განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100120003446742
საქმე N1-121/20
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28.02.2020 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ხატია დევაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი - თა------------–-ძე
დაცვის მხარე
ბრალდებული: გუ-----------ე
მამის სახელი: ზ--
დაბადებული: 2--11.---- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არ მქონე
მისამართი: ქ. ბათუმი, ბა----------ის ქუჩა N--
ადვოკატი - ნაზიბროლა შარაშიძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი; (სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზ--ნების ან/და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში);(სამი ეპიზოდი)
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N1-----------
1.აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების თანახმად:
1.1. 2019 წლის 24 დეკემბერს, დაახლოებით 21:30 საათზე, ქ. ბათუმში, პ. ბა----------ის ქუჩა N---ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, გუ-----------ე თანნაქონი დანის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თა-----------–--ეს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.2. 2019 წლის 24 დეკემბერს, დაახლოებით 21:30 საათზე, ქ. ბათუმში, პ. ბა----------ის ქუჩა N---ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, გუ-----------ე თანნაქონი დანის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თე----------–--ეს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.3.2019 წლის 24 დეკემბერს, დაახლოებით 21:30 საათზე, ქ. ბათუმში, პ. ბა----------ის ქუჩა N---ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, გუ-----------ე თანნაქონი დანის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მა-------------------ეს რის შედეგადაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
ჯანმრთელობის დაზ--ნების და სიცოცხლის მოსპობის
მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა
მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში
2.1. წინა სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის სადავო მტკიცებულებებზე მხარეები შეთანხმდნენ, საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და დაცვის მხარე სრულად დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს. ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი ქმედება და მოინანია; (იხ ოქმი)
2.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
ბრალდებულმა გუ-----------ემ დაადასტურა, რომ 2019 წლის 24 დეკემბერს ქ. ბათუმში, ბა----------ის ქუჩა N---ში, დანის დემონსტრირებით დაემუქრა თე----------–--ეს, თა-----------–--ეს და მა-------------------ეს. (იხ ოქმი)
2.2 ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით 24/12/2019 დადგენილია, რომ გუ-----------ე დაკავებული იქნა 2019 წლის 24 დეკემბერს, დაკავების ზუსტი დრო: 21:45სთ; დაკავების ადგილი: ქ, ბათუმი, ბა----------ის ქუჩა N---ის მიმდებარე ტერიტორიაზე; დაკავება მოხდა იძულებისა და წინააღმდეგობის გაწევის გარეშე;
2.9 ერთმანეთთან შეთანხმებული უდავო მტკიცებულებებით (თა-----------–--ის, მა-------------------ის, თე----------–--ის, მალ-----------------------------ის გამოკითხვის ოქმები, გუ-----------ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ამორწების ოქმით და ამოღებული ნივთით (დანა), ექსპერტიზის დასკვნა #ც-------- ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით) - სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გუ-----------ემ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3.სამართლებრივი შეფასება:
3.1. სამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზ--ნების ან და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ცნობილია, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ შეიძლება დაეკისროს პირს თავისი იდეისა თუ აზრის გამო, რომელიც თუნდაც საჯაროდაა გამოთქმული, აზრის და იდეის გამომჟღავნება არ წარმოადგენს დასჯად სტადიას. მოცემულ შემთხვევაში ნორმის შემადგენლობა დაფუძნებულია არა რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობრივი ქმედების ჩადენით, ამასთან მუქარა გარეგნულად ისეთი ფორმითაა გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში, კერძოდ მუქარაში. მუქარა შეიძლება განხორციელდეს წერილის მიწერით, სატელეფონო საუბრით, პირისპირ საუბრით, იარაღის დემონსტრირებით. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი. იგი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზ--ნების ან ქონების განადგურების მუქარაში, სხვა სახის მუქარა არ გვაძლევს ამ დანაშაულის შემადგენლობას.
სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, გუ-----------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ 2019 წლის 24 დეკემბერს, ღამის საათებში, ქ. ბათუმში, პ. ბა----------ის ქ. #86-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გუ-----------ე, ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი თანნაქონი საკანცელარიო დანის პირისაგან კუსტარულად დამზადებული დანის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თა-----------–--ეს, თე----------–--ეს და მარიომკა ხოზრევანიძეს, რამაც ამ უკანასკნელთ გაუჩინა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
საქმეში არსებული გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია გუ-----------ის დამნაშავედ ცნობისა და მისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, აქვე სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ გუ-----------ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;
4.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
4.1. გუ-----------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედებების აღიარება;
4.2. გუ-----------ის პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.
5.3. ამასთან, სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.
5.4. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ გუ-----------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა დაენიშნოს სასჯელი საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციათა ფარგლებში. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით ითვალისწინებს, ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.
5.5 სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ბრალდებულმა გუ-----------ემ აღიარა ჩადენილი დანაშაული, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ხასიათდება დადებითად, სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბრალდებულის ქმედების ჩადენის შემდგომ ქცევას; მას დაზარალებულებთან კონფლიქტი არ აქვს და საერთოდ შეწყვიტა ურთიოერთობა; მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო თვლის, რომ გუ-----------ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას ჩადენილი ქმედების სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახედ შესაძლებელია ჯარიმა- სანქციით გათვალისწინებული ზომით. გუ-----------ის მიერ ჩადენილი დანაშაულები მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს. ის წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა; აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს; სასამართლო ითვალისწინებს დანიშნული სასჯელის ეფექტს, რაც იქნება შემაკავებელი ხასიათის და სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.
6. ნივთმტკიცების, ყადაღის, ან სხვა საკითხები
ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი - გუ-----------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული საკანცელარიო დანის პირისაგან კუსტარულად დამზადებული დანა ერთ პაკეტად დალუქული ინახება შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული გუ-----------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (თა-----------–--ის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1 200 (ათას ორასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ბრალდებული გუ-----------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (თე----------–--ის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1 200 (ათას ორასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ასევე, ბრალდებული ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (მა-------------------ის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1 200 (ათას ორასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს ს.ს.კ.-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ერთმა თანაბარი ზომის სასჯელმა შთანთქოს სხვა თანაბარი ზომის სასჯელები და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით გუ-----------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1 200 (ათას ორასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს ს.ს.კ-ის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად გუ-----------ის პატიმრობაში ყოფნის პერიოდის - 2019 წლის 24 დეკემბრიდან, 2019 წლის 26 დეკემბრამდე ჩათვლით - გათვალისწინებით ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი შემცირდეს 200 ლარით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ გუ-----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს - ზი--------ეს (პ/ნ 6----------) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის მიერ სს ,,საქართველოს ბანკის’’ შესაბამის ანგარიშზე შეტანილი თანხა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით (შემოსავლის ორდერი N14/2----, დასტურის №ა 0-----).
ნივთიერ მტკიცებულება - გუ-----------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული საკანცელარიო დანის პირისაგან კუსტარულად დამზადებული დანა ერთ პაკეტად დალუქული ინახება შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სააღსრულებო ბიუროს და ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებას.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე