს, რომ დ----- კ------ის მიერ იმ მომენტისთვის შ-- ,,ს--- ი-----ში“ განხორციელებული ინვესტიციების შესაბამისად, გააჩნია წილი 38.38 %-ის ოდენობით. მოწმე თ-------–-----–---–ის ჩვენებით ასევე დასტურდება, რომ მ------------------თან, დ----- კ------ესთან და შ----- ა-------ასთან ჰქონდა შეხვედრა, რა დროსაც მის მიერ, როგორც პარტნიორების მიმართ, წარდგენილი იქნა პრეზენტაცია კომპანიის ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, აგრეთვე მის მიერ სისტემატურად იგზავნებოდა მ------------------ათან, როგორც შ----- ა-------ას წარმომადგენელთან ფინანსური მონაცემები და დ----- კ------ის მიერ განხორციელებული შენატანები, ელექტრონულ მიმოწერაში ასევე ფიგურირებდა რ--------- ს-------–-------- ა-------------ს დირექტორი ლ--–- კ--–------.

დ----- კ------ის, როგორც შ-- ,,ს--- ი-----ის“ პარტნიორის წარდგენა მოხდა თავად კ---- ჯ-----–---–ის მიერ, როცა მოხდა კ---- ჯ-----–---–ის მიერ კომპანიის გაყიდვა. აღნიშნული ფაქტს კიდევ უფრო ამყარებს ის გარემოება, რომ დ----- კ------ის მიერ შ-- ,,ს--- ი-----ის" სესხი უზრუნველყოფილ იქნა პირადი თავდებობით და სესხის უზრუნველსაყოფად დაიტვირთა მისი ოჯახის წევრის, კერძოდ მამის - ბ-----ი კ------ის უძრავი ქონება და ვინაიდან ,,ს--- ი-----ი" ვერ ახორციელებდა თავის სასესხო ვალდებულებების შესრულებას, საკრედიტო დავალიანების დაფარვის მიზნით, იპოთეკარს ს- ,,თ----- ბ---ს" საკუთრებაში გადაეცა ბ-----ი კ------ის უძრავი ქონება.

3.2.2. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ეკისრება 1,621,791 აშშ დოლარის გადახდა.

2015 წლის 21 დეკემბერს, დ----- კ------ე არაპირდაპირ ახორციელებს ინვესტირებას შ-- ,,ს--- ი-----ში" 300 000 ევროს ოდენობით, კერძოდ, თანხა შეაქვს შ-- ,,რ--------- ს-------–-------- ა-------------ს" მაჟორიტარი პარტნიორის - შ----- ა-------ას ანგარიშზე. აღნიშნული თანხა წარმოადგენდა დ----- კ------ის წილის საფასურს შ-- ,,ს--- ი-----ში", რაც დასტურდება 2--- წლის 3 ნოემბრის, მ------------------ს, თ-------–-----–---–სა და დ----- კ------ეს შორის არსებული მიმოწერით, რომლის თანახმად, მ------------------ს, როგორც შ----- ა-------ას წარმომადგენელს, გაეგზავნა თანხებისა და გადარიცხვების შესახებ ინფორმაცია, რაც მიჩნეული უნდა ყოფილიყო წილის შესყიდვის საფასურის გადახდად. 2--- წლის 21 დეკემბერს გადაცემული 300 000 ევრო-324 280 აშშ დოლარი დაფიქსირებულია, როგორც წილის შესყიდვის საფასური. ზემოაღნიშნული თანხის გადაცემის შემდგომ შ----- ა-------ა 1 000 000 აშშ დოლარის შეტანას ახორციელებს შ-- ,,რ--------- ს-------–-------- ა------------ში“ და 2--- წლის 02 მარტის ტრანზაქციის თანახმად ხორციელდება კომპანიის ვადაგადაცილებული სესხის ძირითადი თანხის დაფარვა. სესხის დაფარვის პროცესში, შ-- ,,ს--- ი-----ის“ მხრიდან თ-------–-----–---–ის მეშვეობით თანხმდებოდა სესხის თანხის ეროვნულ ვალუტაში კონვერტაციის კურსი ,,რ--------- ს-------–-------- ა-------------ს" წარმომადგენელთან, აგრეთვე თანხმდებოდა თ-------–-----–---–სა და გ------ი უ–------ეს შორის, დ----- კ------ისა და გ------ი უ–------ის შეხვედრის ადგილი და დრო, რომელიც იდენტურად ემთხვევა დ----- კ------ის მიერ გ------ი უ–------ისათვის თანხის გადაცემას და ამ უკანასკნელის მიერ თანხის შეტანას შ-- ,,რ--------- ს-------–-------- ა-------------ს“ ანგარიშზე, რომელიც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ფაქტების კონსტატაციით, 2--- წლის 21 ოქტომბრის თ-------–-----–---–ის სატელეფონო შეტყობინების ამონაწერით და მისივე სასამართლოზე მიცემული ჩვენებით.

საქმის მასალით ასევე დადგენილია, რომ შ-- ,,რ--------- ს-------–-------- ა------------ში" 2--- წლის 26 ივნის-, ეროვნული ვალუტის გაყიდვის გზით ჩარიცხულია 37 800 დოლარი ა-–---------- კ-------ას (შ-- რ--------- ს-------–-------- ა-------------ს ბუღალტერი) მიერ, იმავე დღეს ,,ვ------ ბ---იდან" დ----- კ------ის მიერ გამოტანილ იქნა 91000 ლარი, საქმეში წარმოდგენილი 2--- წლის 10 ოქტომბერის მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2--- წლის 26 ივნის-, შედგა მიღება-ჩაბარების აქტი ზემოაღნიშნულ ოპერაციასთან დაკავშირებით, რომელიც ხელმოწერილია ორივე მხარის მიერ.

2--- წლის 25 ივლის- შ-- ,,რ--------- ს-------–-------- ა-------------ს" მთავარი ბუღალტრის გ------ი უ–------ეს მიერ ჩარიცხულია 91 000 ლარი, საქმის მასალებში წარმოდგენილია დ----- კ------ის მიერ იმავე თარიღში ვ------ ბ---იდან თანხის გამოტანა 91000 ლარის ოდენობით, კონვერტაცია განხორციელდა კურსით 2.4050, რაც ზუსტ თანხვედრაშია სესხის სახით გადახდილ თანხასთან 37 838.84 აშშ დოლართან. 2--- წლის 24 აგვისტოს, ეროვნული ვალუტის გაყიდვის გზით ა------------ში ჩარიცხულია 37 800 დოლარი გ------ი უ–------ის მიერ, რაც ასევე დასტურდება ამავე რიცხვით დათარიღებული მიღება-ჩაბარების აქტით.

2--- წლის 26 სექტემბერს, ეროვნული ვალუტის გაყიდვის გზით აგრეთვე ჩარიცხულია 37 800 დოლარი, გ------ი უ–------ის მიერ, რაც ასევე დასტურდება ამავე რიცხვით დათარიღებული მიღება-ჩაბარების აქტით.

2--- წლის 25 ოქტომბერს რ--------- ს-------–-------- ა-------------ს სალაროში მათი მთავარი ბუღალტრის გ------ი უ–------ის მიერ შეტანილი იქნა 95 000 ლარი, რომელსაც თავად გ------ი უ–------ის ჩვენებასთან ერთად ადასტურებს ამავე თარიღში შესრულებული მიღება-ჩაბარების აქტი და შემოსავლის გასვლის ორდერი, ხოლო 2--- წლის 27 ნოემბერს სალაროში 103 080 ლარის შეტანა გ------ი უ–------ეს მიერ, დასტურდება ამავე რიცხვით დათარიღებული მიღება-ჩაბარების აქტით და გასვლის ორდერით. 2--- წლის 25 დეკემბერს სალაროში 97 200 ლარის შეტანა გ------ი უ–------ის მიერ, დასტურდება ამავე რიცხვით დათარიღებული მიღება-ჩაბარების აქტით და გასვლის ორდერით.

2--- წლის 28 თებერვალს ა-------------ს სალაროში - 93 290 ლარის და 25 აპრილს - 94 000 ლარის შეტანა გ------ი უ–------ის მიერ, დასტურდება ამავე რიცხვებით დათარიღებული გასვლის ორდერებით.

2--- წლის 29 მაის- შ-- რ--------- ს-------–-------- ა-------------ს სალაროში- 93 900 ლარის შეტანა გ------ი უ–------ის მიერ, აისახება შ-- რ--------- ს-------–-------- ა-------------ს ანგარიშზე, აღნიშნულის პარალელულად კი, ამავე თარიღით მოხდა 37 800 დოლარის ჩარიცხვა მალხაზ ბურჯანაძის მიერ (ს- საქართველოს ბ---ის ანგარიშზე). 2--- წლის 29 მაის-, თ-------–-----–---–ი, გ------ი უ–------ეს სატელეფონო შეტყობინებით უთანხმებს კრისტალში თანხის დაკონვერტირებას.

2--- წლის 2 ივლის- - 140 000 აშშ დოლარის, ხოლო 08 ივლის- - 500 000 ლარის რ--------- ს-------–-------- ა-------------ს სალაროში შეტანა გ------ი უ–------ის მიერ დასტურდება 2--- წლის 26 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტით.

მოწმე ა-–---------- კ-------ამ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა დ----- კ------ის მიერ თანხის გადაცემის ფაქტი, ასევე არ უარყო, რომ მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერა განხორციელებულია მის მიერ, თუმცა მისი შინაგანი რწმენით აღნიშნული თანხა წარმოადგენდა შ-- ,,ს--- ი-----ის“ მიერ სესხის დაფარვის მიზნით გაცემულ თანხას, ხოლო მოწმე გ------ი უ–------ემ დაადასტურა დ----- კ------ის და მის მიერ უფლებამოსილი პირების მეშვეობით თანხის რამდენჯერმე მიღება ,,ვ------ ბ---ის" ოფისში, რომელიც შემდგომ შ-- ,,რ--------- ს-------–-------- ა-------------ს" ბუღალტერიში აისახებოდა, როგორც დამფუძნებლის შენატანი და ხდებოდა სესხის დაფარვა.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შ-- ,,რ--------- ს-------–-------- ა-------------ს" წარმომადგენლებს საქმის წარმოების არცერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომ დ----- კ------ის მიერ შ-- ,,რ--------- ა-------------სათვის" გადაცემული თანხები წარმოადგენდა შ-- ,,ს--- ი-----ის“ კუთვნილ თანხებს.

ამასთან საგულისხმოა, რომ დ----- კ------ის შ-- ,,ს--- ი-----ის“ დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, 2--- წლის 19 სექტემბერს, ლ--–- კ--–------, რომელიც ამდროს წარმოადგენდა როგორც შ-- ,,ს--- ი-----ის", ასევე შ-- ,,რ--------- ს-------–-------- ა-------------ს" დირექტორს, თავისი ელექტრონული ფოსტით ბ-----ი კ------ეს(მოსარჩელის მამა), შ----- ა-------ას, დ----- კ------ეს და თ-------–-----–---–ს უგზავნის შ-- ,,ს--- ი-----ის" 2----2--- წლების ფინანსური ანალიზს(აუდიტს) და ინფორმაციას, სადაც მითითებულია დ----- კ------ის მიერ განხორციელებული შენატანები და ასევე დ----- კ------ის წილობრივი მონაწილეობა შ-- ,,ს--- ი-----ში". აღნიშნული დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თ-------–-----–---–მა.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს 1,621,791 აშშ დოლარი გადასცა (შესრულების კონდიქცია), ხოლო მოგვიანებით, ამ შესრულების სამართლებრივი საფუძველი - წილის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია არ განხორციელდა, რაც საფუძვლად ედება მოსარჩელის (შემსრულებლის) მხრიდან შესრულებულის უკან დაბრუნების მოთხოვნას ს-კ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და, ამავე კოდექსის 979-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად. შესაბამისად, მოპასუხეს წარმოეშობა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მოსარჩელის---ნ მიღებული თანხის დაბრუნების საპასუხო ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ 1,621,791 აშშ დოლარის (სარჩელის მოთხოვნა) მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა დასაბუთებულია.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში და ბ) ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა.

სასამართლო მიუთითებს, რომ შესრულების კონდიქცია გულისხმობს ვითომ კრედიტორის ქონების შეგნებულ და მიზანმიმართულ გაზრდას, რომელსაც არ გააჩნია სამართლებრივი (სახელშეკრულებო ან კანონისმიერი) საფუძველი, ან ამგვარი საფუძველი ნორმაში მითითებულ გარემოებათაგან ერთ-ერთის არსებობის გამო, არ წარმოშობილა ან შეწყდა. შესრულების კონდიქციისას, ისევე როგორც უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტისათვის მახასიათებელი მოთხოვნა, უსაფუძვლოდ მიღებულის უკან დაბრუნებაა. უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართლებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს, რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის არა ქონებრივი დანაკლისის შევსება, მაგ. ზიანის ანაზღაურება, არამედ ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა, ანუ გამდიდრების გათანაბრება. უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა და გამდიდრების გათანაბრება არ არის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის სახე.

უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების (რომელშიც უნდა ვიგულისხმოთ უფლების ან გარკვეული შეღავათის, უპირატესობის) ამოღება, რითაც უნდა უზრუნველყოფილი იქნეს სამართლიანობის აღდგენა ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უპირატესობის მიღებამდე. უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით. უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტის---ნ უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი - მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია - ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას (იხ. სუსგ. №ას-184-171-2---).

ამასთან, უსაფუძვლო გამდიდრება სუბსიდიური ხასიათისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეთა შორის არ უნდა არსებობდეს მოთხოვნის დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი. გარდა ამისა, მითითებული საფუძვლით პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს გარკვეული კუმულატიური წინაპირობები, კერძოდ: 1. მოპასუხის გამდიდრება; 2. მოპასუხის გამდიდრება უნდა გამოიწვიოს მოსარჩელის ქმედებამ, ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი; 3. მოპასუხის გამდიდრება, როგორც შედეგი, უნდა იყოს უკანონო, ანუ მას არ უნდა ჰქონდეს კანონისმიერი შესაძლებლობა, კომპენსაციის გარეშე მიითვისოს აღნიშნული ქონება. რომელიმე ამ პირობის არარსებობა გამორიცხავს უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

გასათვალისწინებელია, რომ უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება, შესაბამისად, მოსარჩელემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები რომლითაც დასტურდება მოპასუხის უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტი.

სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ უზრუნველყო მასზე არსებული მტკიცების ტვირთის სათანადო რეალიზება, ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდება მოპასუხისთვის თანხის გადაცემის, ისევე როგორც მხარეთა შორის შემდგომი ვალდებულების არ წარმოშობის (დ----- კ------ე არ დარეგისტრირებულა მეწარმეთა რეესტრში შ-- ,,ს--- ი-----ის" პარტნიორად (თანამეწილედ)), აღნიშნული კი განაპირობებს მოპასუხის გამდიდრებას, ამასთან მოპასუხის გამდიდრება გამოწვეულია მოსარჩელის ქმედებით/შესრულებით, ქმედებასა და შედეგს შორის არსებობდეს პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი და მოპასუხის გამდიდრება, როგორც შედეგი, არის უკანონო/არ დადებულა გარიგება-შესრულების საფუძველი. შესაბამისად, მოპასუხეს არ აქვს აღნიშნული თანხის დაბრუნებაზე უარის თქმის ღირსი სამართლებრივი საფუძველი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ეკისრება 1,621,791 აშშ დოლარის გადახდა.

 

სამოტივაციო ნაწილი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, ფაქტების კონსტატაციის მასალების და მოწმეთა ჩვენებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 976-ე, 979-ე, 988-ე, 991-ე, მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

იმისათვის, რომ სასამართლომ იმსჯელოს უსაფუძვლო გამდიდრებით წარმოშობილი ვალდებულების არსებობის შესახებ, აუცილებელია მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა სწორედ ამ საფუძველს და შესაბამის ფაქტებს დააყრდნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, საკუთარი ინიციატივით შეცვალოს სარჩელის საფუძველი. ეს დაარღვევს არა მარტო დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებს, არამედ მთლიანად შეცვლის მხარეთა პროცესუალურ მდგომარეობას. თუ ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულებისას მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აკისრია, ხოლო მოპასუხეს, მხოლოდ ფაქტების მითითების ტვირთი აქვს, უსაფუძვლო გამდიდრებით წარმოშობილ ურთიერთობებში, ვალდებულების არსებობის მითითებისა და მისი მტკიცების ტვირთიც მოპასუხეს ეკისრება. თუ მოსარჩელე მოთხოვნის საფუძვლად ვალდებულებას უთითებს, თავად არის ამ მითითებისა და აქედან გამომდინარე, შესაბამისი სამართლებრივი შედეგების რისკის მატარებელი.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია სწორედ უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე ვალდებულება, რასთან შესაბამისობაშიც მსჯელობს სასამართლო სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობაზე.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში და ბ) ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა.

ამავე კოდექსის 988-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს, რომელიც 976-ე მუხლის თანახმად რაიმეს გადასცემს მესამე პირს ვითომ-კრედიტორზე მითითებით, შეუძლია შესრულებულის გამოთხოვა ვითომ-კრედიტორის---ნ ისე, თითქოს მისთვის გადაეცეს რაიმე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს, რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის არა ქონებრივი დანაკლისის შევსება, მაგ. ზიანის ანაზღაურება, არამედ ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა, ანუ გამდიდრების გათანაბრება. უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა და გამდიდრების გათანაბრება არ არის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის სახე.

უსაფუძვლო გამდიდრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს მოპასუხის გამდიდრება. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლი ითვალისწინებს უსაფუძვლო გამდიდრების გენერალურ დათქმას, რაც გულისხმობს, პირის მიერ იმ სიკეთის სხვისთვის დაბრუნებას, რომლითაც იგი უსაფუძვლოდ გამდიდრდება. ამდენად, პირის გამდიდრებას იწვევს სხვისი ქონების გამოყენება, გამდიდრებული პირი სარგებლობს სხვა პირის ქონებით, რითაც არღვევს სხვა პირის უფლებებს და კანონით დაცულ ინტერესებს.

სამოქალაქო კოდექსის 979-ე მუხლით კი განსაზღვრულია უსაფუძვლო გამდიდრებისას უკან დაბრუნების მოთხოვნის ფარგლები. კერძოდ, აღნიშნული ნორმის პირველი ნაწილით უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით.

სასამართლო მოიხმობს საკასაციო პალატა განმარტებას იმის თაობაზე, რომ უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების (უფლების ან გარკვეული შეღავათის, უპირატესობის) ამოღება, რითაც უნდა უზრუნველყოფილი იქნეს სამართლიანობის აღდგენა ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უფლების, უპირატესობის მიღებამდე. ამდენად, უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების ისეთ შემთხვევებს, როდესაც შემსრულებელი ასრულებს ფაქტობრივად არარსებულ ვალდებულებას, რაც იწვევს პირვანდელი მდგომარეობის ადგენას (ისაქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის პრაქტიკის ანალიზი, თბ. 2---წ. გვ.39).

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ უზრუნველყო მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის სათანადო რეალიზება, რის შედეგადაც დადგენილია: 1. მოპასუხის გამდიდრება; 2. მოპასუხის გამდიდრება გამოიწვია მოსარჩელის ქმედებამ, ამასთან ქმედებასა და შედეგს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და 3. მოპასუხის გამდიდრება, როგორც შედეგი, არის უკანონო.

 

შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთიანობა განაპირობებს უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის აუცილებელი ყველა კომპონენტის ერთიანობაში არსებობას, რის გამოც არსებობს მოპასუხისთვის 1,621,791 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

სარჩელზე მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 3000 ლარის ოდენობით, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად უნდა დაეკისროს როგორც სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, ასევე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.

აღნიშნული ნორმისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, საქმის მოცულობის, ჩატარებული პროცესების რაოდენობის, დოკუმენტების თარგმნის, ფაქტების კონსტატაციის და წარმომადგენლის იურიდიულ მომსახურებაზე გაწეული ხარჯების შეფასებისას სასამართლოს გონივრულად მიაჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სასამართლოს გარეშე ხარჯების სახით უნდა დაეკისროს - 5000 ლარის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელი დაკმაყოფილდა, შესაბამისად არ არსებობს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დ----- კ------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. შ-- ,,რ--------- ს-------–-------- ა------------ს" დაეკისროს მოსარჩელე დ----- კ------ის სასარგებლოდ 1,621,791 აშშ დოლარის გადახდა;

 

3. შ-- ,,რ--------- ს-------–-------- ა------------ს" დაკისროს დ----- კ------ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 3050 ლარის ოდენობით (3000 ლარი სარჩელზე და 50 ლარი სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი);

 

4. მოპასუხე შ-- ,,რ--------- ს-------–-------- ა------------ს" დაეკისროს სასამართლოს გარეშე ხარჯების სახით - 5000 ლარის ანაზღაურება დ----- კ------ის სასარგებლოდ;

 

5. უცვლ--–-დ დარჩეს რ--------- საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 31 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - რომლითაც შ-- "რ--------- ს-------–-------- ა------------ს" აეკრძალა საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე შემდეგი ქონების გასხვისება და უფლებრივი დატვირთვა: მ-----------------------–--------–----–-----–------------------–--–---------------------------------------------------------–------------------------------–------------------------------–---–---------------------------------------–----------------------------------------------------.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მამუკა ნოზაძე