განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/4248-19
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
თბილისი 24 იანვარი, 2020 წელი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - გიორგი არევაძე
სხდომის მდივანი - ლალი ფაჩულია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ-------–---–------ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ--------------–------------–-–---–ი - საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, დაბადებული 1----–-–---------------ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული თ---–--–---------------------–-------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები თ---–--–-------–-------------------------ში.
ადვოკატი - ქ---------------–---–ი
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა);
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილი (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება).
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 5 აგვისტოს, ღამის საათებში, თ---–--–-----–----------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე გ--------------–-–---–ი მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა მის მიერვე მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ კუთხივლულიან ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას მიკუთვნებულ პისტოლეტს და საბრძოლო მასალათა კატეგორიას მიკუთვნებულ და გამოსაყენებლად ვარგის 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის 5 ცალ ვაზნას.
2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლოს დასკვნა გ--------------–-–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მისი აღიარებისა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას:
მოწმე ბ---------ემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 5 აგვისტოს, ღამის საათებში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ვ-------------- მას ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა მისი ხელმძღვანელი ზ------------–---–ი, რომელმაც მიაწოდა ინფორმაცია, რომ იმავე ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა გ--------------–-–---–ი, რომელსაც თან ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი. ბ---------ემ და მისმა ორმა თანამშრომელმა შეაჩერეს გ--------------–-–---–ი, რომელსაც ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა. მას შარვლის ქამრის წინა მხარეს ჰქონდა იარაღი, რაც ჩხრეკისას ჩაუვარდა შარვლის ტოტიდან. ჩხრეკისას ამოიღეს მაკაროვის კონსტრუქციის იარაღი და ტელეფონი.
გარდა მოწმე ბ---------ის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებისა, ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ სასამართლო დასკვნა ემყარება მოწმეების - ნ--------------–---–ის, ნ-----–------–-----ის გამოკითხვის ოქმების, პირადი ჩხრეკის ოქმის, ჩხრეკის შედეგად ამოღებული პისტოლეტისა და ვაზნების, ბალისტიკური ექსპერტიზის N----- დასკვნის, საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის (სამმართველო), იარაღის აღრიცხვის განყოფილების უფროსის 2019 წლის 6 აგვისტოს წერილის და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია გ--------------–-–---–ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულების ჩადენა.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით კრიმინალიზებულია ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის და ასეთი იარაღისათვის განკუთვნილი საბრძოლო მასალისა), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება.
ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა - საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული გავრცელებული დანაშაულია, რომლის საგანია სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერება და ასაფეთქებელი მოწყობილობა, რაც ვარგისია საბრძოლო მოქმედებისთვის (გამოყენებისთვის). კონკრეტული იარაღი/საბრძოლო მასალა მიეკუთვნება თუ არა ცეცხლსასროლ იარაღთა, საბრძოლო მასალათა, ფეთქებად ნივთიერებათა და ასაფეთქებელ მოწყობილობათა კატეგორიას, ასევე მათი ვარგისიანობა გამოსაყენებლად დადასტურებული უნდა იყოს ექსპერტის დასკვნით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა გულისხმობს ,,იარაღის შესახებ” საქართველოს 2003 წლის 8 მაისის კანონის დარღვევით მათ დაუფლებას, რაც შეიძლება გამოიხატოს მათ ყიდვაში, სხვა ნივთში გაცვლაში ან ნაპოვარის დაუფლებაში. დანაშაული დამთავრებულია, როდესაც მის მფლობელს მიეცემა ამ საგნების თავისუფლად განკარგვის შესაძლებლობა. რაც შეეხება მათ მართლსაწინააღმდეგო შენახვას, აღნიშნული გულისხმობს საგნებისთვის ადგილსამყოფელის მიჩენას იმ პირის მიერ, ვისაც მათი შენახვის კანონიერი უფლება არ გააჩნია. ამდენად, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის - ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და შენახვის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ მათი შეძენა და შენახვა იყოს უკანონო, ,,იარაღის შესახებ” საქართველოს 2003 წლის 8 მაისის კანონით დადგენილი სპეციალური ნებართვებისა და რეგისტრაციის წესების გარეშე. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული ბალისტიკური ექსპერტიზის N----- დასკვნის თანახმად ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი იარაღი, წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ 9 მმ კალიბრის მაკაროვის კონსტრუქციის მოდერნიზებულ პისტოლეტს (-------, იგი მიეკუთვნება კუთხივლულიან ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისთვის . გამოსაკვლევ ნომერგადაშლილ პისტოლეტს შეცვლილი აქვს ლულა. ხოლო 5 ცალი ვაზნა წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის ვაზნას, განკუთვნილს ამავე კალიბრის მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის (---, მაკაროვის კონსტრუქციის მოდერნიზებული პისტოლეტებისათვის (----, ასევე სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტებისათვის (----- აგრეთვე შემდეგი პისტოლეტებისათვის: Р------------------ და სხვა. აღნიშნული 5 ცალი 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის ვაზნა მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად. ამასთან საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის (სამმართველო), იარაღის აღრიცხვის განყოფილების უფროსის 2019 წლის 6 აგვისტოს წერილის მიხედვით კომპიუტერული ბაზის მონაცემებით, გ--------------–-–---–ის სახელზე რაიმე სახის ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირებული არ არის.
საქმეში არსებული მტკიცებულებებით - მოწმე ბ---------ის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენების, მოწმეების - ნ--------------–---–ის, ნ-----–------–-----ის გამოკითხვის ოქმების, პირადი ჩხრეკის ოქმის, ჩხრეკის შედეგად ამოღებული პისტოლეტისა და ვაზნების, ბალისტიკური ექსპერტიზის N----- დასკვნის, საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის (სამმართველო), იარაღის აღრიცხვის განყოფილების უფროსის 2019 წლის 6 აგვისტოს წერილის და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით დადგენილია, რომ გ--------------–-–---–მა ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება.
სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია გ--------------–-–---–ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულების ჩადენა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ გ--------------–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ინკრიმინირებული ქმედებები, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ------------–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მისი მხრიდან დანაშაულების ნებაყოფლობითი აღიარება, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის პიროვნებას, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ გ--------------–-–---–ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის და მას უნდა დაენიშნოს სასჯელი მითითებული დანაშაულებისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, კერძოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერი მტკიცებულებების ბედი. კერძოდ:
ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები (ინახება შსს ვ---------------–----------------–--------–-–-----------– განყოფილებაში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს შეიარაღების სამსახურს;
მობილური ტელეფონი, ტანსაცმელი, დივიარის მოწყობილობა (ინახება შსს ვ---------------–----------------–--------–-–-----------– განყოფილებაში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს
ნერწყვის ნიმუში, ანაწმენდები (ინახება შსს ვ---------------–----------------–--------–-–-----------– განყოფილებაში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს;
ორი ცალი დისკი (ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიაში) შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 258-260-ე, 268-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ--------------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
2.სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 5 აგვისტოდან.
3. საქმეზე არსებული ნივთმტკიცებები:
ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები (ინახება შსს ვ---------------–----------------–--------–-–-----------– განყოფილებაში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს შეიარაღების სამსახურს;
მობილური ტელეფონი, ტანსაცმელი, დივიარის მოწყობილობა (ინახება შსს ვ---------------–----------------–--------–-–-----------– განყოფილებაში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს
ნერწყვის ნიმუში, ანაწმენდები (ინახება შსს ვ---------------–----------------–--------–-–-----------– განყოფილებაში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
ორი ცალი დისკი (ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიაში) შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
4.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გიორგი არევაძე