განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №020100120003501639 (1/112-20)
განაჩენი
საქართველოს სახელით
31 მარტი, 2020 წელი ქ. ზუგდიდი
ზ უ გ დ ი დ ი ს რ ა ი ო ნ უ ლ ი ს ა ს ა მ ა რ თ ლ ო
მოსამართლე - ნატრული აკობიამ
სხდომის მდივანი - მარიამ თოდუას
ბრალდების მხარე: პროკურორი- ან----------ს
ბრალდებული- ბე-----------ს
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
1.ბრალდებული: ბე-----------ს მიმართ
მამის სახელი: ნუ------ი
დაბადებული: 0-.11.197- წელს
პირადი ნომერი: 62--------4
საქართველოს მოქალაქე
არასრული საშუალო განათლების მქონე
ნასამართლობა: არ მქონე
მისამართი: ქ. ზუ------------------ს ქუჩა №6
რეგისტრირებული: გა-–----------–----------ა
აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეფარდებული
დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111 3811 -ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 111 3811 -ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
ბე-----------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცებუ- ლად ცნო:
ბე----------- და მა--------------ა 2013 წლის 11 მარტიდან იმყოფებიან რეგისტრი- რებულ ქორწინებაში. 2020 წლის 8 იანვრის N0----- შემაკავებელი ორდერით ბე-----------ს 30 დღით აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი - მა--------------ა ცხოვრობს. მიუხედავად აღნიშნულისა, 2020 წლის 31 იანვარს ბე-----------მ დაარღვია 2020 წლის 8 იანვრის N0----- შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, მივიდა ქ. ზუ------–ი, ჭა-------ს ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში, სადაც ცხოვრობს მსხვერპლი მა--------------ა.
მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებ- ბლობა.
იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცებუ- ლად ცნო:
ბე----------- და მა--------------ა 2013 წლის 11 მარტიდან იმყოფებიან რეგისტრი- რებულ ქორწინებაში. 2020 წლის 8 იანვრის N0----- შემაკავებელი ორდერით ბე-----------ს 30 დღით აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი - მა--------------ა ცხოვრობს. მიუხედავად აღნიშნულისა, 2020 წლის 06 თებერვალს ბე-----------მ დაარღვია 2020 წლის 08 იანვრის N0----- შემაკავებელი ორდერით გათვა-ლისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, მივიდა ქ. ზუ------------------ს ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში, სადაც ცხოვრობს მსხვერპლი მა--------------ა.
ბე-----------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართ- ველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწი- ნებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცებუ- ლად ცნო:
ბე----------- და მა--------------ა 2013 წლის 11 მარტიდან იმყოფებიან რეგისტრი-რებულ ქორწინებაში. 2020 წლის 06 თებერვალს ქ. ზუ------–ი, ჭა-------ს ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის დროს ბე-----------მ მათი არასრულწლოვანი შვილის-თა------------ს თანდასწრებით იძალადა მეუღლეზე- მა--------------აზე, მას ერთხელ გაარტყა ხელი სახის არეში, რის შემდეგ უჭერდა ყელში და ახრჩობდა. ბე-----------ს მიერ განხორციელებული ფიზიკური ძალა-დობის შედეგად მა--------------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხოლო აღნიშნულის შემსწრე არასრულწლოვანმა თა------------მ განიცადა მორალური ზიანი.
2020 წლის 31 მარტის არსებითი განხილვის სხდომაზე ბრალდებულის პოზიციიდან გამომდინარე, რომელმაც შერაცხულ ბრალდებაში თავი ცნო დამნაშავედ და სადავოდ არ გახადა ბრალდების მტკიცებულებები, ბრალდების და დაცვის მხარის შეთანხმებით საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭა პრეიუდიციული ძალა და არ იქნა გამოკვლეული.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აღნიშნულიდან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე ბრალდებულის მიერ უარის თქმას ასევე ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, რომლის თანახმად, იმ შემთხვევებში, როცა უფლებაზე უარის თქმა ხორციელდება აშკარა და არაორაზროვანი ფორმით, უზრუნველყოფილია დაცვის მინიმალური გარანტიები და უფლებაზე უარი არ ეწინააღმდეგება საჯარო ინტე-რესს, ასეთი ფორმით გამოხატული უარი უფლებაზე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Natsvlishvili and Togonidze v. Georgia (08.09.2014); Scoppola v. Italy (17.09.2009); Poitrimol v. France (23.11.1993); Hermi v. Italy (18.10.2006).
მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
ბრალდებული ბე----------- შერაცხულ ბრალდებაში თავს ცნობს დამნაშავედ და განმარტავს, რომ მა--------------ა არის მისი მეუღლე, ცხოვრობენ ქ.ზუ------–ი, ჭა-------ს ქუჩაზე ოთხ შვილთან ერთად. 2020 წლის 31 იანვარს ბავშვების გამო მივიდა სახლში და დაინახა, რომ მისი მეუღლე შვილების წინ ეწეოდა სიგარეტს, გაკეთებული ჰქონდა ტატუ და ფეხზე სამაჯური, უთხრა რატომ იქცეოდა ქუჩის ქალივით და თხოვა ბავშვები მიეცა აღსაზრდელად ან ნორმალურად გაეზარდა გოგოები, 2020 წლის 06 თებერვალს ახლობელმა დაურეკა და უთხრა ვიღაც ქალთან ერთად საქართველოს ბანკიდან გზავნილებს აკეთებდა, მივიდა, მოქაჩა ხელით და წაიყვანა სახლში, რადგან შეეშინდა რომ უკანონო გზავნილებს აკეთებდა, მან უპასუხა „ვინ ხარ და რა გინდაო“, ამაზე გაბრაზებულმა ყელში მოუჭირა, რასაც მისი ერთი შვილი, თა---ა ხედავდა, დანარჩენები ეზოში თამაშობდნენ, განიცდის ჩადენილს, მაგრამ მეუღლემ გამოიწვია, ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.
ბრალდებულ ბე-----------ს მიმართ შერაცხული ბრალეული და მართლსაწინაა- ღმდეგო ქმედების ჩადენა სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია პრეიუდი-ციული ძალის მქონე ეჭვის გამომრიცხავი, უდავო და რელევანტური მტკიცე-ბულებათა ერთობლიობით.
2020 წლის 01 თებერვლის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (ს.ფ 6-16, ტ1)
ბე-----------სგან 2020 წლის 01 თებერვლის სუნის ნიმუშის აღების ოქმით (ს.ფ 20-21, ტ1)
2013 წლის 11 მარტის №2---------- ქორწინების სააქტო ჩანაწერით (ს.ფ 27-28, ტ1)
თა------------ს 2014 წლის 0- მარტის №2---------- დაბადების სააქტო ჩანაწერით (ს.ფ 35-36, ტ1)
2020 წლის 08 იანვრის №0----- შემაკავებელი ორდერით და შემაკავებელი ორდერის ოქმით (ს.ფ 81-86, ტ1)
საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2020 წლის 19 თებერვლის №4------- ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით (ს.ფ 235-238, ტ1)
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუ-როს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 2020 წლის 18 თებერვლის №0-------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით (ს.ფ 241-244, ტ1)
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებები, თავისუფლებები და ჯანმრთე-ლობა დაცულია საქართველოს კონსტიტუციით და საკანონმდებლო აქტებით და მისი ხელყოფისათვის გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმ-გებლობა.
ოჯახი სახელმწიფოს საფუძველი და ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ელემე-ნტია. სახელმწიფოს ვალდებულებაა უზრუნველყოს ადამიანის უფლება იცხოვროს ოჯახში ძალადობის გარეშე, ოჯახის წევრთა თანასწორობის საფუძველზე შექმნას მათი უფლებების დაცვის საკანონმდებლო და სოციალური გარანტიები, შეინარ-ჩუნოს ოჯახური ღირებულებები, დაიცვას ოჯახი ძალადობისგან, საკანონმდებლო საფუძველზე უზრუნველყოს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის მართლმსა-ჯულების ხელმისაწვდომობა.
პირის კონსტიტუციით აღიარებული უფლებები და თავისუფლებები არ შეიძლება შეიზღუდოს მისივე ოჯახის წევრის მიერ.
ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ასევე ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონის მესამე მუხლის შესაბამისად ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით, ან/ და ფიზი-კური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული არის პასუხისმგებლობა ოჯახში ძალადობისათვის, რადგან ოჯახში ძალადობის არსი ადამიანის პირადი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვაში მდგომარეობს, რასაც შეიძლება მოჰყვეს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზიანი. მოცემულ შემთხვევაში ბე-----------ს მიერ მეუღლის მიმართ ჩადენილია ძალადობრივი ქმედება, რამაც ფიზი-კური ტკივილი გამოიწვია.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის სუბიექტია დაზარალე-ბულის ოჯახის წევრი. საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის მესამე მუხლის შესაბამისად მონაწილე სახელმწიფოები ყველა სფეროში, სახელდობრ, პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურის სფეროებში იღებენ ყველა საჭირო ზომას, მათ შორის საკანონმდებლოს, რათა უზრუნველყონ ქალთა ყოველმხრივი განვითარება და პროგრესი, მათ მიერ ადამიანის უფლებათა და ძირითადი თავისუფლებათა განხორციელება და გამოყენება მამაკაცებთან თანასწო- რობის საფუძველზე.
„ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის“ შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენცია) შესაბამისად ოჯახში ძალადობა გულისხმობს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომი-კური ძალადობის ყველა აქტს, რომლებიც ხდება ოჯახში თუ შინაურ წრეში ან ყოფილ ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა, დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა, მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ ბე----------- და დაზარალებული მა--------------ა იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, ცხოვრობდნენ ერთად და ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ქალთა მიმართ ძალადობა აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის, ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს-საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში.
ბრალდებულ ბე-----------ს მიერ დანაშაული ჩადენილია პირდაპირი განზრახვით, საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად დანაშაული პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას, ბე-----------ს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი და ის ზიანი, რაც შეიძლება მიდგომოდა დაზარალებულს და სურდა ასეთი შედეგის დადგომა.
მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ბე-----------ს მხრიდან მეუღლის მიმართ ძალადობა განხორციელდა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, სასამარ-თლო აღნიშნავს, რომ ოჯახში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბავშვთა უფლებების დაცვას, არასრულწლოვანს უნდა ჰქონდეს ნორმალური აღზრდისა და განვითარების შესაძლებლობა და ცხოვრების მშვიდი და მოწესრიგებული გარემო, მშობლები თანაბრად უნდა ზრუნავდნენ მათზე, უქმნიდნენ შესაბამის პირობებს და ოჯახური კონფლიქტი და ძალადობა ბუნებრივია ახდენს უარყოფით გავლენას მოზარდის ჯერ კიდევ არამდგრად ფსიქიკაზე.
ბე-----------ს ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებუ-ლებების შეუსრულებლობა. (ორ ეპიზოდად)
შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ოჯახში ძალადობის შემთხვევაში ძლადობის მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები და რომელიც გამოცე-მიდან 24 საათის განმავლობაში დასამტკიცებლად წარედგინება სასამართლოს.
მოძალადის მიერ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრუ-ლებლობა იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
ორდერი შეიძლება ითვალისწინებდეს მოძალადის მსხვერპლთან ურთიერთობის, მსხვერპლის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის სხვადასვხვა ვალდებულებებს, მოთხოვნებს, რომელთა შეუსრულებლობა შეიძლება სისხლისსა-მართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი გახდეს, მოცემულ შემთხვევაში ბე-----------ს 2020 წლის 08 იანვრის №0----- შემაკავებელი ორდერით აკრძალუ-ლი ჰქონდა დაზარალებულთან მიახლოება და ნებისმიერი ფორმით მასთან კომუ-ნიკაცია.
განსახილველი დანაშაულის სუბიექტური მხარე ხასიათდება პირდაპირი განზრა-ხვით, პირს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებს მართლსაწინააღმდეგო შედეგს და სურს ასეთი შედეგის დადგომა.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული.
სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტი-ტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლი- ობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვე-ტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუ- არობის თვალსაზრისით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობი-სათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლის შესაბამისად საქმის სამართლიან სასამართლოში განხილვის ფუნდა-მენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას ან შერაცხულ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ამ პრინციპთან სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილი, რის მიხედვით გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
პირის ბრალდების დასადასტურებლად და გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობის აუცილებ-ლობასთან დაკავშირებით იგივე მიდგომა გააჩნია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს: (გადაწყვეტილება Barbera, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. The Czech Republic საქმეებზე) სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, ბრალდებულის მიერ ჩადენილი მართლსა-წინააღმდეგო ქმედების ანალიზით და სამართლებრივი შეფასებით, მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმე-ბული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ ბე-----------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
ამდენად, ბრალდებულ ბე-----------ს ქმედება სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 111 3811 -ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 111 3811 -ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რისთვისაც მას უნდა დაედოს მსჯავრი.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბე-----------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
არ გააჩნია.
სასჯელის დასაბუთება:
ბე-----------ს მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსა-წინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხო-რციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
ბე-----------ს მიმართ სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ხელმძღვანელობს იმ პრინციპით, რომ განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთე- ბული და სამართლიანი.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოცია-ლიზაციას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ბე-----------მ აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, დაეთანხმა და სადავოდ არ გახადა ბრალდების მტკიცებულებები, არ არის ნასამართლევი. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბე-----------ს სასჯელი უნდა დაენი-შნოს იმ ზომით, რაც შეესაბამება ჩადენილი ქმედების სიმძიმეს, მის პიროვნებას, დანაშაულის შემდგომ ქცევას, რაც არ იქნება მეტისმეტად მკაცრი და უსამართლო და ბე-----------ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ მის მიმართ გამართლებულია საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის გამოყენება, რა დროსაც ვადიანი თავისუფლების აღკვე-თის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ნახევარი.
საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად თუ მსჯავრდე-ბულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად ამ კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინე- ბული საფუძვლების არსებობისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა, თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სახის სასჯელის დანიშვნისას გამოსაცდელი ვადა უნდა იყოს არანაკლებ ერთი და არაუმეტეს სამი წლისა, თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას – არანაკლებ ერთი და არაუმეტეს ექვსი წლისა, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობის ან განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების შედეგად საბოლოო სასჯელის დანიშვნისას − არანაკლებ ორი და არაუმეტეს ექვსი წლისა.
ბე-----------ს მიმართ დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრისას გამოყენებულ უნდა იქნას საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნა, რომლის თანახმად დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.
ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:
ნივთიერი მტკიცებულების საკითხი უნდა გადაწყდეს საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველის ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრა- ციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა, – ნადგურდება;
ნივთიერი მტკიცებულება: შემთხვევის ადგილიდან და ბე-----------სგან აღებული სუნის ნიმუში, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს.
ბე-----------ს და ან–--–---------ს გამოკითხვის ამსახველი ვიდეო ჩანაწერები ორ ცალ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნას საქმესთან ერთად მისი შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271- 272-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით
დაადგინა:
1.ცნობილი იქნას დამნაშავედ ბე----------- (პირადი ნომერი 62--------4) საქარ-თველოს სსკ-ის 111 3811 -ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 111 3811 -ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით
2.საქართველოს სსკ-ის 111 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 31 იანვრის ეპიზოდი) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.
3.საქართველოს სსკ-ის 111 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 06 თებერვლის ეპიზოდი) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.
4.საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად 06 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებუ-ლებაში, ხოლო დარჩენილი 06 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
5.საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ბე-----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად 06 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მოიხადოს პენიტენციურ დაწესე- ბულებაში, ხოლო დარჩენილი 06 (ექვსი) ვადით თავისუფლების აღკვეთა საქართვე- ლოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
5.ბე-----------ს მიმართ სასჯელის ათვლა დაიწყოს დაკავების მომენტიდან, 2020 წლის 06 თებერვლის 17:50 საათიდან.
6.ბე-----------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
7.ნივთიერი მტკიცებულება: შემთხვევის ადგილიდან და ბე-----------სგან აღებუ-ლი სუნის ნიმუში, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს.
ბე-----------ს და ან–--–---------ს გამოკითხვის ამსახველი ვიდეო ჩანაწერები ორ ცალ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნას საქმესთან ერთად მისი შენახვის ვადით.
8.განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუპორტის ქუჩა №32) გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქუჩა №12)
მოსამართლე ნ. აკობია