განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/3811-19
(№------------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
თბილისი 31 იანვარი, 2020 წელი
თბილისის საქალაქო სასამართლო სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - გიორგი არევაძე
სხდომის მდივანი - ლალი ფაჩულია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ლ-------------ე,დაცვის მხარე:
ბრალდებული - დ-------------–---–- (საქართველოს მოქალაქე, პ--------------, დაბადებული: 1----–-–------------ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---------------–-------------------------------------------------------ში).
ადვოკატი - მ--–--------–------–---–ი,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის 1-ლი ნაწილი.
დისპოზიცია: პოლიციელზე თავდასხმა, მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, დ-------------–---–-ს ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 10 ივლისს, ღამის საათებში, ი--------------- პოლიციის მ--- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში შეიჭრა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი დ-------------–---–-, რომელმაც ოპერატიული მორიგის მისამართით დაიწყო ხმამაღალი გინება და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. იგი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა პოლიციის თანამშრომლების მხრიდან არაერთგზის მოწოდებისა დამშვიდებულიყო და შეეწყვიტა მათ მიმართ შეურაცხყოფის მიყენება, დ-------------–---–- აგრძელებდა სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას, რა დროსაც დ-------------–---–- სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მოულოდნელად დავს დაესხა მასთან ახლოს მდგომ ი--------------- პოლიციის მ--- განყოფილების უფროსის მოადგილეს რ-----------–---–ს, რომელიც მოუწოდებდა დამშვიდებისაკენ და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ რამოდენიმეჯერ ფეხი ჩაარტყა მუცლის არეში და ფეხზე, ასევე ხელი გაარტყა სახეში, ტუჩთან. აღნიშნული ქმედების შედეგად რ-----------–---–მა განიციდა ფიზიკური ტკივილი.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. 2019 წლის 10 ივლისს, ღამის საათებში, ი--------------- პოლიციის მ--- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში ნასვამ მდგომარეობაში მყოფი დ-------------–---–მა, ოპერატიული მორიგის მისამართით დაიწყო ხმამაღალი გინება და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. იგი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა მიუხედავად პოლიციის თანამშრომლების მხრიდან არაერთგზის მოწოდებისა დამშვიდებულიყო და შეეწყვიტა მათ მიმართ შეურაცხყოფის მიყენება, დ-------------–---–- აგრძელებდა სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას და წინააღმდეგობას უწევდა პოლიციის თანამშრომლებს.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. დ-------------–---–-ს მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას:
3.2. სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ-–-------–---–მა განმარტა, რომ ბრალდებულს ბავშვობიდან იცნობს და მისი მეგობარია. 2019 წლის 10 ივლისს, საღამოს დაურეკა თავის მეგობარ დ-----------–---–ს და ლუდის დალევა შესთავაზა. შეიკრიბნენ მეგობრები - ის, დ-----------–---–ი, ი-----–----------–-–---–ი და დ-------------–---–-. სკოლის ეზოში სვამდნენ ლუდსა და არაყს. დაახლოებით ორი საათის განმავლობაში სვამდნენ, თუმცა რამდენი დალიეს არ ახსოვს. ი-----–----------–-–---–ი და დ-------------–--–ი მას და დ-----------–---–ს აცილებდნენ სახლში, ის და დ-----ი წინ მიდიოდნენ, ხოლო ი-----–ი და დ----- უკან მიჰყვებოდნენ. დ-------------–---–- პოლიციის შენობის კიბეებზე აღმოჩნდა. პოლიციის თანამშრომლებმა ის შეიყვანეს შენობაში. დ-------------–---–- აგინებდა და აგრესიას გამოხატავდა პოლიციის თანამშრომლების მიმართ, ხოლო დაკავების შემდეგ გაუძალიანდა და კვლავ განაგრძო სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება.
3.3. ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ი-----–----------–-–---–მა. მან დამატებით განმარტა, რომ დ-----ის პოლიციაში შეყვანის მიზეზი არ იცის, რადგან როდესაც მის მეგობრებს მიუახლოვდა დ-------------–---–- უკვე პოლიციის შენობაში შეჰყავდათ სამართალდამცველებს. დ-------------–---–ს პოლიციის შენობის დატოვება უნდოდა, პოლიციელებს ეუბნებოდა ,,გამიშვით რას მიჭერთო’’. პოლიციელების მიმართ აგრესიული იყო. აგრესიას სიტყვიერი შეურაცხყოფით გამოხატავდა - აგინებდა.
3.4. სასამართლო სხდომაზე მოწმე დ-----------–---–მა ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა, რაც განმარტეს მოწმეებმა - ლ-–-------–---–მა და ი-----–----------–-–---–მა.
3.5. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკვლეული ვიდეოჩანაწერებით დასტურდება, რომ დ-------------–---–- უახლოვდება პოლიციის განყოფილებას, მისი მეგობარი ცდილობს მის შეჩერებას, თუმცა იგი გარბის პოლიციის შენობისკენ. შემდგომ უკვე პოლიციის შენობაში შესული (მობილური დათვალიერებისას ამოღებული ჩანაწერი) დ-------------–---–- იწყებს პოლიციის თანამშრომლების მისამართით გინებას, რა დროსაც სამართალდამცველები მოუწოდებენ მას სიმშვიდისკენ, თუმცა უშედეგოდ. ერთ-ერთი გამომძიებელი უმარტავს, რომ მას აკავებს და ეკითხება ვინაობას, რა დროსაც ბრალდებული კვლავ განაგრძობს გინებას და ხდება უფრო მეტად აგრესიული, მათ შორის ფეხს იქნევს გადამღები პირის მისამართით, თუმცა მის მიერ მოქნეული ფეხი არ ხვდება გამომძიებელს. გამომძიებლები მოუწოდებენ დ-------------–---–ს სიმშვიდისკენ, თუმცა არაერთი მოწოდების მიუხედავად, ის კვლავ განაგრძობდა სიტყვიერი შეურაცხყოფასა და უმისამართოდ იქნევდა ხელებს და ფეხებს.
3.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ დ-------------–---–-ს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები (გარდა ლ-–-------–---–ის, ი-----–----------–-–---–ის, დ-----------–---–ის ჩვენებებისა და სისხლის სამართლის საქმეზე დართული ვიდეო-ჩანაწერებისა) მხარეებმა საქმის არსებითად განხილვის დროს სადავოდ არ გახადეს, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
3.7. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.8. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
3.9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს (სადავო და უდავო), აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 2.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია პოლიციელზე თავდასხმის გამო, მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. დანაშაული თავისი კონსტრუქციით ფორმალური შემადგენლობისაა და სუბიექტური მხრივ მისი ჩადენა მხოლოდ პირდაპირი განზრახვითაა შესაძლებელი. შესაბამისად, კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების სუბიექტური შემადგენლობის ისეთ ელემენტს, როგორიცაა მიზანი. პირი შესაძლოა, მიზნად ისახავდეს სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილებას, მოწმის მოშორებას და სხვა. კერძოდ, პოლიციელზე თავდასხმა გამოიხატება აქტიურ მოქმედებაში. თავდასხმა, ეს არის აგრესიული აქტი. ამასთან, ქმედება განხორციელებული უნდა იყოს ძალადობით, რაც გულისხმობს ცემას, ჯანმრთელობის დაზიანებას და სხვა.
4.2. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები (გარდა ლ-–-------–---–ის, ი-----–----------–-–---–ის, დ-----------–---–ის ჩვენებებისა და სისხლის სამართლის საქმეზე დართული ვიდეო-ჩანაწერებისა) მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე. სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ ამ (უდავო/სადავო) მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად სასამართლოს ვალდებულებაა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სამართლებრივად შეაფასებს და იმსჯელებს ბრალდებულის ქმედებების კვალიფიკაციის საკითხზე.
4.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდებულის ქმედების დაკვალიფიცირება სსკ-ის 3531-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სამართლებრივად არამართებულია და დ-------------–---–-ს ქმედება უნდა გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველ ნაწილზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
4.4. სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, მათ შორის ი--------------- განყოფილების გამომძიებლების ი-----------ის, ვ--------------------ის, ილ--------–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით (მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ) დასტურდება, რომ დ-------------–---–- შევიდა პოლიციის განყოფილებაში და გამომძიებლების მისამართით დაიწყო გინება, რა დროსაც პოლიციის განყოფილების გამომძიებლებმა დააკავეს ადმინისტრაციული წესით, ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ბრალდებულის მეგობრების ჩვენებებით ი-----–----------–-–---–ისა და ლ-–-------–---–ის ჩვენებებით. ვიდეოჩანაწერის მიხედვით დასტურდება, რომ მართალია დ-------------–---–- გამოხატავდა აგრესიას და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციის თანამშრომლებს, თუმცა მისი ქმედებები თავდასხმის ელემენტებს არ შეიცავს და იგი აგრესიულ მოქმედებებზე (იწყებს ხელების და ფეხების უმისამართოდ ქნევას) გადადის მას შემდეგ, რაც მას ადმინისტრაციული წესით აკავებენ პოლიციის თანამშრომლები.
4.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულ რ-----------–---–ისა და ი--------------- განყოფილების გამომძიებლების მიერ გამოკითხვის ოქმებში მითითებული გარემოება, რომ დ-------------–---–- თავს დაესხა რ-----------–---–ს, არ დასტურდება საქმის მასალებით. ასევე, ვიდეოჩანაწერებით უტყუარად არ დასტურდება, რომ დ-------------–---–-ს მიერ მოქნეული ხელი და ფეხი, რომელსაც უმისამართოდ იქნევდა ბრალდებული სხეულის სხვადასხვა მიდამოში მოხვდა რ-----------–---–ს.
4.6. სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ დ-------------–---–- პოლიციის თანამშრომლებს უწევდა წინააღმდეგობას, უმისამართოდ იქნევდა, ხელებს/ფეხებს და არ აძლევდა საშუალებას, რომ დაეკავებინათ. დ-------------–---–- კონკრეტულ შემთხვევაში არ მოქმედებდა პოლიციელზე თავდასხმის მიზნით, იგი პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევით ცდილობდა თავი დაეღწია მათგან. აღნიშნული დასტურდება არა მარტო ლ-–-------–---–ისა და ი-----–----------–-–---–ის ჩვენებებით, არამედ - ვიდეო ჩანაწერებიდანაც ნათლად ჩანს, როგორ უწევდა წინააღმდეგობას დაკავებული დ-------------–---–- პოლიციის თანამშრომლებს.
4.7. სასამართლო განმარტავს, რომ ქმედების პოლიციელზე თავდასხმად დაკვალიფიცირებისათვის მისი სამსახურებრივი საქმიანობის გამო, აუცილებელია პირს გააჩნდეს მიზანი. თავდასხმა ეს არის აგრესიული აქტი, რომელიც გამოიხატება ძალადობაში, რაც გულისხმობს ცემას, ჯანმრთელობის დაზიანებას და სხვა. მოცემულ შემთხვევაში უტყუარად დგინდება და არც ბრალდებული და მისი მეგობრები უარყოფენ დ-------------–---–-ს მიერ გამომძიებლებისათვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებისა და მის მიერ პოლიციელისათვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედებები ხელების და ფეხების უმისამართოდ ქნევა მიმართული იყო არა პოლიციელის მიმართ თავდასხმის განსახორციელებლად, არამედ მათთვის წინააღმდეგობის გაწევისა და დაკავებისგან თავის დაღწევის მიზნით (ანალოგიური გადაწყვეტილება აქვს მიღებული უზენაეს სასამართლოს მსგავს სამართლებრივ შემთხვევაზე, იხ. უზენაესის სასამართლოს N23აპ-16 გადაწყვეტილება) .
4.8. ამდენად, დ-------------–---–-ს ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის 1-ლი ნაწილით უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველ ნაწილზე, შესაბამისად, დ-------------–---–ს მსჯავრი უნდა დაედოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.
5.3. განაჩენის 5.1. და 5.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
5.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომლითაც დ-------------–---–ს მსჯავრი უნდა დაედოს სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - ჯარიმას, შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ორიდან ხუთ წლამდე ვადით. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს დ-------------–---–-ს პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, სასჯელის რომელი სახე/ზომა იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5.5. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას დ-------------–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვალისწინებს ბრალდებულის აღიარებას (არ ეთანხმება ქმედების სამართლებრივ კვალიფიკაციას) და გულწრფელად ინანიებს განხორციელებულ ქმედებას, იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას (მტკიცებულებების ნაწილი გახადა უდავოდ), ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებად ითვალისწინებს ქმედების განხორციელებას მთვრალ მდგომარეობაში. სასამართლო ასევე ითვალისწინებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას, ხასიათს (ჩადენილია სამართალდამცველის საქმიანობისათვის ხელის შემშლელი ძალადობრივი ხასიათის დანაშაული), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (დ-------------–---–- სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და წინააღმდეგობა გაუწია პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც ასრულებდნენ თავიანთ სამსახურებრივ მოვალეობას), დ-------------–---–-ს კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვის დროს, დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მას სასჯელის სახედ უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა.
5.6. ამდენად, განაჩენის 5.5. პუნქტში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, დ-------------–---–ს სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და დ-------------–---–-ს პიროვნების გათვალისწინებით, ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).
5.7. საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან დ-------------–---–- აღიარებს ჩადენილ დანაშაულს (არ ეთანხმება ქმედების სამართლებრივ კვალიფიკაციას), არ არის ნასამართლევი, ასევე განაჩენის 5.5. პუნქტში მითითებული სხვა შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მას დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად უნდა დაუდგინდეს 3 წელი.
5.8. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მსჯავრდებულის ყოფა-ქცევის ეფექტურად კონტროლის მიზნით, დ-------------–---–ს უნდა დაეკისროს სსკ-ის 65-ე მუხლით გათვალისწინებული მოვალეობა - პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
6. ყადაღის ბედის გადაწყვეტა:
სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ივლისის განჩინებით, დ-------------–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველსაყოფად, ყადაღა დაედო ზ--------------–---–-ს, თ---–------------–---–-ს თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: მუნიციპალიტეტი ა------, ს------–----------–ი, დაზუსტებული ფართობი 1----.0------------------------------------------, რაც უნდა გაუქმდეს.
7. ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი. კერძოდ: დისკები, შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ-------------–---–-ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
2. დ-------------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი.
3. დ-------------–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 ივლისის განჩინებით, დ-------------–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველსაყოფად, ზ--------------–---–-ს, თ---–------------–---–-ს თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: მუნიციპალიტეტი ა------, ს------–----------–ი, დაზუსტებული ფართობი 1----.0------------------------------------------.
4. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
5. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები - დისკები, შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გიორგი არევაძე