გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.12.2019
საქმის ნომერი
030210018002365228
კატეგორია
დავის ტიპი
იპოთეკა, სესხი
თარიღი
26.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N030210018002365228

N 2/372-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

26 დეკემბერი, 2019 წელი ქ. ფოთი

შესავალი ნაწილი

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე: შოთა სირაძე

სხდომის მდივანი: მარიამ წულაძე

მოსარჩელე: სს „ს----------–--- ბ----“,წარმომადგენლები: თ----- ბ----–---, ი-----–- გ-----–--,მოპასუხეები: ვ---------- ს------, ს-------–-- ს------, გ------- ჯ---------,მოპასუხე: ს-------–-- ს------- წარმომადგენელი - ზ------ ხ----------;

დავის საგანი: საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია,აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. დაეკისროს მოპასუხეებს ვ---------- ს------- და გ------- ჯ---------- სოლიდარულად სს „ს----------–--- ბ----ს“ სასარგებლოდ 2015 წლის 17 აპრილის ხელშეკრულების ფარგლებში 15053,35 აშშ დოლარის და 37,56 აშშ დოლარის გადახდა.

1.2. 17.04.2015 წლის საკრედიტო ხელშეკრულების ნაწილში არსებულ დავალიანების ძირ თანხაზე - 14289,33 აშშ დოლარზე სარჩელის მომზადების დღიდან, 21.03.2018 წ. გაგრძელდეს სარგებლის წლიური 10%-ის (3,92 აშშ დოლარი დღეზე) და ყოველდღიურად პირგასამტეხლოს 0,5 %-ის (71,45 აშშ დოლარი) ოდენობით დარიცხვა გადაწყვეტილების საბოლოო აღსრულებამდე და თანხების გადახდევინება დაეკისროს მოვალეებს სოლიდარულად.

1.3. გადაწყვეტილების აღსრულება, 17.04.2015 წლის ხელშეკრულების ფარგლებში დაკისრებული თანხის უზრუნველსაყოფად განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული შემდეგი ქონების რეალიზაციის გზით:

1. ქ. ფოთი, ე-–----- ქ---- N-, ბინა N--, ს/კ 0-------------------

2. ქ. ფოთი, გ------ ქ---- N--- ბინა N--- ს/კ 0------------------. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციით ამონაგები თანხა სრულად არ დაფარავს ვალდებულებას, დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს მოვალეთა კუთვნილი სხვა ქონება.

1.4. დაეკისროს ვ---------- ს------- სს „ს----------–--- ბ----ს“ სასარგებლოდ 18.05.2017 წლის ხელშეკრულების ფარგლებში წარმოშობილი დავალიანების 401,88 ლარის გადახდა. 18.05.2017 წლის საკრედიტო ხელშეკრულების ნაწილში არსებული დავალიანების ძირ თანხაზე 329,67 ლარზე სარჩელის მომზადების დღიდან 21.03.2018 წლის გაგრძელდეს საპროცენტო სარგებლის წლიური 18 %-ის (0,17 ლარი დღეზე) და ყოველდღიურად პირგასამტეხლოს 0,5 % ის (1,65 ლარი) ოდენობით დარიცხვა გადაწყვეტილების საბოლოო აღსრულებამდე და თანხის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ვ---------- ს-------.

1.5. დაეკისროს მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის გადახდა.

 

2. სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

2013 წლის 27 დეკემბერს „სს ს----------–--- ბ----“, ვ---------- ს------- და გ------- ჯ---------- შორის დადებულ იქნა საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება საკრედიტო ხაზზე 150 000 აშშ დოლარის ოდენობით. საკრედიტო ხაზი უზრუნველყოფილ იქნა შემდეგი იპოთეკით:

- ს-------–-- ს------- კუთვნილ უძრავ ქონებაზე მდებარე ქ. ფოთი, ე-–----- ქ----

N-, ბინა N-- ს/კ 0-------------------

- ვ---------- ს------- კუთვნილ უძრავ ქონებაზე მდებარე ქ. ფოთი, გ------ ქ----

N--- ბინა N--- ს/კ 0-------------------

საკრედიტო ფარგლებში 2015 წლის 17 აპრილს შემადგენელი იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულების Nსბი059161 საფუძველზე, მსესხებლებმა ბანკისაგან მიიღეს კრედიტი 22000 აშშ დოლარი, 72 თვის ვადით, სარგებლის წლიურად 10%-ის დარიცხვით, სესის N2549092. საკრედიტო ხელშეკრულებასთან ერთად მისი განუყოფელი დანართის სახით გაფორმდა მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ქონების დაზღვევის სესხის ხელშეკრულება შემდეგ პირობებზე: ყოველწლიური ავტომატური ტრანშის ოდენობა 86,57 აშშ დოლარი, წლიური სარგებელი 18 %, სესხის საერთო ვადა 285 თვე, სესხის N1807952.

მსესხებლებს სესხის დაფარვა უნდა ეწარმოებიათ ხელშეკრულების დანართ გრაფიკებით განსაზღვრულ ვადებში და შესაბამისი ოდენობით, რაც დარღვეულ იქნა მათ მიერ არაერთხელ, ხოლო 2018 წლის იანვრიდან საერთოდ შეწყვიტეს გადახდები სესხებზე, საკრედიტო ვალდებულება დღემდე შეუსრულებელია მათ მიერ. ხელშეკრულების თანახმად განისაზღვრა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე დღიური 0,5%-ის ოდენობით.

2017 წლის 18 მაისს ბ----ა და ვ---------- ს------- შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N5745808, რომლის საფუძველზე მსესხებელმა მიიღო სესხი 630 ლარი, 12 თვის ვადით, სარგებლის წლიურად 18%-ის დარიცხვით. მოვალეს სესხის დაფარვა უნდა ეწარმოებია ხელშეკრულების დანართ გრაფიკით განსაზღვრულ ვადებში და შესაბამისი ოდენობით, რაც დარღვეულ იქნა მის მიერ არაერთხელ, ხოლო 2017 წლის დეკემბრიდან შეწყვიტა გადახდები სესხზე. საკრედიტო ვალდებულება დღემდე შეუსრულებელია. ხელშეკრულების თანახმად განისაზღვრა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე დღიური 0,5 %-ის ოდენობით.

სარჩელის მომზადების დღისათვის 21.03.2018 წ. მოვალეთა ვ---------- ს------- და გ------- ჯ---------- სოლიდარული ვალდებულება შეადგენს N2549092 სესხის ნაწილში 15053,35 აშშ დოლარს (ძირი - 14289,33, პროცენტი - 364,67, ჯარიმა - 386,96, საკომისიო 12,39) და N 1807952 სესხის ნაწილში 37,56 აშშ დოლარს (ძირი 23,40, პროცენტი - 1,93, ჯარიმა - 12,23).

ვ---------- ს------- პირადი ვალდებულება შეადგენს 401,88 ლარს (ძირი 329,67, პროცენტი 19,92 ჯარიმა 52,29).

საქმის მომზადების ეტაპზე მოსარჩელის წარმომადგენელმა შეამცირა პირველი სასარჩელო მოთხოვნა და ითხოვს მოპასუხეებს ვ---------- ს------- და გ------- ჯ---------- ს----------–--- ბ----ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 11 166, 39 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 10 689,33 აშშ დოლარი, პროცენტი - 364,67 აშშ დოლარი, საკომისიო - 12,39 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 100 დოლარი.

მოსარჩელის წარმომადგენელი ძალაში ტოვებს მესამე სასარჩელო მოთხოვნას და ითხოვს გადაწყვეტილების აღსრულებას 17.04.2015 წლის ხელშეკრულების ფარგლებში დაკისრებული თანხის უზრუნველსაყოფად განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული შემდეგი ქონების რეალიზაცია:

1. ქ. ფოთი, ე-–----- ქ---- N-, ბინა N--, ს/კ 0-------------------

2. ქ. ფოთი, გ------ ქ---- N--- ბინა N--- ს/კ 0------------------. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციით ამონაგები თანხა სრულად არ დაფარავს ვალდებულებას, დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს მოვალეთა კუთვნილი სხვა ქონება.

დაეკისროს მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის გადახდა.

დაეკისროს მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის გადახდა.

მოსარჩელის წარმომადგენელმა უარი განაცხადა მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე და საქმის მომზადების ეტამზე მოხსნა მე-2 და მე-4 სასარჩელო მოთხოვნა.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხეებმა საქმის მომზადების ეტაპზე ცნეს მოსარჩელის წარმომადგენლის დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა.

 

3. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. 2013 წლის 27 დეკემბერს „სს ს----------–--- ბ----“, ვ---------- ს------- და გ------- ჯ---------- შორის დადებულ იქნა საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება საკრედიტო ხაზზე 150000 აშშ დოლარის ოდენობით. საკრედიტო ხაზი უზრუნველყოფილ იქნა შემდეგი იპოთეკით:

- ს-------–-- ს------- კუთვნილ უძრავ ქონებაძე მდებარე ქ. ფოთი, ე-–----- ქ----

N-, ბინა N-- ს/კ 0-------------------

- ვ---------- ს------- კუთვნილ უძრავ ქონებაზე მდებარე ქ. ფოთი, გ------ ქ----

N--- ბინა N--- ს/კ 0-------------------

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

 

იპოთეკის ხელშეკრულება NSA1044124, იპოთეკის ხელშეკრულება NSA1044123 და მხარეთა ახსნა-განმარტებებით.

3.2. 2015 წლის 17 აპრილის საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება NGA1044122-ის საკრედიტო ხაზის შემადგენელი იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება NSB1059161.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

 

სარჩელის მეორე ფაქტობრივი გარემოებით, საბანკო მომსახურების ხელშეკრულებით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით.

 

4. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1. სადაო ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს შორის არ არსებობს.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა განმარტებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეებს ვ---------- ს------- და გ------- ჯ---------- სს „ს----------–--- ბ----ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 11166,39 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 10689,33 აშშ დოლარი, პროცენტი - 364,67 აშშ დოლარი, საკომისიო - 12,39 აშშ დოლარი და პირგასამტეხლოს -100 აშშ დოლარი.

2015 წლის 17 აპრილის ხელშეკრულების ფარგლებში დაკისრებული თანხის გადახდის უზრუნველსაყოფად უნდა განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული შემდეგი ქონების რეალიზაცია 1. ს-------–-- ს------- კუთვნილ უძრავ ქონების მდებარე ქ. ფოთი, ე-–----- ქ---- N-, ბინა N-- ს/კ 0------------------- ვ---------- ს------- კუთვნილ უძრავ ქონების მდებარე ქ. ფოთი, გ------ ქუჩა N--- ბინა N--- ს/კ 0-------------------

იმ შემთხვევაში თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციით ამონაგები თანხა სრულად არ დაფარავს ვალდებულებას, დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიაზაციოდ მიექცეს მოვალეთა კუთვნილი სხვა ქონება. უძრავი ქონების რეალიზაციის გზით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების სრულად დასაფარად, სააღსრულებო წარმოება უნდა მიექცეს მოპასუხეების სხვა ქონებაზე.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

7. სამართლებრივი შეფასება:

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე (კრედიტორი) ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან (მოვალესთან). ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ ნების გამოვლენის საფუძველზე, მხარეთა შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება და მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულებით ყველა არსებით პირობაზე.

7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელემ მოპასუხეებზე ვ---------- ს------ზე და გ------- ჯ---------ზე გასცა კრედიტი, შესაბამისი საპროცენტო განაკვეთით. მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა კრედიტის დაფარვის პირობები.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

დადგენილია, რომ მოპასუხეებმა დაარღვიეს საკრედიტო ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებები, რის გამოც მოსარჩელის წინაშე წარმოეშვათ დავალიანება 11166,39 აშშ დოლარის (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა) ოდენობით, რომლის ანაზღაურება მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელე სს “ს----------–--- ბ----ს” სასარგებლოდ.

7.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

განსახილველ შემთხვევაში, არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს. (დაზუსტებული მოთხოვნა)

7.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის დანაწესით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის შესაბამისად კი, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

7.5 საქართველოს სკ-ის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით.

სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

დადგენილია, რომ 2013 წლის 27 დეკემბერს „სს ს----------–--- ბ----“, ვ---------- ს------- და გ------- ჯ---------- შორის დადებულ იქნა საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება საკრედიტო ხაზზე 150000 აშშ დოლარის ოდენობით. საკრედიტო ხაზი უზრუნველყოფილ იქნა შემდეგი იპოთეკით:

- ს-------–-- ს------- კუთვნილ უძრავ ქონებაძე მდებარე ქ. ფოთი, ე-–----- ქ----

N-, ბინა N-- ს/კ 0-------------------

- ვ---------- ს------- კუთვნილ უძრავ ქონებაზე მდებარე ქ. ფოთი, გ------ ქ----

N--- ბინა N--- ს/კ 0-------------------

ვინაიდან, მოპასუხეებმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულეს, მოსარჩელე მხარის მოთხოვნა, იპოთეკით დატვირთული ქონების იძულებითი რეალიზაციის შესახებ, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის 11 ნაწილის მიხედვით, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

მხარეთა შორის გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ არის საკმარისი იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან/და იპოთეკის საგნის პირდაპირ საკუთრებაში გადაცემის შემთხვევაში, იპოთეკის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს საკრედიტო მოთხოვნის ოდენობას, მხარეები თანხმდებიან, რომ იპოთეკის საგნის რეალიზაციით ამონაგები თანხით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაუფარაობის შემთხვევაში კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს აღსრულება მოვალის ნებისმიერი ქონების ხარჯზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა სახელშეკრულებო შეთანხმების შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა, რომელიც შეეხება იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხით დავალიანების დაუფარაობის შემთხვევაში, აღსრულების მიქცევას მოვალის სხვა ქონებაზე, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე სს „ს----------–--- ბ----“, უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1115,95 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე და 257-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დაკმაყოფილდეს სს „ს----------–--- ბ----ს“ სარჩელი, ვ---------- ს-------, ს-------–-- ს------- და გ------- ჯ---------- მიმართ თანხის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის თაობაზე.

2. მოპასუხეებს ვ---------- ს------- და გ------- ჯ---------- სს „ს----------–--- ბ----ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 11166, 39 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 10 689,33 აშშ დოლარი, პროცენტი - 364,67 აშშ დოლარი, საკომისიო - 12,39 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 100 აშშ დოლარი.

3. 2015 წლის 17 აპრილის ხელშეკრულების ფარგლებში დაკისრებული თანხის გადახდის უზრუნველსაყოფად განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული შემდეგი ქონების რეალიზაცია: 1. ქ. ფოთი ე-–----- ქ---- N-ა, ბ------, ს.კ 0------------------- 2. ქ.ფოთი, გ------ ქ---- N--- ბ------ ს.კ 0------------------.

იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციით ამონაგები თანხა სრულად არ დაფარავს ვალდებულებას, დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს მოვალეთა კუთვნილი სხვა ქონება.

4. მოსარჩელე სს „ს----------–--- ბ----“ დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1115,95 ლარი (სახ. ბაჟის გადახდის თარიღი 22.03.2018, საგადასახადო დავალება N4156, რეფერენსი:180322085).

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შოთა სირაძე