განაჩენი

სისხლის სამართლის 12.02.2020
საქმის ნომერი
110100119003158216
დავის ტიპი
126 (1) 1 , 265 1
თარიღი
12.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N110100119003158216

N1/216-2019

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

12 თებერვალი, 2020 წელი ქ.ზესტაფონი

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე

სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - კ---- ს------;

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - თ----- ო------------;

 

ბრალდებული - ლ-–- შ---–---, დაბადებული 1----–-–------------------, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნ-------------------), ს-–----–----------–-----, დაოჯახებული, ნასამართლეობის არ მქონე, მცხოვრები: ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, სოფელი შ----–-;

 

კვალიფიკაცია: 1) საქართველოს სსკ 111.126-ემუხლის მე-2 ნაწილის ,,კ’’ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, ესე იგი სისტემატიური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ); 2) საქართველოს სსკ 265-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა);

 

სხდომის სახე - ღია.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1. 2005 წლიდან, თ----- შ---–--- ქორწინებაში იმყოფება ლ-–- შ---–---სთან. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ შვილები - ლ---- შ---–--- და ნ--- შ---–---. ისინი, ერთად ცხოვრობენ ზესტაფონის რაიონის სოფელ შ----–-ში. თ----- შ---–---ს და ლ-–- შ---–---ს შორის იყო კონფლიქტური დამოკიდებულება, რომლის მოტივიც გახდა ქალის მიმართ გავრცელებული სტეროტიპული შეხედულება, კერძოდ, ლ-–- შ---–--- თ----- შ---–---ს უკრძალავდა ნათესავებთან და მეზობლებთან ურთიერთობას, ასევე, ტელეფონით სარგებლობას. დაქორწინების შემდეგ, 2005 წლიდან, 2019 წლის ივნისის ჩათვლით (ზუსტი დროები დაუდგენელია), ლ-–- შ---–--- უმიზეზოდ, მეუღლეს, თ----- შ---–---ს სისტემატურად, წელიწადში ოთხჯერ აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას. ლ-–- შ---–---ს მხრიდან განხორციელებული თითოეული ძალადობრივი ქმედების შედეგად თ----- შ---–--- განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ ტკივილს და ფსიქიკურ ტანჯვას. ყოველივე ზემოაღნიშნული ხდებოდა მათი არასრულწლოვანი შვილების ლ---- შ---–---ს და ნ--- შ---–---ს თანდასწრებით. ასევე, 2019 წლის მაისის თვეში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ზესტაფონის რაიონის სოფელ შ----–-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებით მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, ლ-–- შ---–---მ თ----- შ---–---ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც სახის არეში დაარტყა თეფში. მათ შორის კონფლიქტი გაგრძელდა სახლის ეზოში, რა დროსაც ლ-–- შ---–---მ თ----- შ---–---ს სხეულის სხვადასხვა ადგილზე რამდენჯერმე დაარტყა ხელი და ფეხი, რის გამოც თ----- შ---–--- წაიქცა და ქვაზე დაარტყა თავი. ლ-–- შ---–---ს მხრიდან განხორციელებული თითოეული ძალადობრივი ქმედების შედეგად თ----- შ---–---მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა. ყოველივე აღნიშნულს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილები - ლ---- შ---–--- და ნ--- შ---–---.

 

2. 2019 წლის მაისის თვეში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ლ-–- შ---–---მ, პირადი მოხმარების მიზნით, ზესტაფონის რაიონის სოფელ შ----–-ში, მის კუთვნილ საცხოვრებელი სახლის ეზოში, უკანონოდ დათესა და მოიყვანა 32 ძირი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფი, საერთო წონით 84.6 გრამი. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, 2019 წლის 27 ივნისს, ლ-–- შ---–---ს საცხოვრებელი სახლის ეზოდან ამოღებული იქნა ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

3. 2005 წლიდან, თ----- შ---–--- ქორწინებაში იმყოფება ლ-–- შ---–---სთან. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ შვილები - ლ---- შ---–--- და ნ--- შ---–---. ისინი, ერთად ცხოვრობენ ზესტაფონის რაიონის სოფელ შ----–-ში. 2019 წლის მაისის თვეში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ზესტაფონის რაიონის სოფელ შ----–-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებით მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, ლ-–- შ---–---მ თ----- შ---–---ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც სახის არეში დაარტყა თეფში. მათ შორის კონფლიქტი გაგრძელდა სახლის ეზოში, რა დროსაც ლ-–- შ---–---მ თ----- შ---–---ს სხეულის სხვადასხვა ადგილზე რამდენჯერმე დაარტყა ხელი და ფეხი, რის გამოც თ----- შ---–--- წაიქცა და ქვაზე დაარტყა თავი. ლ-–- შ---–---ს მხრიდან განხორციელებული თითოეული ძალადობრივი ქმედების შედეგად თ----- შ---–---მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა.

 

4. 2019 წლის მაისის თვეში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ლ-–- შ---–---მ, პირადი მოხმარების მიზნით, ზესტაფონის რაიონის სოფელ შ----–-ში, მის კუთვნილ საცხოვრებელი სახლის ეზოში, უკანონოდ დათესა და მოიყვანა 32 ძირი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფი, საერთო წონით 84.6 გრამი. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, 2019 წლის 27 ივნისს, ლ-–- შ---–---ს საცხოვრებელი სახლის ეზოდან ამოღებული იქნა ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ.

 

5. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდებულმა ლ-–- შ---–---მ წარდგენილ ბრალდებებში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ და განაცხადა, რომ მას, მეუღლის მიმართ, სისტემატურად შეურაცხყოფა არ განუხორციელებია. დაეთანხმა ბრალდების ფორმულირებას მაისის თვეში, თ----- შ---–---ს მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შესახებ და ნარკოტიკული საშუალების დათესვა-მოყვანის ნაწილში. ასევე, განაცხადა, რომ შვილები, მეუღლის მიმართ ძალადობის ფაქტს არ შესწრებიან. ლ.შ---–---მ განაცხადა, რომ ჩადენილს აღიარებდა და ინანიებდა გულწრფელად.

 

6. წინასასამართლო სხდომაზე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებულ არცერთ მტკიცებულებას სადავოდ არ ხდიდნენ და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ წინასასამართლო სხდომაზე საქმეზე მოპოვებული არცერთი მტკიცებულება მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.

 

7. სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).

 

8. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (2014 წლის 24 აპრილი, განაცხადი No. 9043/05, პარ 91) განმარტა: იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (აგრეთვე იხ.: სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, პარ 135-136, Scoppola v. Italy, (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ, პარ 31, Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; ჰერმი იტალიის წინააღმდეგ, პარ 73, Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006 XII).

 

9. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, "დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ". სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

10. სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ-–- შ---–---ს მიერ საქართველოს სსკ 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ 265-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას, გარდა მისი აღიარებისა, ასევე, უტყუარად ადასტურებს შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობა: დაზარალებულ თ----- შ---–---ს გამოკითხვის ოქმები; მოწმეების - დ-------- ლ-----ს, მ--- წ------–---–-ს, თ----- რ--------ს და ქ------- შ---–---ს გამოკითხვის ოქმები; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ფოტოსურათები; ქიმიური ექსპერტიზის N513/სქ დასკვნა; ნ--- და ლ---- შ---–---ების დაბადების მოწმობის ასლები; საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები და მასალები.

 

11. სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნულ ეჭვის გამომრიცხავ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია ლ-–- შ---–---ს მიერ საქართველოს სსკ 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ 265-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

12. სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულისაგან (სსკ 1261 მუხლი) სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე, პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა და სხვა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. ცემა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ: დაჟეჟილობას, დალილავებას ან მცირე სისხლნაჟღენთის კვალს, რასაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი აღნიშნავს დასკვნაში. ზოგჯერ, ცემის შედეგად შეიძლება სხეულს, ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. ასეთ შემთხვევაში ძალადობის ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მსხვერპლის და მოწმის ჩვენებებს, ასევე, საქმის სხვა გარემოებებს. სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე დარტყმა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველეს ყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან.

 

13. სასამართლო განმარტავს, რომ ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის და მოყვანის საზოგადოებრივი საშიშროება ძირითადად განპირობებულია იმით, რომ ეს ქმედებები თითქმის ყოველთვის მიმართულია აღნიშნულ მცენარეთა შემდგომი გასაღებისაკენ, ანდა მათი გადამუშავების გზით მიღებული ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისაკენ. განსახილველი დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტად მიიჩნევა ნარკოტიკული საშუალების ბრუნვასთან დაკავშირებული ურთიერთობები, რომლებიც მოწესრიგებულია საქართველოს კანონმდებლობით. ამ კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარეების დათესვა და მოყვანა. დანაშაულის საგანს წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე. ეს მცენარეებია: ოპიუმის ყაყაჩო, მარიხუანა და სხვა. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება აქტიურ მოქმედებაში, კერძოდ: ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვაში, მოყვანაში. დათესვა ნიშნავს ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის თესლის ჩათესვას მიწის ნებისმიერ მონაკვეთზე, იმისდა მიუხედავად, არის თუ არა ეს ნაკვეთი კონკრეტული პირის მფლობელობაში. ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის მოყვანა გამოიხატება ამ მცენარის მოვლაში: სარეველა მცენარეებისაგან გათავისუფლებაში, მორწყვაში, სასუქებით განაყოფიერებაში და ასე შემდეგ. მოყვანის მიზანია ზრდასრული ნარკოტიკული მცენარის მიღება. განსახილველი დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა პირი შეასრულებს მუხლის დისპოზიციაში მითითებულ მოქმედებათანაგან ერთ-ერთს, ე.ი. ნებისმიერ ადგილზე დათესავს ან მოიყვანს, ან დაასრულებს ამ მცენარეთა კულტივირების პროცესს. დანაშაულის ამსრულებელი არის ნებისმიერი 14 წელს მიღწეული შერაცხადი პირი. სუბიექტური მხრივ, ვინაიდან დანაშაულის მოტივზე ან მიზანზე არ არის სპეციალური მითითება სსკ 265-ე მუხლში, ისინი კვალიფიკაციაზე არ ახდენენ გავლენას და მხედველობაში მიიღებიან მხოლოდ სასჯელის დანიშვნისას. როგოც წესი ამ დანაშაულის ჩადენა ხდება ანგარებით ან ნარკოტიკულ საშუალებაზე პირადი მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით. ბრალის ფორმით მიხედვით განსახილველი დანაშაული ხასიათდება პირდაპირი განზრახვით, ე.ი. პირს შეგნებული აქვს, რომ ახდენს სწორედ ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კანონსაწინააღმდეგო დათესვას, მოყვანას ან კულტივირებას და სურს ეს.

 

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ განხორციელებული ქმედებებით ლ-–- შ---–---მ ჩაიდინა: 1) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით) და 2) ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 265-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

 

კვალიფიკაციის შეცვლის საფუძვლები:

 

15. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში (სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა), შედეგში (დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა) და მიზეზობრივ კავშირშია მოქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, ძალადობა, ისევე როგორც ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულები, მატერიალური შემადგენლობისაა. განსახილველი დანაშაულის შემადგენლობაში მოცემულია ძალადობის ორი ხერხი: სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა. სისტემატური ცემაა მაშინ, როცა იგი ჩადენილია სამჯერ მაინც, თანაც დროის ხანმოკლე ინტერვალის დაშორებით. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი ცემით მიყენებული ფიზიკური და ფსიქიკური ტკივილი ჯერაც არაა გამქრალი და მსხვერპლის ცემა ხდება მეორედ, შემდეგ მესამედ და ასე შემდეგ. თანაც არ აქვს მნიშვნელობა ეს ქმედებები ერთიანი განზრახვით ხდება თუ ახლად აღმოცენებული განზრახვით. ამასთან, აღნიშნულ ქმედებებს, ცემას შეიძლება მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება. სწორედ ეს შედეგი და ცემის სისტემატური ხასიათი განაპირობებს დაზარალებულის ფიზიკურ ან ფსიქიკურ ტანჯვას. ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გაგებულ უნდა იქნეს როგორც ხანგრძლივი და აუტანელი ფიზიკური და ფსიქიკური ტკივილი, რომელსაც პირი განიცდის ძალადობის დროს. ძალადობა ცემისგან განსახვავდება რამდენიმე ნიშნით: 1) ამ დროს ცემას აქვს სისტემატური ხასიათი; 2) ცემა იწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს, ხოლო ძალადობა ფიზიკურ ან ფსიქიკურ ტანჯვას; 3) ცემას არ უნდა მოჰყვეს თუნდაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, ხოლო ძალადობას შეიძლება მოჰყვეს ეს შედეგი, თუმცა მისი დადგომა სავალდებულო არ არის ქმედების ძალადობად კვალიფიკაციისათვის. სხვაგვარი ძალადობა იმით განსხვავდება ცემისაგან, რომ იგი შეიძლება გამოიხატოს ერთჯერად ძალმომრეობით ქმედებაში - აქტში (ხელით გარტყმა სახეში, რაიმე მკვრივი საგნის ზემოქმედება - დარტყმა, თმებით თრევა, ჩქმეტა, ანთებული სიგარეტით ან სხვა თერმული საშუალებებით ზემოქმედება და სხვა). სხვაგვარი ძალადობა შეიძლება განხორციელდეს უმოქმედობითაც. სხვაგვარი ძალადობის შემადგენლობას წინ არ უძღვის მითითება სისტემატურობაზე, მაგრამ სხვაგვარი ძალადობაც უმეტესად (თუმცა არა ყოველთვის) სისტემატური უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ქმედებები არ ჩაითვლება ამ დანაშაულის ხერხად, რადგანაც ერთჯერადად ჩადენისას ისინი, როგორც წესი, ვერ გამოიწვევენ დაზარალებულის ვერც ფიზიკურ და ვერც ფსიქიკურ ტანჯვას, თუმცა შეიძლება გამოიწვიონ ფიზიკური ტკივილი. იშვიათ შემთხვევაში, სხვაგვარი ძალადობა შეიძლება იყოს ერთჯერადი ხასიათის, მაგალითად ფრჩხილის ამოძრობა, ანთებული სიგარეტის ტანზე მიწვა და სხვა. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ ქმედების ამ მუხლით კვალიფიკაციისათვის (სსკ 126 მუხლი) არაა სავალდებულო დამნაშავემ მიმართოს ძალადობის მხოლოდ რომელიმე ერთ-ერთ ხერხს (მაგალითად სისტემატურ ცემას), შესაძლებელია პირმა გამოიყენოს სხვადასხვა ხერხი. მაგალითად იგი ხან სცემს დაზარალებულს, ხანაც ერთხელ ურტყამს ხელს ანდა მკვრივ საგანს, თმებით ათრევს, ზემოქმედებს ანთებული სიგარეტით, ელექტრო შოკით და სხვა. სუბიექტური მხრივ ძალადობის მოტივსა და მიზანს არა აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა. ბრალის ფორმის მიხედვით, იგი განზრახი დანაშაულია და შეიძლება ჩადენილი იყოს როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი განზრახვით.

 

განსახილველი დანაშაულის ერთერთ დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს მისი ჩადენა არასრულწლოვანის თანდასწრებით მისი ოჯახის წევრის მიმართ. აქ მდგომარეობას ამძიმებს ის, რომ არასრულწლოვნის თანდასწრებით ამგვარი ქმედების ჩადენა მის ფსიქიკაზე სავალალო ზეგავლენას ახდენს.

 

16. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები, გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ ადასტურებენ ლ-–- შ---–---ს მხრიდან, თ----- შ---–---ს მიმართ სისტემატური ძალადობის განხორციელებს ფაქტს, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, კერძოდ:

 

17. დაზარალებულ თ----- შ---–---ს გამოკითხვის ოქმის თანახმად: 2005 წელს დაქორწინა ლ-–- შ---–---ზე და თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი, ლ---- შ---–--- და ნ--- შ---–---. დაქორწინების შემდეგ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ლ-–- შ---–---, მას აყენებდა როგორც სიტყვიერ, ასევე, ფიზიკურ შეურაცხყოფას. ლ-–- კვირაში ოთხჯერ მაინც იღებდა ალკოჰოლურ სასმელს და ნასვამი სცემდა მას. ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებს კი ესწრებოდნენ მათი არასრულწლოვანი შვილები, ვინაიდან ყოველთვის იმყოფებოდნენ სახლში. ვინაიდან დიდი დროა გასული, კონკრეტული თარიღების დასახელება უჭირს. დაზარალებულის განმარტებითვე, სიმთვრალის დროს, ლ-–-, ყოველთვის არ აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას. ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა წელიწადში დაახლოებით ოთხჯერ, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ლ-–-ს მხრიდან ძალადობის შესახებ, არასდროს, არავისთვის უთქვამს არაფერი.

 

18. მოწმე დ-------- ლ-----ს გამოკითხვის ოქმის თანახმად: ის ცხოვრობს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შ----–-ში, ლ-–- შ---–---ს მეზობლად. ლ-–- არის ალკოჰოლის ხშირი მომხმარებელი და ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ხშირად ჩხუბობს და აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას თ----- შ---–---ს, თუმცა არასდროს შესწრებია ლ-–-ს მხრიდან თ-----ის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს.

 

19. მოწმე მ--- წ------–---–-ს გამოკითხვის ოქმის თანახმად: არის თ----- შ---–---ს დეიდა. როგორც მისთვის ცნობილია, ლ-–- შ---–--- არის კონფლიქტური პიროვნება და მთვრალ მდგომარეობაში მყოფი, ხშირად აყენებდა შეურაცხყოფას მეუღლეს. აღნიშნულის შესახებ იცის თ----- შ---–---სგან, რომელმაც საუბრის დროს უთხრა, რომ მეუღლე, ლ-–- შ---–--- მას აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. თ-----მა უთხრა, რომ ლ-–-მ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, თუმცა აღნიშნული ფაქტის ჩადენის კონკრეტული თარიღები მისთვის უცნობია. ამასთან, მოწმის განმარტებითვე, ის არასდროს შესწრებია ლ-–-ს მხრიდან თ-----ის მიმართ ძალადობის ფაქტს.

 

20. მოწმე თ----- რ--------ს გამოკითხვის ოქმის თანახმად: არის მ--- წ------–---–-ს მეზობელი და იცნობს მის დის შვილს თ----- შ---–---ს, რომელთანაც აქვს კარგი ურთიერთობა. როგორც მისთვის ცნობილია, ლ-–- შ---–--- არის კონფლიქტური პიროვნება და მთვრალ მდგომარეობაში მყოფი, ხშირად აყენებდა შეურაცხყოფას მეუღლეს. აღნიშნულის შესახებ იცის თ----- შ---–---სგან, რომ მეუღლე, ლ-–- შ---–--- მას აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, თუმცა აღნიშნული ფაქტის ჩადენის კონკრეტული თარიღები მისთვის უცნობია. ამასთან, მოწმის განმარტებითვე, ის არასდროს შესწრებია ლ-–-სა და თ-----ს შორის კონფლიქტს.

 

21. არასრულწლოვანი მოწმის ლ---- შ---–---ს გამოკითხვის ოქმის თანახმად: მისი მშობლები არიან ლ-–- შ---–--- და თ----- შ---–---. ასევე ჰყავს ძმა ნ--- შ---–--- და ისინი ერთად ცხოვრობდნენ სოფელ შ----–-ში. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ლ-–- შ---–--- უყვიროდა ხოლმე თ----- შ---–---ს, თუმცა არ დაუნახავს მამამ დაარტყა თუ არა ხელი დედას.

 

22. არასრულწლოვანი მოწმის ნ--- შ---–---ს გამოკითხვის ოქმის თანახმად: მისი მშობლები არიან ლ-–- შ---–--- და თ----- შ---–---. ასევე ჰყავს ძმა ლ---- შ---–--- და ისინი ერთად ცხოვრობდნენ სოფელ შ----–-ში. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ლ-–- შ---–--- უყვიროდა ხოლმე თ----- შ---–---ს, თუმცა არ დაუნახავს მამამ დაარტყა თუ არა ხელი დედას.

 

23. მოწმე ქ------- შ---–---ს გამოკითხვის ოქმის თანახმად: არის ლ-–- შ---–---ს მამიდა. მას ბოლო 5 წელია ურთიერთობა არ აქვს ლ-–-ს ოჯახთან. აღნიშნული განაპირობა ლ-–-ს კონფლიქტურმა დამოკიდებულებამ მეუღლესთან, კერძოდ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ლ-–- სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს და სახლში ამტვრევდა ნივთებს. მოწმის განმარტებითვე, არასდროს შესწრებია ლ-–-ს მხრიდან მეუღლის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს და არც თ-----ს არასდროს უთქვამს აღნიშნულის შესახებ მისთვის.

 

24. სასამართლო აღნიშნავს, რომ როგორც უკვე აღინიშნა, სისტემატური ცემაა მაშინ, როცა იგი ჩადენილია სამჯერ მაინც, თანაც დროის ხანმოკლე ინტერვალის დაშორებით. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი ცემით მიყენებული ფიზიკური და ფსიქიკური ტკივილი ჯერაც არაა გამქრალი და მსხვერპლის ცემა ხდება მეორედ, შემდეგ მესამედ და ასე შემდეგ. თანაც არ აქვს მნიშვნელობა ეს ქმედებები ერთიანი განზრახვით ხდება თუ ახლად აღმოცენებული განზრახვით. ამასთან, აღნიშნულ ქმედებებს, ცემას შეიძლება მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება. სწორედ ეს შედეგი და ცემის სისტემატური ხასიათი განაპირობებს დაზარალებულის ფიზიკურ ან ფსიქიკურ ტანჯვას. ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გაგებულ უნდა იქნეს როგორც ხანგრძლივი და აუტანელი ფიზიკური და ფსიქიკური ტკივილი, რომელსაც პირი განიცდის ძალადობის დროს. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ უდავოდ მიღებული მტკიცებულებებით, არ დასტურდება, რომ ლ-–- შ---–---მ თ----- შ---–---ს მიმართ სისტემატურად განახორციელა ძალადობა, არასრულწლოვნების თანდასწრებით. ბრალდებულის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენაზე მიუთითებს მხოლოდ ერთი მტკიცებულება - დაზარალებულ თ----- შ---–---ს ჩვენება, რომელიც არასრულყოფილია. დაზარალებული, ზოგადად უთითებს ბრალდებულის მხრიდან ძალადობის განხორციელებაზე, ამასთან აცხადებს, რომ ძალადობის ფაქტებს ადგილი ჰქონდა წელიწადში ოთხჯერ. თუმცა კონკრეტულად რა პერიოდის დაშორებით ხდებოდა აღნიშნული, მითითებული არ არის. მოწმეები დ.ლ-----, მ.წ------–---–-, თ.რ-------- და ქ.შ---–--- კი წარმოადგენენ ირიბ მოწმეებს, რომლებიც უშუალოდ არ შესწრებიან ლ-–-სა და თ-----ს შორის კონფლიქტებს და ლ-–-ს მხრიდან განხორციელებული ძალადობის შესახებ იციან თ----- შ---–---საგან. თუმცა, აქვე, საყურადღებოა თავად დაზარალებულ თ----- შ---–---ს გამოკითხვის ოქმები, სადაც იგი ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ ლ-–-ს მხრიდან მის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ, არასდროს არავისთვის არ უთქვამს. რაც შეეხება არასრულწლოვნების გამოკითხვის ოქმებს, აღნიშნული გამოკითხვის ოქმებით ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულია ფაქტი იმის თაობაზე, რომ ისინი არასდროს შესწრებიან ლ-–- შ---–---ს მხრიდან თ----- შ---–---ს მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტებს.

 

25. სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებაზე (საქმე „საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2015 წლის 22 იანვარი, გადაწყვეტილება N1/1/548), რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (პარაგრაფი N41).

 

დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღწვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება (პარაგრაფი N42).

 

ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში (პარაგრაფი N43).

 

ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ (პარაგრაფი N44).

 

გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდოდ და დასაშვებად მიიჩნევს (პარაგრაფი N45).

 

26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და უდავოდ ცნობილი ვერცერთი მტკიცებულებით ბრალდების მხარის მიერ გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ იქნა დადასტურებული ისეთი ფაქტი, რომელიც შეიძლება საფუძველი გამხდარიყო ბრალდებულის საქართველოს სსკ 111.126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებისა. სასამართლოს მიერ, გამოკვლევის გარეშე მიღებულ, პრეიუდიციულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ნათლად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ლ-–- შ---–---მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით).

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

27. ლ-–- შ---–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს, ხოლო ისეთი ხასიათის დამამძიმებელი გარემოება, რომელიც სცილდება ჩადენილი ქმედების ფარგლებს - არ გააჩნია.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

28. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

29. საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას - აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ლ-–- შ---–---ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის მიზანია როგორც ბრალდებულზე, ასევე, სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს, რომ ლ-–- შ---–--- არ არის ნასამართლევი, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს, აღნიშნული ქმედების ჩადენის შემდგომ არ არის კონფლიქტში კანონთან, დაზარალებულთან შერიგებულია და პრეტენზია არ გააჩნია. საქმეზე არსებული მტკიცებულებები მიიჩნია უდავოდ, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. შესაბამისად, ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის და მისი პიროვნების გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო სსკ 265-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. იმის გათვალისწინებით, რომ მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, საბოლოოდ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობითად. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში კანონმდებლობა არ უნდა იძლეოდეს ე.წ. „სანიმუშო“ სასჯელების გამოყენების შესაძლებლობას, რადგან სასჯელი მისივე მიზნებისგან ობიექტურად აცდენილი ხდება. ასეთი მიდგომა არღვევს პროპორციულობის პრინციპს, შედეგად იწვევს პირის არაპროპორციულ დასჯას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, საქმეზე ბ--- წ------–---–-, საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, პარაგრაფი 102). სწორედ „სანიმუშოდ დასჯის“ თავიდან აცილების მიზნით, სასამართლოს პროპორციულ ღონისძიებად მიაჩნია ლ-–- შ---–---ს მიმართ საქართველოს სსკ 63-ე მუხლის გამოყენება და არ არის მიზანშეწონილი მის მიერ ხანგრძლივი ვადით პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოხდა, რაც პირიქით, შეიძლება კონპროდუქტიული იყოს. ასევე, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის გათვალისწინებით, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ლ-–- შ---–---ს მიმართ დამატებითი სასჯელის გამოყენება, კერძოდ, საქართველოს სსკ 44-ე მუხლის საფუძველზე, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის განსაზღვრა 100 (ასი) საათის ვადით.

 

30. საქართველოს სსკ 65-ე მუხლის თანახმად, პირობითი მსჯავრის დროს, თუ არსებობს საამისო საფუძველი, სასამართლოს შეუძლია დააკისროს მსჯავრდებულს განსაზღვრული მოვალეობის შესრულება: პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება იგი ჩააბას ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში, არ მოინახულოს განსაზღვრული ადგილი, მატერიალურად დაეხმაროს ოჯახს, გაიაროს ალკოჰოლიზმის, ნარკომანიის, ტოქსიკომანიის ან ვენერიული სენის მკურნალობის კურსი, ხოლო თუ მსჯავრდებული ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირია − ასევე ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი. სასამართლოს შეუძლია დააკისროს მსჯავრდებულს სხვა მოვალეობაც, რომელიც ხელს შეუწყობს მის გამოსწორებას. შესაბამისად, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის მხედველობაში მიღებით, სასამართლო, ასევე, მიზანშეწონილად მიიჩნევს ლ-–- შ---–---სათვის მოვალეობის დაკისრებას ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლის სახით, რომლის აღსრულებასაც უზრუნველყოფს იმერეთის პრობაციის ბიურო. სასამართლოს მიაჩნია, რომ 1 (ერთი) წლის პირობით ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთა, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით, დამატებით სასჯელთან და დამატებით ვალდებულებასთან ერთად, შეძლებს დააფიქროს ლ-–- შ---–--- უკეთ გააცნობიეროს ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობრივი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე. ასევე, პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში მსჯავრდებულის ყოფა-ქცევის ეფექტურად კონტროლის მიზნით, ლ-–- შ---–---ს უნდა დაეკისროს მოვალეობა, პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე, არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

31. საქმეზე დართული საგნებისა და ნივთების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 20-21-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ლ-–- შ---–---ს მიმართ საქართველოს სსკ 111.126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ’’ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ 1261 მუხლის პირველ ნაწილზე;

 

2. ლ-–- შ---–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ 265-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

3. საქართველოს სსკ 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით;

 

4. საქართველოს სსკ 44-ე მუხლის საფუძველზე, ლ-–- შ---–---ს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით;

 

5. საქართველოს სსკ 265-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

 

6. საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ლ-–- შ---–---ს (დანაშაულთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, ხოლო სსკ 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 (ორი) წელი და დამატებითი სასჯელი, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათი;

 

7. ლ-–- შ---–---ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის, შესაბამისად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო 10 (ათი) წლით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

 

8. საქართველოს სსკ 65-ე მუხლის საფუძველზე, პირობითი მსჯავრის აღსრულების პერიოდში, ლ-–- შ---–---ს დაეკისროს მოვალეობა: 1) პრობაციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი; 2) ასევე, გაიაროს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი;

 

9. საქმეზე დართული საგნები და ნივთები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

10. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული 32 ძირი ნარკოტიკული საშუალება კანაფი (მცენარე), წონით 84,6 გრამი, რაც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

11. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;

 

12. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ზურაბ ბალავაძე