გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.03.2020
საქმის ნომერი
411210019003344536
კატეგორია
დავის ტიპი
სამეზობლო
თარიღი
16.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 411210019003344536

საქმე № 2/333-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

16 მარტი, 2020 წელი ქ.კასპი

შესავალი ნაწილი

გორის რაიონული სასამართლო

მაგისტრატი სასამართლო კასპის მუნიციპალიტეტში

მოსამართლე დავით პაპუაშვილი

სხდომის მდივანი სოფიო ზანდუკელი

მოსარჩელე; სს ,,ს----------–--------------------------------------–-ა''

წარმომადგენელი: მ---- ტ---------

მოპასუხე: ა-–---- მ--–--ე

წარმომადგენელი: ე-–---- პ---–--–---–-

დავის საგანი: აუცილებელი გზის მოწყობის უფლების მინიჭება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. სს ,,ს----------–--------------------------------------–-ას'', აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის „ლ---------------ის“ მონაკვეთის მშენებლობისა და შემდგომში ამ გაზსადენის ექსპლუატაციის მიზნით, მიენიჭოს ა-–---- მ--–--ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე აუცილებელი გზის მოწყობის უფლება, სარჩელზე თანდართულ ნახაზებზე მითითებული განლაგებისა და ფართობის შესაბამისად, კერძოდ:

 

ა) № 6--0--3--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 175 577 მ2 მიწის ნაკვეთის 7 259 მ2 ნაწილზე;

 

ბ) № 6--0--3--2-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 175 940 მ2 მიწის ნაკვეთის 15 440 მ2 ნაწილზე;

 

გ) № 6--0--3--2-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 3 000 მ2 მიწის ნაკვეთის 768 მ2 ნაწილზე.

 

სარჩელის თანახმად, სს ,,ს----------–--------------------------------------–-ა”, ბიზნეს-გეგმით განსაზღვრული ვალდებულებების შესაბამისად, ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის „ლ---------------ის“ 20 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობას.

 

„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის № 57 დადგენილების შესაბამისად, მშენებლობის ნებართვის მისაღებად აუცილებელია, მოსარჩელემ მოიპოვოს და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაარეგისტრიროს საპროექტო მილსადენის სამშენებლო დერეფანში განლაგებული ყველა მიწის ნაკვეთების შესაბამის ფართობებზე სარგებლობის უფლებები.

 

სამუშაოების დროულად და შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, მოსარცელემ გააფორმა სერვიტუტის ხელშეკრულებები მილსადენის დერეფანში მოყოლილი მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების ძირითად ნაწილთან; ასევე, მოსარჩელემ უკვე მოიპოვა საკუთრების უფლება გაზსადენის სამშენებლო დერეფანში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების უმეტესობაზე. მოპასუხის კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე ვერ ხერხდება მოსარჩელის სარგებლობის უფლების მოპოვება მისი მხრიდან ხელშეკრულების გაფორმებასა და სერვიტუტის უფლებით დატვირთვაზე უარის თქმის გამო.

 

სს ,,ს----------–--------------------------------------–-ას”, სამუშაოების გახორციელების, გაზსადენის ექსპლუატაციიისა და თავის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებით შეუფერხებლად სარგებლობის მიზით, ესაჭიროება მოპასუხის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე აუცილებელი გზის უფლების მოპოვება, რითაც შესაძლებლობა ექნება, უზრუნველყოს მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობა და შემდგომში მისი შეუფერხებელი და უსაფრთხო ექსპლუატაცია.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხემ სარჩელი მთლიანად სცნო. განმარტა, რომ შესაბამისი კომპენსაციის მიღებაზე კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.

 

3.ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

სს „ს----------–--------------------------------------–-ამ“, გაზსადენის სამშენებლო-საექსპლუატაციო დერეფნის ფართობზე სარგებლობის უფლების მოპოვების მიზნით, ა-–---- მ--–--ესთან აწარმოა მოლაპარაკებები, თუმცა მან უარი განაცხადა შეთავაზებულ პირობებზე.

 

მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. სს „ს----------–--------------------------------------–-ას“ გააჩნია 2019 წლის ბიზნეს-გეგმით განსაზღვრული ვალდებულებები: აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის „ლ---------------ის“ 20 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა, რომლის განხორციელებაც დაიწყო 2019 წელს და სამშენებლო სამუშაოების დამთავრება დაგეგმილია 2020 წელს;

 

მტკიცებულება: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 2 ივლისის № 1-1/315 ბრძანება, ბიზნეს-გეგმა (ს. ფ. 23-26).

 

3.2.2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დამტკიცებულია გორისა და კასპის მუნიციპალიტეტებში აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის „ლ---------------ის“ 20 კილომეტრიანი მონაკვეთის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, ხოლო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ამ გაზსადენის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე გაცემულია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება;

 

მტკიცებულება: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 4 სექტემბრის № 146-04 და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2018 წლის 18 ოქტომბრის № 2-839 ბრძანებები (ს. ფ. 91-96).

 

3.2.3. ა-–---- მ--–--ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, საკადასტრო კოდებით № 6--0--3--0--, № 6--0--3--2-- და № 6--0--3--2--, განლაგებულია აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის „ლ---------------ის“ 20 კილომეტრიანი მონაკვეთის სამშენებლო დერეფანში;

 

მტკიცებულება: სამშენებლო დერეფანის პროექტები - საკადასტრო აზომვითი ნახაზები (ს. ფ. 42-45, 86-88).

 

3.2.4. სს ,,ს----------–--------------------------------------–-ას”, ზემოთ აღნიშნული სამუშაოების სრულყოფილად ჩატარების, გაზსადენის შეუფერხებელი და უსაფრთხო ექსპლუატაციის, მასზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების, სხვა ოპერაციიების განხორციელების, თავის სარგებლობასა და საკუთრებაში არსებული, სამშენებლო დერეფანში განთავსებული სხვა მიწის ნაკვეთებით შეუფერხებლად სარგებლობის მიზნით, მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების სამშენებლო დერეფანში მოხვედრილ ფართობებზე სარგებლობის (აუცილებელი გზის) უფლებების მოპოვება ესაჭიროება საკადასტრო აზომვით ნახაზებზე დატანილი განლაგებების შესაბამისად, კერძოდ: № 6--0--3--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 175 577 მ2 მიწის ნაკვეთის 7 259 მ2 ნაწილზე, № 6--0--3--2-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 175 940 მ2 მიწის ნაკვეთის 15 440 მ2 ნაწილზე და № 6--0--3--2-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 3 000 მ2 მიწის ნაკვეთის 768 მ2 ნაწილზე.

 

მტკიცებულება: სამშენებლო დერეფანის პროექტები - საკადასტრო აზომვითი ნახაზები (ს. ფ. 42-45, 86-88).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,ს----------–--------------------------------------–-ის” სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც მოპასუხემ სარჩელი მთლიანად სცნო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის შესაბამისად, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია, მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად.

 

როგორც აღინიშნა, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის „ლ---------------ის“ 20 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობისათვის სს ,,ს----------–--------------------------------------–-ას” ესაჭიროება სამშენებლო დერეფანში მოხვედრილი, ა-–---- მ--–--ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ფართობებზე სარგებლობის (აუცილებელი გზის) უფლების მოპოვება საკადასტრო აზომვით ნახაზებზე დატანილი განლაგებების შესაბამისად: № 6--0--3--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 175 577 მ2 მიწის ნაკვეთის 7 259 მ2 ნაწილზე, № 6--0--3--2-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 175 940 მ2 მიწის ნაკვეთის 15 440 მ2 ნაწილზე და № 6--0--3--2-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 3 000 მ2 მიწის ნაკვეთის 768 მ2 ნაწილზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ; მხარეებს შეუძლიათ, საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

დადგენილია, რომ ა-–---- მ--–--ემ სარჩელი მთლიანად სცნო, რაც, იმავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

იქიდან გამომდინარე, რომ საქმის მოსამზადებელ სხდომაზე განხილვისას მოპასუხემ სარცელი მთლიანად სცნო, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები

ამ საქმეზე სარცელის უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

1.1. სს ,,ს----------–--------------------------------------–-ას'', აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის „ლ---------------ის“ მონაკვეთის მშენებლობისა და შემდგომში ამ გაზსადენის ექსპლუატაციის მიზნით, მიენიჭოს ა-–---- მ--–--ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე აუცილებელი გზის მოწყობის უფლება, საკადასტრო აზომვით ნახაზებზე მითითებული განლაგებისა და ფართობის შესაბამისად, კერძოდ:

 

ა) № 6--0--3--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 175 577 მ2 მიწის ნაკვეთის 7 259 მ2 ნაწილზე;

 

ბ) № 6--0--3--2-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 175 940 მ2 მიწის ნაკვეთის 15 440 მ2 ნაწილზე;

 

გ) № 6--0--3--2-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 3 000 მ2 მიწის ნაკვეთის 768 მ2 ნაწილზე.

 

2. სს ,,ს----------–--------------------------------------–-ას'' დაუბრუნდეს მის მიერ 2019 წლის 16 დეკემბერს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 60 (სამოცი) ლარი (საგადახდო დავალება № 025, რეფერენსი 8817875084).

 

3. მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, კასპის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით (მის. კასპი, გიორგი სააკაძის ქ. № 124).

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 (ოცი) და არა უგვიანეს 30 (ოცდაათი) დღისა, გამოცხადდეს კასპის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე (ოცდამეათე) დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დავით პაპუაშვილი