გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 2-2057-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 თებერვალი 20-0 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: მამუკა ნოზაძე
სხდომის მდივანი: გვანცა ბერუაშვილი
მოსარჩელე - ა------ი პ----–---–ი
მოსარჩელის წარმომადგენელი - ბ--–--------ე, თ-------------ე, ლ-----–-------–---–ი
მოპასუხე - მ-----ა დ-----ა
წარმომადგენელი - თ------------------–--ე
დავის საგანი: თანხის დაკისრება და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია
aRwerilobiTi nawili:
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე მ-----ა დ-----ას მოსარჩელე ა------ი პ----–---–ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 30 000 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 25 000 აშშ დოლარი, სარგებელი - 5000 აშშ დოლარი.
1.2. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში განხორციელდეს მ-----ა დ-----ას საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების: ქ--------------------------------------------------------------- იძულებითი რეალიზაცია.
სარჩელში აღნიშნულია, რომ 2--- წლის 2- ივნისს მ-----ა დ-----ასა და ა------ი პ----–---–ს შორის დაიდო გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ა------ი პ----–---–მა შეიძინა მ-----ა დ-----ასაგან უძრავი ქონება მდებარე: ქ------------------–--------------------------------- გამოსყიდვის ვადად განისაზღვრა 6 თვე. ვინაიდან მოპასუხე მხარე არ ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას ა------ პ----–---–მა მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა. მოპასუხემ სასამართლოში შეიტანა შეგებებული სარჩელი და მოითხოვა გარიგების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების მესაკუთრედ აღიარება, მხარეებს შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადებულად აღირება.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2- მარტის გადაწყვეტილებით ა------ პ----–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და აღიარებულ იქნა, რომ 2--- წლის 2- ივნისს მ-----ა დ-----ასა და ა------ი პ----–---–ს შორის დადებულია სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: სესხის ძირითადი თანხა 25 000 აშშ დოლარი, ვადა - 6 თვე, სარგებელი - 5000 აშშ დოლარი, რომლის უზრუნველყოფის მიზნით ა------ი პ----–---–ის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა მ-----ა დ-----ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება -რ-------–-------–-------------------------------- (კოდი 0-.0-.0-.4--.0--0--- ;
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2- მარტის გადაწყვეტილება 2019 წლის 25 ოქტომბერს შევიდა კანონიერ ძალაში. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე მხარემ იცის ვალდებულება აქვს შესასრულებელი და თანხა აქვს გადასახდელი მოსარჩელისათვის, იგი თავს არიდებს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას და უარს აცხადებს თანხის გადახდაზე. მ-----ა დ-----ა ცხოვრობს იპოთეკით დატვირთულ ბინაში და არც თანხას უხდის მოსარჩელეს.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნა არ არის ხანდაზმული, რადგან ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს არა 2--- წლის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან, არამედ 2019 წლის 2- მარტის გადაწყვეტილებიდან, როდესაც მ-----ა დ-----ას მიერ აღიარებულ იქნა ვალი მოსარჩელის მიმართ და როდესაც სასამართლომ აღიარა, რომ 2--- წლის 2- ივნისს მ-----ა დ-----ასა და ა------ პ----–---–ს შორის დაიდო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მ-----ა დ-----ამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელი არის ხანდაზმული, რადგან მხარეებს შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება დადებულია 2--- წლის 2- ივნისს, ხოლო მოსარჩელემ სასამართლოს მიმართა 2019 წელს, შესაბამისად გასულია სასამართლოსათვის მიმართვის 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადა. შესაბამისად, მოთხოვნა ცნობილ უნდა იქნეს ხანდაზმულად.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა წერილობით შესაგებელს და განმარტა, რომ ვინაიდან მოთხოვნა არის ხანდაზმული, შესაბამისად მოპასუხე მხარეს არ აქვს თანხის გადახდის ვალდებულება მოსარჩელის მიმართ.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2- მარტის გადაწყვეტილებით აღიარებულ იქნა, რომ 2--- წლის 2- ივნისს მ-----ა დ-----ასა და ა------ პ----–---–ს შორის დაიდო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: სესხის ძირითადი თანხა 25 000 აშშ დოლარი, ვადა - 6 თვე, სარგებელი - 5000 აშშ დოლარი, რომლის უზრუნველყოფის მიზნით ა------ პ----–---–ის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა მ-----ა დ-----ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება -რ-------–-------–-------------------------------- (კოდი 0-.0-.0-.4--.0--0--- ;
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2- მარტის გადაწყვეტილება 2019 წლის 25 ოქტომბერს შევიდა კანონიერ ძალაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა-განმარტებები.
-რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2- მარტის გადაწყვეტილება.
3.2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2- მარტის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მ-----ა დ-----ას მიერ სულ გადახდილია 6395 აშშ დოლარი, საიდანაც სრულად შესრულებულია პროცენტის 5000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება, ხოლო ძირითადი თანხიდან გადახდილია 1395 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
-რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2- მარტის გადაწყვეტილება.
3.3. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადგენილია, რომ მ-----ა დ-----ას საკუთრებაში ირიცხება უძრავი ქონება, მდებარე: ქ---------------------------------------------------------------, რაც დატვირთულია იპოთეკით ა------ პ----–---–ის სასარგებლოდ და საფუძვლად მითითებულია რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2- მარტის გადაწყვეტილება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები სადავო არ არის, ანუ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2- მარტის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ 2--- წლის 2- ივნისს მ-----ა დ-----ასა და ა------ პ----–---–ს შორის დაიდო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: სესხის ძირითადი თანხა 25 000 აშშ დოლარი, ვადა - 6 თვე, სარგებელი - 5000 აშშ დოლარი, რომლის უზრუნველყოფის მიზნით ა------ი პ----–---–ის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა მ-----ა დ-----ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება -რ-------–-------–-------------------------------- (კოდი 0-.0-.0-.4--.0--0---. უდავოა, რომ აღნიშნული შეთანხმება დაირღვა და მ-----ა დ-----ამ ვერ შეძლო ვალდებულების შესრულება, მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მოსარჩელეს გადაუხადა მხოლოდ თანხა- 6395 (პროცენტი 5000 აშშ დოლარი და ძირითადი თანხის ნაწილი 1395 აშშ დოლარი) აშშ დოლარი. მოპასუხის მიერ სადავოდ იქნა დაყენებული მხოლოდ მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი. samotivacio nawili 4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი სარჩელი არ არის ხანდაზმული, მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, უარი უნდა ეთქვა მოსარჩელეს სესხისათვის გათვალისწინებული პროცენტის დაკისრებაზე, ხოლო ძირითადი თანხის ნაწილში დაკისრება უნდა მოხდეს ნაწილობრივ. 5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე-130-ე, 286-ე, 289-ე, 301-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, 427-ე, 623-ე, 625-ე მუხლებით 6. სამართლებრივი შეფასება 6.1. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ რომ 2--- წლის 2- ივნისს მ-----ა დ-----ასა და ა------ი პ----–---–ს შორის დადებულია სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: სესხის ძირითადი თანხა 25 000 აშშ დოლარი, ვადა - 6 თვე, სარგებელი - 5000 აშშ დოლარი, რომლის უზრუნველყოფის მიზნით ა------ი პ----–---–ის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა მ-----ა დ-----ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება -რ-------–-------–-------------------------------- (კოდი 0-.0-.0-.4--.0--0--- ; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება); განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2- მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მოვალის მიერ სულ გადახდილია 6395 აშშ დოლარი, საიდანაც სრულად შესრულებულია პროცენტის 5000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება, ხოლო ძირითადი თანხიდან გადახდილია 1395 აშშ დოლარი. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობით სასამართლო თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა ძირითადი თანხის ანაზღაურების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უკვე გადახდილი თანხის გამოკლებით. 6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი. დადგენილია, რომ მოპასუხე მხარეს წარმოდგენილი სასამართლოს გადაწყვეტილებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, თუმცა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით - რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ სესხზე სრულად არის დაფარული პროცენტი - 5000 აშშ დოლარი. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პროცენტის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. 6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 289-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად იპოთეკა იურიდუილ ძალას იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ვინაიდან სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით ა------ი პ----–---–ის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა მ-----ა დ-----ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება -რ-------–-------–-------------------------------- (კოდი 0-.0-.0-.4--.0--0---, იპოთეკა რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, შესაბამისად, უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა იპოთეკის საგნის რეალიზაციის ნაწილში და იმ შემთხვევაში თუ მოპასუხე მხარე არ გადაუხდის მოსარჩელეს სასამართლოს მიერ დაკისრებულ თანხას განხორციელდება მ-----ა დ-----ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იძულებითი რეალიზაცია. 6.4. მოპასუხე მ-----ა დ-----ა მიუთითებს, რომ მოთხოვნა არის ხანდაზმული, შესაბამისად მოპასუხე მხარეს არ აქვს თანხის გადახდის ვალდებულება მოსარჩელის მიმართ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელე ა------ი პ----–---–ის მიერ გაშვებულია სახელშეკრულებო მოთხოვნების სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 12--ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ პირის უფლება, სრული მოცულობით მოახდინოს საკუთარი კანონიერი ინტერესების რეალიზება ან სასამართლო წესით დაცვა, შეზღუდულია სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი ვადებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ადგენს ხანდაზმულობის ვადის გამოანგარიშების წესს და მის ათვლას უკავშირებს დროს, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა საკუთარი უფლების დარღვევის ფაქტი, ან დროს, როდესაც მას ასეთის თაობაზე ობიექტურად უნდა შეეტყო. სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობა წარმოშობილი და გაუქარწყლებელი (შეუწყვეტელი) მოთხოვნის განხორციელების დამაბრკოლებელი გარემოებაა, ამიტომ სასამართლომ ჯერ უნდა შეამოწმოს მოთხოვნის წარმოშობის სამართლებრივი წანამძღვრები და ამის შემდეგ იმსჯელოს ხანდაზმულობაზე. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ თითოეული მოთხოვნა, სამართლებრივი საფუძვლის გათვალისწინებით, მისთვის განსაზღვრულ ხანდაზმულობის ვადას ექვემდებარება (იხ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 8 ოქტომბრის განჩინება საქმეზე №ას-201-201-2018) სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ მოთხოვნაზე მართალია ვრცელდება სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა, რომელიც შეადგენს 3 წელს. თუმცა დადგენილია, რომ 2--- წლის 2- ივნისს მხარეებს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2- მარტის გადაწყვეტილებით ბათილია, ვინაიდან იგი დადებულია თვალთმაქცურად, ხოლო დაფარული გარიგებაა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება. ამდენად, ზემოაღნიშნული 2--- წლის ხელშეკრულება სასამართლოს მიერ ბათილად არის ცნობილი და ამავე გადაწყეტილებითვე აღირებულია, რომ 2--- წლის 2- ივნისს მ-----ა დ-----ასა და ა------ პ----–---–ს შორის დადებულია სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, შესაბამისად, ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადის ათვლა იწყება არა 2--- წლიდან, არამედ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2- მარტის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა არაა ხანდაზმული. 7. საპროცესო ხარჯები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ამასთან 2019 წლის 15 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელე ა------ი პ----–---–ს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის - 2664 ლარის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი ბაჟიდან 567.88 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს მოსარჩელე ა------ი პ----–---–ს, ხოლო 2096.12 ლარის გადახდა დაეკისროს მ-----ა დ-----ას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სარეზოლუციო ნაწილი: სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244, 248-249-ე, 257-ე, 259 1 -ე, 369-ე მუხლებით და გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა : 1.მოსარჩელე ა------ი პ----–---–ის სარჩელი მოპასუხე მ-----ა დ-----ას მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; 2. მოპასუხე მ-----ა დ-----ას (პ/ნ 3----------) მოსარჩელე ა------ი პ----–---–ის (პ/ნ 3----------) სასარგებლოდ დაეკისროს თანხის გადახდა 23605 აშშ დოლარის ოდენობით. 3. დაკისრებულის თანხის - 23605 აშშ დოლარის გადახდევინების მიზნით განხორციელდეს მ-----ა დ-----ას საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების - ქ-----------------–------------------------------- 0-.0-.0-.4--.0--0--- იძულებით რეალიზაცია. 4. მოსარჩელე ა------ი პ----–---–ს უარი ეთქვას სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში - 6395 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე. 5. მოპასუხე მ-----ა დ-----ას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 2096.12 ლარის ანაზღაურება. 6. მოსარჩელე ა------ი პ----–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 567.88 ლარის ანაზღაურება. 7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქაიძის ქ. #7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. #6) მეშვეობით. 8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. მოსამართლე: მამუკა ნოზაძე