განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#1/770-20
#(0------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
5 მარტი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე მალხაზ ენუქიძე
სხდომის მდივანი ფატიმა გოგიშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე :
პროკურორი - ო--------------ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული:
რ------------------------–--- - დაბადებული 1----–-–-------------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი #------------ საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ხ---–-----------------------------------
კვალიფიკაცია:
რ----------–---ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის აგვისტოს თვეში მ-------------–---–-ა სოციალური ქსელ „ინსტაგრამის” საშუალებით გაიცნო რ----------–---, რომლებსაც აღნიშნული ნაცნობობა მალევე გადაეზარდათ სასიყვარულო ურთიერთობაში. რ----------–---მ ამ პერიოდში განიზრახა რა მოტყუებით დაუფლებოდა მ--------------–---–ის ქონებას, ეს უკანასკნელი მოატყუა, რომ სასტუმროს გასახსნელად აკლდებოდა თანხა, რის გამოც 2019 წლის 12 სექტემბერს, მ-------------–---–-ა რ----------–---ს გადასცა 20 700 აშშ დოლარი, საიდანაც ამ უკანასკნელმა, იმავე დღეს, დაახლოებით 11:16 საათზე, ქ.თბილისში, პ--–------------–- მდებარე -ს „საქართველოს ბანკის” ფილიალში, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის მეშვეობით საკუთარ სს ,, საქართველოს ბანკი”-ში გახსნილ ანგარიშზე, (პირადი ნომრის 6----------) გამოყენებით, ჩარიცხა 17 300 აშშ დოლარი. მეორე დღეს მ-------------–---–-ა იგივე მოტივით, რომ აკლდებოდა სასტუმროსთვის თანხა, რ----------–---ს ანგარიშზე დამატებით ჩაურიცხა 1000 (ათასი) აშშ დოლარი. აღნიშნულის შემდეგ, სარგებლობდა რა ნდობით, რ----------–---მ იმავე ერთიანი განზრახვითა და საერთო მიზნით, მ-------------–---–ს კუთვნილ ანგარიშის ნომერზე 2019 წლის 22 სექტემბერს მოტყუებით ჩაარიცხინა 8000 (რვა ათასი) ლარი; 2019 წლის 23 სექტემბერს 800 (რვაასი) ლარი; 2019 წლის 27 სექტემბერს 2 500 (ორი ათას ხუთასი) ლარი; 2019 წლის 29 სექტემბერს 5 000 (ხუთი ათასი) ლარი; 2019 წლის 30 სექტემბერს 700 (შვიდასი) ლარი, რითაც საერთო ჯამში მ-------------–---–ს მიაყენა 81 285,48 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით
სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით.
ბრალდებულმა რ----------–---მ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ მასში, რომ 2019 წლის აგვისტო-სექტემბრის თვეებში, მოტყუებით, ვითომდა სასტუმროს გახსნის მიზნით, დაეუფლა მ-------------–---–ის 81 285,48 ლარს.
ბრალდების მტკიცებულებები მხარეთა მიერ არ გახდა სადავო და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული უდაო მტკიცებულებებად.
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ რ----------–---მ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით.
თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ რ----------–--ის ქმედების შედეგად მ-------------–---–ს მიადგა 81 285, 48 ლარის ოდენობის მატერიალური ზიანი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე თავში, კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნაში აღნიშნულია, რომ კოდექსის ამ თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ რ----------–---მ ჩაიდინა თაღლითობა, დიდი ოდენობით.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
რ----------–--ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები: დაზარალებულ მ-------------–---–ისა და მოწმეების _ ნ-------------------------------------------------------–---–---------------------–-–---–--------------------–---–----------------–---------------------------ს გამოკითხვის ოქმები; ამოღების ოქმები და ამოღებული ნივთები; ოქმები ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ და გამოთხოვილი ინფორმაციები, ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმები, ბრალდებულის დაკავების ოქმი და საქმეში არსებული სხვა მასალათა ერთობლიობა.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა რ----------–--ის მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქ/პ თანახმად, საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეთა შეთანხმებით გამოკვლევის გარეშე მიჩნეულ იქნა უდაო მტკიცებულებებად.
მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ რ----------–--ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
რ-----------–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ იგი აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მზად არის აანაზღაუროს მიყენებული ზიანი.
რ----------–---ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას. რ----------–--- გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნისას რ----------–---ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე, რომლის დანიშვნის შემთხვევაშიც უზრუნველყოფილ იქნება სასჯელის ძირითადი მიზნის შესრულება, განხორციელდება მისი რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება. ამასთან, ბრალდებული განიმსჭვალება მართლწესრიგის დაცვის და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, გამოიტანს სათანადო დასკვნებს და მომავალში აღარ ჩაიდენს დანაშაულს.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასჯელის მიზნის მისაღწევად, რ----------–--ის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა.
ნივთმტკიცების გადაწყვეტა:
კომპანია ,,სილქნეტიდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია ერთი ცალ CD დისკზე, კომპანია „ვიონი“-დან გამოთხოვილი ინფორმაცია ერთი ცალი CD დისკზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
სს „საქართველოს ბანკი“- დან გამოთხოვილი ერთი ცალი DVD დისკი, მასში ჩაწერილი შესაბამისი ინფორმაციით, რომელიც გადაგზავნილია შსს საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
დაზარალებულ მ---------------–---–--გან ამოღებული ერთი ცალი ,,სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც გადაგზავნილია შსს საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში საინფორმაციო ტექნოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
სისხლის სამართლის საქმეზე ამოღებული „m------------------”-ის მოდელის ავტო-მანქანა სახ N----------, რომელიც გაჩერებულია შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილების ადმინისტრაციულ შენობის მიმდებარედ, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
„m------------------”-ის მოდელის სახ N---------- ავტომანქანის ერთი ცალი გასაღები დალუქულ ერთ პაკედად, რომელიც ინახება შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
მას შემდეგ რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 1- თებერვლის განაჩენით რ----------–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, მოცემულ საქმეზე, 2020 წლის 26 თებერვლის წინასასამართლო სხდომაზე, გაუქმდა რ----------–--ის მიმართ 2020 წლის 23 იანვრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 1- თებერვლის განაჩენის გასაჩივრების ვადა არ არის გასული, შესაბამისად განაჩენი კანონიერ ძალაში არ შესულა, რის გამოც რ----------–--ის მიმართ სასჯელი განაჩენთა ერთობლიობით ვერ დაინიშნება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსკ-ის 255-ე, 73-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
რ-----------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
რ----------–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების დღიდან - 2020 წლის 5 მარტიდან.
მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2020 წლის 22 იანვრიდან 2020 წლის 26 თებერვლის ჩათვლით.
ნივთმტკიცებები:
კომპანია ,,სილქნეტიდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია ერთი ცალ CD დისკზე, კომპანია „ვიონი“-დან გამოთხოვილი ინფორმაცია ერთი ცალი CD დისკზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
სს „საქართველოს ბანკი“- დან გამოთხოვილი ერთი ცალი DVD დისკი, მასში ჩაწერილი შესაბამისი ინფორმაციით, რომელიც გადაგზავნილია შსს საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
დაზარალებულ მ---------------–---–--გან ამოღებული ერთი ცალი ,,სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც გადაგზავნილია შსს საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში საინფორმაციო ტექნოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
სისხლის სამართლის საქმეზე ამოღებული „m------------------”-ის მოდელის ავტო-მანქანა სახ N----------, რომელიც გაჩერებულია შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილების ადმინისტრაციულ შენობის მიმდებარედ, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
„m------------------”-ის მოდელის სახ N---------- ავტომანქანის ერთი ცალი გასაღები დალუქულ ერთ პაკედად, რომელიც ინახება შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მსჯავრდებულის/ადვოკატის და პროკურორის მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე მალხაზ ენუქიძე