გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.03.2020
საქმის ნომერი
150210020003418591
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
10.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

150210020003418591

საქმე №2/15-20

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

10 მარტი, 2020 წ. ქ. ა---–---–---

 

შესავალი ნაწილი

 

ა---–---–---ს რაიონული სასამართლოს

 

მოსამართლე: ანაიტ ოგანესიან

სხდომის მდივანი: ეთერ მაღრაძე

 

მოსარჩელე: ს------–---------------

წარმომადგენელი: ნოდარი გვარამაძე, სმბატ ხოდიკიან

მოპასუხე: გ-------–---–------

წარმომადგენელი - ვ----–----–----ე

თარჯიმანი - სუსანნა მელიქიძე

 

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე გ-------–---–------ს ს------–---------------ის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ ამ უკანასკნელისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად 4 653 (ოთხი ათას ექვსას ორმოცდაცამეტი) ლარის ოდენობით და მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით გადახდა.

 

1.2. მოპასუხე გ-------–---–------ს მოსარჩელე ს------–---------------ის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ გაწეული სასამართლოს ხარჯების ანაზღაურება.

 

2. სარჩელის დასაბუთება

ს------–---------------ს 2019 წლის 21 მაისს მოუვიდა სიტყვიერი შელაპარაკება თავის თანასოფლელებთან, რა დროსაც მოპასუხე გ-------–---–------მა მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად ს------–---------------მა სხეულის სხვადასხვა მიდამოებში მიიღო სხეულის დაზიანებები, კონკრეტულად კი მარჯვენა სხივ-მაჯის სახსრის მიდამოში, მარცხენა კოჭ-წვივის სახსრის მიდამოში, სახისა და თავის მიდამოებში, კონკრეტულად კი ცხვირის ძვლების მრავალფრაგმენტოვანი დამსხვრეული მოტეხილობა და ცხვირის ძგიდის მოტეხილობა, სისხლჩაქცევები ორივე თვალბუდისა და სკლერების მიდამოში, თავის ტვინის შერყევა. ს------–---------------ის სახის მიდამოს ტრავმა მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებას, რასაც შედეგად მოყვა ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა ( 21 დღეზე მეტი). ცალკე აღებული მარცხენა კოჭ-წვივის მიდამოს ნაჭდევები მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლის გარეშე. ს------–---------------ი მისთვის სხეულის დაზიანებიდან დღემდე იმყოფება ექიმების დაკვირვების ქვეშ და ამჟამადაც გადის მკურნალობას ექიმების დაკვირვების ქვეშ და ამჟამადაც გადის მკურნალობას ექიმების კონსულტაციისა და დანიშნულების შესაბამისად. მოპასუხე გ-------–---–------ი მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების გამო მიცემულ იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ს------–---------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ დაზარალებულად. საქმეზე გამოძიების ჩატარების და საქმის სასამართლოში განხილვის პროცესში თავისი როგორც დაზარალებულის უფლებების დასაცავად ს------–---------------მა დაიქირავა ადვოკატი, რომელსაც საადვოკატო მომსახურების გაწევისათვის გადაუხადა 1 000 (ათასი) ლარი. ს------–---------------მა მისი ჯანმრთელობის გამო მიმართა სამედიცინო დაწესებულებებს და ის როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქე, ვინაიდან ვერ სარგებლობს საქართველოში მოქალაქის ჯანმრთელობის ზოგადი დაზღვევის პაკეტით, ამიტომ ყველა სამედიცინო დაწესებულებაში სადაც კი გადიოდა გამოკვლევებს და მკურნალობას, სამედიცინო მომსახურების საფასურს თვითონ იხდიდა ნაღდი ფულით. გარდა ამისა მისთვის მიყენებული სხეულის დაზიანების ხარისხის დასადგენად და სასამართლო სამედიცინო ექსპერტის დასკვნის მისაღებად მან მიმართა საექსპერტო დაწესებულებას შ-- „რ---–---------ს“.

 

ს------–---------------მა მისი ჯანმრთელობის გამო მიმართა სამედიცინო დაწესებულებებს და ის როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქე, ვინაიდან ვერ სარგებლობს საქართველოში მოქალაქის ჯანმრთელობის ზოგადი დაზღვევის პაკეტით, ამიტომ ყველა სამედიცინო დაწესებულებაში სადაც კი გადიოდა გამოკვლევებს და მკურნალობას, სამედიცინო მომსახურების საფასურს თვითონ იხდიდა ნაღდი ფულით. გარდა ამისა მისთვის მიყენებული სხეულის დაზიანების ხარისხის დასადგენად და სასამართლოს სამედიცინო ექსპერტის დასკვნის მისაღებად მან მიმართა საექსპერტო დაწესებულებას შ-- „რ---–---------ს“, სადაც მას ჩაუტარდა კვალიფიციური საექსპერტო მომსახურება, რის საფასურმაც შეადგინა 300 (სამასი) ლარი. გარდა ამისა ს------–---------------მა ასევე გარკვეული საგზაო ხარჯები გასწია სამედიცინო, საექსპერტო, საგამოძიებო და სასამართლო ორგანოებში გამოცხადების გამო. ამასთანავე ს------–---------------ს სარჩელის სასამართლოში შეტანის შემდეგაც არაერთხელ მოუწევს მისი შერყეული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსაკვლევად სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებში სიარული რაც ასევე ხარჯებთან არის დაკავშირებული, რის გადახდაც, როგორც მანამდეც, მოუწევს მას.

 

სასამართლო სამედიცინო ექსპერტის დასკვნის თანახმად ცხვირის ძვლებისა და ძგიდის მოტეხილობისა და ცხვირის დეფორმაციის გამო ოპერაციის ჩატარება შესაძლებელი გახდება მხოლოდ ცხვირის ძვლების ქსოვილების შეშუპების სრული ჩაცხრობის შემდეგ. ასეთი სახის ოპერაციის ჩატარება წინა საოპერაციო გამოკვლევებთან ერთად ღირს 2 599 (ორი ათას ხუთას ოთხმოცდაცხრამეტი) ლარი. რისი უქონლობის გამოც ს------–---------------ი იძულებულია, რომ მიმართოს რომელიმე საბანკო დაწესებულებას კრედიტის ასაღებად ან უნდა მოძებნოს ვინმე კეთილი ადამიანი, ვისაც სესხად გამოართმევს აღნიშნულ თანხას. ამას ემატება სამგზავრო ხარჯებიც. ს------–---------------ის მიერ გაწეულმა და შემდგომში აუცილებლად გასაწევმა ხარჯებმა საერთო ჯამში შეადგინა 4 653 (ოთხი ათას ექვსას ორმოცდაცამეტი) ლარი. ამასთანავე ს------–---------------ისათვის მიყენებულმა ჯანმრთელობის დაზიანებამ მასში გამოიწვია ფიზიკური და მორალური ტანჯვა და ტკივილი. ის დიდი ხნის განმავლობაში განიცდიდა ტკივილებს სახისა და თავის მიდამოებში, რომელიც არ აძლევდა მშვიდად ყოფნის და დასვენების საშუალებას დღეღამის ნებისმიერ მონაკვეთში. ს------–---------------ი ამჟამადაც განიცდის ზნეობრივ ტანჯვას. ის ზნეობრივად იტანჯება იმის გამო, რომ მოუწევს რ------–------ური ოპერაციის ჩატარება, თანხა კი ამისათვის არ გააჩნია.

 

3. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე გ-------–---–------მა შესაგებლით არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მართალია მასსა და ს------–---------------ს შორის 2019 წლის 21 მაისს ადგილი ჰქონდა ურთიერთშელაპარაკებას მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით და მან ს------–---------------ს ხელი დაარტყა მხოლოდ სახის არეში. ამასთან წარმოდგენილი მასალებიდან არ იკვეთება, რომ ს------–---------------ი დღემდე იმყოფება ექიმების დაკვირვების ქვეშ და ამჟამადაც გადის მკურნალობას ექიმების კონსულტაციისა და დანიშნულების შესაბამისად. პირიქით მის მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის განხილვა სადაც დაზარალებულია გ-------–---–------ი. წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით ს------–---------------ს 2019 წლის ივნისის თვის შემდეგ ექიმისთვის არ მიუმართავს, არანაირი დანიშნულება არ გააჩნია და არც მედიკამენტები შეუძენია. წარმოდგენილია მხოლოდ შ-- ყელ-ყურ ცხვირის სნეულებათა ე/ც ჯ--------- ქ-----–---–-ს კლინიკის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომლის თანახმადაც ს------–---------------მა აღნიშნულ კლინიკას მიმართა 2019 წლის 02 დეკემბერს, მას ჩაუტარდა ექიმის კონსულტაცია, ავადმყოფობის მიმდინარეობა ქრონიკულია და ესაჭიროება ოპერაციული მკურნალობა. ამდენად მის მიერ ს------–---------------ისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შედეგად მას 2019 წლის ივნისის თვის შემდეგ არანაირი მკურნალობა არ ჩასტარებია და არც ოპერაციის ჩატარების საჭიროება ყოფილა. ასევე წარმოდგენილი მასალებიდან არ იკვეთება, რომ ს------–---------------ი დღემდე იმყოფება ექიმების დაკვირვების ქვეშ და ამჟამადაც გადის მკურნალობას ექიმების კონსულტაციისა და დანიშნულების შესაბამისად. რაც შეეხება საადვოკატო მომსახურების გაწევისათვის და ექსპერტის მომსახურებისათვის გაწეულ ხარჯებს, მოსარჩელეს არანაირი ხარჯი არ გაუწევია სხვა მანამდე არსებულ საქმესთან დაკავშირებით თუ რაიმე ხარჯი გაწია ამას გ-------–---–------თან არანაირი კავშირი არ აქვს.

 

შესაძლოა ს------–---------------ს სურვილი აქვს ჩაიტაროს რაიმე სახის პლასტიკური ოპერაცია რათა შეიცვალოს მისი იერსახე, მაგრამ ამას მოპასუხესთან არანაირი კავშირი არ აქვს. გამოძიების მიერ ცატარებულ იქნა შესაბამისი ექსპერტიზა რაც განსხვავდება მითითებული დაზიანებისაგან რაც მითითებულია წარმოდგენილ დასკვნაში, გაუგებარია საიდან მოიტანა მოსარჩელემ რომ მის ოპერაციას ესაჭიროება 2 599 ლარი ოპერაციისათვის ან საერთოდ ესაჭიროება თუ არა ოპერაცია ესეც საკითხავია. რომელ მორალურ ტკივილზეა საუბარი უცნობია, ს------–---------------ს ბრალი წარდგენილი აქვს მოპასუხის მიმართ მუქარაში რა დროსაც დანის გამოყენებით გ-------–---–------ს ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით.

 

თუმცა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული გ-------–---–------ის წარმომადგენელი ვ----–----–----ე ნაწილობრივ დაეთანხმა სარჩელს, კერძოდ კი მატერიალური მოთხოვნის ნაწილში (წამლების ანაზღაურებაზე), სხვა დანარჩენ ნაწილში არ დაეთანხმა.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. ა---–---–---ს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 01 ივლისის განაჩენით გ-------–---–------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში.

 

დამადასტურებელი მტკიცებულებები:

- ა---–---–---ს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 01 ივლისის განაჩენი;

- მხარეთა ახსნა- განმარტება;

 

4.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.2.1. 2019 წლის 21 მაისს დაახლოებით 16:30 საათზე, ნ----–------ს მუნიციპალიტეტის სოფელ გ----–-, გ-------–---–------მა მიწის ნაკვეთის გამო წარმოშობილი ურთიერთ- შელაპარაკებისა და სიტყვიერი შეურაცყოფის გამო ს------–---------------ს მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, კერძოდ გ.ლ---–------მა ხელი დაარტყა სახის არეში ს------–---------------ს, რის შედეგადაც იგი ჩავარდა სარწყავ არხში და მიიღო დაზიანებები ცხვირისა და სხეულის სხვადასხვა ადგილებზე, რაც განეკუთვნება ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანებებს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის გამო.

 

საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე გ-------–---–------ის მიერ მოსარჩელე ს------–---------------ისათვის დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა დადგენილ იქნა 1 555 (ათას ხუთას ორმოცდათხუთმეტი) ლარით.

 

დამადასტურებელი მტკიცებულებები:

 

- განაჩენი, ექსპერტიზის დასკვნა;

-სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი; შესაბამისი ხელშეკრულებისა და გადასახადის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები;

- ექიმის დანიშნულების საფუძველზე სააფთიაქო ქსელში წამლების შეძენის დამადასტურებელი მტკიცებულებები;

- 2019 წლის 24 მაისის ხელშეკრულება იურიდიული კონსულტაციის და საადვოკატო მომსახურების შესახებ;

- მიმართვა (სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების შესახებ);

- 2019 წლის 24 მაისის საექსპერტო მომსახურების ხელშეკრულება;

- საექსპერტო მომსახურების საფასური;

- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა #R 11.2------- მედ.

- სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი;

- 2019 წლის 21 მაისის სს სამედიცინო კორპორაცია ევექსი , ნ----–------ს ჰოსპიტალის დასკვნა;

- შ-- ავერსის კლინიკის 2019 წლის 28 მაისის კომპიუტერული ტომოგრაფია;

- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

- ს. ხ-----–---–-ს სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა #IV – 100/ა, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

- შ-- ალექსანდრე ალადაშვილის სახელმწიფო კლინიკის 2019 წლის 19 ივნისის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

- შ-- „ყელ-ყურ ცხვირის სნეულებათა ე/ც ჯ--------- ქ-----–---–-ს კლინიკის“ ცნობა #27714 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

- მედიკამენტების შეძენის ქვითრები, მგზავრობის ქვითრები;

-მხარეთა ახსნა- განმარტება;

 

4.2.2.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, კი თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს.

 

ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერ მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამასთან სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები ისეთ კავშირში უნდა იყოს დასადგენ გარემოებასთან, რომ შეიძლებოდეს აღნიშნულის არსებობა-არარსებობის შესახებ უტყუარი დასკვნის გაკეთება.

 

მოცემულ შემთხვევაში, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოსარჩელეს მიადგა ზიანი 4 653 ლარის ოდენობით ვერ იქნა დადასტურებული სათანადო მტკიცებულებებით. კერძოდ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ იქნა შ-- „ყელ-ყურ ცხვირის სნეულებათა ე/ც ჯ--------- ქ-----–---–-ს კლინიკი“-ს მიერ გაცემული ანგარიშ ფაქტურა #6--- სადაც მითითებულია, რომ ს------–---------------ისათვის რეკომენდირებულია რ------–------ის ჩატარება და რომ მას აღნიშნული ოპერაცია დაუჯდება 2 599 (ორი ათას ხუთას ოთხმოცდა ცხრამეტი) ლარი. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ზემოაღნიშნულ კლინიკის მიერ გაცემულ ცნობაში მითითებული რ------–------ის ღირებულება საკმარისი მტკიცებულებაა ამ ზიანის განსასაზვრად, მით უფრო, რომ აღნიშნული ანგარიშ ფაქტურა გაცემულია 2019 წლის 02 დეკემბერს ატარებს რეკომენდაციის ხასიათს და სხვა რეკომენდაციები ექიმის მიერ დღეის მდგომარეობით არ მომხდარა და ამას მოსარჩელეც ადასტურებს.

 

სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის გამარტივებული წესით განხილვის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ ამ კატეგორიის საქმეებზე ფაქტი ზიანის მიყენების შესახებ სასამართლოს შემოწმების საგანს არ წარმოადგენს, თუკი იგი დასტურდება კანონიერ ძალაში შესული განაჩენით, რომელიც ზიანის მიყენებას ადასტურებს. ამ შემთხვევაში, სასამართლოს აღარ უწევს ზიანის მიყენების ფაქტის, ზიანის მიმყენებლის ბრალის, მის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობის გამოკვლევა, რადგან ყველა აღნიშნული გარემოება განაჩენით დასტურდება.

 

განსახილველ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმეზე დამდგარი კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია მოპასუხის ბრალეულობა მოსარჩელის მიმართ დამდგარ ზიანში, ანუ სახეზეა იმ პირობების ერთობლიობა, რაც წარმოადგენს დელიქტური სამართლით დაყენებული მოთხოვნის იურიდიულ შემადგენლობას.

 

4.2.3 განსახილველ შემთხვევაში საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე გ-------–---–------ის მიერ მოსარჩელე ს------–---------------ისათვის დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა დადგენილ იქნა მხოლოდ 1 555 (ათას ხუთას ორმოცდათხუთმეტი) ლარით.

 

ს------–---------------მა ჯანმრთელობის დაზიანებით განიცადა როგორც ფიზიკური, ასევე, ზნეობრივ-ფსიქიკური ტანჯვა (მორალური ზიანი).

 

მოსარჩელე ს------–---------------ის მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანების სიმძიმის ხარისხისა (მსუბუქი და ნაკლებად მძიმე) და ზიანის მიმყენებელ მოპასუხე გ-------–---–------ის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით მორალური ზიანის სახით ასანაზღაურებელი თანხის გონივრულ ოდენობად მიჩნეულ უნდა იქნეს 500 (ხუთასი) ლარი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების შეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვლები.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917-ე,სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30920-ე,საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი,სამოქალაქო კოდექსის 50, 316-ე, 317-ე, 361-ე , 408-ე, 412-ე, 413-ე მუხლები

 

7. სამართლებრივი შეფასება.

 

7.1. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია შემდეგი, ა---–---–---ს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 01 ივლისის განაჩენით გ-------–---–------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917-ე მუხლის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი. დასახელებული მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს მიყენებული ზიანის გაანგარიშებას, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს შეიძლება ასევე დაერთოს უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება მიყენებული ზიანის ოდენობა.

 

ამავე კოდექსის 30920-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსში 2010 წლის 15 დეკემბერს განხორციელებულმა ცვლილებებმა განსხვავებულად მოაწესრიგა სასამართლო განაჩენის სამართლებრივი დატვირთულობა დელიქტურ ვალდებულებებში. ცვლილებამდე არსებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განაჩენს პრეიუდიციულ მნიშვნელობას ანიჭებდა და ათავისუფლებდა მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისაგან .აღნიშნული კანონის 30917-ე მუხლმა ერთმანეთისაგან გამიჯნა განაჩენის მნიშვნელობა დელიქტური ურთიერთობისათვის დამახასიათებელი ცალკეული ელემენტების მტკიცების ნაწილში. ზემოთ მოყვანილი 30917-ე მუხლის პირველი ნაწილი მოიცავს სასამართლო განაჩენის დანიშნულებას პირის მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედების მტკიცების თვალსაზრისით. სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულს წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული, მართლსაწიინააღმდეგო, ბრალეული ქმედება. ამდენად, თუ პირის მიმართ არსებობს სასამართლო განაჩენი, რის საფუძველზეც დაზარალებული ითხოვს ზიანის ანაზღაურებას, იგი იმთავითვე მოიცავს დელიქტური ვალდებულებისათვის გათვალიწინებულ ქმედების მართლსაწინააღმდეგო ბრალეულ ქმედებას და მოსარჩელე არ არის ვალდებული დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენით ამტკიცოს აღნიშნული გარემოება. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ ა---–---–---ს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 01 ივლისის განაჩენით გ-------–---–------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში. მოსარჩელეს მოპასუხის ქმედების შედეგად მიადგა ზიანი, ნივთების ღირებულების ოდენობით. ამდენად, წარმოდგენილი განაჩენი, სრულფასოვნად ადასტურებს გ-------–---–------ის მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედების არსებობას, რომელიც მიზეზობრივ კავშირშია ს------–---------------ის მიმართ დამდგარ ზიანთან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლიდან გამომდინარე, ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი. აღნიშნული ნორმის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. უპირველესყოვლისა გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ზიანი შეიძლება გამოიხატოს პირადი ქონების დაზიანებაში ან განადგურებაში. ანდა ისეთ ქმედებაში, როდესაც პირი კარგავს მის კუთვნილ ქონებას. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით. ანაზღაურება შესაძლებელია, განხორციელდეს როგორც ფულადი, ისე სხვა ნებისმიერი ფორმით. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ დაზარალებული პირის ინტერესები სრული მოცულობით იყოს დაკმაყოფილებული.

 

მოცემულ საქმესთან მიმართებით, სასამართლო განმარტავს შემდეგს: სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ არსებობს ზიანი, რომლის ოდენობა განისაზღვრა მხოლოდ 1 555 (ათას ხუთას ორმოცდა თხუთმეტი) ლარის ოდენობით. ამდენად, არსებობს დელიქტური ვალდებულების ყველა წინაპირობა და სარჩელი ამ მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, ანუ იმ ოდენობით, რაც სასამართლო საქმის განხილვისას მტკიცებულებათა გამოკვლევით იქნა დადგენილი.

 

ხოლო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა რომ ესტეთიკური თვალსაზრისით მას ესაჭიროება რ------–------ა სეპტოპლასტიკით, ანუ ოპერაციის ჩატარება ყბა-სახის და პლასტიკური ქირურგის მიერ 2 599 ლარის დაკისრებასთან დაკავშირებით იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი ცნობა არ შეიცავს სავალდებულო ხასიათს, წარმოდგენილი ცნობა ვერ გამოდგებოდა მკურნალობის ჩატარების აუცილებლობის დამადასტურებელ მტკიცებულებად. სასამართლო განმარტავს, რომ - მიზეზ–შედეგობრივი კავშირის დელიქტური პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის ასევე საჭიროა, რომ მართლსაწინააღმდეგო ბრალეულ ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობდეს მიზეზ–შედეგობრივი კავშირი. მიზეზობრივი კავშირი სამართალდარღვევის აუცილებელი ერთ–ერთი ელემენტია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412–ე მუხლის თანახმად ანაზღაურდება მხოლოდ ისეთი ზიანი, რომელიც წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 413-ე მუხლის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული მორალური ზიანის ანაზღაურება სამართლიანი და გონივრული ოდენობით უნდა განისაზღვროს. შეუძლებელია, თითოეული ადამიანის ჯანმრთელობის ან სიცოცხლის ფასის განსაზღვრა, ამდენად, მორალური ზიანის ანაზღაურების მიზანი, გარკვეულწილად, განცდილი ტკივილისა და დისკომფორტის შემსუბუქებაა. კომპენსაციის ოდენობას განსაზღვრავს სასამართლო დაზარალებულის მიერ განცდილი სულიერი, ფიზიკური ტანჯვისა და ზიანის მიმყენებლის ბრალის გათვალისწინებით, თუ ზიანის ანაზღაურების მოცემული სახე ბრალეულ მოქმედებაზეა დამოკიდებული.

 

ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა შეაფასოს, თუ რაოდენ დიდი ფიზიკური ან სულიერი ტანჯვა მიაყენა ქმედებამ დაზარალებულს.

 

ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო პალატამ არაერთხელ განმარტა შემდეგი: მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სასარჩელო განცხადებაში მიუთითოს ფულადი თანხა, მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს შეხედულებით უნდა გადაწყდეს. მორალური ზიანის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: პირველი - დააკმაყოფილოს დაზარალებული; მეორე - ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე; მესამე - თავიდან აიცილოს პიროვნული უფლებების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის ანაზაღაურების უმთავრეს მიზანს არ შეადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრული კომპენსაცია. ძალიან ხშირად დამდგარი შედეგების გამოსწორება შეუქცევადი მოვლენაა და როგორი დიდიც არ უნდა იყოს კომპენსაცია, იგი მაინც ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ სულიერ მდგომარეობას, კომპენსაციის მიზანია მოსარჩელეების გამართლება საზოგადოების თვალში და მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილის შემსუბუქება. კომპენსაცია მიმართულია უარყოფითი ემოციების გასაქარწყლებლად. ამასთან, კომპენსაციის ოდენობა უსაშველოდ არ უნდა იყოს გაზრდილი და არ უნდა მოწყდეს რეალობას, მისი მიზანი არ უნდა იყოს მოპასუხის დასჯა, რის გამოც კომპენსაციის განსაზღვრის დროს გათვალისწინებული უნდა იყოს მოპასუხის ქონებრივი მდგომარეობაც.

 

მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს შეხედულებით და სხვა გარემოებების გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კერძოსამართლებრივ ურთიერთობებს ჩვეულებრივ, შესაძლოა, თან ახლდეს მორალური, სულიერი განცდები, მაგრამ სამოქალაქო პასუხისმგებლობა დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ე.ი კანონი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეუძლია დაზარალებულს, მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მიზანია, შეამციროს, შეზღუდოს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი გაფართოება, რათა უზრუნველყოფილი იქნეს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და წესრიგი... სამართლის მიერ დაცულ ერთ-ერთ სიკეთეს, რომლის ხელყოფის შედეგად დაზარალებულმა შეიძლება მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანისათვის ანაზღაურება, წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობა.

 

სხეულის დაზიანება ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენება ადამიანის სიცოცხლის იმგვარი ხელყოფაა, რომელიც დაზარალებულს არასრულფასოვნად და ზოგ შემთხვევაში, არაშრომისუნარიანად აქცევს, სხეულის და/ან ჯანმრთელობის ხელყოფით გამოწვეული მორალური ზიანი უშუალოდ სამართალდარღვევიდან შეიძლება არც გამომდინარეობდეს, არამედ მისი თანმდევი შედეგი იყოს (როგორიცაა, უშედეგო მკურნალობა, ხანგრძლივი უმწეო მდგომარეობა, აქტიური ცხოვრების შეუძლებლობა, ცხოვრების წესისა და რითმის შეცვლა, მკურნალობის უშედეგობის გამო ცხოვრების ხალისის დაქვეითება, ნერვული დაძაბულობა, რაც პირს არასრულფასოვნების კომპლექსსა თუ სხვა ნეგატიურ განცდებს უყალიბებს), თუმცა, ასეთ დროს, სავალდებულოა, დასტურდებოდეს, რომ დაზარალებულის მორალური განცდები და სულიერი ტანჯვა სხეულისა თუ ჯანმრთელობის ხელყოფის შედეგია.

 

სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული მორალური ზიანის მახასიათებელი თვისება არის ადამიანის ფსიქიკური და სულიერი ბუნების სფეროში ნეგატიური ზემოქმედების მოხდენა, რაც გამოიხატება ფიზიკურ და ზნეობრივ ტანჯვაში.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2019 წლის 21 მაისს დაახლოებით 16:30 საათზე, ნ----–------ს მუნიციპალიტეტის სოფელ გ----–-, გ-------–---–------მა მიწის ნაკვეთის გამო წარმოშობილი ურთიერთ-შელაპარაკებისა და სიტყვიერი შეურაცმყოფის გამო ს------–---------------ს მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, კერძოდ გ.ლ---–------მა ხელი დაარტყა სახის არეში ს------–---------------ს, რის შედეგადაც იგი ჩავარდა სარწყავ არხში და მიიღო დაზიანებები ცხვირისა და სხეულის სხვადასხვა ადგილებზე, რაც განეკუთვნება ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანებებს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის გამო.

 

სასამართლო ხაზს უსვამს, რომ მორალური ზიანის უმთავრეს მიზანს არ წარმოადგენს ხელყოფილი უფლებების აბსოლუტური რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრული კომპენსაცია.

 

კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების შემსუბუქება, ამასთან კომპენსაცია მიმართულია უარყოფითი ემოციების გასაქარწყლებლად და სასამართლო ზიანის ოდენობის განსაზღვრისას აანალიზებს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა მიყენებული დაზიანების ხარისხი, მოსარჩელის მიერ სამედიცინო დაწესებულებაში გატარებულ პერიოდი და სხვა არსებითი გარემოებები.

 

ს------–---------------ის ჯანმრთელობის დაზიანების შედეგად მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობის დადგენისას ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ მხარეთა შორის წარმოქმნილი კონფლიქტური სიტუაცია განვითარდა თავად მოსარჩელე მხარის არაეთიკური მოქმედების შედეგად.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო, მიიჩნევს, რომ მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 500 ლარი წარმოადგენს გონივრულ და სამართლიან ანაზღაურებას მოსარჩელის მიერ განცდილი ფიზიკური, სულიერი თუ ფსიქოლოგიური ტრავმის საკომპენსაციოდ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლს, რომლის თანახმად სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით. ვინაიდან სარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად.

 

მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯის გადახდისაგან, რის გამოც მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის სახით 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარისა და ს------–---------------ის სასარგებლოდ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯიდან - 600 ლარიდან, 300 (სამასი) ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 992-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 30916- 30921-ე, 364-ე, 369-ე,408-ე, 412-ე, 413-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. მოსარჩელის ს------–---------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

2. მოპასუხე - გ-------–---–------ს (პ/ნ 3---------) მოსარჩელის ს------–---------------ის (3----------) სასარგებლოდ დაეკისროს დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება 1 555 (ათას ხუთას ორმოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით;

3. მოპასუხე - გ-------–---–------ს (პ/ნ 3---------) მოსარჩელის ს------–---------------ის (3----------) სასარგებლოდ დაეკისროს დანაშაულით მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

4. მოპასუხე გ-------–---–------ს დაეკისროს ს------–---------------ის სასარგებლოდ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯიდან - 600 (ექვსასი) ლარიდან, 300 (სამასი) ლარის გადახდა.

5.მოპასუხე გ-------–---–------ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 75 (სამოცდა თხუთმეტი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

6.მოსარჩელე ს------–---------------ს (3----------) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 75 ლარი, სახელმწიფო ბაჟის გადახდის თარიღია 2019 წლის 26 ნოემბერი, საგადასახდო დავალება N8---------;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ა---–---–---ს რაიონული სასამართლოს (მისამართი: ქ. ა---–---–---, მაშტოცის ქ. #110) მეშვეობით;

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ა---–---–---ს რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ანაიტ ოგანესიან