განაჩენი

სისხლის სამართლის 05.03.2020
საქმის ნომერი
080100119003027139
დავის ტიპი
160 1 , 151
თარიღი
05.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/450-19

გამოძიების №0----------1

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

05 მარტი, 2020 წელი ქ.ქუთაისი

მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილი

სხდომის მდივანი დ----- დათიაშვილი

სხდომის სახე ღია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ი----ე მ–----

 

დაცვის მხარე:

 

ადვოკატი - ი-----–- შ---------ე

 

ბრალდებული - ბ--- კ----–---ძე

მამის სახელი: მ-–-

დაბადების თარიღი: 3--1--1--- წელი

პირადი ნომერი: 5----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლობა: არმქონე

რეგისტრირებული და ფაქტიურად მცხოვრები: წ---–-------ს რაიონი, სოფელი მ----–--ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილი და სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი და ქმედების აღწერა:

 

1.1. ბ--- კ----–---ძეს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

20-- წლის 10 ა-----–ს, დაახლოებით 01 საათზე, წ---–-------ს რაიონის, სოფელ მ----–--ში ბ--- კ----–---ძე მ-----–- ჟ-----ს ნების საწინააღმდეგოდ, უკანონოდ შევიდა მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში, რითაც დაარღვია მ-----–- ჟ-----ს საკუთრებაში არსებული სხვაგვარი მფლობელობის ხელშეუხებლობა.

 

1.2. ბ--- კ----–---ძეს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

20-- წლის 10 ა-----–ს, დაახლოებით 01 საათზე, ბ--- კ----–---ძემ სანადირო თოფის გამოყენებით და აღნიშნული თოფიდან რამოდენიმე გასროლით მ-----–- ჟ-----ს მიმართ განახორციელა სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც მ-----–- ჟ-----ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. საქმეში არსებული მტკიცებულებების აღწერა:

 

2.1. საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა მ-----–- ჟ-----მ განმარტა, რომ ის მარტო ცხოვრობს წ---–-------ს რაიონის, სოფელ მ----–--ში. შემთხვევის დღეს, 20-- წლის 10 ა-----–ს, ღამით იმყოფებოდა სახლში, როდესაც ბ--- კ----–---ძე გინებით შევიდა მისი საცხოვრელი სახლის ეზოში და თოფი გაისროლა. მას ამ დროს ეძინა, ხმაურის შედეგად გაეღვიძა, ფანჯარასთან ჩაიმუხლა, ვინაიდან შეეშინდა, რომ ტყვია ფანჯრისკენ არ წამოსულიყო და მას არ მოხვედროდა, გარეთ გაიხედა და დაინახა ბრალდებული, რომელსაც მოწმის აზრით, გამიზნული ჰქონდა დაზარალებულის შვილიშვილის მოკვლა. მოწმემ აღნიშნა, რომ მისი შვილიშვილი წასული იყო ქალაქში და შინ გვიან დაბრუნდა. მოწმემ განმარტა, რომ ბ--- კ----–---ძე იყო ნასვამ მდგომარეობაში, იგი შემთხვევის ადგილას მარტო არ იმყოფებოდა, ვიღაც ახლდა, რომელიც თხოვდა ბრალდებულს რომ წასულიყო შემთხვევის ადგილიდან, მაგრამ თუ კონკრეტულად ვინ იყო ის პიროვნება, რომელმაც ბ--- წაიყვანა მოწმისთვის ცნობილი არ არის. მოწმემ განმარტა, რომ ბ--- კ----–---ძის ქმედების შედეგად, დაზიანდა ორი კარები, კედლები და ჩაიმსხვრა ფანჯარა. მოწმემ აღნიშნა, რომ შემთხვევის დღეს საკმაოდ ბნელოდა და შუქიც არ იყო, ამიტომ მას ბ--- კ----–---ძე არ დაუნახავს უშუალოდ, თუმცა მან ბრალდებული ამოიცნო ხმით. მოწმემ, ასევე აღნიშნა, რომ ბ--- კ----–---ძის გასროლის შედეგად ნერვიულობის ფონზე გარდაიცვალა მისი შვილიშვილი, რომელსაც ჰქონდა ბ---ს ვალი და ამ ვალის აღების შემდეგ ბრალდებული ერთხელ მივიდა მ-----–- ჟ-----ს საცხოვრებელ სახლში, მანამდე კი ბ--- კ----–---ძე, როგორც მოწმემ თქვა, მასთან სახლში ნამყოფი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული მოწმის მეზობელი და მისი თქმით მეხუთე მოსახლეა, არც არასდროს მოუწვევია დაზარალებულს სუფრაზე და ასევე დაზარალებულის განმარტებით, მოხუც ქალთან ბ---ს არაფერი ესაქმებოდა და თავისი შვილიშვილის მიერ აღებულ სესხამდე კ----–---ძე დაზარალებულთან სახლში არ ყოფილა. მოწმემ განმარტა, რომ მისი შვილიშვილის გარდაცვალებაში ადანაშაულებს ბრალდებულს და აღნიშნა, რომ ვალის გამო ადამიანი არ უნდა მოეკლათ. მოწმემ გაიხსენა, რომ 20-- წლის 10 ა-----–ს ბ--- კ----–---ძე დაემუქრა მას და უთხრა რომ „დაწვავდა“.

 

2.2. საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ვ-–- ზ-------ემ განმარტა, რომ მან ჩაატარა ბ--- კ----–---ძის სახლის ჩხრეკა 20-- წლის 10 ა-----–ს, ღამით, გამომძიებელ ვ------ ფ-----ის პატაკის საფუძველზე, რომლის თანახმადაც ბრალდებული თავის საცხოვრებელ სახლში უკანონოდ ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღს. ჩხრეკის დროს ბ--- კ----–---ძე სახლში არ იმყოფებოდა, საგამოძიებო ჯგუფს სახლში დახვდა ბ---ს დედა ნ---- კ----–---ძე, რომელსაც განუმარტეს, რომ დადგენილების საფუძველზე აუცილებელი იყო ჩაეტარებინათ მათი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა და თუკი სახლში ინახებოდა ცეცხლსასროლი იარაღი ნებაყოფლობით წარმოედგინათ. ბრალდებულის დედამ ნებაყოფლობით გადასცა მათ სანადირო თოფი, რომელიც ამოღებულ იქნა ვაზნებთან ერთად. ჩხრეკის შედეგად სხვა ნივთი არ ამოღებულა. მოწმემ განმარტა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით გამოკითხა ბრალდებულის დედა ნ---- კ----–---ძე, რომელმაც განუმარტა, რომ ამოღებული სანადირო თოფი ეკუთვნოდა ბ--- კ----–---ძეს. მოწმემ გაიხსენა, რომ ამოღებული ნივთი იყო დარეგისტრირებული. მისთვის საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ცნობილი იყო, რომ ბ--- კ----–---ძემ გაისროლა მ-----–- ჟ-----ს საცხოვრებელი სახლის მიმართულებით, ამიტომ გახდა მისი ამოღება საჭირო.

 

2.3. საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა ფარცხანაყანევის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ვ------ ფ-----ემ განმარტა, რომ მან მიიღო შეტყობინება, რომლიც თანახმად, სოფელ მ----–--ში მცხოვრები ბ--- კ----–---ძე სახლში ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღს. აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემდეგ მოახსენა შესაბამის პირებს. როგორც მოწმემ განმარტა, მან ეს ინფორმაცია მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ, ღამით. მოწმემ განმარტა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით დაზიანებული იყო მ-----–- ჟ-----ს საცხოვრებელი სახლის გარე ფასადი.

 

2.4. საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა ფარცხანაყანევის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ო----- ბ------–---–მა განმარტა, რომ მიღებული შეტყობინების საფუძველზე მის მიერ დაწყებულ იქნა გამოძიება. მოწმემ აღნიშნა, რომ მისი მონაწილეობით დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, გამოკითხა მოწმეები, წარუდგინა ბრალდება ბ--- კ----–---ძეს და დანიშნა ბალისტიკური ექსპერტიზა. მოწმემ აღნიშნა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერება მიმდინარეობდა ღამის საათებში და მასში მონაწილეობდა სახლის მესაკუთრე მ-----–- ჟ-----. დათვალიერების შედეგად მ-----–- ჟ-----ს საცხოვრებელი სახლის კედლიდან ამოღებულ იქნა ე.წ. საფანტი და გილზის დამცავი პლასტმასის მასალა. მოწმემ გაიხსენა, რომ მ-----–- ჟ-----მ გამოძიების ჯგუფს განუცხადა, რომ ბ--- კ----–---ძე უნებართვოდ შევიდა მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში და მოახდინა გასროლა, რის შედეგადაც მას გაუჩნდა შიში. მოწმემ განმარტა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ ბრალდება წარედგინა ბ--- კ----–---ძეს, რომელიც დაეთანხმა წარდგენილ ბრალდებას, ამის შემდეგ დაინიშნა საქმეზე ბალისტიკური ტიპის ექსპერტიზა და ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულ იქნა იარაღი. მოწმემ აღნიშნა, რომ ბრალდებულის ქმედების შედგეგად დაზიანებული იყო საცხოვრებელის სახლის კარის გარე ზედაპირი და კედელი, საფანტის მარცვლები შერჩენილი იყო კედელში და ხის კონსტრუქციაში. აღნიშნული მარცვლები და ე.წ გილზის დამცავები იქნე ამოღებული. მიუხედავად ამისა, ამოღებული მასალა არ იქნა ექსპერტიზაზე გადაგზავნილი, ვინაიდან მისი ფუნქციიდან გამომდინარე ეს მასალა არ იქნებოდა საჭირო ინფორმაციის მომცემი გამოძიებისთვის.

 

2.5. საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ------- შ--–-----მა განმარტა, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 12 კალიბრის ორლულიანი სანადირო თოფი წარმოადგენს გარეჩახმახიან სანადირო თოფს. წარმოდგენილი თოფის ლულის ქვედა მარცხენა ბალიშზე, ლულების საყუდარის მარცხენა ბალიშზე და კონდახის ბოლოზე ამოკვეთილია საქარხნო ნომერი „T----“ და “Y----”. წარმოდგენილი თოფის სასხლეტ-დამცემი მექანიზმის შემოწმებისას დადგინდა, რომ მისი სასხლეტ-დამცემი მექანიზმის ურთიერთმოქმედება სწორია, მისი ნაწილების დათვალიერებისას გასროლის წარმოებისათვის რაიმე შემაფერხებელი დეფექტი არ აღინიშნება. წარმოდგენილი თოფი დამზადებულია ქარხნული წესით. აღნიშნული თოფიდან ბოლო გაწმენდის შემდეგ გასროლის ფაქტის დადგენის მიზნით, მის ორივე ლულაში, გატარებული იქნა ბამბის ტამპონები, რომლებიც შეიფუთა და დაილუქა სათანადო წესით შემდგომი გამოკვლევისათვის. წარმოდგენილი თოფის გასროლების წარმოებისათვის ვარგისიანობის დადგენის მიზნით, მისი ორივე ლულიდან ჩატარებული იქნა ექსპერიმენტული გასროლები 12 კალიბრის სანადირო ვაზნებით. ყველა შემთხვევაში გასროლები მოხდა ნორმალურად, შეფერხების გარეშე. წარმოდგენილი თოფი გასროლების წარმოებისათვის ვარგისია და მიეკუთვნება გლუვლულიან სანადირო ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას. წარმოდგენილი თოფიდან თვითგასროლის წარმოების შესაძლებლობის დასადგენად ჩატარებული იქნა ექსპერიმენტი, რა დროსაც აღნიშნული თოფის ლულების სავაზნეებში მოთავსდა მხოლოდ კაფსულით გაწყობილი სანადირო ვაზნის მასრები, დამცავ ფეხზე და საბრძოლო ფეხზე მყოფ მდგომარეობაში შეირყა სხვადასხვა მიმართულებით და სხვადასხვა ნაწილების საყრდენად გამოყენებით. არცერთ შემთხვევაში სარტყამის დაცემა კაფსულაზე და მათი აფეთქება არ მოხდა. აღნიშნულის შემდეგ ექსპერიმენტი გაგრძელდა წარმოდგენილი თოფის სხვადასხვა ნაწილებზე დაპრესილი რეზინის ჩაქუჩით მიტანილი დარტყმებით და წარმოდგენილი თოფი, ჩახმახის საბრძოლო ფეხზე შეყენებულ მდგომარეობაში, ენარცხებოდა სხვადასხვა სახის ზედაპირს სხვადასხვა სიმაღლიდან. ორივე ლულის ჩახმახების დასხლეტა და ორივე ლულაში კაფსულების აფეთქება მოხდა აღნიშნული თოფის ლულების 15-20 სმ სიმაღლიდან და ასევე კონდახის დუგლუგით 20-25 სმ სიმაღლიდან მყარ ზედაპირზე დანარცხებისას. აღნიშნული გარემოება განპირობებულია ორივე ლულის ჩახმახების საბრძოლო და დამცავი ფეხის შვერილების მუშა წახნაგების არასწორი მუშაობით. აღნიშნული მონაცემები საფუძველს იძლევა დასკვნისათვის იმის შესახებ, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ქარხნული წესით დამზადებული 12 კალიბრის ორლულიანი “T---5-” მოდელის გარეჩახმახიანი სანადირო თოფიდან სასხლეტ კაუჭზე თითის დაჭერის გარეშე გასროლის წარმოება შესაძლებელია ორივე ლულიდან დასკვნის კვლევით ნაწილში აღწერილ პირობებში. 16 კალიბრის სანადირო 03 ცალი წითელი და 10 ცალი თეთრი ფერის პლასტმასის კორპუსიანი ვაზნა ვაზნები გაწყობილია ქარხნული წესით, სხვადასხვა ზომის საფანტით, პიროქსილინური დენთის წონილებით და ევროპული სტანდარტის “K----”-ის ტიპის კაფსულებით. აღნიშნული ვაზნები განკუთვნილია 16 კალიბრის გლუვლულიანი სანადირო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასასროლად და კალიბრების შეუთავსებლობის გამო მათი გასროლა წარმოდგენილი 12 კალიბრის ორლულიანი “T---5-” მოდელის გარეჩახმახიანი სანადირო თოფიდან შეუძლებელია. ვაზნების გასროლების წარმოებისათვის ვარგისიანობის დადგენის მიზნით მათგან ამორჩევით 06 ცალი ვაზნა გასროლილი იქნა 16 კალიბრის სანადირო თოფიდან. გასროლები ყველა შემთხვევაში მოხდა ნორმალურად შეფერხების გარეშე. აღნიშნული მონაცემები საფუძველს იძლევა დასკვნისათვის იმის შესახებ, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ქარხნული წესით დამზადებული 16 კალიბრის სანადირო 13 ცალი ვაზნა გასროლების წარმოებისათვის ვარგისია, მიეკუთვნება გლუვლულიანი სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის საბრძოლო მასალას და მათი გასროლა წარმოდგენილი 12 კალიბრის ორლულიანი “T---5-” მოდელის გარეჩახმახიანი სანადირო N-Y---- თოფიდან შეუძლებელია კალიბრების შეუთავსებლობის გამო. 12 კალიბრის სანადირო 02 ცალი მწვანე და თეთრი ფერის პლასტმასისკორპუსიანი ვაზნები გაწყობილია ქარხნული წესით, საფანტით, პიროქსილინური დენთის წონილებით და ასევე ევროპული სტანდარტის “K----” ტიპის კაფსულით. აღნიშნული ვაზნები განკუთვნილია 12 კალიბრის გლუვლულიანი სანადირო ცეცხლსასროლი იარაღიდან და მათ შორის ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 12 კალიბრის ორლულიანი “T---5-” მოდელის გარეჩახმახიანი სანადირო N-Y---- თოფიდან გასასროლად. ვაზნების გასროლების წარმოებისათვის ვარგისიანობის დადგენის მიზნით ისინი გასროლილი იქნა 12 კალიბრის სანადირო თოფიდან. გასროლები ორივე შემთხვევაში მოხდა ნორმალურად და შეფერხების გარეშე. აღნიშნული მონაცემები საფუძველს იძლევა დასკვნისათვის იმის შესახებ, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ქარხნული წესით დამზადებული 12 კალიბრის 02 ცალი სანადირო ვაზნა გასროლების წარმოებისათვის ვარგისია, მიეკუთვნება გლუვლულიან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის საბრძოლო მასალას და მათი გასროლა ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 12 კალიბრის ორლულიანი T---5- მოდელის გარეჩახმახიანი სანადირო N-Y---- თოფიდან შესაძლებელია. ტყვიის ლითონის ოვალური ფორმის სამი ცალი დეფორმირებული სხეული და ტყვიის ლითონის ოვალური ფორმის ორი ცალი მსუბუქად დეფორმირებული სხეული. აღნიშნული ტყვიის ლითონის მარცვლების ზედაპირის ხარისხი და ხასიათი მასზედ მეტყველებს, რომ ისინი წარმოადგენენ დაშტამპვის ხერხით დამზადებული სანადირო საფანტის მარცვლებს, რომლებიც სავარაუდოდ N3 სანადირო საფანტის მარცვლებს წარმოადგენენ. აღნიშნული მონაცემები საფუძველს იძლევა დასკვნისათვის იმის შესახებ, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ტყვიის ლითონის ძლიერ დეფორმირებული სამი ცალი და მსუბუქად დეფორმირებული ორი ცალი სხეული წარმოადგენენ დაშტამპვის ხერხით დამზადებული სანადირო, სავარაუდოდ N3 საფანტის მარცვლებს და ისინი გასროლილია რაიმე გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან. მოწმემ განმარტა, რომ საფანტის შეჯგუფება დამოკიდებულია თუ როგორ არის სანადირო ვაზნა გაწყობილი, რა სიგრძის ლულა გააჩნია სანადირო თოფს. ეს ყოველივე გავლენას ახდენს საფანტის გაშლაზე. ასევე, საფანტის შეჯგუფება უფრო ვიწროა ზაფხულში, ხოლო ზამთარში უფრო გაშლილია. შედარებით ახლო მანძილიდან ნასროლი საფანტი უფრო ვიწროდ ჯგუფდება, ხოლო შორიდან ნასროლი უფრო გაშლილია. მოწმემ აღნიშნა, რომ გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის იდენტიფიკაცია შეიძლება მოხდეს მხოლოდ ფინდიხით და ტყვიით, ხოლო წვრილი სანადირო საფანტის მეშვეობით ცეცხლსასროლი იარაღის დადგენა შუეძლებელია.

 

2.6. საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტ-კრიმინალისტმა ო----- ხ-----------მ განმარტა, რომ იმერეთის საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურში შევიდა შეტყობინება გამომძიებელ ო----- ბ------–---–ის მიერ მუქარის ფაქტთან დაკავშირებით. მოწმემ აღნიშნა, რომ მან მეწყვილესთან ერთად დაათვალიერა შემთხვევის ადგილი და დაასურათა. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ნახეს, რომ დაზიანებული იყო კარები. დათვალიერების შედეგად ამოღებულ იქნა ლითონის და პლასტმასის ფრაგმენტები, რომლებიც დაილუქა შესაბამის პაკეტებში შესაბამისი ხელმოწერებით. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა დათვალიერების ოქმი. მოწმის გაიხსენა, რომ შემთხვევის ადგილი იყო წ---–-------ს რაიონის, სოფელ მ----–--ში, დათვალიერება მიმდინარეობდა ღამით ხელოვნური განათების პირობებში.

 

2.7. საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა ი---–- კ----–---ძემ განმარტა, რომ მის საცხოვრებელ სახლში მოსულები იყვნენ პოლიციელები და ამოიღეს სანადირო თოფი, რომელიც გადასცა მან ნებაყოფლობით. მოწმემ აღნიშნა, რომ დაზარალებულ მ-----–- ჟ-----ს საცხოვრებელ სახლსა და მის საცხოვრებელ სახლს შორის დაახლოებით 200 მეტრია. მოწმემ განმარტა, რომ მას მ-----–- ჟ-----სთან მეგობრული და მეზობლური ურთიერთობა აქვს. ასევე, ბ--- კ----–---ძეს დაზარალებულის შვილიშვილებთან რ----- და შ-------- ჯ------ეებთან, მათგან რ-----ი ჯ------ე გარდაცვლილია. უშუალოდ კ----–---ძეების ოჯახთან გარდაცვლილს არასდროს ჰქონია კონფლიქტი და პრობლემა, თუმცა მოწმემ თქვა, რომ მას სმენია რ-----ის მევალეების შესახებ. მოწმემ გაიხსენა, რომ როცა მის სახლში ჩხრეკა ჩატარდა ქარიანი ამინდი იყო, შუქი არ იყო, ბნელოდა და პოლიციელები ხელოვნური განათების საშუალებებით შევიდნენ ეზოში. მოწმემ განმარტა, რომ მას არასდროს სმენია ბ--- კ----–---ძესა და მ-----–- ჟ-----ს შორის არსებული კონფლიქტის შესახებ.

 

2.8. საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა წ---–-------ს რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა კ---- ფ---–---–---მა განმარტა, რომ მან გააცნო დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ მ-----–- ჟ-----ს. ასევე, მან გამოკითხა 20-- წლის 17 ა-----–ს დაზარალებული და მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია ასახა გამოკითხვის ოქმში.

 

2.9. საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა წ---–-------ს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორმა ვ------- ს--–--ემ განმარტა, რომ მან მოწმის სახით თ---–--ის ერთ-ერთ პოლიციის განყოფილებაში გამოკითხა ბ-–--ი ჟ-----, რომელმაც განუმარტა, რომ სოფელ მ----–--ში მდებარე სახლი იყო მის თანასაკუთრებაში. მოწმემ გაიხსენა, რომ ბ-–--ი ჟ-----ს არ სურდა თავისი თავის ცნობა დაზარალებულად, ვინაიდან ის ცხოვრობდა ქ.თ---–--ში და ვერ მიიღებდა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობას.

 

2.1-- საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა ბ-–--ი ჟ-----მ განმარტა, რომ ის ქალაქ თ---–--ში საცხოვრებლად წასვლამდე ცხოვრობდა სოფელ მ----–--ში დედასთან და მის მეუღლესთან ერთად. მოწმემ გაიხსენა, რომ მომხდარი ფაქტის შესახებ დედასთან სატელეფონო საუბრით გაიგო. მოწმემ განმარტა, რომ მან არ იცის როგორი ურთიერთობა ჰქონდათ მის გარდაცვლილ დისშვილს და ბ--- კ----–---ძეს. მოწმემ აღნიშნა, რომ წ---–-------ს რაიონის, სოფელ მ----–--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ბ--- კ----–---ძე ხშირად დადიოდა. მოწმემ განმარტა, რომ ის ვერ იხსენებს ბრალდებულის დედამისთან კონფლიქტის ფაქტს.

 

2.11. ბრალდებულმა ბ--- კ----–---ძემ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება, ისარგებლა დუმილის უფლებით და არ მისცა საკუთარი თავის მამხილებელი ჩვენება. მან საბოლოო სიტყვაში ითხოვა გამართლება (საქართველოს სსსკ-ის 38-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად ბრალდებულს შეუძლია ნებისმიერ დროს გამოიყენოს დუმილის უფლება. თუ ბრალდებული ირჩევს დუმილის უფლებას, ეს არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად).

 

2.12. საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდების მხარემ დასაკითხ პირთა სიიდან მოხსნა მოწმეები: ბ--- კ----–---ძე, კ--- ქ-----–--ე და დ----- ჩ----–-–---–ი.

 

2.13. საქმის არსებითი განხილვის დროს დაცვის მხარემ უდავოდ ცნო ბრალდების მხარის ნივთიერი მტკიცებულებები: ჩხრეკის შედეგად ამოღებული სანადირო, გლუვლულიანი თოფი და ვაზნები; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ტყვიის დეფორმირებული მარცვლები, პლასტმასის ფრაგმენტი და თოფის ლულიდან ამოღებული ანაწმენდები; მოქალაქე ბ--- კ----–---ძის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. შესაბამისად, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა. მტკიცებულების უდავოდ მიჩნევით, მხარეები პრაქტიკულად იყენებენ მათთვის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით მინიჭებულ უფლებამოსილებას. უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვის სხდომაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული და პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, იდენტურად ადასტურებენ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულ მტკიცებულებებს შორის არ არსებობს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მათ სანდოობას.

 

2.14. საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვეულ იქნა ბრალდების მხარის წერილობითი მტკიცებულებები და ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის ფოტოსურათები - 01 ცალი დისკი.

 

3. ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

3.2. სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს, ხოლო მტკიცებულებათა უტყუარობა დამოკიდებულია მათი სანდოობის მაღალი ხარისხით არსებობის შემთხვევაში.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა უტყუარობის საკითხთან დაკავშირებით განმარტებულია, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგალითად; გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა, ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 ა-----–ის #397აპ-14 განაჩენი).

 

3.3. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის ”დ” ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, პირს რომელსაც ბრალი ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში, უფლება აქვს სასამართლოში დაიკითხოს ან დააკითხინოს ბრალდების მოწმეები, გამოიძახოს და დააკითხინოს დაცვის მოწმეები, ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში.

 

3.4. საქმეში არსებული ნებისმიერ მტკიცებულების შეფასება ემყარება მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპს, რის გამოც, არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია განისაზღვროს მტკიცების საგანში შემავალ რამდენად მნიშვნელოვან საკითხს ეხება იგი და როგორი დამაჯერებლობით და სიზუსტით ამტკიცებს დასადგენ გარემოებებს. აქედან გააჩნია პირდაპირ მტკიცებულებას მეტი მტკიცებულებითი ძალა ვიდრე არაპირდაპირ მტკიცებულებებს.

3.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვით მოპოვებული ვერ იქნა დამაჯერებელი, პირდაპირი მტკიცებულებები წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად, რადგანაც, ბრალდება თავის დასკვნას პირის ბრალდების შესახებ ამყარებს მხოლოდ არაპირდაპირ მტკიცებულებებზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობაში იგულისხმება საქმის არსებითი განხილვის დროს მხარეთა მიერ გამოკვლეული სულ მცირე, ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულების არსებობა, რომლებიც სრულ თანხვედრაში იქნება ერთმანეთთან და მოგვცემს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის დადასტურების შესაძლებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული სტანდარტი, თავისი შინაარსით, ეს არის სასამართლოს მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ეს არის მტკიცებულებითი სტანდარტის ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება, რადგანაც, მოცემულ შემთხვევაში, მთავარი აქცენტი გადატანილია არა ვარაუდზე, არამედ, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად, ცალკეული ფაქტების არსებობაზე, რომელთა გამოკვლევის შედეგად არ უნდა დარჩეს გონივრული ეჭვი ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების ჭეშმარიტებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში, მხოლოდ დაუსაბუთებელი ვარაუდების საფუძველზე, პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/5-8 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016). ამდენად, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს.

 

მტკიცებულებების დამაჯერებლობა უპირველეს ყოვლისა გამოიხატება იმაში, თუ რა სიზუსტით შეუძლია მას დაადასტუროს ან უარყოს ესა თუ ის ფაქტი თუ გარემოება.

 

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე ,,სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას“, რაც, გულისხმობს ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე, ამ მტკიცებულებათა შემხებლობას დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.

 

3.6. სისხლის სამართლის კოდექსის მე-8 მუხლი ადგენს მიზეზობრივ კავშირს ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, რაც გულისხმობს, რომ შედეგი გამოწვეული უნდა იყოს კონკრეტული პირის ქმედებით, მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენელი მტკიცებულებებით დადასტურებულ ვერ იქნა მიზეზობრივი კავშირი ბრალდებულის მიერ განხორციელებულ შესაძლო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

3.7. სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით განიხილა, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულ ბ--- კ----–---ძის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენას, რაც საფუძველი გახდებოდა საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

 

3.8. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან/და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის გამოც ეს უკანასკნელი კარგავს სიმშვიდეს და ელოდება მუქარის რეალურად განხორციელებას. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა თუ არა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში, კერძოდ მუქარაში. მუქარა შეიძლება განხორციელდეს წერილის მიწერით, სატელეფონო საუბრით, პირისპირ საუბრით, იარაღის დემონსტრირებით. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი. იგი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში. მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს ბ--- კ----–---ძის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებების კვალიფიკაციისათვის აუციელებელი ობიექტური და სუბიექტური მხარისათვის დამახასიათებელი ყველა ნიშანი/გარემოება.

 

3.9. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილი დასჯად ქმედებად მიიჩნევს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევას.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლში აღნიშნულია, რომ არავის არა აქვს უფლება შევიდეს საცხოვრებელ ბინაში და სხვა მფლობელობაში პირთა ნების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ჩაატაროს ჩხრეკა, თუ არ არის სასამართლოს გადაწყვეტილება ან კანონით გათვალისწინებული აუცილებლობა. კონსტიტუციური დებულებიდან გამომდინარე და მისი შესრულების უზრუნველსაყოფად სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლი კრძალავს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევას. აღნიშნული დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა ითვალისწინებს ბინაში ან სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონო შესვლას, უკანონო ჩხრეკას ან სხვა ქმედებას, რომელიც არღვევს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას. უკანონო შესვლად ჩაითვლება სხვა პირის ბინასა თუ სხვა მფლობელობაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გამოჩენა და ყოფნა. შესვლა უკანონოა იმ შემთხვევაში, თუ იგი ჩადენილია კანონმდებლობის დარღვევით. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დასადგენად აუცილებელია ზუსტად და ნათლად იყოს გამოხატული ბინის მეპატრონის ნება მასში სხვა პირის არასასურველი ყოფნის შესახებ.

 

საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ფორმალურ შემადგენლობათა ჯგუფს მიეკუთვნება; იგი დამთავრებულად ითვლება სხვის ბინაში ან სხვა მფლობელობაში უკანონო შესვლის ან უკანონო ჩხრეკის თუ სხვა მოქმედების ჩატარების მომენტიდან. აღნიშნული დანაშაულის ჩადენა შესაძლებელია პირდაპირი განზრახვით. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა და სურს უკანონოდ შევიდეს ბინაში თუ სხვა მფლობელობაში.

 

3.1-- მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ვერ იქნა უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებული, რომ ბ--- კ----–---ძემ დაზარალებულ მ-----–- ჟ-----ს მიმართ განახორციელა სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, ასევე, სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა. სასამართლო სრულად იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ბრალდებულის უდანაშაულობასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ დაზარალებულ მ-----–- ჟ-----ს მიერ მიცემული ჩვენება არ იყო თანმიმდევრული, მან ვერ გასცა ლოგიკური და დამაჯერებელი პასუხები დასმულ კითხვებს, მისი პასუხები იყო ცვალებადი, სხვადასხვა ფორმით და ინტერპრეტაციით წარმოდგენილი. აქედან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მ-----–- ჟ-----ს მიერ მიცემული ჩვენება შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას. კერძოდ, დაზარალებულმა ზუსტად ვერ მიუთითა თუ რა ნიშნით ან როგორ ამოიცნო ბ--- კ----–---ძე, მან თავდაპირველად აღნიშნა, რომ ბ--- კ----–---ძე დაინახა, ხოლო შემდეგ მიუთითა რომ არ დაუნახავს, მაგრამ ხმით ამოიცნო, ასევე მ-----–- ჟ-----მ გაიხსენა, რომ იმ ღამით საკმაოდ ბნელოდა და შუქიც არ იყო. აღნიშნულ გარემო პირობებში - ცუდი ხილვადობის გამო ცხადია, რომ ის ვერ შეძლებდა რამდენიმე მეტრის მოშორებით პიროვნების დანახვას, ამასთან უთითებს, რომ ბ---ს სხვაც ახლდა, მაგრამ ის ვერ დაინახა. გასათვალისწინებელია კიდევ ერთი ინფორმაცია, რომელიც დაზარალებულმა მიაწოდა სასამართლოს, მან აღნიშნა, რომ ბ--- კ----–---ძე მის სახლში ნამყოფი არ არის, როდესაც საწინააღმდეგო დაადასტურა საქმის არსებითი განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა ბ-–--ი ჟ-----მ, რომელიც დაზარალებულ მ-----–- ჟ-----ს შვილია და ამავდროულად წ---–-------ს რაიონის, სოფელ მ----–--ში მდებარე საცხოვრებელი სახლის თანამესაკუთრე. ბ-–--ი ჟ-----მ აღნიშნა, რომ მათ სახლში ბ--- კ----–---ძე ხშირად დადიოდა. ყოველი ზემოთაღნიშნული ეჭქვეშ აყენებს დაზარალებულის მიუკერძოებლობას და გულწრფელობას.

 

ასევე, სასამართლო განმარტავს, რომ ბ--- კ----–---ძის ყოფნის ფაქტი მ-----–- ჟ-----ს საცხოვრებელი სახლის ეზოში ვერ იქნა დადასტურებული უტყუარად ერთი პირდაპირი მტკიცებულებითაც კი, ასევე ვერც ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით და საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლეული შემთხვევის ადგილის ფოტოსურათებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა, რომ მ-----–- ჟ-----ს საცხოვრებელი სახლის მიმართულებით გასროლა განახორციელა ბ--- კ----–---ძემ. სასამართლოს მიაჩნია, რომ დანაშაულის ჩადენის მოტივიც არ გვაქვს სახეზე მოცემულ შემთხვევაში. ბრალდებულს და დაზარალებულს შორის კონფლიქტის არარსებობის ფაქტი დაადასტურეს მოწმეებმა ი---–- კ----–---ძემ და ბ-–--ი ჟ-----მ. რაც შეეხება სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეებს: ო----- ბ------–---–ს, კ---- ფ---–---–---ს და ბ-–--ი ჟ-----ს აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო უთითებს, რომ მოწმეებს უშუალოდ ფაქტთან შემხებლობა არ ჰქონიათ და ინფორმაციას ფლობენ დაზარალებულისაგან.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე უტყუარი, პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც გააბათილებდა დაცვის მხარის მოთხოვნის არგუმენტაციას და მის გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი გახდებოდა. მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული ირიბი მტკიცებულებები, ზოგადად ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა და მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფუძველს, რადგანაც, გასათვალისწინებელია, რომ ,,მტკიცებულება ადეკვატურად უნდა ასახავდეს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი, მტკიცებულება ვერ იქნება უტყუარი, თუ იგი იმაზე მეტ გავლენას ახდენს მართლმსაჯულებაზე, ვიდრე ეს მისი ბუნებიდან უნდა გამომდინარეობდეს. მტკიცებულება არ უნდა უქმნიდეს ფაქტების დამდგენს მცდარ წარმოდგენას ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების არსებობის ან არარსებობის თაობაზე“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1|1|5-8 გადაწყვეტილება).

 

3.11. სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებებს არ მიიჩნევს უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს, ბ--- კ----–---ძის ბრალეულობა სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარაში, ასევე სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლაში, რადგანაც, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა არა მხოლოდ ორი ან მეტი პირდაპირი უტყუარი მტკიცებულება, არამედ ერთი პირდაპირი მტკიცებულებაც კი.

 

მტკიცების ტვირთის თვალსაზრისით ბრალდების მხარის მიერ მითითებული გარემოებები ვერ სცილდება ვარაუდს და არსებობს მხოლოდ ეჭვის დონეზე, რაც, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს პირის დამნაშავედ ცნობას.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც, სასამართლო იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, მიიჩნევს, რომ ბრალდებულ ბ--- კ----–---ძის მიმართ, წარდგენილი ბრალდება დაუდასტურებელია და შეუძლებელია მას მსჯავრი დაედოს წარდგენილი კვალიფიკაციით.

 

3.12. საქმის სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ ბ--- კ----–---ძის მიმართ, არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მათ ბრალეულობას, რადგანაც, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესოს კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ევს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ასევე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

სასამართლომ ერთობლიობაში შეაფასა საქმის სასამართლო განხილვით მოპოვებული მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებული ბ--- კ----–---ძე ცნობილ უნდა იქნენ უდანაშაულოდ და გამართლდნენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

4. ნივთმტკიცების, ყადაღისა ან სხვა საკითხების გადაწყვეტა:

4.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით, განაჩენში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-280-ე და 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ბ--- კ----–---ძე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2. ბ--- კ----–---ძე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

3. ბ--- კ----–---ძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 ი-----ს განჩინებით ყადაღადადებულ ნ---- კ----–---ძის (პ/ნ 5----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას - მდებარე წ---–-------, სოფელი მ----–--ი (საკადასტრო კოდით 2--1--4-.2--.).

 

4. გამართლებულ ბ--- კ----–---ძეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.

 

5. საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი:

 

5.1. ჩხრეკის შედეგად ამოღებული სანადირო, გლუვლულიანი თოფი და ვაზნები - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს.

 

5.2. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ტყვიის დეფორმირებული მარცვლები, პლასტმასის ფრაგმენტი და თოფის ლულიდან აღებული ანაწმენდები - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

5.3. მოქალაქე ბ--- კ----–---ძის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რომელიც ინახება წ---–-------ს რაიონული სამმართველოს ფარცხანაყანების პოლიციის განყოფილებაში, დაუბრუნდეს ბ--- კ----–---ძეს.

 

5.4. საქმეზე დართული 01 (ერთი) ცალი დისკი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შეტანის გზით.

 

მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილი