გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 29.11.2019
საქმის ნომერი
330310118002766679
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
29.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №3/7821-18

 

29 ნოემბერი, 20-9 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ნანა აფციაური

სხდომის მდივანი ნათია ფიცხელაური

 

მოსარჩელე - მი----–---------–---–ი

წარმომადგენელი - ვა-------------ია

 

მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - თე---------–-----ნი

 

მესამე პირი - მა------------ი

წარმომადგენელი - გო------------ძე

 

მესამე პირები - მა--------–---ე, ილ------------ძე, რო----------–ია, თა-------–--------–---–ი, გიო-------------–-–--ლი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-5 წლის 18 ნოემბრის №8-------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;

 

1.2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დაევალოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ქ. თბილისი, ვა--------–-------------------------------------------ზე დარეგისტრირდება მი----–---------–---–ის საკუთრების უფლება შემდეგი რეკვიზიტებით: ზ---------------------------------–------------------------------------- (იხ.დაზუსტებული მოთხოვნა, ს.ფ. ტ. I, 61).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.

 

3. მესამე პირების პოზიცია

 

3.1. მესამე პირის - მა------------ის წარმომადგენელი წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ დაეთანხმა სარჩელის მოთხოვნას.

 

3.1. მესამე პირები - მა--------–---ე, ილ------------ძე, რო----------–ია, თა-------–--------–---–ი და გიო-------------–-–--ლი სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდნენ (მხარეებს ეცნობათ სხდომის თარიღი სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად).

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1.1. თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1-87 წლის 1- ნოემბრის №---- განკარგულებით საქართველოს სს-------------------–-რს იჯარით გადაეცა ვ---------–--------------------------------------------------- და №3-- საცხოვრებელი კორპუსების სხვენები 300-300 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართობი, თითოეული 4-4 შე--------------------–----ოს მოსაწყობად და ვ---------–------------------------- საცხოვრებელი კორპუსის სხვენი 220 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართობით შე--------------------–----ოს მოსაწყობად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1-87 წლის 1- ნოემბრის №---- განკარგულება (ტ. I, ს.ფ. 16).

 

4.1.2. დადგენილია, რომ 1-92 წლის 16 დეკემბრის ხელშეკრულების საფუძველზე მი----–---------–---–მა უსასყიდლოდ მიიღო საკუთრებაში ქ. თბილისის ისნის რაიონის საბინაო საექსპლუატაციო უბნის კუთვნილი შე--------------------–------- მდებარე: თბ--–--–-------------–-----------------------------, სხვენ სართულზე, ფართით 80 კვ.მ.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-8 წლის 27 ნოემბრის წერილით დგინდება, რომ ზემოაღნიშნული პრივატიზაციის ხელშეკრულება ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში აღირიცხა 1-92 წლის 28 დეკემბერს.

 

დადგენილია, რომ 1-92 წლის 18 დეკემბრის ხელშეკრულებით ადგილობრივი მმართველობის ორგანოს №114-ე საბინაო საექსპლუატაციო ორგანიზაციის წარმომადგენელმა გო-------------ეს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასცა ადგილობრივი მმართველობის კუთვნილი შე--------------------–------- მდებარე, თბი-–---------------–-------------------------- სხვენ სართულზე, ფართით 70 კვ.მ.

 

დადგენილია, რომ 1-93 წლის 24 თებერვლის ხელშეკრულებით ადგილობრივი მმართველობის ორგანოს №114-ე საბინაო საექსპლუატაციო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ჯე---–------–---–ს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასცა, ადგილობრივი მმართველობის ორგანოს კუთვნილი შე--------------------–------- მდებარე, თბი-–---------------–-------------------------- XX სხვენ სართულზე, ფართით 86 კვ.მ.

 

დადგენილია, რომ 1-93 წლის 10 ივნისის ხელშეკრულებით ადგილობრივი მმართველობის ორგანოს №114-ე საბინაო საექსპლუატაციო ორგანიზაციის წარმომადგენელმა მა-–-----------–--ეს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასცა, ადგილობრივი მმართველობის ორგანოს კუთვნილი შე--------------------–------- მდებარე, თბილისი, ვა--------–--------------------------- სხვენ სართულზე, ფართით 70 კვ.მ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 1-92 წლის 16 დეკემბრის ხელშეკრულება (ტ. I, ს.ფ. 258-259);

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-8 წლის 27 ნოემბრის წერილი (ს.ფ. 29);

- 1-92 წლის 18 დეკემბრის ხელშეკრულება (ტ. I, ს.ფ. 260-261);

- 1-93 წლის 24 თებერვლის ხელშეკრულება (ტ. I, ს.ფ. 256-257);

- 1-93 წლის 10 ივნისის ხელშეკრულება (ტ. I, ს.ფ. 262-263).

 

4.1.3. 2007 წლის 1- დეკემბრის ბინის მესაკუთრეთა „ა-----------------ის საერთო კრებაზე (კრებას ესწრებოდა კორპუსში მცხოვრები მოსახლეობის 2/3) დაკმაყოფილდა მა---------–---ის მოთხოვნა - საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით თბილისი, ვა--------–----------------- კორპუსის არაპრივატიზირებული სხვენის (შპს „მ-------“ მიერ შესრულებული ნახაზის შესაბამისად) საკუთრებაში დარეგისტრირების თაობაზე.

 

2007 წლის 27 დეკემბერს მა--------–---ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: თ---–---------------–-------------------------- სხვენი (მანსარდა), ფართით: 89. 53 კვ.მ.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 11 იანვრის №0-------------- გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა მა--------–---ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე; ამავე დღეს მომზადდა ამონაწერი, რომლითაც დგინდება, რომ უძრავი ნივთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №--.1-.3-.0-1.00-.0-.5--), მდებარე: თბილისი, ვა--------–---------------------------, სხვენი, ფართით 89.53 კვ.მ. საკუთრების უფლებით აღრიცხულია მა--------–---ის სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2007 წლის 1- დეკემბრის საერთო კრების ოქმი N3 (ტ. I, ს.ფ. 113-115);

- 2007 წლის 27 დეკემბრის განცხადება (ტ. I, ს.ფ. 120);

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 11 იანვრის №0-------------- გადაწყვეტილება (ტ. I, ს.ფ. 137);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 11/0-/2008 (ტ. I, ს.ფ. 138).

 

4.1.4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-4 წლის 22 ივლისის №M---------- გადაწყვეტილებით მა--------–---ის საკუთრებაში არსებულ უნომრო სხვენს (საკადასტრო კოდი: №--.1-.3-.0-1.00-.0-.5--) მიენიჭა №56 და მისამართი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: თბ--–---------------–----------------------------------------.

 

20-4 წლის 04 აგვისტოს მა--------–---ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოითხოვა რეგისტრირებულ მონაცემებში უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების ცვლილების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-4 წლის 08 აგვისტოს №8-------------- გადაწყვეტილებით მოთხოვნა დაკმაყოფილდა; ამავე დღეს მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ უძრავი ნივთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №--.1-.3-.0-1.00-.0-.5--), მდებარე: თბილისი, ვა--------–---------------------------, სხვენი №56, ფართით 89.53 კვ.მ. საკუთრების უფლებით აღრიცხულია მა--------–---ის სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-4 წლის 22 ივლისის №M---------- გადაწყვეტილება (ტ. I, ს.ფ. 141);

- 20-4 წლის 04 აგვისტოს განცხადება (ტ. I, ს.ფ. 140);

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-4 წლის 08 აგვისტოს №8-------------- გადაწყვეტილება (ტ. I, ს.ფ. 143);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 08/08/20-4 (ტ. I, ს.ფ. 144-145).

 

4.1.5. 20-5 წლის 12 ნოემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით დგინდება, რომ მა--------–---ემ მა------------ს მიყიდა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, ვა--------–---------------------------, სხვენი №56, ფართით 89.53 კვ.მ. (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №--.1-.3-.0-1.00-.0-.5--).

 

20-5 წლის 12 ნოემბერს მა------------მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: თბილისი, ვა--------–---------------------------, სხვენი №56, ფართით 89.53 კვ.მ. განცხადებას თან ერთვოდა ნასყიდობის ხელშეკრულება, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-5 წლის 18 ნოემბრის №8-------------- გადაწყვეტილებით მოთხოვნა დაკმაყოფილდა; ამავე დღეს გაიცა ამონაწერი, რომლითაც დგინდება, რომ უძრავი ნივთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №--.1-.3-.0-1.00-.0-.5--), მდებარე: თბილისი, ვა--------–---------------------------, სხვენი №56, ფართით 89.53 კვ.მ. საკუთრების უფლებით აღრიცხულია მა------------ის სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 20-5 წლის 12 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება (ტ. I, ს.ფ. 148-149);

- 20-5 წლის 12 ნოემბრის განცხადება, თანდართული დოკუმენტაცია (ტ. I, ს.ფ. 147-151);

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-5 წლის 18 ნოემბრის №8-------------- გადაწყვეტილება (ტ. I, ს.ფ. 152);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 18/11/20-5 (ტ. I, ს.ფ. 153-154).

 

4.1.6. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-7 წლის 12 სექტემბრის №8-------------- გადაწყვეტილებით მი----–---------–---–ის წარმომადგენლის 20-7 წლის 29 აგვისტოს განცხადება საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე დაკმაყოფილდა.

 

20-7 წლის 12 სექტემბერს მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ უძრავი ნივთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №--.1-.3-.0-1.00-.0-.512), მდებარე: თბილისი, ვა--------–---------------------------, შე--------------------–----ო სხვენსართული, ფართით 80.00 კვ.მ. საკუთრების უფლებით აღრიცხულია მი----–---------–---–ის სახელზე (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - პრივატიზაციის ხელშეკრულება N2-----; დამოწმების თარიღი - 16.12.1-92 წელი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 20-7 წლის 29 აგვისტოს განცხადება (ტ. I, ს.ფ. 156);

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-7 წლის 12 სექტემბრის №8-------------- გადაწყვეტილება (ტ. I, ს.ფ. 214);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 12/09/20-7 (ტ. I, ს.ფ. 215-216).

 

4.1.7. საქმეში წარმოდგენილი 1-95 წლის 14 თებერვლის ხელშეკრულებით დგინდება, რომ მა-–-----------–--ემ ეკ-----------ეს მიყიდა საცხოვრებელი სახლი, მდებარე: თ---–---------------–-------------------------- ფართით 70 კვ.მ. (შე--------------------–----ო), 1-96 წლის 30 ოქტომბრის ხელშეკრულებით ეკ-----------ემ გო----------ეს მიყიდა აღნიშნული საცხოვრებელი სახლი, ხოლო 1-97 წლის 08 აპრილის ხელშეკრულებით გო----------ემ აღნიშნული სახლი მიყიდა ხუ------------------ანს.

 

2005 წლის 04 თებერვალს ხუ------------------ანმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა საჯარო რეესტრში საკუთრების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე, მდებარე: თ---–---------------–--------------------------

 

2005 წლის 04 თებერვალს მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ უძრავი ნივთი (მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო ნომერი: №1.1-.3-.11.1), მდებარე: თბილისი, ვა--------–---------------------------, შე--------------------–------- ფართით 70.00 კვ.მ. საკუთრების უფლებით აღრიცხულია ხუ------------------ანის სახელზე (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: 1-97 წლის 08 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულება).

 

2005 წლის 18 თებერვლის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით ხუ------------------ანმა რო----------–აშვილს მიყიდა ზემოაღნიშნული უძრავი ქონება.

 

2005 წლის 28 თებერვალს მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ უძრავი ნივთი (მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო ნომერი: №1.1-.3-.11.1), მდებარე: თბილისი, ვა--------–---------------------------, შე--------------------–------- ფართით 70.00 კვ.მ. საკუთრების უფლებით აღრიცხულია რო----------–აშვილის სახელზე (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: 2005 წლის 18 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულება).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 1-95 წლის 14 თებერვლის ხელშეკრულება (ტ. I, ს.ფ. 269-270);

- 1-96 წლის 30 ოქტომბრის ხელშეკრულება (ტ. I, ს.ფ. 267-268);

- 1-97 წლის 08 აპრილის ხელშეკრულება (ტ. I, ს.ფ. 265-266);

- 2005 წლის 04 თებერვლის განცხადება (ტ. I, ს.ფ. 365);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 04/02/2005 (ტ. I, ს.ფ. 375-376);

- 2005 წლის 18 თებერვლის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (ტ. I, ს.ფ. 380-385);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 28/02/2005 (ტ. I, ს.ფ. 3-0-3-1).

 

4.1.8. 2006 წლის 20 ოქტომბერს ჯე---–------–---–ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია ბინაზე, მდებარე: თბ--–---------------–-------------------------

 

2006 წლის 20 ოქტომბერს მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ უძრავი ნივთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №--.1-.3-.11.00-), მდებარე: თბილისი, ვა--------–---------------------------, შე--------------------–------- ფართით 86.00 კვ.მ. საკუთრების უფლებით აღრიცხულია ჯე---–------–---–ის სახელზე (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: 1-93 წლის 24 თებერვლის პრივატიზაციის ხელშეკრულება №3-265).

 

2006 წლის 7 ნოემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით დგინდება, რომ ჯე---–------–---–მა ილ------------ძეს მიყიდა უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, ვ---------–----------------------------, შე--------------------–------- ფართით 86.00 კვ.მ., საკადასტრო კოდით: №--.1-.3-.11/00-.0-.500.

 

2006 წლის 8 ნოემბერს მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ უძრავი ნივთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №--.1-.3-.11.00-), მდებარე: თბილისი, ვა--------–---------------------------, შე--------------------–------- ფართით 86.00 კვ.მ. საკუთრების უფლებით აღრიცხულია ილ------------ძის სახელზე (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: 2006 წლის 7 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება №1-2409).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2006 წლის 20 ოქტომბრის განცხადება (ტ. I, ს.ფ. 341);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 20/10/2006 (ტ. I, ს.ფ. 350);

- 2006 წლის 7 ნოემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (ტ. I, ს.ფ. 354-358);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 08/11/2006 (ტ. I, ს.ფ. 364).

 

4.1.9. 2005 წლის 24 თებერვალს გო-------------ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა საჯარო რეესტრში რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე, მდებარე: თ---–---------------–-------------------------- ბ. 57.

 

2005 წლის 24 თებერვალს მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ უძრავი ნივთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №1.1-.3-.11.1), მდებარე: თბილისი, ვა--------–---------------------------, შე--------------------–------- ფართით 70.00 კვ.მ. საკუთრების უფლებით აღრიცხულია გო-------------ის სახელზე (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: 1-92 წლის 18 დეკემბრის პრივატიზაციის ხელშეკრულება).

 

2005 წლის 7 მარტის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით დგინდება, რომ გო-------------ემ თა-------–--------–---–ს მიყიდა უძრავი ქონება, მდებარე: თ---–---------------–-------------------------- შე--------------------–------- ფართით 70.00 კვ.მ., საკადასტრო ნომრით: №1.1-.3-.11.1.

 

2005 წლის 4 აპრილს თა-------–--------–---–მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა საჯარო რეესტრში რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე, მდებარე: თ---–---------------–------------------------

 

2005 წლის 4 აპრილს მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ უძრავი ნივთი (მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო ნომერი: №1.1-.3-.11.1), მდებარე: თბილისი, ვა--------–---------------------------, შე--------------------–------- ფართით 70.00 კვ.მ. საკუთრების უფლებით აღრიცხულია თა-------–--------–---–ის სახელზე (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: 2005 წლის 7 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულება).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2005 წლის 24 თებერვლის განცხადება (ტ. I, ს.ფ. 3-2);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 24/02/2005 (ტ. I, ს.ფ. 403-404);

- 2005 წლის 7 მარტის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (ტ. I, ს.ფ. 407-411);

- 2005 წლის 4 აპრილის განცხადება (ტ. I, ს.ფ. 405);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 04/04/2005 (ტ. I, ს.ფ. 417-418).

 

4.1.10. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-6 წლის 28 აპრილის №M---------- გადაწყვეტილებით თა-------–--------–---–ის საკუთრებაში არსებულ უნომრო შემოქმედებით სახელოსნოს (საკადასტრო კოდი: №--.1-.3-.0-1.00-.0-.504) მიენიჭა №57ა და მისამართი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: თბილისი, ვ---------–-----------–------------------------------------------–---------------------–------------

 

20-6 წლის 04 მაისს თა-------–--------–---–მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოითხოვა რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-6 წლის 05 მაისის №8-------------- გადაწყვეტილებით მოთხოვნა დაკმაყოფილდა; 20-6 წლის 05 მაისს მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ უძრავი ნივთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №--.1-.3-.0-1.00-.0-.057ა), მდებარე: თბილისი, ვა--------–---------------------------, შე--------------------–----ო №57ა, ფართით 70.00 კვ.მ. საკუთრების უფლებით აღრიცხულია თა-------–--------–---–ის სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-6 წლის 28 აპრილის №M---------- გადაწყვეტილება (ტ. I, ს.ფ. 428);

- 20-6 წლის 04 მაისის განცხადება (ტ. I, ს.ფ. 427);

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-6 წლის 05 მაისის №8-------------- გადაწყვეტილება (ტ. I, ს.ფ. 430);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 05/05/20-6 (ტ. I, ს.ფ. 431-432).

 

4.1.11. 20-6 წლის 25 ოქტომბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით დგინდება, რომ თა-------–--------–---–მა გიო-------------–-–--ლს მიყიდა უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, ვა--------–---------------------------, შე--------------------–----ო №57ა, ფართით 70.00 კვ.მ., საკადასტრო კოდით: №--.1-.3-.0-1.00-.0-.057ა.

 

20-6 წლის 25 ოქტომბერს გიო-------------–-–--ლმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია გარიგების საფუძველზე უძრავ ნივთზე, მდებარე: თბილისი, ვა--------–---------------------------, შე--------------------–----ო №57ა.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-6 წლის 28 ოქტომბრის №8-------------- გადაწყვეტილებით მოთხოვნა დაკმაყოფილდა; ამავე დღეს გაიცა ამონაწერი, რომლითაც დგინდება, რომ უძრავი ნივთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №--.1-.3-.0-1.00-.0-.057ა), მდებარე: თბილისი, ვა--------–---------------------------, შე--------------------–----ო №57ა, ფართით 70.00 კვ.მ. საკუთრების უფლებით აღრიცხულია გიო-------------–-–--ლის სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 20-6 წლის 25 ოქტომბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (ტ. I, ს.ფ. 435-436);

- 20-6 წლის 25 ოქტომბრის განცხადება (ტ. I, ს.ფ. 434);

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-6 წლის 28 ოქტომბრის №8-------------- გადაწყვეტილება (ტ. I, ს.ფ. 440);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 28/10/20-6 (ტ. I, ს.ფ. 441-442).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

7. სამართლებრივი შეფასება:

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ

 

გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

აღნიშნული სამართლებრივი ნორმიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-5 წლის 18 ნოემბრის №8-------------- გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლომ დავის განხილვისას ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობიდან მოსარჩელის მოთხოვნა - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დაევალოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ქ. თ---–---------------–----------------------------------------------- დარეგისტრირდება მი----–---------–---–ის საკუთრების უფლება შემდეგი რეკვიზიტებით: ზ---------------------------------–-------------------------------------.

 

7.2. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „????????? ???????“ ??????????? ???????? და ??????????? ?????????? ???????? განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების,მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. ამავე მუხლის „კ“ პუნქტით, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო „ლ“ პუნქტით სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.

 

ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. ხოლო 27-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი, მარეგისტრირებელი ორგანო რეგისტრაციის საკითხზე გამოსცემს გადაწყვეტილებას.

 

7.3. „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 20-0 წლის 15 იანვრის №4 ბრძანების (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში (21-ე, 22-ე და 23-ე მუხლები) კონკრეტულად არის გაწერილი ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სარეგისტრაციო ორგანო უფლებამოსილია უარი უთხრას პირს რეგისტრაციაზე, შეაჩეროს და/ან შეწყვიტოს სარეგისტრაციო წარმოება.

 

ამავე კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს ენიჭება უფლება დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი ან ინფორმაცია (მაგ: დაკითხოს მოწმეები, მოაწყოს ადგილზე დათვალიერა და სხვა), თუმცა დასახელებული ნორმის დანაწესი უპირობოდ არ ავალდებულებს მარეგისტრირებელ ორგანოს ყველა შემთხვევაში მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი ან ინფორმაცია, არამედ ყოველი კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე და ამასთან იმის გათვალისწინებით, დამატებით მოთხოვნილი ნებისმიერი დოკუმენტი და/ან

 

ინფორმაცია რამდენად არის აუცილებელი და ხელს შეუწყობს განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2007 წლის 1- დეკემბრის ბინის მესაკუთრეთა „ა-----------------ის საერთო კრებაზე დაკმაყოფილდა მა--------–---ის მოთხოვნა, საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით დაერეგისტრირებინა თბილისი, ვა--------–----------------- კორპუსის არაპრივატიზირებული სხვენი (შპს „მ-------“ მიერ შესრულებული ნახაზის შესაბამისად). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 11 იანვრის №0-------------- გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა მა--------–---ის უფლება უძრავ ნივთზე. ხოლო სააგენტოს 20-4 წლის 22 ივლისის №M---------- გადაწყვეტილებით მა--------–---ის საკუთრებაში არსებულ უნომრო სხვენს (საკადასტრო კოდი: №--.1-.3-.0-1.00-.0-.5--) მიენიჭა №56 და მისამართი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: თბ--–---------------–----------------------------------------.

 

20-5 წლის 12 ნოემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით დგინდება, რომ მა--------–---ემ მა------------ს მიყიდა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, ვა--------–---------------------------, სხვენი №56, ფართით 89.53 კვ.მ. (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №--.1-.3-.0-1.00-.0-.5--). 20-5 წლის 12 ნოემბერს მა------------მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია ზემოაღნიშნულ უძრავ ნივთზე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-5 წლის 18 ნოემბრის №8-------------- გადაწყვეტილებით მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ამავე დღეს გაიცა ამონაწერი, რომლითაც დგინდება, რომ უძრავი ნივთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №--.1-.3-.0-1.00-.0-.5--), მდებარე: თბილისი, ვა--------–---------------------------, სხვენი №56, ფართით 89.53 კვ.მ. საკუთრების უფლებით აღრიცხულია მა------------ის სახელზე.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მაშინ როდესაც, მარეგისტრირებელ ორგანოში მხარის მიერ წარდგენილი იქნა კანონმდებლობით განსაზღვრული ის დოკუმენტები, რომელიც საკმარისი იყო მის მიერ წარდგენილი განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს სრული უფლება ჰქონდა,დამატებითი დოკუმენტაციის გამოთხოვის გარეშე, მიეღო გადაწყვეტილება.

 

7.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60- მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელე მხარის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთ პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან. სადავო გადაწყვეტილება მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე. შესაბამისად, არ არსებობს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-5 წლის 18 ნოემბრის №8-------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

7.5. მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს, ასევე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დაევალოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ქ. თბ--–---------------–----------------------------------------------------- დარეგისტრირდება მი----–---------–---–ის საკუთრების უფლება შემდეგი რეკვიზიტებით: ზ---------------------------------–-------------------------------------.

 

სასამართლო მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლზე, რომლის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი. ანალოგიურ დათქმას ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

საჯარო რეესტრის უმთავრესი დანიშნულებაა სწორად ასახოს რეგისტრაციას დაქვემდებარებული ყოველგვარი უფლება, მათ შორის საკუთრების უფლება და მათი მდგომარეობა. საჯაროობის პრინციპი კი გულისხმობს იმას, რომ რეგისტრაციის მომენტიდან იძენს ამგვარი უფლება იურიდიულ ძალას მესამე პირებისათვის. კანონმდებლობა უშვებს საჯარო რეესტრის სისწორის პრეზუმფციას, რაც ნიშნავს იმას, რომ მესამე პირებისათვის რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამდენად, საჯარო რეესტრი ერთის მხრივ სამოქალაქო ბრუნვის გარანტის ფუნქციას ასრულებს, ხოლო მეორეს მხრივ იგი სრულ კონსესუსშია სამოქალაქო ბრუნვაში დამკვიდრებულ ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპთან (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20-4 წლის 16 იანვრის №ა-------------- გადაწყვეტილება).

 

განსახილველ შემთხვევაში, სადავო უძრავ ქონებაზე მარეგისტრირებელ ორგანოში განხორციელებულია რეგისტრაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით (პირველადი რეგისტრაცია 11.0-.2008 წლის №0-------------- გადაწყვეტილება, ნასყიდობის საფუძველზე კი 18.11.20-5 წელს მიღებული №8-------------- გადაწყვეტილება) შესაბამისი უფლებადამდგენი დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე. მოცემული დავის ფარგლებში კი, მოსარჩელეს არც პირველადი რეგისტრაცია გაუხდია სადავოდ და არც აღნიშნულის უფლებადამდგენი დოკუმენტები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს მიერ კანონიერად იქნა მიჩნეული გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, არ არსებობს მოპასუხისათვის აქტის გამოცემის დავალების საფუძველიც. შესაბამისად, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება

 

მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12, 22-ე, 23-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მი----–---------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე: თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე - თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით.

 

მოსამართლე ნანა აფციაური