გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.01.2020
საქმის ნომერი
030210118002687085
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
28.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N030210118002687085

N2/1188-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28.01.2020 წელი ქ. ფოთი

შესავალი ნაწილი

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე: შოთა სირაძე,სხდომის მდივანი: მარიამ წულაძე,მოსარჩელე: ქ------- გ---–--- და ი-----–- გ---–--- კანონიერი წარმომადგენელი ს------- ც-------–---–--გ---–--,ს------- ც-------–---–--გ---–--,წარმომადგენელი: ს-----–--- შ--------,მოპასუხეები: ნ---- გ---–--, მ--- გ---–-- და ვ--------- გ---–--,დავის საგანი: 2017 წლის 13 ოქტომბრის სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, რომლის სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერია 1--------, ასევე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საკუთრების რეგისტრაციის გაუქმება და სამკვიდრო ქონების 1/5 წილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა;

ქ. ფოთის ნოტარიუსის, მ----- ბ-------- დავალდებულება გასცეს სამკვიდრო მოწმობა მამკვიდრებლის აწ. გარდაცვლილ ლ-–- გ---–--- დანაშთ ქონებაზე.

ზეპირი მოსმენით განიხილა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბერს სარჩელით მომართა ს------- ც-------–---–--გ---–--მ, როგორც ქ------- გ---–--- და ი-----–- გ---–--- კანონიერმა წარმომადგენელმა და ს------- ც-------–---–--გ---–--მ, მოპასუხეების ნ---- გ---–---, მ--- გ---–--- და ვ--------- გ---–-- მიმართ.

 

სარჩელში მითითებულია, რომ ს------- ც-------–---–--გ---–-- 2002 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ლ-–- გ---–---თან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - ქ------- გ---–--, დაბადებული 2002 წლის 12 ნოემბერს და ი-----–- გ---–--, დაბადებული 2006 წლის 10 მარტს. ლ-–- გ---–-- გარდაიცვალა 2016 წლის 7 მარტს.

 

მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, როგორც მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა, განცხადებით მიმართა ქ. ფოთის ნოტარიუსს მ----- ჯ----- და მოითხოვა ლ-–- გ---–--- ქონების სამკვიდრო მოწმობის გაცემა, რაც დღემდე ვერ იქნა გაცემული, რადგან მეუღლის - ლ-–- გ---–--- გარდაცვალების შემდეგ, მისმა დედამ - ვ--------- გ---–--მ მოითხოვა (სიტყვიერად) მთელ ქონებაზე სამკვიდროს მიღება, რადგან მას მიაჩნდა, რომ შვილები არ წარმოადგენდნენ ლ-–- გ---–--- კანონიერ მემკვიდრეებს.

 

2018 წლის ოქტომბრის თვეში მისთვის ცნობილი გახდა, რომ უძრავი ქონება, რომელიც ეკუთვნოდა მეუღლის - ლ-–- გ---–--- მამას, ა------- გ---–---, საკუთრების უფლებით დაურეგისტრირებიათ მის კანონიერ მემკვიდრეებს, დებს - მ--- და ნ---- გ---–---- და დედას - ვ--------- გ---–---.

 

უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს 2017 წლის 13 ოქტომბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობა, რომლის სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერია 1--------, სამკვიდრო მოწმობის გამცემი ნოტარიუსი - ე---------- ჯ--–---.

 

მემკვიდრეებმა შეგნებულად დამალეს ლ-–- გ---–---, როგორც პირველი რიგის მემკვიდრის არსებობა.

 

2018 წლის 11 ოქტომბერს განცხადებით მიმართა ნოტარიუს ე---------- ჯ--–---ს და მოითხოვა სამკვიდრო მოწმობის გაცემის საფუძველი, რომლითაც განისაზღვრა მემკვიდრეთა წრე, რაზედაც ნოტარიუსის მიერ უარი ეთქვა.

 

ასევე განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა უძრავ ქონებაზე, რომლის მისამართია ქ. ფოთი, ნ---- ჟ------ ქ---- სართული მ---- ბინა 2-, საკადასტრო კოდი: 0-------------2- უფლებათა რეესტრში დაცული ინფორმაციის ასლების მიღება, საიდანაც ირკვევა, რომ 2017 წლის 13 ოქტომბერს ქ. თბილისის ნოტარიუსის მიერ გაიცა სამკვიდრო მოწმობა, სამკვიდრო გაიხსნა ა------- გ---–--- გარდაცვალებით და მისი მემკვიდრეობა გაიყო მემკვიდრეებს შორის. მამკვიდრებლის ქონებას წარმოადგენდა უძრავი ქონება, მდებარე ქ. ფოთი, ნ---- ჟ------ ქ---- სართული მ---- ბინა 2-. სამკვიდრო მოწმობის მიღების შედეგ, მათი განცხადების საფუძველზე, საჯარო რეესტრის სააგენტოს მიერ განხორციელდა საკუთრების უფლების რეგისტრაცია და დღეის მდგომარებით მესაკუთრეებს წარმოადგენენ ნ---- გ---–--, მ--- გ---–-- და ვ--------- გ---–--.

 

სარჩელი და თანდართული საბუთები მოპასუხეებს ნ---- გ---–---, მ--- გ---–--- და ვ--------- გ---–--- ფოსტის მეშვეობით ვერ ჩაბარდათ.

 

სასამართლოს განჩინებით სარჩელი და თანდართული საბუთები მოპასუხეებს გადაეცათ პოლიციის მეშვეობით, თუმცა მ--- გ---–--მ, სამივე მოპასუხის სახელით, უარი განაცხადა სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარებაზე, რის შემდეგადაც მოპასუხეებზე ამავე საბუთების ჩაბარება განხორციელდა საჯარო შეტყობინების გზით და ჩაბარებულად ჩაითვალა 2019 წლის 9 სექტემბერს.

 

მოპასუხეებს ნ---- გ---–---, მ--- გ---–--- და ვ--------- გ---–--- წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად დანიშნული ჰქონდათ 10 დღის ვადა (2019 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით). აღნიშნულ ვადაში მოპასუხეებმა შესაგებელი არ წარმოადგინეს და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებიათ სასამართლოსათვის.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გამო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლის შესაბამისად, წარმოიშვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის პროცესუალური საფუძველი, თუმცა სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდნენ სასარჩელო მოთხოვნას და სასამართლოს მიერ დაინიშნა სხდომა.

 

2018 წლის 30 დეკემბერს დანიშნულ სხდომაზე არ გამოცხადდნენ მოპასუხეები, ხოლო 2020 წლის 28 იანვრის სხდომაზე გამოცხადდა მხოლოდ მოპასუხე ვ--------- გ---–--, რომელმაც არ ცნო სასარჩელო მოთხოვნა.

 

ამავე სხდომაზე მოსარჩელეების წარმომადგენელმა ს-----–--- შ--------მ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ: გაიხმო მე-2 სასარჩელო მოთხოვნა, რომელიც ეხებოდა ლ-–- გ---–--- დანაშთ ქონება სამკვიდრო მოწმობის გაცემას და მოითხოვა 2017 წლის 13 ოქტომბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობის, რომლის სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერია 1--------, ბათილად ცნობა და ა------- გ---–--- დანაშთ ქონებაზე, შვილიშვილების ქ------- გ---–--- და ი-----–- გ---–--- მემკვიდრედ ცნობა თითოეულისთვის 1/5/ წილის ოდენობით. ამავე დროს იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ მოისმინა რა მხარის განმარტება და მოთხოვნა, გაეცნო საქმის მასალებს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე და მისი სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე - 21 დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი. პასუხი (შესაგებელი) უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს.

 

ამავე კოდექსის 232I-ე მუხლით, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-?–78-? ???????? დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

2. ზემოთ აღინიშნა, რომ სარჩელი და თანდართული საბუთები მოპასუხეებს ჩაბარდათ კანონით დადგენილი წესით; მოპასუხეებს ნ---- გ---–---, მ--- გ---–--- და ვ--------- გ---–--- წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად დანიშნული ჰქონდათ 10 დღის ვადა (2019 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით). აღნიშნულ ვადაში მოპასუხეებმა შესაგებელი არ წარმოადგინეს და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებიათ სასამართლოსათვის. ამასთან, არც შესაგებლის წარმოდგენის ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის. ამიტომ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.

 

3. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე,1507-ე, 1336-ე, 1337-ე და 1501-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად არ ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას.

 

4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით.

კანონით მემკვიდრეობა – გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე – მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი.

 

ამავე კოდექსის 1307 მუხლით, მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ: ა) კანონით მემკვიდრეობის დროს – პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან; ბ) ანდერძით მემკვიდრეობისას – პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, აგრეთვე ისინი, რომლებიც ჩაისახნენ მის სიცოცხლეში და დაიბადნენ მისი გარდაცვალების შემდეგ, მიუხედავად იმისა, მისი შვილები არიან ისინი თუ არა, ასევე იურიდიული პირები.

 

5. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეები ქ------- გ---–-- და ი-----–- გ---–-- არიან ლ-–- გ---–--- შვილები. ა------- გ---–-- იყო ლ-–- გ---–--- მამა. ამდენად, ქ------- გ---–-- და ი-----–- გ---–-- არიან ა------- გ---–--- შვილიშვილები.

 

ა------- გ---–-- გარდაიცვალა 2010 წლის 25 დეკემბერს, ხოლო ლ-–- გ---–-- - 2016 წლის 7 მარტს.

 

მამის - ა------- გ---–--- გარდაცვალების შემდეგ, ლ-–- გ---–--- მამის სამკვიდრო არ მიუღია.

 

2018 წლის ოქტომბრის თვეში უძრავი ქონება, რომელიც ეკუთვნოდა ა------- გ---–---, საკუთრების უფლებით დაირეგისტრირეს მისმა პირველი რიგის კანონიერმა მემკვიდრეებმა, შვილებმა - მ--- და ნ---- გ---–----- და მეუღლემ - ვ--------- გ---–--მ (მოპასუხეები).

 

6. სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები).

ნაშვილები და მისი შთამომავლები, როგორც მშვილებლის ან მისი ნათესავების მემკვიდრეები, გათანაბრებული არიან მშვილებლის შვილებთან და მათ შთამომავლებთან. ნაშვილები აღარ მიიჩნევა კანონით მემკვიდრედ მისი მშობლებისა და აღმავალი ხაზის სხვა ბიოლოგიური ნათესავების, აგრეთვე დებისა და ძმების გარდაცვალების შემდეგ.

შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა.

შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები ვერ გახდებიან მემკვიდრეები, თუ მათმა მშობლებმა უარი თქვეს სამკვიდროს მიღებაზე. მშვილებელი და მისი ნათესავები, როგორც ნაშვილებისა და მისი შთამომავლობის მემკვიდრეები, გათანაბრებული არიან ნაშვილების მშობლებსა და სხვა ბიოლოგიურ ნათესავებთან. ნაშვილების მშობლებს, აღმავალი ხაზის სხვა ბიოლოგიურ ნათესავებსა და და-ძმებს აღარ ეკუთვნით კანონით მემკვიდრეობა ნაშვილების ან მისი შთამომავლების გარდაცვალების შემდეგ.

 

7. მოცემულ შემთხვევაში ა------- გ---–--- სამკვიდრო, სკ-ის 1319-ე მუხლის მიხედვით (სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად), გაიხსნა 2010 წლის 25 დეკემბერს (გარდაცვალების თარიღი), ამ დროისათვის მისი ერთერთი შვილი, მოსარჩელეების მამა - ლ-–- გ---–-- ცოცხალი იყო (გარდაიცვალა 2016 წლის 7 მარტს) და მას მამის სამკვიდრო არ მიუღია.

 

სამოქალაქო კოდექსის 1337-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წინა რიგის თუნდაც ერთ-ერთი მემკვიდრის არსებობა გამორიცხავს შემდგომი რიგის მემკვიდრეობას.

 

ამავე კოდექსის 1501-ე მუხლის მიხედვით, მემკვიდრეები, რომლებსაც სამკვიდრო არ მიუღიათ კანონით დადგენილ ვადაში, შეიძლება შეტანილ იქნენ სამკვიდრო მოწმობაში ყველა იმ მემკვიდრის თანხმობით, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო. თანხმობა გაცხადებულ უნდა იქნეს წერილობით სამკვიდრო მოწმობის გაცემამდე.

 

8. განსახილველ შემთხვევაში, ლ-–- გ---–---, მამის - ა------- გ---–--- სამკვიდრო არ მიუღია, ხოლო ამ უკანასკნელის პირველი რიგის მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, თანხმობა არ განუცხადებიათ ლ-–- გ---–--- და მისი მემკვიდრეების სამკვიდრო მოწმობაში შეტანაზე, რაც გამორიცხავს ა------- გ---–--- დანაშთ ქონებაზე, შვილიშვილების ქ------- გ---–--- და ი-----–- გ---–--- მემკვიდრედ ცნობას.

 

9. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 120 ლარის ოდენობით, რაც უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე უნდა გაუქმდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის №030210118002687085 განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლითაც ყადაღა დაედო ვ--------- გ---–--- (პირადი №-----------), მ--- გ---–--- (პირადი № 4----------) და ნ---- გ---–--- (პირადი №-----------) საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებას, მდებარე ქალაქ ფოთში, ნ---- ჟ------ ქ. №--2--ში, საკადასტრო კოდი №0-------------1--2-.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით,1991-ე, 2321-ე, მე-8, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელეების ქ------- გ---–--- და ი-----–- გ---–--- წარმომადგენლის ს------- ც-------–---–--გ---–--- წარმომადგენელს ს-----–--- შ--------ს უარი ეთქვას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, რომლითაც მოითხოვდა 2017 წლის 13 ოქტომბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობის, რომლის სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერია 1--------, ბათილად ცნობას და ა------- გ---–--- დანაშთ ქონებაზე, შვილიშვილების ქ------- გ---–--- და ი-----–- გ---–--- მემკვიდრედ ცნობას თითოეულისთვის 1/5/ წილის ოდენობით და მისი სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 120 ლარის ოდენობით დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. გაუქმდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის №030210118002687085 განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლითაც ყადაღა დაედო ვ--------- გ---–--- (პირადი №-----------), მ--- გ---–--- (პირადი № 4----------) და ნ---- გ---–--- (პირადი №-----------) საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებას, მდებარე ქალაქ ფოთში, ნ---- ჟ------ ქ. №--2--ში, საკადასტრო კოდი №0-------------1--2-.

 

4. მოპასუხეს გაეგზავნოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი და განემარტოს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების მოთხოვნით შეუძლია შემოიტანოს საჩივარი ფოთის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოში ხობის მუნიციპალიტეტში 10 (ათი) დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში.

 

მოსამართლე შოთა სირაძე