განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/5873-19
#0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 მარტი, 2020 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე შორენა გუნცაძე
სხდომის მდივანი თამარ ფიფია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თ---------------–---–ი
დაცვის მხარე:
ადვოკატი - დ-----------------
ბრალდებული - ბ------------- (პ/ნ 0----------), დაბადებული 1--- წლის 17 ი-------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, მცხოვრები თბილისში, გ-–-------------, მ--- მ/რ-ნი, 2--- კორპუსი, ბინა #---ში, ამჟამად პატიმარი
წარდგენილი კვალიფიკაცია და დისპოზიცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე‘‘ ქვეპუნქტი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების არსი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2-------------- განაჩენით ბ------------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘ და ,,ბ‘‘ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) თვის ვადით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 5 (ხუთი) საათის ვადით.
2012 წლიდან ქ-----------------–---–- არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ბ----------------. თანაცხოვრების განმავლობაში, ბ------------- სისტემატურად აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებს მას, რაც იწვევს ამ უკანასკნელის ტანჯვას.
2019 წლის 5 ნოემბერს, ღამით, თბილისში, გ-–-----ს მ--- მ/რ-ნი, კორპუსი #--- ბინა #---ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ბ-------------- სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ქ-----------------–---–-, კერძოდ, წამოიწყო კონფლიქტი და მარცხენა ლოყაში ძლიერად დაარტყა მარჯვენა ხელი, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
იმავე დღეს, კონფლიქტისას, ბ------------- სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ქ-----------------–---–-. აღნიშნულის შედეგად ქ-----------------–---–- გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასამართლომ დაადგინა:
2012 წლიდან ქ-----------------–---–- არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ბ----------------. თანაცხოვრების პერიოდში, ბ------------- სისტემატურად აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებს მას, რაც იწვევს ამ უკანასკნელის ტანჯვას.
2019 წლის 5 ნოემბერს, ღამით, თბილისში, გ-–-----ს მ--- მ/რ-ნი, კორპუსი #--- ბინა #---ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ბ-------------- სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ქ-----------------–---–-, კერძოდ, მარცხენა ლოყაში ძლიერად დაარტყა ხელი, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკვილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე უდავოდ მიჩნეული, ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებებით, რომელთა ერთობლიობაში შეფასებასაც ეფუძნება სასამართლოს დასკვნა.
საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, გარდა დაზარალებულისა და ბინაში გამოცხადებულ პატრულ-ინსპექტორ ბ------------------ ჩვენებისა. შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ყველა მტკიცებულებას, გარდა ხსენებული მტკიცებულებებისა, მიენიჭა პრეიუდიციული ძალა.
საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულმა ქ-----------------–---–-- ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლოს არ მისცა ჩვენება მეუღლის - ბ-------------ს წინააღმდეგ.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორი ბ-----------------, რომლის ჩვენებით ირკვევა, რომ 2019 წლის ნოემბერში, ღამის საათებში, მეწყვილე კ--------–-------- ერთად პატრულირების დროს, გამოძახება იყო გლდანში, ოჯახური ძალადობის ფაქტზე. ადგილზე დახვდათ ქ-----------------–---–-, ოთხი მცირეწლოვანი ბავშვით, ბ------------- და მისი ბიძა. იმ დროს უკვე აღარაფერი ხდებოდა, თუმცა ქალმა განუცხადა მათ, რომ მეუღლემ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. დაზარალებულს სახეზე ნათითურები ეტყობოდა, სახე წითელი ჰქონდა და იტკიებდა. მანვე უთხრა, რომ მეუღლისგან მის შეურაცხყოფას ადგილი ჰქონდა სისტემატურად და ოჯახური ძალადობის ფაქტზე მას უკვე მოხდილი ჰქონდა სასჯელი. ბავშვები შეშინებული იყვნენ. ადგილზე იყო სასწრაფო დახმარებაც.
მოწმემ, ასევე, განმარტა, რომ ბრალდებულის ბიძამ მათ განუცხადა, რომ ცოლ-ქმარს ერთმანეთთან მოუხდათ შელაპარაკება, იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა, რა დროსაც ის ცალკე ოთახში იყო, მაგრამ გამოვიდა და გააშველა. უშუალოდ ცემის ფაქტი ბიძას არ დაუნახავს.
იგივე გარემოებები დასტურდება საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებებით - ბ------------------ პატაკითა და შეტყობინებით, ასევე, პატრულ-ინსპექტორ კ--------–---- გამოკითხვის ოქმით.
მოწმე ა--------------- გამოკითხვის ოქმით, რომელიც, ასევე, უდავო მტკიცებულებაა, დგინდება ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის მომხდარი სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი. მოწმის ჩვენებით, ის ოთახში ბავშვს ეთამაშებოდა, რის გამოც არ დაუნახავს დისშვილის - ბ-------------ს მხრიდან ქ-----------------–---–-სთვის ლოყაში ხელის დარტყმის ფაქტი. ის ოთახიდან გამოვიდა ხმამაღალ საუბარზე და ჩაგდა მათ შორის. მისი ჩარევის შემდეგ სიტუაცია დასტაბილურდა.
დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხიდა არც სასწრაფო სამედიცინო დახმარების პაციენტის სამედიცინო ბარათი, რომლის თანახმადაც, ექიმებს ქ-----------------–---–- დახვდათ აფორიაქებული, ჩივილებს უკავშირებდა მეუღლესთან კონფლიქტს, რომელმაც მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, სახის არეში ჩაარტყა ხელი. შემოწმებით ქ-----------------–---–- დაუდგინდა თავის ზედაპირული ტრავმები. ამავე შინაარსისაა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმების - ი--------------- და გ------------------–-- გამოკითხვის ოქმები.
ასევე, უდავო მტკიცებულებადაა ცნობილი 2019 წლის 6----------- შემაკავებელი ორდერი, რომლის ოქმშიც მითითებულია, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბ-------------- ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ქ-----------------–---–-. ოქმში, ასევე, აღნიშნულია, რომ ქ-----------------–---–- მარცხენა ლოყა აქვს გაწითლებული. დაფიქსირებულია, აგრეთვე, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მეუღლე სისტემატურად აყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მის მიმართ ძალადობას რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი, ასევე, ემუქრება ჯანმრთელობის დაზიანებითა და მოკვლით.
მხარეთა მიერ სადავო არ გამხდარა 2017 წლის 17--------- და 2018 წლის 2------------ შემაკავებელი ორდერებიც, რომლებიც გამოცემულია ბ-------------ს მიერ ქ-----------------–---–-ს მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ ,,112-ის‘‘ ოპერატიული მართვის სამმართველოს უფროსის 2019 წლის 6------------ წერილით ირკვევა, რომ სსიპ ,,112-ში‘‘ 2019 წლის 5 ნოემბერს, მისამართზე: თბილისი, გ-–-----ს მ--- კვარტალი, კორპუსი #--- ბინა #---ში, გამოძახება დაფიქსირდა 23:01:48 საათზე ქ-----------------–---–-ს მიერ, რომელიც ითხოვდა მისამართზე პოლიციის მისვლას, რადგან ადგილი ჰქონდა ოჯახური ძალადობის ფაქტს მეუღლის მხრიდან. განმეორებითი ზარი დაფიქსირდა 23:10:44 საათზე. იმავე მისამართზე 23:08:56 საათზე გამოძახება დაფიქსირდა, ასევე, ბ-------------ს მიერ, რომელიც ითხოვდა პოლიციის მისვლას მეუღლესთან კონფლიქტის გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 2-------------- განაჩენით, ბ------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘ და ,,ბ‘‘ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით, რაც, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდა და მოსახდელად დარჩა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 5 (ხუთი) საათის ვადით, რასაც ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 2---ვნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘ და ,,ბ‘‘ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 (ორი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) თვის ვადით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 5 (ხუთი) საათის ვადით. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ბ------------- დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, ბ------------- პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2017 წლის 1 დეკემბერს, სასჯელის მოხდით.
სსიპ პრობაციის ეროვნული სააგენტოს/თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, ბ-------------- სასჯელის სახით შეფარდებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა დაასრულა 2017 წლის 6 დეკემბერს.
ზემოთ მითითებული მტკიცებულებები და გარემოებები, როგორც სხდომაზე გამოკვლეული, ისე, უდავოდ მიჩნეული, ერთობლიობაში წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებებს ბ-------------ს მიერ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ქ-----------------–---–-ს მიმართ განხორცილებული ძალადობის დასადასტურებლად.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფითა ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის გამოიყენება სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქო-სამართლებრივი და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმები. სისხლისსამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება ოჯახში ძალადობის იმ ფაქტის შემთხვევაში, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.
კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ის 1261-ე მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, პატრულ-ინსპექტირების -მოწმე ბ------------------ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებითა და მოწმე კ--------–---- უდავოდ ცნობილი გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ ბრალდებულისა და დაზარალებულის საცხოვრებელ ბინაში შეტყობინების საფუძველზე გამოცხადებულებს ბინაში ცოლ-ქმარი, ბავშვები და ბრალდებულის ბიძა დახვდათ, რა დროსაც დაზარალებული განერვიულებული იყო და სახეზე ნათითურები ემჩნეოდა, რასაც იტკიებდა კიდეც. დაზიანების წარმომავლობაზე დაზარალებულმა მათ განუცხადა, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქმარმა.
ბრალდებულის ბიძის უდავოდ ცნობილი გამოკითხვის ოქმით დადგენილია ცოლ-ქმარს შორის შელაპარაკება და სიტყვიერი კონფლიქტი. მოწმე ა--------------- ჩვენებით, ფიზიკურს ის არ შესწრებია.
გარდა ამისა, სასწრაფო დახმარების ექიმების - ი--------------- და გ------------------–-- გამოკითხვის ოქმებით დგინდება, რომ ბინაში მისვლისას მათ ქ-----------------–---–- აფორიაქებული დახვდათ, რის მიზეზადაც მეუღლის მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა დაასახელა. კერძოდ, დაზარალებულმა მათ უთხრა, რომ ქმარმა ხელი ჩაარტყა სახის არეში. მნიშვნელოვანია, რომ ორივე მოწმე თავის ჩვენებაში უთითებს, რომ დაზარალებული უჩიოდა სახის არეში ტკივილს.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ, მართალია, დაზარალებულმა სასამართლოს არ მისცა ჩვენება მეუღლის წინააღმდეგ, თუმცა საქმეში მოიპოვება 2019 წლის 6 დეკემბრით დათარიღებული განცხადება, რომლითაც ქ-----------------–---–- მის მიმართ მეუღლის - ბ-------------ს მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად მიღებული დაზიანებების შესახებ გამოძიების ორგანოს წარუდგენს სასაწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ გაცემულ პაციენტის სამედიცინო ბარათს, რომლითაც დგინდება მისი ფიზიკური და ემოციური მდგომარეობა შემთხვევის შემდეგ.
ზემოთ მითითებული წერილობითი მტკიცებულებები, მოწმეთა გამოკითხვის ოქმები და მოწმე ბ------------------გან მიღებული ინფორმაცია არის ურთიერთთავსებადი, მათ შორის არ არის არანაირი სახის წინააღმდეგობა, რის გამოც სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები ერთობლიობაში უტყუარად ადასტურებს ბ-------------ს მიერ ქ-----------------–---–-ს მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტს. ამასთან, დაზარალებულის ემოციური და ფიზიკური მდგომარეობის მხედველობაში მიღებით, დარტყმა იყო საკმაო სიძლიერის, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
რაც შეეხება სისტემატურ შეურაცხყოფასა და დამცირებას, გარდა ბ------------------ ჩვენებისა, რომელმაც სასამართლოს განუცხადა, რომ სახლში მისულებს ანერვიულებულმა ქ-----------------–---–-- განუცხადათ, რომ მეუღლის მხრიდან სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი ჰქონდა სისტემატურად, სასამართლო მხედველობაში იღებს ბ-------------ს მიმართ, როგორც შემთხვევის დღეს - 2019 წლის 6 ნოემბერს, ასევე, მანამდე გამოცემულ შემაკავებელი ორდერებს, დათარიღებულს 2017 წლის 1----------- და 2018 წლის 2--------------, რომლებიც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია და, წარმოდგენილი მასალების თანახმად, არც გასაჩივრებულა.
შემაკავებელი ორდერების ოქმების შინაარსით დგინდება, რომ ბ-------------ს მიერ ქ-----------------–---–-ს მიმართ ფსიქოლოგიურ ძალადობას ადგილი ჰქონდა სისტემატურად. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს არ აქვს დაზარალებულის ჩვენება, ობიექტურად შეუძლებლად მიიჩნევს, რომ სისტემატურ შეურაცხყოფასა და დამცირებას არ გამოეწვია დაზარალებულის ტანჯვა, რასაც ადასტურებს როგორც მოწმეთა მიერ გადმოცემული ინფორმაცია დაზარალებულის ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ, ასევე, მისი ქცევა სასამართლო სხდომის დარბაზში (ტირილი, აფორიაქება), როდესაც მან უარი განაცხადა მეუღლის მიმართ ჩვენების მიცემაზე, რაც მიუთითებს მის ემოციურ მდგომარეობასა და ტანჯვაზე, რაც გამოწვეულია მეუღლის მიმართ შიშის განცდით.
შესაბამისად, ბ-------------ს მიერ მეუღლის მიმართ სისტემატურ შეურაცხყოფასა და დამცირებას - ფსიქოლოგიურ ძალადობას სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რაც ფიზიკურ ძალადობასთან ერთობლიობაში იძლევა ოჯახში ძალადობის შემადგენლობას ყველა ბრალად შერაცხული კომპონენტით - ძალადობა, რომელმაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია.
ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ბ-------------- ჩაიდინა ოჯახური ძალადობა.
ამასთან, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 2-------------- განაჩენით ბ------------- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘ და ,,ბ‘‘ ქვეპუნქტებით სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით, რაც, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდა და საბოლოოდ მოსახდელი დარჩა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 5 (ხუთი) საათის ვადით. აღნიშნული სასჯელი, თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, მან მოიხადა 2017 წლის 6 დეკემბერს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტის თანახმად, თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდებისას ნასამართლობა გაქარწყლდება სასჯელის მოხდიდან ერთი წლის შემდეგ. შესაბამისად, ოჯახური ძალადობისთვის დანიშნული სასჯელი ბ------------- ახალი დანაშაულის ჩადენის დროს უკვე გაქარწყლებული ჰქონდა და მას არასწორად აქვს წარდგენილი არაერთგზისობა სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე‘‘ ქვეპუნქტით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ბ-------------ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე‘‘ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს ამავე მუხლის 1-ელ ნაწილზე.
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
როგორც ძალადობასთან მიმართებით აღინიშნა, დაზარალებულმა ქ-----------------–---–-- სასამართლოს არ მისცა ჩვენება და გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება.
პატრულ-ინსპექტორ ბ------------------ ჩვენებით, ქ-----------------–---–- შეშინებული იყო, ამბობდა, რომ ქმარი მოკვლით ემუქრებოდა, ასევე, ამბობდა, რომ ნასვამ მდგომარეობაში ის განსაკუთრებით აგრესიული ხდება, ეჭვიანობს და ძირითადად ამის გამო აქვთ კონფლიქტი. მოწმემ, ასევე, დაადასტურა, რომ ბ-------------ს მიმართ გამოსცეს შემაკავებელი ორდერი.
2019 წლის 6----------- შემაკავებელი ორდერის ოქმში მითითებულია, რომ დაახლოებით სამი თვის წინ, მორიგი კონფლიქტის დროს, როდესაც უთხრა, რომ პოლიციას შეატყობინებდა, ბ------------- დაზარალებულს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ასევე, მითითებულია, რომ კონფლიქტის ყველა შემთხვევაში იგი ემუქრებოდა როგორც ჯანმრთელობის დაზიანებით, ასევე, მოკვლით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა საკმარის საფუძველს ბ-------------ს მიმართ ოჯახის წევრის - მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიჩნევისათვის.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილისა და 33-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმით დადგენილია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელია ბრალდებულის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების დამდგენი მტკიცებულებების ერთობლიობის არსებობა. ამასთან, ეს მტკიცებულებები უნდა იყოს უტყუარი, არ უნდა ტოვებდეს ეჭვს კონკრეტული გარემოების თაობაზე, უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი. მათმა ერთობლიობამ უნდა გადალახოს ობიექტური პირის გონივრული ეჭვის ბარიერი, რომ შესაძლოა ბრალად წარდგენილი ქმედება ბრალდებულის მიერ არ იყოს ჩადენილი და უნდა იძლეოდეს კატეგორიული მტკიცების საშუალებას, რომ ბრალად წარდგენილი ქმედება ეჭვს გარეშე ბრალდებულის მიერ არის ჩადენილი.
მიუხედავად იმისა, რომ მოწმე ბ-----------------მ სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ, დაზარალებულის განმარტებით, მას მეუღლე ემუქრებოდა მოკვლით, მხოლოდ აღნიშნული ჩვენება, შემაკავებელ ორდერთან ერთობლიობაში, არ იძლევა საკმარის საფუძველს ბ-------------ს დამნაშავედ ცნობისათვის მუქარის ეპიზოდში, რამდენადაც 2019 წლის 6----------- შემაკავებელ ოქმში მითითებულია არა 2019 წლის 5 ნოემბერს განხორციელებული მუქარის თაობაზე, არამედ ზოგადად ყველა კონფლიქტის და, მათ შორის, სამი თვის წინანდელი კონფლიქტის დროს განხორციელებული მუქარის თაობაზე, რასთან დაკავშირებითაც სასამართლომ უშუალოდ დაზარალებულისგან ვერ მიიღო ვერანაირი სახის ინფორმაცია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა საკმარის საფუძველს ბ-------------ს მიმართ ოჯახის წევრის - მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიჩნევისათვის. აღნიშნულის გაცხადებისას სასამართლო, რა თქმა უნდა, ითვალისწინებს ზოგადად ოჯახური დანაშაულის საქმეებზე დანაშაულის ლატენტურ ხასიათს, რომ იზოლირებულ სივრცეში ხდება მათი უმეტესობა და რიგ შემთხვევებში არ არსებობს დანაშაულებრივი ქმედების თვითმხილველი, გარდა დაზარალებულისა, თუმცა აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს გარემოება არ იძლევა არც იმის შესაძლებლობას, რომ მტკიცებულებების შეფასება მოხდეს ნაკლები სტანდარტით, ვიდრე ეს საჭიროა პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით გონივრული ეჭვის ბარიერის გადასალახად და, მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, ბრალდებულის მიმართ დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი.
ამდენად, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი ბრალდების მხარის მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე (დაცვის მხარის მიერ მტკიცებულებები წარმოდგენილი არ ყოფილა), სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბ-------------ს მიმართ არ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მისი მხრიდან 2019 წლის 5 ნოემბერს, ღამის საათებში, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის - ქ-----------------–---–-ს მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტს, რის გამოც ბ------------- უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილი ,,დ‘‘ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი/დამამძიმებელი გარემოებები და სასჯელის დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, რომ დაზარალებულმა ბრალდებულის ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა; ასევე, ითვალისწინებს დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, რომ ის წარსულში ნასამართლევია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის, რაც გაქარწყლებული არ აქვს; ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას; მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ, გარდა 2019 წლის 5 ნოემბერს განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა, დაზარალებულის მიმართ ადგილი ჰქონდა სისტემატურ შეურაცხყოფასა და დამცირებას.
ამასთან, სასამართლო ბ-------------ს მიმართ სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრისას მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ, სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ოჯახის წევრის მიმართ დანაშაულის ჩადენა წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას. ასევე, ითვალისწინებს, რომ ბ------------- დანაშაული ჩადენილი აქვს რეციდივის პირობებში, შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილთ გათვალისწინებული წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბ------------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტითა წარდგენილ ბრალდებაში.
ბ-------------ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე‘‘ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს ამავე მუხლის 1-ელ ნაწილზე.
ბ------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
ბ------------- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყოს 2019 წლის 6 ნოემბრიდან.
ბ-------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შორენა გუნცაძე