განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/5084-19
#------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - მაია ქოქიაშვილი
სხდომის მდივანი - მაია ბერიანიძე
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ-----–------–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ--------------------–---–------ - საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, დაბადებული 1----–-–------------------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: გ---------–----------–-----------–-–-, ფაქტობრივად მცხოვრები: თბ--–------–--–-----------–------------–--------------------------------------------–-.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები.
ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევდა, საცავში უკანონო შეღწევით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის 25 აპრილს, დაახლოებით 02:55 საათზე, გ--------–---–-----ი, წინასწარ მომარჯვებული ტექნიკური საშუალების გამოყენებით, თბილისში ლ--–--- დასახლება, მ-------------–------------------------------- ტერიტორიაზე განთავსებული შპს „------------------------------- კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან შეეცადა ფულადი თანხის 6978,50 ლარის ფარულად დაუფლებას.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. სასამართლოს დასკვნა გ--------–---–-----ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, დაზარალებულის წარმომადგენლის - დ------------–-–---–--, მოწმე მ-–-----------–---–-- და ბრალდებულ გ--------–---–-----ის გამოკითხვის ოქმებს; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დამტკიცებულად მიიჩნია, რომ გ--------–---–-----ის მიერ ჩადენილი იქნა ინკრიმინირებული დანაშაული, კერძოდ: საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ადგენს, რომ გ--------–---–-----ს ჰქონდა განზრახვა საცავში უკანონო შეღწევის გზით თბილისში ლ--–--- დასახლება, მ-------------–------------------------------- ტერიტორიაზე განთავსებული შპს „------------------------------- კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ფარულად დაუფლებოდა ფულად თანხას, რითაც დაზარალებულს შესაძლოა მისდგომოდა 6978,50 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი. აღნიშნული საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას იძლევა. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ამ უფლების დამრღვევს - კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდებულ გ--------–---–-----ს.
3.2. სასამართლო განმარტავს, რომ სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის - ქურდობის დასადასტურებლად აუცილებელია მისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშნის არსებობა, კერძოდ: 1.სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება, 2.ქმედების ფარულად განხორცილება, 3.მართლსაწინააღმდეგო მიზნის არსებობა.
3.3. საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.
3.4. მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ გ--------–---–-----ის მიერ სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა თბილისში ლ--–--- დასახლება, მ-------------–------------------------------- ტერიტორიაზე განთავსებული შპს „------------------------------- კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ფულადი თანხის ქურდობის მცდელობაში გამოიხატა. დადგენილია, რომ ბრალდებულს არავითარი სამართლებრივი უფლება არ გააჩნდა დასაუფლებელი ნივთის მიმართ. ქმედების ფარულად განხორციელება დადასტურდა საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით. ამასთან, გ--------–---–-----ი სუბიექტური შეგნებით დარწმუნებული იყო, რომ მისი ქმედება არ იყო ხილვადი, არ ატარებდა აშკარა ხასიათს და სხვა პირებისთვის შეუმჩნეველი იყო. მართლსაწინააღმდეგო მიზნის არსებობა სამართლებრივად გულისხმობს მომენტს, როდესაც პირი არ არის კონკრეტული ნივთის მესაკუთრე, კანონიერი მფლობელი და მის მიერ ხდება სხვისი ქონების უკანონო დაუფლება ან დაუფლების მცდელობა. ამ შემთხვევაში გ--------–---–-----ის მიერ შპს „------------------------------- კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ფულადი თანხის ფარულად დაუფლების მცდელობა არამართლზომიერი და მართლსაწინააღმდეგო ხასიათისაა.
3.5 დანაშაულებრივ ქმედებაში, ქურდობის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა წარმოადგენს იმ თანხას, რისი ფარულად დაუფლებაც მოახერხა დამნაშავემ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებისას ან რა ოდენობის ზიანის გამოწვევა შეეძლო დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის შედეგად. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის შესაბამისად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. განსახილველ შემთხვევაში დაზარალებულ შპს „დაირექტ დებეტ ჯორჯიასთვის“ შესაძლო ზიანის ოდენობა შეადგენს 6978,50 ლარს. აღნიშნული კი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას იძლევა.
3.6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სასამართლოს მიაჩნია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებათა ასეთი ერთობლიობა საქმეში არსებობს და გ--------–---–-----ის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
3.7. სასამართლოს მიაჩნია, რომ გ--------–---–-----ის მიერ განხორციელებული ქმედებით მან ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევდა, საცავში უკანონო შეღწევით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. გ--------–---–-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
5.2. სასამართლო ასევე ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებულ იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.
5.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის შემსუბუქების კუთხით იმ გარემოებას, გ--------–---–-----ის წარსული არაფრით არ არის შებღალული, აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ითვალისწინებს ბრალდებულის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდგომ - იგი ბრალის აღიარებით გამოცხადდა სამართალდამცავ ორგანოში, ითანამშრომლა გამოძიებასთან, უდავოდ გახადა საქმეში არსებული მტკიცებულებები, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ მისი გამოსწორება შესაძლებელია საზოგადოებისაგან მისი იზოლაციის გარეშე.
5.4. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ გიორგი წილაურს რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, ბრალდებულის პიროვნებიდან, ჩადენილი ქმედების სიმძიმიდან და ზემოთმითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, გ--------–---–-----ს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე უნდა შეეცვალოს პირობით მსჯავრად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად უნდა დაუდგინდეს 3 (სამი) წელი.
6. ნივთმტკიცების გადაწყვეტა:
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, ნივთიერი მტკიცებულების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- თითის კვლების ნიმუშები დაქტილოფირებზე დალუქული ერთ პაკეტად, შემთხვევის ადგილიდან აღებული სუნის კვალის ნიმუშები, დალუქული ერთ პაკეტად და გ--------–---–-----ის სუნის ნიმუში დალუქული ერთ პაკეტად, რომლებიც ინახება საქართველოს შ--------–---------–-–---------------------------------------------------–-----------------------–---–-, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.
- შ------------------------------------ სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
სარეზოლუციო ნაწილი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ--------–---–-----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3(სამი) წელი.
2. გ--------–---–-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
3. პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ნივთიერი მტკიცებულებები:
- თითის კვლების ნიმუშები დაქტილოფირებზე დალუქული ერთ პაკეტად, შემთხვევის ადგილიდან აღებული სუნის კვალის ნიმუშები, დალუქული ერთ პაკეტად და გ--------–---–-----ის სუნის ნიმუში დალუქული ერთ პაკეტად, რომლებიც ინახება საქართველოს შ--------–---------–-–---------------------------------------------------–-----------------------–---–-, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.
- შ------------------------------------ სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: მ.ქოქიაშვილი