განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100119003185704
საქმე #1-866/19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 მარტი, 2020 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა
ნინო ფუტკარაძის სხდომის მდივნობით
პროკურორის _ ი-----–------------–--ის
ბრალდებულის - ი--------– ა----ს
ადვოკატის _ თ------------ის
თარჯიმნის - ი-----------ს
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №170100819001 საქმე:
ბრალდებულ ი--------– ა----ს მიმართ
დაბადებული: 2--------- წელი
მოქალაქეობა: თურქეთის რესპუბლიკის
პირადი ნომერი: 1----------
ნასამართლობა: არმქონე
განათლება: ა---------–----–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
რეგისტრირებული მისამართზე: თუ------------------–----------------------------------------
კვალიფიკაცია :
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ა” და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა:
1. ი--------– ა----მ, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და ინახავდა დიდი ოდენობით - 0,056 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“, საიდანაც, ჯერ 0,016 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“, შემდეგ კი 0,04 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“ (ჯამში დიდი ოდენობით - 0,056 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“) 2019 წლის 16 აგვისტოს, უკანონოდ გაასაღა თ----------–-----ზე, რაც, იმავე დღეს, ამოღებული იქნა თ----------–-----ისგან საგამოძიებო მოქმედებების შედეგად.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება :
2. მოწმე თ----------–-----მა საქმის არსებითი განხილვისას მიცემული ჩვენებით დაადასტურა პოლიციასთან თანამშრომლობის და ი--------– ა----სგან 2019 წლის 16 აგვისტოს ორ ეტაპად ნარკოტიკული საშუალება "ბუპრენორფინის" შემცველი აბების შეძენის ფაქტი, რაშიც ა----ს გადაუხადა პოლიციის თანამშრომლების მიერ მისთვის სპეციალურად გადაცემული თანხა.
3. ბრალდებულმა ი--------– ა----მ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დაეთანხმა ბრალდების შესახებ დადგენილებაში ასახულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას. საქმის არსებითი განხილვისას მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების უდიდესი ნაწილი სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა მტკიცებულებები სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
5. სასამართლოს მიაჩნია, რომ ი--------– ა----ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მის ბრალეულობას, კერძოდ:
6. მოწმეთა ჩვენებები; თ----------–-----ის პირადი ჩხრეკის ოქმი; ფოტოსურათით ამოცნობის ოქმი; ფულადი თანხის დათვალიერების ოქმი; ოქმი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში მონაწილე პირისთვის ინსტრუქტაჟის ჩატარების და თანხის გადაცემის შესახებ; ამოღების ოქმები, ფულადი თანხის დათვალიერების ოქმი; ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი აბების ამოღების ოქმები; ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმი; ნივთიერი მტკიცებულების გახსნის და დათვალიერების ოქმი; ფარული ვიდე-აუდიო ჩაწერის ჩატარების ოქმი, კრებსები N 101 და 102; შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აჭარის ა/რ საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2019 წლის 16 აგვისტოს ქიმიური ექსპერტიზის Nქ/559 დასკვნა, რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, კონვალუტის ორ ცალ მონაჭერში განთავსებული ლოგო „N8“-ის მქონე სულ ორი ცალი მთელი აბი, მათ საერთო წონაზე 0,8 გრამზე გადაანგარიშებით - შეიცავს 0,016 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“; შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აჭარის ა/რ საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2019 წლის 17 აგვისტოს ქიმიური ექსპერტიზის Nქ/562 დასკვნა, რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, ერთ ცალ კონვალუტის ფირფიტის მონაჭერზე განლაგებული, ქარხნული დამზადების ნიშნის მქონე, თეთრი ფერის ექსვსკუთხა ფორმის ხუთი ცალი მთლიანი აბი - შეიცავს ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინს - 0,04 გრამის ოდენობით; მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი ინფორმაცია ორი ცალ დისკზე.
7. ”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ”ა” პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება არის: ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში;
8. ამავე კანონის მე-3 მუხლის ჰ11 ნაწილის თანახმად, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების შენახვა არის ნებისმიერი გამიზნული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში ან სხვაგვარად, თუ ეს ქმედება დაკავშირებული არ არის მის გადატანასთან, მიუხედავად შენახვის ხანგრძლივობისა; ხოლო ჰ13 ნაწილის მიხედვით, მისი შეძენა არის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების დაუფლება; მითითებული კანონის "წ" პუნქტის თანახმად კი გასაღება – სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემა ანაზღაურების სანაცვლოდ ან უფასოდ, მიუხედავად გადაცემის მიზნისა;
9. ნარკოტიკული საშუალება ”ბუპრენორფინი” შეტანილია ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სია №1-ში, №29 რეგისტრაციით, რაც მიუთითებს მასზე, რომ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალებაა და მისი შეძენა, შენახვა საჭიროებს სპეციალურ ნებართვას, რაც ბრალდებულს არ გააჩნდა.
10. ასეთი ნებართვა ბრალდებულ ი--------– ა----ს არ ჰქონია.
11. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ი--------– ა----მ უკანონოდ შეიძინა, შეინახა და გაასაღა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“.
ქმედების ჩადენა დიდი ოდენობით :
12. უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის თანახმად, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ”ბუპრენორფინი” შეტანილია №29რეგისტრაციით, დასტურდება, რომ ”ბუპრენორფინი” 0, 056 გრამის, ასევე 0,4 და 0,016 გრამის ოდენობით ქმნის ამ ნარკოტიკული საშუალების დიდ ოდენობას.
13. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ი--------– ა----მ უკანონოდ შეიძინა, შეინახა და თ----------–-----ზე გაასაღა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "ბუპრენორფინი."
14. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ასევე 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
15. სასამართლომ განიხილა ყველა მტკიცებულება მოცემულ საქმეში, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა. სასამართლომ დაასკვნა, რომ ბრალდების მხარემ დაამტკიცა მათი სარწმუნოობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
16. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება. აღნიშნული დანაშაულის ობიექტია საზოგადოების ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ამ წესს არეგულირებს ”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოტიკული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“ შედის ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდულ ნარკოტიკულ საშუალებათა ჩამონათვალში.
17. სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
18. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
19. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).
20. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ი--------– ა----ს ბრალდების დადასტურება.
21. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
22. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.
23. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და მხარეების მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია.
24. ბრალდების მხარის მტკიცებულებების შეფასების შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.
25. მოწმეთა ჩვენებები საქმისთვის არსებით გარემოებებთან დაკავშირებით თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს.
26. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას.
27. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში არსებულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
სამართლებრივი შეფასება:
29. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ი--------– ა----მ უკანონოდ შეიძინა, შეინახა და თ----------–-----ზე გაასაღა 0. 056 გრამი, დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება "ბუპრენორფინი" ანუ ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით და მე-5 ნაწილის "ა" ქ/პუნქტით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
30. ი--------– ა----ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
31. ი--------– ა----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია დანაშაულის აღაირება, მონანიება, თანამშრომლობა გამოძიებასთან.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება :
32. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო უთითებს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედაც სასჯელს.
33. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
34. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
35. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
36. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, არა მისი სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
37 სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაებია ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება.
38. საქართველოს სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას 7-დან 14 წლამდე ვადით.
39. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების (არ არის ნასამართლევი), ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ი--------– ა----ს, რომელიც გამოძიების საწყისი ეტაპიდანვე აღიარებს და ინანიებს დანაშაულ, არ არის ნასამართლევი, არის 63 წლის ხანდაზმული პირი, - სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
40. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის ასეთი სახე და ზომა გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ი--------– ა----ს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
41. ასევე, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობებს, `ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის თანახმად, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, ი--------– ა----ს უნდა ჩამოერთვა ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები, კანონში მითითებული ვადებით.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა :
42. სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის თანახმად, საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი - სიგარეტის კოლოფში მოთავსებული ერთ ცალ კონვალუტის ფირფიტის ჩამონაჭერზე, წარწერით Saboxone 8mg/2mg buprenorphine/naloxone”, განლაგებული, ქარხნული დამზადების ნიშნების მქონე, თეთრი ფერის ექვსკუთხა ფორმის, ხუთი ცალი მთლიანი აბი, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - ბუპრენორფინს - 0.04 გრამის ოდენობით, ასევე, სამარკო აღნიშვნების: „..SUBOZONE..8mg/2mg…buprenorphine/naloxone lot 808010 EXP 02/2021-ის მქონე კონვალუტის ორ ცალ მონაჭერში განთავსებული ლოგო „N8“-ის მქონე სულ ორი ცალი მთელი აბი, რომელიც მათ საერთო წონაზე - 0.8 გრამზე გადაანგარიშებით შეიცავს 0.016 გრამ ნარკოტიკულ საშუალება "ბუპრენორფინს" და ინახება საგამოძიებო ორგანოში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
- ორი ცალი თურქული პირადობის მოწმობა, ოთხი ცალი საბანკო ბარათი, ერთ ცალი სიმბარათი, ერთ ცალი საფულე, „ფილიპ მორისის“ სიგარეტის კოლოფი, თეთრი სანთებელა, „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი დამცავით და სიმბარათით, „ომეგას“ ფირმის ოქროსფერი საათი, ოქროსფერი ბეჭედი შავი თვალით, ასევე, საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული 646 (ექვსასორმოცდაექვსი) ლარი და 195 (ასოთხმოცდათხუტი) ლირა - დაუბრუნდეს მფლობელებს, მათი კუთვნილების მიხედვით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული 10 (ათი) ცალი ას ლარიანი კუპიურა - G21831718, G22069007, G23386907, G15997724, G16212546, G16573967, 618572588, G21494050, G22590793 - დაუბრუნდეს შესაბამის საგამოძიებო ორგანოს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
- ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ორი ცალი დისკი - დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255, 258-260-ე, 269-ე, 270-276-ე, 277-ე, 280-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბრალდებული ი--------– ალის ძე ა---- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ი--------– ა----ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის გამსაღებელს, `ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად ხუთი წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლის ვადით ჩამოერთვას: საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები, ხოლო საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 20 წლით.
აღნიშნული უფლებების შეზღუდვის მოქმედების ვადის დენა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდის მომენტიდან.
მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 16 აგვისტოდან.
ი--------– ა----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
ნივთმტკიცებები - სიგარეტის კოლოფში მოთავსებული ერთ ცალ კონვალუტის ფირფიტის ჩამონაჭერზე, წარწერით Saboxone 8mg/2mg buprenorphine/naloxone”, განლაგებული, ქარხნული დამზადების ნიშნების მქონე, თეთრი ფერის ექვსკუთხა ფორმის, ხუთი ცალი მთლიანი აბი, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - ბუპრენორფინს - 0.04 გრამის ოდენობით, ასევე, სამარკო აღნიშვნების: „..SUBOZONE..8mg/2mg…buprenorphine/naloxone lot 808010 EXP 02/2021-ის მქონე კონვალუტის ორ ცალ მონაჭერში განთავსებული ლოგო „N8“-ის მქონე სულ ორი ცალი მთელი აბი, რომელიც მათ საერთო წონაზე - 0.8 გრამზე გადაანგარიშებით შეიცავს 0.016 გრამ ნარკოტიკულ საშუალება "ბუპრენორფინს" და ინახება საგამოძიებო ორგანოში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
- ორი ცალი თურქული პირადობის მოწმობა, ოთხი ცალი საბანკო ბარათი, ერთ ცალი სიმბარათი, ერთ ცალი საფულე, „ფილიპ მორისის“ სიგარეტის კოლოფი, თეთრი სანთებელა, „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი დამცავით და სიმბარათით, „ომეგას“ ფირმის ოქროსფერი საათი, ოქროსფერი ბეჭედი შავი თვალით, ასევე, საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული 646 (ექვსასორმოცდაექვსი) ლარი და 195 (ასოთხმოცდათხუტი) ლირა, რომლებიც ინახება გმოძიების ორგანოში - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს, მათი კუთვნილების მიხედვით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; ხოლო საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული 10 (ათი) ცალი ას ლარიანი კუპიურა - G21831718, G22069007, G23386907, G15997724, G16212546, G16573967, 618572588, G21494050, G22590793 - დაუბრუნდეს შესაბამის საგამოძიებო ორგანოს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ორი ცალი დისკი - დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი