გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3-2---1-
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
0-.0-.2--- წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ნ---- თ----–---–ი
სხდომის მდივანი ნათია-----------ე
მოსარჩელე: მ------ დ---–---–---–ი,წარმომადგენელი: ხ----- ხ------–---–ი,მოპასუხე: სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი,სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტო,წარმომადგენელი: პ----- ც------–---, დავის საგანი: ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოსარჩელე მოითხოვს სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 201- წლის 1-----------ს №- „სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ", სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის 201- წლის 1-----------ს №0------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას და მ------ დ---–---–---–ისათვის 201- წლის 0-----------დან სახელმწიფო პენსიის დანიშვნას კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით.
სარჩელში აღნიშნულია, რომ მ------ დ---–---–---–მა 201- წლის 3-----–--ს განცხადებით მიმართა სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს ასაკობრივი პენსიის დანიშვნის მოთხოვნით, თუმცა 201- წლის 1-----------ს №- გადაწყვეტილებით მოთხოვნაზე ეთქვა უარი და განემარტა, რომ ვინაიდან იგი მსახურობს ს----–-–----------------------–--------------------–-------------–---–-" იგი ვერ მოიპოვებს სახელმწიფო გასაცემლის (ასაკობრივი პენსიის) დანიშვნის უფლებას. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულ იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, რაც სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის 201- წლის 1-----------ს №0------- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ ს----–-–----------------------–--------------------–-------------–---–-" მუშაობა წარმოადგენს საჯარო საქმიანობას და მ------ დ---–---–---–ი ვერ მოიპოვებს სახელმწიფო გასაცემლის (ასაკობრივი პენსიის) დანიშვნის უფლებას.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის წარმომადგენელმა წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მიუთითა, რომ არ არსებობს გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძველი. ს---------–-–----------------------–---------------------–-------------–----" არა აქვს სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ფუნქცია და ამ მიზნისათვის ის ცალკე ქმნის სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას. დასახელებულ ცენტრში საქმიანობა ვერ ჩაითვლება ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,გ" ქვეპუნქტისა და მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში საქმიანობად და მიიჩნევა საჯარო საქმიანობად.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 1-5- წლის 2---------- დაბადებულ მ------ დ---–---–---–მა 201- წლის 3-----–--ს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნის მოთხოვნით, რაზეც 201- წლის 1-----------ს №- გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე იმ საფუძვლით, რომ მ------ დ---–---–---–ის სახელმწიფო ს---------------–--------------------–------ ,,დ--–---–ი" მუშაობა წარმოადგენს საჯარო საქმიანობას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი (ს. ფ. 2-12);
-დაზუსტებული სარჩელი (ს. ფ. 54-66);
-წერილობითი შესაგებელი (ს. ფ. 87-94);
-პირადობის მოწმობის ასლი (ს.ფ.13);
-სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 201- წლის 1-----------ს №- გადაწყვეტილება სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ (ს. ფ. 15);
3.1.2. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 201- წლის 1-----------ს №- გადაწყვეტილება სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა ადმინისტრაციული წესით, რაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის 201- წლის 1-----------ს №0------- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ სსიპ ს----–-–----------–---------------------–------- ,,დ--–---–ი" მუშაობა წარმოადგენს ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საჯარო საქმიანობას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის 201- წლის 1-----------ს №0------- გადაწყვეტილება (ს. ფ. 67-69);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 201- წლის 1-----------ს №- „სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ" და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის 201- წლის 1-----------ს №0------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებები დაუსაბუთებელია, გამოცემულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე და ეწინააღმდეგება ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებს.
სსიპ სახელმწიფო ს---------------–---------------------–------- „დ--–---", სადაც მოსარჩელე მუშაობდა, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას წარმოადგენს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები; მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ ს----–-–----------------------–--------------------–-------------–---–-" მუშაობა მისი ბუნებით, საქმიანობით წარმოადგენს სამეცნიერო კვლევით დაწესებულებას, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება, რომლითაც დასახელებულ დაწესებულებაში მუშაობა არ ითვლება საჯაროდ და თანამშრომლები უფლებამოსილი არიან აიღონ ასაკობრივი პენსია.
მოპასუხე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ არ არსებობს მოსარჩელისათვის სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნის სამართლებრივი საფუძველი.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მ------ დ---–---–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია, „ევროპის სოციალური ქარტია", „სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.
სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილებები აკმაყოფილებს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ვინაიდან სადავო აქტი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან.
„სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის მიზანს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს ხანდაზმულ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაცია და სახელმწიფო პენსიის (შემდგომ – პენსია) დაწესება არსებული რესურსების ფარგლებში. მითითებული კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე კი, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის მიღწევა. ამავე მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.
მითითებული კანონის მე-4 მუხლის ,,გ" ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო საქმიანობას წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო წარმოადგენდა კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
განსახილველ შემთვევაში დადგენილია, რომ მ------ დ---–---–---–ი დაიბადა 1-5- წლის 2---------- და იგი 201- წლის 3-----–--ს წარმოადგენდა პენსიის მიღებაზე უფლებამოსილ პირს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პენსიის მიღება საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის, ასევე ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის თანახმად, ხელმომწერი სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე. „ევროპის სოციალური ქარტიის" მე-12 მუხლის თანახმად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე და მიიღონ ზომები სოციალური სისტემის გაუმჯობესების მიზნით.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაზე, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა, რომ დაამკვიდრონ, მათ შორის სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო.
სასამართლო განმარტავს, რომ კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, როგორიცაა სახელმწიფო პენსიის დანიშვნა კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას. ამასთან, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ კონსტიტუციით აღიარებული და გარანტირებული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.
დადგენილია, რომ მოსარჩელემ 201- წლის 3-----–--ს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნის მოთხოვნით, რაზეც 201- წლის 1-----------ს №- გადაწყვეტილებით უარი ეთქვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე იმ საფუძვლით, რომ იგი მუშაობს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრში - ,,დ--–---–ი". აღნიშნულ სსიპ-ში მუშაობა მიჩნეული იქნა საჯარო საქმიანობად. დასახელებული გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა ადმინისტრაციული წესით, რაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის 201- წლის 1-----------ს №0------- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ სსიპ ს----–-–----------–---------------------–------- ,,დ--–---–ი" მუშაობა წარმოადგენს ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საჯარო საქმინობას.
სასამართლო მიუთითებს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2--- წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებაზე (ბს-77-75 (კ-15), სადაც საკასაციო სასამართლომ, სსიპ სახელმწიფო ს---------------–---------------------–------- „დ--–---", სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებად მიიჩნია, კერძოდ, საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დ--–---ს" საქმიანობის მიმართულებით, მისი მიზნებით, ამოცანებით, ფუნქციებითა და თავად ცენტრის შექმნის საფუძვლებით უდავოდ დგინდება ცენტრის საქმიანობის სამეცნიერო-კვლევითი ხასიათი, ხოლო დაწესებულების სახელწოდება - სსიპ სახელმწიფო ს---------------–---------------------–------- „დ--–---" კიდევ ერთხელ ადასტურებს მისი საქმიანობის მთავარ მიმართულებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, კანონმდებელმა საჯარო საქმიანობად არ მიიჩნია სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში საქმიანობა განურჩევლად საქმიანობის შინაარსისა, რათა სტიმული მიეცა და წაეხალისებინა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, რომლის ორგანიზებასაც შესაბამისი დაწესებულება უზრუნველყოფს და რომელიც მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და საზოგადოებისათვის. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში დასაქმებულთათვის შესაბამისი საკანონმდებლო გამონაკლისების გათვალისწინება იმისათვის, რომ ისინი არ დაბრკოლდნენ და მოტივირებულნი იყვნენ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში საქმიანობასთან დაკავშირებით და ამ გზით ხელი შეუწყონ სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების ჯეროვნად განხორციელებას. შესაბამისად, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში დასაქმებულთათვის სახელმწიფო პენსიის მიღების უფლებასთან დაკავშირებული საკანომდებლო გამონაკლისის დადგენა ემსახურება სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ინტერესებსა და მიზნების ხელშეწყობას.
რაც შეეხება მოპასუხის წარმომადგენლის მითითებას, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ს----–-–----------------------–--------------------–------ „დ--–---ს" დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2--- წლის 2- ა--------- №2- ბრძანების გაუქმების შესახებ სასამართლო მიიჩნევს, რომ არ შეიძლება აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო საფუძველი გახდეს ვინაიდან, სადავო აქტის გამოცემისა და საქმის განხილვის მოქმედების პირობებში საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ს----–-–----------------------–--------------------–------ „დ--–---ს" დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2--- წლის 2- დ--------ს №-3- ბრძანებით, ამ უკანასკნელის მიზნები, ამოცანები და საქმიანობის საგანი არ შეცვლილა, შეიცვალა მხოლოდ ქვეყანაში სეტყვასაწინააღმდეგო და ზვავსაწინააღმდეგო საქმიანობასთან დაკავშირებით საკითხები.
შესაბამისად უდავოა ის გარემოება, რომ სსიპ სახელმწიფო ს---------------–---------------------–------- „დ--–---", სადაც მოსარჩელე მუშაობს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას წარმოადგენს და არ შეიძლება მისი საქმიანობა საჯარო საქმიანობად ჩაითვალოს. შესაბამისად, უსაფუძვლოა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 201- წლის 1-----------ს №- გადაწყვეტილება „სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ".
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 10--ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი(შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე.
დასახელებულ სამართლებრივ ნორმათა საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ,- დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებზე და განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვით კონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებსა და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება. გარდა ამისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით და მან შეძლოს, იცოდეს რა არგუმენტებით დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია.
საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებში მოქალაქის მიმართ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით უნდა პასუხობდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით, კერძოდ, 51-ე და 52-ე მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ხოლო მისი გამოცემა უნდა მოხდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 201- წლის 1-----------ს №- „სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ" გადაწყვეტილება კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული, საერთოდ არ შეიცავს დასაბუთებას, მიუხედავად არაერთი სასამართლო გადაწყვეტილების არსებობისა, მოპასუხე მაინც მიიჩნევს მოსარჩელის საქმიანობას საჯარო საქმიანობად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ხელყოფს მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს, რაც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით, რაც პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მას, რის გამოც მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი-ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამ კოდექსის VI თავით გათვალისწინებული დებულებანი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით კი, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 201- წლის 1-----------ს №- „სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ" გადაწყვეტილება, სახეზეა სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის 201- წლის 1-----------ს №0------- გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობა, რის გამოც იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
„სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომპეტენტური ორგანოს მიერ პენსიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) ინიშნება განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობის თვეში ან შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს და იგი აკმაყოფილებს ამ კანონით გათვალისწინებულ პენსიის მიღების პირობებს. პენსიის ჯანმრთელობის დაზღვევის სარგებლის მიღებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ცალკე კანონმდებლობით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ უკანონოდ იქნა მიჩნეული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, მოსარჩელის საქმიანობა არ შეფასდა საჯარო საქმიანობად, სასარჩელო მოთხოვნა ახალი აქტის გამოცემის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. მ------ დ---–---–---–ს 201- წლის 0-----------დან უნდა დაენიშნოს სახელმწიფო პენსია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
განსახილველ შემთხვევაში მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ გადახდილია ადვოკატის მომსახურების საფასური, 200 ლარი. შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მისი გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-4, მე-17, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 248-249-ე, 2-7-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მ------ დ---–---–---–ის წარმომადგენლის სარჩელი დაკმაყოფილდეს; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 201- წლის 1-----------ს №- და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის 201- წლის 1-----------ს №0------- გადაწყვეტილებები ბათილად იქნეს ცნობილი; დაევალოს სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სამხარეო ცენტრს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელე - მ------ დ---–---–---–ს 201- წლის 0-----------დან დაენიშნება და აუნაზღაურდება სახელმწიფო პენსია ასაკის გამო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით;
2. ა) მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 200 ლარის გადახდა მის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად;
ბ) მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულები არიან;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, 14 დღის ვადაში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6).
მოსამართლე: ნ---- თ----–---–ი