გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3302630-2/772-19წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
10 მარტი, 2020 წელი ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი
სხდომის მდივანი - თამარ ტეფნაძე
მოსარჩელე - ს-----–-----------------
წარმომადგენელი - ნ---- გ--–-–---–-
მოპასუხე - კ-------- კ-------, შ--–-- ბ-–----;
დავის საგანი - მოპასუხე მხარისათვის თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხეებს სს „ლ-------- ბანკი“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ: 4--/0---/2---/0---- ხელშკრულებით გამომდინარე 2796.78 ლარის გადახდა, ძირითადი თანხა -1749.09 ლარი; % - 457.69 ლარი და ჯარიმა - 590 ლარი.
კ--------. კ-------ს სს „ლ-------- ბანკის სასარგებლოდ დაეკისროს. N2-------------- ხელშკრულებით გამომდინარე 1-54.73 ლარის გადახდა,ძირითადი თანხა - 934.43 ლარი; %. - 9 ლარი და ჯარიმა - 21-.30 ლარი,.
კ-------- კ-------ს სს „ლ-------- ბანკი“ სასარგებლოდ დაეკისროს N7-------------- ოვერდრაფტიდან გამომდინარე 838.18 ლარის გადახდა, რაც წარმოდგენს ძირ თანხას.
კ-------- კ-------ს ს.ს. „ლ-------- ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროს N1------- სესხიდან გამომდინარე 245.15 ლარის გადახდა, რაც წარმოადგენს ძირ თანხას.
1.2. დაეკისროთ მოპასუხე მხარეებს ბანკის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გაწეული სასამართლო ხარჯის - 151,05 ლარის ანაზღაურება.
მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
ერთი მხრივ სს „ლ-------- ბ---სა“ და მეორე მხრივ კ-------- კ-------ს (შემდგომში მსესხებელი) შორის 2--- წლის 27 ოქტომბერს გაფორმებული იქნა N4--/0---/2---/0---- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ოდენობამ შეადგინა 8100 ლარი, წლიურ 15.5000% პროცენტად და ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 48 თვე. მხარეს გადაეცა სესხის დაფარვის შესაბამისი გრაფიკი. ს.ს. ,,ლ-------- ბანკის’’ მიერ გაცემული ამონაწერის თანახმად 2.0-.2----დან მოპასუხის მხრიდან არ მომხდარა ხელშეკრულების თანდართული გრაფიკით გათვალისიწინებული თანხის დაფარვა შესაბამისად. "პირგასამტეხლო მოპასუხე მხარეს ერიცხება აღნიშნული რიცხვიდან. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს 0.5%. მოპასუხეთა დავალიანება (ძირითადი თანხა, პროცენტი და პიგასამტეხლო) სს „ლ-------- ბ----ს’’ მიმართ დაანგარიშებულია „დავალიანების შესახებ“ ცნობის გაცემის თარიღისათვის, ანუ 2-1- წლის 12 ნოემბრის მდგომარეობით.
ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმებულ იქნა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც თავდებმა პირმა - შ--–-- ბ-–----მ იკისრა სოლიდარული თავდებობა ძირითად მოვალესთან ერთად. ხელშეკრულებით თავდებობის მაქსიმალური ლიმიტი განსაზღვრულ იქნა 10 954.50 ლარით.
ერთი მხრივ ს.ს. „ლ-------- ბ---სა“ და მეორე მხრივ კ-------- კ-------ს (შემდგომში მსესხებელი) შორის 2013 წლის 18 ივლისს გაფორმებული იქნა. N2-------------- "მეჯიქ ქარდის ხელშეკრულება, საკრედიტო ბარათის ლიმიტი 950 ლარი, წლიურ 36% პროცენტად და ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 10.07.2----მდე. ვადაგადაცილების პირგასამტეხლო 0.50 %. ამასთან, |მსესხებელი ვადაგადაცილებაშია 26.06.2--- დან.
2015 წლის 9 ს-------რიდან, კ-------- კ------- სარგებლობდა, სს" ლ-------- ბ---ში" მის სახელფასე ანგარიშზე გააქტიურებული ოვერდრაფტით, ანგ. N7-------------- რომელზეც ათვისებულმა და დაუბრუნებელმა თანხამ შეადგინა 838.18 ლარი. ოვედრაფტი წარმოადგენს ბანკის თანხმობით ბანკის ერთ ან რამდენიმე ანგარიშზე დაშვებულ ლიმიტს, რომლითაც სარგებლობის უფლება აქვს ”ლ-------- ბ----ს'' პლასტიკური ბარათის მქონე პირს სს "ლ-------- ბანკი", მომხმარებელს სთავაზობს ოვედრაფტის ბანკომატით გააქტიურების შესაძლებლობას, ხოლო ბანკომატი, აღნიშნული ოვედრაფტის სახელფასე ანგარიშზე გააქტიურების შანსს, რაც თავისი შინაარსით წარმოადგენს. ოფერტს, მოვალე კი თავისი კონკლუდენტური მოქმედებით რაც გამოიხატება სახელფასე ანგარიშზე ოვედრაფტის გააქტიურებითა და თანხის გახარჯვით აცხადებს აქცეფტს და ეთანხმება კრედიტორის მიერ დადგენილ პირობებს.
კრედიტორის მხრიდან ხდება მხოლოდ გახარჯული თანხის ეწ. ძირი... თანხის... მოთხოვნა, რომელიც დასტურდება წარმოდგენილი მტკიცებულებით (აქ.: ამონაწერი მსესხებლის პირადი ანგარიშიდან).
ასევე, მოპასუხე კ-------- კ-------ზე 2-17 წლის 1 დ--------ს გაიცა სესხი 600 ლარის ოდენობით, რომელიც გააქტიურებული იქნა ბანკომატის მეშვეობით, რაც დასტურდება მსესხებლის ანგარიშიდან ამონაწერით. ბანკი ითხოვს მხოლოდ ძირ თანხას.
ბანკმა 2019 წლის წერილებით. მიმართა როგორც მსესხებელს, ასევე თავდებს და განუმარტა მათ, რომ სამუშაო დღის განმავლობაში ნებაყოფლობით უზრუნველყოთ ხელშკრულებაზე თანდართული გრაფიკით გათვალისწინებული თანხების და დარიცხული ჯარიმის გადახდა. აღნიშნულ წერილს არც მსესხებლის და არც თავდებების მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.
მოპასუხე მხარეების მიერ არ სრულდება ხელშეკრულების პირობები, კერძოდ არ ხდება საკრედიტო თანხის დაბრუნება.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე კ-------- კ-------მ სარჩელი ცნო, რაც შეეხება შ--–-- ბ-–----ს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სს „ლ-------- ბანკსა“ და კ-------- კ-------ს შორის 2--- წლის 27 ოქტომბერს გაფორმებული იქნა N4--/0---/2---/0---- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ოდენობამ შეადგინა 8100 ლარი, წლიურ 15.5000% პროცენტად და ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 48 თვე. მხარეს გადაეცა სესხის დაფარვის შესაბამისი გრაფიკი. სს ,,ლ-------- ბანკის’’ მიერ გაცემული ამონაწერის თანახმად 2.0-.2----დან მოპასუხის მხრიდან არ მომხდარა ხელშეკრულების თანდართული გრაფიკით გათვალისწინებული თანხის დაფარვა შესაბამისად. პირგასამტეხლო მოპასუხე მხარეს ერიცხება აღნიშნული რიცხვიდან. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს 0.5%. მოპასუხეთა დავალიანება (ძირითადი თანხა, პროცენტი და პიგასამტეხლო) სს „ლ-------- ბანკის’’ მიმართ დაანგარიშებულია „დავალიანების შესახებ“ ცნობის გაცემის თარიღისათვის, ანუ 2019 წლის 12 ნოემბრის მდგომარეობით.
3.1.2. ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმებულ იქნა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც თავდებმა პირმა - შ--–-- ბ-–----მ იკისრა სოლიდარული თავდებობა ძირითად მოვალესთან ერთად. ხელშეკრულებით თავდებობის მაქსიმალური ლიმიტი განსაზღვრულ იქნა 10 954.50 ლარით.
3.1.3. ერთი მხრივ სს „ლ-------- ბ---სა“ და მეორე მხრივ კ-------- კ-------ს შორის 2013 წლის 18 ივლისს გაფორმებული იქნა. N2-------------- "მეჯიქ ქარდის" ხელშეკრულება, საკრედიტო ბარათის ლიმიტი 950 ლარი, წლიურ 36% პროცენტად და ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 10.07.2----მდე. ვადაგადაცილების პირგასამტეხლო 0.50 %. ამასთან, მსესხებელი ვადაგადაცილებაშია 26.06.2--- დან.
3.1.4. 2015 წლის 9 ს-------რიდან, კ-------- კ------- სარგებლობდა, სს "ლ-------- ბანკში" მის სახელფასე ანგარიშზე გააქტიურებული ოვერდრაფტით, ანგ. N7-------------- რომელზეც ათვისებულმა და დაუბრუნებელმა თანხამ შეადგინა 838.18 ლარი. ოვედრაფტი წარმოადგენს ბანკის თანხმობით ბანკის ერთ ან რამდენიმე ანგარიშზე დაშვებულ ლიმიტს, რომლითაც სარგებლობის უფლება აქვს სს ”ლ-------- ბანკის'' პლასტიკური ბარათის მქონე პირს სს "ლ-------- ბანკი", მომხმარებელს სთავაზობს ოვედრაფტის ბანკომატით გააქტიურების შესაძლებლობას, ხოლო ბანკომატი, აღნიშნული ოვედრაფტის სახელფასე ანგარიშზე გააქტიურების შანსს, რაც თავისი შინაარსით წარმოადგენს. ოფერტს, მოვალე კი თავისი კონკლუდენტური მოქმედებით რაც გამოიხატება სახელფასე ანგარიშზე ოვედრაფტის გააქტიურებითა და თანხის გახარჯვით აცხადებს აქცეფტს და ეთანხმება კრედიტორის მიერ დადგენილ პირობებს.
3.1.5. ასევე, მოპასუხე კ-------- კ-------ზე 2017 წლის 1 დ--------ს გაიცა სესხი 600 ლარის ოდენობით, რომელიც გააქტიურებული იქნა ბანკომატის მეშვეობით, რაც დასტურდება მსესხებლის ანგარიშიდან ამონაწერით. ბანკი ითხოვს მხოლოდ ძირ თანხას.
3.1.6. N4--/0---/2---/0---- ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეთა დავალიანება შეადგენს 2796.78 ლარს, აქედან: ძირითადი თანხაა - 1749.09 ლარი; % - 457.69 ლარი და ჯარიმა - 590 ლარი.
N2-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე კ-------- კ------ის დავალიანება ბანკის წინაშე შეადგენს 1154.73 ლარს, აქედან: ძირითადი თანხაა - 934.43 ლარი; % - 9 ლარი და ჯარიმა - 211.30 ლარი.
N7-------------- ოვერდრაფტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კ-------- კ------ის დავალიანება ბანკის წინაშე შეადგენს ძირ თანხას - 838.18. ლარს.
N1------- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კ-------- კ------ის დავალიანება ბანკის წინაშე შეადგენს ძირ თანხას 245.15 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას :
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებები;
- ცნობა დავალიანების შესახებ;
- გაფრთხილების წერილები;
- სს ,,ლ-------- ბანკის’’ მიერ გაცემული საბანკო ამონაწერი;
- თავდებობის ხელშეკრულება;
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 316-ე, 317-ე, 361-ე, 867-ე, 427-ე, 868-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 891-ე, 892-ე, 895-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სადავო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საკრედიტო ხელშეკრულება.
ამავე კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ხოლო, 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებლებზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებლებს - მოპასუხეთა მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სკ-ის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით, რასაც ამ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა (სს ,,ლ-------- ბანკსა’’ და კ-------- კ-------ს და შ--–-- ბ-–----ს შორის) შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულება დარღვეული იქნა მოპასუხეების მიერ, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მათ ბანკის წინაშე გადახდის გრაფიკით დადგენილი თანმიმდევრობით სესხის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია და ბანკის გაფრთხილების შემდეგაც არ განახორციელეს გადახდა.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე დავალიანების ძირითად თანხას 4--/0---/2---/0---- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოადგენს - 1749,09 ლარს, 2-------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოადგენს - 934,43 ლარს, 7-------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოადგენს - 838,18 ლარს, 1------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოადგენს - 245,15 ლარს, რომლის გადახდის სამართლებრივი ვალდებულება აწევს მოპასუხე მხარეს (მსესხებელს და თავდებს). მოპასუხემ ცნო სარჩელი მოთხოვნის აღნიშნულ ნაწილში.
6.2. საქართველოს სკ-ის 868-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს კრედიტის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხზე დარიცხული პროცენტის - 4--/0---/2---/0---- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 457,69 ლარის, 2-------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 9 ლარის მოთხოვნის ნაწილშიც. ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეებს აღნიშნული ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია სრულად.
6.3. სსკ-ის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია თავდებობის ხელშეკრულების ფორმა, კერძოდ, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
მოცემულ შემთხვევაში, სს ''ლ-------- ბანკსა'' და შ--–-- ბ-–----ს შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით მოხდა სს ''ლ-------- ბანკსა'' და მეორეს მხრივ შ--–-- ბ-–----ს შორის სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებების გაფორმება, რომლის საფუძველზე მოპასუხე შ--–-- ბ-–----მ - იკისრეს ვალდებულება მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში კრედიტის, ძირითადი თანხის, პროცენტის გადახდის თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა სკ-ის 891-ე მუხლის შესაბამისად, განისაზღვრა - 10954,50 ლარით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
აღნიშნულის შესაბამისად, ვინაიდან მსესხებლის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობების შესაბამისად, თავდებს ძირითად მსესხებელთან ერთად ეკისრება სოლიდარული პასუხისმგებლობა 4--/0---/2---/0---- საკრედიტო სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში არსებული დავალიანების, კერძოდ, ძირითადი თანხის, დარიცხული საპროცენტო დავალიანების გადახდის ვადლებულება.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც, პირგასამტეხლო, რომელიც ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეებმა დაარღვიეს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც უნდა დაეკისროთ პირგასამტეხლო გადახდა მოსარცელის სასარგებლოდ. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ სარცელის აღძვრის მომენტისათვის სასარჩელო მოთხოვნას პირგასამტეხლოს ნაწილში წარმოადგენდა 590 და 211.30 ლარის გადახდის დაკისრება მოპასუხეთათვის. საქმის განხილვის ეტაპზე მოსარჩელემ შეამცირა მოთხოვნა ამ ნაწილში და გაანახევრა ამჟამად ითხოვს მხოლოდ 295ლარის სოლიდარულად მოპასუხეთათვის და 105,65 ლარის კ-------- კ------ისათვის დაკისრებას. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.’’
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარჩელის აღძვრისას სს ,,ლ-------- ბანკის" მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 151,05 ლარი.
მოსარჩელე მხარემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა, პირველი სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში შ--–-- ბ-–----ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 151,05 ლარიდან 75.05 ლარის გადახდა. ხოლო სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე კ-------- კ-------მ სცნო სარჩელი სულად რის გამოც სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან მხარეები გათავისუფლდებიან და გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დანარჩენ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში 75,99 ლარი დაუბრუნდება მოსარჩელე მხარეს.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 268-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს ,,ლ-------- ბ----ს’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხეებს კ-------- კ-------ს (პ/ნ1----------) და შ--–-- ბ-–----ს (პ/ნ 1----------) სს „ლ-------- ბანკის“ (ს/ნ2--------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ N4--/0---/2---/0---- ხელშკრულებიდან გამომდინარე 2501,78 ლარის გადახდა. ძირითადი თანხა 1749.09 ლარი; % - 457.69 ლარი და ჯარიმა - 295 ლარი.
კ-------- კ-------ს სს „ლ-------- ბანკი“ სასარგებლოდ დაეკისროს N2-------------- ხელშკრულებიდან გამომდინარე 1049,08 ლარის გადახდა. ძირი თანხა - 934.43 ლარი; %. - 9 ლარი და ჯარიმა - 105,65 ლარი.
კ-------- კ-------ს სს „ლ-------- ბანკი“ სასარგებლოდ დაეკისროს N7-------------- ოვერდრაფტიდან გამომდინარე 838.18 ლარის გადახდა.
კ-------- კ-------ს სს „ლ-------- ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროს N1------- სესხიდან გამომდინარე 245.15 ლარის გადახდა.
3. შ--–-- ბ-–----ს (პ/ნ 1----------) სს „ლ-------- ბანკის“ (ს/ნ2--------) სასარგებლოდ დაეკისროს N4--/0---/2---/0---- ხელშეკრულების მოთხოვნიდან გამომდინარე სახელმწიფო ბაჟის 75.05 ლარის გადახდა.
სს ,,ლ-------- ბანკს’’ 2-.1-.2-1-წ. გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 151,05 ლარიდან - ხაზინიდან დაუბრუნდეს 75,99 ლარი.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მომდევნო პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი