გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.03.2020
საქმის ნომერი
330210119002921023
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
13.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/6808-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13 მარტი, 2020 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მაკა ჭედია

სხდომის მდივანი: კახა კომლაძე

მოსარჩელე შპს „კ--------------–-----–-------“

წარმომადგენელი ირ---–-----–-------, მარ-----------–-–---–-, შო----------------

მოპასუხე შპს „-----------–-“

წარმომადგენელი ცო--------------–---- ზუ-----–----–------

დავის საგანი თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე შპს „-----------–-სათვის“ მოსარჩელე შპს „კ--------------–-----–-------ს“ სასარგებლოდ 226 934.92 ლარის გადახდის დაკისრება.

 

შპს „დ----“ შეიცვალა საფირმო სახელწოდება და 2018 წლის 23 იანვრიდან მისი სახელწოდებაა შპს „რ--------–----------------–-“, ამჟამად, შპს „კ--------------–-----–-------“.

 

2016 წლის 18 მარტს მხარეებს შორის გაფორმდა სარემონტო სამუშაოების წარმოების შესახებ ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში მოპასუხეს უნდა განეხორციელებინა ქ. თბილისში, ქ---------------------- ს/კ N0--1-----0---0-- მდებარე შენობის „3“ სართულის სარემონტო სამუშაოები. ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.1. პუნქტის თანახმად, შემსრულებლის შესასრულებელ სამუშაოს წარმოადგენს რემონტი, რომლის დეტალური აღწერილობა განსაზღვრულია ხელშეკრულების დანართ „ა“ და „ბ“-ში.

 

ამავე ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.1. პუნქტის მიხედვით, სახელშეკრულებო თანხა შეადგენს 747 000 ლარს.

 

ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.7. პუნქტის თანახმად, მხარეები იღებენ ვალდებულებას აუნაზღაურონ ერთმანეთს მათ მიერ ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი (ზარალი) კანონმდებლობის ან/და ხელშეკრულებით დადგენილი წესით, ხოლო 9.8. პუნქტის თანახმად, მხარეები პასუხს აგებენ ხელშეკრულების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით ერთმანეთისათვის მიყენებულ ნებისმიერ პირდაპირ და არაპირდაპირ ზიანზე (ზარალზე).

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით დადგინა მოპასუხის მიერ განხორციელებული სამუშაოების საკითხი. განისაზღვრა ობიექტის სამშენებლო სამუშაოებზე შესრულებული სამუშაოს მოცულობა, რაოდენობა და ღირებულება, რამდენად შეესაბამება მოპასუხის მიერ შესრულებული სამუშაოს ფორმა 2-ში დაფიქსირებულ მოცულობას, რაოდენობასა და ღირებულებას. დადგინდა, ასევე მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის ზედმეტად გადახდილი თანხის ოდენობები და რეალურად შესრულებული სამუშაოს ღირებულება.

 

2016 წლის 18 მარტის ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულება ნაცვლად წარმოდგენილი 932 454.40 ლარისა შეადგენს 866 868.60 ლარს.

 

ამ ხელშეკრულების ფარგლებში, მოსარჩელეს გადახდილი აქვს შემდეგი თანხები:

 

2016 წლის 06 აპრილის ეა 48 0381280 ანგარიშფაქტურის თანახმად, მოპასუხის მიერ მოთხოვნილმა თანხამ შეადგინა 71 713.38 ლარი, რაც მოსარჩელემ გადაიხადა 2016 წლის 06 აპრილის N 395931 საგადახდო დავალებით.

 

2016 წლის 20 აპრილს ანგარიშფაქტურა ეა 48 0384486 საფუძველზე, 213 674.87 ლარი

გადახდილია 2016 წლის 20 აპრილს N1461134981 საგადახდო დავალებით.

 

2016 წლის 16 მაისის ანგარიშფაქტურა ეა 48 0399587 საფუძველზე, 201 538.32 ლარი გადახდილია, 2016 წლის 18 მაისის N782203 საგადახდო დავალებით.

 

2016 წლის 21 ივნისის ეა 48 0419401 ანგარიშფაქტურის საფუძველზე, მოპასუხის მიერ მოთხოვნილი თანხიდან, 2016 წლის 06 ივლისის N1221837 საგადახდო დავალებით ანაზღაურებულია 119 906.33 ლარი.

 

2016 წლის 12 ივლისის Nეა 48 0426965 ანგარიშფაქტურის თანახმად, მოთხოვნილმა თანხამ შეადგინა 265 214.5 ლარი. ეს თანხა გადახდილია ეტაპობრივად: 2016 წლის 24 მარტის N132325 საგადახდო დავალებით - 74 000 ლარი, 2016 წლის 17 ივნისის N1072435 საგადახდო დავალებით - 141 214.53 ლარი, ხოლო 2016 წლის 21 ივნისის N45727 საგადახდო დავალებით - 50 000 ლარი.

 

2016 წლის 03 აგვისტოს Nეა 48 0431595 ანგარიშფაქტურით საფუძველზე, 103 159.15 ლარი გადახდილია 2016 წლის 11 აგვისტოს N1597692 საგადახდო დავალებით.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ამ ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხეს ჩაერიცხა 975 206.38 ლარი, ანუ 42 751.98 ლარით მეტი, ვიდრე წარდგენილი შესრულებული სამუშაოს ღირებულება, ხოლო სხვაობამ წარდგენილი შესრულებული სამუშაოების ღირებულებასა (932 454.40 ლარი) და ექსპერტიზის დასკვნით დადგენილ რეალურად შესრულებული სამუშაოს ღირებულებას (866 868.60 ლარი) შორის შეადგინა 65 585.60 ლარი.

 

ჯამში, ამ ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელეს ზედმეტად აქვს გადახდილი 108 337.58 ლარი. (42 751.98+65 585.60).

 

2016 წლის 10 სექტემბერს მხარეებს შორის გაფორმდა სარემონტო სამუშაოების წარმოების შესახებ ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში მოპასუხეს უნდა განეხორციელებინა სარემონტო სამუშაოები.

 

ექსპერტიზის დასკვნით, დადგინდა, რომ შესრულებული სამუშაოს ღირებულება ნაცვლად წარდგენილი 1 456 958.64 ლარისა, რაც სრულად გადახდილი აქვს მოსარჩელეს, შეადგენს 1 338 361.3 ლარს.

 

ამ ხელშეკრულების ფარგლებში, მოსარჩელეს გადახდილი აქვს:

 

2016 წლის 05 ოქტომბრის Nეა 48 0445911 ანგარიშფაქტურით მოთხოვნილი თანხა 155 568.67 ლარი გადახდილია 2016 წლის 12 ოქტომბრის საგადახდო დავალებით.

 

2016 წლის 25 ოქტომბრის Nეა 48 0449355 ანგარიშფაქტურით მოთხოვნილი თანხა 149 427. 59 ლარი გადახდილია 2016 წლის 1 ნოემბრის საგადახდო დავალებით N3464235.

 

2016 წლის 25 ნოემბრის Nეა 48 0456528 ანგარიშფაქტურით მოთხოვნილი თანხა 158 517.26 ლარი, მოსარჩელემ გადაიხადა 2016 წლის 1 დეკემბრის N4265763 საგადასახადო დავალებით.

 

2016 წლის 14 დეკემბრის Nეა 48 0461978 ანგარიშფაქტურით მოთხოვნილი თანხა 161 464.26 ლარი, გადახდილია 2016 წლის 16 დეკემბერს N4792612 საგადახდო დავალებით.

 

2016 წლის 26 დეკემბრის Nეა 48 0463402 ანგარიშფაქტურით მოთხოვნილი 266 407.37 ლარი, გადახდილია 2016 წლის 29 დეკემბრის N5136906 საგადახდო დავალებით.

 

2017 წლის 05 თებერვლის Nეა 48 0472139 ანგარიშფაქტურით მოთხოვნილი 366 207.80 ლარის გადახდილია, 2017 წლის 08 თებერვლის N6281984 საგადახდო დავალებით.

 

2017 წლის 07 მარტის Nეა 48 0479138 ანგარიშფაქტურით მოთხოვნილი 199 365.69 ლარიდან 149 365 ლარი გადახდილია 2017 წლის 9 მარტის N7071959 საგადახდო დავალებით, ხოლო 50 000 ლარი, 2016 წლის 21 სექტემბრის N2391954 საგადახდო დავალებით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი და 2016 წლის 18 მარტის ხელშეკრულების ფარგლებში, ექსპერტიზის დასკვნით დადგენილ სხვაობასთან დაკავშირებით განმარტა, რომ 1. ცემენტი 400მ ჰაიდელბერგი გრაფაში მასალის ღირებულება ნაცვლად 180 ლარის, 195 ლარი დაფიქსირდა მხარესთან წინასწარი შეთანხმებით, ფაქტიური დანახარჯის მიხედვით, რა თანხაც გადაიხადა შპს „ჯ---------–--“ მის შესაძენად. 2. სამშენებლო ქვიშის ფასი მითითებულია სახელშეკრულებო ფასის მიხედვით, 35 ლარი, ხოლო ექსპერტმა მის ღირებულებად მიუთითა 16,2 ლარი, გაურკვეველია ასეთი შემცირების მიზეზი. 3. დასკვნაში განულებულია პოზიცია 180 კვ.მ.- ზე კაფელის გაკვრა სველ წერტილებში, მაშინ როდესაც დამკვეთის მიერ 175 კვ.მ. კაფელის გადმოცემა დადასტურებულია. ცალსახად დგინდება, რომ კაფელის მოწყობის სამუშაო შესრულებულია, მუშაობის პროცესში არაერთხელ გადაკეთდა პროექტი და გარკვეულ მონაკვეთებში მენარდეს უწევდა უკვე მოწყობილი კაფელის დემონტაჟი და ან ახლიდან მოწყობა ან სხვა მასალით ჩანაცვლება, რა ხარჯებიც დაფიქსირდა ფორმა N2-ში. 4. ექსპერტს განულებული აქვს ასევე ამსტრონგის ტიპის ჭერების მოწყობა. მაშინ როდესაც მოპასუხემ ობიექტის მესამე სართულზე მოაწყო ამსტრონგის ტიპის ჭერი 2820,30 კვ.მ. ნაცვლად ხელშეკრულებით განსაზღვრული 1738 კვ.მ.-ისა. ღირებულების სხვაობა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ფასსა 11 ლარსა და ფორმა 2-ში, მასალის ფასს - 13.50 ლარს შორის გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ დამკვეთის მითითებით ნაცვლად ჩვეულებრივი ჭერისა მოეწყო ნესტგამძლე ფილა. 5. ფორმა N2-ში კედლების დამუშავება და შეღებვის სამუშაოები, ხელობის ღირებულება მიეთითა 4,50 მასალა 3,5 ლარი. ექსპერტმა აღნიშნულ პოზიციაში კედლების დამუშავება და შეღებვა და ხელობაში ერთეულის ფასში მიუთითა 2,50 ლარი. 6. დასკვნაში შემცირებულია პოზიცია ალუმინის ვიტრაჟი, რეალურად მოწყობილია არა 25 კვ.მ. როგორც ექსპერტმა მიუთითა, არამედ 90 კვ.მ. ვიტრაჟი. ამ შემთხვევაშიც, არ არის გამორიცხული, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ, ჩატარებულიყო გარკვეული გადაკეთებები, ოთახების კონფიგურაციის შეცვლა, რასაც შეეძლო გამოეწვია მოწყობილი ვიტრაჟის მოცულობის შემცირება. 7. ფორმა N2-ში მბრუნავი კარის მოწყობასთან დაკავშირებით დაფიქსირდა სახელშეკრულებო ფასისაგან 18 008 ლარისაგან განსხვავებით 21 440.68 ლარი. ამ სხვაობის მიზეზია, ის გარემოება, რომ სამუშაოების მიმდინარეობისას დამკვეთის მიერ მოხდა პროექტის გადაკეთება და მბრუნავ კარს დაემატა დამატებითი დეტალები, შესაბამისად, აღნიშნული დამატებული ღირებულება აღებულ იქნა 2016 წლის 03 აგვისტოს ფორმა 2-ში აისახა ფაქტობრივი დანახარჯებით.

 

2016 წლის 18 მარტის ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხის მიერ წარდგენილი შესრულებული სამუშაოების აქტებიდან ექსპერტს სატრანსპორტო ხარჯები დაანგარიშებული აქვს მასალის ღირებულებიდან, მაშინ როდესაც მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით წინასწარ იყო განსაზღვრული, რომ სატრანსპორტო ხარჯის აღრიცხვა უნდა მომხდარიყო სრული პირდაპირი დანახარჯიდან 2%-ის ოდენობით.

 

2016 წლის 10 სექტემბრის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული გარემოებები, მოპასუხემ ნაწილობრივ დაადასტურა და განმარტა, რომ აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმებამდე დამკვეთის მიერ ელექტრონული წესით გადმოეგზავნა სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომელიც მოპასუხემ განაფასა და 2016 წლის 07 სექტემბერს გაუგზავნა ელექტრონული წესით დამკვეთს, აღნიშნული სამუშაოები განფასდა 2 012 182 ლარად. ელექტრონულად მიწოდებული ინფორმაციით, ამ თანხას გამოაკლდებოდა 50 000 ლარი და სახარჯთაღრიცხვო ღირებულებად მიეთითა 1 962 182 ლარი, ხოლო დამკვეთის მიერ მიწოდებული მასალის ღირებულების გამოკლებით საბოლოო სახელშეკრულებო ფასი განისაზღვრა 1 609 554.91 ლარი.

 

შესრულებული სამუშაოების ფორმა N2 კეთდებოდა 2016 წლის 07 სექტემბერს დამკვეთისთვის გადაგზავნილ ელექტრონულ ფორმაში. დაჩქარებული ტემპით მუშაოების პირობებში, მოპასუხემ ვერ მოახერხა გადამოწმება ხელშეკრულების დედანზე დართული ხარჯთაღრიცხვის ერთეულ ფასების გადამოწმებები, რამაც გამოიწვია ის რომ სახელშეკრულებო ფასები გარკვეულ პოზიციებში არ შეესაბამება შესრულებული სამუშაოების აქტებში დაფიქსირებულ ერთეულ ფასებს.

 

შეცდომით მოხდა 2017 წლის 02 თებერვლის ფორმა N2-ში წებოცემენტის ხელფასის გრაფაში ერთეულის ფასად 6,25 ლარის მითითება.

 

ფორმა N2-ში, ამსტრონგის ჭერის მოწყობის ფასში დაფიქსირდა 13 ლარი, რადგან დამკვეთის მოთხოვნით მთელ ფართში ყველგან მოეწყო ნესტგამძლე ფილები, რამაც გამოიწვია ფასის ზრდა.

 

2017 წლის 07 მარტის ფორმა N2-ში ექსპერტს განულებული აქვს პოზიცია 1750 კვ.მ. კაფელის გაკვრა კედლებზე და შესაბამისი წებოცემენტი, მაშინ როცა კაფელს აწვდიდა დამკვეთი და დადასტურებული არის 1800 კვ.მ. კაფელის გადაცემა დამკვეთთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე. კაფელი მოპასუხემ მოაწყო, თუმცა მუშაოების პროცესში არაერთხელ გადაკეთდა პროექტი და გარკვეულ მონაკვეთებში უწევდათ უკვე მოწყობილი კაფელის დემონტაჟი და ან ახლიდან მოწყობა ან სხვა მასალით ჩანაცვლება. შესაბამისად, ფორმა 2-ში ფიქსირდებოდა შესრულებული სამუშაოები, მათი მოცულობები და ღირებულებები.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 18 მარტს შს „დ-----“ (ამჟამად შპს „კ--------------–-----–-------“) და შპს „ჯ---------–-“ შორის გაფორმდა სარემონტო სამუშაოების წარმოების ხელშეკრულება N7/16, რომლის მე-3 მუხლის 3.1. პუნქტის მიხედვით, შემსრულებელი კისრულობს ვალდებულებას, შეასრულოს ხელშეკრულების 4.1. პუნქტით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს შემსრულებელს ხელშეკრულებით შეთანხმებული საზღაური.

 

ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.1. პუნქტის მიხედვით, შესასრულებელ სამუშაოს წარმოადგენს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული რემონტი. შესასრულებელ სამუშაოთა დეტალური ჩამონათვალი და გრაფიკი თან ერთვის ხელშეკრულებას „ა“ და „ბ“ დანართების სახით. სამშენებლო პროექტი, რომლის მიხედვითაც უნდა განხორციელდეს სამუშაო თან ერთვის ხელშეკრულებას ელექტრონული ფორმით და წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

 

ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.10. პუნქტის თანახმად, ობიექტია: ქ. თბილისი, ქ---------------------- ს/კ N0--1-----0---0-- მდებარე შენობის „3“ სართული.

 

მე-4 მუხლის 4.6. პუნქტის მიხედვით, შემსრულებელი სამუშაოს შესრულებას უზრუნველყოფს არაუგვიანეს 2016 წლის 15 ივნისისა.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

2016 წლის 18 მარტის ხელშეკრულება.

 

3.1.2. ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.1. პუნქტის მიხედვით, სამუშაოების ღირებულება მოიცავს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მასალისა და სამუშაოების წარმოების ღირებულებას. სამუშაოთა სრული ღირებულება განისაზღვრება ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების სახეებისა და მოცულობების შესაბამისად, დანართი „ა“-ში მითითებული ერთეულის ღირებულებების გათვალისწინებით. მხარეთა შეთანხმებით წინამდებარე ხელშეკრულების ფასი შეადგენს 747 000 ლარს.

 

ამავე მუხლის 6.4. პუნქტის თანახმად, სამუშაოს ღირებულების გადახდა მოხდება ხელშეკრულების „ა“ და „ბ“ დანართის შესაბამისად, სამუშაოთა სრული ღირებულების 5%-ს დაკავების გათვალისწინებით. სამუშაოს ღირებულების გადახდა ხორციელდება წინამდებარე მუხლის , ხელშეკრულების ფორმა N2-ისა და ფორმა N3-ის გათვალისწინებით და საფუძველზე, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მიხედვით. სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება მოხდება შემკვეთისთვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების წარდგენის შემდეგ.

 

ამავე მუხლის 6.9. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების „ა“ დანართის მითითებული ღირებულება არცერთ შეთხვევაში არ ექვემდებარება გაზრდას.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

2016 წლის 18 მარტის ხელშეკრულება.

 

3.1.3. სარემონტო სამუშაოების წარმოების ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.10. პუნქტის მიხედვით, ობიექტის უფროსი ნიშნავს სათანადოდ უფლებამოსილ შემკვეთის წარმომადგენელს, რომელიც წარმოადგენს შემკვეთს და მისი სახელით ასრულებს ყველა მართლზომიერ ქმედებას უფლებამოსილების ფარგლებში. ობიექტის უფროსია დავით სარალიძე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

2016 წლის 18 მარტის ხელშეკრულება.

 

3.1.4. ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.15. პუნქტით განსაზღვრულია სამუშაოთა მიმდინარეობის დოკუმენტაციის ფორმები, მათ შორის დოკუმენტები შესრულებული სამუშაოების შესახებ - აქტი შესრულებული სამუშაოების შესახებ (ფორმა N2 ) და ცნობა შესრულებული სამუშაოების ღირებულების შესახებ (ფორმა N3), რომლებიც წარმოადგენს შემსრულებლის მიერ სამუშაოების განსაზღვრული მოცულობის შესრულების დამადასტურებელ საბუთს.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

2016 წლის 18 მარტის ხელშეკრულება.

 

3.1.5. 2016 წლის 18 მარტის ხელშეკრულების ფარგლებში შპს „-----------–-ს“ მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ აქტებით - ფორმა N2 და ფორმა N3-ით, 6 ეტაპად ჯამში, შესრულებული სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 932 454.40 ლარით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მხარეთა ახსნა-განმარტება.

ექსპერტიზის დასკვნა.

2016 წლის 07 ივნისის ფორმა 2 და ფორმა 3.

2016 წლის 20 ივნისის ფორმა N2 და ფორმა N3.

2016 წლის 03 აგვისტოს ფორმა N2 და ფორმა N3.

 

3.1.6. 2016 წლის 07 ივნისის ფორმა N2-ით შესრულებული სამუშაოს ღირებულება განისაზღვრა 315 377.53 ლარით. ამავე რიცხვში შედგენილი ფორმა N3-ის მიხედვით, ასანაზღაურებელ თანხად დასაკავებელი თანხის 124 163 ლარის გამოკლებით განისაზღვრა 191 214. 53 ლარი.

 

2016 წლის 20 ივნისის ფორმა N2-ით, შესრულებული სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 137 615.33 ლარით. ამავე რიცხვის ფორმა N3-ით, დაკავებული 17 709 ლარის გამოკლებით, სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 119 906.33 ლარით.

 

2016 წლის 03 აგვისტოს შესრულებული სამუშაოს ფორმა N2-ით მიხედვით, შესრულებული სამუშაოს ღირებულება განისაზღვრა 103 159.16 ლარით. ამავე თარიღით შედგენილი ფორმა N3-ის მიხედვით, ასანაზღაურებელ თანხად განისაზღვრა 103 159.16 ლარი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მხარეთა ახსნა-განმარტება.

ექსპერტიზის დასკვნა.

2016 წლის 07 ივნისის ფორმა 2 და ფორმა 3.

2016 წლის 20 ივნისის ფორმა N2 და ფორმა N3.

2016 წლის 03 აგვისტოს ფორმა N2 და ფორმა N3.

 

3.1.7. 2016 წლის 18 მარტის ხელშეკრულების ფარგლებში, მოსარჩელეს ჯამში, გადახდილი აქვს 975 206.55 ლარი.

 

2016 წლის 06 აპრილს ეა 48 0381280 გამოწერილი ანგარიშფაქტურის თანახმად, მოპასუხის მიერ მოთხოვნილმა თანხამ შეადგინა 71 713.38 ლარი, რაც მოსარჩელემ გადაიხადა 2016 წლის 06 აპრილის N 395931 საგადახდო დავალებით.

 

2016 წლის 20 აპრილის ანგარიშფაქტურა ეა 48 0384486 საფუძველზე, 213 674.87 ლარი

გადახდილია 2016 წლის 20 აპრილის N1461134981 საგადახდო დავალებით.

 

2016 წლის 16 მაისის ანგარიშფაქტურა ეა 48 0399587 საფუძველზე, 201 538.32 ლარი გადახდილია, 2016 წლის 18 მაისის N782203 საგადახდო დავალებით.

 

2016 წლის 21 ივნისის ეა 48 0419401 ანგარიშფაქტურის საფუძველზე, მოპასუხის მიერ მოთხოვნილი თანხიდან, 2016 წლის 06 ივლისის N1221837 საგადახდო დავალებით ანაზღაურებულია 119 906.33 ლარი.

 

2016 წლის 12 ივლისის Nეა 48 0426965 ანგარიშფაქტურის თანახმად, მოთხოვნილმა თანხამ შეადგინა 265 214.5 ლარი. ეს თანხა გადახდილია ეტაპობრივად: 2016 წლის 24 მარტის N132325 საგადახდო დავალებით - 74 000 ლარი, 2016 წლის 17 ივნისის N1072435 საგადახდო დავალებით - 141 214.53 ლარი, ხოლო 2016 წლის 21 ივნისის N45727 საგადახდო დავალებით - 50 000 ლარი.

 

2016 წლის 03 აგვისტოს Nეა 48 0431595 ანგარიშფაქტურის საფუძველზე, 103 159.15 ლარი გადახდილია 2016 წლის 11 აგვისტოს N1597692 საგადახდო დავალებით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მხარეთა ახსნა-განმარტება.

ანგარიშფაქტურები.

საგადახდო დავალებები.

 

3.1.8. შპს „დ-----“ (ამჟამად შპს „კ--------------–-----–-------“) და შპს „ჯ---------–-“ შორის 2016 წლის 10 სექტემბერს გაფორმდა სამშენებლო-სარეკონსტუქციო სამუშაოების წარმოების შესახებ ხელშეკრულება.

 

მე-3 მუხლის 3.1. პუნქტის მიხედვით, შემსრულებელი კისრულობს ვალდებულებას, შეასრულოს ხელშეკრულების 4.1. პუნქტით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს შემსრულებელს ხელშეკრულებით შეთანხმებული საზღაური.

 

ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.1. პუნქტის მიხედვით, შესასრულებელ სამუშაოს წარმოადგენს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ობიექტის შიდა სარეკონსტრუქციო-სამშენებლო სარემონტო. სამუშაოთა დეტალური ჩამონათვალი თან ერთვის ხელშეკრულებას „ა“ დანართის სახით. სამშენებლო პროექტი, რომლის მიხდვითაც უნდა განხორციელდეს სამუშაო თან ერთვის ხელშეკრულებას ელექტრონული ფორმით და წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

 

ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.10. პუნქტის თანახმად, ობიექტია: ქ. თბილისი, ქ---------------------- ს/კ N0--1-----0---0-- მდებარე შენობის მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 სართულები.

 

მე-4 მუხლის 4.6. პუნქტის მიხედვით, შემსრულებელი სამუშაოს შესრულებას უზრუნველყოფს არაუგვიანეს 2017 წლის 15 თებერვლისა.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

2016 წლის 10 სექტემბრის ხელშეკრულება.

 

3.1.9. ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.1. პუნქტის მიხედვით, სამუშაოების ღირებულება მოიცავს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მასალისა და სამუშაოების წარმოების ღირებულებას. სამუშაოთა სრული ღირებულება შეადგენს 1 609 554,91 ლარს.

 

ამავე მუხლის 6.4. პუნქტის მიხედვით, წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა შემკვეთი შემსრულებელს ავანსის სახით გადაუხდის 100 000 ლარს.

 

ამავე მუხლის 6.5. პუნქტის თანახმად, სამუშაოს დარჩენილი ღირებულების გადახდა მოხდება, ეტაპობრივად, შესაბამისი მიმდინარე ფორმა N2-ისა და ფორმა N3-ის გათვალისწინებით და საფუძველზე, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს შემკვეთის მიერ.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

2016 წლის 10 სექტემბრის ხელშეკრულება.

 

3.1.10. ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.15. პუნქტით განსაზღვრულია სამუშაოთა მიმდინარეობის დოკუმენტაციის ფორმები, მათ შორის დოკუმენტები შესრულებული სამუშაოების შესახებ - აქტი შესრულებული სამუშაოების შესახებ (ფორმა N2 ) და ცნობა შესრულებული სამუშაოების ღირებულების შესახებ (ფორმა N3), რომლებიც წარმოადგენს შემსრულებლის მიერ სამუშაოების განსაზღვრული მოცულობის შესრულების დამადასტურებელ საბუთს.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

2016 წლის 10 სექტემბრის ხელშეკრულება.

 

3.1.11. 2016 წლის 10 სექტემბრის ხელშეკრულების ფარგლებში შპს „-----------–-ს“ მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ აქტებით - ფორმა N2 და ფორმა N3-ით, ჯამში, შესრულებული სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 1 456 958.64 ლარით.

 

2016 წლის 05 ოქტომბრის ფორმა N2-ის მიხედვით, შესრულებული სამუშაოს ღირებულება განისაზღვრა 155 568.67 ლარით. ამავე თარიღით შედგენილი ფორმა N3-ის მიხედვით, ასანაზღაურებელ თანხად განისაზღვრა 155 568.67 ლარი.

 

2016 წლის 25 ოქტომბრის ფორმა N2-ის მიხედვით, შესრულებული სამუშაოს ღირებულება განისაზღვრა 149 427.59 ლარით. ამავე თარიღით შედგენილი ფორმა N3-ის მიხედვით, ასანაზღაურებელ თანხად განისაზღვრა 149 427.59 ლარი.

 

2016 წლის 25 ნოემბრის ფორმა N2-ის მიხედვით, შესრულებული სამუშაოს ღირებულება განისაზღვრა 158 517.26 ლარით. იმავე თარიღით შედგენილი ფორმა N3-ით ასანაზღაურებელი თანხაა 158 517.26 ლარი.

 

2016 წლის 15 დეკემბრის ფორმა N2-ის მიხედვით, შესრულებული სამუშაოს ღირებულებაა 161 464.26 ლარი, ამავე თარიღით შედგენილი ფორმა 3-ის მიხედვით, ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს 161 464.26 ლარს.

 

2016 წლის 26 დეკემბრის ფორმა N2-ის მიხედვით, შესრულებული სამუშაოს ღირებულება განისაზღვრა 266 407.37 ლარი, ამავე თარიღით შედგენილი ფორმა N3-ის მიხედვით, ასანაზღაურებელი თანხაა 266 407.37 ლარი.

 

2017 წლის 02 თებერვლის ფორმა N2-ის მიხედვით, შესრულებული სამუშაოს ღირებულება განისაზღვრა 366 207.80 ლარი. ამავე თარიღით შედგენილი ფორმა N3-ის თანახმად, ასანაზღაურებელი თანხაა 366 207.80 ლარი.

 

2017 წლის 07 მარტის შესრულებული სამუშაოს ფორმა N2-ის მიხედვით, შესრულებული სამუშაოს ღირებულება განისაზღვრა 199 365.69 ლარით, ამავე თარიღით შედგენილი ფორმა N3-ის მიხედვით, ასანაზღაურებელი თანხა დაკავებული 50 000 ლარის გამოკლებით, შეადგენს 149 365.69 ლარს.

 

3.1.12. 2016 წლის 10 სექტემბრის ხელშეკრულების ფარგლებში, შპს „კ--------------–-----–-------ს“ მიერ გადახდილია ჯამში, 1 456 958.64 ლარი.

 

2016 წლის 05 ოქტომბრის Nეა 48 0445911 ანგარიშფაქტურით მოთხოვნილი თანხა 155 568.67 ლარი გადახდილია 2016 წლის 12 ოქტომბრის საგადახდო დავალებით.

 

2016 წლის 25 ოქტომბრის Nეა 48 0449355 ანგარიშფაქტურით მოთხოვნილი თანხა 149 427. 59 ლარი გადახდილია 2016 წლის 1 ნოემბრის საგადახდო დავალებით N3464235.

 

2016 წლის 25 ნოემბრის Nეა 48 0456528 ანგარიშფაქტურით მოთხოვნილი თანხა 158 517.26 ლარი, მოსარჩელემ გადაიხადა 2016 წლის 1 დეკემბრის N4265763 საგადახდო დავალებით.

 

2016 წლის 14 დეკემბრის Nეა 48 0461978 ანგარიშფაქტურით მოთხოვნილი თანხა 161 464.26 ლარი, გადახდილია 2016 წლის 16 დეკემბერს N4792612 საგადახდო დავალებით.

 

2016 წლის 26 დეკემბრის Nეა 48 0463402 ანგარიშფაქტურით მოთხოვნილი 266 407.37 ლარი, გადახდილია 2016 წლის 29 დეკემბრის N5136906 საგადახდო დავალებით.

 

2017 წლის 05 თებერვლის Nეა 48 0472139 ანგარიშფაქტურით მოთხოვნილი 366 207.80 ლარის გადახდილია, 2017 წლის 08 თებერვლის N6281984 საგადახდო დავალებით.

 

2017 წლის 07 მარტის Nეა 48 0479138 ანგარიშფაქტურით მოთხოვნილი 199 365.69 ლარიდან 149 365 ლარი გადახდილია 2017 წლის 9 მარტის N7071959 საგადახდო დავალებით, ხოლო 50 000 ლარი, 2016 წლის 21 სექტემბრის N2391954 საგადახდო დავალებით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტება.

ანგარიშფაქტურები.

საგადახდო დავალებები.

 

3.2 დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც შემკვეთმა მიიღო შესრულება მენარდისაგან და მიღებული შესრულების ფარგლებში აანაზღაურა სამუშაოების შესრულების შესახებ აქტებში (ფორმა N2 და ფორმა N3) მითითებული შესრულებული სამუშაოების ღირებულება, უსაფუძვლოა აპელირება იმ გარემოებაზე, რომ ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა სხვაობები ნაკლებობით, შესრულებული სამუშაოების ღირებულებასა და სამუშაოს შესრულების შესახებ დოკუმენტებით, მათ საფუძველზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურებით დადასტურებულ შესრულებული სამუშაოების ღირებულებებს შორის.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობაში, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული.

 

მტკიცების ტვირთზე მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.

 

მტკიცების ტვირთი ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.

 

მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. იმავდროულად, ახსნა-განმარტება უნდა დადასტურდეს რელევანტური მტკიცებულებებით. (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი).

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის დასადასტურებლად წარმოადგინა ექსპერტიზის დასკვნა.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 15 მაისის N0-------- დასკვნის მიხედვით, დგინდება, რომ 2016 წლის 18 მარტის ხელშეკრულების ფარგლებში შპს „დ----“ დაკვეთით შპს „-----------–-ს“ მიერ 6 ეტაპად შესრულებული სამუშაოების ღირებულება ნაცვლად წარმოდგენილი 932 454.40 ლარისა შეადგენს 866 868.80 ლარს, სხვაობა ნაკლებობით შეადგენს 65 585.60 ლარს.

 

2016 წლის 10 სექტემბრის ხელშეკრულების ფარგლებში, შპს „დ----“ დაკვეთით შპს „-----------–-ს“ მიერ 7 ეტაპად შესრულებული სამუშაოების ღირებულება ნაცვლად წარმოდგენილი 1 456 958.64 ლარისა შეადგენს 1 338 361.30 ლარს, სხვაობა ნაკლებობით შეადგენს 118 597.34 ლარს.

 

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, სხვაობა გარკვეულ შემთხვევაში გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ რამდენიმე პოზიციაში ფორმა 2-ში ასახული ფასები არ შეესაბამება სახელშეკრულებო ფასებს. ასევე სხვადასხვა სახის სამუშაოების მოცულობები და შესაბამისად ღირებულებები არ შეესაბამება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ და რეალურად შესრულებული სამუშაოების მოცულობებს. ექსპერტმა გარკვეული სახის სამუშაოების ღირებულება (მაგალითად: ამსტრონგის ტიპის ჭერების მოწყობა, კაფელის გაკვრა) გამოაკლო შესრულებული სამუშაოების მოცულობას.

 

მხარეებს შორის გაფორმებული ორივე სადავო ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.15. პუნქტებით განსაზღვრულია, რომ ფორმა N2 და ფორმა N3 წარმოადგენს შემსრულებლის მიერ სამუშაოების განსაზღვრული მოცულობის შესრულების დამადასტურებელ საბუთს.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ორივე ხელშეკრულების შემთხვევაში, თითოეულ ეტაპზე სამუშაოების შესრულების შესახებ ფორმა N2-ის შედგენის შემდეგ, გაფორმებულ ფორმა N3-ში ფიქსირდებოდა შესრულებული სამუშაოების ღირებულება და ასანაზღაურებელი ოდენობა. ყველა შემთხვევაში შედგენილი ფორმა N3, შემკვეთის მხრიდან დასტურდებოდა დირექტორის ხელმოწერით.

 

მენარდე შპს „-----------–-ს“ მიერ სამუშაოების შესრულების შესახებ შედგენილი დოკუმენტების საფუძველზე, გამოწერილი შესაბამისი ანგარიშფაქტურების თანახმად, შემკვეთის შპს „კ--------------–-----–-------ს“ მიერ მათი დადასტურების შემდეგ, ანაზღაურებულია ანგარიშფაქტურაში მითითებული თანხები.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც შემკვეთმა მიიღო შესრულება მენარდისაგან და მიღებული შესრულების ფარგლებში აანაზღაურა სამუშაოების შესრულების შესახებ აქტებში (ფორმა N2 და ფორმა N3) მითითებული შესრულებული სამუშაოების ღირებულება, უსაფუძვლოა აპელირება იმ გარემოებაზე, რომ ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა სხვაობები ნაკლებობით შესრულებული სამუშაოების ღირებულებასა და სამუშაოს შესრულების შესახებ დოკუმენტებით, მათ საფუძველზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურებით დადასტურებულ შესრულებული სამუშაოების ღირებულებებს შორის.

 

რაც შეეხება 2016 წის 10 სექტემბრის ხეშეკრულებასთან დაკავშირებით, შესაგებელში მითითებულ გარემოებებს, სახელშეკრულებო ფასებსა და ფორმა 2-ებში დაფიქსირებულ სხვაობებთან დაკავშირებით, როცა მოპასუხე შეცდომაზე მიუთითებს, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო მოპასუხის აღიარების საფუძველზე, დადასტურებულად ვერ მიიჩნევს, რადგან მოპასუხის აღიარება ამ ფაქტთან დაკავშირებით ზოგადია და არ შეიცავს კონკრეტული ფაქტების დადასტურებას, არ არის აღნიშნული რომელი სამუშაოების ან მასალის ღირებულებაშია შეცდომა დაშვებული.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 629-ე, 427-ე, 394-ე, 385-ე, 976-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვლისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება).

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა 2016 წლის 18 მარტისა და 10 სექტემბრის ნარდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, რომელთა შესაბამისად, შპს „ჯ---------–--“ იკისრა ვალდებულება შემკვეთის შპს „დ----“, ამჟამად შპს „კ--------------–-----–-------ს“ სასარგებლოდ შეესრულებინა სამშენებლო სამუშაოები. დადგენილია, რომ 2010 წლის 18 მარტის ხელშეკრულების ფარგლებში შპს „ჯ---------–--“ შეასრულა 932 454.40 ლარის ღირებულების სამუშაოები, ხოლო 2010 წლის 10 სექტემბრის ხელშეკრულების ფარგლებში - 1 456 958.64 ლარის ღირებულების სამუშაო. ამ ღირებულების სამუშაოების შესრულების შესახებ გაფორმებული დოკუმენტების საფუძველზე, მენარდის მიერ გამოწერილი ანგარიშფაქტურებით მოთხოვნილი თანხები 932 454.40 ლარი და 1 456 958.64 ლარი შემკვეთის შპს „კ--------------–-----–-------ს“ მიერ ანაზღაურებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ დგინდება, მოპასუხის მიერ ნარდობის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ფაქტი, რის გამოც ზიანის ასანაზღაურების საფუძველი არ არსებობს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლის მიხედვით, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს გამოთხოვილი.

 

ამავე კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის მიხედვით, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის არსის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული. შესაბამისად, ერთი პირის გამდიდრება უნდა მოხდეს მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს იურიდიულ საფუძველს. ანაზღაურების მოთხოვნის არსებობისათვის მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი - ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება უნდა მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენება ხდება მოთხოვნის სხვა საფუძვლებთან ერთად სუბსიდიალურად, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის შესაძლო დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი სხვა საფუძველი (მოთხოვნათა კონკურენცია), უსაფუძვლო გამდიდრების სამართლის ნორმების, როგორც მოთხოვნის საფუძვლის გამოყენება ბოლოს უნდა განხორციელდეს, ანუ მას შემდეგ რაც გამოირიცხება მოთხოვნის დაკმაყოფილება სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძვლებიდან. ამასთან, უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების საფუძველზე მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს რამდენიმე პირობა კუმულატიურად, კერძოდ: მოპასუხის გამდიდრება, მოპასუხის გამდიდრების შესატყვისად მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისი, მატერიალურ სიკეთეთა ამგვარი გადანაცვლების უსაფუძვლობა.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2010 წლის 18 მარტის ხელშეკრულების ფარგლებში, მოსარჩელის მიერ გადახდილია 975 206.38 ლარი, მაშინ როცა ამ ხელშეკრულების საფუძველზე, შედგენილი სამუშაოების შესრულების აქტებით შესრულებული სამუშაოების ღირებულებაა 932 454.40 ლარი, შესაბამისად, სხვაობა 42 751.98 ლარი არის ის ზედმეტად გადახდილი თანხა, რომლის გადახდის ვალდებულებაც შემკვეთს ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში არ ეკისრებოდა. შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს მოპასუხისაგან ამ თანხის გადახდევინება.

 

საქმეზე დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, არ დგინდება, რომ მოთხოვნილი თანხიდან ნაწილი მოპასუხის მიერ მიღებულია ნარდობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოების ღირებულებაზე მეტი ოდენობით, რის გამოც ამ თანხით მოპასუხე უსაფუძვლოდ არ გამდიდრებულა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

რადგან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად 42 751.98 ლარის 3% შეადგენს 1282.55 ლარს. მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 100 ლარის გადახდა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებასა და საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება რჩება ძალაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1.შპს „კ--------------–-----–-------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1.დაეკისროს მოპასუხე შპს „ჯ---------–-“ მოსარჩელე შპს „კ--------------–-----–-------ს“ სასარგებლოდ 42 751.98 ლარის გადახდა.

 

2. დაეკისროს მოპასუხე შპს „ჯ---------–-“ მოსარჩელე შპს „კ--------------–-----–-------ს“ სასარგებლოდ 1282.55 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად, 100 ლარის გადახდა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებასა და საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მაკა ჭედია