გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.03.2020
საქმის ნომერი
080210119002986570
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
05.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

080210119002986570

#2/1090-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

05.03.2020 წელი ქ.ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დარინა აბულაძე

სხდომის მდივანი სოფიო ბრეგვაძე

მოსარჩელე-შპს „მ----„;

წარმომადგენელი- ვ-------------–-–---–ი;

მოპასუხე- შპს „ც---„;

წარმომადგენელი-კ-----------–-----ე;

დავის საგანი- ნასყიდობის თანხის დაკისრება;

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. შპს ც---ს-შპს მ---- სასარგებლოდ დაეკისროს 29 486.7 ლარის გადახდა.

 

1.2. შპს ც---ს-შპს მ---- სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2019 წლის თებერვლის დასაწყისში, შპს მ-----ის წარმომადგენელი ქალაქ ქუთაისში შეხვდა შპს ც---ს წარმომადგენელს. შეხვედრის დროს მოხდა მხარეთა შეთანხმება რკინის წნელის ნასყიდობასთან დაკავშირებით. შპს ც---ს წარმომადგენელმა გამოთქვა სურვილი და აიღო ვალდებულება, რომ შპს მ-----ისგან შეიძენდა რკინის წნელს. 2019 წლის 08 თებერვალს, მოპასუხე შპს ც---მ შეიძინა შპს მ-----ის საკუთრებაში არსებული 29 486.7 ლარის ღირებულების რკინის წნელი. მხარეთა შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე მოპასუხეს პროდუქციის მიწოდებიდან 2 კვირის ვადაში ნაღდი ანგარიშსწორებით უნდა გადაეხადა მოსარჩელისთვის რკინის წნელის შესყიდვის ღირებულების თანხა 29 486.7 ლარი. მოპასუხემ დაარღვია მხარეთა შორის არსებული შეთანხმება და მოსარჩელეს არ გადაუხადა არსებული დავალიანება. (იხ. სარჩელი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე შპს ც---ს წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით, ასევე სასამართლოს სხდომაზე სარჩელი არ ც--- და განმარტა, რომ 2019 წლის თებერვლის თვის დასაწყისში შპს მ-----ის წარმომადგენელი პ-----------------ია შეხვდა მოპასუხე შპს ც---ს დამფუძნებელს გ---–------–--ეს. მხარეებს შორის შედგა ზეპირი შეთანხმება პროდუქციის მიწოდებაზე. შპს მ---- უნდა მიეწოდებინა შპს ც---სს-თვის ქ. ქუთაისში, გ---------------------ში რკინის წნელი, ხოლო შპს ც---ს ნაღდი ანგარისშწორებით უნდა გადაეხადა პროდუქციის ღირებულება. ტრანსპორტირებას განახორციელებდა გამყიდველი. ანგარიშსწორებისთვის 2 კვირიანი ვადა არ დაუთქვამთ. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებით დასტურდება, რომ ტრანსპორტირება განახორციელა გამყიდველმა და ტრანსპორტირების საფასურიც თავად გადაიხადა. მოპასუხის მიერ შეძენილი პროდუქციის რკინის წნელის ღირებულება 29 486.7 ლარი, სრულად გადაუხადა ნაღდი ანგარიშსწორებით შპს მ---- წარმომადგენელს პ-----------------იას, მოგვიანებით პ-----------------იამ გადაუგზავნა მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც ადასტურებს, რომ მიწოდებული პროდუქციის ღირებულება სრულად არის გადახდილი. (იხ. შესაგებელი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები;

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები;

 

3.1.1. 2019 წლის 08 თებერვალს, შპს მ---- და შპს ც---ს შორის, ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, შპს მ-----მა - შპს ც---ს მიაწოდა 29 486.7 ლარის რკინის წნელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სასაქონლო ზედნადები;

-მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები;

3.2.1. მოპასუხის მტკიცებით, მოსარჩელის მიმართ შესასრულებელი ვალდებულება არ გააჩნია, რადგან ნასყიდობის თანხა ნაღდი ანგარიშსწორებით გადასცა მოსარჩელის წარმომადგენელს პ-----------------იას, რაც დასტურდება 2019 წლის 12 თებერვალს შედგენილი შედარების აქტით და სასაქონლო ანგარიშფაქტურით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოპასუხის ახსნა-განმარტება;

- შედარების აქტი, სასაქონლო ანგარიშფაქტურა;

-პ-----------------იას განცხადება;

 

3.2.2. წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არ დასტურდება, პ-----------------იას წარმომადგენლობა შპს მ-----ის მიმართ. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, პ-----------------ია წარმოადგენს შპს ქობულეთურის დირექტორს. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ პ-----------------ია არ იყო არც შპს მ-----ში დასაქმებული პირი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

-ინფორმაცია აუდიტის განმახორციელებლი პირების შესახებ;

-ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

3.2.3. სასამართლო ვერ გაიზაირებს მოპასუხის მტკიცებას, რომ შპს ც---მ მოსარჩელეს გადაუხადა ნასყიდობის თანხა. ამის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება მოპასუხე მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ---–------–--ემ განმარტა, რომ წარმოადგენს შპს ც---სს დამფუძნებელს. აწარმოებს საქონლის რეალიზაციას. 2019 წლის თებერვალში, მიიღო წინადადება წნელის მიწოდების შესახებ, მისთვის მისაღები იყო საქონლის ფასი და დაეთანხმა ამ წინადადებას. მიმწოდებელმა თანხის გადახდა მოითხოვა ნაღდი ანგარიშსწორებით, ხოლო სალაროს ქვითარს მოგვიანებით გადაუგზავნიდა. მოწმემ აღნიშნა, რომ სასაქონლო ზედნადების წარდგენა მისთვის იყო საკმარისი, რათა ჩაეთვალა, რომ ეს პიროვნება წარმოადგენდა გამყიდველის წარმომადგენელს და მასში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნდა. მოგვიანებით, პ-----------------იამ გაუგზავნა შედარების აქტი. მიმწოდებელმა ასევე გაუგზავნა ანგარიშფაქტურაც. პ-----------------იას თანხა ნაღდი ანგარიშსწორებით გადასცა სალაროდან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით დაწესებულია, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ზემოაღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მხარეთა შორის ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის დასტურად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი იქნა სასაქონლო ზედნადები. მოპასუხის მტკიცებით, მოსარჩელეს გადაუხადა ნასყიდობის თანხა. აღნიშნულის დასტურად მიუთითებს 2019 წლის 12 თებერვლის შედარების აქტზე, რომელიც არ არის ხელმოწერილი შპს მ-----ის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დირექტორის ან მინდობილობის საფუძველზე უფლებამოსილი პირის მიერ. მოპასუხე ასევე მიუთითებს საგადასახადო ანგარიშფაქტურაზე, რასაც სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს, ვინაიდან საგადასახადო ანგარიშფაქტურა საგადასახადო მიზნებისათვის წარმოადგენს ჩათვლის დოკუმენტს და არ მიიჩნევა გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტად. ამდენად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხეს არ აქვს გადახდილი ნასყიდობის საფასური. ამგვარი დასკვნის საფუძველს სასამართლოს აძლევს, როგორც მხარის ახსნა-განმარტება, ასევე საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები.

 

საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და ემყარება წერილობით მტკიცებულებებს. რაც შეეხება მოპასუხე მხარეს, იგი ამ შემთხვევაში ვერ ადასტურებს გარემოებებს, რომლებზეც ამყარებს შესაგებელს და შესაბამისად, ვერ აქარწყლებს მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობას. მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებები არ შეიძლება, ჩაითვალოს დადასტურებულად.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა სამართლებრივი პოზიციის გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შპს ც---ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა არსებობის გამო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 477-ე, 483-ე, 429-ე, 427-ე, 373-ე, 361-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2019 წლის 08 თებერვალს, შპს მ-----მა შპს ც---ს მიაწოდა 29 486.7 ლარის რკინის წნელი. მხარეებს შორის დადებულია ნასყიდობის ხელშეკრულება.

 

ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, მხარეთა უფლება-მოვალეობების განმსაზღვრელ ძირითად ნორმას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლი წარმოადგენს, რომლის თანახმად (477.1.) ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა, რომ ნასყიდობა ორმხვრივი, კონსესუალური გარიგებაა, სადაც როგორც გამყიდველს, ისე მყიდველს გააჩნია კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები. ამავე კოდექსის 483-ე მუხლის თანახმად საქონელი მიღებულად ითვლება, თუ მყიდველი შეასრულებს ისეთ მოქმედებას, რომელიც მოწმობს მის მიღებას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების დადების შედეგად, მხარეებს წარმოეშობათ აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქმედების შესრულების მოთხოვნის უფლება. ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირველადი მოთხოვნებია გამყიდველის მიერ ნივთის გადაცემა, ხოლო მყიდველის მიერ ნასყიდობის ფასის გადახდა. ამ ძირითადი სახელშეკრულებო პირობების შეუსრულებლობა წარმოშობს ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლებას.

 

მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ 2019 წლის 08 თებერვალს, შპს მ-----მა - შპს ც---ს მიაწოდა 29 486.7 ლარის რკინის წნელი, რაც დადასტურებულია წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებით, რასაც მოპასუხე არ მხარე უარყოფს. სადავოა გამყიდველისათვის შეთანხმებული ფასის გადახდის ფაქტი. მოპასუხის მტკიცებით, თანხა გადაუხადა მოსარჩელის წარმომადგენელს პატა ვადაჭკორიას. იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ პ-----------------ია წარმოადგენდა შპს მ-----ის წარმომადგენელს, ან პ-----------------იას მიერ ვალდებულების შესრულების მიღებაზე კრედიტორმა განაცხადა თანხმობა ეკისრება მოპასუხეს. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მოსაზრებას, რომ ნასყიდობის თანხა გადასცა შპს „მ----„ წარმომადგენელს. ამის დამადასტურებელ მტკიცებულებად სასამართლო ვერ მიიჩნევს 2019 წლის 12 თებერვლის შედარების აქტს, რომელიც არ არის ხელმოწერილი შპს „მ----„-ის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დირექტორის ან მინდობილობის საფუძველზე უფლებამოსილი პირის მიერ. ნასყიდობის თანხის გადახდის მტკიცებულებად მოპასუხე მხარე ასევე მიუთითებს საგადასახადო ანგარიშფაქტურაზე, რასაც სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს, ვინაიდან საგადასახადო ანგარიშფაქტურა საგადასახადო მიზნებისათვის წარმოადგენს ჩათვლის დოკუმენტს და არ მიიჩნევა გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტად.

 

სასაქონლო ზედნადების თანახმად, ნასყიდობის თანხის გადახდა უნდა განხორციელებულიყო ნაღდი ანგარიშსწორებით. ფულადი ვალდებულების შესრულებაზე დავის შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, მხარეთა შორის არსებული ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლი), ამიტომ მოვალეა ვალდებული, ადასტუროს შესრულება.

 

ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის ფასის გადახდის მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მყიდველს, რომელმაც ვერ დაადასტურა ნასყიდობის საფასურის გადახდის ფაქტი.

 

მოპასუხის ახსნა-განმარტება და წარმოდგენილი მტკიცებულებები სასამართლოსთვის არ არის სარწმუნო და საკმარისი. ფულადი ვალდებულების შესრულების დადასტურებისათვის საჭიროა კრედიტორის მიერ გაცემული დოკუმენტი (სალაროს შემოსავლის ორდერი, გადახდის ქვითარი), რაც მოპასუხეს არ წარმოუდგენია.

 

სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის არგუმენტს, რომ თანხა გადაუხადა კრედიტორის წარმომადგენელს. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 373.1. მუხლი ადგენს შესრულებული ვალდებულების მიღებაზე უფლებამოსილ პირთა წრეს. სასამართლო პ-----------------იას ვერ მიიჩნევს შესრულების მიღებაზე უფლებამოსილ პირად. ვინაიდან მოპასუხე მხარემ ვერ დაამტკიცა, რომ პ-----------------ია წარმოადგენდა შპს მ---- წარმომადგენელს, ან მის მიმართ ვალდებულების შესრულება შპს მ-----ის თანხმობით განხორციელდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ვადაში, რის გამოც მას უნდა დაეკისროს ნასყიდობის საფასურის გადაუხდელი თანხის გადახდის ვალდებულება. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხეს გადასახდელი აქვს 29486,70 ლარი. ნასყიდობის საგნის საფასურის გადახდის- ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ქმნიან მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს.

 

სასამართლო დამატებით მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ ერიცხება დავალიანება - 29 486.7 ლარის ოდენობით. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გამყიდველმა შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და მიაწოდა ნასყიდობის საგანი, რკინის წნელი, ხოლო მყიდველის, ამ შემთხვევაში მოპასუხის მიერ არ იქნა შესრულებული ვალდებულება და არ იქნა გადახდილი შეთანხმებული თანხა.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეზე 29 486.7 ლარის ოდენობით დავალიანების დაკისრების შესახებ არის საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ღირებულება განისაზღვრება ფულის თანხის გადახდევინების შესახებ სარჩელზე _ გადასახდელი თანხით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე შპს ც---მ სარჩელი არ ც---. მოსარჩელის მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 885 ლარის ოდენობით. ხოლო 50 ლარი სარჩელის უზრუნველყოფისთვის. ამდენად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 935 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით.

 

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა არ არსებობს გამოყენებული უზრუნველყოფის გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს „მ----„ სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. შპს „ც---„-ს - შპს „მ----„ სასარგებლოდ დაეკისროს 29 486,7 ლარის გადახდა.

 

3. შპს „ც---„-ს - შპს „მ----„ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 935 ლარის გადახდა (სახელმწიფო ბაჟი სარჩელზე 885 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფაზე 50 ლარი).

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა #11).

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ც---ბილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დარინა აბულაძე