განაჩენი

სისხლის სამართლის 16.03.2020
საქმის ნომერი
010100120003461109
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
16.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100120003461109

საქმე N1-158/20წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

1--03.2020 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ხატია დევაძე

 

ბრალდების მხარე

პროკურორი - თო------------–---–ი

 

დაცვის მხარე

ბრალდებული: ამ--–--------ი

მამის სახელი: ავ--------–

დაბადებული: 0--1--1--- წელი

პირადი ნომერი: 1----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული

ფ/მისამართი: ქ. ბათუმი, ჯა----–---–----------------------

 

ადვოკატი - ტუ--------------ძე

 

თარჯიმანი - ინ---------ა

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის: 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით;

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №1-----------

 

1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2019 წლის 28 დეკემბერს, საღამოს საათებში, ქ. ბათუმში, მ. ლე-----------ის ქუჩა N1----–----------ში, ხოლო შემდგომ სადარბაზოში ყოფნისას, ამ--–--------მა, არასრულწლოვანი შვილების - იმ------------სა და ვი-----------------ას თანდასწრებით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყელის არეში ხელების ძლიერად მოჭერით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ოჯახის წევრს - გი---–----------------ას, რომელთან ერთადაც მუდმივად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე , 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ჩადენილი

არასრუწლოვანის თანდასწრებით

 

2.1. საქმის წინასასამართლო სხდომაზე მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უდავოდ იქნა ცნობილი. , გარდა დაზარალებული ჩვენებისა; (იხ. წინასასამართლო სხდომის ოქმი)

 

2.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

2.3. 2019 წლის 29 დეკემბრის ბრალდებულის დაკავების ოქმით დადგენილია, რომ ამ--–--------ი დაკავებულია, 2019 წლის 29 დეკემბერს დაკავების ზუსტი დრო: 02:28 საათი.

 

2.4. დაზარალებულმა გი---–----------------ამ საქმის განხილვისას დაადასტურა, რომ 2019 წლის 29 დეკემბერს ყოფით საკითხებზე ურთიერთშელაპარაკებისას ამ--–--------მა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც განიცადა ფიზიკური ტკივილი და განაცხადა პოლიციის განყოფილებაში; ის თანახმაა შვილებთან ბრალდებულს ჰქონდეს ურთიერთობა, თუმცა მასთან კავშირი არ ჰქონდეს; ის არ ითხოვს მისი ყოფილი მეუღლის მკაცრად დასჯას; (იხ სხდომის ოქმი 1--03.2020წ)

 

2.5. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №0--------, 29/01/2020წ დასკვნის თანახმად, მოქ. გი---–----------------ას სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას (30.1--2019წ) კისრის მარცხენა ზედაპირზე აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები, რომლებიც განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად, მეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს.

 

2.6. 29/12/2019 წლის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების გამომძიებლების მიერ შედგენილი N0----- შემაკავებელი ორდერით დადგენილია, რომ 2019 წლის 28 დეკემბერს გი---–----------------ამ განაცხადა, რომ მისმა ყოფილმა მეუღლემ ამილ იამანოვმა მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა ( იხ. ს/ფ 9-12)

 

2.7. 29/12/2019 წლის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების გამომძიებლის დიანა კონცელიძის მიერ შედგენილი სხეულის ვიზუალური დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ გი---–----------------ას ყელზე, კერძოდ მარცხენა ნაწილზე აღენიშნება მცირე ზომის მოწითალო ფერის ხაზები. ( იხ. ს/ფ 14)

 

2.8. ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით (გი---–----------------ას, იმ------------ს, ვი-----------------ას გამოკითხვის ოქმები, გი---–----------------ას სხეულის დათვალიერების ოქმი და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა) სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ამ--–--------მა ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

2.9. საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ამ--–--------მა - მის მიერ განხორციელებული ქმედებით - გი---–----------------ას ძალადობით - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ ქმედებას; დაზარალებულს მასთან პრეტენზია არ გააჩნია; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;

 

სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

 

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, ამ--–--------ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას;

 

5.7. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ ამ--–--------ის მიმართ მისი პიროვნული მახასიათებლების მხედველობაში მიღებით უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, რომელიც ჩათვლილი იქნება პირობითად; აღნიშნული - ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ამ--–--------ის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს;

 

6. ნივთმტკიცების, ყადაღის, ან სხვა საკითხები

 

მოცემულ საქმეზე ნივთიერი მტკიცებულებაა - შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული საყურე დალუქულ მდგომარეობაში ინახება ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული ამ--–--------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მსჯავრდებულ ამ--–--------ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 დეკემბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს ეთ-------------ას (პ/ნ 1----------) დაუბრუნდეს მის მიერ სს „სა---------–--------ის“ შესაბამის ანგარიშზე შეტანილი თანხა - (სალაროს შემოსავლის ორდერი N1/9----, დასტურის №ა 0-----)- 1 500 / ათასხუთასი/ ლარი, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

მსჯავრდებულ ამ--–--------ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2019 წლის 29 დეკემბრიდან, 2019 წლის 30 დეკემბრამდე ჩათვლით;

 

პირობით მსჯავრდებულ ამ--–--------ის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს, ამ--–--------ს კი დაევალოს პრობაციის ოფიცრის თანხმობის გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული საყურე დალუქულ მდგომარეობაში ინახება ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, დაუბრუნდეს მესაკუთრეს/მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს, ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებას.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე