განაჩენი

სისხლის სამართლის 02.03.2020
საქმის ნომერი
330100119003089571
თარიღი
02.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/3123-19

#0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

2 მარტი, 2020 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

 

მოსამართლე შორენა გუნცაძე

სხდომის მდივანი თამარ ფიფია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ვ----–-----------

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - დ----------------

 

ბრალდებული - რ------------------ დაბადებული 1--- წლის 6------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლევი, მცხოვრები თბილისში, რ--------- გზატკეცილი #1---, ბინა #---ში, ამჟამად პატიმარი

 

კვალიფიკაცია და დისპოზიცია: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილები - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება

 

სხდომის სახე: ღია

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი :

 

სასამართლომ დაადგინა:

 

რ------------------, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ შეინახა ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი‘‘, 0,12 გრამის ოდენობით.

 

2019 წლის 14 მაისს, რ-----------------ს მითითებით, ,,-------------- ანგარიშის ნომერზე -1------ გ------------------ ჩარიცხა 140 ლარი. აღნიშნული თანხის სანაცვლოდ, რ------------------ იმავე დღეს, თბილისში, რ--------- გზატკეცილი #1------- მიმდებარე ტერიტორიაზე, გ-------------------- გაასაღა მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი‘‘, 0,12 გრამის ოდენობით.

 

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

მოწმე გ------------------ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით, რ----------------- გაიცნო დაახლოებით ხუთი თვის წინ ს------–----------–-–-, როდესაც ე.წ. სირეცის საყიდლად იყო ჩასული ვინმე ა------–------, რომელიც ადგილზე არ დახვდა და, იქვე, ბირჟაზე გამოელაპარაკა ერთ ადამიანს, რომელიც აღმოჩნდა რ-----------------. გამოლაპარაკებისას რ----------------- მიხვდა, რაც უნდოდა, თვალი ჩაუკრა, ჰკითხა, რამდენი უნდოდა, შეუთანხმდა 120 ან 140 ლარზე და მისცა საკონტაქტოდ ტელეფონის ნომერი. მისგან ნარკოტიკული საშუალება შეძენილი აქვს 4-5-ჯერ. როდესაც ,,-------------- ანგარიშზე ჩაურიცხავდა 120 ან 140 ლარს, ურეკავდა, აცნობებდა თანხის ჩარიცხვის შესახებ და რ------ უთანხმდებოდა რ--------- გზატკეცილზე შეხვედრაზე, სადაც ის ნარკოტიკს გადასცემდა ხოლმე. მისგან ნარკოტიკულ საშუალებას ყიდულობდა დაახლოებით 4-5 დღის იტერვალით. ნარკოტიკულ საშუალებებზე თავის დანებებას აპირებდა და გადაწყვიტა იმ პირების ჩამოშორება, ვისგანაც ყიდულობდა. ქალაქის სამმართველოში განაცხადა, რომ იცნობდა ადამიანს, რომელიც ნარკოტიკს ყიდდა. გამოჰკითხეს და რამდენიმე დღეში, გამომძიებელთან ერთად, მივიდა ე.წ. მოდულის შენობაში, სადაც გაატარეს ს------–-, შემდეგ აპარატით შეამოწმეს და ვიდეოკამერით აღჭურვეს. გადაიღო ,,-------------- ანგარიშზე რ-----------------სთვის 120 ან 140 ლარის თანხის გადარიცხვა. შემდეგ დაურეკა რ-----ს და მის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის თაობაზე აცნობა. რ------- რ--------- დასახლებისკენ წასვლა სთხოვა. შესახვედრად გამომძიებლის მანქანით, მასთან ერთად, წავიდა, გზიდან დაურეკა და რ------- ფ-------–-–-, რ--------- გზატკეცილზე, კონკრეტულ ადგილზე დაიბარა. როდესაც მანქანიდან გადავიდა, ჩართო მოწყობილობა. რ------ შ--- ,,ML-ის‘‘ ჯიპით იყო, ის მანქანიდან არ გადმოსულა, გვერდითა კარი გაუღო და რ------- დაპაკეტებული ნივთიერება მიაწოდა. მათ შორის დაახლოებით ოცწამიანი საუბარი შედგა, შემდეგ მიხურა კარი და წამოვიდა, რის შემდეგაც ჩამწერი გამორთო. ისეთ მანძილზე იდგა, გამომძიებელი ხედავდა, როგორ მიაწოდა ნარკოტიკი რ------------------. პაკეტი არ გაუხსნია და გამომძიებელთან მისვლამდე კონტაქტი არავისთან ჰქონია. გამომძიებელმა იქვე ამოიღო მისგან რ-----------------ს მიერ გადაცემული ნივთიერება და შედგა ოქმი.

 

მოწმე გ----------–---–-- ჩვენების თანახმად, 2019 წლის 14 მაისს გ----------------- წაიყვანა ე.წ. მოდულის შენობაში, სადაც მან გაიარა ს---------, შემდეგ შეამოწმეს და შენობაში შეიყვანეს. იქ გ----------------- ვიდეოკამერით აღჭურვა და ერთად წავიდნენ რ--------- გზატკეცილზე, რ-------------------- შესახვედრად. გზად ჩ---------- და ტ--------- შორის სატელეფონო კავშირი შედგა. მითითებულ ადგილზე მანქანა ცოტა გვერდით, გზიდან შიგნით, გააჩერა. რამდენადაც ახსოვს, გ-----------------სთან მარტო იმყოფებოდა და დამსწრე არ ჰყოლია. დაახლოებით 100 მეტრში გაჩერდა შ--- ფერის ჯიპი. გ----------------- გადავიდა მანქანიდან, თვითონ კი დარჩა და ოდნავ მოფარებული ადგილიდან უყურებდა, ისე, რომ თვალთახედვის არედან არ დაუკარგავს. გ----------------- მანქანის გვერდითა მხრიდან მივიდა და მძღოლთან რამდენიმეწამიანი კონტაქტის შემდეგ დაბრუნდა, თან რ-----------------სგან შეძენილი ნარკოტიკული საშუალება წარუდგინა. ნარკოტიკული საშუალება იქვე ამოიღო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევიდან გამომდინარე. ყველაფერი კონვერტში ჩაალაგა, დალუქა და სამსახურში საქმის ძირითად გამომძიებელს გადასცა, გ----------------- კი თანამშრომელმა კამერის მოსახსნელად ისევ მოდულის შენობაში წაიყვანა.

 

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელმა, მოწმე ს----------–---–---- სასამართლოს ჩვენება მისცა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ავთენტიკურობასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ ფარული საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში გ------------------ მიერ, ფულადი თანხის სანაცვლოდ, რაც ,,-------------- ან ,,კ--------–-------- ანგარიშზე ჩაირიცხა, რ-----------------სგან მოხდა ნარკოტიკული საშუალების შესყიდვა, რაც ამოღებულ იქნა გამომძიებლის მიერ. დალუქული ნარკოტიკული საშუალება და ფარული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი ვიდეომასალა გამომძიებელ გ----------–---–--გან გადაეცა. ასევე, რ-----------------სგან ფოტო და ხმის ნიმუშების აღების შემდეგ ფონოსკოპიური და ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზა დაინიშნა.

 

2019 წლის 10 მაისით დათარიღებული გ------------------ განცხადებით ირკვევა, რომ ჰყავს ნაცნობი რ------------------ რომელიც ახდენს ნარკოტიკული საშუალება სირეცის რეალიზაციას. აღნიშნული დანამდვილებით იცის, რადგან შეძენილი აქვს მისგან პირადი მოხმარებისთვის.

 

2019 წლის 14 მაისის ოქმით თანხის დათვალიერებისა და გადაცემის შესახებ, გამომძიებელ ს----------–---–---- თანდასწრებით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) სამმართველოს მ--------------–---- უფროსის - დ-----------–-–---–-- მიერ გ------------------თვის გადაცემულ იქნა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად გამოყოფილი ფულადი თანხა, 140 (ას ორმოცი) ლარის ოდენობით.

 

2019 წლის 14 მაისის ამოღების ოქმით, თბილისში, რ--------- გზატკეცილი #---ს მიმდებარე ტერიტორიაზე, გ------------------გან ამოღებულ იქნა მცირე ზომის მომწვანო ფერის თავმომწვარ პოლიეთილენის პარკში გახვეული მასა. ასევე, ამოღებულ იქნა ,,-–----------------- ჩარიცხვის აპარატის ქვითარი, სადაც ფიქსირდება ჩარიცხული თანხა -140 ლარი და ტერმინალის ნომერი L-------.

 

2019 წლის 15 მაისის ქიმიური ექსპერტიზის #---------------- დასკვნით დადგენილია, რომ გ------------------ მიერ საკონტროლო შესყიდვის დროს შესყიდული მომწვანო ფერის გამჭვირვალე პოლიეთილენის მილღობილთავიან ნაჭერში ერთ ცალად დაფასოებული მოყავისფრო ფხვნილისებრი ნივთიერება, ნოტიო მდგომარეობაში, წონით ნოტიო მდგომარეობაში - 0,38 გრამი და წონით გამოშრობის შემდეგ - 0,23 გრამი, წარმოადგენს კუსტარულად მიღებულ ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინის‘‘ შემცველ ნივთიერებას, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის‘‘ ოდენობაა 0,12 გრამი.

 

მოწმედ დაკითხულმა ექსპერტებმა - ი------------- და მ----------–--- დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის შინაარსი და კატეგორიულობა.

 

აუდიო/ვიდეო ჩანაწერით, რაც სასამართლოში მხარეთა მონაწილებით იქნა გამოკვლეული, დგინდება 2019 წლის 14 მაისს, 15:01:43-დან 15:01:50 საათამდე პერიოდში, გ------------------ მიერ თანხის ჩარიცხვა და 15:38:44-დან 15:39:49 საათამდე პერიოდში - რ--------- გზატკეცილის #1------- მიმდებარედ, რ-----------------სა და გ------------------ შეხვედრა. Rec1_0001 ვიდეოჩანაწერში კადრშია ,,-–----------------- გადახდის აპარატი, რომელზეც გ----------------- კრეფს ციფრების კომბინაციას და რიცხავს თანხას; Rec1_0002 ვიდეოჩანაწერში ის ფეხით გადაადგილდება და უახლოვდება ,,მერსედესის‘‘ მარკის ავტომობილს, სახელმწიფო ნომრით D--------. ერთმანეთს ესალმებიან და გ----------------- ეუბნება მძღოლს, რომ შეუძლოდ არის. ერთმანეთს ხელს ართმევენ, რა დროსაც მანქანაში მჯდომი ჩ--------ს ხელში გადასცემს ე.წ. ბაშს, რაც ამ უკანასკნელს ხელში უჭირავს და ეკითხება, რომ ჩაიდოს, პრობლემა ხომ არაა. აღნიშნულზე მძღოლი აჩქარებს, რომ დროზე ჩაიდოს, რის შემდეგაც გ----------------- ემშვიდობება და კეტავს კარს. მანქანა მიდის, გ-----------------ს კი ხელში უჭირავს მწვანე ფერის პოლიეთილენის პარკში შეფუთული ნივთიერება.

 

გამომძიებელ გ----------–---–-- მიერ, დეტექტივების სამმართველოს თანამშრომელ გ--------------–-–---–-ს მონაწილეობით, შედგა ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ამსახველი ოქმი, რომლის მიხედვითაც, Rec1_0001-ის ფაილში გ----------------- ,,-–----------------- სწრაფი ჩარიცხვის აპარატში რიცხავს თანხას, რის შემდგომ იღებს თანხის ჩარიცხვის დამადასტურებელ ქვითარს; Rec1_0002 ფაილში გ----------------- მიდის ქუჩაში გზის სავალი ნაწილის გასწვრივ; ჩანაწერის 00:39 საათზე მას უახლოვდება შ--- ფერის ავტომანქანა ,,მერსედესი ML‘‘, სახ.#D--------, აღებს წინა მარჯვენა კარს და ხელს ართმევს ავტომანქანის მძღოლი, რა დროსაც მძღოლი ხელში გადასცემს მცირე ზომის მომწვანო ფერის პოლიეთილენის პარკში გახვეულ, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებას, რის შემდეგაც გ----------------- კეტავს კარს და ავტომანქანა მიდის. კადრში გამოჩენილ ავტომობილის მძღოლთან დაკავშირებით პოლიციის თანამშრომელმა გ--------------–-–---–-- განმარტა, რომ არის რ------------------ რომელსაც იცნობს, რადგან 2017 წლის 27 სექტემბერს მას ჩაუტარა პირადი და ავტომობილის ჩხრეკა და დააკავა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისათვის.

 

2019 წლის 25 ივნისის დათვალიერების ოქმის თანახმად, თბილისში, გ-------------- გამზირზე, ,,-–----------------- ჯიხურთან მდებარე გადახდის აპარატის მეშვეობით, გამომძიებელი ს----------–---–--- შევიდა აპლიკაცია ,,აზარტულ თამაშებში‘‘, აირჩია ,,A------------‘ ანგარიშის ნომერი 1------- რის შემდეგაც დაფიქსირდა ანგარიშის მფლობელი ,,tum1oo‘‘.

 

2019 წლის 26 ივნისის ოქმით დათვალიერდა ,,A------------‘ ინტერნეტ გვერდი და გაირკვა, რომ თამაშებს სისტემურ-ელექტრონული ფორმით აწყობს შპს ,,------------‘.

 

შპს ,,----------------- გამოთხოვილი ინფორმაციით, 2019 წლის 8 მაისიდან 2019 წლის 3 ივნისამდე პერიოდში თანხის შეტანა-გატანის შესახებ ამონაწერით დგინდება, რომ რ-----------------ს სახელზე რიცხულ ანგარიშის ნომერზე 1------ 2019 წლის 14 მაისს, 15:01:53 საათზე, შეტანილია თანხა 140 ლარის ოდენობით.

 

მოწმედ დაკითხულმა გამომძიებელმა რ--------–------- დაადასტურა 2019 წლის 6 ივნისს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებთან -ს----–---------–------- და მ-----–------–-–---–---- ერთად, რ-----------------ს დაკავება მისსავე საცხოვრებელ ბინაში, ასევე, მისი პირადი და ბინის ჩხრეკის ჩატარება, რა დროსაც არაფერი ამოღებულა.

 

მხარეთა მიერ ბრალდების მტკიცებულებების ნაწილი, კერძოდ, ნივთიერი მტკიცებულებები - ნარკოტიკული საშუალება, შესაფუთი მასალა, ანაწმენდები, ხმის, ფოტოს და ნერწყვის ნიმუშები, 2019 წლის 14 მაისის ,,-–----------------- გადახდის აპარატის ქვითარი, ასევე, ფონოსკოპიური ექსპერტიზის #------ დასკვნა, რომლითაც დადგენილია, რომ აუდიოგრამასა და ვიდეოგრამებში არსებულ აუდიონაწილს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება, ამასთან, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი სადავო ვიდეოჩანაწერები არ არის საკმარისი საიდენტიფიკაციო გამოკვლევისათვის პიროვნების ხმისა და მეტყველების მიხედვით, ვინაიდან ვერ აკმაყოფილებს არსებულ მეთოდიკაში მითითებულ მოთხოვნას - რეპრეზენტატულობას, არ გააჩნია დამაკმაყოფილებელი ხარისხი და პიროვნების თავისუფალი მეტყველების ჩანაწერის ხანგრძლივობა, უდავო მტკიცებულებად იქნა ცნობილი და, შესაბამისად, მათში გადმოცემულ ინფორმაციას პრეიუდიციული ძალა მიენიჭა.

 

ბრალდებულ რ-----------------ს ჩვენების მიხედვით, რაც გამოკვლეულ იქნა დაცვის მტკიცებულების ფარგლებში, გ----------------- გაიცნო თავისი მეგობრის - გ--–-------–---- დეიდაშვილად, როდესაც გ--–----- მანქანა შეიძინა. ამის შემდეგ მის ტელეფონზე შევიდა უცხო ზარი და პიროვნებამ უთხრა, რომ გ--–----------–---–- გ----------------- იყო, აღიდგინა მისი ვინაობა. გ------------------ შესთავაზა ნარკოტიკი, რაზეც კატეგორიულად უპასუხა, რომ ამ თემაზე აღარ დალაპარაკებოდა, რადგან ნარკოლოგიურიდან ახალი გამოსული იყო და აღარ უნდოდა, ხელახლა გამხდარიყო მომხმარებელი. ამ საუბრის შემდეგ WhatsApp-ში მისწერა და სუბოქსინი შესთავაზა, რაზეც, ასევე, უარი უთხრა. მესამედ ისევ მისწერა, რომ გ--–-ს მანქანაში მისი ე.წ. ჩიპი თუ ფლეშკა იყო და მოეძებნა. ამაზე უპასუხა, რომ ასეთი რამ მანქანაში არ იქნებოდა. ამის შემდეგ ჩ--------- უთხრა, რომ ნახავდა და ერთად მოეძებნათ. იმ დღეს, როდესაც ვიდეოა გადაღებული, მანქანის ხელოსანთან იმყოფებოდა, გ------------------ დაურეკა და ჰკითხა, სად იყო. უპასუხა, რომ ხელოსანთან იყო. გ----------------- მივიდა, მიესალმა, ხელი ჩამოართვა, ჰკითხა, ხომ არაფერი იპოვა. გ------------------თვის მას არაფერი გადაუცია, რაც ვიდეოშიც ჩანს. 140 ლარს, რომელზეც ჩ--------- განაცხადა, რომ ნარკოტიკის საფასურად ჩაურიცხა, პირად ანგარიშზე ვერ ნახავდა, რადგან ,,-------------- ანგარიშზე, რომელიც ნამდვილად მას ეკუთვნის, სათამაშო თანხა ყოველთვის ჰქონდა. ამიტომ თანხის ჩარიცხვას ვერ მიხვდებოდა, ან შეიძლება ყურადღება არ მიექცია.

 

ამავდროულად, ბრალდებულმა თავის ჩვენებაში დაადასტურა, რომ ვიდეოჩანაწერში ასახული პიროვნება ნამდვილად თვითონაა, ჩ------------ნ სულ რამდენიმეწამიანი შეხვედრა ჰქონდა. აგრეთვე, განმარტა, რომ გ-----------------ს და მას ერთმანეთში რაიმე ფინანსური დავალიანება არ ჰქონიათ, ასევე, არ ყოფილა მათ შორის პირადი წყენა და ინტერესი.

 

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, ასევე, რ-----------------ს დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ რ------------------ ნამდვილად ჩაიდინა ბრალად წარდგენილი დანაშაული, კერძოდ, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0,12 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის‘‘ შემცველი ნივთიერება, რაც 2019 წლის 14 მაისს უკანონოდ გაასაღა გ--------------------.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დაწესებული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ამავე სტანდარტს ადგენს საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმებით დადგენილია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელია ბრალდებულის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების დამდგენი მტკიცებულებების ერთობლიობის არსებობა. დადგენილია მინიმუმ ორი მტკიცებულების არსებობა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამასთან, ეს მტკიცებულებები უნდა იყოს უტყუარი, არ უნდა ტოვებდეს ეჭვს კონკრეტული გარემოების თაობაზე, უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი. მათმა ერთობლიობამ უნდა გადალახოს ობიექტური პირის გონივრული ეჭვის ბარიერი, რომ შესაძლოა ბრალად წარდგენილი ქმედება არ იყოს ჩადენილი ბრალდებულის მიერ და უნდა იძლეოდეს კატეგორიული მტკიცების საშუალებას, რომ ბრალად წარდგენილი ქმედება ეჭვს გარეშე ჩადენილია ბრალდებულის მიერ.

 

რ-----------------ს მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულია საქმეში არსებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებებით. მოწმე გ------------------ განცხადების საფუძველზე დაწყებული გამოძიების პროცესში დადგინდა, რომ რ-----------------ს მიერ მასზე გასაღებულ იქნა ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის‘‘ შემცველი ნივთიერება, რაც მის მიერ უკანონოდ იყო შეძენილი და შენახული. რ----- ტ---------, მართალია, არ უარყვია ის ფაქტი, რომ აუდიო-ვიდეოჩანაწერში დაფიქსირებული პიროვნება თვითონაა, თუმცა მან მთელი ვითარება გ------------------ მიერ გათამაშებულ სცენად მოიხსენია და განაცხადა, რომ გ-----------------ს მისალმების დროს მხოლოდ ხელი ჩამოართვა და მისთვის არაფერი გადაუცია. აღნიშნული ეწინააღმდეგება ვიდეოჩანაწერის შინაარსს, სადაც ასახულია რ-----------------ს მიერ გ------------------თვის ხელის ჩამორთმევის დროს მომცრო ზომის შეკვრის გადაცემის ფაქტი, ხელის ჩამორთმევის შემდეგ ნათლად ჩანს გ------------------ ხელში ე.წ. ბაში, რაზეც ეს უკანასკნელი ეკითხება რ----- ტ---------: ,,ესე რომ ჩავიდო, ხომ არაა პრობლება?‘‘ ის კი პასუხოს: ,,ჩაიდე, ჩაიდე, დროზე ...‘‘ აღნიშნული ჩანაწერი სრულად გამორიცხავს რ-----------------ს ვერსიას ე.წ. ფლეშკასთან დაკავშირებით და ცხადყოფს, რომ ის აშკარად ჩქარობს და სიფრთხილეს იჩენს ნარკოტიკული საშუალების გადაცემისას, რაც მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ბრალდებულს სრულად აქვს გაცნობიერებული თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა და ბრალეულობა.

 

,,-–----------------- აპარატზე თანხის ჩარიცხვის ამსახველი ჩანაწერის დათვალიერებით და ნივთმტკიცების გახსნისა და დათვალირების ოქმით დგინდება 2019 წლის 14 მაისს, 15:01 საათზე, ჩანაწერის 00:39 საათზე, გ------------------ მიერ თანხის გადარიცხვა გარკვეულ ანგარიშზე, რასაც ადასტურებს მოქმედების შესრულების შემდეგ მოწმის მიერ აპარატიდან მიღებული 140 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი (უდავო მტკიცებულება) და სისტემურ-ელექტრონული საშუალებით შპს ,,----------------- გამოთხოვილი ამონაწერი Ad------t-ის ანგარიშიდან ნომრით 1------- რაც ბრალდებულმაც დაადასტურა, რომ მითითებული ანგარიში მას ეკუთვნის. ბრალდებულმა ვერ ახსნა, საიდან ჰქონდა მისი ანგარიშის ნომერი გ-----------------ს.

 

ამასთან, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მოწმე გ------------------ განაცხადებაზე, რომ ნარკოტიკული საშუალება რ-----------------სგან 4-5-ჯერ აქვს შეძენილი, დაახლოებით 4-5 დღის ინტერვალებით. გაჩნდა კითხვა, რამოდენიმეჯერ შეძენის პირობებში რატომ არ მოხვდა ,,-------------- ანგარიშის ერთთვიან ამონაწერში სხვა დროის გადარიცხვა, რაზეც პასუხი ლოგიკურია - ამონაწერი მოიცავს 2019 წლის 8 მაისიდან პერიოდს, ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტს კი ადგილი ჰქონდა 14 მაისს, რის შემდგომაც გ-----------------ს რ-------------------- გადარიცხვა აღარ უწარმოებია. ამდენად, აღნიშნული ამონაწერი არანაირად არ მოდის წინააღმდეგობაში მოწმის ჩვენებასთან, რამდენადაც გ----------------- ზუსტად ვერ ასახელებს წინა შესყიდვის თარიღს და უთითებს დაახლოებით 4-5 დღის ინტერვალის არსებობაზე, რაც არ გამორიცხავს, რომ ეს ინტერვალი შესაძლოა 6 დღეც ყოფილიყო. აღნიშნულზე სასამართლო აქცენტს აკეთებს არა იმიტომ, რომ ბრალდებულს ბრალდების ფარგლებს გარეთ ქმედება შერაცხოს და დაუმტკიცოს, არამედ ამით ამოწმებს გ------------------ ჩვენების სანდოობას.

 

დაცვის მხარემ მოწმე გ------------------ ჩვენების სანდოობა ეჭვქვეშ დააყენა მისსავე ჩვენებაზე მითითებით, რომ მასთან ერთად რ-------------------- შესახვედრად, გამომძიებლის გარდა, სხვა პოლიციელებიც იყვნენ, რაც ეწინააღმდეგება მოწმე გ----------–---–-- ჩვენებას, რომლის მიხედვითაც, გ-----------------სთან მხოლოდ ის იყო. აღნიშნულს სასამართლო ვერ გაიზიარებს, რამდენადაც გ----------–---–- თავის ჩვენებაში არ უარყოფს მასთან ერთად სხვა სამართალდამცავთა ყოფნას, რამდენადაც აღნიშნულ კითხვას მან ვერ გასცა კატეგორიული პასუხი, კერძოდ, მან განაცხადა, რომ, როგორც ახსოვს, გ-----------------სთან მარტო იყო. საგულისხმოა, რომ გ------------------გან რ-----------------ს მიერ გადაცემული ნივთიერების ამოღებაში, მის გარდა, სხვა თანამშრომელი ნამდვილად არ მონაწილეობდა, თუმცა ეს გარემოება არ გამორიცხავს ადგილზე სხვა პოლიციელის თუ პოლიციელთა ყოფნას. ამ მხრივ მნიშვნელოვანია თავად გ----------–---–-- ჩვენებაშივე გაჟღერებული ინფორმაცია, რომ ამოღების შემდეგ მისმა თანამშრომელმა ჩამწერის მოსახსნელად გ----------------- ე.წ. მოდულის შენობაში წაიყვანა. აღნიშნული ამყარებს მოწმე გ------------------ ჩვენებას, რომ შემთხვევის ადგილზე სხვა პოლიციის თანამშრომელიც იყო. შესაბამისად, სასამართლოს არ აქვს საფუძველი, ეჭვი შეიტანოს მის ჩვენებაში.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტსაც, რომ, ბრალდებულის ჩვენებით, გ----------------- თავისი მეგობრის - გ--–-------–----გან ამ უკანასკნელის დეიდაშვილად გაიცნო და მას შეუძლია მის სასარგებლოდ ფაქტების დადასტურება. სასამართლო, რა თქმა უნდა, არ ახდენს ბრალდების მტკიცების საწინააღმდეგო ტვირთის დაცვის მხარეზე გადაკისრებას, თუმცა, იმ პირობებში, თუ გ--–-------–--- ბრალდებულისთვის სასარგებლო ინფორმაციის მატარებელი იყო, ლოგიკურად და სამართლიანად ჩნდება კითხვა, რატომ არ წარმოადგინა ეს პირი დაცვამ დასაკითხ პირად. ასევე, იმ შემთხვევაში, თუკი რ----- ტ--------- გ-----------------სთან ჰქონდა მიმოწერა, რომელშიც ჩ-------- ნარკოტიკულ საშუალებას სთავაზობდა, რატომ არ წარმოადგინა აღნიშნული ინფორმაცია მტკიცებულებად სასამართლოში. შესაბამისად, ჩნდება გაუქარწყლებელი საფუძველი დასკვნისათვის, რომ ბრალდებულის ჩვენება სრულად აგებულია მხოლოდ პასუხისმგებლობის თავიდან აცილებაზე, რაც მისი უფლებაა. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდებულის მიერ გაცხადებული გარემოებების მამტკიცებლად დაცვას სასამართლოში არაფერი წარმოუდგენია, მაშინ, როდესაც რ----------------- გამოძიების ეტაპზევე უზრუნველყოფილი იყო შეთანხმებით მოწვეული ადვოკატით.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, ასევე, ბრალდებულის ვერსიას, რომ გ----------------- შემთხვევის დღეს მასთან ე.წ. ფლეშკის მოსაძებნად მივიდა. საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ იქნა ვიდეოჩანაწერები, რომლთაგან ერთ-ერთზე ასახულია ბრალდებულისა და გ------------------ შეხვედრის დეტალები, რომლითაც დასტურდება, რომ მათ შორის სულ რამდენიმეწამიანი შეხვედრა შედგა, რა დროსაც ბრალდებული არც კი გადმოსულა მანქანიდან და გაუგებარია, იმ ვითარებაში, თუკი გ----------------- დარწმუნებული იყო ბრალდებულის მანქანაში ზემოთ მითითებული ნივთის არსებობაში, რატომ არ მოძებნა ის მანქანაში, როდესაც ისინი, ბრალდებულის განმარტებით, სწორედ ამ ნივთის გამო შეხვდნენ ერთმანეთს. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ჩანაწერში დაფიქსირებულია რ-----------------სა და გ------------------ საუბარი, რომელიც არანაირად არ ეხება მეხსიერების ბარათს.

 

ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ, მართალია, ექსპერტიზის დასკვნით არ არის დადგენილი პირთა იდენტურობა, თუმცა ის ფაქტი, რომ ვიდეოჩანაწერზე ასახული პირი თავადაა, არ უარყვია არც ბრალდებულს. ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით კი დადგენილია, რომ ჩანაწერზე მონტაჟის კვალი არ შეინიშნება.

 

ის ფაქტი, რომ გ-----------------სთან ნარკოტიკული საშუალება, რაც გ----------–---–-- მიერ იქნა მისგან ამოღებული, მოხვდა სწორედ რ-----------------სგან გადაცემის გზით, დადასტურებულია გ----------–---–--ა და გ------------------ პირდაპირი ჩვენებებით. კერძოდ, გ------------------ ჩვენებით, ის არსად შეჩერებულა, პირდაპირ გამომძიებელთან მივიდა და წარუდგინა რ-----------------სგან გადაცემული ნივთიერება, ხოლო გამომძიებელ გ----------–---–-- ჩვენებით, ის სრულად აკონტროლებდა გ------------------ რ-------------------- (მის ავტომანქანასთან) მისვლა-წამოსვლას და წყვეტა თვალყურის დევნებაში არ ყოფილა. ამასთან, როგორც გ------------------, ასევე, გ----------–---–-- ჩვენების თანახმად, ე.წ. მოდულის შენობაში შესვლამდე გ------------------ გაიარა შესაბამისი კონტროლი (სკანერი და შემოწმება) და მას არანაირი საეჭვო ნივთიერება არ ჰქონია. ამდენად, ცალსახაა, რომ გ-----------------ს ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის‘‘ შემცველი ნივთიერება გადასცა სწორედ რ------------------, ხელის ჩამორთმევისას.

 

რაც შეეხება რ-----------------ს მიერ გ------------------თვის 140 ლარის სანაცვლოდ გადაცემულ ნივთიერებას, მისი შემცველობა დადასტურებულია ქიმიური ექსპერტიზის #---------------- დასკვნითა და ექსპერტების - ი-------------- და მ----------–--- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებებით. კერძოდ, დადგენილია, რომ აღნიშნული წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის‘‘ შემცველ ნივთიერებას, წონით 0,12 გრამს.

 

ამასთან, ბრალდებული, იმ თემაზე აპელირებით, რომ არაერთი უძრავი ქონების, ბიზნესის და მაღალი შემოსავლის მფლობელია, შეეცადა სასამართლოს დარწმუნებას, რომ ნარკოტიკული საშუალების გასაღება, მით უფრო, თანხის სანაცვლოდ, არაფერში სჭირდებოდა. სასამართლო მისი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს და, შესაბამისად, ვერც უარყოფს და ვერც დაადასტურებს ამას, თუმცა მხედველობაში იღებს ფაქტს, რომ რ----------------- ნასამართლევია ქურდობის მცდელობისათვის, რაც დადასტურებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 1---------- განაჩენით და, შესაბამისად, ,,ძლიერი ფინანსური მდგომარეობა‘‘ არ გამხდარა ბრალდებულის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ სხვისი ქონების დაუფლების შემაკავებელი ფაქტორი.

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ რ------------------ გ-----------------ს ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის‘‘ შემცველი ნივთიერება გადასცა მას შემდეგ, რაც 2019 წლის 14 მაისს რ-----------------ს ანგარიშზე გ------------------ 140 ლარი გადარიცხა. აქვე, სასამართლო განმარტავს, რომ ნარკოტიკული საშუალების კანონსმიღმა გადაცემის ნებისმიერი გზა, იქნება ეს საზღაურით, თუ მის გარეშე, ჩუქება თუ სხვა ქმედება, წარმოადგენს გასაღებას. გასაღება დამთავრებულია იმ მომენტიდან, როდესაც ის სხვა პირის ხელში გადავიდა. შესაბამისად, რ-----------------ს ქმედება წარმოადგენს ნარკოტიკილი საშუალების გასაღებას.

 

ამდენად, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული, წარმოდგენილი მტკიცებულებების, როგორც გამოკვლეული, ისე - უდავო მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე, უტყუარად იქნა დადგენილი, რომ რ------------------ უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0,12 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის‘‘ შემცველი ნივთიერება, რაც 2019 წლის 14 მაისს 140 ლარად უკანონოდ გაასაღა გ--------------------.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა‘‘ პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება არის ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში. ამავე კანონის ბრუნვისთვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების I სიაშია მითითებული ჰეროინი.

 

შესაბამისად, გ------------------გან 2019 წლის 14 მაისს ამოღებული ნივთიერება ,,ჰეროინი‘‘ (რომლის უკანონო შეძენა-შენახვა და ამ უკანასკნელზე გასაღება წარმოადგენს რ-----------------ს ბრალეულ ქმედებას) წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალებას, რომლის ბრუნვა ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის თანახმად, სპეციალურ კონტროლსაა დაქვემდებარებული და საჭიროებს ნებართვას, რაც რ----- ტ--------- არ ჰქონია. ხსენებული კანონის მე-3 მუხლის ,,ჰ13‘‘ პუნქტის თანახმად, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების შეძენა გულისხმობს მის დაუფლებას, ანუ სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვებას, ხოლო მის შენახვად, იმავე მუხლის ,,ჰ11‘‘ პუნქტის შესაბამისად, მიიჩნევა ნებისმიერი გამიზნული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში ან სხვაგვარად. დადგენილია, რომ რ----------------- გ-------------------- გასაღებამდე ფლობდა აღნიშნულ ნარკოტიკულ საშუალებას.

 

ზემოხსენებული კანონის დანართი #---ს შენიშვნის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის‘‘ ოდენობა 0,2 გრამამდე (მითითებული ოდენობის ჩათვლით) ითვლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად. რ-----------------ს მიერ 2019 წლის 14 მაისს უკანონოდ შეძენილი და შენახული, ასევე, უკანონოდ გასაღებული ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის‘‘ წონაა 0,12 გრამი, რაც წარმოადგენს საწყის ოდენობას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები და გამოკვლეული წერილობითი და უდავო მტკიცებულებები საკმარისია იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგინდეს და უტყუარად იქნეს მიჩნეული რ-----------------ს მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტი.

 

ამდენად, რ----------------- მსჯავრდებულ უნდა იქნეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღებისათვის.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

რ----- ტ--------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მისი ნასამართლობა.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშ---ს პიროვნებას, მის ოჯახურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშ---ს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაცია გულისხმობს დამნაშ---ს გამოსწორებას რეციდივის დაუშვებლობისა და მისი პიროვნების ხელახალი აღზრდის (გარდაქმნის) მიზნით, ხოლო დანაშაულის პრევენცია მიზნად ისახავს დანაშაულის თავიდან აცილებას როგორც კონკრეტული დამნაშ---ს მხრიდან, ასევე, ზოგადად. რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენას, აღნიშნული გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისთვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშ---ს, დაზარალებულისა და საზოგადოების თვალში. სწორედ ამ მიზნის შესრულებას ემსახურება სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნა. რ-----------------ს მიმართ სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათსა და საშიშროებას, ასევე, ითვალისწინებს მის წარსულ ნასამართლობას.

 

სასამართლო, ასევე, აღნიშნავს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, რ-----------------ს მხრიდან განხორციელებულია ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ქმედება, ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვა და გასაღება და, შესაბამისად, სასჯელიც უნდა დაინიშნოს ცალ-ცალკე, რა დროსაც მხედველობაში იქნება მიღებული ის გარემოება, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს დანაშაულის რეციდივს.

 

სასამართლო ითვალისწინებს, აგრეთვე, რომ რ----------------- დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 1---------- განაჩენისა და აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 2------------ გადაწყვეტილების საფუძველზე, რის გამოც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გააუქმებს მის მიმართ დანიშნულ პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს სასჯელს დაუნიშნავს ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რა დროსაც, რ-----------------ს მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმისა და ხასიათის გათვალისწინებით, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ რ-----------------ს მიერ გასაღებული ნარკოტიკული საშუალება პრაქტიკულად ბრუნვაში არ გასულა, როგორც დანაშაულთა ერთლობლიობის, ისე - განაჩენთა ერთობლიობის პირობებში, გამოიყენებს სასჯელთა შთანთქმის პრინციპს.

 

ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის საფუძველზე, რ----- ტ--------- ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები უნდა ჩამოერთვას კანონით დადგენილი ვადით.

 

ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ნარკოტიკული საშუალება, მისი შესაფუთი მასალა, ანაწმენდები და ნერწვის ნიმუში უნდა განადგურდეს, ხოლო რაც შეეხება ფოტოს ნიმუშს, ,,-–----------------- ქვითარს და ელექტონულ დისკებს, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

რ----------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით;

 

სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და რ----- ტ---------, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს რ-----------------ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 1---------- განაჩენითა და აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 2------------ გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის, 11 (თერთმეტი) თვისა და 14 (თოთხმეტი) დღის ვადით, ასევე, დამატებითი სასჯელი - ჯარიმა 2 000 (ორი) ათასი ლარის ოდნობით და რ----- ტ--------- საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

რ----- ტ--------- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყოს 2019 წლის 6 ივნისიდან.

 

რ-----------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

რ----- ტ---------, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლით ჩამოერთვას საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 20 (ოცი) წლის ვადით. აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

ნივთიერი მტკიცებულებები - ნარკოტიკული საშუალება, შესაფუთი მასალა, ანაწმენდები და ნერწყვის ნიმუში განადგურდეს; ფოტოს ნიმუში, 2019 წლის 14 მაისს ამოღებული ქვითარი და 2 (ორი) ცალი კომპიუტერული დისკი შენახულ იქნეს საქმეთან ერთად, სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შორენა გუნცაძე