განაჩენი

სისხლის სამართლის 17.03.2020
საქმის ნომერი
170100119003368240
დავის ტიპი
126
თარიღი
17.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/116-19

გამოძიების #0-----------

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი:

 

17 მარტი, 2020 წელი ქ. თეთრიწყარო

 

მოსამართლე - ბადრი ნიპარიშვილი

 

სხდომის მდივანი - რუსუდან გურჩიანი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ-------------–---–-

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ლ----------------------–-----–- - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1----–-–---------–---, პ/ნ 5----------, დასაოჯახებელი, საშუალო განათლებით, ნასამართლევი, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი დაკავებამდე: წ--–---------------------------–----, ამჟამად პატიმარი.

 

ადვოკატები - მ-------------–---, მ--------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები.

 

დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

თარჯიმანი - ლ--------–-------

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1. 2----–-–----------------, დაახლოებით 21:00 საათზე, წ--–---------------------–--------–---–- მდებარე მ--–-----–---- ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ლ--------–-----–--, სატელიტური ანტენის დაზიანებისგან თავის შეკავების თხოვნის გამო, ხელის მარჯვენა ბეჭში ერთჯერადი ბიძგის გზით ფიზიკურად იძალადა თავისი მამის - ნ-----------–-----–-- მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე, ლ--------–-----–-- ხელის მარჯვენა მხარში ერთჯერადი ბიძგის გზით ფიზიკურად იძალადა არასრულწლოვან ს----------–-----–-- მიმართ, რომელთანაც მუდმივად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2. ბრალდების მხარის მტკიცებულებებით არ დადგინდა 2----–-–---------------- ლ--------–-----–-- მიერ ნ-----------–-----–-- და არასრულწლოვან ს----------–-----–--- ფიზიკური ძალადობის ფაქტები, რის შედეგადაც დაზარალებულებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამასთან, ძალადაკარგულია ამ წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების – ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამათლოს 2015 წლის 22 იანვრის #1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.), ხოლო სსსკ-ის 76-ე მუხლი ირიბ ჩვენებად მოიაზრებს მოწმის ისეთ ჩვენებას, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. იმავე კოდექსის 82-ე მუხლის შესაბამისად, მტკიცებულების შეფასება უნდა მოხდეს უტყუარობის, რელევანტურობისა და დასაშვებობის პრინციპების საფუძველზე.

 

4. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება ძალადობაში. ოჯახში ძალადობა შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი. საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მამა, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

5. უდავოა ის გარემოებები, რომ, ერთი მხრივ, ლ--------–-----–- და ნ-----------–-----–- არიან მამა-შვილი, ხოლო, მეორე მხრივ, ლ--------–-----–- და მისი ძმის შვილი - ს----------–-----–-, რომლებიც ერთად ცხოვრობენ და ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას - არიან ოჯახის წევრები. ამასთან ს----------–-----–- დაბადებულია 2----–-–--------------- და 2----–-–---------------- იყო არასრულწლოვანი, 18 წელს მიუღწეველი.

 

6. აღსანიშნავია, რომ ბრალდებულმა ლ--------–-----–-- დუმილის უფლებით ისარგებლა, ხოლო დაზარალებულებმა: ლ--------–-----–-- მამამ - ნ-----------–-----–-- და ძმის შვილმა - ს----------–-----–-- (მისმა საპროცესო წარმომადგენელმა მ----------–----- უარი განაცხადა არასრულწლოვანი ს----------–-----–-- დაკითხვაზე), ასევე დედამ და ძმამ - ვ------------------------–-----–---- უარი განაცხადეს ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

7. #3------ შეტყობინების მიხედვით, განმცხადებელია ლ--------–-----–-, რომელიც თავად აღნიშნავდა მის მიმართ ძალადობაზე, რის გამოც აღნიშნული მტკიცებულება სრულიად უსარგებლოა ლ--------–-----–-- წინააღმდეგ; სხეულის ვიზუალური დათვალიერების ოქმის მიხედვით, ს----------–-----–- მარჯვენა ფეხის ბარძაყზე აღენიშნა პატარა ზომის სილურჯე. ს----------–----–-- განმარტებით, ეს სილურჯე მას აქვს იმიტომ რომ 2----–-–---------------- ბიძამისმა ლ--------–-----–--, რომელიც იყო ნასვამ მდგომარეობაში ხელი ჰკრა მას მარცხენა მხრიდან მხარზე, რის გამოც მან მიარტყა საწოლს. აღნიშნული სილურჯე დგინდება #4-- სამედიცინო ბარათისა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით, რაც, თავის მხრივ, ეფუძნება ხსენებულ სამედიცინო ბარათს; საგამოძიებო ექსპერიმენტისას დ---------–-----–-- აჩვენა ადგილი, სადაც ლ--------–-----–-- ძლიერად დაუჯიკავა ს-------, რომელიც ფეხით დაეჯახა საწოლის ხის თავს. #3-- სამედიცინო ბარათის მიხედვით, ნ-----------–-----–- დაზიანებები არ აღენიშნება, აღნიშნავს ყრუ ტკივილს მარჯვენა ზედა კიდურის მხარ-ბეჭის არეში. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის მიხედვით, ნ-----------–-----–- ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება. საგამოძიებო ექსპერიმენტისას ნ-----------–-----–-- აჩვენა ის ადგილი ოთახის კართან, სადაც ლ------ ძლიერად ჰკრა ხელი მარჯვენა ბეჭზე, რაც ეტკინა და კარის ჩარჩოს დაეჯახა, უფრო ეტკინა მარჯვენა მხარე, თავი შეიკავა დაცემისგან; შემაკავებელი ორდერის #0----- ოქმში აღნიშნულია, რომ ლ--------–-----–-- რამდენჯერმე ჰკრა ხელი [ნ-----------–-----–-], რის შედეგადაც წაიქცა, დაეცა იატაკზე; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, ღუმელის წინ ნოხი სველია, ვ------------–-----–-- განმარტებით, ნოხი მაშინ დასველდა, როცა ლ------ გადმოაგდო ღუმელზე მდგარი კარტოფილის ქვაბი; ალკოტესტით, ლ--------–-----–- დაუდგინდა 1,555 პრომილი, რაც აღნიშნავს ალკოჰოლურ თრობას. გამომძიებელ ნ-----–----–------- ჩვენებით, მან ჩაატარა ს----------–-----–-- გამოკითხვა, ბავშვი კატეგორიულად მოითხოვდა რომ ბიძა წაეყვანათ, მოწმის ჩვენების დანარჩენი ნაწილი გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციაა; გამომძიებელ ა-–------------------------ ჩვენება ეხება საგამოძიებო მოქმედებისას ბრალდებულის მამის მონაყოლს; გამომძიებელ ა-–---------------–------ ჩვენებით, ბავშვი იძახდა რომ წაეყვანათ [ბრალდებული]. მათი მისვლისას ლ----- იყო ნასვამი, არ ჩხუბობდა, ძმას ეუბნებოდა, რომ სასმელი მიეცა, დამტვრეული იყო რაღაცები, ზუსტად არ ახსოვს; გამომძიებელმა მ----------–--–---–-- დაადასტურა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.

 

8. სასამართლოს შეფასებით, უტყუარად არ დასტურდება ბრალდებულის მიერ ფიზიკური ძალადობის განხორციელების ფაქტები. საქმეზე არ არსებობს საკმარისი პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა. ვიდრე სასამართლო არსებული მტკიცებულების შეფასებაზე გადავა, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს ბრალდების მხარის არგუმენტი საგამოძიებო ექსპერიმენტის მტკიცებულებად გამოყენებასთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ დადგენილ პრაქტიკაზე. კერძოდ, 2016 წლის 28 აპრილის განაჩენში განიმარტა, რომ „მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს რამდენადმე განსხვავებულ ვითარებასთან, რადგან საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ზ. ტ-სა და ვ. გ-ს ჩვენება არ მიუციათ, არამედ ვითარება აღადგინეს იმ ხერხების დემონსტრირებით, რაც მათ მიერ გამოყენებული იყო ბრალდების მხარის მიერ მათთვის დანაშაულად შერაცხული ქმედების ჩასადენად. ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენა კი ჩვენებად ვერ იქნება მიჩნეული, რის გამოც მის მიმართ არ ვრცელდება მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვა. ამასთან, ბრალდებულის მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ამსახველი ოქმი, რომელიც შედგენილ იქნა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, მისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომელიც სასამართლოს მიერ შეიძლება გამოყენებულ იქნეს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის დადგენისა და დასაბუთებისათვის. თუმცა, იმავეს თქმა შეუძლებელია საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენების (ინფორმაციის) თაობაზე, რადგან ამ უკანასკნელზეც ვრცელდება ის ზოგადი შემზღუდავი წესი, რაზედაც პირდაპირ არის მითითებული მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის 1-ელ ნაწილში“ (იხ. საქმე #561აპ-15, პარ. 44). უპირველესად უნდა ითქვას, რომ სსსკ-ის 247-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარანტია იდენტურია ჩვეულებრივ მოწმესთან მიმართებითაც იმავე კოდექსის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილით და თუ მოწმე არ იძლევა ჩვენებას, დაუშვებელია მისი გამოკითხვის ოქმის გამოქვეყნება. რაც შეეხება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოცემულ განმარტებას, მნიშვნელოვანია, მისი სწორად გაგება, კერძოდ, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი პირდაპირი მტკიცებულებაა და აღნიშნულ საკითხში სასამართლო სრულად იზიარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას, ამასთან, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ის ნაწილი, რომელიც ბრალდებულის მიერ (ჩვენს შემთხვევაში მოწმის მიერ) ჩვენების/ინფორმაციის მიწოდებას უკავშირდება, სსსკ-ის 247-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჩვენს შემთხვევაში სსსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილით) გათვალისწინებული გარანტიით სარგებლობისას ვერ გახდება ვარგისი საშუალება მტკიცების პროცესში. სასამართლო ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის საქართველოს უზენაესი სასამართლოს ამ განმარტების იმგვარ გაგებას, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი სრული მასშტაბით შეიძლება იქნეს გამოყენებული გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

 

9. მოცემულ საქმეშიც ბრალდების მხარე აპელირებს საგამოძიებო ექსპერიმენტების იმ ნაწილებზე, რომლებიც არ არის ვარგისი საშუალება მტკიცების პროცესში, კერძოდ საუბარია დ----------------------–-----–------ ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტებზე, სადაც აღნიშნულია, რომ ლ--------–-----–-- ხელი უბიძგა დაზარალებულებს. სასამართლო განავრცობს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში ამგვარი ჩანაწერების პრობლემურობას სამართლებრივი თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის აღნიშნული ნაწილი (შეიძლება დავარქვათ ვერბალური ნაწილი), მისი შინაარსი, სრულად ეფუძნება მოწმის ინფორმაციას და იმ პირობებში, როდესაც მან უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, დაუშვებელია, იგი განვიხილოთ სათანადო მტკიცებულებად. მაშინ, როდესაც დაზარალებულის/მოწმის მიერ გამოძიებაში მიცემული ინფორმაციის (გამოკითხვის ოქმი) გამოქვეყნებაც კი არ ხდება მსგავს ვითარებაში (სსსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მხარე უფლებამოსილია მოითხოვოს მისი გამოკითხვის ოქმის ან მის მიერ ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების მთლიანად ან ნაწილობრივ საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე ამ ჩვენების აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება), რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, მაგრამ ჩვენებას არ იძლევა, ეს წესი არ მოქმედებს), წარმოუდგენელია სხვა მსგავსი შინაარსის მტკიცებულება აღნიშნულის საწინააღმდეგოდ განიმარტოს და ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა ასეთ მტკიცებულებას გამოკითხვის ოქმი ერქმევა, თუ საგამოძიებო ექსპერიმენტის. სასამართლო მოცემული განმარტების ფარგლებში მოიაზრებს საგამოძიებო მოქმედების ოქმს იმ ნაწილში, რაც ეხება მოწმის ინფორმაციას, რაც ფაქტობრივად წარმოადგენს ჩვენებას, რომლის მიცემაზეც მოწმე უარს ამბობს მისი უფლებიდან გამომდინარე არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ. სასამართლოს შეფასებით, ასეთ ვითარებაში, თუ მოხდება საგამოძიებო ექსპერიმენტის (მოცემულ შემთხვევაში, არ აქვს მნიშვნელობა ბრალდების მხარე მას ჩვენების ადგილზე შემოწმებას უწოდებს, თუ ვითარების ადგილზე აღდგენას, რაც იმ მნიშვნელობით, რასაც სასამართლო ეხება, იდენტურ მონაცემებს შეიცავს და ისედაც, სსსკ-ის 130-ე მუხლის მე-3 ნაწილიც ანალოგიურად არის ფორმულირებული - თუ საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება გამოსაკვლევი გარემოების აღსადგენად, იგი უნდა შეესაბამებოდეს შესამოწმებელ ინფორმაციას (ჩვენებას) ან ვერსიას. იმ პირს, რომლის მიერ მიცემული ინფორმაციაც (ჩვენებაც) მოწმდება, სთავაზობენ, აღიდგინოს შემთხვევის ვითარება, რომლის მონაწილე ან თვითმხილველიც თავად იყო) ოქმის ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება, როგორც გადამწყვეტი მტკიცებულება, დაირღვეოდა სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება, ვინაიდან დაცვის მხარეს არ მიეცემოდა საშუალება შეკითხვები დაესვა იმ პირისთვის, ვის ინფორმაციასაც ეფუძნება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რითაც უმნიშვნელოვანესი მტკიცებულების ეჭვქვეშ დაყენების რეალური შესაძლებლობა მოესპობოდა და ურთულეს სიტუაციაში აღმოჩნდებოდა დაცვის მხარე. და ბოლოს, სასამართლო განმარტავს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების მიზანი არ არის გამოკითხვის ოქმის ჩანაცვლება და ამით პარალელური რეალობის შექმნა, რომლითაც, დაცვის მხარისათვის სათანადო გარანტიების გარეშე (აქ უპირველესად იგულისხმება საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება მასში მონაწილე პირის გაფრთხილების გარეშე არ მისცეს ისეთი ინფორმაცია, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, თუნდაც საგამოძიებო ექსპერიმენტი გამოკითხვის შემდეგ განხორციელდეს, რა დროსაც ასეთი განმარტება უკვე გაკეთებულია, ვინაიდან ყოველი ახალი კომუნიკაცია საჭიროებს მსგავსი გაფრთხილების აუცილებლობას, როგორც ეს ხდება ყოველი ახალი გამოკითხვისას/დაკითხვისას), ბრალდების მხარე მიიღებს იდენტურ შედეგს, როგორც ეს გამოკითხვის ოქმის არსებობის შემთხვევაში იქნებოდა, რაც სსსკ-ის 129-ე მუხლის მიღმაა. ზუსტად იდენტური მიზეზით სასამართლო ვერ გაიზიარებს ვიზუალური დათვალიერების ოქმის იმ ნაწილს, რომელიც ს----------–-----–-- განმარტებას ეხება.

 

10. თუ ჩვენ დავუშვებთ, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტი ან ვიზუალური დათვალიერების ოქმი გამოყენებულ იქნეს ინფორმაციის/ჩვენების მიღების ინსტრუმენტად, რისთვისაც კანონმდებლობით სხვა საგამოძიებო მოქმედება - გამოკითხვა/დაკითხვაა გათვალისწინებული, აღნიშნული ბრალდებულს აშკარა უთანასწორო მდგომარეობაში ჩააყენებდა ბრალდების მხარესთან მიმართებით, რადგან გამოქვეყნებულ ჩვენებებთან მიმართებით განსაკუთრებული წესრიგი მოქმედებს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილით (ერთადერთი და გადამწყვეტი მტკიცებულების წესი). სწორედ ამ წესს ეფუძნება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გაგება ამ საკითხზე: სასამართლომ განმარტა, რომ სამართლიანი და შეჯიბრებითი პროცესი გულისხმობს, რომ სასამართლომ უფრო მეტი მნიშვნელობა მიანიჭოს მოწმის სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებას, ვიდრე სასამართლომდე გამოძიების წინაშე ჩატარებული დაკითხვის ჩანაწერს, თუკი ამისათვის სათანადო მიზეზები არ არსებობს. ამის არგუმენტია ის, რომ სასამართლომდელი დაკითხვა ორიენტირებულია საქმის სასამართლოში წარმართვაზე მაშინ, როდესაც სასამართლო განხილვა ემსახურება იმ მტკიცებულებათა სამართლიან შეფასებას, რომლებიც ძირითადად სასამართლოშია “წარმოებული” და ეფუძნება მტკიცებულებათა პირდაპირ გამოკვლევას (იხ.: CASE OF HUSEYN AND OTHERS v. AZERBAIJAN, (nos. 35485/05 , 45553/05 , 35680/05 და 36085/05 ), 26 July 2011, პარ. 211; აგრეთვე: CASE OF LUCÀ v. ITALY, (no. 33354/96 ), 27 February 2001, პარ. 39.). აგრეთვე, სასამართლომ დაადგინა სამი კრიტერიუმი, რომელიც მნიშვნელოვანია შეფასდეს არგამოცხადებული მოწმის ჩვენების გამოყენებასთან მიმართებით, კერძოდ: 1. არსებობდა თუ არა მოწმეთა დაუსწრებლობისა და შესაბამისად, დაუსწრებელი მოწმის გამოუკვლეველი ჩვენებების მტკიცებულებად დაშვების საპატიო მიზეზი; 2. დაუსწრებელი მოწმის ჩვენება იყო თუ არა ბრალდებულის მსჯავრდების ერთადერთი და გადამწყვეტი საფუძველი; და 3. სახეზე იყო თუ არა საკმარისი დამაბალანსებელი ფაქტორები, მათ შორის ძლიერი პროცედურული გარანტიები, რაც მოახდენდა დაცვის მხარისთვის გამოუკვლეველი მტკიცებულების დაშვების შედეგად შექმნილი დაბრკოლებების კომპენსირებას და იმის უზრუნველყოფას, რომ სასამართლო განხილვა, ერთიანობაში აღებული, სამართლიანი იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში დაცვის უფლება შეიძლება დაირღვეს იმ ხარისხით, რომელიც შეუთავსებელია მე-6 მუხლთან (იხ.: CASE OF SCHATSCHASCHWILI v. GERMANY, [GC], (no. 9154/10 ), 15 December 2015, პარ. 107). გარდა ამისა, აღნიშნულის დაშვება ფაქტიურად იმას ნიშნავს (თეორიულად შესაძლებელი ვარიანტებიდან), რომ ორი საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, სადაც მაგალითად დაზარალებული და მოწმე მიუთითებენ პირის მიერ დანაშაულის ჩადენას, რომლებმაც შემდგომში არ მისცეს ჩვენება, უკვე საკმარისი იქნება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად და ბრალდების მხარეს სხვა მტკიცებულების მოპოვება აღარც დასჭირდება, რაც ბუნებრივი და ცალსახაა, რომ სამართლიანი განხილვის ბუნებასთან შეუთავსებელია. ასეთ ვითარებაში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი ზემოაღნიშნული სამივე კრიტერიუმი პრობლემურია, რადგან მოცემულ შემთხვევაში არც საპატიო მიზეზი არსებობს, იგი ერთადერთი და გადამწყვეტია და არავითარი დამაბალანსებელი ფაქტორი დაცვის მხარეს არ ჰქონია. ბრალდების მხარე აპელირებს საგამოძიებო ექსპერიმენტის/ვიზუალური დათვალიერების ოქმების იმ ნაწილებზე, რომლებიც ინფორმაციის/ჩვენების ხასიათს ატარებს და არა ობიექტურ მოცემულობას, რომელიც დადგინდა თუნდაც ვითარების აღდგენის შედეგად.

 

11. აღნიშნული განმარტება რომ სწორია ეს კონკრეტული საქმეც ცალსახად აჩვენებს, კერძოდ, დაზარალებულ ნ-----------–-----–---- ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში აღნიშნულია, რომ ლ------ ძლიერად ჰკრა ხელი მარჯვენა ბეჭზე, რაც ეტკინა და კარის ჩარჩოს დაეჯახა, უფრო ეტკინა მარჯვენა მხარე, თავი შეიკავა დაცემისგან, ხოლო შემაკავებელი ორდერის #0----- ოქმში აღნიშნულია, რომ ლ--------–-----–-- რამდენჯერმე ჰკრა ხელი [ნ-----------–-----–-], რის შედეგადაც წაიქცა, დაეცა იატაკზე. საქმეზე გამოკვლეულ ამ ორ მტკიცებულებაში ორი არსებითად ურთიერთსაწინააღდეგო ფაქტია აღნიშნული, რაც ზოგადად, მხოლოდ ამგვარი ოქმების, მათი წყაროს გამოკვლევის (დაზარალებულის დაკითხვის) გარეშე, რაიმე ფაქტის დასადგენად გამოყენების პრობლემურობას წარმოაჩენს და ამავდროულად მათი შეფასებისას განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებს. თავის მხრივ, აღნიშნული, შემაკავებელი ორდერის ოქმებსაც მიემართება, რომელიც ამ საქმეში სადავო მტკიცებულებაა.

 

12. გარდა ამისა, მოცემულ საქმეში ს----------–-----–-- მიერ ფიზიკური ტკივილის განცდის ფაქტზე არცერთი მტკიცებულება მიუთითებს, ხოლო ნ-----------–-----–-- შემთხვევაში - საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რაც არავარგისი საშუალებაა მსგავსი ფაქტების დასადგენად.

 

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ მოცემულ ბრალდებასთან მიმართებით ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ლ--------–-----–-- მიერ წინამდებარე განაჩენის პირველ პუნქტში მითითებულ გარემოებებს. ამ საქმეზე შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ასეთის ეჭვი, რაც ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ, რადგან საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. მოცემულ შემთხვევაში, კი ასეთი არაერთი ეჭვის წამოჭრაა შესაძლებელი, რომელთა შემოწმებას მტკიცებულებების ნაკლებობის გამო სასამართლო ვერ ახერხებს, ასევე დაცვის მხარეც მოკლებული იყო შესაძლებლობას დაესვა საქმის გარემოებებთან დაკავშირებით კრიტიკული შეკითხვები, რის გამოც ამ საკითხებზე კატეგორიული დასკვნების გაკეთება საქმის სამართლიანი განხილვის პრინციპებს ეწინააღმდეგება.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

14. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

15. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის წინააღმდეგ ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

16. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დაამტკიცა რომ სწორედ ლ--------–----–-- განახორციელა ძალადობა მამასა და ძმისშვილზე, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რაც ასევე საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომაა პირის დამნაშავედ ცნობის სტანდარტის თვალსაზრისით.

 

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეზე არ მოიპოვება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა ლ--------–-----–-- საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, რის გამოც იგი წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 258-ე-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-ე-272-ე, 275-ე-277-ე, 279-ე და 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ ადგილზე თათბირით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ლ--------–-----–- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2. ლ--------–-----–-- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ლ--------–-----–- უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილი