გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/7831-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18 მარტი, 2020 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ოქროპირიძე
სხდომის მდივანი გვანცა ყეინაშვილი
მოსარჩელე - ბ----- გ------–-–---–-
მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
წარმომადგენელი - თ----- ა-----
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 07 ოქტომბრის M---------------- გადაწყვეტილება ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ.
1.2. დაევალოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი წ--------------–----------------–--------–---–------------------ის მიერ 2014 წლის 10 ივნისს ბ----- გ------–-–---–-ს სახელზე გაცემული №------ (სარეგისტრაციო №091) ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე (დაზუსტდა სასარჩელო მოთხოვნა იხ. 31.01.2020 სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. თბილისის მრავალდარგოვანი კოლეჯის „------------“ 2008 წლის N------ რეგ.N63 დიპლომის თანახმად, ბ----- გრიგალაშვილი 2006 წელს შევიდა თბილისის მრავალდარგოვან კოლეჯ „-----------“ და 2008 წელს დაამთავრა საშუალო პროფესიული განათლების პროგრამის სრული კურსი პროფესიით სოციალური უზრუნველყოფის სამართალი და ორგანიზაცია. სახელმწიფო საგამოცდო საატესტაციო კომისიის 2008 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით ბ----- გ------–-–---–- მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- თბილისის მრავალდარგოვანი კოლეჯის „------------“ 2008 წლის N------ რეგ.N63 დიპლომი (ს.ფ. 15);
3.1.2. საქართველოს განათლების სამინისტრომ 1991 წლის 04 ნოემბერს შპს „თ---–--------------------–------------------------------ე“ გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის N01-17-08/2336 ლიცენზია.
საქართველოს განათლების სამინისტროს სალიცენზიო კომისიის 2002 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით შპს „თ---–--------------------–----------------------------ს“ შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა შპს „წ--------------–----------------–-----------–--------------------ი“.
საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 4 თებერვლის N2-19/152 გადაწყვეტილების საფუძველზე შპს „წ--------------–----------------–-----------–--------------------ს“ მიენიჭა ინსტიტუციური აკრედიტაცია.
სსიპ განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტაციის საბჭოს 2007 წლის 22 ოქტომბრის N61/ს გადაწყვეტილებით, შპს „წ--------------–----------------–-----------–--------------------ს“ მიენიჭა ინსტიტუციური აკრედიტაცია 5 წლის ვადით.
სსიპ განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაცის საბჭოს 2010 წლის 18 იანვრის N03/ს გადაწყვეტილებით შპს „წ--------------–----------------–-----------–--------------------ს“ გაუუქმდა აკრედიტაცია.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 ივნისის N443 ბრძანებით, 2010 წლის 02 ივნისიდან შპს „წ--------------–----------------–-----------–--------------------ს“ შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა შპს „წ--------------–----------------–--------–---–------------------ი“.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2014 წლის 19 მაისის N13 გადაწყვეტილებით შპს „წ--------------–----------------–--------–---–------------------ს 5 წლის ვადით მიენიჭა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი (სასწავლო უნივერსიტეტი).
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2018 წლის 22 თებერვლის N05 გადაწყვეტილებით შპს წ--------------–----------------–--------–---–------------------ს (ს/კ 2--------) გაუუქმდა ავტორიზაცია.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 26 თებერვლის MES 3 19 00234366 სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ. 64-66);
3.1.3. 2019 წლის 16 სექტემბერს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების სააგენტოს განცხადებით მიმართა ბ----- გრიგალაშვილმა და მოითხოვა შპს „წ--------------–----------------–--------–---–------------------ის“ მიერ 2014 წლის 10 ივნისს მასზე გაცემული G------------ (სარეგისტრაციო N091) ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურება.
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2019 წლის 29 ოქტომბერს M---------------- წერილით მიმართა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს და თხოვა ეცნობებინა ბ----- გ------–-–---–- (პ/ნ 5----------) ჰქონდა თუ არა მონაწილეობა მიღებული ერთიან ეროვნულ გამოცდებში, რომელ წელს, გადალახა თუ არა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი (ქულათა მითითებით) და აღნიშნულის საფუძველზე მოიპოვა თუ არა რომელიმე საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება.
სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 30 ოქტომბრის MES 0 19 01481836 პასუხის თანახმად, ბ----- გ------–-–---–- (პ/ნ 5----------) არ იძებნება ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეებს შორის.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2019 წლის 16 სექტემბრის განცხადება (ს.ფ.51-57);
- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2019 წლის 29 ოქტომბრის M---------------- წერილი (ს.ფ. 72);
- სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 30 ოქტომბრის MES 0 19 01481836 წერილი (ს.ფ. 73);
3.1.4. შპს „წ--------------–----------------–--------–---–------------------ის“ 2019 წლის 23 სექტემბრის N15 წერილის თანახმად, ბ----- გ------–-–---–- „წ--------------–----------------–--------–---–------------------ში“ ჩაირიცხა 2008 წელს, 2012 წლის 05 ივლისის N31 წ--------------–----------------–--------–---–------------------ის სამართლის ფაკულტეტის გადაწყვეტილებით ბ----- გ------–-–---–- მიენიჭა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.
შპს „წ--------------–----------------–--------–---–------------------ის“ მიერ 2014 წლის 10 ივნისს ბ----- გრიგალაშვილზე გაცემულ იქნა G------------ (სარეგისტრაციო N091) ბაკალავრის დიპლომი.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- შპს „წ--------------–----------------–--------–---–------------------ის“ 2019 წლის 23 სექტემბრის N15 წერილი (ს.ფ. 63);
- G------------ (სარეგისტრაციო N091) ბაკალავრის დიპლომი (ს.ფ. 16);
3.1.5. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 07 ოქტომბრის M---------------- გადაწყვეტილებით, ბ----- გ------–-–---–- უარი ეთქვა მის სახელზე გაცემული G------------ (სარეგისტრაციო N091) ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე იმ საფუძვლით, რომ ბ----- გრიგალაშვილმა სტუდენტის სტატუსი მოიპოვა კანონმდებლობით დადგენილი წესის (ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლა) გვერდის ავლით. შესაბამისად, შპს „წ--------------–----------------–--------–---–------------------ის“ მიერ 2014 წლის 10 ივნისს ბ----- გრიგალაშვილზე გაცემული G------------ (სარეგისტრაციო N091) ბაკალავრის დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2019 წლის 16 სექტემბრის განცხადება (ს.ფ. 51-57);
- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 07 ოქტომბრის M---------------- გადაწყვეტილება ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ (ს.ფ. 18-22);
3.1.6. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ ბატალიონის შტაბის უფროსის 2019 წლის 08 ნოემბრის M---------------- ცნობის თანახმად, კაპრალი ბ----- გელას ძე გ------–-–---–- დღემდე მსახურობს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ ბატალიონის I ასეულის II ოცეულის II ათეულის III ჯგუფის უფორსის თანამდებობაზე.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ ბატალიონის შტაბის უფროსის 2019 წლის 08 ნოემბრის M---------------- ცნობა (ს.ფ. 79).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბ----- გ------–-–---–-ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონი, „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანამანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი''.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 07 ოქტომბრის M---------------- გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომ – ცენტრი), ხოლო მე-5 მუხლის მიხედვით, ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელს უწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, რისთვისაც შეიმუშავებს რეკომენდაციებს; ბ) (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – ტექნოლოგიური ინსტიტუტისა (შემდგომ – ტექნოლოგიური ინსტიტუტი)) ავტორიზაციას და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას; ბ1) ახორციელებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას; გ) უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას; დ) ახორციელებს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას; ვ) ამოწმებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის − განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ენობრივ სისწორეს; ზ) ახორციელებს ცენტრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მითითებული კანონის 25-ე მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას, ხოლო მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესსა და საფასურებს.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესზე”, რომლითაც რეგულირდება საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების პირობები და პროცედურები.
აღნიშნული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და განათლების აღიარებას ახდენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ წესის შესაბამისად, რომელიც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, აღნიშნულ უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო), სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებთან – საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან (შემდგომში – საგანმანათლებლო რესუსრცენტრები), საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სხვა უფლებამოსილ პირებთან, ხოლო უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შემთხვევაში, ასევე საერთაშორისო საინფორმაციო ქსელის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით.
,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია), საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი); ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია), საქართველოში გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის/პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს, ხოლო მე-7 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი: ა) ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას; ბ) უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე.
სასამართლო განმარტავს, რომ 2005 წლიდან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი დამატებით ამოწმებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხვის ფაქტსა და საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემებით გადამოწმებად სხვა ინფორმაციას. ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძველი არ შეიძლება გახდეს გარემოება, რომლის დროსაც ცენტრი მოკლებულია შესაძლებლობას, დაადგინოს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომის უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დიპლომთან გათანაბრების საკითხი. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისათვის ცენტრი იყენებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემებს, აგრეთვე ცენტრი უფლებამოსილია, შესაბამისი მონაცემების შეტანაზე უფლებამოსილ საგანმანათლებლო დაწესესულებას მოსთხოვოს აუცილებელი ინფორმაციის რეესტრში შეტანა.
ამრიგად, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი წარმოადგენს იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის უფლებამოსილებასაც განეკუთვნება სადავო საკითხის მოწესრიგება მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. ამასთან, მითითებული ნორმატიული აქტი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას. მითითებული ნორმატიული აქტით გათვალისწინებული უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესასრულებლად ცენტრს მართებს კონკრეტული საკითხი გადაწყვიტოს საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის სიღრმისეული, კვალიფიციური, სისტემური და სამართლიანი გამოყენების შედეგად.
განსახილველ შემთხვევაში, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 07 ოქტომბრის M---------------- გადაწყვეტილებით, ბ----- გ------–-–---–- უარი ეთქვა მის სახელზე გაცემული G------------ (სარეგისტრაციო N091) ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე იმ საფუძვლით, რომ ბ----- გრიგალაშვილმა სტუდენტის სტატუსი მოიპოვა კანონმდებლობით დადგენილი წესის (ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლა) გვერდის ავლით. შესაბამისად, შპს „წ--------------–----------------–--------–---–------------------ის“ მიერ 2014 წლის 10 ივნისს ბ----- გრიგალაშვილზე გაცემული G------------ (სარეგისტრაციო N091) ბაკალავრის დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ.
დადგენილია, რომ თბილისის მრავალდარგოვანი კოლეჯის „------------“ 2008 წლის N------ რეგ.N63 დიპლომის თანახმად, ბ----- გრიგალაშვილი 2006 წელს შევიდა თბილისის მრავალდარგოვან კოლეჯ „-----------“ და 2008 წელს დაამთავრა საშუალო პროფესიული განათლების პროგრამის სრული კურსი პროფესიით სოციალური უზრუნველყოფის სამართალი და ორგანიზაცია. სახელმწიფო საგამოცდო საატესტაციო კომისიის 2008 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით ბ----- გ------–-–---–- მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.
დადგენილია, რომ ბ----- გ------–-–---–- შპს „წ--------------–----------------–--------–---–------------------ში“ ჩარიცხული იქნა 2008 წელს (შპს „წ--------------–----------------–--------–---–------------------ის“ რექტორის 2008 წლის 22 სექტემბრის N10 ბრძანებით), ხოლო მასზე ბაკალავრის დიპლომი გაიცა 2014 წელს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ინსტიტუტში ჩარიცხვის წესზე და მიუთითებს „უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის (ჩარიცხვის პერიოდში მოქმედი რედაქცია) 52-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, აგრეთვე ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ახალდაფუძნებულ ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/ სტომატოლოგის/ ვეტერინარის ან დიპლომირებული სპეციალისტის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის უფლება აქვს მხოლოდ იმ აბიტურიენტს, რომელმაც გაიარა შესაბამისი ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, გამოცდების ეროვნული ცენტრი ადგენს ეროვნულგამოცდებგავლილ იმ აბიტურიენტთა სიებს, რომლებმაც უფლება მოიპოვეს, ისწავლონ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის/ვეტერინარის, დიპლომირებული სპეციალისტის საგანმანათლებლო პროგრამით და სიებს უგზავნის შესაბამის ფაკულტეტებს, ხოლო მე-10 პუნქტის შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და ფაკულტეტი ვალდებული არიან აბიტურიენტები მიიღონ მხოლოდ ამ მუხლის მე-9 და 91 პუნქტებით განსაზღვრული სიების მიხედვით, გარდა ამავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისა.
დადგენილია, რომ ბ----- გ------–-–---–- „წ--------------–----------------–--------–---–------------------ში“ ჩაირიცხა 2008 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე, რასაც თავად მოსარჩელე მხარეც არ ხდის სადავოდ. მოსარჩელე აპელირებს თბილისის მრავალდარგოვანი კოლეჯის „------------“ 2008 წლის N------ რეგ.N63 დიპლომზე, რომლის თანახმად, ბ----- გრიგალაშვილი 2006 წელს შევიდა თბილისის მრავალდარგოვან კოლეჯ „-----------“ და 2008 წელს დაამთავრა საშუალო პროფესიული განათლების პროგრამის სრული კურსი პროფესიით სოციალური უზრუნველყოფის სამართალი და ორგანიზაცია. სახელმწიფო საგამოცდო საატესტაციო კომისიის 2008 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით ბ----- გ------–-–---–- მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია. მოსარჩელე სწორედ აღნიშნულ სასწავლებელში სწავლებას მიუთითებს მისი შპს „წ--------------–----------------–--------–---–------------------ში“ ჩარიცხვის საფუძვლად და ასევე განმარტავს, რომ მას არ ჰქონდა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების ვალდებულება. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას და განმარტავს, რომ მრავალდარგოვან კოლეჯში სწავლება არ ათავისუფლებდა მოსარჩელეს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების ვალდებულებისაგან, მით უფრო იმ პირობებში როდესაც ამგვარ ვალდებულებას პირდაპირ ადგენდა ჩარიცხვის პერიოდში მოქმედი „უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტი.
6.3. შპს „წ--------------–----------------–--------–---–------------------ის“ მიერ 2014 წლის 10 ივნისს ბ----- გრიგალაშვილზე გაცემული G------------ (სარეგისტრაციო N091) ბაკალავრის დიპლომის მიმართ მოსარჩელის კანონიერ ნდობასთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ დიპლომი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, არამედ იგი არის უკვე არსებული ფაქტის (აქტის) სპეციალური დოკუმენტის სახით დაფიქსირებაა, რეალაქტია, რომელიც მხარისათვის აღმჭურველი ბუნებისაა და რომლითაც დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებამოსილება ენიჭება. ამასთან, მართალია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი კანონიერ ნდობას უკავშირებს მხოლოდ აღმჭურველი აქტის არსებობას, დიპლომი კი, როგორც აღინიშნა, აქტი არ არის, სასამართლო კანონის გონივრული, სამართლიანი, მისი მიზნებიდან გამომდინარე და მოსარჩელის განსაკუთრებული დაცვის ღირსი იურიდიული ინტერესის ადეკვატურად განმარტების შედეგად მიიჩნევს, რომ კანონიერი ნდობის ობიექტია ძირითადად ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შედეგები, რომლებიც შეიძლება არსებობდნენ, როგორც ადმინისტრაციული აქტის, ასევე მოქმედებების (რეალაქტის) სახით, ანუ, მოცემულ შემთხვევაში, დაცვის ობიექტია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აღმჭურველი ბუნების მოქმედებებიც, მათ შორის დიპლომი. თუმცა, აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, რომ დიპლომის მიმართ პირის კანონიერი ნდობა ნებისმიერ შემთხვევაში არსებობს.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მოსარჩელის კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება, ვინაიდან ბ----- გრიგალაშვილმა შპს „წ--------------–----------------–--------–---–------------------ში“ სწავლის უფლება მოიპოვა არა კანონის თანახმად, საყოველთაოდ დადგენილი წესით, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გზით, არამედ, ეროვნული გამოცდების ჩაბარების გვერდის ავლით, მხოლოდ უნივერსიტეტის ბრძანების საფუძველზე. ამდენად, შპს „წ--------------–----------------–--------–---–------------------ის“ მიერ 2014 წლის 10 ივნისს ბ----- გრიგალაშვილზე გაცემული G------------ (სარეგისტრაციო N091) ბაკალავრის დიპლომის მიმართ მოსარჩელის კანონიერი ნდობის არსებობის თაობაზე, სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია და ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში შეამოწმა მოსარჩელესთან დაკავშირებული მონაცემების შესაბამისობა ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესით” გათვალისწინებულ მოთხოვნებთან და სათანადო გარემოებებზე მითითებით დაადგინა, რომ არ არსებობდა შპს „წ--------------–----------------–--------–---–------------------ის“ მიერ 2014 წლის 10 ივნისს ბ----- გრიგალაშვილზე გაცემული G------------ (სარეგისტრაციო N091) ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურების სამართლებრივი საფუძველი.
6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22–ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.
ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 07 ოქტომბრის M---------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ბ----- გ------–-–---–-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი 7ა), თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მეშვეობით.
მოსამართლე: თამარ ოქროპირიძე