გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.03.2020
საქმის ნომერი
330210019003122533
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
18.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/18658-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18 მარტი 2020 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თინათინ ეცადა–---–ი

სხდომის მდივანი ნატო ხელა–---–ი

მოსარჩელე - შპს „დი-–-----------------ი“

წარმომადგენელი - ნი-----------ე

მოპასუხე - ლე--ნ ია–---–ი

დავის საგანი- თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ლე--ნ ია–---–ს შპს „დი-–-----------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 11 477.84 ლარის გადახდა.

 

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

მოსარჩელის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს კვერცხისა და ქათმის პროდუქციის წარმოება. საქმიანობას კომპანია წარმართავს დაქირავებული თანამშრომლების მეშვეობით. რომლებთანაც არსებული შეთანხმების საფუძველზე ისინი დათქმულ დროსა და ადგილას იღებენ კომპანიის მიერ წარმოებულ საქონელს და სარეალიზაციოდ გააქვთ შესაბამის სარეალიზაციო ქსელში. რეალიზებული საქონლიდან მიღებული თანხების დაბრუნებას იგივე პიროვნებები ახდენენ, როგორც დამქირავებლის სალაროში შემოტანის გზით, ასევე დამქირაებლის საბანკო ანგარიშზე შეტანის გზით.

 

2008-2010 წლებში შპს “დი-–-----------------ან“ თანამშრომლობდა ლე--ნ ია–---–ი, რომელსაც კომპანიასთან თანამშრომლობის მანძილზე დაუგროვდა დავალიანება 11 477.84 ლარი.

 

მოპასუხეს არაერთხელ გაეგზავნა გაფრთხილება ვალდებულების შესრულებისათვის. ბოლო გაფრთხილება მას გაეგზავნა 2019 წლის 12 აპრილს, თუმცა უშედეგოდ.

 

2017 წლის 28 აგვისტოს შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, სა---------–--------------------------------------------------------ის მიერ განხორციელდა შპს „დი-–-----------------ის“ შემოწმება, სადაც მაკონტროლებელი უწყების მიერ, დოკუმენტაციის გაცნობისა და შესაბამისი განმარტებების მოსმენის შემდეგ შპს „დი-–-----------------ის“ იმ თანამშრომლებზე (მათ შორის ლე--ნ ია–---–ი) ვალად დადებული თანხები, რომლებიც მათ მიერ რეალიზებული პროდუქციის შედეგად არ იყო დამქირავებელთან დაბრუნებული, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ კომპანიის მხრიდან სრულად იქნა გადახდილი რეალიზებული თანხების სრული ოდენობიდან კანონით გათვალისწინებული გადასა-ხადებიც, ჩაითვალა, როგორც ამ თანამშრომლებზე სესხად გაცემული თანხები, რამაც გამოიწვია კომპანიისათვის დამატებითი საჯარიმო სანქციების დაკისრება, რაზეც მიმდინარეობს შესაბამისი დავა ზემდომ ადმინისტრაციულ ორგანოში. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომპანიაში დღის წესრიგში დადგა ლე--ნ ია–---–ისთვის კომპანიის წინაშე წარმოშობილი დავალიანების სასამართლოს გზით მოთხოვნის საკითხი, რადგანც შემდგომში თავიდან აცილებული იქნეს, ორგანიზაციის შემოწმების შედეგად, ორგანი-ზაციის ვალად არსებული თანხების კვლავ სხვაგვარად წარმოჩენა და კვლავ დამატებითი ხარჯების გადახდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

ლე--ნ ია–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომების მიმდი-ნარეობისას სარჩელი არ ცნო. მოპასუხის განმარტებით, სარჩელი არის ხანდაზმული.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1 ლე--ნ ია–---–ი მოსარჩელე კომპანიაში დასაქმებული იყო 2008-2010 წლებში. არსებული შეთანხმების თანახმად, მოპასუხეს შპს ,,დი-–-----------------იდან“ გაჰქონდა საქონელი, ხოლო რომლის რეალიზების შედგეგად თანხები ბრუნდებოდა, როგორც კომპანიის სალაროში ასევე მის საბანკო ანგარიშზე.

 

სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება, (სარჩელი/შესაგებელი);

- 18 .03.2020 წ. სასამართლო სხდომის ოქმი;

- ამონაწერი კომპანიის ცენტრალური ბუღალტერიიდან იხ.( ს.ფ 15-34);

- ამონაწერი მომსახურე ბანკის ანგარიშიდან იხ. (ს.ფ 35-44);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2008-2010 წლებში შპს „დი-–-----------------თან" თანამშრომლობის პერიოდში ლე--ნ ია–---–ს დაუგროვდა დავალიანება 11 477.84 ლარის ოდენობით, კერძოდ მას გაჰქონდა სხვადსხვა ღირებულების პროდუქცია, ხოლო სანაცვლო ღირებულების შენატანი კომპანიაში არ განუხორციელებია.

 

3.2.2. შპს ,,დი-–-----------------ის სარჩელი“ მოპასუხე ლე--ნ ია–---–ის მიმართ 11477.84 ლარის მოთხოვნით არის ხანდაზმული.

 

3.2.3. მოპასუხე ლე--ნ ია–---–ის მიერ შპს „დი-–-----------------ის“ ანგარიშზე დავალიანების დაფარვის მიზნით ბოლო გადახდა განხორციელდა 2010 წლის 26 აპრილს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სს „საქართველოს ბანკის“ წერილი (ს.ფ.35-44).

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

მოპასუხე მხარემ მიუთითა სარჩელის ხანდაზმულობაზე, რასაც მოსარჩელე არ დაეთანხმა, თუმცა ამ უკანასკნელის მიერ რაიმე სახის მტკიცებულება, რომლითაც ის გააქარწყლებს მოპასუხის აღნიშნულ პოზიციას, წარმოდგენილი არ არის.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა შეწყდა 2010 წელს. მას შემდეგ მოსარჩელეს არანაირი პროდუქცია მოპასუხისათვის არ მიუწოდებია. შესაბამისად, მის მიერ მოთხოვნილი თანხა მოიცავს 2009-2010 წლის დავალიანებას. მოპასუხის მხრიდან კი დავალიანების დასაფარად თანხა მოსარჩელე შპს „დი-–-----------------ის“ ანგარიშზე შეტანილია 2010 წლის 26 აპრილს ამ დროიდან მოყოლებული, მოსარჩელის მხრიდან გაფრთხილებას ადგილი არ ჰქონია, გარდა 2019 წლის აპრილის თვისა.

 

მოცემულ შემთხვე--ში მხარეთა შორის ურთიერთობა შეწყდა 2010 წელს, ხოლო სარჩელი, დარღვეული უფლების აღსადგენად, სასამართლოს წარედგინა 2019 წლის 29 ივლისს, ანუ ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 477-ე, 128-ე, 129-ე, 130-ე, 144-ე მუხლები;

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 1-3 მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. განსახილველ შემთხვე--ში მხარეთა შორის წარმოშობილი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა რეგულირდება სწორედ ნასყიდობის ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმებით.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა, ანუ ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, აქვს შესაძლებლობა, მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა სხვადასხვა ტიპის ვადებს იცნობს. მათ შორისაა, სამოქალაქო უფლების განხორციელების ვადები, რომელიც სხვა ვადებთან ერთად გულისხმობს უფლების დაცვის - ხანდაზმულობის ვადებს. ყოველი უფლება, უნდა განხორციელდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და დროულად. ხანდაზმულობის ინსტიტუტი კონსტიტუციური მართლწესრიგის შემადგენელი ნაწილია და მიმართულია ეკონომიკური ურთიერთობების მონაწილეთა სამართლებრივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად.

 

სასარჩელო ხანდაზმულობა ეს არის კანონით დადგენილი დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც შელახულია, შეუძლია მოითხოვოს იძულებითი აღსრულება ან უფლების დაცვა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. თუკი დარღვეული უფლების იძულებით დაცვის შესაძლებლობა კანონით განსაზღვრული ვადით არ იქნებოდა შეზღუდული, ეს გამოიწვევდა სამოქალაქო საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანის გაძნელებას, ვინაიდან დიდია ალბათობა საქმესთან დაკავშირებული უტყუარი მტკიცებულებების დაკარგვისა, საქმეში მონაწილე პირების მიერ საქმის გარემოებების არაადეკვატურად აღქმისა და სხვა. ამრიგად, სასარჩელო ხანდაზმულობა ხელს უწყობს რა, სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილიზაციას, ამავდროულად ემსახურება სახელშეკრულებო დისციპლინის სიმყარეს და ეხმარება სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების აქტიურად და დროულად განხორციელებაში.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ხანდაზმულობის ვადების დაწესებით, კანონმდებლის მიზანია გამორიცხოს კრედიტორის უფლების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლე-- დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულიზაციას (იხ. შდრ. სუსგ 11.06.2012 საქმე №ას-547-515-2012).

 

სასამართლო მიუთითებს, რომ კანონით დადგენილი დანაწესი - ხანდაზმულობის ვადა, მიმართულია სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეთა წინდახედულობისაკენ, დროულად იზრუნონ თავიანთი უფლების განხორციელებასა და დაცვაზე და მეორეს მხრივ, შეინარჩუნონ ურთიერთობათა სტაბილურობა და სიმყარე. მოთხოვნის საერთო ვადის დადგენა კი განპირობებულია იმ გარემოებით, რომ კრედიტორის მხრიდან მოთხოვნის უფლების მიმნიჭებელი გარემოებების შესახებ ცოდნის (ან უხეში გაუფრთხილებლობით - არცოდნის) სუბიექტური კრიტერიუმი არ იწვევდეს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ფაქტობრივ ხანდაზმულობაუნარიანობას.

 

სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სასამართლო მიუთითებს, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხის სწორად შეფასებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მოთხოვნის იძულებითი რეალიზაციის ვადის დენის დასაწყისის განსაზღვრას.

 

განსახილველ შემთხვე--ში დადგენილია, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით, მოპასუხეს ბოლო გადახდა განხორციელებული აქვს 2010 წლის 26 აპრილს (იხ. ს.ფ. 35-44). განსახილველი სარჩელი კი წარმოდგენილია 2019 წლის 29 ივლისს - ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადის გასვლის შემდეგ, შესაბამისად, წარმოდგენილი სარჩელი ხანდაზმულია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

 

სამოქალაქო კანონმდებლობის თანახმად სასარჩელო ხანდაზმულობა განიხილება მოთხოვნის დაკმაყოფილების შემაფერხებელ გარემოებად და სარჩელის ხანდაზმულად მიჩნე-- სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია, რის გამოც სასამართლო არსებითად აღარ მსჯელობს მხარეთა შორის არსებული ვალდებულებითი ურთიერთობის სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებულ გარემოებებზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდი-საგან. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 344.33 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ სამოქალაქო საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 257-ე, 2591-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,დი-–-----------------ს“ უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვე--ში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თინათინ ეცადა–---–ი