გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 100210119003338834
#2/392 -2019 წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28.02.2020 წელი. ქ. საჩხერე
საჩხერის რაიონული სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე: ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე
მოსარჩელე: ს.ს.,, თ----------ი“
მოსარჩელის წარმომადგენელი: შ.პ.ს. ,,ტ-----“ - წარმომადგენელი ე---------ე ა-----ე, მ------ კ----------–-–---–ი
მოპასუხე: თ------- ღ------ე
დავის საგანი : ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.საჩხერის რაიონული სასამართლოს სარჩელით მომართა, მოსარჩელე - ს.ს ” თ----------ი”-ს (ს/კ 2-------- წარმომადგენელი შ.პ.ს.,,ტ-----“) წარმომადგენელმა, მოპასუხე - თ------- ღ------ის (პ.№5----------, მის: ქ.ჭ--------- პ----–-- ი-–---–-ს ქ.N6) მიმართ, დავალიანების გადახდევინების თაობაზე.
1.2. სს „ თ----------ი“-ს წარმომადგენელი სარჩელში მიუთითებს, რომ სს „ თ----------სა და თ------- ღ------ეს შორის 2016 წლის 04 აგვისტოს დაიდო საბანკო კრედიტის # 1747830-8475481 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 6 500 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 16.5% -ით, კრედიტის ვადა -1461 დღე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 04 რიცხვში ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით. ხელშეკრულებით დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, და დავალიანების 0, 5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
მოსარჩელის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ მოპასუხემ დაარღვია 2016 წლის 04 აგვისტოს საბანკო კრედიტის # 1747830-8475481 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად აღარ შეუსრულებია ვალდებულება.
2019 წლის 21 ნოემბრის მდგომარეობით მოპასუხეს 2016 წლის 04 აგვისტოს საბანკო კრედიტის # 1747830-8475481 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება- 5 330.90 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა -3 224.58 ლარი, სარგებელი-460.14 ლარი, პირგასამტეხლო -1 640.30 ლარი და დაზღვევა-5.88 ლარი.
2) სს „ თ----------სა და თ------- ღ------ეს შორის 2017 წლის 19 ივნისს ინტერნეტ ბანკის საშუალებით დაიდო საბანკო კრედიტის # 1747830-9005748 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 8175 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 15% -ით, კრედიტის ვადა -2021 წლის 5 აპრილამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 5 რიცხვში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0, 5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულებით დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ. მხარეებს შორის არსებული ურთიერთობა წესრიგდება სს“ თ----------ის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე www. tbcbank.ge განთავსებული „ ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ “ ხელშეკრულებით.
მოსარჩელის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ მოპასუხემ დაარღვია 2016 წლის 04 აგვისტოს საბანკო კრედიტის # 1747830-9005748 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად აღარ შეუსრულებია ვალდებულება. ასევე, მოპასუხემ ზედიზედ , სულ ცოტა, ორჯერ გადააცილა კრედიტის დაბრუნების ვადას და არ ასრულებს თანხის გადახდის ვალდებულებას, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მოპასუხისათვის არსებული დავალიანების დაკისრება.
2019 წლის 21 ნოემბრის მდგომარეობით მოპასუხეს 2017 წლის 19 ივნისის საბანკო კრედიტის # 1747830-9005748 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება- 58 552.82 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა -5 486.70 ლარი, სარგებელი-789,02 ლარი, პირგასამტეხლო -500 ლარი და დაზღვევა-13.53 ლარი.
3) სს „ თ----------სა და თ------- ღ------ეს შორის 2018 წლის 13 მაისს ინტერნეტ ბანკის საშუალებით დაიდო საბანკო კრედიტის # 1747830-9870233 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 1500 ლარის ოდენობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 60% -ით, კრედიტის ვადა -2019 წლის 13 მაისამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 13 რიცხვში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0, 5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მხარეებს შორის არსებული ურთიერთობა წესრიგდება სს“ თ----------ის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე www. tbcbank.ge განთავსებული „ ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ “ ხელშეკრულებით.
მოპასუხემ დაარღვია 2018 წლის 13 მაისს ინტერნეტ ბანკის საშუალებით დაიდო საბანკო კრედიტის # 1747830-9870233 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად აღარ შეუსრულებია ვალდებულება. ასევე, მოპასუხემ ზედიზედ , სულ ცოტა, ორჯერ გადააცილა კრედიტის დაბრუნების ვადას და არ ასრულებს თანხის გადახდის ვალდებულებას, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მოპასუხისათვის არსებული დავალიანების დაკისრება.
2019 წლის 21 ნოემბრის მდგომარეობით მოპასუხეს 2018 წლის 13 მაისს საბანკო კრედიტის # 1747830-9870233 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება- 3 787.65 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა -1 500 ლარი, სარგებელი-661.08 ლარი, პირგასამტეხლო -1 626.57 ლარი.
4) სს „ თ----------სა“ და თ------- ღ------ეს შორის 2018 წლის 4 მაისს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი ერთგული -600 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით კრედიტის სავაჭრო/ მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36%-ით კრედიტის სს „ თ----------ის „ ბანკომატის ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადა გადაცილებაზე 1 ლარი, ამას დამატებული 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დრეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისებული დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს ( ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობით. დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 04 რიცხვი.
მოპასუხემ დაარღვია 2018 წლის 04 მაისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება და გაფრთხილების მიუხედავად არ მომხდარა გადახდა. ასევე, მოპასუხემ ზედიზედ , სულ ცოტა, ორჯერ გადააცილა კრედიტის დაბრუნების ვადას და არ ასრულებს თანხის გადახდის ვალდებულებას, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მოპასუხისათვის არსებული დავალიანების დაკისრება.
2019 წლის 21 ნოემბრის მდგომარეობით მოპასუხეს 2018 წლის 04 მაისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 1 105.90 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 599,55 ლარი, სარგებელი-178.85 ლარი და პირგასამტეხლო - 327.50 ლარი.
5) სს „ თ----------სა“ და თ------- ღ------ეს შორის 2018 წლის 07 ივნისს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი ერთგული -2000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 18%-ით კრედიტის სავაჭრო/ მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36%-ით კრედიტის სს „ თ----------ის „ ბანკომატის ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადა გადაცილებაზე 1 ლარი, ამას დამატებული 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დრეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისებული დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს ( ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობით. დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 07 რიცხვი.
მოპასუხემ დაარღვია 2018 წლის 07 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება და გაფრთხილების მიუხედავად არ მომხდარა გადახდა. ასევე, მოპასუხემ ზედიზედ , სულ ცოტა, ორჯერ გადააცილა კრედიტის დაბრუნების ვადას და არ ასრულებს თანხის გადახდის ვალდებულებას, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მოპასუხისათვის არსებული დავალიანების დაკისრება.
2019 წლის 21 ნოემბრის მდგომარეობით მოპასუხეს 2018 წლის 07 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება- 3 650.93 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა -1 999.44 ლარი, სარგებელი-560.76 ლარი და პირგასამტეხლო -1090.73 ლარი.
6) 2018 წლის 19 ოქტომბერს სს „ თ----------სა“ და თ------- ღ------ეს შორის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, ონლაინ აპლიკაციის (space) საშუალებით დაიდო საბანკო კრედიტის N 5-----------20181019132605875 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 500 ლარის ოდენობით. კრედიტის ვადა-1065 დღე. კრედიტის საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 34.86 %-ით. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 05 რიცხვში 22.30 ლარის გადახდით. ხელშეკრულებით ასევე, განისაზღვრა პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის დავალიანების 0.15 %( არაუმეტეს ნარჩენი ძირითადი თანხის0.27%). მხარეებს შორის არსებული ურთიერთობა წესრიგდება სს“ თ----------ის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე www. tbcbank.ge განთავსებული „ ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ “ ხელშეკრულებით.
მოპასუხემ დაარღვია 2018 წლის 19 ოქტომბრის კრედიტის N5-----------20181019132605875 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად აღარ შეუსრულებია ვალდებულება. ასევე, მოპასუხემ ზედიზედ , სულ ცოტა, ორჯერ გადააცილა კრედიტის დაბრუნების ვადას და არ ასრულებს თანხის გადახდის ვალდებულებას, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მოპასუხისათვის არსებული დავალიანების დაკისრება.
2019 წლის 21 ნოემბრის მდგომარეობით მოპასუხეს 2018 წლის 19 ოქტომბრის კრედიტის N5-----------20181019132605875 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება- 595.34 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 496,7, სარგებელი -115,51 ლარი , პირგასამტეხლო -10,13 ლარი.
1.3 .მოსარჩელე ითხოვს თ------- ღ------ეს სს „ თ----------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს:
1.3.1. 2016 წლის 04 აგვისტოს საბანკო კრედიტის # 1747830-8475481 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება - 4690,60 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 3224,58 ლარი, პროცენტი - 460,14 ლარი, პირგასამტეხლო - 1000 ლარი , დაზღვევა - 5,88 ლარი.
დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2019 წლის 21 ნოემბრის მდგომარეობით) 2016 წლის 04 აგვისტოს საბანკო კრედიტის # 1747830-8475481 ხელშეკრულებიდან ძირ თანხაზე 3224,58 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 16,5 პროცენტი სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 44,33 ლარს.
1.3.2. 2017 წლის 19 ივნისის საბანკო კრედიტის # 1747830-9005748 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება- 6789,25 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა -5 486.70 ლარი, სარგებელი-789,02 ლარი, პირგასამტეხლო - 500 ლარი და დაზღვევა-13.53 ლარი.
დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2019 წლის 21 ნოემბრიდან) 2017 წლის 19 ივნისის საბანკო კრედიტის # 1747830-9005748 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 5 486,70 ლარზე, აღსრულებამდე წლიური 15 პროცენტი სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 68,58 ლარს.
1.3.3. 2018 წლის 13 მაისის საბანკო კრედიტის # 1747830-9870233 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება- 3 787.65 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა -1 500 ლარი, სარგებელი-661.08 ლარი, პირგასამტეხლო -1 00 ლარი.
დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2019 წლის 21 ნოემბრიდან) 2018 წლის 13 მაისის საბანკო კრედიტის # 1747830-9870233 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 1 500 ლარზე, აღსრულებამდე წლიური 15 პროცენტი სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 75 ლარს.
1.3.4. 2018 წლის 04 მაისს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება - 1 105.90 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 599,55 ლარი, სარგებელი-178.85 ლარი და პირგასამტეხლო - 100 ლარი.
დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2019 წლის 21 ნოემბრიდან) 2018 წლის 04 მაისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 599,55 ლარზე, აღსრულებამდე წლიური 36 პროცენტი სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 17,98 ლარს.
1.3.5. 2018 წლის 07 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება - 3 650.93 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა -1 999.44 ლარი, სარგებელი-560.76 ლარი და პირგასამტეხლო -400 ლარს
დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2019 წლის 21 ნოემბრიდან) 2018 წლის 07 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 1 999.44 ლარზე, აღსრულებამდე წლიური 36 პროცენტი სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 59,98 ლარს.
1.3.6. 2018 წლის 19 ოქტომბრის კრედიტის N5-----------20181019132605875 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება - 595.34 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 496,7, სარგებელი -115,51 ლარი , პირგასამტეხლო -10,13 ლარი.
დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2019 წლის 21 ნოემბრიდან) 2018 წლის 19 ოქტომბრის კრედიტის N5-----------20181019132605875 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 469,7 ლარზე, აღსრულებამდე წლიური 34,86 პროცენტი სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 13,64 ლარს.
2. მოპასუხე მხარის პოზიცია
2.1. 2016 წლის 04 აგვისტოს საბანკო კრედიტის # 1747830-8475481 ხელშეკრულებიდან და 2017 წლის 19 ივნისის საბანკო კრედიტის # 1747830-9005748 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელე ცნობს ძირ თანხას, პროცენტს და დაზღვევას.
2018 წლის 13 მაისის საბანკო კრედიტის # 1747830-9870233 ხელშეკრულებიდან ,2018 წლის 04 მაისს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან , 2018 წლის 07 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან, 2018 წლის 19 ოქტომბრის კრედიტის N5-----------20181019132605875 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხე ცნობს ძირ თანხას. მოპასუხე მთლიანად ცნობს 14548ლარს და 54თეთრს. დანარჩენ ნაწილში სარჩელს არ ცნობს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები .
3.1.1. მხარეებს მიეცათ შესაძლებლობა დავის მორიგებით დასრულებისათვის, თუმცა მხარეები ვერ მორიგდნენ.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია, რომ სს „ თ----------სა და თ------- ღ------ეს შორის 2016 წლის 04 აგვისტოს დაიდო საბანკო კრედიტის # 1747830-8475481 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 6 500 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 16.5% -ით, კრედიტის ვადა -1461 დღე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 04 რიცხვში ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით. ხელშეკრულებით დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, და დავალიანების 0, 5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად აღარ შეუსრულებია ვალდებულება. მოსარჩელის პოზიციით 2019 წლის 21 ნოემბრის მდგომარეობით მოპასუხეს 2016 წლის 04 აგვისტოს საბანკო კრედიტის # 1747830-8475481 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება- 5 330.90 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა -3 224.58 ლარი, სარგებელი-460.14 ლარი, პირგასამტეხლო -1 640.30 ლარი და დაზღვევა-5.88 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება(ს.ფ.18-22)
-დაზღვევის ხელშეკრულება(ს.ფ.24-26)
-დავალიანების ცნობა(ს.ფ.36)
-გრაფიკი (ს.ფ.23)
- მხარეთა განმარტებები.
3.2.2. სს „ თ----------სა და თ------- ღ------ეს შორის 2017 წლის 19 ივნისს ინტერნეტ ბანკის საშუალებით დაიდო საბანკო კრედიტის # 1747830-9005748 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 8175 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 15% -ით, კრედიტის ვადა -2021 წლის 5 აპრილამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 5 რიცხვში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0, 5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულებით დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ. მხარეებს შორის არსებული ურთიერთობა წესრიგდება სს“ თ----------ის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე www. tbcbank.ge განთავსებული „ ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ “ ხელშეკრულებით.
მოსარჩელის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად აღარ შეუსრულებია ვალდებულება.
მოსარჩელის პოზიციით 2019 წლის 21 ნოემბრის მდგომარეობით მოპასუხეს 2017 წლის 19 ივნისის საბანკო კრედიტის # 1747830-9005748 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება- 58 552.82 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა -5 486.70 ლარი, სარგებელი-789,02 ლარი, პირგასამტეხლო -500 ლარი და დაზღვევა-13.53 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება(ს.ფ.18-22)
-დაზღვევის ხელშეკრულება(ს.ფ.24-26)
-დავალიანების ცნობა(ს.ფ.36)
-გრაფიკი (ს.ფ.23)
- მხარეთა განმარტებები.
3.2.3. სს „ თ----------სა და თ------- ღ------ეს შორის 2018 წლის 13 მაისს ინტერნეტ ბანკის საშუალებით დაიდო საბანკო კრედიტის # 1747830-9870233 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 1500 ლარის ოდენობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 60% -ით, კრედიტის ვადა -2019 წლის 13 მაისამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 13 რიცხვში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0, 5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მხარეებს შორის არსებული ურთიერთობა წესრიგდება სს“ თ----------ის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე www. tbcbank.ge განთავსებული „ ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ “ ხელშეკრულებით.
მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად აღარ შეუსრულებია ვალდებულება.
2019 წლის 21 ნოემბრის მდგომარეობით მოპასუხეს 2018 წლის 13 მაისს საბანკო კრედიტის # 1747830-9870233 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება- 3 787.65 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა -1 500 ლარი, სარგებელი-661.08 ლარი, პირგასამტეხლო -100 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება(ს.ფ.18-22)
-დაზღვევის ხელშეკრულება(ს.ფ.24-26)
-დავალიანების ცნობა(ს.ფ.36)
-გრაფიკი (ს.ფ.23)
- მხარეთა განმარტებები.
3.2.4.სს „ თ----------სა“ და თ------- ღ------ეს შორის 2018 წლის 4 მაისს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი ერთგული -600 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით კრედიტის სავაჭრო/ მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36%-ით კრედიტის სს „ თ----------ის „ ბანკომატის ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადა გადაცილებაზე 1 ლარი, ამას დამატებული 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დრეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისებული დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს ( ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობით. დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 04 რიცხვი.
მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება და გაფრთხილების მიუხედავად არ მომხდარა გადახდა.
2019 წლის 21 ნოემბრის მდგომარეობით მოპასუხეს 2018 წლის 04 მაისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 1 105.90 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 599,55 ლარი, სარგებელი-178.85 ლარი და პირგასამტეხლო - 100 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება(ს.ფ.18-22)
-დაზღვევის ხელშეკრულება(ს.ფ.24-26)
-დავალიანების ცნობა(ს.ფ.36)
-გრაფიკი (ს.ფ.23)
- მხარეთა განმარტებები.
3.2.5. სს „ თ----------სა“ და თ------- ღ------ეს შორის 2018 წლის 07 ივნისს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი ერთგული -2000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 18%-ით კრედიტის სავაჭრო/ მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36%-ით კრედიტის სს „ თ----------ის „ ბანკომატის ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადა გადაცილებაზე 1 ლარი, ამას დამატებული 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დრეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისებული დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს ( ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობით. დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 07 რიცხვი.
მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება და გაფრთხილების მიუხედავად არ მომხდარა გადახდა.
2019 წლის 21 ნოემბრის მდგომარეობით მოპასუხეს 2018 წლის 07 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება- 3 650.93 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა -1 999.44 ლარი, სარგებელი-560.76 ლარი და პირგასამტეხლო -400 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება(ს.ფ.18-22)
-დაზღვევის ხელშეკრულება(ს.ფ.24-26)
-დავალიანების ცნობა(ს.ფ.36)
-გრაფიკი (ს.ფ.23)
- მხარეთა განმარტებები.
3.2.6. 2018 წლის 19 ოქტომბერს სს „ თ----------სა“ და თ------- ღ------ეს შორის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, ონლაინ აპლიკაციის (space) საშუალებით დაიდო საბანკო კრედიტის N 5-----------20181019132605875 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 500 ლარის ოდენობით. კრედიტის ვადა-1065 დღე. კრედიტის საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 34.86 %-ით. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 05 რიცხვში 22.30 ლარის გადახდით. ხელშეკრულებით ასევე, განისაზღვრა პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის დავალიანების 0.15 %( არაუმეტეს ნარჩენი ძირითადი თანხის0.27%). მხარეებს შორის არსებული ურთიერთობა წესრიგდება სს“ თ----------ის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე www. tbcbank.ge განთავსებული „ ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ “ ხელშეკრულებით.
მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად აღარ შეუსრულებია ვალდებულება.
2019 წლის 21 ნოემბრის მდგომარეობით მოპასუხეს 2018 წლის 19 ოქტომბრის კრედიტის N5-----------20181019132605875 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება- 595.34 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 496,7, სარგებელი -115,51 ლარი , პირგასამტეხლო -10,13 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება(ს.ფ.18-22)
-დაზღვევის ხელშეკრულება(ს.ფ.24-26)
-დავალიანების ცნობა(ს.ფ.36)
-გრაფიკი (ს.ფ.23)
- მხარეთა განმარტებები.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო თვლის, რომ ს.ს.,, თი ბი სი ბანკი“-ს სარჩელი თ------- ღ------ის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. მოპასუხეს უნდა დაეკისროს ძირი თანხა და პროცენტი , პირგასამტეხლო გონივრულ ფარგლებში. ასევე მოპასუხეს გადასახდელად უნდა დაეკისროს სარგებელი(მიუღებელი შემოსავალი) თითოეული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რაც უნდა განისაზღვროს ძირის ათი პროცენტით.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50--ე , 316-ე, 317-ე, 417-ე, 420-ე, 623-ე, 691-ე მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია რომ მხარეთა შორის დადებულია ხელშეკრულება, რომლის თანახმად მხარეებმა აიღეს ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ. მითითებული ნორმებიდან სახეზეა სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება(სამოქალაქო კოდექსის 623-ე და 254-ე მუხლები )
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
6.2.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის შესაბამისად მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი. ამ მუხლის მიზნებისათვის ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი არის საპროცენტო განაკვეთი, რომელიც ფიქსირდება ხელშეკრულებაში და უცვლელია ხელშეკრულების მოქმედების სრული პერიოდის განმავლობაში ან რომლის ცვლილება შესაძლებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ცალკეული გარემოებების (გარდა საჯარო ინდექსის ცვლილებისა) დადგომის შემთხვევაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 871-ე მუხლის შესაბამისად თუ კრედიტისათვის შეთანხმებულია მყარი საპროცენტო განაკვეთი განსაზღვრული პერიოდისათვის, მაშინ კრედიტის ამღებს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ხელშეკრულება, თუკი საპროცენტო ვალდებულება მთავრდება დაბრუნებისათვის განსაზღვრულ ვადამდე და საპროცენტო განაკვეთის შესახებ რაიმე ახალი შეთანხმება არ არის დადებული.
6.3.დადგენილია, რომ სს „ თ----------სა და თ------- ღ------ეს შორის 2016 წლის 04 აგვისტოს დაიდო საბანკო კრედიტის # 1747830-8475481 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 6 500 ლარის ოდენობით.
მოსარჩელის პოზიციით 2019 წლის 21 ნოემბრის მდგომარეობით მოპასუხეს 2016 წლის 04 აგვისტოს საბანკო კრედიტის # 1747830-8475481 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება- 5 330.90 ლარის ოდენობით.
6.4. სს „ თ----------სა და თ------- ღ------ეს შორის 2017 წლის 19 ივნისს ინტერნეტ ბანკის საშუალებით დაიდო საბანკო კრედიტის # 1747830-9005748 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 8175 ლარის ოდენობით.
მოსარჩელის პოზიციით 2019 წლის 21 ნოემბრის მდგომარეობით მოპასუხეს 2017 წლის 19 ივნისის საბანკო კრედიტის # 1747830-9005748 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება- 8 552.82 ლარის ოდენობით.
6.5.სს „ თ----------სა და თ------- ღ------ეს შორის 2018 წლის 13 მაისს ინტერნეტ ბანკის საშუალებით დაიდო საბანკო კრედიტის # 1747830-9870233 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 1500 ლარის ოდენობით.
2019 წლის 21 ნოემბრის მდგომარეობით მოპასუხეს 2018 წლის 13 მაისს საბანკო კრედიტის # 1747830-9870233 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება- 3 787.65 ლარის ოდენობით.
6.6.სს „ თ----------სა“ და თ------- ღ------ეს შორის 2018 წლის 4 მაისს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი ერთგული -600 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. 2019 წლის 21 ნოემბრის მდგომარეობით მოპასუხეს 2018 წლის 04 მაისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 1 105.90 ლარის ოდენობით.
6.7. ს.ს. „ თ----------სა“ და თ------- ღ------ეს შორის 2018 წლის 07 ივნისს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი ერთგული -2000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით.
2019 წლის 21 ნოემბრის მდგომარეობით მოპასუხეს 2018 წლის 07 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება- 3 650.93 ლარის ოდენობით.
6.8.2018 წლის 19 ოქტომბერს სს „ თ----------სა“ და თ------- ღ------ეს შორის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, ონლაინ აპლიკაციის (space) საშუალებით დაიდო საბანკო კრედიტის N 5-----------20181019132605875 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 500 ლარის ოდენობით.
2019 წლის 21 ნოემბრის მდგომარეობით მოპასუხეს 2018 წლის 19 ოქტომბრის კრედიტის N5-----------20181019132605875 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება- 595.34 ლარის ოდენობით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ყველა ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხეს უნდა დაეკისროს ძირი და პროცენტი,6.9. სამოქალაქო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად „ხელშეკრულებიდან გასვლისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით.“
სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად „ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.“
27. სსკ-ის 394.1-ე მუხლის თანახმად: „მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება“. ვალდებულების დარღვევა ზოგადი ფორმულირებაა და იგი შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მათ შორის, არაჯეროვან შესრულებაში. მტკიცების ტვირთის ობიექტურად და სამართლიანად განაწილების პირობებში, როგორც ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი მოსარჩელის (კრედიტორის) მხარეზეა. სსკ-ის 408.1-ე მუხლის თანახმად, „პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა“. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში. სსკ-ის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემული ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.
სსკ-ის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდოობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში.
ზემოხსენებული ნორმების შესაბამისად, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კრედიტორისათვის ანაზღაურებას ექვემდებარება, როგორც ფაქტობრივად დამდგარი ზიანი, ასევე მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანი (მიუღებელი შემოსავალი). ამდენად, მოხმობილ ნორმათა ერთობლივი ანალიზის შედეგად, სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოსარჩელე მხარის მოთხოვნას მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში და თვლის, რომ მიუღებელ შემოსავლად იმ სარგებლის მიჩნევა, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული და რაც საბანკო დაწესებულებას უნდა მიეღო, მართებულია, ვინაიდან საკრედიტო დაწესებულების ძირითადი ფუნქცია და დანიშნულება სწორედ ფულადი თანხის სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაა. შესაბამისად, საკრედიტო დაწესებულებებთან მიმართებით, არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკრედიტო დაწესებულება ვერ იღებს იმ შემოსავალს, რომელიც მას აღნიშნული თანხით უნდა მიეღო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის (მოსარჩელის) უსაფუძვლო გამდიდრება. (საქმე №ას-681-652-2016 17 თებერვალი, 2017 წელი,)
სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულებების დარღვევის გამო მოპასუხეს ყველა ხელშეკრულების ფარგლებში უნდა დაეკისროს გადაუხდელი ძირი თანხის 10 პროცენტი , , მიუღებელი შემოსავლის სახით, ზიანის ანაზღაურება.
უდავოდაა დადგენილი, რომ მოვალეს დარღვეული აქვს ვალდებულება რის გამოც კრედიტორმა სარჩელის აღძვრით ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება მოვალესთან.
6.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის შესაბამისად დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება.
დაზღვევის თანხა უნდა დაეკისროს მოპასუხეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში.
6.11.სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
განსახილველ შემთხვევაში პირგასამტეხლო წერილობით არის შეთანხმებული და განსაზღვრულია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხებოდა დაგვიანებული თანხის სხვადასხვა პროცენტი.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. "ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. საქმე #.ას 848-814-16, #ას-816-767-15, #ას-953-918).
ამასთან, სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება; დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით: „პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან... პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.“ (შდრ. საქმე №ას-176-157-2014);
სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს ძირი თანხის ათი პროცენტის ფარგლებში, ხოლო პირგასამტეხლოს მოთხოვნა , რომელიც აღნიშნულ თანხაზე ნაკლებია უნდა დაკმაყოფილდეს მოთხოვნის ფარგლებში.
6.12. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
6.13. ამდენად თ------- ღ------ეს უნდა დაეკისროს სს.,, თ----------ი“-ს სასარგებლოდ:
6.13.1. 2016 წლის 04 აგვისტოს საბანკო კრედიტის # 1747830-8475481 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება - 4335,52 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 3224,58 ლარი, პროცენტი - 460,14 ლარი, პირგასამტეხლო - 322,46ლარი , დაზღვევა - 5,88 ლარი, სარგებელი(მიუღებელი შემოსავალი)-322,46ლარი.
6.13.2. 2017 წლის 19 ივნისის საბანკო კრედიტის # 1747830-9005748 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება- 7337,92ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა -5 486,70 ლარი, სარგებელი-789,02 ლარი, პირგასამტეხლო- 500 ლარი , დაზღვევა-13.53 ლარი, სარგებელი (მიუღებელი შემოსავალი) 548, 67ლარი
6.13.3. 2018 წლის 13 მაისის საბანკო კრედიტის # 1747830-9870233 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება- 2411,08 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა -1 500 ლარი, სარგებელი-661.08 ლარი, პირგასამტეხლო - 100 ლარი, სარგებელი(მიუღებელი შემოსავალი)-150 ლარი.
6.13.4. 2018 წლის 04 მაისს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება - 938,36 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 599,55 ლარი, სარგებელი-178.85 ლარი და პირგასამტეხლო - 100 ლარი, სარგებელი(მიუღებელი შემოსავალი) – 59,96 ლარი.
6.13.5. 2018 წლის 07 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება - 2960,08 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა -1 999.44 ლარი, პროცენტი -560.76 ლარი და პირგასამტეხლო -199.94 ლარს,სარგებელი(მიუღებელი შემოსავალი) – 199.94 ლარი.
6.13.6. 2018 წლის 19 ოქტომბრის კრედიტის N5-----------20181019132605875 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება - 642,31 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 469,7, პროცენტი -115,51 ლარი , პირგასამტეხლო -10,13 ლარი, სარგებელი (მიუღებელი შემოსავალი)-46,97ლარი.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
დადგენილია, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე თ------- ღ------ემ ყველა ხელშეკრულებასთან მიმართებაში 14548,54 ლარის ფარგლებში ცნო სარჩელი, შესაბამისად ამ სამართლებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით შემოტანილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი უბრუნდება მოსარჩელეს. სს. ,, თ----------“-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან კანონით დადგენილი წესით უნდა დაუბრუნდეს 436,46 ლარი.
თ------- ღ------ეს უნდა დაეკისროს სს. ,,თ----------ი“-ს სასარგებლოდ 122 ლარისა და 30 თეთრი(სახელმწიფო ბაჟი), 50 ლარის (სარჩელის უზრუნველყოფის) და წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი 400 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.ს.ს. ,, თ----------ი“-ს (ს/კ2--------) სარჩელი თ------- ღ------ის მიმართ, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. თ------- ღ------ეს (პ/ნ5----------) დაეკისროს სს.,, თ----------ი“-ს სასარგებლოდ 2016 წლის 04 აგვისტოს საბანკო კრედიტის # 1747830-8475481 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება - 4335 (ოთხიათასსამასოცდათხუთმეტი ) ლარის და 52(ორმოცდათორმეტი) თეთრის ოდენობით( საიდანაც ძირი თანხაა - 3224,58 ლარი, პროცენტი - 460,14 ლარი, პირგასამტეხლო - 322,46ლარი, დაზღვევა - 5,88 ლარი, სარგებელი(მიუღებელი შემოსავალი)-322,46ლარი.)
1.2. თ------- ღ------ეს(პ/ნ5----------) დაეკისროს სს.,, თ----------ი“-ს სასარგებლოდ 2017 წლის 19 ივნისის საბანკო კრედიტის # 1747830-9005748 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება- 7337(შვიდიათასსამასოცდაჩვიდმეტი)ლარი და 92(ოთხმოცდათორმეტი)თეთრის ოდენობით, (საიდანაც ძირი თანხაა -5 486,70 ლარი, სარგებელი-789,02 ლარი, პირგასამტეხლო- 500 ლარი , დაზღვევა-13.53 ლარი, სარგებელი (მიუღებელი შემოსავალი) 548, 67ლარი)
1.3. თ------- ღ------ეს(პ/ნ5----------) დაეკისროს სს.,, თ----------ი“-ს სასარგებლოდ 2018 წლის 13 მაისის საბანკო კრედიტის # 1747830-9870233 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება- 2411 (ორიათასოთხასთერთმეტი) ლარი და , 08 (რვა) თეთრის ოდენობით,( საიდანაც ძირი თანხაა -1 500 ლარი, სარგებელი-661.08 ლარი, პირგასამტეხლო - 100 ლარი, სარგებელი(მიუღებელი შემოსავალი)-150 ლარი. )
1.4. თ------- ღ------ეს(პ/ნ5----------) დაეკისროს სს.,, თ----------ი“-ს სასარგებლოდ 2018 წლის 04 მაისს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება - 938 (ცხრაასოცდათვრამეტი) ლარის 36(ოცდათექვსმეტი)თეთრი( საიდანაც ძირი თანხაა - 599,55 ლარი, სარგებელი-178.85 ლარი და პირგასამტეხლო - 100 ლარი, სარგებელი(მიუღებელი შემოსავალი) – 59,96 ლარი).
1.5. თ------- ღ------ეს(პ/ნ5----------) დაეკისროს სს.,, თ----------ი“-ს სასარგებლოდ 2018 წლის 07 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება - 2960 (ორიათასცხრაასსამოცი) ლარის და 08(რვა) თეთრის ოდენობით (საიდანაც ძირი თანხაა -1 999.44 ლარი, პროცენტი -560.76 ლარი და პირგასამტეხლო -199.94 ლარს, სარგებელი(მიუღებელი შემოსავალი) – 199.94 ლარი.).
1.6. თ------- ღ------ეს(პ/ნ5----------) დაეკისროს სს.,, თ----------ი“-ს სასარგებლოდ 2018 წლის 19 ოქტომბრის კრედიტის N5-----------20181019132605875 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება- 642(ექვსასორმოცდაორი)ლარის და 31 (ოცდათერთმეტი) თეთრის ოდენობით.( საიდანაც ძირი თანხაა 469,7, პროცენტი -115,51 ლარი , პირგასამტეხლო -10,13 ლარი, სარგებელი (მიუღებელი შემოსავალი)-46,97ლარი).
2. სს. ,, თ----------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 436,46 (ოთხასოცდათექვსმეტი ლარი და ორმოცდაექვსი თეთრი) ლარი (საგადასახადო დავალება N18, გადამხდელის ბანკი - სს „თ----------ი“, სახაზინო კოდი 300223150, თანხა - 847.12 ლარი, გადამხდელი - სს „თ----------ი“ ს.ნ.2--------, გადახდის თარიღი: 11.12.2019 წელი) კანონით დადგენილი წესით.
3. თ------- ღ------ეს დაეკისროს სს. ,,თ----------ი“-ს სასარგებლოდ 122 ლარისა და 30 თეთრი(სახელმწიფო ბაჟი), 50 ლარის (სარჩელის უზრუნველყოფის) და წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი 400 ლარის ოდენობით.
4. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).
6.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ივანე ყიფიანი