განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100119003205209
საქმე #1-936/19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 მარტი, 2020 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა
ნინო ფუტკარაძის სხდომის მდივნობით
პროკურორის _ თ--------------–---–ის
ბრალდებულის - გ--–- გ--------ის
ადვოკატის _ ნ----------------ის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №171250819017 საქმე,ბრალდებულ გ--–- შ------ს ძე გ--------ის მიმართ
დაბადებული: 2--------- წელი
მოქალაქეობა: საქართველოს
პირადი ნომერი: 6----------
ნასამართლობა: მქონე
განათლება: უ-----–---
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
რეგისტრირებული მისამართზე: ხ--–----------------–----–----------------–---------–-
კვალიფიკაცია :
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა:
1. გ--–- გ--------ემ, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და 2019 წლის 25 აგვისტოს, ქ. ბ------–----------------------–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას თავის ხელჩანთაში უკანონოდ ინახავდა 3,3754 გრამ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ და 3,2 გრამ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონს“ (მარილს), რაც 2019 წლის 25 აგვისტოს, ქ. ბ------–----------------------–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მისი პირადი ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა :
2. ბრალდებულმა გ--–- გ--------ემ თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში. საქმის არსებითი მხარეები შეთანხმდნენ, რომ რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულებები სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა მტკიცებულებები სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
4. სასამართლოს მიაჩნია, რომ გ--–- გ--------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მის ბრალეულობას, კერძოდ:
5. მოწმეების: ჯ-----------ის, გ---------ის, გ--------------–--–--ის, ჯ-------–-----ის, დ---------------ის ჩვენებები; 2019 წლის 25 აგვისტოს ჩატარებული გ--–- გ--------ის პირადი ჩხრეკის ოქმი, რომლის თანახმად, გ--–- გ--------ისგან ამოღებულ იქნა ნარკოტიკული საშუალების შემცველი ნივთიერებები; საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აჭარის არ საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2019 წლის 26 აგვისტოს ქიმიური ექსპერტიზის №ქ/587 დასკვნა, რომლის თანახმად ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, სამ ცალად დაფასოებული მოყავისფრო ფერის ნივთიერება ფხვილის სახით, საერთო წონით - 17,6329 გრამი - შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ 3,3754 გრამს, ხოლო რვა ცალ კონვალუტის ფირფიტაზე, წარწერით “Mathadone 40”, განლაგებული ქარხნული დამზადების ნიშნის მქონე, თეთრი ფერის წრიული ფორმის, შუაში ნაჭდევით ოთხმოცი ცალი მთლიანი აბი (თითოეული წონით 0,45 გრამი) - შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონს“ (მარილი), საერთო წონით - 3,2 გრამს.
6. ”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ”ა” პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება არის: ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში;
7. ამავე კანონის მე-3 მუხლის ჰ11 ნაწილის თანახმად, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების შენახვა არის ნებისმიერი გამიზნული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში ან სხვაგვარად, თუ ეს ქმედება დაკავშირებული არ არის მის გადატანასთან, მიუხედავად შენახვის ხანგრძლივობისა; ხოლო ჰ13 ნაწილის მიხედვით, მისი შეძენა არის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების დაუფლება;
8. ნარკოტიკული საშუალება ”ჰეროინი” შეტანილია ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სია №1-ში, №181 რეგისტრაციით, რაც მიუთითებს მასზე, რომ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალებაა და მისი შეძენა, შენახვა საჭიროებს სპეციალურ ნებართვას.
9. ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ შეტანილია ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სია N1-ში, №94 რეგისტრაციით რაც მიუთითებს მასზე, რომ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალებაა და მისი მოხმარება საჭიროებს ექიმის სპეციალურ ნებართვას.
10. ასეთი ნებართვა ბრალდებულ გ--–- გ--------ეს არ ჰქონია.
11. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ--–- გ--------ემ უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალებები - ”ჰეროინი” და „მეთადონი“.
ქმედების ჩადენა განსაკუთრებით დიდი ოდენობით :
12. უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის თანახმად, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ”მეთადონი” (მარილი) შეტანილია №94 რეგისტრაციით, დასტურდება, რომ ”მეთადონი” (მარილი) 3,2 გრამის ოდენობით ქმნის ამ ნარკოტიკული საშუალების გასაკუთრებით დიდ ოდენობას.
13. უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის თანახმად, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ”ჰეროინი” შეტანილია №189 რეგისტრაციით, დასტურდება, რომ ”ჰეროინი” 3,3754 გრამის ოდენობით ქმნის ამ ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდ ოდენობას.
14. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტირებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ--–- გ--------ემ უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები - ”ჰეროინი” და „მეთადონი“ (მარილი).
15. სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
16. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
17. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).
18. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გ--–- გ--------ის ბრალდების დადასტურება.
19. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
20. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.
21. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და მხარეების მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია.
22. ბრალდების მხარის მტკიცებულებების შეფასების შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.
23. მოწმეთა ჩვენებები საქმისთვის არსებით გარემოებებთან დაკავშირებით თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს.
24. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას.
25. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში არსებულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
სამართლებრივი შეფასება:
27. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ გ--–- გ--------ემ უკანონოდ შეიძინა და შეინახა - 3,3754 გრამი - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინი“ და 3,2 გრამი - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონი“ (მარილი) , რაც 2019 წლის 25 აგვისტოს, გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩატარებული გ--–- გ--------ის პირადი ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული, ანუ ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
28. გ--–- გ--------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
29. გ--–- გ--------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღაირება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება :
30. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო უთითებს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედაც სასჯელს.
31. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
32. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
33. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
34. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, არა მისი სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
35. საქართველოს სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადოდ. საქმის მასალებით დასტურდება, რომ გ--–- გ--------ე ნასამართლევია განზრახი დანაშაულისთვის. სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
36. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის, სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ--–- გ--------ეს , სასჯელად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა - 9 (ცხრა) წლის ვადით.
37. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის ასეთი სახე და ზომა გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს გ--–- გ--------ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
38. მასვე, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, `ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის თანახმად, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, უნდა ჩამოერთვას ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები, კანონში მითითებული ვადებით.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა :
39. სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის თანახმად, საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი - ბრალდებულ გ--–- გ--------ის პირადი ჩხრეკის ამსახველი ფოტოსურათები და გ--–- გ--------ის მობილური ტელეფონიდან ინფორმაციის გამოთხოვის ამსახველი ფოტოსურათები ერთ ცალ დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - დარჩეს საქმესთან, საქმის შენახვის ვადით;
- ბრალდებულ გ--–- გ--------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული სამ ცალად დაფასოებული, მოყავისფრო ფერის ნივთიერება, ფხვნილის სახით, საერთო წონით 17,6329 გრამი, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, წონით 3,3754 გრამს და რვა ცალ კონვალუტის ფირფიტაზე, წარწერით : “Methadone 40”, განლაგებული ქარხნული დამზადების ნიშნების მქონე, თეთრი ფერის წრიული ფორმის, ოთხმოცი ცალი მთლიანი აბი, თითოეული წონით 0.45 გრამი, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონს“ (მარილი), საერთო წონით - 3.2 გრამს, ასევე, აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებების შესაფუთად გამოყენებული პოლიეთილენის და ქაღალდის მწებავი ლენტები და გ--–- გ--------ის ნერწყვის ნიმუში ბიოლოგიურ ჩხირზე, რაც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
- ბრალდებულ გ--–- გ--------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული საფულე, ფულადი თანხა, მონეტები, გ--–- გ--------ის პირადობის მოწმობა, პლასტიკური ბარათები და სათვალე, მობილური ტელეფონი, ბრალდებულ გ--–- გ--------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული პატარა ყავისფერი ხელჩანთა, მასში მოთავსებული ტელეფონის სამუხტით, ორი ცალი სანთებელათი და ლითონის საგანი (მაგნიტი) - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255, 258-260-ე, 269-ე, 270-276-ე, 277-ე, 280-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული გ--–- შ------ს ძე გ--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
მსჯავრდებულ გ--–- გ--------ეს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, `ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის `გ~ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ხუთი წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები, ხოლო საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 10 წლით.
აღნიშნული უფლებების შეზღუდვის მოქმედების ვადის დენა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდის მომენტიდან.
მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 25 აგვისტოდან.
გ--–- გ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
ნივთმტკიცებები - ბრალდებულ გ--–- გ--------ის პირადი ჩხრეკის ამსახველი ფოტოსურათები და გ--–- გ--------ის მობილური ტელეფონიდან ინფორმაციის გამოთხოვის ამსახველი ფოტოსურათები ერთ ცალ დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - დარჩეს საქმესთან, საქმის შენახვის ვადით;
- ბრალდებულ გ--–- გ--------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული სამ ცალად დაფასოებული, მოყავისფრო ფერის ნივთიერება, ფხვნილის სახით, საერთო წონით 17,6329 გრამი, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, წონით 3,3754 გრამს და რვა ცალ კონვალუტის ფირფიტაზე, წარწერით : “Methadone 40”, განლაგებული ქარხნული დამზადების ნიშნების მქონე, თეთრი ფერის წრიული ფორმის, ოთხმოცი ცალი მთლიანი აბი, თითოეული წონით 0.45 გრამი, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონს“ (მარილი), საერთო წონით - 3.2 გრამს, ასევე, აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებების შესაფუთად გამოყენებული პოლიეთილენის და ქაღალდის მწებავი ლენტები და გ--–- გ--------ის ნერწყვის ნიმუში ბიოლოგიურ ჩხირზე, რაც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
- ბრალდებულ გ--–- გ--------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული საფულე, ფულადი თანხა, მონეტები, გ--–- გ--------ის პირადობის მოწმობა, პლასტიკური ბარათები და სათვალე, მობილური ტელეფონი, ბრალდებულ გ--–- გ--------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული პატარა ყავისფერი ხელჩანთა, მასში მოთავსებული ტელეფონის სამუხტით, ორი ცალი სანთებელათი და ლითონის საგანი (მაგნიტი) - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი