განაჩენი

სისხლის სამართლის 03.01.2020
საქმის ნომერი
010100119003006915
დავის ტიპი
137 1
თარიღი
03.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე#010100119003006915

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

03 იანვარი, 2020 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილი

სხდომის მდივანი - ნინო ფუტკარაძე

 

პროკურორი - პ------–-–--–---

 

ბრალდებული - ჯ--- ბ-–--ე

ადვოკატი - პ----ა ბ---–-----

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

N172100419003

 

ბრალდებული: ჯ--- ბ-–--ე

მამის სახელი: თ-------

დაბადებული: 22.07.1-----–--–---------–--------------------–----------–--------------------------------------------–---------------–----–----–-----------------------------------------–-------–--------------–-----------------------------------–---------------------------------–--------

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილი

 

ჯ--- ბ-–--ემ ჩაიდინა გაუპატიურება, ესე იგი პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევა სხეულის ნაწილის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, რაც გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 10 აპრილს, დილით საათებში, ქალაქ ქობულეთში, თბილისის და მეგობრობის ქუჩების მიმდებარე ზღვის სანაპიროსთან ჯ--- ბ-–--ემ ძალადობით და ძალადობის მუქარით, სასქესო ორგანოს გამოყენებით მოახდინა ე---------- შ---------ს სხეულში, კერძოდ სასქესო ორგანოში სექსუალური ხასიათის შეღწევა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის რიგი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა რიგი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

გარდა სადაო მტკიცებულებებისა ჯ--- ბ-–--ის მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილი და დადასტურებულია სასამართლოში გამოკვლეული შემდეგი მტკიცებულებებით.

 

დაზარალებულ ე---------- შ---------ს ჩვენების ანალიზით ირკვევა შემდეგი: დაბადებული და გაზრდილია ესტონეთში. ქორწინებაშია ვ-–-------- კ--–------ან და ჰყავს ერთი მცირეწლოვანი შვილი. საქართველოში ჩამოსვლის მისმა ოჯახმა თბილისში და ქობულეთში შეიძინეს ბინა და სახლი. ქობულეთშიც მისი სახლი მდებარეობს მისამართზე ქალაქ ქობულეთში თ---–----------------ში. სახლის შეძენის შემდეგ მისმა იჯახმა საოჯახო ბიზნესი, რომელიც დაკავშირებულია ავეჯის დამზადებასთან გადმოიტანა ბელორუსიდან ქობულეთში. ამჟამად ქობულეთში ცხოვრობს მეუღლესთან და შვილთან ერთად. იგი გატაცებულია ფოტოგრაფიით. 2019 წლის 10 აპრილს დილით დაახლოებით 10:00 საათზე, მეუღლეს დაუტოვა ბავშვი და მარტო წავიდა თბილისის ქუჩის გავლით ზღვის სანაპიროზე სასეირნოდ და თან წაიღო მისი კუთვნილი ფოტოაპარატი ზღვაზე სურათების გადასაღებად. იგი გაემართა მთავარი გასასვლელით სანაპიროს მიმართულებით. როდესაც სანაპიროსთან შესასვლელ კიბეზე ავიდა და მისგან მარცხნივ შენიშნა ორი უცნობი მამაკაცი, რომლებიც იქვე ჯებირზე იჯდნენ. მათგან ერთერთმა მამაკაცმა (კერძოდ ბრალდებულმა ჯ--- ბ-–--ემ) მას სხვანაირად გამომწვევად შეხედა, რაც ძალიან არ ესიამოვნა ამიტომ გვერდიდან მოუარა მამაკაცებს და ისე გააგრძელა გზა სანაპიროს მიმართულებით. შემდეგ უკან მოიხედა დარწმუნდა, რომ არავინ უკან არ მიყვებოდა, დამშვიდდა და გააგრძელა გზა მდინარე კინტრიშის და ზღვის შესართავთან სადაც თოლიები იკრიბებიან და იქ შესაძლებელი იყო კარგი სურათების გადაღება. მაგრამ იმ დღეს თოლიები ვერ ნახა და უკან დაბრუნდა. შორიდან დაინახა ჯებირზე მისკენ მიმავალი მამაკაცი, რომელიც მოეჩვენა რომ სწორედ ის პირი იყო, რომელმაც უსიამოვნოდ შეხედა. მან გადაწყვიტა შეხვედრისათვის თავი აერიდებინა წავიდა ზღვისკენ და დაელოდა სანამ ეს მამაკაცი გასცდებოდა. ზღვასთან სანაპიროზე, რამდენიმე სურათი გადაიღო და ათვალიერებდა ფოტოაპარატში გადაღებულ სურათებს. ამ დროს ზურგს უკან მოესმა ქვიშის ხმაური თითქოს ვიღაცა ქვიშაზე მირბოდა. ნაბიჯების ხმას განსაკუთრებული ყურადღება არ მიაქცია, რადგან ხშირად ზღვაზე ვარჯიშობენ ადამიანები, მაგრამ უცებ ის პირი ვინც ზემოთ ახსენა და მხედველობაში აქვს ბრალდებული ჯ--- ბ-–--ე მივარდა, ხელზე ხელი მოკიდა მიატრიალა მისკენ და უთხრა, რომ სურდა მისი გაცნობა. მას ძალიან შეეშინდა კატეგორიულად უპასუხა, რონ არ სურდა გაცნობა და მოსთხოვა ხელი გაეშვა და შეეცადა განთავისუფლებულიყო მისგან, მაგრამ ბრალდებულმა ძირს დააგდო, დააწვა თავისი სიმძიმით მას, მუხლით დაადო მკერდზე და ერთი ხელი პირზე ააფარა და დაუწყო დახრჩობა. იმავდროულად დაემუქრა, რომ რასაც ეტყოდა იმას გააკეთებდა და ხელი სახეში დაარტყა. მან დაიწყო ყვირილი და ითხოვდა შველას მაგრამ ამ პირმა პირზე და ცხვირზე მოუჭირა ხელები, რის გამოც ძალა ეცლებოდა და თვალთ დაუბნელდა. თავიდან ეგონა, რომ თავდამსხმელს სურდა მისი გაქურდვა და უთხრა წაეღო მისი ფოტო აპარატი, მობილური ტელეფონი, ოქროს სამკაულები, მაგრამ თავდამსხმელმა უთხრა, რომ არ ჭირდებოდა ნივთები, უნდოდა სექსი და თუ არ დათანხმდებოდა მოკლავდა. მას ძალიან შეეშინდა ცდილობდა წინააღმდეგობა გაეწია, მაგრამ თავდამსხმელი მასზე ძლიერი იყო ფიზიკურად და ვერ თავისუფლდებოდა მისგან. თავდამსხმელმა უთხრა, რომ ციხიდან იყო გამოსულია სადაც მკვლელობისათვის იხდიდა სასჯელს და იცის, როგორ მოკლას ადამიანი. ამ სიტყვებზე უფრო მეტად შეეშინდა, გრძნობდა შიშს და ტკივილს. თავდამსხმელმა ხელში აიყვანა და წაათრია მდინარე კინტრიშის მიმართულებით. ე---------- ცდილობდა თავდამსხმელისგან თავის დაღწევას და გაქცევას, მაგარ ვერ ერეოდა თავდამსხმელს. რაღაც მომენტში იფიქრა, რომ თუ თავდამსხმელს მოაჩვენებდა, რომ დამორჩილდა და წინააღმდეგობის გარეშე გადადგამდა ნაბიჯს შეიძლება თავდამსხმელს შეესუსტებინა მისი შებოჭვა და საშუალება მიეცემოდა თავი დაეღწია დამნაშავისგან. ასეც მოხდა, როგორც კი განთავისუფლდა მაშინვე გაიქცა და სადღაც 30 ნაბიჯი გაირბინა, მაგრამ ჯ--- ბ-–--ე გამოედევნა, დაეწია, დააგდო ძირს ხელებით ცხვირსა და პირზე ააფარა და მუხლი მკერდზე დააჭირა. ე---------- შ--------- სთხოვდა ჯ--- ბ-–--ეს, რომ არ დაენგრია მისი ცხოვრება, ყავდა მეუღლე და მცირე წლოვანი შვილი, მაგრამ თავდამსხმელი თავისას არ იშლიდა და ისევ დაემუქრა, რომ თუ არ დათანხმდებოდა სქესობრივ კავშირზე მოკლავდა და მისთვის სულერთი იყო მკვდართან დაამყარებდა სქესობრივ კავშირ თუ ცოცხალთან. შ--------- უხსნიდა, რომ იყო ადგილობრივი ხალხი გაიგებდა ამ სიბოროტეს და ხალხი დასჯიდა დამნაშავეს, მაგრამ ბ-–--ე არ უჯერებდა ეუბნებოდა, რომ შ--------- იყო ტურისტი და სწორედ ასეთი საქციელისთვის იყო ჩასული. ბრალდებულმა დაზარალებული აიყვანა ხელში და ჯებირთან ახლოს კიბესთან მიიყვანა. დაზარალებული კვლავ აგრძელებდა წინააღმდეგობას, მარა უკვე ძალა აღარ ყოფნიდა. ის ხომ სულ 47 კილოგრამს იწონის და არც სპორტით არ არის დაკავებული. გრძნობდა ტკივილს ზურგში და ჰაერის უკმარისობას. გაუპატიურების დროს გარშემო არავინ არ იმყოფებოდა და მის ყვირილი არავის ესმოდა. ე---------- შ---------მ უთხრა ბ-–--ეს, რომ ჰქონდა ქალური დაავადება, კრიტიკული დღეები და არ დაემყარებინე სქესობრივი კავშირი. მაგრამ თავდამსხმელი უკან არ იხევდა და ეუბნებოდა არ აქვს არაფერს მნიშვნელობა კრიტიკული დღეები აქვს, მკვდარია თუ ცოცხალი. ბრალდებულმა დაზარალებული სახით კედლისკენ მიატრიალა, უკნიდან მოექცა, სპორტული შარვალი და ტრუსი ჩაუწია და უკანა მხრიდან შეეცადა სქესობრივი კავშირის დამყარებას. ძალადობისას თავდამსხმელს პირადობის მოწმობა ამოუვარდა და ძირს დაეცა. სწორედ ამ დროს დაინახა დაზარალებულმა, რომ ბრალდებულის პირადობის მოწმობაში ეწერა სახელი და გვარი - ჯ--- ბ-–--ე. მაშინვე თავი გვერდით მიატრიალა, რათა თავდამსხმელი არ მიმხვდარიყო, რომ ე. შ---------მ დამნაშავის ვინაობა შეიტყო. იმის გამო, რომ შ--------- მაინც აგრძელებდა წინააღმდეგობას ჯ--- ბ-–--ემ ვერ დაამყარა ფეხზე მდგომმა სქესობრივი კავშირი, ამიტომ უკმაყოფილო ჯ--- ბ-–--ემ ძირს დააგდო დაზარალებული, სახეში ხელი დაარტყა, დააწვა თავისი ტანით, ოდნავ ჩამოიწია შარვალი, სასქესო ორგანო მოათავსა შ---------ს სასქესო ორგანოში და ამ უკანასკნელის ნების საწინააღმდეგოდ დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ამყარებდა მასთან კავშირს. დაზარალებულს თავის ჩაწეული შარვლისგან ფეხები გაკავებული ქონდა და ვერ აღწევდა თავდამსხმელისგან თავს. ჯ--- ბ-–--ემ დაახლოებთ 10 წუთის შემდეგ შეწყვიტა შ---------ს გაუპატიურება. გაუპატიურების შემდეგ დაზარალებული ვერ ხვდებოდა რას მოიმოქმედებდა დამნაშავე. შ---------ს გაახსენდა ტელევიზორიდან გაგონილი ამერიკელი ოჯახის სმიტების ამბავი, როდესაც მთელი ოჯახი ამოხოცეს, ქალი გააუპატიურეს და შემდეგ მოკლეს, ეგონა რომ დამნაშავეც ასე მოიქცეოდა და იქვე დამთავრდებოდა მისი სიცოცხლე და თავდამსხმელი ადგილზევე მოკლავდა. მაგრამ თავდამსხმელმა ჯ--- ბ-–--ემ მისცა საშუალება დაზარალებულს შ---------ს ჩაეცვა და თან დაუწყო საუბარი, რომ თუ ვინმე ეტყოდა გაუპატიურების შესახებ მოკლავდა. ამ სიტყვების დამაჯერებლობისათვის ჯ--- ბ-–--ემ ისიც უთხრა, რომ ზუსტად იცოდა სადაც ცხოვრობდა შ---------. უთხრა რომ, იგი ცხოვრობდა საავადმყოფოდან მესამე სახლში. ამ სიტყვების გაგონებაზე შ--------- დარწმუნდა რომ თავდამსხმელი მართალს ამბობდა და მოკვლის მუქარა რეალური იყო. გრძნობდა რომ მოკვლის საფრთხე ჯერ კიდევ არსებობდა, რადგან მართლაც საავადმყოფოს შენობიდან მესამე სახლში ცხოვრობს და ეს პირი საშიში იყო არა მარტო მისთვის არამედ მთელი მისი ოჯახისთვის, შვილისთვის და ქმრისთვისაც. ამიტომ დამნაშავის დამშვიდების მიზნით შ---------მ უთხრა ბ-–--ეს, რომ არავის არ მოუყვებოდა და მასაც არ ეთქვა არაფერი. ჯ--- ბ-–--ემ განუცხადა, რომ მომავალშიც კიდევ უნდა დაემყარებინა სქესობრივი კავშირი და ესევ უნდა შეხვედროდა. ამის შემდეგ ჯ--- ბ-–--ემ ხელზე მოუჭირა ხელი და ასე წაიყვანა სახლის მიმართულებით შ---------. გზაში ემუქრებოდა, რომ არაფერი არ ეთქვა და ყვირილი არ დაეწყო თორემ მოკლავდა, თან კოცნიდა, რადგან ვინმეს რომ შეემჩნია ეფიქრათ თითქოს შეყვარებული წყვილები იყვნენ. შემდეგ ბ-–--ემ შ--------- ისევ მდინარისკენ წაიყვანა და დაუწყო მუქარა და დაჯერება, რომ არავისთვის არ ეთქვა. იმის გამო, რომ გაენეიტრალებინა დამნაშავის შიში დანაშაულის გაცხადების შესახებ შ---------მ დაუწყო მოფერება და დაპირება, რომ მართლაც არავის არაფერს არ ეტყოდა. მხოლოდ ამის დაპირების შემდეგ ჯ--- ბ-–--ემ წაიყვანა დაზარალებული სახლის მიმართულებით. გზაში ჯ--- ბ-–--ემ მოსთხოვა, ე. შ---------ს, რომ მიეცა მობილური ტელეფონის ნომერი. შ--------- დათანხმდა რადგან იფიქრა, რომ ეს სასარგებლო იქნებოდა დამნაშავის მამხილებლად და მისცა თავის ტელეფონის ნომერი და თან მოსთხოვა ჯ--- ბ-–--ის მობილური ტელეფონის ნომერიც. ჯ--- ბ-–--ე თავიდან არ დათანხმდა, შეეშინდა, უთხრა თუ ნომერს მისცემდა დაზარალებულს ეს უკანასკნელი მაშინვე პოლიციას შეატყობინებდა თუმცა შ---------მ დააჯერა, რომ არავის არ ეტყოდა. ჯ--- ბ-–--ეს ტელეფონის ნომერი თავის ტელეფონში ჩაიწერა სახელით X-ი. ასე მიუახლოვდნენ სახლს. შ---------მ, როცა შორიდან უკვე დაინახა თავისი სახლი, მხოლოდ მაშინ მიხვდა, რომ სიკვდილს გადარჩა. უკვე საავადმყოფოსთან იყვნენ მისულები, როდესაც ჯ--- ბ-–--ემ შ---------ს ხელი გაუშვა და დაზარალებულმა მარტომ გააგრძელა გზა. რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ უკან, რომ მოიხედა დამნაშავე იქ აღარ იყო. შ--------- კი გაიქცა სახლისკენ. სახლში ქმარს მოუყვა ყველაფერი. მეუღლე მაშინვე ქუჩაში გაიქცა, მაგრამ იქ არავინ არ იყო. მერე მეუღლეს უფრო დაწვრილებით მოუყვა ყველაფერი. ეგონა, რომ სხეულზე სულ დამნაშავის სუნი ასდიოდა და საშინლად, გულისამრევად გრძნობდა თავს და შევიდა აბაზანაში და სხეული დაიბანა. არ ახსოვს რამდენი ხანი გაატარა აბაზანაში, როდესაც გამოვიდა ვანიდან ცუდად გრძნობდა თავს და მშობლებს დაურეკა სკაიპით ამერიკაში და დედას მოუყვა ყველაფერი. სწორედ ამ საუბრის დროს თავდამსხმელმა დარეკა მის ტელეფონზე ნომერზე 555458230 ნომრიდან 303072. შიშისგან კანკალი დაიწყო. მეუღლეს რჩევით უპასუხა ტელეფონის ზარს და ხმამაღლა საუბარზე ჩართო მობილური ტელეფონი. დამნაშავე ჯ--- ბ-–--ემ ისევ მოითხოვა მასთან მისულიყო და ისევ დაემყარებინა სქესობრივი კავშირი. მეუღლეს მითითებით დათანხმდა და ორივენი ერთად წავიდნენ შესახვედრად. შ--------- მარტო წინ წავიდა, ხოლო მეუღლე უკან გაყვა. გზაში რამდენჯერმე დაურეკა ჯ--- ბ-–--ემ რომელიც ცდილობდა გაერკვია შ--------- მარტო მიდიოდა შესახვედრად თუ ვინმესთან ერთად. ასევე რამდენჯერმე მიუთითა, რომ შეეცვალა მარშუტი. საბოლოოდ, როგორც კი მიუახლოვდნენ ჯ--- ბ-–--ეს მეუღლეს მიუთითა მასზე, მაგრამ თავდამსხმელი გაიქცა, ხოლო მეუღლე გაქცეულს გამოეკიდა. თვითონ შ--------- ძალიან ცუდად გახდა, ვერ გაყვა მეუღლეს და დაბრუნდა სახლში. მომხდარი მეზობლებმა მაშინვე შეიტყვეს ყველაფერი. რამდენიმე ხნის შემდეგ დაბრუნდა მეუღლე და უთხრა, რომ დასაჯა დამნაშავე და ეხლა დაერეკა პოლიციაში. დაზარალებულმა აღნიშნა, რომ გაუპატიურებისას დაზიანებები მიიღო სახეში, ზურგზე, ფეხებზე სისხლნაჟღენთები, ხელზე კისერზე წინა და უკანა მხრიდანაც. დაუზიანდა ფოტო აპარატი და როდესაც ჯ--- ბ-–--ე ახრჩობდა გაუწყდა ყელზე ჩამოკიდული ოქროს ძეწკვი. გამოძიების მომდინარეობისას პოლიციელების მიერ მისი სახლიდან ამოღებული იქნა საცვალი, ჰიგიენური საფენი, სპორტული შარვალი, მაისური, ბოტასები. გაწყვეტილი ოქროს სამკაული, დაზიანებული ფოტო აპარატი, სიგარეტი და სანთებელა. თავდასხმისას ჯ--- ბ-–--ეს ეცვა, შავი შარვალი, მაისური და მუქი ლურჯი ჟილეტი.

 

გაუპატიურების შემდეგ ე---------- შ--------- დაავადდა სოკოვანი დაავადებით.

 

ე---------- შ---------მ დანაშაულის ჩადენის დეტალები კიდევ ერთხელ ნათლად და ცხადად დაადასტურა 2019 წლის 10 აპრილს საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას. სადაც მის მიერ ასახული დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივი გარემოებები და ადგილმდებარეობა სრულად შეესაბამება შემთხვევის ადგილზე დათვალიერებისას ნანახ ადგილმდებარეობას. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული იქნა ე---------- შ---------ს მითითებით ტანსაცმელი, რომელიც მას ეცვა გაუპატიურების დროს და ნივთები, რომელიც თან ქონდა და დაზიანდა ბ-–--ის ძალადობის შედეგად. კერძოდ დაზიანებული ფოტოაპარატი, გაწყვეტილი ძეწკვი კულონით, საცვალი, მოკლე სახელოიანი მაისური, სპორტული შარვალი, ჯინსის ღია ფერის ქურთუკი, მოთეთრო აზღუდი, შავი საცვალი, საფენი. ამოღებული ნივთები შეიფუთა და დაილუქა შესაბამის ლუქით. საგამოძიებო ექსპერიმენტის შესახებ ქობულეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებელ მ-----მ თ---–--–---–ის მიერ შედგენილი იქნა შესაბამის ოქმი. ოქმის სისწორე ხელმოწერით დაადასტურეს ექსპერიმენტში მონაწილე პირებმა გამომძიებელმა მ. თ---–--–---–მა, ექსპერტმა რ. ბ------მ, თარჯიმანმა უჩა ი---–---–მა და თვით ე. შ---------მ. მოხდა ფოტოგრაფირება.

 

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიმდინარეობა და შედეგები სრულად დაადასტურეს მოწმეებმა ექსპერიმენტში მონაწილე პირებმა გამომძიებელმა მ. თ---–--–---–მა და ექსპერტმა რ. ბ------მ.

 

ის ფაქტი, რომ ჯ--- ბ-–--ემ იძალადა ე---------- შ---------ზე და ფიზიკური ძალის გამოყენებით დაძლია ე---------- შ---------ს წინააღმდეგობა დადგენილია, ე---------- შ---------ს სხეულზე გაუპატიურებისას განვითარებული დაზიანებებით. კერძოდ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზით დადგენილია, რომ თანახმად პირადი შემოწმების მონაცემებისა /11.04.19 წ., 02:30 სთ./, ე---------- შ---------ს აღენიშნებოდა ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები სხეულის სხვადასხვა არეში/ ლოკალიზაცია იხილეთ გამოკვლევით ნაწილში/, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის/ საგნების / ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანების მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. ე---------- შ---------ს საშოდან აღებული ნაცხის ნიმუში გადაეცა გამოძიებას დალუქულ მდგომარეობაში. ხოლო აღწერილობის მიხედვით ე. შ---------ს აღენიშნებოდა პირადი შემოწმების მონაცემებით: შესამოწმებელი წარმოდგენილია 2019 წლის 11 აპრილს, 02:30 სთ-ზე. ობიექტურად: ნიკაპის არეში მარჯვნივ აღენიშნება გასწვრივად განლაგებული, ოვალური ფორმის, ღია მოწითალო თხელი ფუფხით დაფარული ნაჭდევი ზომით 1.9X0.2 სმ. ასეთივე ხასიათის ნაჭდევი აღენიშნება მარცხენა ყვრიმალის მიდამოში ზომით 0.4X0.2 სმ. ასეთივე ხასიათის ნაჭდევი აღენიშნება კისრის მარცხენა უკანა გვერდით ზედაპირზე , ზედა ნახევარში ზომით 2.2X0.2 სმ. ასეთივე ზომის ზედა ნაჭდევი აღენიშნება ზურგის არეში, მარჯვენა ბეჭის ძვლის საპროექციო მიდამოს გარეთა ქვედა კუთხეში ზომით 1.4X0.2 და 2.3X0.3 სმ. კისრის უკანა ზედაპირზე ცენტრალურად აღენიშნება ასეთივე ხასიათის ნაჭდევი ზომით 0.2X0.2 სმ. ასეთივე ხასიათის ნაჭდევი აღენიშნება მარჯვენა წვივის შუა მესამედში, შიგნითა ზედაპირზე ზომით 0.3X0.2 სმ. ასეთივე ხასიათის ნაჭდევი აღენიშნება მარჯვენა საზარდულის მიდამოში ზომით 0.6X0.2 სმ. მარჯვენა გარეთა ზედაპირზე, შუა მესამედში აღენიშნება მოიისფრო ფერის, მომრგვალო ფორმის სისხლნაჟღენთი ზომით 1.8X0.2 სმ. ასეთივე ხასიათის სისხლნაჟღენთი აღენიშნება მარცხენა დუნდულოს მიდამოში ცენტრალურად ზომით 2.4X2.8 სმ. ასეთივე ხასიათის სისხლნაჟღენთი აღენიშნება ბოქვენის მიდამოში ცენტრალურად ზომით 3.4X3.6 სმ.

 

ექსპერტიზის მიმდინარეობა და შედეგები სრულად დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ლ------------------მ.

 

მოწმე ვ-–------რ კ--–-----ს ჩვენების ანალიზით ირკვევა შემდეგი: ქორწინებაშია ე---------- შ---------სთან და ჰყავს ერთი საერთო მცირეწლოვანი შვილი. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ მისმა ოჯახმა ქობულეთშიც შეიძინა სახლი მისამართზე ქალაქ ქობულეთი, თ---–---------------. ამჟამად ქობულეთში ცხოვრობს მეუღლესთან და შვილთან ერთად. მისი მეუღლე გატაცებულია ფოტოგრაფიით. 2019 წლის 10 აპრილს დილით მეუღლემ ე---------- შ---------მ დაუტოვა ბავშვი და მარტო წავიდა ზღვის სანაპიროზე სასეირნოდ და თან წაიღო მისი კუთვნილი ფოტოაპარატი ზღვაზე სურათების გადასაღებად. რამდენიმე ხნის შემდეგ ე---------- შ--------- უკან დაბრუნდა. ე---------- სახეზე იყო გაწითლებული, აღელვებული, შეშინებული და კანკალებდა. ხელში ეჭირა დაზიანებული ფოტოაპარატი. ე---------- ტიროდა და მის კითხვაზე უპასუხა, რომ სანაპიროზე უცნობმა პირმა სცემა და გააუპატიურა. ე---------- ასევე მოუყვა, რომ ძალადობისას თავდამსხმელს ამოუვარდა პირადობის მოწმობა და ე----------მ წაიკითხა ვინაობა სახელი და გვარი იყო ჯ--- ბ-–--ე. იმის გამო, რომ ჯ--- ბ-–--ეს არაფერი დაეშავებინა ე----------სათვის ამ უკანასკნელს დამნაშავისთვის მიუცია ტელეფონის ნომერი. რამდენიმე ხანში ე----------ს ტელეფონზე დარეკა თავდამსხმელმა და მოსთხოვა ისევ შეხვედრა ე----------ს. მისი მითითებით ე---------- დათანხმდა და ორივენი ერთად წავიდნენ შესახვედრად. მის მეუღლე შ--------- მარტო წინ წავიდა, ხოლო თვითონ უკან გაყვა. დამნაშავესთან მიახლოვებისას ე----------მ მიუთითა მასზე, მაგრამ თავდამსხმელი გაიქცა. გაქცეულს იგი გამოედევნა დაეწია და ცემა. თავდამსხმელი იყო ის ვინცა ამჟამად ბრალდებულია - ჯ--- ბ-–--ე. ამის შემდეგ ნაცემი ბ-–--ე მიატოვა, სახლში უკან დაბრუნდა და ე----------ს მოუყვა ბ-–--ის ცემის შესახებ. შემდეგ შეატყობინეს მომხდარი პოლიციას.

 

მოწმე ვ-–------რ კ--–----მა მის მიერ აღწერილი გარემოებები ზუსტად და სრულად დაადასტურა 2019 წლის 10 აპრილს საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას. სადაც მის მიერ ასახული დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივი გარემოებები და ადგილმდებარეობა სრულად შეესაბამება შემთხვევის ადგილზე დათვალიერებისას ნანახ ადგილმდებარეობას. საგამოძიებო ექსპერიმენტის შესახებ გამომძიებელ მამუკა ღვინიანიძის მიერ შედგენილი იქნა შესაბამის ოქმი. ოქმის სისწორე ხელმოწერით დაადასტურეს ექსპერიმენტში მონაწილე პირებმა გამომძიებელმა მ. ღ---------მ, ექსპერტმა რ. ბ------მ, თარჯიმანმა ვიაჩესლავ ჩხაიძემ, უბნის ინსპექტორმა რ----- ბ---–-----მ და თვით ვ-–------რ კ--–----მა. მოხდა ფოტოგრაფირება.

 

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიმდინარეობა და შედეგები სრულად დაადასტურეს მოწმეებმა ექსპერიმენტში მონაწილე პირებმა გამომძიებელმა მ. ღ---------მ, ექსპერტმა რ. ბ------მ, უბნის ინსპექტორმა რ----- ბ---–-----მ და თვით ვ-–------რ კ--–----მა.

 

სისხლის სამართლის საქმეზე დანიშნული და ჩატარებული ბიოლოგიური N 005797619 დასკვნის მიხედვით-სეროლოგიური, გენეტიკური კვლევებითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა:

-პაკეტში, წარწერით: ,,.... ე---------- შ---------ს საშოდან აღებული ნაცხი....“ მოთავსებულ ნაცხის ნიმუშში ( ობ. N1) აღმოჩნდა ადამიანის სისხლი და არ აღმოჩნდა სპერმა. ობ.N1-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მდედრობითი სქესის პირს;

-პაკეტში, წარწერით: ,,.... ტანისამოსი, ფეხსაცმელი და საფენი...“ მოთავსებულ:

ჰიგიენურ საფენზე არსებული მოყვითალო და მოწითალო და მოწითალო-მოყავისფრო ლაქები და დანაშრევები (ობ.N2) შეიცავს ადამიანის სისხლს. ობ. N2-ში, სპერმისათვის დამახასიათებელი პოზიტიური შედეგი, არ იქნა მიღებული. ობ. N2-ის პროფილის ერთი წილი ეკუთვნის ჯ--- ბ-–--ეს (ობ N9; პაკეტი, წარწერით: ,,... ნერწყვის ნიმუში აღებული იქნა ბრალდებულ ჯ--- ბ-–--ისგან...“) მეორე წილი და ობ.N1-ის გენეტიკური პროფილი იდენტურია;

ქვედა საცვალზე ( ობ. N3) სპერმა არ აღმოჩნდა. ობ. N3-ზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი განსხვავდება ჯ--- ბ-–--ის (ობ.N9) გენეტიკური პროფილისგან და ეკუთვნის მამრობითი სქესის სხვა პირს;

აზღუდსა (ობ.N4) და მოკლესახელოებიან მაისურზე (ობ. N5) არსებული ფლუორესცენტული ნათების მქონე ლაქები შეიცავს ადამიანის ნერწყვს და არ შეიცავს სპერმას. ობ.N4,5-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ჯ--- ბ-–--ეს (ობ.N9);

შარვალზე მარჯვენა ტოტის გარე გვერდით ნაკერზე, ზედა ნახევარში არსებული ფლუორესცენტული ნათების მქონე ლაქები (ობ.N6) სპერმას და ნერწყვს არ შეიცავს, ხოლო უბის არეში, ნაკერის მიმდებარედ არსებული მსგავსი ნათების მქონე ლაქები (ობ N7) შეიცავს სპერმას. ობ. N6-ის გენეტიკური პროფილი შერეულია და იდენტიფიკაციისთვის არაინფორმატიულია. ობ. N7-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს, განსხვავდება ჯ--- ბ-–--ის (ობ. N9) გენეტიკური პროფილისაგან და იდენტურია ობ. N3-ის გენეტიკური პროფილის;

ქურთუკზე, მარჯვენა სახელოს მანჟეტის მიმდებარედ არსებული ლაქები (ობ.N8), სპერმას და ნერწყვს არ შეიცავს. ობ.N8-ზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, მაჟორული წილი ეკუთვნის მდედრობითი სქესის პირს, განსხვავდება ობ.N1-ის გენეტიკური პროფილისაგან და წარმოადგენს ობ.N1-ისა და ობ. N3,7-ის ბიოლოგიურ ნათესავს. ობ. N8-ის პროფილის მინორულ წილში ვლინდება ობ N1-ისა და ობ.N3,7-ის გენეტიკური თანამონაწილეობა და არ ვლინდება ჯ--- ბ-–--ის (ობ. N9) გენეტიკური თანამონაწილეობა.

 

ჯ--- ბ-–--ის სხეულზე არსებობდა თუ არა დაზიანებანი ამ ფაქტის დასადგენად დაინიშნა და ჩატარდა სასამართლო სამედიცინო N 003565719 ექსპერტიზა რომელმაც დაადგინა- თანახმად პირადი შემოწმების მონაცემებისა /13.04.19 წ., 11:48 სთ/, ჯ--- ბ-–--ეს აღენიშნებოდა ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები სხეულის სხვადასხვა არეში / ლოკალიზაცია იხილეთ გამოკვლევით ნაწილში/, რაც განვითარებულია, რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის / საგნების ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

დაზარალებულ ე---------- შ---------ს ტანისამოსზე არსებული კვლების აღმოსაჩენად დაინიშნა და ჩატარდა ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა N0048559819 ექსპერტიზა, რომელმაც დაადგინა, რომ : 1.(2) ე---------- შ---------ს ტანსაცმელზე და საცვალზე აღმოჩენილია საფეიქრო ბოჭკოების მიკრონაწილაკები, რომლებიც ვარგისია შესადარებელი კვლევისათვის.

 

-ე---------- შ---------ს სპორტულ შარვალზე აღმოჩენილ მოშავო-მონაცრისფრო ფერის ბამბის ბოჭკოებს და ჯ--- ბ-–--ის სპორტული შარვლისა და ზედას ქსოვილის შემადგენელ ანალოგიურ ბოჭკოებს აქვთ საერთო გვარობრივი კუთვნილება.

 

-ე---------- შ---------ს დანარჩენ ტანსაცმელზე და საცვალზე ჯ--- ბ-–--ის ტანსაცმლის ქსოვილის შემადგენელი ბოჭკოები არ აღმოჩნდა.

-ჯ--- ბ-–--ის ტანსაცმელზე ე---------- შ---------ს ტანსაცმლის და საცვლის ქსოვილის შემადგენელი ბოჭკოები არ აღმოჩნდა.

 

2019 წლის 10 აპრილს შსს ქობულეთის რაიონული სამმართველოს უბნი ინსპექტორ გამომძიებელ თემურ ანთაძის მიერ ქობულეთის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი ტაბატაძის სახელზე შედგენილი პატაკიდან ირკვევა, რომ ზღვის სანაპიროზე ე---------- შ---------ს გააუპატიურა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 1987 წლის 22 ივლისს დაბადებულმა ჯ--- ბ-–--ემ, რომელიც ფეხით გადაადგილდება ქობულეთის რაიონის სოფელ მუხაესტატესაკენ მიმავალ საავტომობილო გზაზე.

 

პატაკის შინაარსი სრულად დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა შსს ქობულეთის რაიონული სამმართველოს უბნი ინსპექტორ გამომძიებელმა თ---------------.

 

2019 წლის 10 აპრილს ბრალდებული დაკავების ოქმით ირკვევა, რომ ჯ--- ბ-–--ე დაკავებული იქნა 18 საათსა და 42 წუთზე ქობულეთის რაიონის სოფელ მუხაესტატესაკენ მიმავალ საავტომობილო გზაზე. მას სხეულზე მარჯვენა და მარცხენა მუხლზე აღენიშნება სიწითლე და ნაკაწრები, ასევე სახის არეში, ცხვირზე შესიება და სიწითლეები, რომელიც ჯ--- ბ-–--ის განმარტებით მიიღო დაკავებამდე. დაკავების ოქმი შედგენილი იქნა შსს ქობულეთის რაიონული სამმართველოს უბნი ინსპექტორ გამომძიებელ რ----- ხ-------ს მიერ. დაკავებაში მონაწილეობდა შსს ქობულეთის რაიონული სამმართველოს უბნი ინსპექტორ გამომძიებელი ლ--------------–-–---–ი.

 

დაკავების ოქმის შინაარსი სრულად დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა შსს ქობულეთის რაიონული სამმართველოს გამომძიებელმა რ----- ხ------მა და შსს ქობულეთის რაიონული სამმართველოს უბნი ინსპექტორ გამომძიებელმა ლ--------------–-–---–მა.

 

2019 წლის 10 აპრილს ამოღების ოქმით ირკვევა, რომ ჯ--- ბ-–--ისგან ამოღებული იქნა შავი სპორტული შარვალი, შავი ზედა სპორტული, წითელი და ყავისფერ ფერებიანი ბოტასი, შავი ჩანთა, რომელშიც მოთავსებული იყო ლურჯი უმკლავებო ჟილეტი, შავი ნაჭრის ქურთუკი, ლურჯი კაპიშონიანი ქურთუკი, ლურჯი ჯინსის შარვალი, შავი ქამარი, ლურჯი მაისური, ერთი საცვალი, ერთი მაისური, ჩუსტები, თეთრი ბოტასი, სავარცხელი, გასაღები, სარკე, ტელეფონის სამუხტი, მობილური ტელეფონი დაზიანებული ეკრანით, ამოღებული ნივთები შეიფუთა და დაილუქა შესაბამის ლუქით. ამოღების შესახებ ქობულეთის რაიონული სამმართველოს დეტექტივ - გამომძიებელ ზურაბ ირემაძის მიერ შედგენილი იქნა შესაბამის ოქმი. ოქმის სისწორე ხელმოწერით დაადასტურეს ამოღებაში მონაწილე პირებმა გამომძიებელმა ზ. ი-------მ, უბნის ინსპექტორ გამომძიებელმა ხ-----------ძე და თვით ჯ--- ბ-–--ემ.

 

ამოღების ოქმის შინაარსი სრულად დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ამოღებაში მონაწილე პირმა გამომძიებელმა ზ----------------.

 

2019 წლის 11 აპრილს უბნის ინსპექტორ გამომძიებელ დ-------------ს მიერ შედგენილი ნიმუში აღების ოქმით დადგენილია, რომ ბრალდებულ ჯ--- ბ-–--ესგან აღებული იქნა ნერწყვის ნიმუშები. ბრალდებულისგან ნერწყვის ნიმუში აიღო ექსპერტმა ლ--–-----------ემ. აღებულ იქნა ნიმუში შეიფუთა და დაილუქა შესაბამისი ლუქით.

 

ნიმუშის აღების ოქმის შინაარსი სრულად დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ამოღებაში მონაწილე პირმა გამომძიებელმა დ-------------მ.

 

2019 წლის 13 აპრილს ქობულეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ- გამომძიებელ მ-----მ თ---–--–---–ის მიერ შედგენილი ნიმუში აღების ოქმით დადგენილია, რომ ჯ--- ბ-–--ემ მონაწილეობა მიიღო ნიმუში აღებაში რა დროსაც მისგან ექსპერტ ლ--–-----------ის მიერ აღებულ იქნა ხელის თითების კვლების ნიმუშები, დაქტილობარათის ელექტრონული ვერსიით.

 

ნიმუშის აღების ოქმის შინაარსი სრულად დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ამოღებაში მონაწილე პირმა გამომძიებელმა მ-----მ თ---–--–---–მა.

 

სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა N 100-ა მიხედვით დაზარალებული ე---------- შ--------- 15 მაის 2019 წელს დაავადებული იყო მწვავე სოკოვანი ვულვოვაგინატით.

 

დაზარალებულის ჩვენების სისწორე გაუპატიურების შემდეგ ჯ--- ბ-–--ის აქტიურობისა და ე---------- შ---------სთან ტელეფონის დაკავშირების თაობაზედ სრულად დადასტურებულია წარმოდგენილი სატელეფონო ზარებს ჩანაწერების მიხედვით, რომლის თანახმად-მობილური ტელეფონში ნომერ 555458230 განხორცილებული დეტალური ამონაწერის მიხედვით დაზარალებულ ე---------- შ---------ს კუთვნილ ნომერ 555458230 ზარი ჯ--- ბ-–--ის კუთვნილი ტელეფონიდან განხორციელდა 10 აპრილს 2019 წელს 13 სთ14 წთ-ზე რომის ხანგრძლივობამ შეადგინა 57 წამი. ამის შემდეგ არაერთხელ განმეორდა 14სთ16 წუთამდე.

 

მოწმის სახით დაკითხულმა პოლიციელებმა მ-----მ თ---–--–---–მა, დ-------------მ, ზ----------------, რ----- ხ------მა, ლ--------------–-–---–მა თ--------------- სასამართლოში განმარტეს რომ მონაწილეობ ამირეს ჯ--- ბ-–--ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაში საქმეში არსებული მათი სახელით შედგენილი დოკუმენტები შედგენილი მათ მიერ, დოკუმენტები სრულად ასახავენ ჩატარებული მოქმედებების მიმდინარეობას შინაარსა და შედეგებს. არსებული ხელმოწერები ეკუთვნით იმ პირებს ვისი ხელმოწერა დაფიქსირებულია დოკუმენტებზე.

 

ბრალდებულმა წარდგენილ ბრალდებაში თავ არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია და როგორც დაზარალებული ისე მოწმე ტყუილად განზრახ აბრალებენ მას დანაშაულს. განმარტა, რომ მან მართლაც ნახა ე---------- შ--------- სანაპიროზე, რომელსაც არ გაუწევია წინააღმდეგობა და მის კოცნის შემდეგ უთქმელად დათანხმდა სქესობრივ კონტაქტზე, თუმცა მას შემდეგ რაც ჯ--- ბ-–--ე შეეხო ე---------- შ---------ს სასქესო ორგანოს ხელით და ხელი სისხლით დაუსველდა მიხვდა, რომ შკარობოს მენსტრუაციული ციკლის გამო კრიტიკული დღეები ქონდა და სქესობრივი კავშირი აღარ დაუმყარებია. იმავდროულად ბრალდებულის ადვოკატმა იშუამდგომლა სასამარლოს წინაშე ჯ--- ბ-–--ე მიმართ გამოტანილი იქნას გამამართლებელი განაჩენი გაუპატიურების ბრალდებასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის ჩვენებას და ადვოკატის შუამდგომლობაში მითითებულ მოთხოვნას, რადგან იგი არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან და არარის დამაჯერებელი. სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულმა პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევის მიზნით არჩია შემდეგი გზა. იგი ჯერ დაელოდა ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნებს და ექსპერტიზების გაცნობის შემდეგ მისცა ისეთი ჩვენება თავისი მოქმედებებს შესახებ, რომელიც ერთგვარად მოერგებოდა ექსპერტიზის შედეგებს.

 

უნდა აღინიშნოს, რომ დაცვის მხარეს არც წინა სასამართლო ეტაპზე და არც არსებითი განხილვისას არცერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რომელიც მიანიშნებდა სასამართლოს ბრალდებულ ჯ--- ბ-–--ის უდანაშაულობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა სასამართლოს უნდა ქონდეს საშუალება არგუმენტირებულად გაიზიაროს ბრალდებულის ჩვენება ასევე დაცვის მოსაზრება და უარყოს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.

 

სასამართლომ ვერ დარწმუნდა ბრალდებულის ჩვენებებში მოყვანილ გარემოებების სინამდვილეში, ვერც ბრალდებულისგან და ვერც დაცვის მხარისგან ვერ მოისმინა სასამართლომ თუნდაც იმ ფაქტის ახსნა თუ, რატომ მიუთითა დაზარალებულმა შ---------მ პირდაპირ მასზე, როგორც წინასწარი გამოძიებისას ისე სასამართლო პროცესზე, როგორც დანაშაულის ჩამდენზე. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ არც დაზარალებულს ე---------- შ---------ს და არც დაზარალებულის მეუღლეს (მოწმე) დანაშაულის ჩადენამდე არანაირი კავშირი ბრალდებულთან არ გააჩნდათ და მათ რაიმე პირადი ინტერესი არ ამოძრავებდათ.

აქედან გამომდინარე სასამართლოს არ აქვს დაზარალებულების და მოწმეებს შემხვედრ ჩვენებში ეჭვის შეტანის საფუძველი, სასამართლოში არ გამოკვეთილა მოწმეთა მხრიდან ბრალდებულთან მიმართებაში მანამდე, რაიმე სახის მოტივი, რომელიც მიანიშნებდა სასამართლოში მოწმეთა ჩვენებების მიკერძოებაზე და აფიქრებინებდა, რომ ისინი შეგნებულად იგონებენ რაიმეს. ამასთან სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო პროცესზე დაკითხული დაზარალებულის და მოწმის ჩვენებები, სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან და სხვა მტკიცებულებებთან. გარდა ამისა ჩვენებები არის დამაჯერებელი, გულწრფელი და თანამიმდევრული.

 

სასამართლო ვერ დააკმაყოფილებს დაცვი მხარის შუამდგომლობას, რადგან თვლის რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია პირის სქესობრივი თავისუფლება და ხელშეუხებლობა. სქესობრივი თავისუფლება ნიშნავს პირის უფლებას, თვითონ აირჩიოს სქესობრივი პარტნიორი. გაუპატიურების დამატებითი ობიექტია სიცოცხლე, ნორმალური ზნეობრივი და ფიზიკური განვითარება. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება მოქმედებაში. გაუპატიურება გამოიხატება შემდეგ ქმედებებში: სქესობრივი კავშირი ძალადობით; სქესობრივი კავშირი ძალადობის მუქარით; სქესობრივი კავშირი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით.

 

ძალადობა შეიძლება განხორციელდეს ცემით, ხელფეხის შებორკვით, პირის ახვევით რასაც თან ახლავს კიდურების გადაგრეხვა, ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება ან ნაკლებად მძიმე.

 

ის ფაქტი, რომ ე---------- შ---------ზე განხორციელდა ძალადობა დადასტურებულია, როგორც დაზარალებული დეტალური და გულწრფელი ჩვენებით ისე ჩვენებაში აღწერილი გარემოებების ფაქტობრივად დადასტურებით. ე---------- შ---------მ განაცხადა, რომ აქტიურ ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევდა ბრალდებულს, მაგრამ ბრალდებულის ფიზიკურ მონაცემებთან მისი ფიზიკური მონაცემების აშკარა შეუსაბამობის გამო ვერ გაუმკლავდა დამნაშავეს. ძალადობისა და გაუპატიურების შედეგად მან მიიღო დაზიანებანი. დაზარალებულის ჩვენებით ჯ--- ბ-–--ემ დააგდო ძირს და დააწვა ზევიდან და ასე დაამყარა კავშირი. ე---------- შ---------ს მართლაც აქვს დაზიანებანი ზურგის მიდამოში, რაც დამახასიათებელია ზურგზე დაგდებული ადამიანის მდგომარეობით. ე---------- შ---------მ განაცხადა, რომ ძალადობისას დაუზიანდა ფოტო აპარატი, რაც შეესაბამება ფაქტობრივ გარემოებას და ფოტო აპარატი მართლად დაზიანებულია. ე---------- შ---------ნ განაცხადა, რომ ჯ--- ბ-–--ემ ყელზე მოკიდა ხელი და დაუწყო დახრჩობა, მას ძალადობისას გაუწყდა ყელზე დაკიდებული ძეწკვი, რაც სიმართლეა და ძეწკვი მართლაც გაწყვეტილია და კისერზე ასევე აღენიშნება დაზიანება. ე---------- შ---------მ განაცხად, რომ ჯ--- ბ-–--ემ ერთი ხელი ააფარა პირზე და ცხვირზეც რათა არ ეყვირა, შ---------ს მართლაც აქვს დაზიანება ნიკაპზე და ყვრიმალზე. ეს დეტალები უფრო მეტად აშკარა და დამაჯერებელს ხდის დაზარალებულის ჩვენებას და ამყარებს ბრალდების მხარის მტკიცებულებებს.

 

ძალადობის მუქარა შეიძლება განხორციელდეს სიტყვიერად. აპირებდა თუ არა დამნაშავე მუქარის განხორციელებას, ამას ქმედების კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია იგი იმდენად რეალური იყოს, რომ მოახდინოს დაზარალებულის ნების პარალიზება. დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, თუმცა უფრო გავრცელებულია მისი ჩადენა სექსუალური მოტივით. ბრალის ფორმის მიხედვით დანაშაული ჩადენილია მხოლოდ პირდაპირი განზრახვით. პირს გაცნობიერებული აქვს, რომ იყენებს ძალადობას, მუქარას ან დაზარალებულის უმწეობას და ამყარებს მასთან სქესობრივ კავშირს დაზარალებულის ნების საწინააღმდეგოდ და სურს ეს.

 

როგორც აღინიშნა დანაშაულის შემადგენლობის ერთ-ერთ იმპერატიულ ელემენტს წარმოადგენს მისი ჩადენის კონკრეტული ხერხი, მათ შორის, მუქარა სიცოცხლის მოსპობის, რომლის გამოყენებითაც დანაშაულის სუბიექტი ცდილობს დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანას. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია მუქარა იყოს რეალური და აღქმადი. დანაშაულის კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს ასეთი ინფორმაცია ნამდვილია თუ გამოგონილი მთავარია, რომ დაზარალებულისთვის დამაჯერებლად ჩანდეს იგი.

 

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ბრალდებისა და დაცვის მხარის ზემოთ მიმოხილულ მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთ-შეჯერების შედეგად უტყუარად დადასტურებულია, რომ ბ-–--ე, როგორც ძალადობით ისე სიცოცხლის მოსპობის მუქარით აიძულებდა დაზარალებულს მასთან სქესობრივი კავშირისა დამყარებას. ბრალდებულმა კონკრეტულად დაზარალებულის საცხოვრებელი ადგილის დეტალური მითითებით განუცხადა, რომ მისთვის ცნობილი იყო თუ სად ცხოვრობდა მსხვერპლი და მუქარის შესრულება არ გაუჭირდებოდა არც იმ მომენტში და არც მომავალში, რადგან ციხიდან ახალი გამოსული იყო სადაც სასჯელს მკვლელობისათვის იხდიდა. სასამართლოს აზრით, (დაზარალებულის სახით) უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც ჯერ მყარი სოციალური ურთიერთობები არ აქვს ჩამოყალიბებული ახალი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და არ იცნობს გარემოს და სოციუმს, ასეთ მდგომარეობაში მასზე განხორცილებული სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც სრულიად უცნობი ადამიანი - თავდამსხმელი მსხვერპლზე ძალადობს და თან პარალელურად საცხოვრებელი ადგილის ზუსტი მდებარეობას უსახელებს და მოკვლით ემუქრება თავისი შინაარსით უნდა იქნეს მიჩნეულ ისეთ მუქარად, რომელიც მსხვერპლისთვის უთუოდ დამაჯერებელი და იმავდროულად მკაცრად გამაფრთხილებელიც იქნებოდა. გამაფრთხილებელი, იმის რომ წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში მოკვდებოდა.

 

სასამართლომ მტკიცებულებათა უტყუარობის სავალდებულო კონსტიტუციური სტანდარტით, კრიტიკულად შეაფასა დაზარალებულის ჩვენების სარწმუნოობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ე---------- შ--------- არის გულწრფელი. სასამართლო სხდომაზე, დაზარალებულმა ჩვენება ჩამოაყალიბა დამაჯერებლად, თანმიმდევრული, არგუმენტირებული დასაბუთებით, საქმის ფაქტობრივი გარემოებების კონკრეტულ დეტალებზე მითითებით. ჯ--- ბ-–--ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია არამარტო დაზარალებულის ჩვენებით და ზემოთ მიმოხილული წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებების ერთობლიობით, არამედ ბრალდების მხარის სხვა მოწმეთა ჩვენებებითაც, რომლებიც სრულ თანხვედრაშია დაზარალებულის ჩვენებასთან. მოწმემ კერძოდ ე---------- შ---------ს მეუღლემ ზუსტად ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ასახა, დეტალურ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით აღწერა ე---------- შ---------ს ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა მის მიმართ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების შემდეგ, რაც კიდევ უფრო ამყარებს სასამართლოს რწმენას ჯ--- ბ-–--ის დამნაშავეობაში. ე---------- შ---------ს და მისი მეუღლეს ჩვენებები გამყარებულია ასევე პოლიციის გამომძიებლების ჩვენებებით, რომლებიც ახლდნენ დაზარალებულს და მოწმეს საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას რა დროსაც დაზარალებულმა ზუსტად ანახა ის ტერიტორია სადაც მოხდა მისი გაუპატიურება, ხოლო მოწმემ ის ადგილი სადაც ცემა ბ-–--ე.

 

რაც შეეხება დანაშაულის სუბიექტურ შემადგენლობას, სასამართლოს აზრით, ზემოთ მიმოხილული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა, რომ ბრალდებული მოქმედებდა პირდაპირი განზრახვით. დანაშაულის ჩადენისას, მას ამოძრავებდა სექსუალური მოტივი, ხოლო მის მოქმედების უმთავრეს მიზანს დაზარალებულთან სქესობრივი კავშირის და სხვაგვარი სექსუალური კონტაქტის დამყარება წარმოადგენდა.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი განსაზღვრავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ცნებას, რომლის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ჯ--- ბ-–--ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოთ მიმოხილული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.

 

დაბოლოს, სასამართლო შეფასების სახით მიუთითებს, რომ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას და მხარეთა მიერ სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა გამოკვლევისას, საპროცესო კანონმდებლობის არსებითი ხასიათის დარღვევის ფაქტს, რაც გამოიწვევდა აღნიშნული საფუძვლით ბრალდებულის გამართლებას, გამოვლენილი არ ყოფილა.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

ზემოთ მიმოხილული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯ--- ბ-–--ემ ჩაიდინა გაუპატიურება, ესე იგი პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევა სხეულის ნაწილის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137–ე მუხლის პირველი ნაწილით და მას სწორედ აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა დაედოს მსჯავრი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

ჯ--- ბ-–--ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

ჯ--- ბ-–--ეს შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ჯ--- ბ-–--ეს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე, რომელიც დაკავშირებულია თავისუფლების აღკვეთასთან, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ჯ--- ბ-–--ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა

 

ჯ--- ბ-–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

 

ჯ--- ბ-–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

მსჯავრდებულ ჯ--- ბ-–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან 2019 წლის 10 აპრილიდან .

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გაასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი