გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310119002830716
საქმე №--------
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
24 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლეილა გოგიშვილი
სხდომის მდივანი - ანა მგელაძე
მოსარჩელეები - ე-----------------------ე, ე--------------------ა
წარმომადგენლები - დ---------------ი, მ---------------–---–ი
მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - ხ---------------ე
მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ს--- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური
წარმომადგენელი - ი-------------–----ი
მესამე პირი (16.2) - შ---------------
წარმომადგენელი - ნ--------------------
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ს--- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 20 იანვრის №1------ ბრძანება;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ს--- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 28 ნოემბრის №2------ ბრძანება;
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 28 დეკემბრის №7-- ბრძანება ე--------------------ასა და ე-----------------------ის, ასევე მათი წარმომადგენლის ა-------------–---–ის ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
(დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, იხ. 2019 წლის 03 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი, ტომი 3, ს.ფ. 114-121).
მოსარჩელეთა განმარტებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ს--- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ, 2014 წლის 20 იანვარს, შ----------------- გაიცა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვა, რის საფუძველზეც, ქ-------–--–--------------------–----------------–--–------–--------------------------------- დაიწყო მშენებლობა. აღნიშნული მშენებლობა მათთვის, თ------–---–----------–--------–------- და წ------------------ორპუსების მობინადრეებისთვის იყო უზარმაზარი საფრთხის შემცველი, ვინაიდან შ---------------- სამშენებლო მოედანი გახლავთ მდინარე ვერეს ხეობის მარჯვენა ტერასა, რომელიც წარმოადგენს მეწყრულ ზონას. მოსარჩელე მხარე ასევე განმარტავს, რომ თ------–---–-------- კორპუსის 72 მობინადრე და წ----------- კორპუსის 156 მობინადრე ადასტურებენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე უხვი ნალექის დროს მუდმივად აღინიშნებოდა მეწყრის ჩამოწოლა. სწორედ აღნიშნული სამშენებლო მოედნის მოპირდაპირე მდინარისპირეთიდან, 2015 წლის 13 ივნისის წყალმოვარდნამ მათ თვალწინ გაიტაცა საცხოვრებელი სახლი ცოცხალი ადამიანით. ყველა გასათვალისწინებელ სასიცოცხლო საფრთხეებთან ერთად, მოსახლეობისათვის საფრთხეს წარმოადგენს ერთადერთი გზის დაზიანება.
მოსარჩელეები უთითებენ, რომ თ------–---–-------- კორპუსთან მისასვლელი ერთადერთი ვიწრო გზა (5-6 მეტრი სიგანის) ცემენტის ფილებით ხელოვნურად არის აწყობილი ვერეს ხეობის მარჯვენა I და II ტერასებს შორის. სამშენებლო კომპანიას კი დაგეგმილი აქვს ისედაც სუსტ, ცემენტის ფილებით ხელოვნურად აწყობილ გზას ხიმინჯებით დააყრდნოს 14 სართულიანი საცხოვრებელი შენობა/ნაგებობა. თ------–---–-------- კორპუსის 72 მობინადრისათვის საფრთხეს წარმოადგენს ერთადერთი გზის დაზიანება. საფრთხის შემცველია დაწყებული მშენებლობა, რადგან სამშენებლო მოედნის მომზადების პერიოდში გადაადგილებული იქნა წ---------------------- დრენაჟები, რომელიც მდებარეობდა სწორედ სამშენებლო მოედნის ტერიტორიაზე ვერეს ხეობის პირველ და მეორე ტერასებს შორის. მოსარჩელეები განმარტავენ, რომ ხსენებული გზის ხელოვნური ფილების გაბურღვის შედეგად სამშენებლო მოედანზე უხვად გადმოიღვარა დაგროვილი გრუნტის წყლები. აქედან გამომდინარე, ცხადია, აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობის გაგრძელება გამოიწვევდა გამოუსწორებელ ზიანს, ამიტომ ქ. თბილისის არქიტექტურს სამსახურს მიმართეს განცხადებით მისი 2016 წლის 28 ნოემბრის №2------ ბრძანების მოქმედების შეჩერების მოთხოვნით, რაც 2017 წლის 31 ივლისის №-------- ბრძანებით დაკმაყოფილდა. ამის პარალელურად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში გაასაჩივრეს არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 20 იანვრის №1------ და 2016 წლის 28 ნოემბრის №2------ ბრძანებები, მათი ბათილად ცნობის მოთხოვნით. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 28 დეკმებრის №7-- ბრძანებით კი, უარი ეთქვათ საჩივრის დაკმაყოფილებაზე. ის მიზეზები, რის გამოც მათ უარი ეთქვათ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, მათთვის არის მიუღებელი, ვინაიდან ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმის რეალური გარემოებები, არ გაითვალისწინა ის თუ რაოდენ დიდი ზიანი მიადგება განსახორციელებელი სამშენებლო სამუშაოებით მათ საცხოვრებელ კორპუსს და თუ როგორ შეიზღუდება კონსტიტუციით გარანტირებული ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში ცხოვრების, ასევე, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ისინი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - ქალაქ თბილისის მერიის ს--- თბილისის არქიტექტურის სამსახურმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და შესაბამისად, არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
2.2. მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და შესაბამისად, არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. მესამე პირმა - შ---------------- წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და შესაბამისად, არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ ქ. თ---–--–---–----------------–--–------–--------------------------------------------------- მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №0---------------, 2015 წლის 08 დეკემბრიდან, საკუთრების უფლებით აღრიცხულია შ---------------- სახელზე, ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 1762.00კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 0---------------; 0---------------, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1.
4.1.2. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ ქ-------–--–---–--------–------------–- მდებარე №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში არსებული №0---------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ბინა №53-ის თანამესაკუთრეს წარმოადგენს ე--------------------ა. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - თანასაკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 3061.00კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 2, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1, №2, №3, №4.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 08.12.2015 (ტომი 2, ს.ფ. 8-9);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 30.04.2018 (ტომი 2, ს.ფ. 10-29).
4.1.3. ქალაქ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ, 2008 წლის 21 ნოემბერს, ქ-------–--–---–----------------–--–-----–------------------- მიმდებარედ არსებული, №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისთვის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით, დადგენილ იქნა №1145 ქალაქთმშენებლობითი პირობები.
4.1.4. ქალაქ თბილისის მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერი) 2013 წლის 20 აგვისტოს №1754 განკარგულებით, ქ-------–--–---–----------------–--–-----–------------------- მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთისთვის (საკადასტრო კოდი: №0---------------) განაშენიანების კოეფიციენტის (კl) და განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ2) გადამეტების მიზნით, გაცემულ იქნა სპეციალური ზონალური შეთანხმება საპროექტო წინადადებით, წარდგენილი პარამეტრების შესაბამისად და განისაზღვრა: კ1=0.7, კ2= 5.3.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქალაქ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 21 ნოემბრის №1145 ქალაქთმშენებლობითი პირობები (ტომი 2, ს.ფ. 30-34);
- ქალაქ თბილისის მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერი) 2013 წლის 20 აგვისტოს №1754 განკარგულება (ტომი 2, ს.ფ. 77).
4.1.5. 2013 წლის 16 ოქტომბერს მ----------------- (დამკვეთი-განმცხადებელი) №A-------- განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მერიის ს--- თბილისის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა IV კლასს მიკუთვნებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა.
ქ. თბილისის მერიის ს--- თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 20 იანვრის №1------ ბრძანებით შეთანხმდა ქ-------–--–---–--------------ის მიმდებარედ (ნაკვეთი 2/100) მოქალაქეების - დიმიტრი ჭანიასა და მანანა დავითაიას კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №0---------------) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი, გაიცა მშენებლობის ნებართვა და სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა კი განისაზღვრა 2014 წლის 21 იანვრიდან 2017 წლის 21 იანვრის ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ. თბილისის მერიის ს--- თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 20 იანვრის №1------ ბრძანება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 112-114).
4.1.6. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ს--- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 14 სექტემბრის №2------ ბრძანებით, დაკმაყოფილდა ზურაბ ჩუბინიძის 2016 წლის 18 აგვისტოს №A-------- განცხადება და შეთანხმებულ იქნა ქ-------–--–---–----------------–--–-----–------------------- მიმდებარედ (ნაკვეთი №2/100), შ---------------- კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი: №0---------------) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ს--- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 14 სექტემბრის №2------ ბრძანება (ტომი 2, ს.ფ. 35-37).
4.1.7. 2016 წლის 18 ნოემბერს ზ----------------- (დამკვეთი-განმცხადებელი) №AR1457730 განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ს--- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა IV კლასს მიკუთვნებული შეთანხმებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე მშენებლობის ნებართვის გაცემა.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ს--- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 28 ნოემბრის №2----- ბრძანებით გაიცა ქ-------–--–---–--------------ის მიმდებარედ (ნაკვეთი 2/100) შ---------------- კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №0---------------) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა კი განისაზღვრა 2016 წლის 28 ნოემბრიდან 2019 წლის 28 ნოემბრის ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ს--- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 28 ნოემბრის №2----- ბრძანება (ტომი 1, ს.ფ. 19-21).
4.1.8. ე-----------------------ემ და ე--------------------ამ 2017 წლის 30 მაისს №1---------------1 და 2017 წლის 13 ივნისს №1--------------1 ადმინისტრაციული საჩივრებით მიმართეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ს--- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 28 ნოემბრის №2----- ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით, ხოლო 2017 წლის 03 ივლისს, ე-----------------------ისა და ე--------------------ას მიერ წარდგენილ იქნა №1---------------- განცხადება, რომლითაც დააზუსტეს მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვეს ქ. თბილისის მერიის ს--- თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 20 იანვრის №1------ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ს--- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 28 ნოემბრის №2----- ბრძანებების ბათილად ცნობა.
4.1.9. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 31 ივლისის №1-1699 ბრძანებით, შეჩერდა ქ. თბილისის მერიის ს--- თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 20 იანვრის №1------ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ს--- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 28 ნოემბრის №2----- ბრძანებების მოქმედება განსახილველ ადმინისტრაციულ საჩივრებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
4.1.10. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 28 დეკემბრის №7-- ბრძანებით, არ დაკმაყოფილდა ე-----------------------ისა და ე--------------------ას 2017 წლის 30 მაისის №1---------------1 და 2017 წლის 13 ივნისის №1--------------1, ასევე მათი წარმომადგენლის ა-------------–---–ის 2017 წლის 03 ივლისის №1---------------- ადმინისტრაციული საჩივრები; ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ს--- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 20 იანვრის №1------ და 2016 წლის 28 ნოემბრის 2----- ბრძანებები და ძალადაკარგულად გამოცხადდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 31 ივლისის №1-1699 ბრძანება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ე-----------------------ის და ე--------------------ას 2017 წლის 30 მაისის №1---------------1 ადმინისტრაციული საჩივარი (ტომი 1, ს.ფ. 208-211);
- ე-----------------------ის და ე--------------------ას 2017 წლის 13 ივნისის №1--------------1 ადმინისტრაციული საჩივარი (ტომი 1, ს.ფ. 212-216);
- ე-----------------------ის და ე--------------------ას 2017 წლის 03 ივლისის №1---------------- განცხადება (ტომი 1, ს.ფ. 234-235);
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 31 ივლისის №1-1699 ბრძანება(ტომი 1, ს.ფ. 76-78);
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 28 დეკემბრის №7-- ბრძანება (ტომი 1, ს.ფ. 88-98).
4.1.11. საქმეში წარმოდგენილია შ--------------------- 2016 წლის 28 სექტემბრის №131/16 საექსპერტო დასკვნა, რომლის თანახმად, ქ-------–--–---–----------------–--–-----–------------------- მიმდებარედ (ნაკვეთი №2/100), შ---------------- საკუთრების მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №0---------------) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პროექტის კონსტრუქციული ნაწილი დამუშავებულია საკმარისი მოცულობით, მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად. ამავე დასკვნაში მითითებულია, რომ პროექტის გრაფიკული ნაწილისა და შენობის ძირითადი მზიდი კონსტრუქციული სისტემის სივრცული ანგარიშის შედეგების ანალიზის საფუძველზე, ექსპერტიზა დადებით შეფასებას აძლევს პროექტის კონსტრუქციულ ნაწილს და რეკომენდაციას უწევს მას მშენებლობის ნებართვის მისაღებად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შ--------------------- 2016 წლის 28 სექტემბრის №131/16 საექსპერტო დასკვნა (ტომი 1, ს.ფ. 164-165).
4.1.12. საქმეში წარმოდგენილია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ს--- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 12 აპრილის №3205641 წერილობითი განმარტება, სადაც მითითებულია, რომ 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო და მდინარე ვერეს ხეობის და მიმდებარე ტერიტორიის მდგომარეობის შესწავლისა და შემდგომი აღდგენითი სამუშაოების ორგანიზების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის სხდომის №1 ოქმის შესაბამისად, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მოამზადა მიმდებარე ტერიტორიის უსაფრთხო გამოყენების ტოპოგრაფიული გეგმა, რომლის მიხედვითაც №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი არ ხვდება ,,მდინარე ვერეს ხეობაში ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ ზონაში’’, ასევე წყლის გავლისა და შეტბორვის არეალში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ს--- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 12 აპრილის №3205641 გადაწყვეტილება (ტომი 1, ს.ფ. 238-239).
4.1.13. საქმეში წარმოდგენილია დ------–---–---–---–--–---–--------------------------ა და ს-------------------------------------–- ცენტრის 2017 წლის ანგარიში, რომელიც ეხება ქ-------–--–---–--------------ში მშენებარე კორპუსის ტერიტორიის გრუნტის ლოკალური აგებულების და საინჟინრო-გეოლოგიური თვისებების შესწავლას გეოფიზიკური საძიებო მეთოდებით. დასკვნაში მითითებულია, რომ ეს ფუნდამენტი პირდაპირ სეიდაბადის ანტიკლინის ჩრდილო ფრთის 20-250 დაქანებულ ფერდზე გამავალ რღვევის ზოლზე მდებარეობს, რომელიც დაფარულია დენუდაციური, დელუვიური ნალექებით, რომლებიც აშკარად დინამიკაში იმყოფებიან. ნასხლეტი ფუნდამენტის ბაგე და დელუვიური ქანებიც ერთობლივად მოძრაობენ მდ. ვერეს კალაპოტისკენ (კლასიკური მეწყერი), რაზედაც უამრავი გეპლოგიური ფაქტი მეტყველებს.
ამავე დასკვნაში აღნიშნულია, რომ სტრუქტურის აგებულებიდან და ქანების შემადგენლობიდან გამომდინარე, ამ ფუნდამენტს სამი ძირითადი საფრთხე ემუქრება: 1. თუ მასზედ აშენდება მძიმე კონსტრუქციის ნაგებობა, მცირე მიწისძვრის შემთხვევაში, იგი დიდი ალბათობით დაცურდება მდ. ვერეს ხეობისკენ; 2. დელუვიური თიხები მშრალ პირობებში საკმაოდ მყარი ქანებია და მისი სამშენებლო სიმტკიცე 3-6 კგ/სმ2 შეადგენს, ხოლო დასველების შემთხვევაში ეს მახასიათებლები მკვეთრად ეცემა 1-1.2 სმ/კგ2-მდე. ეს ცვლილება კი იწვევს დამსხვრევას და შენობათა დეფორმაციას; 3. ამ კორპუსის სამშენებლო ფუნდამენტის არეალი წარმოადგენს ბუნებრივი და ტექნოგენური წყლების განმუხტვის ზონას, რაც მუდმივ საფრთხეს შეუქმნის ამ ფუნდამენტს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცენტრი მიიჩნევს, რომ ეს აღნიშნული ფართი საპროექტო მიწის ნაკვეთი 12 და 10 სართულიანი, საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისთვის, ყველა საინჟინრო-გეოლოგიური პარამეტრის მიხედვით, სრულიად მიუღებელია. უფრო მეტიც, მასზე მშენებლობის განხორციელება დანაშაულის ტოლფასია. მათ მოსაზრებებს ამყარებს წარმოებული გეოფიზიკური სამუშაოები, რომელთა შედეგები განსხვავებულია იმ შედეგებისაგან, რომელიც წარდგენილი იყო მშენებლობის ნებართვის აღებისათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დ------–---–---–---–--–---–--------------------------ა და ს-------------------------------------–- ცენტრის 2017 წლის ანგარიში (ტომი 1, ს.ფ. 170-177).
4.1.14. საქმეში ასევე წარმოდგენილია ს--- ლ----------------–--------–-----------------–----------------- ეროვნული ბიუროს 2018 წლის 22 მაისის №003434918 საექსპერტო შეფასება, რომლის დასკვნითი ნაწილის თანახმად, შ---------–--------–---–--------------- მიერ, ქ-------–--–----------------–---–---------------------------------------------, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის უბანზე ჩატარებული საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის ტექნიკური დოკუმენტაცია ძირითადად პასუხობს საქართველოში მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების და ტექნიკური დავალების მოთხოვნებს. ამავე დასკვნის მიხედვით, შესაბამისი შენიშვნის გათვალისწინებისა და საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის ტექნიკურ ანგარიშში კორექტივის შეტანის შემდეგ, ის შეიძლება საფუძვლად დაედოს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პროექტს საინჟინრო-გეოლოგიურ ნაწილში.
4.1.15. ს--- ლ----------------–--------–-----------------–----------------- ეროვნული ბიუროს 2018 წლის 12 აგვისტოს №005776218 საექსპერტო დასკვნის თანახმად კი, შ-----------–---–--------------’ მიერ, ქ-------–--–----------------–---–---------------------------------------------, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის უბანზე ჩატარებული საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის ტექნიკური დოკუმენტაცია პასუხობს საქართველოში მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნებს. ის შეიძლება საფუძვლად დაედოს აღნიშნული მრავალბინიანი შენობის მშენებლობის პროექტს გეოლოგიურ ნაწილში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ს--- ლ----------------–--------–-----------------–----------------- ეროვნული ბიუროს 2018 წლის 22 მაისის №003434918 საექსპერტო დასკვნა (ტომი 1, ს.ფ. 178-185);
- ს--- ლ----------------–--------–-----------------–----------------- ეროვნული ბიუროს 2018 წლის 12 აგვისტოს №005776218 საექსპერტო დასკვნა (ტომი 1, ს.ფ. 189-193).
4.1.16. საქმეში წარმოდგენილია ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ გ--------------–---ს 2016 წლის საექსპერტო დასკვნა ქ-------–--–---–--------------ის მიმდებარედ, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის უბანზე ჩატარებული საინჟინრო გეოლოგიური კვლევის თაობაზე, რომლის დასკვნითი ნაწილის თანახმად, ჩატარებული საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოები აკმაყოფილებს საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმების მოთხოვნებს, ანგარიშში შეტანილია სათანადო კორექტივები და იგი შესაძლებელია საფუძვლად დაედოს მშენებლობის პროექტს საინჟინრო-გეოლოგიურ ნაწილში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ გ--------------–---ს 2016 წლის საექსპერტო დასკვნა (ტომი 2, ს.ფ. 38-40).
4.1.17. საქმეში ასევე წარმოდგენილია U------- მიერ წარმოებული კვლევა და გაცემული რეკომენდაციები 2015 წლის 13 ივნისის სტიქიასთან დაკავშირებით, სახელწოდებით: ,,თბილისის წყალდიდობა 2015 - კვლევის პირველი შედეგები და მისაღები ზომები’’, სადაც პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ,,თბილისის პირველი წყალგამყვანი ნაგებობის/გვირაბიდან ზედა დინებაზე მდებარე სასაფლაოს აეროფოტოგადაღებით დადგინდა, რომ ბევრი სხვა ნაგებობა და საცხოვრებელი რისკის ქვეშაა, რადგან იმყოფებიან მდინარისპირა ტერიტორიების მართვის ზონასთან ახლოს ან მის უშუალო სიახლოვეში. მდინარისპირა ტერიტორიების მართვის ზონის საზღვრების შემოღება და ამ ფარგლებში საქმიანობის (მშენებლობის) შეზღუდვა საგრძნობლად შეამცირებს როგორც ადამიანის სიცოცხლის განადგურების, ასევე მომავალი წყალდიდობებით მიყენებული ზარალის შესაძლო საფრთხეს. ყველა ის შენობა, რომელიც მდებარეობს მეწყრის და დატბორვისკენ მიდრეკილ ზონებში, უნდა მაქსიმალურად შესაძლო ფარგლებში მოშორებული იქნეს’’.
ამავე კვლევის თანახმად, ,,მდინარე ვერეს ბუნებრივი ნატანით დატვირთვის დონე ძალზე მაღალია, რასაც მოყვება ნაგებობების სწრაფი დატბორვა, სანაპიროს ფუძექანსაც არ შეუძლია ნაგებობების სათანადოდ დაჭერა, ამიტომ დიდი წყალმოვარდნის შემთხვევაში ნაკადი შევარდება’’... ,,შეუძლებელია იმის თქმა, თუ ზუსტად როდის ან სად ხდება მეწყერების ჩამოსვლა, თუმცა შეიძლება მეწყერები ინფრასტრუქტურაზე უარყოფითი ზეგავლენის ან ადამიანების სიკვდილის შემთხვევების რისკის შემცირება იმ შემთხვევაში, თუ წინასწარ ცნობილი იქნება არასტაბილური ზონების საზღვრები. მიწით სარგებლობის დაგეგმვა და ადგილის მშენებლობისთვის შერჩევა შეიძლება ზონირებული იქნეს დიდი რისკის შემცველ ზონებში საქმიანობის (მშეებლობის) შესაზღუდად... საუკეთესო პერსონალის არსებობის და კომპეტენტური საველე სამუშაოს შესრულების პირობებშიც კი შეიძლება გამოტოვებულ იქნეს ზოგიერთი არასტაბილური ზონა, რომელიც იძლევა ცრუ უსაფრთხოების სურათს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ რუკაზე მონიშნული ზონების ფარგლებს გარეთ’’.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- U------- მიერ გაცემული დოკუმენტი: ,,თბილისის წყალდიდობა 2015 - კვლევის პირველი შედეგები და მისაღები ზომები’’ (ტომი 1, ს.ფ. 115-132).
4.1.18. საქმეში წარმოდგენილია ელექტრონული ფოსტით განხორციელებული მიმოწერის ამონაბეჭდი, საიდანაც ირკვევა, რომ 2017 წლის 20 აპრილს წ-------------- მაცხოვრებლებმა წერილით მიმართეს შ--------------- ,----–-------------------- პროექტთან დაკავშირებით და განუმარტეს, რომ მათ მიერ წარდგენილი გეოლოგიური და გეოფიზიკური დასკვნები ბევრ ეჭვს ბადებდა, რის გამოც ითხოვდნენ ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას და ტერიტორიის კვლევის მიზნით მათ თანხმობას, რათა დ------–---–---–---–--–---–--------------------------ა და ს-------------------------------------–-–------- სამშენებლო მოედანზე ჩაეტარებინა ალტერნატიული გეოფიზიკური კვლევა.
2017 წლის 21 აპრილის შეტყობინებით კი ირკვევა, რომ წ-------------- მაცხოვრებლებმა კვლავ ელექტრონული წერილით მიმართეს შ--------------- და განუმარტეს, რომ ესაუბრნენ შ---------------- დირექტორს, რომლისგანაც პასუხად მიიღეს უარი. შესაბამისად, მოითხოვეს წერილობით დაედასტურებინათ სამშენებლო მოედანზე ალტერნატიული სეისმოლოგიური კვლევის ჩატარებაზე აკრძალვა.
აღნიშნულ ელექტრონულ შეტყობინებებზე შესაბამისი პასუხი, საქმეში წარმოდგენილი არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაბეჭდი ელექტრონული ფოსტიდან (ტომი 3, ს.ფ. 159-161).
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ე-----------------------ისა და ე--------------------ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
6. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,მშენებლობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილება (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ს--- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 20 იანვრის №1------ ბრძანება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ს--- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 28 ნოემბრის №2------ ბრძანება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 28 დეკემბრის №7-- ბრძანება ე--------------------ასა და ე-----------------------ის, ასევე მათი წარმომადგენლის ა-------------–---–ის ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
7.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მეორე - ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ, 2008 წლის 21 ნოემბერს, ქ-------–--–---–----------------–--–-----–------------------- მიმდებარედ არსებული, №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისთვის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით, დადგენილ იქნა №1145 ქალაქთმშენებლობითი პირობები.
დადგენილია ასევე, რომ ქ. თბილისის მერიის ს--- თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 20 იანვრის №1------ ბრძანებით შეთანხმდა ქ-------–--–---–--------------ის მიმდებარედ (ნაკვეთი 2/100) მოქალაქეების - დიმიტრი ჭანიასა და მანანა დავითაიას კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №0---------------) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი, გაიცა მშენებლობის ნებართვა და სანებართვო მოწმობა, ხოლო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ს--- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 28 ნოემბრის №2----- ბრძანებით გაიცა ქ-------–--–---–--------------ის მიმდებარედ (ნაკვეთი 2/100) შ---------------- კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №0---------------) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა სანებართვო მოწმობა.
უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 31 ივლისის №1-1699 ბრძანებით, შეჩერდა ქ. თბილისის მერიის ს--- თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 20 იანვრის №1------ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ს--- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 28 ნოემბრის №2----- ბრძანებების მოქმედება განსახილველ ადმინისტრაციულ საჩივრებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 28 დეკემბრის №7-- ბრძანებით კი, ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ს--- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 20 იანვრის №1------ და 2016 წლის 28 ნოემბრის 2----- ბრძანებები და ძალადაკარგულად გამოცხადდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 31 ივლისის №1-1699 ბრძანება.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ სასარჩელო მოთხოვნას სწორედ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 28 დეკემბრის №7-- ბრძანების კანონიერება წარმოადგენს. შესაბამისად, სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად სწორად იქნა მიღებული აღნიშნული ბრძანება და არსებობდა თუ არა ს--- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 20 იანვრის №1------ და 2016 წლის 28 ნოემბრის 2----- ბრძანებების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
7.2. სადავო პერიოდში მოქმედი ,,მშენებლობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობათა საჯარო სამართლებრივი რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარების პროცესს. დასახელებული დადგენილების 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია: ა) ამ დადგენილების შესაბამისად გაცემული მშენებლობის ნებართვა; ბ) დამკვეთსა და დამპროექტებელ ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს შორის დადებული ხელშეკრულება; გ) კანონმდებლობა, მათ შორის ეს დადგენილება, სამშენებლო საქმიანობის ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტები და ტერიტორიების სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობითი დოკუმენტების მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამი სტადიით, გარდა განსაზღვრული გამონაკლისებისა, ამ დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად. აღნიშნული სტადიებია: ა) I სტადია - ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (შემდგომში სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დამტკიცება); ბ) II სტადია - არქიტექტურული დოკუმენტის პროექტის, კონსტრუქციული სქემის ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება; გ) III სტადია - მშენებლობის ნებართვის გაცემა.
მითითებული დადგენილების 48-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, მშენებლობის ნებართვა გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე).
სასამართლო განმარტავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი ,,მშენებლობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილების 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვის მისაღებად დამკვეთმა უნდა უზრუნველყოს: სავალდებულო საექსპერტო შეფასების განხორციელება ამ დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად, ხოლო ამავე დადგენილების 46-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, დამკვეთისათვის სავალდებულო საექსპერტო შეფასებას ექვემდებარება ამ დადგენილებით განსაზღვრული IV კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების პროექტების შემდეგი ნაწილები: ა.ა) საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის საექსპერტო შეფასება; ა.ბ) ფუძეების, საძირკვლებისა და სხვა ძირითადი კონსტრუქციების საექსპერტო შეფასება; ა.გ) დოკუმენტების პროექტების იმ ნაწილების საექსპერტო შეფასება, რომელებიც დაკავშირებულია შენობა-ნაგებობების საერთო სარგებლობის შესასვლელ-გამოსასვლელებთან.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2018 წლის 28 დეკემბრის №7-- ბრძანება მიღებული იქნა ისე, რომ არ ყოფილა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ: მოპასუხე მხარე მიუთითებს ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ გ--------------–---ს 2016 წლის საექსპერტო დასკვნაზე, ქ-------–--–---–--------------ის მიმდებარედ, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის უბანზე ჩატარებული საინჟინრო გეოლოგიური კვლევის თაობაზე, რომლის დასკვნითი ნაწილის თანახმად, ჩატარებული საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოები აკმაყოფილებს საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმების მოთხოვნებს, ანგარიშში შეტანილია სათანადო კორექტივები და იგი შესაძლებელია საფუძვლად დაედოს მშენებლობის პროექტს საინჟინრო-გეოლოგიურ ნაწილში. აღნიშნულ დასკვნასთან დაკავშირებით მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ დასკვნას არ ახლავს ბურღის პროფილები, რითაც ნათელი მოეფინებოდა ნამდვილად ჩატარდა თუ არა მიწის ნაკვეთზე გეოლოგიური კვლევა. აგრეთვე, თამარაშვილის მე-8 კორპუსის მცხოვრები გეოლოგები, ადასტურებენ, რომ სამშენებლო მოედანზე არ დადგმულა ჭაბურღილი. იგივეს ადასტურებს 72 მობინადრე. ამასთანავე, გეოფიზიკური კვლევის შედეგად მიღებული ციფრები VS 30=981-1075 მ/წამ არ შეესაბამება რეალობას და საფუძვლიანი ეჭვი ჩნდება, რომ გეოფიზიკური კვლევა საერთოდ არ ჩატარებულა. სადავო ბრძანებაში მოპასუხე ყურადღებას ამახვილებს ასევე ს--- ლ----------------–--------–-----------------–----------------- ეროვნული ბიუროს 2018 წლის 22 მაისის №003434918 საექსპერტო შეფასებაზე, რომლის დასკვნითი ნაწილის თანახმად, შ---------–--------–---–--------------- მიერ, ქ-------–--–----------------–---–---------------------------------------------, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის უბანზე ჩატარებული საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის ტექნიკური დოკუმენტაცია ძირითადად პასუხობს საქართველოში მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების და ტექნიკური დავალების მოთხოვნებს. ამავე დასკვნის მიხედვით, შესაბამისი შენიშვნის გათვალისწინებისა და საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის ტექნიკურ ანგარიშში კორექტივის შეტანის შემდეგ, ის შეიძლება საფუძვლად დაედოს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პროექტს საინჟინრო-გეოლოგიურ ნაწილში. ს--- ლ----------------–--------–-----------------–----------------- ეროვნული ბიუროს 2018 წლის 12 აგვისტოს №005776218 საექსპერტო დასკვნის თანახმად კი, შ-----------–---–--------------’ მიერ, ქ-------–--–----------------–---–---------------------------------------------, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის უბანზე ჩატარებული საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის ტექნიკური დოკუმენტაცია პასუხობს საქართველოში მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნებს. ის შეიძლება საფუძვლად დაედოს აღნიშნული მრავალბინიანი შენობის მშენებლობის პროექტს გეოლოგიურ ნაწილში.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მითითებული დასკვნების საპირისპიროდ, საქმეში წარმოდგენილია დ------–---–---–---–--–---–--------------------------ა და ს-------------------------------------–- ცენტრის 2017 წლის ანგარიში, რომელიც ეხება ქ-------–--–---–--------------ში მშენებარე კორპუსის ტერიტორიის გრუნტის ლოკალური აგებულების და საინჟინრო-გეოლოგიური თვისებების შესწავლას გეოფიზიკური საძიებო მეთოდებით. დასკვნაში მითითებულია, რომ ეს ფუნდამენტი პირდაპირ სეიდაბადის ანტიკლინის ჩრდილო ფრთის 20-250 დაქანებულ ფერდზე გამავალ რღვევის ზოლზე მდებარეობს, რომელიც დაფარულია დენუდაციური, დელუვიური ნალექებით, რომლებიც აშკარად დინამიკაში იმყოფებიან. ნასხლეტი ფუნდამენტის ბაგე და დელუვიური ქანებიც ერთობლივად მოძრაობენ მდ. ვერეს კალაპოტისკენ (კლასიკური მეწყერი), რაზედაც უამრავი გეოლოგიური ფაქტი მეტყველებს. ამავე დასკვნაში აღნიშნულია, რომ სტრუქტურის აგებულებიდან და ქანების შემადგენლობიდან გამომდინარე, ამ ფუნდამენტს სამი ძირითადი საფრთხე ემუქრება: 1. თუ მასზედ აშენდება მძიმე კონსტრუქციის ნაგებობა, მცირე მიწისძვრის შემთხვევაში, იგი დიდი ალბათობით დაცურდება მდ. ვერეს ხეობისკენ; 2. დელუვიური თიხები მშრალ პირობებში საკმაოდ მყარი ქანებია და მისი სამშენებლო სიმტკიცე 3-6 კგ/სმ2 შეადგენს, ხოლო დასველების შემთხვევაში ეს მახასიათებლები მკვეთრად ეცემა 1-1.2 სმ/კგ2-მდე. ეს ცვლილება კი იწვევს დამსხვრევას და შენობათა დეფორმაციას; 3. ამ კორპუსის სამშენებლო ფუნდამენტის არეალი წარმოადგენს ბუნებრივი და ტექნოგენური წყლების განმუხტვის ზონას, რაც მუდმივ საფრთხეს შეუქმნის ამ ფუნდამენტს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცენტრი მიიჩნევს, რომ ეს აღნიშნული ფართი საპროექტო მიწის ნაკვეთი 12 და 10 სართულიანი, საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისთვის, ყველა საინჟინრო-გეოლოგიური პარამეტრის მიხედვით, სრულიად მიუღებელია. უფრო მეტიც, მასზე მშენებლობის განხორციელება დანაშაულის ტოლფასია. ამასთან, სადავო ბრძანებით დგინდება, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე გამოცხადებული ექსპერტების განმარტებით, აღნიშნული დასკვნა ეხება როგორც საპროექტო მიწის ნაკვეთს, ასევე მის მიმდებარე ტერიტორიას. ამავე დასკვნასთან დაკავშირებით მოპასუხე უთითებს, რომ ,,მართალია, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულების თანახმად, საპროექტო მიწის ნაკვეთისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის სამშენებლოდ განვითარება მიზანშეუწონელია, მაგრამ სხვა მტკიცებულებების მიხედვით, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების წარმოებას ეძლევა დადებითი რეკომენდაცია, მისი საინჟინრო-გეოლოგიური პირობების გათვალისწინებისა და შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის კონსტრუქციულ ნაწილში მოცემული გადაწყვეტების შესაბამისად განხორციელების შემთხვევაში’’... ,,ამასთან, საქმის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის საექსპერტო დასკვნების სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება დამკვეთს და აღნიშნული დოკუმენტების შემდგენ და ხელმომწერ პირებს. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ საპროექტო მიწის ნაკვეთზე სადავო აქტებით შეთანხმებული და ნებადართული სამშენებლო სამუშაოების უსაფრთხოდ განხორციელება და შემდგომი ფუნქციონირება შეუძლებელია, აღნიშნული წარმოადგენს დამკვეთისა და საექსპერტო დასკვნების მომზადებაზე უფლებამოსილი პირების პასუხისმგებლობას’’.
მიუხედავად საქმეში არსებული ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებებისა, ადმინისტრაციული ორგანო პრიორიტეტულად მიიჩნევს იმ დასკვნას, რომლითაც დადებითი შეფასება მიეცა საპროექტო მიწის ნაკვეთზე 12 და 10 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას და არ ითვალისწინებს შეფასებას, რომლითაც ამავე მიწის ნაკვეთზე მშენებლობის განხორციელება დანაშაულთან არის გათანაბრებული და დეტალურად არის აღწერილი ის მოსალოდნელი საფრთხე, რაც მშენებლობის შემთხვევაში შეიძლება განხორციელდეს.
გარდა ზემოაღნიშნულისა, მნიშვნელოვან მტკიცებულებას წარმოადგენს ასევე U------- მიერ წარმოებული კვლევა და გაცემული რეკომენდაციები 2015 წლის 13 ივნისის სტიქიასთან დაკავშირებით, სახელწოდებით: ,,თბილისის წყალდიდობა 2015 - კვლევის პირველი შედეგები და მისაღები ზომები’’, სადაც პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ,,თბილისის პირველი წყალგამყვანი ნაგებობის/გვირაბიდან ზედა დინებაზე მდებარე სასაფლაოს აეროფოტოგადაღებით დადგინდა, რომ ბევრი სხვა ნაგებობა და საცხოვრებელი რისკის ქვეშაა, რადგან იმყოფებიან მდინარისპირა ტერიტორიების მართვის ზონასთან ახლოს ან მის უშუალო სიახლოვეში. მდინარისპირა ტერიტორიების მართვის ზონის საზღვრების შემოღება და ამ ფარგლებში საქმიანობის (მშენებლობის) შეზღუდვა საგრძნობლად შეამცირებს როგორც ადამიანის სიცოცხლის განადგურების, ასევე მომავალი წყალდიდობებით მიყენებული ზარალის შესაძლო საფრთხეს. ყველა ის შენობა, რომელიც მდებარეობს მეწყრის და დატბორვისკენ მიდრეკილ ზონებში, უნდა მაქსიმალურად შესაძლო ფარგლებში მოშორებული იქნეს’’. ამავე კვლევის თანახმად, ,,მდინარე ვერეს ბუნებრივი ნატანით დატვირთვის დონე ძალზე მაღალია, რასაც მოყვება ნაგებობების სწრაფი დატბორვა, სანაპიროს ფუძექანსაც არ შეუძლია ნაგებობების სათანადოდ დაჭერა, ამიტომ დიდი წყალმოვარდნის შემთხვევაში ნაკადი შევარდება’’... ,,შეუძლებელია იმის თქმა, თუ ზუსტად როდის ან სად ხდება მეწყერების ჩამოსვლა, თუმცა შეიძლება მეწყერები ინფრასტრუქტურაზე უარყოფითი ზეგავლენის ან ადამიანების სიკვდილის შემთხვევების რისკის შემცირება იმ შემთხვევაში, თუ წინასწარ ცნობილი იქნება არასტაბილური ზონების საზღვრები. მიწით სარგებლობის დაგეგმვა და ადგილის მშენებლობისთვის შერჩევა შეიძლება ზონირებული იქნეს დიდი რისკის შემცველ ზონებში საქმიანობის (მშეებლობის) შესაზღუდად... საუკეთესო პერსონალის არსებობის და კომპეტენტური საველე სამუშაოს შესრულების პირობებშიც კი შეიძლება გამოტოვებულ იქნეს ზოგიერთი არასტაბილური ზონა, რომელიც იძლევა ცრუ უსაფრთხოების სურათს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ რუკაზე მონიშნული ზონების ფარგლებს გარეთ’’.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილ, ელექტრონული ფოსტით განხორციელებული მიმოწერის ამონაბეჭდზე, საიდანაც ირკვევა, რომ 2017 წლის 20 აპრილს წ-------------- მაცხოვრებლებმა წერილით მიმართეს შ--------------- ,----–-------------------- პროექტთან დაკავშირებით და განუმარტეს, რომ მათ მიერ წარდგენილი გეოლოგიური და გეოფიზიკური დასკვნები ბევრ ეჭვს ბადებდა, რის გამოც ითხოვდნენ ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას და ტერიტორიის კვლევის მიზნით მათ თანხმობას, რათა დ------–---–---–---–--–---–--------------------------ა და ს-------------------------------------–-–------- სამშენებლო მოედანზე ჩაეტარებინა ალტერნატიული გეოფიზიკური კვლევა. 2017 წლის 21 აპრილის შეტყობინებით კი ირკვევა, რომ წ-------------- მაცხოვრებლები ესაუბრნენ შ---------------- დირექტორს, რომლისგანაც პასუხად მიიღეს უარი. შესაბამისად, მოითხოვეს წერილობით დაედასტურებინათ სამშენებლო მოედანზე ალტერნატიული სეისმოლოგიური კვლევის ჩატარებაზე აკრძალვა. აღნიშნულ ელექტრონულ შეტყობინებებზე შესაბამისი პასუხი, საქმეში წარმოდგენილი არ არის.
სასამართლო აქვე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ დაინტერესებული პირის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში მხოლოდ დასკვნების წარდგენა, ერთმნიშვნელოვნად არ გამორიცხავს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებას, უფრო მეტიც, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს წარდგენილ ადმინისტრაციული საჩივართან მიმართებაში სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების გზით მოახდინოს საკითხის განხილვა, გამოითხოვოს დამატებითი დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; საჭიროების შემთხვევაში დანიშნოს ექსპერტიზა და ასევე მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს და სწორედ აღნიშნული დოკუმენტაციის ერთობლიობაში ურთიეთშეჯერების საფუძველზე მიიღოს შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება.
დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები საბოლოო ჯამში მიუთითებს იმაზე, რომ გასაჩივრებული - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 28 დეკემბრის №7-- ბრძანების მიღებისას საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ განხორციელებულა ადმინისტრაციული აქტის საფუძვლად არსებული გარემოებების სათანადოდ გამოკვლევა და შეფასება, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ და მხოლოდ ფორმალური საფუძვლებით ეთქვა უარი განმცხადებელს საჩივრის დაკმაყოფილებაზე. უფრო მეტით მოპასუხე მხარეს ყურადღება არ გაუმახვილებია და არ გამოუკვლევია, თუ რატომ არ მიეცა საჩივრის ავტორს სამშენებლოდ განკუთვნილ მიწის ნაკვეთზე ალტერნატიული კვლევის ჩატარების და სათანადო დასკვნის წარდგენის შესაძლებლობა, ამასთან იმ პირობებში, როდესაც თავადაც შეეძლო დაენიშნა ექსპერტიზა და ექსპერტიზის დასკვნასთან ერთობლიობაში, საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებისა და დასკვნების საფუძველზე მიეღო დასაბუთებული გადაწყვეტილება. ასეთი მიდგომით კი შესაძლოა დადგეს ისეთი შედეგი, რომელიც ხელყოფს მოსარჩელის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას ცხოვრობდეს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში. უფრო კონკრეტულად, საქართველოს კონსტიტუციის 10.1 მუხლის თანახმად, ადამიანის სიცოცხლე დაცულია... 29.1 მუხლის თანახმად კი, ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი გარემოთი და საჯარო სივრცით. ყველას აქვს უფლება დროულად მიიღოს სრული ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ. ყველას აქვს უფლება ზრუნავდეს გარემოს დაცვაზე. გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლება უზრუნველყოფილია კანონით.
7.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არსებით დარღვევად ჩაითვლება ისეთი დარღვევა, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 28 დეკემბრის №7-- ბრძანება ე--------------------ასა და ე-----------------------ის, ასევე მათი წარმომადგენლის ა-------------–---–ის ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 28 დეკემბრის №7-- ბრძანება ე--------------------ასა და ე-----------------------ის, ასევე მათი წარმომადგენლის ა-------------–---–ის ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონის მოთხოვნათა დარღვევით, საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე არის მიღებული და მოსარჩელეთა კანონიერ ინტერესებს პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს, რის გამოც, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და მასვე უნდა დაევალოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ე-----------------------ის და ე--------------------ას ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით.
7.6. რაც შეეხება, მოსარჩელეთა მოთხოვნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ს--- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 20 იანვრის №1------ და 2016 წლის 28 ნოემბრის №2------ ბრძანებების ბათილად ცნობის თაობაზე, სასამართლო მიუთითებს, რომ იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს მიერ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 28 დეკემბრის №7-- ბრძანება ე--------------------ასა და ე-----------------------ის, ასევე მათი წარმომადგენლის ა-------------–---–ის ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და მასვე დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ე-----------------------ის და ე--------------------ას ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას არსებითად იმსჯელოს ზემოაღნიშნული სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემული არის თუ არა კანონის მოთხოვნათა დაცვით.
7.7. სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ დავის ამგვარი გადაწყვეტა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას იყო წარდგენილი ის მტკიცებულებები, რომელთა გამოკვლევის და შეფასების საშუალება ვერ ექნებოდა ს--- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს სადავო 2014 წლის 20 იანვრის №1------ და 2016 წლის 28 ნოემბრის №2------ ბრძანებების გამოცემის ეტაპზე. ამიტომ, სწორედ ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდა შესაძლებლობა, აქტის გამოცემისას წარდგენილი წარმოების მასალების, ადმინისტრაციული საჩივრის ავტორების მიერ წარდგენილი დოკუმენტებისა და მის მიერ სადავო გარემოებების სათანადო კვლევის საფუძველზე, მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება.
8. საპროცესო ხარჯები
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინიტრაციულ სამართლაწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
ამავე კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილი კი ადგენს, რომ სარჩელზე უარის თქმისას სამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრებით დასტურდება, რომ მოსარჩელეთა მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 200 (ორასი) ლარის ოდენობით (თითოეულის მიერ 100-100). ამასთან, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მხოლოდ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 28 დეკემბრის №7-- ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში მოპასუხეს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, მოსარჩელეების - ე-----------------------ისა და ე--------------------ას სასარგებლოდ ცალ-ცალკე, უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50-50 (ჯამში 100 ლარი) ლარის ანაზღაურება მათ მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, ხოლო დარჩენილი 50-50 (ჯამში 100 ლარი) ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ე-----------------------ის და ე--------------------ას სარჩელი, ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 28 დეკემბრის №7-- ბრძანება ე--------------------ასა და ე-----------------------ის, ასევე მათი წარმომადგენლის ა-------------–---–ის ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და მასვე დაევალოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ე-----------------------ის და ე--------------------ას ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით;
3. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, ე-----------------------ის და ე--------------------ას სასარგებლოდ, დაეკისროს მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 100 (ასი) ლარის ანაზღაურება, სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად;
5. ე-----------------------ის და ე--------------------ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე- №64) მეშვეობით.
მოსამართლე ლეილა გოგიშვილი