განაჩენი

სისხლის სამართლის 10.03.2020
საქმის ნომერი
140100120003453200
თარიღი
10.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/71-20 (082111019001)

საქმე 140100120003453200

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ს ა ხ ე ლ ი თ

 

10 მარტი, 2020 წელი ქ. გორი

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი

სხდომის მდივანი - მანანა შოთაშვილი

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - მ-----– ბ-----–---–-

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ი-----–- დ--------- (დაბადებული 1----–-–-------------, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ხ-–-----------------------)

 

ადვოკატი - რ----- კ------–---–-

 

კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“, მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტები, 236-ე მუხლის მე-3, მე-4 ნაწილები

 

სხდომის სახე - ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1 ი-----–- დ---------მ დაუდგენელ დროს მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ვარგისია სროლისათვის და მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას, 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ და 9X18 მმ კალიბრის ვაზნები, რომლებიც მიეკუთვნებიან საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად, ქარხნული წესით დამზადებული ორი ,,Ф-1” ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარა სასკდომი მუხტით, ,,РГД-5” ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარა სასკდომი მუხტით და ერთი „УЗРГМ“ ამფეთქი ფალია, რომლებიც წარმოადგენდნენ ასაფეთქებელ მოწყობილობებს და მიეკუთვნებოდნენ საბრძოლო მასალათა კატეგორიას. აღნიშნულ ცეცხლსასროლ იარაღს, საბრძოლო მასალასა და ასაფეთქებელ მოწყობილობას ი-----–- დ--------- მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა 2019 წლის 11 ოქტომბერს, ხაშურში;

 

1.2 ი-----–- დ---------ს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მუდმივი კონფლიქტი ჰქონდა ყოფილ მეუღლესთან - ნ----- გ-----–---სთან, რის გამოც განიზრახა მისი მოკვლა განსაკუთრებული სისასტიკით. ამ მიზნით, 2019 წლის 11 ოქტომბერს, დაახლოებით 11 საათზე, ი-----–- დ--------- კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით - ვაზნებითა და სამი ხელყუმბარით შეიარაღებული მივიდა ნ----- გ-----–--ის სამუშაო ადგილზე - ხ-–----–---------------------------ში მდებარე მეორადი ტანსაცმლის მაღაზიაში. მისი დანახვისას ნ----- გ-----–---მ შიგნიდან ჩაკეტა მაღაზიის კარი. ი-----–- დ---------მ თვითნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ნ----- გ-----–---ს, თუმცა დაზიანება ვერ მიაყენა. ამის შემდეგ მან მაღაზიის შენობაში ნ----- გ-----–--ის მიმართულებით ისროლა ,,Ф1“ ტიპის ხელყუმბარა და თავად გარკვეული მანძილით მოშორდა მაღაზიის კარს. ნ----- გ-----–--- მაღაზიიდან გამოიქცა და შევიდა იქვე, თ-----------------------ში მდებარე სუპერმარკეტ ,--------ის“ შენობაში, სადაც მას შეჰყვა ი-----–- დ---------ც და განსაკუთრებული სისასტიკით, განსაკუთრებული ტანჯვის მიყენების მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღის არაერთი დარტყმით მიაყენა დაზიანებები, რის შედეგად ნ----- გ-----–--- რამდენიმე საათში გარდაიცვალა ხაშურის საავადმყოფოში. ი-----–- დ--------- მიიმალა შემთხვევის ადგილიდან, ხოლო კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი და 4 ვაზნა ამოიღეს შემთხვევის ადგილიდან.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1 ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა, განსაკუთრებული სისასტიკით;

 

2.2 ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1 საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა ი-----–- დ---------მ განმარტა, რომ მას ნ----- გ-----–--ის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია. ამასთან, მხარეებს წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ;A

 

3.2 ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა უტყუარად დადასტურებულია სსსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიღებული დ----- წ---–-------ის, მ---- ტ-------ის, თ----- ხ-------–---–ის, ა-----– ს-----------ის და სხვათა გამოკითხვის, შემთხვევის ადგილის დათვალიერების, ჩხრეკის, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმებით, ბალისტიკური, პიროტექნიკური და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, ნივთიერი მტკიცებულებებით, კერძოდ:

 

უტყუარად დადასტურდა, რომ ი-----–- დ---------ს ყოფილი მეუღლის განსაკუთრებული სისასტიკით მოკვლა სურდა - იგი გარდაცვლილთან არ მისულა განქორწინების საკითხებთან დაკავშირებით სასაუბროდ. ეს გამორიცხულია ყოფილ მეუღლესთან არაერთი ხელყუმბარით, ავტომატითა და დანით შეიარაღებული მისვლით, რომ არაფერი ვთქვათ მცირე ფართის სადგომში მყოფი ადამიანის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან არაერთი გასროლისა და ამ სადგომში ხელყუმბარის შეგდების შესახებ, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო არ აფეთქდა. ამაზე მეტყველებს მისი ქცევაც - ხელყუმბარის შეგდების შემდეგ ი-----–- დ--------- მოშორდა სადგომს;

 

რაც შეეხება განსაკუთრებულ სისასტიკეს, სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში ობიექტური კრიტერიუმის (მკვლელობის ხერხის) გაანალიზება ნათლად წარმოაჩენს სუბიექტურსაც - დამნაშავის მიერ ამგვარი ხერხის შეგნებულად შერჩევას, კერძოდ:

 

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ნ----- გ-----–--ის სიკვდილის მიზეზია ქალა-ტვინის ღია ტრავმა, ქალას ძვლების დამსხვრეული მოტეხილობითა და თავის ტვინის ტლანქი დაზიანებით. სიკვდილი დრო - 2019 წლის 11 ოქტომბრის 15:35 საათი არ ეწინააღმდეგება გამოკვლევის მონაცემებს. ნ----- გ-----–--ის გვამს აღენიშნებოდა არასწორკიდეებიანი ორი ჭრილობა კეფაზე და თხემ-კეფის არეში მარჯვნივ, რომლებიც აზიანებენ ქალას ძვლებსა და თავის ტვინის ნივთიერებას. ასეთივე არასწორკიდეებიანი ჭრილობა კეფის არეში ცენტრალურად, კეფაზე მარცხნივ, თხემ-კეფის შესაზღვრებასთან, შუბლისა და მარცხენა წარბის მიდამოებზე, სისხლნაჟღენთები ცხვირის ზურგზე, მარცხენა თვალბუდის, ორივე მტევნის ზურგზე, მრავლობით ნაჭდევები მარჯვენა მხრის სარტყლის, მარჯვენა წინამხრის, მარცხენა მტევნის მე-4-5 თითების ფუძესთან და მარცხენა ბარძაყის არეში. ყველა დაზიანება სიცოცხლისდროინდელია, მიყენებულია მკვრივი და ბლაგვი საგნის მოქმედებით. აქედან კეფისა და თხემ-კეფის არეში მარჯვნივ არსებული ორი ჭრილობა, ვინაიდან აზიანებენ ქალას ძვლებს და თვის ტვინის ნივთიერებას, ეკუთვნის სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს, რასაც შედეგად მოჰყვა ნ----- გ-----–--ის სიკვდილი, ყველა სხვა დაზიანება მსუბუქი ხარისხისაა და მათ სიკვდილი არ გამოუწვევიათ;

 

გარდაცვლილის სხეულზე არსებული 20-ზე მეტი სიცოცხლისდროინდელი დაზიანება, მათი მიყენება ბლაგვი საგნით - ცეცხლსასროლი იარაღის მრავალჯერადი დარტყმით სხეულის ყველა ნაწილში, იმ ვითარებაში, როდესაც ი-----–- დ---------ს თან ჰქონდა სანადირო დანაც, მეტყველებს მის სურვილზე, მალე არ დამდგარიყო სასიკვდილო შედეგი (რაც განსაკუთრებული სისასტიკის ერთ-ერთი ნიშანია). შემთხვევის ადგილის დათვალიერებით დადგენილია, რომ სისხლის კვალი იწყება მაღაზიის კიბიდანვე, მიემართება შუაგულისკენ, დახლებს შორის, ჯერ დასავლეთის, შემდეგ კი - სამხრეთის მხარეს, სადაც დიდი ზომის სისხლის გუბეა. დანაშაულის შემსწრე მოწმეები აღნიშნავენ, რომ მაღაზიიდან ისმოდა ყვირილის ხმა, გარდაცვლილი ითხოვდა შველას. აღსანიშნავია მოწმე რ----- ი--------ის ჩვენება - ,,მარკეტიდან გამოდიოდა ი-----–- დ--------ის ხმა - მოკვდი, შენი დედა, 2-3 წუთის განმავლობაში ისმოდა დარტყმის ხმები, მაგრამ იარაღიდან გასროლის ხმა აღარ ყოფილა“ (ტ. 1, ს.ფ. 89-91). ამდენად, ეჭვს არ იწვევს მკვლელობის მომენტში გარდაცვლილის განსაკუთრებული ტანჯვა და დამნაშავის განზრახვა, სწორედ ამგვარად მოეკლა ყოფილი მეუღლე;

 

დაცვის მხარემ სადავოდ მიიჩნია ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის ნაწილში ბრალდების მართებულობა იმ მოტივით, რომ დაუდგენელია დრო - ამ ნაწილში ხანდაზმულობის ვადის გასვლის კუთხით;

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ი-----–- დ--------ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა შემთხვევამდე სულ მცირე 6 წლით ადრე საფუძველს მოკლებულია, რადგან იგი 2015 წლის 30 დეკემბერს მსჯავრდებულია სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით - პოლიციელზე თავდასხმისათვის. ამ დანაშაულის გამო პირობითი მსჯავრი გაუქმდა და ი-----–- დ---------ს მოეხსნა ნასამართლობა, მაგრამ საქმის წარმოების პროცესში სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედების მიუხედავად, მაშინ ი-----–- დ---------ს აკრძალული საგანი არსად აღმოაჩნდა.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1 ი-----–- დ--------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ასევე - ბრალად შერაცხული მკვლელობის ჩადენის დროს იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, სსკ-ის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად. ამასთან, ი-----–- დ--------- საზოგადოებისათვის მომეტებულ საფრთხეს წარმოადგენს, მან სცადა, ხალხმრავალ ადგილას ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარით ნ----- გ-----–--ის მოკვლა, უშედეგო მცდელობის შემდეგ იგი დაედევნა ყოფილ მეუღლეს და იქ მყოფი პირის თხოვნის მიუხედავად, არ მოეკლა ადამიანი, განსაკუთრებული სისასტიკით ჩაიდინა მკვლელობა;

 

4.2 სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში უვადო თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის საკმარისი საფუძველი არ არსებობს, მაგრამ მსჯავრდებულს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა უნდა განესაზღვროს მაქსიმალური ზომით. ამასთან, ი-----–- დ---------ს მაქსიმალური ვადით უნდა ჩამოერთვას იარაღის შეძენა-შენახვისა და ტარების უფლება, დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული საგნების გათვალისწინებით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 81-ე, 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ი-----–- დ--------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“, მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის მე-3, მე-4 ნაწილებით და მიესაჯოს:

 

- სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

- სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

- სსკ-ის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“, მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით - 20 (ოცი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე - 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას იარაღის შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;

 

2. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი, რის შედეგად მსჯავრდებულ ი-----–- დ---------ს საბოლოოდ განესაზღვროს 20 (ოცი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 12 ოქტომბრიდან;

 

3. მსჯავრდებულ ი-----–- დ---------ს 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას იარაღის შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;

 

4. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებები - ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ნ----- გ-----–--ის პირადი ნივთები, ფარდა, ,,რესივერი“ და კვების ბლოკი, ჩანთა მასში მოთავსებული ნივთებით, მობილური ტელეფონები, მზის სათვალე, ფული, ხელჩანთა - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს; სისხლის კვლები, ნერწყვის, ანაბეჭდების, სისხლის, ანაწმენდების, ფრჩხილის, სუნისა და თმის ნიმუშები, მავთული, მინის ნამსხვრევები - განადგურდეს დადგენილი წესით; კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი, ვაზნები, მასრები, ტყვიის გულარები, ტყვია, ტყვიის გარსები, სანადირო დანა ქარქაშით - გადაეცეს შსს-ს შეიარაღების შესაბამის სამსახურს, ხოლო - ელექტრონული დისკები - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გ. დადეშქელიანი