გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 07.02.2020
საქმის ნომერი
040310719003290505
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა დავები
თარიღი
07.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 040310719003290505

საქმე N3/28

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

7 თებერვალი, 2020 წელი ცაგერი

 

ცაგერის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ლეილა გურგუჩიანი

სხდომის მდივანი ნა-- ყვირილიანი

 

მოსარჩელე - ს--- გ------–---- ს-------–--------

წარმომადგენელი - ა-- მ-----–-–---–-

 

მოპასუხე - მ------ დ---–-

წარმომადგენელი - მა--ნა ნ--------

 

დავის საგანი - გრანტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის გამო თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

1.სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მ------ დ---–- დაეკისროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 19 826.43 (ცხრამეტიათას რვაას ოცდაექვსი) ლარისა და 43 (ორმოცდასამი) თეთრის გადახდა გრანტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის გამო

 

1.2. მოსარჩელის არგუმენტაცია

 

მ------ დ---–- მონაწილეობას იღებდა ს--- გ------–---- ს-------–-------- ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის– „ ს---------------------–------–----------–---------------------“ -ს კონკურსში.

 

კონკურსის ფარგლებში მოპასუხემ მოიპოვა გრანტი დიდ ბრიტანეთში. კომუნიკაციების ს-------–-------- სკოლაში intensive kommunications and PR კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის საფასურის და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაზე დასწრების პერიოდში დიდ ბრიტანეთში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების ასა--ზღაურებლად ცენტრსა და მ------ დ---–- შორის გაფორმებული გრანტის შესახებ ხელშეკრულების მიხედვით, გრანტის მიმღები ვალდებულია კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში დაბრუნდეს საქართველოში და მინიმუმ 12 თვით გააგრძელოს მუშაობა იმ სახელმწიფო საბიუჯეტო დაწესებულებაში სადაც მუშაობდა დაფინანსების მოპოვების პერიოდში. მოპასუხემ დაარღვია აღნიშნული ვალდებულება და შეიცვალა სამუშაო ადგილი. შესაბამისად ეკისრება ფინანსური პასუხისმგებლობა და ვალდებულია გრანტის გამცემს სრულად დაუბრუნოს გრანტის სახით გადაცემული თანხა 19826.43 ლარი.

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს მოსარჩელის წარმომადგენელმა სარჩელს მხარი დაუჭირა იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე დაყრდნობით, რაც სარჩელშია მითითებული და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე მ------ დ---–-- წარმოადგინა შესაგებელი, სადაც სარჩელს არ სცნობს და აღნიშნავს, რომ დავის ფაქტობრივ გარემოებებში მოსარჩელემ მიუთითა მის მიერ, 2--9 წლის 25 თებერვალს ცენტრში წარდგენილი განცხადების შესახებ, რომ 2--8 წლის მარტიდან აღარ მუშაობდა სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაციაში. (ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის მუნიციპალიტეტებსა და ქ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში). არ აღნიშნა, იმავე განცხადებაში მითითებული ფაქტის შესახებ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის თა--მდებობაზე მის გადასვლასთან დაკავშირებით. ანუ გააგრძელა მუშაობა იგივე ტერიტორიულ ერთეულში, ისევ სახელმწიფო სამსახურში, პრაქტიკულად იდენტურ თა--მდებობაზე.

 

მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე დაყრდნობით, რაც შესაგებელშია აღნიშნული.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1 „ს--- გ------–---- ს-------–-------- ცენტრის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2--6 წლის 22 აპრილის N 2-- დადგენილების საფუძველზე დამტკიცებული, „ ს--- გ------–---- ს-------–-------- ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის– ს---------------------–------–----------–---------------------“ დამტკიცების შესახებ ს--- გ------–---- ს-------–-------- ცენტრის აღმასრულებებლი დირექტორის 2--7 წლის 30 ივნისის N 2---- ბრძანებით ს--- გ------–---- ს-------–-------- ცენტრმა გამოაცხადა სასტიპენდიო კონკურსი, რომელშიც, მონაწილეობას იღებდა მ------ დ---–-.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

1.სარჩელი ადმინისტრაციულ საქმეზე;

2.„ ს--- გ------–---- ს-------–-------- ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის– ს---------------------–------–----------–---------------------“ დამტკიცების შესახებ ს--- გ------–---- ს-------–-------- ცენტრის აღმასრულებებლი დირექტორის 2--7 წლის 30 ივნისის N 2---- ბრძანება;

3.„ს--- გ------–---- ს-------–-------- ცენტრის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2--6 წლის 22 აპრილის N 2-- დადგენილება.

 

3.1.2.ს--- გ------–---- ს-------–-------- ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის – „ ს---------------------–------–----------–---------------------“ საკონკურსო კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ ს--- – გ------–---- ს-------–-------- ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2--7 წლის 19 ივლისის N 3---- ბრძანებით შექმნილი კომისიის 2--7 წლის 16 აგვისტოს სხდომის N 2 ოქმით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მ------ დ---–-- მიიღო დაფინანსება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

1.სარჩელი ადმინისტრაციულ საქმეზე;

2.„ ს---– გ------–---- ს-------–-------- ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის –ს---------------------–------–----------–---------------------“ საკონკურსო კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ ს--- – გ------–---- ს-------–-------- ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2--7 წლის 19 ივლისის N 3---- ბრძანებით შექმნილი კომისიის 2--7 წლის 16 აგვისტოს სხდომის ოქმი N 2;

 

3.1.3. 2--7 წლის 23 აგვისტოს, ს--- გ------–---- ს-------–-------- ცენტრსა და მ------ დ---–- შორის გაფორმდა გრანტის შესახებ ხელშეკრულება N 13.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

1.სარჩელი ადმინისტრაციულ საქმეზე;

2. გრანტის შესახებ ხელშეკრულება N 13;

 

3.1.4. 2--9 წლის 25 თებერვალს, მ------ დ---–--, ცენტრში წარადგინა განცხადება, საიდანც დადგინდა რომ, მ------ დ---–- 2--8 წლის მარტიდან აღარ მუშაობდა სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციაში (ამბროლაურის, ლენტეხის,ონის, ცაგერის მუნიციპალიტეტებსა და ქ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში) და 2--8 წლის მარტიდან გადავიდა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში, სადაც კონკურსის წესით დაინიშნა საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის თა--მდებობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

1.სარჩელი ადმინისტრაციულ საქმეზე;

2.შესაგებელი ადმინისტრაციულ სარჩელზე;

3.მ------ დ---–-ს 2--9 წლის 25 თებერვლის განცხადება ცენტრის შიდა რეგისტრაციის N M----------------;

 

4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. 2--9 წლის 13 ივნისს, მ------ დ---–-- მიმართა ს--- – გ------–---- ს-------–-------- ცენტრს მოთხოვნით საპატიოდ ჩათვლოდა ხელშეკრულების დარღვევა და არ დაკისრებოდა გრანტის სახით აღებული თანხის უკან დაბრუნება. ცენტრმა განიხილა აღნიშნული წერილი და გასცა პასუხი თხოვნის დაკმაყოფილებზე უარის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

1.სარჩელი ადმინისტრაციულ საქმეზე;

2.შესაგებელი ადმინისტრაციულ სარჩელზე;

3.მ------ დ---–-ს 2--9 წლის 13 ივნისის წერილი, ცენტრის შიდა რეგისტრაციის N------------------.

4. ს---–გ------–---- ს-------–-------- ცენტრის 2--9 წლის 26 ივნისის წერილი N------------------.

 

4.1.2. მ------ დ---–-, 2--8 წლის 01 მარტიდან მუშაობს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში, მეორადი სტრუქტურული ერთეულის -საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელის თა--მდებობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

1.სარჩელი ადმინისტრაციულ საქმეზე

2. შესაგებელი ადმინისტრაციულ საქმეზე

2. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის 2--9 წლის 22 თებერვლის ცნობა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თა--ხმად, მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თა--ხმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ სარჩელს იხილავს მათ მიერ, მითითებული ფაქტობრივი საფუძვლის ფარგლებში.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თა--ხმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თა--ხმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105.1 მუხლით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც, მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს ს--- ,,გ------–---- ს-------–-------- ცენტრის“ წარმომადგენლის განმარტებას, რომ მ------ დ---–-ს მიერ დარღვეული იქნა გრანტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1.აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ არ არსებობს ს--- ,,გ------–---- ს-------–-------- ცენტრის“ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

-საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის;

-საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ;

-საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

-საქართველოს მთავრობის 2--6 წლის 22 აპრილის N 2-- დადგენილებით დამტკიცებული „ ს--- გ------–---- ს-------–-------- ცენტრის პროგრამა“ ( 2--7 წელს მოქმედი რედაქციით);

-ს--- გ------–---- ს-------–-------- ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის - ს---------------------–------–----------–---------------------“ დამტკიცების შესახებ ს--- გ------–---- საერთშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2--7 წლის 30 ივნისის N------ ბრძანებით დამტკიცებული პროგრამა დაფინანსებული პირის ვალდებულების შესახებ;

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართელოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თა--ხმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებულ სამოქალაქო–სამართლებრივ ხელშეკრულებას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშკრულების დადების გზით.

 

ადმინისტრაიული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ხელშკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეული უნდა იქნე შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. ხელშკრულებით შიძლება წარმოიშვას მომავალი ხელშეკრულების დადების ვალდებულება. ხელშეკრულებისთვის გათვალისწინებული ფორმა ვრცელდება ასევე წინარე ხელშეკრულებაზეც.

 

,,გრანტის შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, გრანტი არის გრანტის გამცემის მიერ გრანტის მიმღებისათვის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახსრები ფულადი ან ნატურალური ფორმით, რომლებიც გამოიყენება კონკრეტული,ჰუმანური,საგანმა--თლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთლობის დაცვის, კულტურული,სპორტული, ეკოლოგიური,სასოფლო-სამეურნეო განვითარებისა და სოციალური პროექტების , აგრეთვე სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამების განხორციელებისათვის. ამავე კანონის მესამე და მეოთხე მუხლებით განსაზღვრულია გრანტის გამცემი და მიმღები სუბიექტების წრე, ხოლო მეხუთე მუხლი ადგენს გრანტის გაცემის სამართლებრივ საფუძველს, კერძოდ, გრანტის გაცემის სამართლებრივი საფუძველია წერილობითი ხელშეკრულება გრანტის გამცემსა და გრანტის მიმღებს შორის, აგრეთვე ს-------–-------- სპორტული ორგანიზაციის ოფიციალური წერილობითი გადაწყვეტილება საქართველოს სპორტული ფედერაციის ან კლუბისათვის მიზნობრივი დანიშნულების მატერიალური და არამატერიალური ფასეულობების(მათ შორის ფულადი სახსრების) გამოყოფის შესახებ. ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს გრანტის გაცემის მიზანს, მოცულობას, სახსრების გამოყენების კონკრეტულ მიმართულებას, მათი ათვისების ვადებს და იმ ძირითდ მოთხოვნებს, რომლებსაც გრანტის გამცემი უყენებს გრანტის მიმღებს. გრანტი გამოიყენება მხოლოდ ხელშეკრულებაში აღნიშნული მიზნებისათვის. „ გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისათვის, მხარეები პასუხს აგებენ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

ს---- გ------–---- ს-------–-------- ცენტრის პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთვრობის 2--6 წლის 22 აპრილის N 2-- დადგენილებით დამტკიცებული ს--- გ------–---- ს-------–-------- ცენტრის პროგრამის (2--7 წლის მოქმედი რედაქცია) მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით გრანტი,საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, გაიცემა არა უმეტეს 3 თვის ხანგრძლივობის შესაბამის პროგრამაზე. ამავე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შერჩეული კანდიდატისათვის გამოსაყოფი გრანტი შესაძლებელია, სრულად ან ნაწილობრივ ფარავდეს სწავლის/კვალიფიკაციის ამაღლების, სწავლასთან/კვალიფიკაციის ამაღლებასთან დაკავშირებულ ხარჯებს ან/და სწავლის/კვალიფიკაციის ამაღლების პერიოდში შესაბამის ქვეყა--ში ცხოვრებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, ხოლო „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გრანტის გაცემის დამატებითი ან/და განსხვავებული პირობები შეიძლება დაგინდეს ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით ამ პროგრამისა და კანონმდებლობით დადგენილი პრინციპების შესაბამისად.

 

ს--- გ------–---- ს-------–-------- ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის - ს---------------------–------–----------–---------------------“ დამტკიცების შესახებ ს--- გ------–---- საერთშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2--7 წლის 30 ივნისის N------ ბრძანებით დამტკიცებული პროგრამა ასევე ითვალისწინებს დაფინანსებული პირის ვალდებულებას. პროგრამის დასრულების შემდგომ წარმოადგინოს შესაბამის კვალიფიკაციის პროგრამაზე დასწრების დამადასტურებელი დოკუმენტი, დაბრუნდეს საქართველოში პროგრამის დასრულებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში და მინიმუმ 12 თვე მუშაობა გააგრძელოს იმ სახელმწიფო( საბიუჯეტო) დაწესებულებაში, სადაც მუშაობდა დაფინანსების მოპოვების პერიოდში. ამავე სასტიპენდიო პროგრამის მიხედვით, დაფინანსებული პირის მიერ ამ პროგრამის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა იწვევს ფინანსურ პასუხისმგებლობას. სახელშეკრულებო პირობის დარღვევის შემთხვევაში დაფინანსებული პირი ვალდებულია სრულად დააბრუნოს გრანტის სახით მიღებული თანხა გრანტის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით.სხვა უფლება მოვალეობები რეგულირდება მხარეებს შორის გაფორმებული გრანტის შესახებ ხელშეკრულებით.

 

დადგენილია და სადავოდ არ განხდარა ის გარემოება, რომ მოპასუხე მ------ დ---–- მონაწილეობას იღებდა ს--- გ------–---- ს-------–-------- ცენტრის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთვრობის 2--6 წლის 22 აპრილის N 2-- დადგენილების საფუძველზე, „ ს--- გ------–---- ს-------–-------- ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის „ ს---------------------–------–----------–---------------------“ დამტკიცების შესახებ“ ს--- გ------–---- ს-------–-------- ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2--7 წლის 30 ივნისის N 2---- ბრძანებით დამტკიცებული სასტიპენდიო პროგრამის კონკურსში. კონკურსის ფარგლებში მოპასუხემ მოიპოვა გრანტი დიდ ბრიტანეთში, კომუნიკაციების ს-------–-------- სკოლაში Intensive Communications and PR Program კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის საფასურის და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაზე დასწრების პერიოდში დიდ ბრიტანეთში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების ასა--ზღაურებლად. 2--7 წლის 23 აგვისტოს ს--- – გ------–---- ს-------–-------- ცენტრსა და მ------ დ---–- შორის გაფორმდა გრანტის შესახებ ხელშეკრულება N 13.

 

დადასტურებულია, რომ ხელშკრულების მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის „ ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნის შესაბამისად, მ------ დ---–- კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში დაბრუნდა საქართველოში და მუშაობა გააგრძელა სახელმწიფო( საბიუჯეტო) დაწესებულებაში.

 

მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის ფაქტობრივ გარემოებას, რომ მ------ დ---–- არ მუშაობს იმ დაწესებულებაში, სადაც მუშაობდა დაფინანსების მოპოვების პერიოდში.

 

მართალია, გრანტის შესახებ ხელშეკრულების მე–8 მუხლის მიხედვით „ს--- გ------–---- საერთშორისო ცენტრის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2--6 წლის 22 აპრილის N 2-- დადგენილებით, სასტიპენდიო პროგრამით ან/და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა, იწვევს გრანტის მიმღების ფინანსურ პასუხისმგებლობას და ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, გრანტის მიმღები ვალდებულია, გრანტის გამცემს დაუბრუნოს თანხა, მაგრამ ეს მოცემულობა არ არსის სახეზე მ------ დ---–-ს შემთხვევაში. კერძოდ:

 

მ------ დ---–-, 2--8 წლის მარტიდან აღარ მუშაობს სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციაში ( ა-------–----------–-----------------–-------------–----–-------------------------–-------------–----–------–-), ანუ იმ სახელმწიფო დაწესებულებაში სადაც მუშაობდა ფინანსების მოპოვების პერიოდში, მაგრამ მუშაობს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში, რომელიც სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის წინაშე ანგარიშვალდებულია და მითითებულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში შედის, მეორადი სტრუქტურული ერთეულის, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელის თა--მდებობაზე, და ფაქტიურად მუშაობას აგრძელებს კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის დასრულების შემდეგ იმ პოზიციაზე, რაშიც აიმაღლა კვალიფიკაცია და რაც რეგიონისთვის აუცილებელს წარმოადგენს.

 

7.2. დადგენილია, რომ მოსარჩელე მ------ დ---–- სთხოვს საზღვარგარეთ მის გა--თლებაზე ( კვალიფიკაციის ამაღლებაზე) გამოყოფილი დაფინანსების თანხის სრულად დაბრუნებას იმ საფუძვლით, რომ დაარღვია ხელშეკრულების პირობა, რომელიც ავალდებულებდა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის დასრულებიდან მინიმუმ 12 თვე გაეგრძელებინა მუშაობა სახელმწიფო ( საბიუჯეტო) დაწესებულებაში, სადაც მუშაობდა დაფინანსების მოპოვების პერიოდში

 

აღნიშნული დათქმა ხელშკრულებაში სიტყვა–სიტყვით გადმოტანილია საქართველოს მთავრობის 2--6 წლის 22 აპრილის N 2-- დადგენილებით დამტკიცებული „ ს--- გ------–---- ს-------–-------- ცენტრის პროგრამიდან“ ( 2--7 წელს მოქმედი რედაქციით), რომლის მე–5 მუხლის მე–4 პუნქტის მიხედვით, გრანტის მიმღებმა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის დასრულების შემდეგ, მინიმუმ 12 თვის განმავლობაში მუშაობა უნდა გააგრძელოს იმ დაწესებულებაში, სადაც მუშაობდა გრანტის მოპოვების პერიოდში. ამავე პროგრამის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებულია სანქცია- აღნიშნული დათქმის დარღვევისთვის– მიღებული დაფინანსების მთლიანი თანხის დაბრუნება.

 

აღნიშნული დადგენილების შესრულების მიზნით, ს--- გ------–---- ს-------–-------- ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მიერ, 2--7 წლის 30 ივნისს დამტკიცებულ იქნა ბრძანება N 2---- ს--- გ------–---- ს-------–-------- ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის –ს---------------------–------–----------–---------------------“–ის დამტკიცების შესახებ. მითითებული პროგრამის მე–2 პუნქტის მე–3 აბზაცში დუბლირებულია 2--6 წლის 22 აპრილის N 2-- დადგენილებით დამტკიცებული „ს---–გ------–---- ს-------–-------- ცენტრის პროგრამის ზემოაღნიშნული და--წესები.

 

ამდენად, ხელშკრულებაში არსებული დათქმა, რომელიც ავალდებულებს გრანტის მომპოვებელს სწავლის დამთავრების შემდეგ 12 თვის განმავლობაში გააგრძელოს მუშაობა იგივე სამსახურში, ატარებს კანონისმიერ ხასიათს და, არსებული ვითარების და დავის გათვალისწინებით, კანონის და კანონქვემდებარე აქტების ამ დათქმის შემცველი ნორმები საჭიროებს განმარტებას იმაზე, თუ რატომ გახდა საჭირო ნორმაში ( და შემდეგ ხელშეკრულებაში) ამგვარი, ერთი შეხედვით მოქალაქისათვის კაბალური ვალდებულების დაწესება.

 

სამართლის თეორიისა და იურიდიული ლექსიკონის მიხედვით არსებობს კანონის განმარტების რამდენიმე მეთოდი. ერთ–ერთი ასეთი მეთოდია ლოგიკური განმარტება, რომელიც განსაზღვრავს კანონის აზრს, მიზანს და სამართლის ნორმების ურთიერთკავშირიდან გამომდინარე ადგენს ცალკეული ნორმის აზრს და განსაკუთრებულობას. ეს ხორციელდება სისტემური მეთოდით, რომელიც ეფუძნება სამართლის ნორმის ადგილს კანონში და ამ კანონის ადგილს ერთიან სამართლებრივ წესრიგში.

 

ფართო გაგებით განმარტების მეთოდებს განეკუთვნება სამართლის ნორმათა გავრცობა იმ შემთხვევებში რომლებიც კანონმდებლის მიერ არ იქნა გათვალისწინებული.

 

განსახილველ შემთხვევაში საკანონმდებლო სივრცეში შემოტანილი ზემოაღნიშნული დათქმა არ უნდა იქნეს გაგებული სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობით, არამედ განვრცობითი ახსნა უნდა მოეძებნოს მისი დანიშნულებიდან გამომდინარე, რომ კვალიფიკაციის ამაღლების მიზანი, კვალიფიკაციის ამაღლების შემდგომ 12 თვის მანძილზე(თუნდაც დამლაგებლად, როგორც მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა განმარტა)არა მისი კონსერვაციაა, არამედ სახელმწიფოს მიერ გაღებული სახსრების მიზნობრივად გამოყენება სახელმწიფო(საჯარო) დაწესებულებაში იმ პროფილით დასაქმებით, რა მიზნითაც დაიხარჯა საბიუჯეტო სახსრები.

 

2--6 წლის 22 აპრილის N 2-- დადგენილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული „ ს--- გ------–---- საერთშორისო ცენტრის პროგრამის“ (2--7 წლის მოქმედი რედაქციით), პრეამბულაში მოცემულია მისი მიზანი– ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის საჭირო მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების საქართველოში ს-------–-------- გ------–---- ხარისხის ს-------–-------- აკადემიური პროგრამებისა და ს-------–-------- აკადემიური თანმშრომლობის განვითარებისა და ქვეყნის ს-------–-------- საგანმა--თლებლო სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობა.

 

იგივე მიზანი მითითებულია თვით პროგრამის პირველი მუხლის მეორე პუნქტში. პროგრამის მეორე მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებულია, რომ პროგრამის ფარგლებში არჩეული კანდიდატისათვის გამოსაყოფი გრანტის გაცემისას შიძლება უპირატესობა მიენიჭოს კანდიდატებს, რომლებიც წარმოადგენენ სახელმწიფო დაწესებულებაში დასაქმებულ პირებს ასევე კანდიდატებს რომელთაც გააჩნიათ თა--დაფინანსება, ანდა კანდიდატებს რომლებიც პირველად გეგმავენ საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებას, ან კვალიფიკაციის ამაღლებას, შესაბამისი სასტიპენდიო პროგრამით დადგენილი პირობების გათვალისწინებით.

 

შესაბამისად, სახელმწიფომ გამოყო სახსრები უპირველესად სახელმწიფო დაწესებულებაში დასაქმებული პირების კვალიფიკაციის ასამაღლებლად, ბუნებრივია სახელმწიფო უფლებამოსილი იყო დაეთქვა გრანტის მიმღებისთვის პირობა, რომლის მიხედვით მისი დაფინანსებით მიღებული გა--თლება ერთი წლის განმავლობაში მაინც მოხმარდებოდა სახელმწიფოს. ხოლო თუ ეს პირობა დარღვეული იქნებოდა გრანტის მიმღებს უნდა დაებრუნებინა სახელმწიფოს მიერ მისი კვალიფიკაციის ამაღლებაში დახარჯული თანხები.

 

ამდენად აღნიშნული ნორმის მიზანი არის დაცული იყოს გრანტის მიღების მიზნობრიობა–ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის საჭირო მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება და მიღებული ცოდნის გამოყენება სახელმწიფო დაწესებულებაში უფლებამოსილების განხორციელებისას .

 

ამასთან მიგვაჩნია, რომ კანონის და ხელშეკრულების დათქმას 12 თვის განმავლობაში იგივე სახელმწიფო დაწესებულებაში მუშაობის გაგრძელების ვალდებულების შესახებ უნდა მიეცეს განვრცობითი განმარტება, რაც გულისხმობს ნებისმიერ სახელმწიფო დაწესებულებაში მუშაობის გაგრძელების ვალდებულებას. გარდა ამისა, აღნიშნულ შემთხვევაში, საქმე ეხება მაღალმთიან მიგრირებულ რეგიონს, სადაც თითოეულ კვალიფიციურ კადრს და მათი არსებული პოტენციალის სწორი მიმართულებით გამოყენებას უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება. ადგილობრივი თვითმართველობის ხელშეწყობა და განვითარება შექმნილი თვითმართველი ერთეულის –ამბროლაურის მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის სადაც საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით ხარვეზები შეინიშნებოდა. მისი კანდიდატურა თეორიული და პრაქტიკული ცოდნიდან გამომდინარე, მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენდა და ამიტომ მიღებული გადაწყვეტილებაც სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით განხორციელდა, რასაც ადგილი აქვს მ------ დვალთან დაკავშირებით, რომელიც გრანტის მოპოვებისას წარმოადგენდა სწორედ სახელმწიფო დაწესებულებაში დასაქმებულ პირს, ისევე როგორც წარმოადგენს დღესაც. ვინაიდან მერია სახელმწიფო დაწესებულებაა. უფრო მეტიც, მერიაში ანხორციელებს იგივე სახის საქმიანობას რასაც წინა სამსახურში. სადაც მუშაობისას მოიპოვა გრანტი. იმის გათვალისწინებით, რომ ამ განხრით (საზოგადოებასთან ურთიერთობა) ამაღლებული აქვს კვალიფიკაცია, უდავოა, რომ სახელმწიფო სახსრებით მიღებულ ცოდნას იყენებს ისევ სახელმწიფო დაწესებულებაში უფლებამოსილების განხორციელებისას, რითაც აბსოლუტურად დაცულია გრანტის გაცემის მიზნობრიობა.

 

7.3. საქართველოს ასკ-ის მე-17 და სსკ-ის 102-ე მუხლების თა--ხმად, თითოეული მხარე ვალდებულია დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს და წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულება. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით.

 

7.4. სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარი მტკიცებულებები, მოპასუხე მ------ დ---–-ს მიერ გრანტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შესახებ, რაც საფუძველი გახდებოდა მისთვის თანხების სარჩელით მოთხოვილი დაკისრებისა, ვერ დაასაბუთა და ვერც დაასაბუთებდა, რომ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია, სადაც შესაბამისი კვალიფიკაციით დასაქმებულია მ------ დ---–-, არ წარმოადგენს საჯარო(საბიუჯეტო) დაწესებულებას და იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში შემავალს, სადაც საქმიანობას ავალდებულებდა მ------ დ---–- საქართველოს მთავრობის 2--6 წლის 22 აპრილის N 2-- დადგენილებით დამტკიცებული „ ს--- გ------–---- ს-------–-------- ცენტრის პროგრამა“ ( 2--7 წელს მოქმედი რედაქციით) და ს--- გ------–---- ს-------–-------- ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მიერ, 2--7 წლის 30 ივნისს დამტკიცებული ბრძანება N 2---- ს--- გ------–---- ს-------–-------- ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის –ს---------------------–------–----------–---------------------“–ის შესახებ.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილით, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

8.1.1. მოსარჩელე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის "უ" ქვეპუნქტის შესაბამისად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯის გადახდისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ს--- გ------–---- ს-------–-------- ცენტრის სარჩელი მ------ დ---–-ს მიმართ გრანტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის გამო თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე:ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა N 32), ცაგერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. ცაგერი, ლ.ასათიანის N14), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან, 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.

 

მოსამარლე ლეილა გურგუჩიანი