განაჩენი

სისხლის სამართლის 05.02.2020
საქმის ნომერი
330100115973984
თარიღი
05.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/2647-15

გამოძიების №------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

სასამართლოს დასახელება

 

05 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი

თარიღი ადგილი

 

მოსამართლე - დავით მგელიაშვილი

სხდომის მდივნი - ლელა აბალიშვილი

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე

ბრალმდებელი - ე--------

 

დაცვის მხარე

დამცველები - დ------------ე, ი----------–---, ი------------–---–-, მ---–----------------, პ------------–---–-, დ--------–-----

ბრალდებული - ა--------------------------–---–-, დაბადებული - 1----–-–--------------, პირადი N-----------, ქვრივი, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, მ-------------------------–--------–-.

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (გამოძალვის წაქეზება, ესე იგი სხვისი ნივთის მოთხოვნის წაქეზება, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენება, ჩადენილი ჯგუფურად).

ბრალდებული - კ------------------------------–---–-, დაბადებული - 1----–-–-------------, პირადი N-----------, დაოჯახებული, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: თ------–-------------------------–--–----------–-, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ---------------------------------------------------ში.

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად).

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).

ბრალდებული - ბ---------------------–---, დაბადებული - 1----–-–---------–---- პირადი N-----------, დაოჯახებული, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: გ--------–-----------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–------------------------------------–---------------------------ში.

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად);

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტები (თავისუფლების უკანონო აღკვეთა სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით);

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).

ბრალდებული - ლ-–---–----------–----–---–---–-, დაბადებული - 1----–-–--------------, პირადი N-----------, დასაოჯახებელი, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–------–-------------------ში.

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად);

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტები (თავისუფლების უკანონო აღკვეთა სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით);

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).

ბრალდებული - ა-----–-------------------–---, დაბადებული - 1----–-–------------–-, პირადი N-----------, დასაოჯახებელი, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არ მქონე ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენისას, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები:--------–--------–----------------------–---------------------------ში.

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად);

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტები (თავისუფლების უკანონო აღკვეთა სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით);

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ა-------------–---–ის მიერ განხორციელებული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2015 წლის იანვარი-თებერვლის თვეში ა-------------–---–ი დანაშაულებრივად დაუკავშირდა ა-----–----–--ეს, რომელთან ერთად იხდიდა სასჯელს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში და კ---------------–---–ს, რომლებიც დაიყოლია განზრახი დანაშაულის ჩადენაზე. კერძოდ, ა-------–---------–---–ისთვის თითქოსდა მისი ვალის - 1000 აშშ დოლარის გამოძალვაში მიუხედავად იმისა იცოდა, რომ უკანონოდ ითხოვდა აღნიშნულ თანხას.

აღნიშნულის შემდეგ, ა-----–----–--ე, თავის მხრივ დაუკავშირდა ასევე ადრე ნასამართლევ ბ--------–--ეს და ლ-–--–----–---–---–ს და 2015 წლის 05 თებერვალს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ.თბილისში, ა--–--------------–----–------------- კვეთაზე ა-----–----–--ემ, ბ--------–--ემ და ლ-–--–----–---–---–მა თითქოსდა მშენებარე კორპუსის ნახვის მიზნით, ამ უკანასკნელის მართვის ქვეშ მყოფი „ნისან სკაინლაინის“ მოდელის ავტომანქანაში, სახელმწიფო ნომრით „A--------“, მოტყუებით ჩაისვეს ა-------–---------–---–ი და აღნიშნული ქმედებისათვის მოსალოდნელი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით, გაეცვნენ მოგონილი სახელებით, რომ თითქოსდა ბ--------–--ე იყო „------, ა-----–----–--ე ------------ , ხოლო ლ-–--–----–---–---–ი - გ--------- მათ ა-------–---------–---–ს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და მისი ნების საწინააღმდეგოდ წაიყვანეს ს------–-----------------–------- მიმართულებით. მოძრაობისას მას განუცხადეს, რომ თითქოსდა მას ვალი ჰქონდა მათი ახლობლის - კ---------------–---–ის ბიძის ა----------------------–---–ის 1000 აშშ დოლარის ოდენობით და მოთხოვეს მისთვის აღნიშნული თანხის გადაცემა. მიუხედავად იმისა, რომ ა-------–---------–---–ი უარყოფადა კ---------------–---–ის და ვ------------–---–ის მიმართ რაიმე სახის ვალის არსებობას, ისინი დაჟინებით ითხოვდნენ 1000 აშშ დოლარის გადაცემას, ესაუბრებოდნენ აგრესიულად და დ--------------–---ს მიმდებარე ტერიტორიაზე ლ-–--–----–---–---–მა რამდენიმეჯერ სილა გაარტყა დაზარალებულს სახის არეში, ამასთან დაემუქრა, რომ თუ იგი არ დათანხმდებოდა 1000 აშშ დოლარის მიტანაზე, ე.წ. ,,ბიტით“ დაასახიჩრებდა და ,,დაბრიდავდა“. ამავდროულად, ა-----–----–--ემ მას ხელი ჰკრა მკერდის არეში და დაემუქრა, რომ იმ შემთხვევაში თუ იგი უარს იტყოდა თანხის გადახდაზე, არ გაახარებდა. ა--------–---–მა რეალურად აღიქვა მუქარა, შეეშინდა და დათანხმდა თანხის გადახდას, რის შემდეგაც გაათავისუფლეს.

2015 წლის 07 თებერვალს 15:00 საათზე, ქ.თბილისში, ა--–--------------–----–------------- კვეთასთან კვლავ შედგა ზემოაღნიშნული პირების შეხვედრა, რა დროსაც ბრალდებულებმა კვლავ მოსთხოვეს დაზარალებულს 1000 აშშ დოლარი. ა-------–---------–---–მა მათ განუცხადა, რომ არავის ვალი არ ჰქონდა, ა-----–----–--ემ, ლ-–--–----–---–---–მა და ბ--------–--ემ კი განაცხადეს, რომ მათ ეს არ აინტერესებდათ, ფული მისატანი იყო და უნდა მიეტანა, ამასთან დაუთქვეს ორ კვირიანი ვადა თანხის გადახდისათვის.

2015 წლის 26 თებერვალს, ქ. თბილისში ა------–----–---------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა-------–---------–---–ს კვლავ შეხვდნენ ა-----–----–--ე, ბ--------–--ე, ლ-–--–----–---–---–ი, კ---------------–---–ი და 1000 აშშ დოლარის გამოძალვის მიზნით, მას დაუწყეს საუბარი აგრესიული ტონით. ისინი კატეგორიულად მოითხოვდნენ მისგან აღნიშნული თანხის გადაცემას, რაზეც ა-------–---------–---–ისაგან კვლავ უარი მიიღეს, რამაც სიტუაცია უფრო დაძაბა და ლ-–--–----–---–---–მა სახის არეში გაარტყა ხელი ა-------–---------–---–ს, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი მიიყვანეს ხალხის თვალისგან მოფარებულ სადარბაზოსთან, ა-----–----–--ემ, ბ--------–--ემ, ლ-–--–----–---–---–მა და კ---------------–---–მა წააქციეს მიწაზე, მუშტებითა და ფეხებით დაუწყეს ცემა სახისა და გულმკერდის არეში, რა დროსაც ბრალდებულები დაკავებული იქნენ პოლიციის თანამშრომლების მიერ.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, კ---------------–---–ის მიერ განხორციელებული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2015 წლის 05 თებერვალს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ.თბილისში, ა--–--------------–----–------------- კვეთაზე ა-----–----–--ემ, ბ--------–--ემ და ლ-–--–----–---–---–მა თითქოსდა მშენებარე კორპუსის ნახვის მიზნით, ამ უკანასკნელის მართვის ქვეშ მყოფი „ნისან სკაინლაინის“ მოდელის ავტომანქანაში, სახელმწიფო ნომრით „A--------“, მოტყუებით ჩაისვეს ა-------–---------–---–ი და აღნიშნული ქმედებისათვის მოსალოდნელი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით, გაეცვნენ მოგონილი სახელებით, რომ თითქოსდა ბ--------–--ე იყო „------, ა-----–----–--ე ------------ , ხოლო ლ-–--–----–---–---–ი - გ--------- მათ ა-------–---------–---–ს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და მისი ნების საწინააღმდეგოდ წაიყვანეს ს------–-----------------–------- მიმართულებით. მოძრაობისას მას განუცხადეს, რომ თითქოსდა მას ვალი ჰქონდა მათი ახლობლის - კ---------------–---–ის ბიძის ა----------------------–---–ის 1000 აშშ დოლარის ოდენობით და მოთხოვეს მისთვის აღნიშნული თანხის გადაცემა. მიუხედავად იმისა, რომ ა-------–---------–---–ი უარყოფადა კ---------------–---–ის და ვ------------–---–ის მიმართ რაიმე სახის ვალის არსებობას, ისინი დაჟინებით ითხოვდნენ 1000 აშშ დოლარის გადაცემას, ესაუბრებოდნენ აგრესიულად და დ--------------–---ს მიმდებარე ტერიტორიაზე ლ-–--–----–---–---–მა რამდენიმეჯერ სილა გაარტყა დაზარალებულს სახის არეში, ამასთან დაემუქრა, რომ თუ იგი არ დათანხმდებოდა 1000 აშშ დოლარის მიტანაზე, ე.წ. ,,ბიტით“ დაასახიჩრებდა და ,,დაბრიდავდა“. ამავდროულად, ა-----–----–--ემ მას ხელი ჰკრა მკერდის არეში და დაემუქრა, რომ იმ შემთხვევაში თუ იგი უარს იტყოდა თანხის გადახდაზე, არ გაახარებდა. ა--------–---–მა რეალურად აღიქვა მუქარა, შეეშინდა და დათანხმდა თანხის გადახდას, რის შემდეგაც გაათავისუფლეს.

2015 წლის 07 თებერვალს 15:00 საათზე, ქ.თბილისში, ა--–--------------–----–------------- კვეთასთან კვლავ შედგა ზემოაღნიშნული პირების შეხვედრა, რა დროსაც ბრალდებულებმა კვლავ მოსთხოვეს დაზარალებულს 1000 აშშ დოლარი. ა-------–---------–---–მა მათ განუცხადა, რომ არავის ვალი არ ჰქონდა, ა-----–----–--ემ, ლ-–--–----–---–---–მა და ბ--------–--ემ კი განაცხადეს, რომ მათ ეს არ აინტერესებდათ, ფული მისატანი იყო და უნდა მიეტანა, ამასთან დაუთქვეს ორ კვირიანი ვადა თანხის გადახდისათვის.

2015 წლის 26 თებერვალს, ქ. თბილისში ა------–----–---------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა-------–---------–---–ს კვლავ შეხვდნენ ა-----–----–--ე, ბ--------–--ე, ლ-–--–----–---–---–ი, კ---------------–---–ი და 1000 აშშ დოლარის გამოძალვის მიზნით, მას დაუწყეს საუბარი აგრესიული ტონით. ისინი კატეგორიულად მოითხოვდნენ მისგან აღნიშნული თანხის გადაცემას, რაზეც ა-------–---------–---–ისაგან კვლავ უარი მიიღეს, რამაც სიტუაცია უფრო დაძაბა და ლ-–--–----–---–---–მა სახის არეში გაარტყა ხელი ა-------–---------–---–ს, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი მიიყვანეს ხალხის თვალისგან მოფარებულ სადარბაზოსთან, ა-----–----–--ემ, ბ--------–--ემ, ლ-–--–----–---–---–მა და კ---------------–---–მა წააქციეს მიწაზე, მუშტებითა და ფეხებით დაუწყეს ცემა სახისა და გულმკერდის არეში, რა დროსაც ბრალდებულები დაკავებული იქნენ პოლიციის თანამშრომლების მიერ.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ბ--------–--ის, ა-----–----–--ის, და ლ-–--–----–---–---–ის მიერ განხორციელებული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2009 წლის 27 აპრილიდან 2012 წლის 1 დეკემბრამდე ა-------------–--–ი ჯგუფური ქურდობის მცდელობისათვის სასჯელის იხდიდა ქსნის N7 დაწესებულებაში, სადაც გაიცნო ამავე დაწესებულების პატიმარი, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, ა-----–----–--ე, რომელიც სასჯელს იხდიდა თაღლითობისათვის.

2015 წლის იანვარი-თებერვლის თვეში ა-------------–---–ი დანაშაულებრივად დაუკავშირდა ა-----–----–--ეს და თავის დის შვილს კ---------------–---–ს და დაიყოლია ისინი განზრახი დანაშაულის ჩადენაში. კერძოდ, ა-------–---------–---–ისთვის თითქოსდა მისი ვალის - 1000 აშშ დოლარის გამოძალვაში, მიუხედავად იმისა იცოდა, რომ უკანონოდ ითხოვდა აღნიშნულ თანხას. ა-----–----–--ე, თავის მხრივ, დაუკავშირდა ასევე წარსულში ორჯერ ნასამართლევ ბ--------–--ეს და ლ-–--–----–---–---–ს და 2015 წლის 05 თებერვალს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ.თბილისში, ა--–--------------–----–------------- კვეთაზე ა-----–----–--ემ, ბ--------–--ემ და ლ-–--–----–---–---–მა თითქოსდა მშენებარე კორპუსის ნახვის მიზნით, ამ უკანასკნელის მართვის ქვეშ მყოფი „ნისან სკაინლაინის“ მოდელის ავტომანქანაში, სახელმწიფო ნომრით „A--------“, მოტყუებით ჩაისვეს ა-------–---------–---–ი და აღნიშნული ქმედებისათვის მოსალოდნელი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით, გაეცვნენ მოგონილი სახელებით, რომ თითქოსდა ბ--------–--ე იყო „------, ა-----–----–--ე ------------, ხოლო ლ-–--–----–---–---–ი - გ--------- მათ ა-------–---------–---–ს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და მისი ნების საწინააღმდეგოდ წაიყვანეს ს------–-----------------–------- მიმართულებით. მოძრაობისას მას განუცხადეს, რომ თითქოსდა მას ვალი ჰქონდა მათი ახლობლის - კ---------------–---–ის ბიძის ა----------------------–---–ის 1000 აშშ დოლარის ოდენობით და მოთხოვეს მისთვის აღნიშნული თანხის გადაცემა. მიუხედავად იმისა, რომ ა-------–---------–---–ი უარყოფადა კ---------------–---–ის და ვ------------–---–ის მიმართ რაიმე სახის ვალის არსებობას, ისინი დაჟინებით ითხოვდნენ 1000 აშშ დოლარის გადაცემას, ესაუბრებოდნენ აგრესიულად და დ--------------–---ს მიმდებარე ტერიტორიაზე ლ-–--–----–---–---–მა რამდენიმეჯერ სილა გაარტყა დაზარალებულს სახის არეში, ამასთან დაემუქრა, რომ თუ იგი არ დათანხმდებოდა 1000 აშშ დოლარის მიტანაზე, ე.წ. ,,ბიტით“ დაასახიჩრებდა და ,,დაბრიდავდა“. ამავდროულად, ა-----–----–--ემ მას ხელი ჰკრა მკერდის არეში და დაემუქრა, რომ იმ შემთხვევაში თუ იგი უარს იტყოდა თანხის გადახდაზე, არ გაახარებდა. ა--------–---–მა რეალურად აღიქვა მუქარა, შეეშინდა და დათანხმდა თანხის გადახდას, რის შემდეგაც გაათავისუფლეს.

აღნიშნულის შესახებ, 2015 წლის 06 თებერვალს ა-------–---------–---–მა განცხადებით მიმართა ქ-------–---------------------------–------------------------------------------–-------- განყოფილებას, სადაც იმავე დღეს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N------------ საქმეზე ა-------–---------–---–ისთვის 1000 აშშ დოლარის გამოძალვის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

საქმეზე მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, გადაუდებელი საზოგადოებრივი საჭიროებით და დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად - საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დანაშაულის ჩადენის თავიდან ასაცილებლად, ა-------–---------–---–ის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, კანონით დადგენილი წესით ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები: ა-------–---------–---–ი აღიჭურვა სათანადო აპარატურით ფარული აუდიო-ვიდეო გადაღების განხორციელების მიზნით. ამავე დროს, მიმდინარეობდა ა-------–---------–---–ისა და ა-----–----–--ის სატელეფონო ზარების ფარული სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება და ჩაწერა.

2015 წლის 07 თებერვალს 15:00 საათზე, ქ.თბილისში, ა--–--------------–----–------------- კვეთასთან კვლავ შედგა ზემოაღნიშნული პირების შეხვედრა, რა დროსაც ბრალდებულებმა კვლავ მოსთხოვეს დაზარალებულს 1000 აშშ დოლარი. ა-------–---------–---–მა მათ განუცხადა, რომ არავის ვალი არ ჰქონდა, ა-----–----–--ემ, ლ-–--–----–---–---–მა და ბ--------–--ემ კი განაცხადეს, რომ მათ ეს არ აინტერესებდათ, ფული მისატანი იყო და უნდა მიეტანა, ამასთან დაუთქვეს ორ კვირიანი ვადა თანხის გადახდისათვის.

2015 წლის 26 თებერვალს, ქ. თბილისში ა------–----–---------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა-------–---------–---–ს კვლავ შეხვდნენ ა-----–----–--ე, ბ--------–--ე, ლ-–--–----–---–---–ი, კ---------------–---–ი და 1000 აშშ დოლარის გამოძალვის მიზნით, მას დაუწყეს საუბარი აგრესიული ტონით. ისინი კატეგორიულად მოითხოვდნენ მისგან აღნიშნული თანხის გადაცემას, რაზეც ა-------–---------–---–ისაგან კვლავ უარი მიიღეს, რამაც სიტუაცია უფრო დაძაბა და ლ-–--–----–---–---–მა სახის არეში გაარტყა ხელი ა-------–---------–---–ს, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი მიიყვანეს ხალხის თვალისგან მოფარებულ სადარბაზოსთან, ა-----–----–--ემ, ბ--------–--ემ, ლ-–--–----–---–---–მა და კ---------------–---–მა წააქციეს მიწაზე, მუშტებითა და ფეხებით დაუწყეს ცემა სახისა და გულმკერდის არეში, რა დროსაც ბრალდებულები დაკავებული იქნენ პოლიციის თანამშრომლების მიერ. დაზარალებულმა კი ცემის შედეგად მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა 2015 წლის 5-7 და 26 თებერვალს ა-------------–---–ის მიერ გამოძალვის წაქეზებით კ---------------–---–ის, ბ--------–--ის, ა-----–----–--ის და ლ-–--–----–---–---–ის მიერ ა-------–---------–---–ის მიმართ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ გამოძალვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტი. თუმცა, უტყუარად დადასტურდა კ---------------–---–ის, ბ--------–--ის, ა-----–----–--ის და ლ-–--–----–---–---–ის მიერ დაზარალებულის ცემის ფაქტი, რაც გამოიხატა შემდეგში:

2015 წლის 26 თებერვალს, ქ. თბილისში ა------–----–---------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ა-------–---------–---–ს შეხვდნენ ა-----–----–--ე, ბ--------–--ე, ლ-–--–----–---–---–ი, კ---------------–---–ი და დაიწყეს საუბარი. მათ შორის მოხდა შელაპარაკება დაზარალებულის მიერ ტყუილის თქმის გამო, რასაც თავად დაზარალებულიც არ უარყოფდა და ამის გამო ლ-–--–----–---–---–მა ა-------–---------–---–ს სახის არეში გაარტყა ხელი, რის შემდეგაც ბრალდებულებმა ეს უკანასკნელი გაიყვანეს მოფარებულ ადგილზე - სადარბაზოსთან, წააქციეს მიწაზე და მუშტებითა და ფეხებით დაუწყეს ცემა სახისა და გულმკერდის არეში, რითაც დაზარალებულს მიაყენეს ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოშლის გარეშე.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ა-----–----–--ის, ბ--------–--ის, ლ-–--–----–---–---–ის და კ---------------–---–ის მიერ ა-------–---------–---–ის ცემის ფაქტს

 

მოწმეთა: რ---------------ის და გ-------------ის ჩვენებების მიხედვით: შემთხვევის დღეს, საღამოს საათებში, მიიღეს ინფორმაცია, რომ მ---–----–-------–---- კვეთასთან ა-------–---------–---–ს უნდა შეხვედროდა 4 პიროვნება. მივიდნენ შემთხვევის ადგილის მიმდებარედ, ისხდნენ მანქანაში და უყურებდნენ შემთხვევის ადგილს, რა დოსაც დაინახეს ავტომანქანა „Nissan skyline,“ საიდანაც გადმოვიდა კ---------------–---–ი, რომელიც გარკვეული პერიოდი ესაუბრებოდა ა-------–---------–---–ს. შემდეგ, სხვა პირებიც გადმოვიდნენ მანქანიდან და მალევე გაიგონეს ყვირილი ხმა. მივიდნენ ახლოს სადარბაზოსთან, დაახლოებით 3-4 მეტრში და დაინახეს, რომ კ---------------–---–მა ხელი დაარტყა ა-------–---------–---–ს, რომელიც დავარდა ძირს, ხოლო შემდეგ ა-----–----–--ე, ბ--------–--ე და ლ-–--–----–---–---–ი დაზარალებულს ურტყამდნენ ფეხებს კობასთან ერთად. მათ მიერ მოხდა უშუალოდ კ---------------–---–ის დაკავება, თუმცა ოქმის შედგენა მოხდა განყოფილებაში დათო კუკიაშვილის მიერ.

მოწმეთა გ-----------------ის და მ-----–------–---–ის ჩვენებების მიხედვით: 2015 წლის 26 თებერვალს ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მიიღეს ინფორმაცია, რომ ა-------–---------–---–ი უნდა შეხვედროდა ბრალდებულებს. გავიდნენ შემთხვევის ადგილზე დაზარალებულის უსაფრთხოების დაცვის მიზნით. მ---–----–-------–---- კვეთასთან „ნისანის“ ფირმის ავტომანქანით მივიდა 4 პირი. თავდაპირველად მანქანიდან გადმოვიდა კ---------------–---–ი, რომელიც მივიდა ა-------–---------–---–თან და დაიწყეს საუბარი, ხოლო შემდეგ გადმოვიდა კიდევ 3 პირი. მათი საუბრის შინაარსი არ ესმოდათ, თუმცა გაიგონეს ყვირილის ხმა. რამდენიმე წუთში დაინახეს, რომ დაზარალებული ეგდო ძირს, ხოლო ა-----–----–--ე, ბ--------–--ე, ლ-–--–----–---–---–ი და კ---------------–---–ი სცემდნენ. მათ მიერ დაკავებული იქნა ბ--------–--ე, რომელიც გადაიყვანეს განყოფილებაში, სადაც შეადგინეს შესაბამისი ოქმი.

მოწმე ლ-–---------- ჩვენების მიხედვით: მუშაობს დ-----------------------------------–--------–-–-------------------–--აში. მის მიერ შედგენილი იქნა ლ-–--–----–---–---–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი. ლ-–--–----–---–---–ი უნდა დაეკითხა მოწმის სახით, თუმცა მან გამოიყენა კანონით მინიჭებული დუმილის უფლება. ბრალდებულის თანდასწრებით დაილუქა მისი პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ნივთები, რომელსაც მოაწერეს ხელი. ბრალდებულის თანხმობით მოხდა მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის დათვალიერება. მის მიერ დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებული იქნა ბრალდებულების ა-----–----–--ის, ლ-–--–----–---–---–ის და ბ--------–--ის ამოცნობა. დაკითხა დაზარალებული, ა-----–----–--ეს გააცნო დადგენილება პირის ბრალდების შესახებ და გაუცვალა მტკიცებულებები.

მოწმე ა-–----–--–------ს ჩვენების მიხედვით: მის მიერ შევსებული იქნა ბ--------–--ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, მოწმის სახით დაკითხა ა-------–---------–---–ი, დაათვალიერა ტელეფონები და დანიშნა ექსპერტიზა.

მოწმე რ----------–-–--–---–ის ჩვენების მიხედვით: მის მიერ შედგენილ იქნა ლ-–--–----–---–---–ის დაკავების შესახებ შეტყობინების ოქმი. მესაკუთრის გ---------------- თანხმობით და ექსპერტების მონაწილეობით დაათვალიერა ავტომანქანა „ნისანი“ და შეადგინა ავტომანქანის დათვალიერების ოქმი. კ---------------–---–ს გააცნო დადგენილება პირის ბრალდების შესახებ, რომელიც დაკითხა მოწმის სახით და გაუცვალა მტკიცებულებები.

2015 წლის 27 თებერვლის პირის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ა-------–---------–---–მა ამოიცნო მარცხნიდან მარჯვნივ რიგით მეორე პირი - ლ-–--–----–---–---–ი. მისი ამოცნობა არ გასჭირვებია, რადგანაც კარგად ახსოვრდა მისი სახე და აღნაგობა. ამოსაცნობი პირი ამოიცნო შემდეგი ნიშან-თვისებებით: აღნაგობით, სიმაღლით, თმის ფერით, ცხვირის ფორმით, სახის ცალკეული ნაკვთებით და სახის მთლიანი მოყვანილობით.

2015 წლის 27 თებერვლის პირის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ა-------–---------–---–მა ამოიცნო მარცხნიდან მარჯვნივ რიგით მეორე პირი - ბ--------–--ე. ამოსაცნობი პირი ამოიცნო შემდეგი ნიშან-თვისებებით: სიმაღლით, აღნაგობით, თმის ფერით, ვარცხნილობით, ცხვირის ფორმით და სახის მთლიანი მოყვანილობით.

2015 წლის 27 თებერვლის პირის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ა-------–---------–---–მა ამოიცნო მარცხნიდან მარჯვნივ რიგით პირველი პირი - ა-----–----–--ე. მისი ამოცნობა არ გასჭირვებია, რადგანაც კარგად ახსოვრდა მისი სახე. ამოსაცნობი პირი ამოიცნო შემდეგი ნიშან-თვისებებით: აღნაგობით, სიმაღლით, თმის ფორმით და ფერით, სახის ცალკეული ნაკვთებით და საერთო სახის მოყვანილობით.

2015 წლის 27 თებერვლის ვიდეოჩანაწერით დგინდება, რომ თავდაპირველად ლ-–--–----–---–---–მა ურტყავს ა-------–---------–---–ს, ხოლო შემდეგ, სადარბაზოსთან, ოთხივე ბრალდებული: ა-----–----–--ე, ბ--------–--ე, ლ-–--–----–---–---–ი და კ---------------–---–ი ერთად სცემს დაზარალებულს - ა-------–---------–---–ს.

2015 წლის 08 აპრილის ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის N156/ჰ დასკვნით დადგენილია, რომ სსN------------ გამოკვლევაზე წარდგენილ N1 პაკეტში DVD-R დისკზე არსებული ვიდეოგრამაზე და N2 პაკეტში DVD-R დისკზე არსებულ ვიდეოგრამაზე დაფიქსირებული გამოსახულებები დამუშავებული და გაწმენდილი იქნა სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის - „Cognitech Video Investigator 2011"-ის საშუალებით, ვიდეოგრამებზე დაფიქსირებული მოქმედებების, მათი თანმიმდევრობის და შინაარსობრივი ხასიათის სახეცვლილების გარეშე. გამოკვლევაზე წარდგენილ N1 და N2 პაკეტებში DVD-R დისკებზე არსებული ვიდეოგრამებიდან ამოღებული ფოტოსურათები, დამუშავებული და გაწმენდილია სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის „Photoshop CS5“-ის საშუალებით, ვიდეოგრამაზე დაფიქსირებული მოქმედებების და შინაარსობრივი ხასიათის სახეცვლილების გარეშე, რომლებიც ამობეჭდილია და წარმოდგენილია დანართის სახით. გამოკვლევაზე წარმოდგენილ N1 პაკეტში დისკზე არსებული ვიდეოგრამიდან 00:19:26 სთ-ზე, 00:18:05 სთ-ზე და 00:26:14 სთ-ზე, ასევე N2 პაკეტში დისკზე არსებული ვიდეოგრამიდან 00:13:20 სთ-ზე ამოღებულ ფოტოსურათებზე დაფიქსირებული პიროვნებების გამოსახულებები პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია. გამოკვლევაზე წარდგენილ N1 პაკეტში არსებულ დისკზე ჩაწერილი ვიდეოგრამიდან 00:15:55 სთ-ზე და N2 პაკეტში არსებულ დისკზე ჩაწერილი ვიდეოგრამიდან 00:24:49 სთ-ზე და 00:23:43 სთ-ზე ამოღებული ფოტოსურათები (რომლებიც გაწმენდილია სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით), პიროვნების იდენტიფიკაციისათვის პირობითად ვარგისია. გამოკვლევაზე წარდგენილ N3 პაკეტში დისკზე არსებული ფოტოსურათებზე სახელწოდებით: ,,ა-----–----–--ეს” ,,ბ--------–--ეს” ,,ლ-–--–----–---–---–ის” კ---------------–---–ის” დაფიქსირებული პიროვნებებისის გამოსახულებები პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია. გამოკვლევაზე ექსპერტიზაზე წარდგენილ N1 პაკეტში არსებულ დისკზე ვიდეოგრამიდან 00:19:26 სთ-ზე ამოღებულ N11 ფოტოსურათზე დაფიქსირებული პიროვნების იერსახის გამოსახულება იდენტურია N3 პაკეტში დისკზე არსებულ 1--------- წელს დაბადებულ კ------------------------------–---–-ს N10 ფოტოსურათზე დაფიქსირებული პიროვნების იერსახის გამოსახულების; გამოკვლევაზე ექსპერტიზაზე წარდგენილ N1 პაკეტში არსებულ დისკზე ვიდეოგრამიდან 00:18:05 სთ-ზე ამოღებულ N17 ფოტოსურათზე არსებული პიროვნების იერსახის გამოსახულება იდენტურია მათ ხელთ არსებულ ავტომატიზირებულ საიდენტიფიკაციო ჰაბიტოსკოპიურ ერთიან მონაცემთა ბაზიდან ამოღებული 1--------- წელს დაბადებული ლ-–---–----------–----–---–---–-ს სახელზე შევსებულ ელექტრონულ ბარათში დაფიქსირებული პიროვნების იერსახის გამოსახულების; გამოკვლევაზე ექსპერტიზაზე წარდგენილ N1 პაკეტში არსებულ დისკზე ვიდეოგრამიდან 00:26:14 სთ-ზე ამოღებულ N23 ფოტოსურათზე არსებული პიროვნების იერსახის გამოსახულება იდენტურია მათ ხელთ არსებულ ავტომატიზირებულ საიდენტიფიკაციო ჰაბიტოსკოპიურ ერთიან მონაცემთა ბაზიდან ამოღებული 0--------- წელს დაბადებული ა-----–-------------------–--ის სახელზე შევსებულ ელექტრონულ ბარათში დაფიქსირებული პიროვნების იერსახის გამოსახულების; გამოკვლევაზე ექსპერტიზაზე წარდგენილ N1 პაკეტში არსებულ დისკზე ვიდეოგრამიდან 00:15:55 სთ-ზე ამოღებულ N29 ფოტოსურათზე არსებული პიროვნების იერსახის გამოსახულება სავარაუდოდ იდენტურია მათ ხელთ არსებულ ავტომატიზირებულ საიდენტიფიკაციო ჰაბიტოსკოპიურ ერთიან მონაცემთა ბაზიდან ამოღებული 2--------- წელს დაბადებული ბ---------------------–--ის სახელზე შევსებულ ელექტრონულ ბარათში დაფიქსირებული პიროვნების იერსახის გამოსახულების; გამოკვლევაზე ექსპერტიზაზე წარდგენილ N2 პაკეტში არსებულ დისკზე ვიდეოგრამიდან 00:13:20 სთ-ზე ამოღებულ N35 ფოტოსურათზე არსებული პიროვნების იერსახის გამოსახულება იდენტურია მათ ხელთ არსებულ ავტომატიზირებულ საიდენტიფიკაციო ჰაბიტოსკოპიურ ერთიან მონაცემთა ბაზიდან ამოღებული 1--------- წელს დაბადებული ლ-–---–----------–----–---–---–-ს სახელზე შევსებულ ელექტრონულ ბარათში დაფიქსირებული პიროვნების იერსახის გამოსახულების; გამოკვლევაზე ექსპერტიზაზე წარდგენილ N2 პაკეტში არსებულ დისკზე ვიდეოგრამიდან 00:23:43 სთ-ზე ამოღებულ N41 ფოტოსურათზე არსებული პიროვნების იერსახის გამოსახულება სავარაუდოდ იდენტურია მათ ხელთ არსებულ ავტომატიზირებულ საიდენტიფიკაციო ჰაბიტოსკოპიურ ერთიან მონაცემთა ბაზიდან ამოღებული 0--------- წელს დაბადებული ა-----–-------------------–--ის სახელზე შევსებულ ელექტრონულ ბარათში დაფიქსირებული პიროვნების იერსახის გამოსახულების; გამოკვლევაზე ექსპერტიზაზე წარდგენილ N2 პაკეტში არსებულ დისკზე ვიდეოგრამიდან 00.24.49 სთ-ზე ამოღებულ N47 ფოტოსურათზე არსებული პიროვნების იერსახის გამოსახულება სავარაუდოდ იდენტურია მათ ხელთ არსებულ ავტომატიზირებულ საიდენტიფიკაციო ჰაბიტოსკოპიურ ერთიან მონაცემთა ბაზიდან ამოღებული 2--------- წელს დაბადებული ბ---------------------–--ის სახელზე შევსებულ ელექტრონული ბარათში დაფიქსირებული პიროვნების იერსახის გამოსახულების.

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა: დ-------------–---–მა.

2015 წლის 18 მარტის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დადგენილია, რომ წარდგენილი „თ---–-----–--------–----------------------" ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩანაწერების მიხედვით მოქ. ა-------–---------–---–ი მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით სტაციონარულ მკურნალობას იტარებდა 26.02.15წ-27.02.15წ., სადაც დაუდგინდა დიაგნოზი: ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა და სხეულის მრავლობითი ექსკორიაციები. მოქ. ა-------–---------–---–ის სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას მარჯვენა თვალბუდის მიდამოში აღინიშნებოდა სისხლნაჟღენთი, მარცხენა მტევნის მიდამოში-ნაჭდევები, ორივე მუხლის სახსრის მიდამოში ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები. აღნიშნული დაზიანებანი განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში მიეკუთვნებიან დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს - 2015 წლის 26 თებერვალს.

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა: ქ---------------–---–მა.

აღნიშნულის საპირისპიროდ სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით დაკითხულმა ბრალდებულებმა ა-----–----–--ემ, ლ-–--–----–---–---–მა და ბ--------–--ემ ნაწილობრივ აღიარეს მათ მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება და განმარტეს, რომ დაზარალებული ტყუილისა და პროვოკაციული საქციელის გამო სცემეს, ხოლო თავისუფლების უკანონო აღკვეთას და გამოძალვას ადგილი არ ჰქონია. ბრალდებულმა კ---------------–---–მა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია. ა-------–---------–---–ს რომელსაც მისი ვალი ჰქონდა, მოატყუა, მანქანა გაყიდა და 1000 აშშ დოლარი არ გადაუხადა, რაც სასამართლოს მიერ დაზარალებულის ცემის ნაწილში გაზიარებული ვერ იქნება, რადგან აღნიშნული არ დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, არადამაჯერებელია, ეწინააღმდეგება და ვერ აბათილებს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებს.

ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვეული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულებმა: კ---------------–---–მა, ბ--------–--ემ, ლ-–--–----–---–---–მა და ა-----–----–--ემ ჩაიდინეს ა-------–---------–---–ის ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ხოლო რაც შეეხება ა-------------–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 25,181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებას, ასევე კ---------------–---–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ბ--------–--ის, ლ-–--–----–---–---–ის და ა-----–----–--ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებას, სასამართლოს მიაჩნია, რომ ა-------------–---–ი, კ---------------–---–ი, ბ--------–--ე, ლ-–--–----–---–---–ი და ა-----–----–--ე ცნობილი უნდა იქნენ უდანაშაულოდ წარდგენილ ბრალდებაში და უნდა გამართლდნენ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა. ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა.

შესაბამისად, სასამართლო საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად უტყუარად ვერ დადასტურდა ა-------------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 25,181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, კ---------------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ბ--------–--ის, ლ-–--–----–---–---–ის და ა-----–----–--ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია პირველ რიგში ყურადღება გაამახვილოს პროკურორის მიერ პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებულ ბრალდების ფორმულირებაზე და ამ საკითხის მნიშვნელობაზე მტკიცებულებების საკმარისობის შეფასების კონტექსტში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს, ბრალდებულის დამნაშავეობასა თუ უდანაშაულობაზე მსჯელობს და ქმედებას სამართლებრივად აფასებს სწორედ ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფორმულირების ფარგლებში, სადაც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული ინკრიმინირებული ქმედების აღწერა.

სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს დაზარალებულის ჩვენებაზე, არის თუ არა მისი ჩვენება სანდო და რამდენად დასტურდება უტყუარად სხვა მტკიცებულებებით დაზარალებულის მიერ განმარტებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია. უზენაესმა სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში ამ საკითხზე ქვედა ინსტანციის განაჩენში ასახული ზედაპირული მსჯელობა მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობების არაარსებით ხასიათზე არაარგუმენტებულად მიაჩნია და მიუთითა, რომ ზოგადი მსჯელობა არ პასუხობს კანონის მოთხოვნას მტკიცებულებათა უტყუარობის შეფასების სავალდებულობის შესახებ. აღნიშნულ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობებიდან გამომდინარე მოწმეთა ჩვენებები არ მიიჩნია სარწმუნოდ და გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი.

ამდენად, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს თითოეული მტკიცებულების შინაარსზე, იმსჯელებს მათი უტყუარობის შესახებ და განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული ბრალდების მხარის მტკიცებულებები.

სასამართლო აღნიშნავს, რომ ა-------------–---–ის წაქეზებით, კ---------------–---–ის, ბ--------–--ის, ლ-–--–----–---–---–ის და ა-----–----–--ის მიერ ა-------–---------–---–ის მიმართ 2015 წლის 5-7 და 26 თებერვალს განხორციელებული თავისუფლების უკანონო აღკვეთის და გამოძალვის ფაქტის დასადასტურებლად ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა ფაქტობრივად მხოლოდ ერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება - ა-------–---------–---–ის ჩვენება, რომელმაც თავის მხრივ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას არ დაადასტურა პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ, მან განმარტა რომ მანქანაში თავისი სურვილით ჩაჯდა, არავის დაუძალებია, ვითარება იყო მშვიდი და ავტომანქანიდან გადასვლა არ უცდია და არც ბრალდებულებისთვის უთხოვია; არც ის გადაუმოწმებია კარები ჩაკეტილი იყო თუ ღია. რაც შეეხება გამოძალვის ფაქტს, აღნიშნულის დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია. პირიქით, მხოლოდ დაზარალებულის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებულ ინფორმაციას, რომელსაც მთლიანად ეყრდნობა ბრალდების მხარე, თავად ა-------–---------–---–ი არ ადასტურებს სრულად სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებით და აღიარებს ავტომანქანის მოტყუებით წაყვანის და კ---------------–---–ისათვის 1000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულების ფაქტს. იგივეს ამბობს ბრალდების მოწმის ვ-–----------------–----- ჩვენებაც, რომლის მიხედვითაც დაზარალებულმა უთხრა, რომ მანქანაში ჩაჯდა საკუთარი ნებით, არ მოუთხოვია მანქანის გაჩერება და გადასვლა. ასევე, ბრალდებულები თანხას არ სძალავდნენ, უბრალოდ სთხოვდნენ, რომ ვალი ჰქონდა და დაებრუნებინა.

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილი და საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ კითხვებს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი (უტყუარი) მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები. მაგალითად, საკითხის იმგვარად შეფასება და გადაწყვეტა, რომ რომელიმე კატეგორიის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დადგინდეს უფრო დაბალი მტკიცებულებითი სტანდარტი, ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსობრივად მცდარია. არასაკმარისი, არადამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია და არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტებს, რადგან შეიცავს უდანაშაულო პირის მსჯავრდების რისკს.

მტკიცებულების საკმარისობის საკითხზე არაერთი განმარტება აქვს გაკეთებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, კერძოდ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე პირის მსჯავრდებისათვის მინიმუმ ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ივლისის №251აპ-16 განაჩენი, პუნქტი 29, 2016 წლის 9 თებერვლის N453აპ-15 განაჩენი, პუნქტი 8). ერთ პირდაპირ მტკიცებულებასთან ერთად საქმეში არსებული სხვა მოწმეთა ჩვენებები (ირიბი ჩვენებების სახით) არ ქმნის მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რომელიც საკმარისი იქნებოდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს შეუქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის №561აპ-15 განაჩენი, პუნქტი 45).

ამდენად, სასამართლომ განიხილა ყველა მტკიცებულება მოცემულ საქმეში, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ კ---------------–---–თან, ბ--------–--ესთან, ლ-–--–----–---–---–თან და ა-----–----–--ესთან მიმართებაში პროკურატურამ დაამტკიცა მათი სარწმუნოობა გონივრულ ეჭვს მიღმა მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო რაც შეეხება კ---------------–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ბ--------–--ის, ლ-–--–----–---–---–ის და ა-----–----–--ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ბრალდებულ ა-------------–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 25,181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებას, უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ვერ დადასტურდა ბრალდებულთა მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა და შესაბამისად, ისინი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდნენ.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრული დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციას და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. იგივე არის განცხადებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. რადგან ბრალდებულები თავს ნაწილობრივ სცნობდნენ დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოიკვლია ბრალდების მხარის ყველა სადავო მტკიცებულება, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ ბრალდებულებმა: კ---------------–---–მა, ბ--------–--ემ, ლ-–--–----–---–---–მა და ა-----–----–--ემ ჩაიდინეს ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ხოლო რაც შეეხება კ---------------–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ბ--------–--ის, ლ-–--–----–---–---–ის და ა-----–----–--ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ა-------------–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 25,181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებას, ბრალდებულები უნდა გამართლდნენ, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული იმ პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდნენ მათ მიმართ წარდგენილ ზემოაღნიშნულ ბრალდებას.

საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა დაწესებული ცემის ან სხვაგვარი ძალადობისათვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ძალადობრივ ქმედებას ცემის სტატუსი ენიჭება იმ შემთხვევაში, როდესაც მოძალადე მსხვერპლს სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას აყენებს, ხოლო სხვაგვარი ძალადობა გამოიხატება ერთჯერად ძალადობრივ აქტში, მაგალითად ხელის ერთხელ დარტყმაში. დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია ფიზიკური ტკივილის გამოწვევა.

საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. მართალია, ცემა ან სხვაგვარი ძალადობა არ იწვევს ჯანმრთელობის დაზიანებას, მაგრამ იგი მაინც შეიძლება ჩაითვალოს ჯანმრთელობის საწინააღმდეგო დანაშაულად. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე დარტყმა ან სხვაგვარი ძალადობა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და, ამდენად, მეტნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ძალადობით მოქმედებაში და მიზეზობრივ კავშირშია მოქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. აღნიშნული დანაშაულის ჩადენის ხერხს და საშუალებას კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით ან რაიმე მკვრივი საგნით. სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაული პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება და სუბიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი შერაცხადი პირი 14 წლის ასაკიდან. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია დაზარალებულისათვის როგორც ფიზიკური ტკივილის მიყენების ფაქტი, ისე მიზეზობრივი კავშირი განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს. სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის ჩადენის დროის განსაზღვრას მნიშვნელობა აქვს კანონის უკუძალის საკითხის გადასაწყვეტად, რადგან სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ სისხლის სამართლის კანონი ამკაცრებს სასჯელს, მას უკუძალა არ გააჩნია.

სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) კრიმინალიზებული იყო ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის დღეს მოქმედი რედაქციით, სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილის დისპოზიცია იდენტური შინაარსით გადავიდა 126-ე მუხლის პირველ ნაწილში, თუმცა ამ დანაშაულისათვის დამძიმდა სასჯელი.

სასამართლო აღნიშნავს, რომ ა-----–----–--ის, ბ--------–--ის, ლ-–--–----–---–---–ის და კ---------------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება - ცემა რამაც დაზარალებულის ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილია 2015 წლის 26 თებერვალს. სისხლის სამართლის კოდექსის 2016 წლის 14 დეკემბრიდან მოქმედი რედაქცია აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას - ამკაცრებს სასჯელს. შესაბამისად, ახალ კანონს უკუძალა ვერ მიენიჭება და ბრალდებულთა ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა უნდა განისაზღვროს ქმედების ჩადენის დროს მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).

სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას კი, სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სწორედ სამართლიანი განხილვის უფლებიდან.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები კ---------------–---–ის, ბ--------–--ის, ლ-–--–----–---–---–ის და ა-----–----–--ის მიერ განხორციელებულ ცემასთან დაკავშირებით ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია, პირდაპირ მიემართება და რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენისათვის.

ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა (შენკი შვეიცარიის წინააღმდეგ (Schenk v. Switzerland), განაცხადი no. 10862/84, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება, პუნქტები 45-46).

ამასთან, როგორც წესი, მტკიცებულება, მისი რელევანტურობა ფასდება ეროვნული სასამართლოების და არა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barberà, Messegué, Jabardo v. Spain), განაცხადები nos. 10588/83, 10589/83, 10590/83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება, პუნქტი 68).

ამდენად, ა-----–----–--ე, ბ--------–--ე, ლ-–--–----–---–---–ი და კ---------------–---–ი ცნობილი უნდა იქნენ დამნაშავედ მხოლოდ ა-------–---------–---–ის ცემისთვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ხოლო ბრალდების სხვა ნაწილში უნდა გამართლდნენ. ასევე, უნდა გამართლდეს ა-------------–---–ი მისთვის წარდგენილ ბრალდებაში სრულად.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

კ---------------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

ბ--------–--ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

ლ-–--–----–---–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

ა-----–----–--ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო უთითებს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედაც სასჯელს.

სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულების პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულების პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულების მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მისი განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და წარსულ ცხოვრებას. ამდენად, დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულებს უნდა დაენიშნოთ შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმის სახით.

 

ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

- დისკები დალუქული 6 პაკეტად, უნდა დაერთოს საქმეს და შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

- ჩხრეკის დროს ამოღებული ბრალდებულების: ა-----–----–--ის, კ---------------–---–ის და ლ-–--–----–---–---–ის მობილური ტელეფონები, დალუქული 3 პაკეტად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას, უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს;

- ე.წ. „ბიტა“ დალუქული ერთ პაკეტად, უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 270-ე, 271-276-ე, 277-278-ე , 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. კ---------------–---–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

2. კ---------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ და საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად (პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით - 2015 წლის 26 თებერვლიდან 2015 წლის 21 მარტის ჩათვლით), მთლიანად გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

3. კ---------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

4. ა-------------–---–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 25,181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

5. განემარტოს გამართლებულს უფლება, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

6. ბ--------–--ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

7. ბ--------–--ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

8. ბ--------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ და საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად (პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით - 2015 წლის 26 თებერვლიდან - 2015 წლის 02 მარტის ჩათვლით), მთლიანად გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

9. ბ--------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა - 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, გადაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

10. ლ-–--–----–---–---–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

11. ლ-–--–----–---–---–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

12. ლ-–--–----–---–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ და საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად (პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით - 2015 წლის 26 თებერვლიდან 2015 წლის 02 მარტის ჩათვლით), მთლიანად გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

13. ლ-–--–----–---–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

14. ა-----–----–--ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

15. ა-----–----–--ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

16. ა-----–----–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

17. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 28 მარტის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 500 ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა-----–----–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დანარჩენი ნაწილი 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი.

18. მსჯავრდებულ ა-----–----–--ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 21 მარტიდან და მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს მიმდინარე საქმეზე პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 26 თებერვლიდან 2015 წლის 06 მარტის ჩათვლით.

19. პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს თბილისის პრობაციის ბიუროს ა-----–----–--ის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - ქ------–--------–----------------------–-------------------------- და მასვე, სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

20. ა-----–----–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 04 მარტის განჩინებით დაყადაღებული ბ------------–---- (პირადი №-----------) კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე - ქ-------–--------–----------------------------------------------–-----------------ში, (ს/კ №-----------------------), გირაოს სახით შეფარდებული ფულადი თანხის - 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ამოღების მიზნით, ამ ნაწილში, მიექცეს აღსასრულებლად ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

21. ნივთმტკიცება:

- დისკები დალუქული 6 პაკეტად, დაერთოს საქმეს და შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

- ჩხრეკის დროს ამოღებული ბრალდებულების: ა-----–----–--ის, კ---------------–---–ის და ლ-–--–----–---–---–ის მობილური ტელეფონები, დალუქული 3 პაკეტად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს;

- ე.წ. „ბიტა“ დალუქული ერთ პაკეტად, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.

22. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

23. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე

 

დავით მგელიაშვილი