განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/2012-18
გამოძიების №--------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
სასამართლოს დასახელება
18 თებერვალი, 2020 წელი ქ.თბილისი
თარიღი ადგილი
მოსამართლე - დავით მგელიაშვილი
სხდომის მდივნი - ლელა აბალიშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე
ბრალმდებლები - ლ-–--–----------, ი-------------
დაცვის მხარე
დამცველები - ი------------–---–-, მ-------------–---
ბრალდებული - გ--------------------------------------–---–-, დაბადებული - 1----–-–------------, პირადი №-----------, დაოჯახებული, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, შ----------------------------–-------–-–------------------------------–---------------------------–------------------------–---------------–-------------–--------------, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–------------------------------------–----------------------------ში.
კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით - 2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია).
ბრალდებული - ნ-----–-----------–------------–-, დაბადებული - 1----–-–----------------, პირადი №-----------, დაოჯახებული, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, შ----------------------------–-------–-–------------------------------–---------------------------–------------------------–---------------–-------------–--------------, ამჟამად ს----------–-----------–---------------------------–------–-----------------------–-–-------------------------–---–--------------–-------------------–--------------, რეგისტრირებული: ქ. თ---–-----–-----------–---–------------–-, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–------------–------------------------------------–--
კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით - 2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია).
ბრალდებული - ა---------–-------------------–-------–-- დაბადებული - 1----–-–------------------, პირადი №------------ დაოჯახებული, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, შ----------------------------–-------–-–------------------------------–---------------------------–------------------------–---------------–----------------------–----------------–-, ამჟამად ს----–-–---------–-------–---–---------------------------–------------–--------------------------------–----------------, რეგისტრირებული: ქ------–-------–------------------------------–-, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–---------–----–--–------------------------–-.
კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით - 2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა:
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 11 აგვისტოს ბრძანებით, გ--------------------–---–ი დაინიშნა შ----------------------------–-------–-–------------------------------–---------------------------–------------------------–---------------–-------------–--------------ს თანამდებობაზე და „საჯარო სამსახურის“ შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად წარმოადგენდა მოხელეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 31 იანვრის ბრძანებით, ნ-----–-----------–ი დაინიშნა შ----------------------------–-------–-–------------------------------–---------------------------–------------------------–---------------–-------------–--------------ს თანამდებობაზე და „საჯარო სამსახურის“ შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად წარმოადგენდა მოხელეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 08 სექტემბრის ბრძანებით, ა---------–-–-------–ი დაინიშნა შ----------------------------–-------–-–------------------------------–---------------------------–------------------------–---------------–----------------------–----------------–-ს თანამდებობაზე და „საჯარო სამსახურის“ შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად წარმოადგენდა მოხელეს.
2005 წლის 29 ოქტომბერს, გვიან ღამით, გ-------------–---–ი, დ--------------ე, მისი მეუღლე - ა------------ე, ი-–-----------–---–ი და მისი მეუღლე - თ--------------–---–ი სტუმრად იმყოფებოდნენ მეგობრის ბინაში, მდებარე - ქ------–--–--------------------–-. გ-------------–---–ი შედარებით ადრე წავიდა აღნიშნული ადგილიდან და დარჩენილ მეგობრებს მანქანით ელოდებოდა დ---–---- ქუჩის ასახვევთან. ცოტა ხანში მისკენ მიმავალი ი-–-----------–---–ი, რომელსაც უკან მისდევდნენ თ--------------–---–ი და ა------------ე, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ ინსპექტორებმა - ნ-----–-----------–მა და გ--------------------–---–მა. შემოწმების პროცესში, ავტომანქანიდან გადავიდა გ-------------–---–ი, რომელიც გამოესარჩლა მეგობრებს და სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა პატრულის თანამშრომლებთან. სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც გ--------------------–---–მა და ნ-----–-----------–მა გადაამეტეს თავიანთ სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ცემა დაუწყეს გ-------------–---–ს. კერძოდ, ეს უკანასკნელი წააქციეს მიწაზე და ურტყამდნენ ხელებსა და ფეხებს სახისა და ტანის არეში. მათი ქმედებები არ იყო მიმართული გ-------------–---–ის დაკავებისკენ და აშკარად სცილდებოდა პირის დაკავებისათვის გამოსაყენებელი პროპორციული ძალის ფარგლებს. ცოტა ხანში ადგილზე მივიდა დ--------------ე, რომელიც შეეცადა გ-------------–---–ის დახმარებას და სიტუაციის განმუხტვას, მაგრამ გ--------------------–---–მა და ნ-----–-----------–მა გ-------------–---–ის მსგავსად მასაც დაუწყეს ცემა. დამხმარე საპატრულო ეკიპაჟების მისვლის შემდეგ კი, გ-------------–---–ი და დ--------------ე დააკავეს და გადაიყვანეს ქ-------–------- დ------------------------------–-------ში.
ხსენებულ იზოლატორში, გ-------------–---–ი და დ--------------ე შეიყვანეს საგამოძიებო ოთახში, სადაც ცოტა ხანში მივიდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელი ა---------–-–-------–ი. საუბრისას ა---------–-–-------–მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა გ-------------–---–ს, რის საპასუხოდაც ამ უკანასკნელმა ა---------–-–-------–ს ხელი დაარტყა სახის არეში. აღნიშნულზე, ა---------–-–-------–მა გადაამეტა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას და პოლიციის რამოდენიმე სხვა თანამშრომელთან ერთად ცემა დაუწყო გ-------------–---–ს და დ--------------ეს. ორივეს სცემდნენ ხელებით და ფეხებით. ცემისას, ა---------–-–-------–მა გ-------------–---–ს შუშის ჭიქა ჩაარტყა თავში, რის გამოც ჭიქა დაიმსხვრა და გ-------------–---–ს წამოუვიდა სისხლი. გ-------------–---–ისა და დ--------------ის ცემა გრძელდებოდა დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში.
ნ-----–-----------–ის, გ--------------------–---–ის და ა---------–-–-------–ის მიერ განხორციელებულმა ქმედებებმა გ-------------–---–ისა და დ--------------ის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ გ--------------------–---–ის, ნ-----–-----------–ის და ა---------–-–-------–ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას
მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის - გ-------------–---–ის ჩვენებით დასტურდება შემდეგი: 2005 წლის 28 ოქტომბერს, დაახლოებით 15:00 საათიდან 16:00 საათამდე დროის შუალედში, მეგობარებთან: დ--------------ესთან, ი-–-----------–---–თან, თ--------------–---–თან და ა------------ესთან ერთად სტუმრად იმყოფებოდა მეგობრის - დ---------------–---–ის სახლში. დ---------------–---–თან მოილხინეს, მიირთვეს ალკოჰოლური სასმელი და შემდეგ გადაწყვიტეს დ--------------ის დედის მეგობრის - ხ--------–------ის დაბადების დღეზე წასვლა. მივიდნენ საბურთალოზე, კ--------- ჩიხში, დ--------------ის კუთვნილი „ოპელ ომეგას“ მარკის ავტომანქანით. იქაც მიირთვა რამდენიმე ჭიქა ალკოჰოლური სასმელი, თავი იგრძნო შეუძლოდ და გადაწყვიტა მანქანაში დალოდებოდა მეგობრებს. დ--------------ეს გამოართვა გასაღები და ელოდებოდა მანქანაში, თუმცა შემდეგ წავიდა დ---–---- ქუჩის მიმართულებით. გზა აებნა და ვეღარ მივიდა მეგობრებთან, რის გამოც დაუკავშირდა ი-–-----------–---–ს და სთხოვა თავად მისულიყვნენ. მისგან დაახლოებით 20 მეტრში დაინახა ი-–-----------–---–ი, რომელსაც უკან მიყვებოდა თ--------------–---–ი და ა------------ე. შემდეგ, დაინახა რომ მისი მეგობრები ესაუბრებოდნენ პოლიციის თანამშრომლებს და გაიგონა გოგონების აღელვებული ხმა. სიტუაციაში გასარკვევის მიზნით, ის გადავიდა ავტომანქანიდან და მიუახლოვდა მეგობრებს, რა დროსაც გ--------------------–---–მა შეაგინა და შეურაცხყოფა მიაყენა, რაც გააპროტესტა, უთხრა თუ რატომ აკადრებდა ასეთ სიტყვებს და დაუწყო ძიძგილაობა. აღნიშნულის გამო, ნ-----–-----------–მა დააგდო ძირს და დაუწყო მუშტებით ცემა, ხოლო გ--------------------–---–ი ზემოდან ურტყამდა წიხლებს. მისი ცემა გაგრძელდა დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში, ხოლო როდესაც დამხმარე ეკიპაჟი მივიდა, დააკავეს და ცდილობდნენ მის მანქანაში იძულებით ჩამას, რასაც არ ემორჩილებოდა, რადგან მისთვის შეურაცხმყოფელი იყო ასეთი ფორმით დაკავება. საბოლოოდ, ბორკილდადებული მაინც ჩასვეს საპატრულო პოლიციის ავტომანქანაში და დ------------------------------–-------ში გადაიყვანეს. დასაკითხ ოთახში შეიყვანეს, სადაც შევიდა გამომძიებელი ა---------–-–-------–ი, რომელიც „ციხეში ჩალპობით“ დაემუქრა, დედის მისამართით შეაგინადა და სახის არეში გაარტყა. მან თავი შეურაცხყოფილად იგრძნო და თავადაც დარტყმით უპასუხა, რის გამოც იქ მყოფმა პოლიციის თანამშრომლებმა დააგდეს ძირს და დიდი ხნის განმავლობაში სცემდნენ ჯერ ხელებით, მერე ფეხებით. ბოლოს კი, ჭიქა გადაამტვრიეს თავზე და სისხლი წამოუვიდა. დ--------------ე მასთან ერთად იმყოფებოდა და სიტყვიერად შეეწინააღმდეგა, რის გამოც ისიც სცემეს.
ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა - დ--------------ემ და დამატებით განმარტა, რომ ყველაზე ბოლოს მივიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დაინახა გაჩერებული პატრულის მანქანა და გაიგონა ჩხუბის ხმა. ადგილზე მისვლისას დახვდა ასეთი სურათი - გ-------------–---–ი ეგდო ძირს და პატრულის ორი თანამშრომელი ურტყამდა, ხოლო ი-–-----------–---–ი აშველებდა. პატრულის თანამშრომელს მოჰკიდა ხელი და ჰკითხა თუ რა ხდებოდა, რაზეც შეაგინეს და ხელი დაარტყეს. დაახლოებით ხუთი წუთის შემდეგ ჩაჯდა მანქანაში და გაიქცა ს------- მოედნისკენ, თუმცა შენიშნა, რომ მისი მეგობრები არ ისხდნენ მანქანაში და უკან დაბრუნდა. დაბრუნებისას დაინახა, რომ გ-------------–---–ი საპატრულო პოლიციის მანქანაში ჰყავდათ ჩასმული. მას კვლავ მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, დააკავეს და გადაიყვანეს დ------------------------------–-------ში. მას დაზიანებები ჰქონდა თავის და ზურგის არეში, ხოლო გ-------------–---–ს - სახის და სხეულის სხვადასხვა ადგილას. დ------------------------------–-------ში მიყვანისთანავე მოხდა მათი შემოწმება. შემდეგ, გ-------------–---–თან ერთად მოათავსეს დასაკითხ ოთახში, სადაც შევიდა გამომძიებელი და გ-------------–---–ს უსვამდა კითხვებს, ხოლო შემდეგ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც გ-------- ხელი გაარტყა. გ-------- დარტყმას პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მოჰყვა აგრესია და ორივე მაგრად სცემეს. მის მეგობარს ჭიქაც კი დაამსხვრიეს თავზე.
ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა ი-–-----------–---–მა და დამატებით განმარტა, რომ დ--------------ე დაუკავშირდა და უთხრა, რომ იმყოფებოდა სავარაუდოდ სპორტის სასახლესთან, რის გამოც გაეშურა მის სანახავად მეუღლესთან - თ--------------–---–თან და მეგობართან - ა------------ესთან ერთად. გზად პატრულის ორმა თანამშრომელმა გააჩერა და მობილური ტელოფონის წარმომავლობით დაინტერესდა, რაზეც უპასუხა რომ ტელეფონი მას ეკუთვნოდა. თ--------------–---–მა და ა------------ემაც დაუდასტურეს, რომ მათი ახლობელი იყო და ტელეფონი ნამდვილად მისი იყო. გოგონები დატოვა პატრულის თანამშრომლებთან და ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად გავიდა, რა დოსაც გაიგონა მისი მეუღლის ხმა „ი-–-- გვიშველეო“ და გაემართა მათი მიმართულებით. ადგილზე მისულმა დაინახა თუ როგორ ურტყამდა პატრულის ორი თანამშრომელი გ-------------–---–ს ხელებს და ფეხებს სახის, მუცლის და ფეხის არეში, ხოლო გ-------------–---–ი აგინებდა და იქნევდა ხელებს. ამ დროს გ-------------–---–ი წაიქცა და ცდილობდა მის წამოყენებას, რა დროსაც მასაც დაარტყეს ხელი პატრულის თანამშრომლებმა. მათვე სცემეს დ--------------ესაც. მერე მივიდა დამხმარე ეკიპაჟი და სამივე დ------------------------------–-------ში გადაიყვანეს, სადაც კვლავ მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მოწმის განმარტებითვე, შემთხვევამდე გ-------------–---–თან ერთად იყო მთელი დღე და იცის, რომ მას დაზიანება არ ჰქონია.
ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა თ--------------–---–მა და დამატებით განმარტა, რომ შემთხვევამდე დაზიანებები არცერთ დაზარალებულს არ ჰქონია.
ანალოგიური შინაარსის ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას მოწმის სახით დაკითხულმა ა------------ემ (უდავო მტკიცებულება), რომლის მიხედვითაც - გ-------------–---–ი ბინიდან ადრე გავიდა, ხოლო მისი მეუღლე - დ--------------ე მასპინძელთან შეყოვნდა. ამასთანავე, პატრულის ორი თანამშრომლის მიერ მათი შეჩერებისას, ადგილზე მივიდა გ-------------–---–ი და იკითხა თუ რა ხდებოდა, რაც პოლიციის თანამშრომლებმა გაიკვირვეს და აგრესიულად ჰკითხეს თუ ვინ იყო და რა უნდოდა, რამაც გაამძაფრა სიტუაცია და დაიწყო ხელჩართული ჩხუბი, რა დროსაც გ-------------–---–ი წაიქცა. სწორედ, ამის შემდგომ მოვიდა ი-–-----------–---–ი, რომელიც გაშველებას ცდილობდა და დ--------------ე, რომელიც თავადაც ჩაერთო ჩხუბში. მას შემდეგ, რაც ძირს წაქცეული მეუღლე დაინახა შეშინდა და გაიქცა ხ--------–------ის დასაძახებლად. შეკრებილი ხალხი პატრულის თანამშრომელთა მხრიდან მოქალაქეთა უმოწყალოდ ცემის გამო გამოხატავდა უკმაყოფილებას, თუმცა უშუალოდ ინციდენტში არავინ ჩარეულა. მოწმის ჩვენებითვე, გ-------------–---–ის დაკავება საწყის ეტაპზევე არ წარმოადგენდა პრობლემას, ვინაიდან იგი მარტო იმყოფებოდა.
სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა ხ--------–------მა დაადასტურა ა------------ის მიერ მიწოდებული ინფორმაციაა და დამატებით განმარტა, რომ მას დასახმარებლად დაუძახა ა------------ემ და შემთხვევის ადგილზე მისულმა დაინახა, რომ გ-------------–---–ი და დ--------------ე მიყვანილი იყვნენ პოლიციის მანქანასთან და პოლიციის თანამშრომლები ცდილობდნენ მანქანაში მათ ძალით ჩასმას, თუმცა ისინი წინააღმდეგობას უწევდნენ.
მოწმე ლ----------ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ შემთხვევის ღამეს 26 მაისის მოედანზე, სასტუმრო აჭარის მიმდებარედ, ეკიპაჟმა ითხოვა დახმარება და მეწყვილესთან ა-–------------------–---–თან ერთად მივიდა შემთხვევის ადგილზე. დაინახა გ-------------–---–ს ედო ხელბორკილი და პოლიციის თანამშრომლები ცდილობდნენ მის მანქანაში ჩასმას, თუმცა გ-------------–---–ი უწევდა წინააღმდეგობას, ფეხები ჰქონდა მიბჯენილი მანქანაზე და ურტყამდა მანქანას. გ-------------–---–ს დაუკავა ფეხები, ხოლო მეწყვილემ მხრებში მოკიდა ხელი და ორი ინსპექტორის დახმარებით ჩასვეს მანქანაში. გ-------------–---–ის სახის და შუბლის არეში აღენიშნებოდა დაზიანებები. მისი თანამშრომლების მიერ გ-------------–---–ი გადაყვანილ იქნა დ------------------------------–-------ში. შემდეგ, მიიღო დავალება, რომ გ-------------–---–ი გადაეყვანა ნარკოლოგიურ ცენტრში, რომელიც გადაიყვანა ა-–------------------–---–თან ერთად.
ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე ა-–------------------–---–მა და დამატებით განმარტა, რომ გ-------------–---–ს შუბლზე და ტუჩის არეში აღენიშნებოდა დაზიანებები და სდიოდა სისხლი.
მოწმე გ--–--------–---–ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ შემთხვევის დღეს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას მეწყვილე - რ-------------–--ესთან ერთად საბურთალოს ტერიტორიაზე. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ითხოვა დახმარება დ---–---- კუთხის ასახვევთან და შესაბამისად, მივიდნენ აღნიშნულ მისამართზე. ადგილზე დახვდათ საპატრულო პოლიციის ორი თანამშრომელი: ნ-----–-----------–ი და გ--------------------–---–ი, რომლებიც ცდილობდნენ ორი პირის დაკავებას, თუმცა აღნიშნული პირები არ ემორჩილებოდნენ და უწევდნენ წინააღმდეგობას. დაეხმარა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს და დააკავა დ--------------ე, რომლისთვისაც დაზიანებები არ შეუნიშნავს. გ-------------–---–ს სახის არეში აღენიშნებოდა დაზიანება, თუმცა რა გარემოებაში მიიღო არ იცის. დ--------------ე გადაიყვანა დ------------------------------–-------ში, სადაც შეადგინა დაკავების ოქმიც, ვინაიდან ადგილზე ხალხმრავლობა იყო და ოქმის შედგენა შეუძლებელი იყო.
ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე რ-------------–--ემაც.
მოწმე მ---------–---------–---ის ჩვენებით (უდავო მტკიცებულება) დადგენი-–--, რომ გ-------------–---–ისა და დ--------------ის დაკავების ადგილზე არ ყოფილა, დაკავების ფაქტის შესახებ ეცნობა მობილურ ტელეფონზე, თუმცა დაკავების ოქმები მის მიერ შემოწმებული იქნა თ---–------- დ------------------------------–--------- ეზოში, რომელიც დაადასტურა ხელისმოწერით.
მოწმე დ--------–--–-–---–ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ 2005 წლის 29 ოქტომბერს, ღამის საათებში, მეწყვილე დ---------------–თან ერთად სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა ვ---------------–--- ტერიტორიაზე, რა დროსაც რადიოსადგურის მეშვეობით საპატრულო ეკიპაჟმა ითხოვა დახმარება დ---–----------- ქუჩის ასახვევთან. მისი ეკიპაჟის მისვლის დროისათვის, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟი, რომელთაც უკვე დაკავებული და ავტომობილში მოთავსებული ჰყავდათ გ-------------–---–ი, რომელიც გამოირჩეოდა აგრესიულობით. დაკავებულს დაზიანებები ჰქონდა შუბლის არეში და სისხლი სდიოდა ტუჩიდან. მის ეკიპაჟს ავტომობილში ჩაუსვეს დ--------------ე, რომელსაც შუბლთან ჰქონდა მცირე დაზიანება და ხელმძღვანელობის მითითებით, მესამე პატრულის თანამშრომელ გ--–--------–---–თან ერთად, დაკავებული გადაიყვანა თბილისის მთავარ სამმართველოში მდებარე იზოლატორში.
მოწმე ლ-–----–-----ის ჩვენებით (უდავო მტკიცებულება) დადგენი-–--, რომ 2005 წლის 29 ოქტომბერს, მისი ეკიპაჟი მივიდა დასახმარებლად დ---–---- ქუჩის კუთხეში, რა დროსაც მანქანაში მსხდომ დაკავებულებს: გ-------------–---–სა და დ--------------ეს სახის არეში უკვე აღენიშნებოდათ სისხლი.
მოწმის სახით დაკითხული ვ----–-----–---–ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ 2005 წლის ოქტომბრის თვეში მუშაობდა თ---–------- დროებითი მოთავსების ი-----–-------–--------------------------–------- პოზიციაზე. მის მოვალეობაში შედიოდა დაკავებულის საკანში შეყვანა-გამოყვანა გამომძიებელთან ან ადვოკატთან, საკვების მიწოდება და მორიგეობა საკნებს შორის სივრცეში. მუშაობდა ყოველ მესამე დღეს, 24 საათიან რეჟიმში, რა დროსაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება უწევდა ოთხ ინსპექტორსა და ერთ პასუხისმგებელ მორიგეს. იზოლატორში დაკავებული პირის მიღება ხდებოდა შემდეგნაირად: იზოლატორის კარებიდან დაირეკებოდა ზარი, აწვდიდნენ დაკავების ოქმს, რომელიც მიჰქონდა მორიგესთან, მერე ტარდებოდა ჟურნალში და ოპერატიული მორიგის მითითებით დაკავებული თავსდებოდა საკანში. მუშაობის განრიგი აისახებოდა სამორიგეო ჟურნალში, სადაც ფიქსირდებოდა რომელი საათიდან რომელ საათამდე მორიგეობდნენ. 2005 წლის 28 ოქტომბრის 09:00 საათიდან - 29 ოქტომბრის 09:00 საათამდე მორიგეობდა ცვლაში თანამშრომლებთან: ზ--------------–თან, გ--–----------–---–თან და შ--–----------–---–თან ერთად. ღამის საათებში, პატრულის თანამშრომლებმა ერთდროულად შეასახლეს სამი დაკავებული, მათ შორის გ-------------–---–ი და დ--------------ე, თუმცა მესამე დაკავებული მალევე გაიყვანეს. გ-------------–---–სა და დ--------------ეს იზოლატორში შემოსახლებისას სახეზე ეტყობოდათ დაზიანებები, იყვნენ შეწითლებული და ერთ-ერთს სახეზე ჰქონდა სისხლდენა. გ-------------–---–ი იყო აგრესიული და იგინებოდა. პოლიციის თანამშრომლებმა დაკავებულები გაიყვანეს საგამოძიებო ოთახში, საიდანაც ცოტა ხანში მოესმა გინებისა და ჩხუბის ხმა, თუმცა თვითონ არ მისულა ოთახთან, რადგან ამ გადაწყვეტილებას პასუხისმგებელი მორიგის - რ-----------ის გარეშე ვერ მიიღებდა, რის შემდგომაც საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა დაკავებულები გაიყვანეს ნარკოლოგიურ შემოწმებაზე და მოგვიანებით უკანვე დააბრუნეს. დაკავებულებს დაზიანებები ჰქონდათ როგორც იზოლატორში შესახლებისას, ასევე ნარკოლოგიურში გაყვანისას, რა დროსაც უფრო მეტი დაზიანება იკვეთებოდა. ამასთან, პოლიციის თანამშრომლები და გამომძიებლები, რომლებმაც დაკავებულები შეასახლეს, არავითარ შემოწმებას არ დაქვემდებარებიან.
ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა გ--–----------–---–მა და დამატებით განმარტა, რომ შემთხვევის დროს მუშაობდა თბილისის N2 დ------------------------------–-------–--------------------------ს თანამდებობაზე. 2005 წლის 29 ოქტომბრის მორიგეობისას 03:00 საათიდან 07:00 საათამდე უწევდა შესვენება, თუმცა ზუსტად 03:00 საათზე მოხდა ნასვამი გ-------------–---–ის შესახლება იზოლატორში, რის გამოც თავად დაესწრო მის გარეგნულ დათვალიერებას. გ-------------–---–ს იზოლატორში შესახლებისას უკვე აღენიშნებოდა დაზიანებები, რაც დეტალურად აღიწერა მისი შეყვანისთანავე სამედიცინო დათვალიერებისას და აისახა შესაბამის ოქმში. ადასტურებს პასუხისმგებელი მორიგის, ექიმისა და უშუალოდ მისი მონაწილეობით შედგენილი გარეგნული დათვალიერების ოქმის ავთენტურობას და ოქმში ასახულ გარემოებებს, სადაც აღწერი-–-- გ-------------–---–ის დაზიანებები. მოწმის განმარტებითვე, დათვალიერების შემდგომ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა გ-------------–---–ი გაიყვანეს საგამოძიებო ოთახში, საიდანაც გამოდიოდა ხმაური.
მოწმის სახით დაკითხული ა---------–-------–---–ის ჩვენებით (უდავო მტკიცებულება) დადგენი-–--, რომ 2005 წლის 29 ოქტომბრის მდგომარეობით, იგი მოთავსებული იყო ქ. თბილისის N2 დ------------------------------–--------- ერთ-ერთ საკანში, სადაც გვიან ღამით შეასახლეს სასტიკად ნაცემი გ-------------–---–ი. გ-------------–---–ს სახე დასისხლიანებული, თვალები კი ჩალურჯებული ჰქონდა და როგორც თვითონ აღნიშნავდა, პოლიციელებმა სცემეს და მთელი სხეული სტკიოდა.
მოწმის სახით დაკითხული ნ-------------ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ 2005 წლის ოქტომბერში მუშაობდა ქ-------–---------–-–--------------------------–--------------------------------–-------- პოზიციაზე. მას ეკისრებოდა ქ-------–------- დ------------------------------–-------ში შესახლებული პირებისათვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და გარეგნული დათვალიერება სხეულზე არსებული დაზიანებების გამოვლენის მიზნით. მისი სამუშაო კაბინეტი მდებარეობდა მეორე სართულზე, ხოლო იზოლატორი სარდაფში, სადაც ჩადიოდნენ დაკავებულთა შესახლებისას, მათი ჩხრეკის პარალელურად, გამოძახების საფუძველზე. თითოეული სამედიცინო მომსახურების აღრიცხვა ხორციელდებოდა შესაბამის ჟურნალში. დ------------------------------–-------ში შესახლებული თითოეული პირი აუცილებლად გადიოდა სამედიცინო შემოწმებას, რაც გულისხმობდა მისგან ჩივილების გამოკითხვას და გარეგნულად დათვალიერებას, რის შესახებაც დგებოდა „გარეგნული დათვალიერების ოქმი.“ ოქმს ადგენდა დ------------------------------–--------- თანამშრომელი. მოწმემ დაადასტურა ,,დაკავებულის გარეგნული დათვალიერების ოქმში“ ასახული გარემოებები. კერძოდ ის, რომ დ--------------ეს მარჯვენა საფეთქლის და ყვრიმალის არეში აღენიშნებოდა ექსკორიაცია, მარჯვენა მხრის არეში ექსკორიაცია, ზურგისა და წელის არეში ექსკორიაცია. გ-------------–---–ს აღენიშნებოდა შუბლზე მარცხენა მხარეს დიდი ზომის ჰემატომა, მარჯვენა მხარეს საფეთქლის არეში დიდი ზომის ჰემატომა, მარცხენა თვალბუდისა და ყვრიმალის არეში დიდი ზომის ჰემატომა და ექსკორიაციები, ტუჩების არეში ჰემატომა და სისხლდენის კვალი კისრისა და ბეჭების არეში, ასევე ზურგზე დიდი ზომის ჰემატომა და ექსკორიაციები. გ-------------–---–ისა და დ--------------ის დაზიანებები ოქმში დაფიქსირებულია მის მიერ და ოქმში ჩაწერი-–-- სწორედ მისი კარნახის საფუძველზე, რასაც ადასტურებს ხელმოწერითაც. ნ-------------ემ დაადასტურა ასევე 2005 წლის „დ------------------------------–-------ში მოსათავსებლად მიღებული პირების პირველადი გამოკითხვისა და სამედიცინო დახმარების აღმოჩენის ჟურნალში“ ი-–-----------–---–თან დაკავშირებით არსებული ჩანაწერის უშუალოდ მის მიერ შედგენა და განმარტა, რომ ამ ჩანაწერის მიხედვით ი-–-----------–---–ი განიცდიდა ზოგად დისკომფორტს და განაცხადა, რომ „საერთოდ მოწყვეტი-–--“, რაც პაციენტის ფრაზაა. ობიექტურად პულსი ჰქონდა 98, წნევა - 130/80, ტემპერატურა ნორმა, დიაგნოზი - სიტუაციური ნევროზი, მიეცა მედიკამენტი ,,ვალერიანი“ 2 აბი და ,,სომნოლი“ 1 აბი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ---------------ემ და გ----------------ემ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ნამდვილობა და ავთენტურობა.
2005 წლის 29 ოქტომბრის ეჭვმიტანილის დაკავების ოქმით დადგენი-–--, რომ დ--------------ის ოქმის შემდგენი და დამკავებელი პირი არის გ--–--------–---–ი. დ--------------ე დაკავებულ იქნა 2005 წლის 29 ოქტომბერს 02:30 საათზე, იზოლატორში მიიყვანეს - 03:00 საათზე, ოქმი შეადგინეს - 03:10 საათზე იზოლატორში, ხოლო ოქმის დადასტურება მოხდა - 03:40 საათზე მ. ლ---------–---ის მიერ.
2005 წლის 29 ოქტომბრის ეჭვმიტანილის დაკავების ოქმით დადგენი-–--, რომ ოქმის შემდგენი და დამკავებელი პირი არის - რ-------------–--ე. გ-------------–---–ი დაკავებული იქნა 2005 წლის 29 ოქტომბერს 02:30 საათზე, იზოლატორში მიიყვანეს - 03:00 საათზე, ოქმის შედგენი-–-- - 03:10 საათზე იზოლატორში, ხოლო ოქმის დაადასტურა მოხდა - 03:40 საათზე მ. ლ---------–---ის მიერ.
2005 წლის 29 ოქტომბრის ალკოჰოლურ თრობაზე სამედიცინო შემოწმების N------ ოქმით დადგენი-–--, რომ დ--------------ეს (05:25 სთ) დაუდგინდა მსუბუქი ალკოჰოლური თრობა.
2005 წლის 29 ოქტომბრის ალკოჰოლურ თრობაზე სამედიცინო შემოწმების N------ ოქმით დადგენი-–--, რომ გ-------------–---–ს (05:35 სთ) დაუდგინდა მსუბუქი ალკოჰოლური თრობა.
2005 წლის 29 ოქტომბრის დ------------------------------–-------ში შედგენილი დაკავებულის გარეგნული დათვალიერების N---- ოქმით დადგენი-–--, რომ 2005 წლის 29 ოქტომბერს 03:00 საათზე ოქმი შეადგინა მორიგე რ-----------ემ, იზოლატორის თანამშრომელ გ--–----------–---–ისა და ექიმ ნ-------------ის მონაწილეობით. აღნიშნული ოქმით დგინდება, რომ იზოლატორში შესახლების მომენტში გ-------------–---–ს აღენიშნებოდა შემდეგი დაზიანებები: შუბლზე, მარცხენა მხარეს დიდი ზომის ჰემატომა; მარჯვენა საფეთქლის არეში დიდი ზომის ჰემატომა; მარცხენა თვალბუდისა და ყვრიმალის არეში დიდი ზომის ჰემატომა და ექსკორიაციები; ტუჩების არეში ჰემატომა და სისხლდენის კვალი; კისრის და ბეჭების არეში, ასევე მთელ ზურგზე დიდი ზომის ექსკორიაციები და ჰემატომები.
2005 წლის 29 ოქტომბრის დ------------------------------–-------ში შედგენილი დაკავებულის გარეგნული დათვალიერების N---- ოქმით დადგენი-–--, რომ 2005 წლის 29 ოქტომბერს 03:00 საათზე შედგენილ იქნა ოქმი პასუხისმგებელი მორიგე რ-----------ის, იზოლატორის თანამშრომელ შ--–----------–---–ისა და ექიმ ნ-------------ის მონაწილეობით. აღნიშნული ოქმით დგინდება, რომ იზოლატორში შესახლების მომენტში დ--------------ეს აღენიშნებოდა შემდეგი დაზიანებები: მარჯვენა საფეთქლისა და ყვრიმალის არეში ექსკორიაციები, მარჯვენა მხარის არეში ექსკორიაცია, ზურგის და წელის არეში ექსკორიაციები.
2006 წლის 01 თებერვლის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N---- დასკვნით დადგენი-–--, რომ დაკავებულის გარეგნული დათვალიერების N---- ოქმით დ--------------ეს აღენიშნება მარჯვენა საფეთქლისა და ყვრიმალის არეში ექსკორიაცია, მარჯვენა მხარის არეში ექსკორიაცია, ზურგის და წელის არეში ექსკორიაციები. დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.
აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა: ა-–------------------–---მა.
2006 წლის 1 თებერვლის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის Nა/92 დასკვნით დადგენი-–--, რომ დაკავებულის გარეგნული დათვალიერების N---- ოქმით გ-------------–---–ს აღენიშნება შუბლზე, მარცხენა მხარეს, დიდი ზომის ჰემატომა; მარჯვენა საფეთქლის არეში დიდი ზომის ჰემატომა; მარცხენა თვალბუდისა და ყვრიმალის არეში დიდი ზომის ჰემატომა და ექსკორიაციები; ტუჩების არეში ჰემატომა და სისხლდენის კვალი; კისრის და ბეჭების არეში, ასევე მთელ ზურგზე დიდი ზომის ექსკორიაციები და ჰემატომები. ობიექტურად: პირადი შემოწმებისას, მარჯვენა საფეთქლის მიდამოში 1X1 სმ-მდე ზომის ღია მოყავისფრო მომკვრივო ხასიათის უსწოროკიდეებიანი ნაწიბური თითქმის კანის დონეზე. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს.
აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა: ა-–------------------–---მა და დამატებით განმარტა, რომ მის მიერ გ-------------–---–ი და დ--------------ე ვიზუალურად დათვალიერებული იქნა ინციდენტიდან დაახლოებით ორი თვის შემდეგ, ვინაიდან სწორედ ამდენი ხნის დაგვიანებით დაინიშნა ექსპერტიზა. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ დ--------------ეს ვიზუალურად დაზიანება აღარ აღენიშნებოდა, ხოლო გ-------------–---–ს ჰქონდა მხოლოდ ნაწიბური, გამომდინარეობს დროის აღნიშნული ინტერვალიდან, რადგანაც ამ პერიოდში დაზიანებები აალაგდა და დარჩა მხოლოდ ის, რაც თავის დროზე უფრო მეტად იყო გამოხატული.
2006 წლის 27 მარტის ამბულატორიული სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის N--------- დასკვნით დადგენი-–--, რომ გ-------------–---–ი ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობით, ფსიქიკის დროებითი აშლილობით ან ჭკუასუსტობით დაავადებული არ არის. მას აღენიშნება მსუბუქი დეპრესიული ეპიზოდი. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით გ-------------–---–ს შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს ფაქტები.
აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა: გ-----------–---–მა.
„დ------------------------------–-------ში განთავსებულ, დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილ პირთა აღრიცხვის წიგნში“ ასახული მონაცემებით დ--------------ე ნუმერაციით დაფიქსირებულია 246-ე პირად, ხოლო გ-------------–---–ი - 247-ე პირად.
„დ------------------------------–-------ში მოთავსებულთა სიით“ დგინდება, რომ დ--------------ე და გ-------------–---–ი იზოლატორში შემოყვანილ იქნენ 03:00 საათზე ვ----------------–--ს თანამშრომელთა მიერ. კერძოდ, დ--------------ე შეყვანილ იქნა გ--–--------–---–ის, ხოლო გ-------------–---–ი რ-------------–--ის მიერ.
შსს თ---–------- დ------------------------------–--------- განწესების ჟურნალით (---------------------- დასტურდება, რომ 2005 წლის 28 ოქტომბრიდან - 2005 წლის 29 ოქტომბრამდე დროის შუალედში, 24 საათიანი განრიგით, იზოლატორში მორიგეობდნენ შემდეგი თანამშრომლები: შ--–----------–---–ი, გ--–----------–---–ი, ზ--------------–ი და ვ----–-----–---–ი, ხოლო პასუხისმგებელი მორიგე იყო რ-----------ე.
2005 წლის 15 ნოემბრის წამების, ძალადობისა და გამოხატული სტრესული ზემოქმედების მსხვერპლთა ფსიქო-რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათიას“ ექიმი-ფსიქიატრების ხ--------------ის და გ---------------–--ას მიერ გაცემული ფსიქიატრიული კონსულტაციის დასკვნით N---- დადგენი-–--, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების ფსიქიატრიულ განყოფილებაში 2005 წლის 8, 10 და 14 ნოემბერს კომისიური წესით კონსულტირებული იქნა პატიმარი გ-------------–---–ი, რომელსაც დაესვა წინასწარი დიაგნოზი: 1. მწვავე აფექტურ-ბოდვითი მდგომარეობა და 2. ქალა-ტვინის დახურული ტრავმული დაზიანება, თავის ტვინის შერყევა (Commotio Cerebri), (S 06.0).
აღნიშნული კონსულტაციის დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა: გ---------------–--ამ.
2017 წლის 20 ივლისის ,,DVD“ დისკზე არსებული ჩანაწერის დათვალიერების ოქმით დადგენი-–--, რომ დათვალიერებულ იქნა ,,DVD“ დისკი. ჩანაწერში ასახულია გ-------------–---–ისა და დ--------------ის დაკავების პროცესის ნაწილი და მათი დ------------------------------–-------ში მიყვანის მომენტი. ჩანაწერებში გ-------------–---–თან და დ--------------ესთან ერთად ჩანს პოლიციის თანამშრომლები და მათი საპატრულო ავტომანქანების ნომრები, კერძოდ: 7200, 7217 და 7221.
2----–-–--------------- საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საორგანიზაციო სამმართველოს უფროსის გამომძიებლისადმი მიმართვით დადგენი-–--, რომ 2005 წლის 28-29 ოქტომბერს საპატრულო ეკიპაჟის „7200“-ის შემადგენლობაში იყვნენ ვ---------------–--- მიმართულების მეორე ოცეულის მეთაური დ----------–---–ი, ასევე პატრულ-ინსპექტორები: გ--------------------–---–ი და ნიკოლოზ ჯაყელი (-------------- ხოლო საპატრულო ეკიპაჟის ბორტის ნომრით „7---- შემადგენლობაში იყვნენ ვ---------------–--- მიმართულების პატრულ-ინსპექტორები დავით ქეშელაშვილი (------------- და დ---------------–ი (-------------.
შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი, ბრალდებულთა სამსახურის გავლის ნუსხებიდან ირკვევა, რომ 2005 წლის ოქტომბრის თვეში ნ-----–-----------–სა და გ--------------------–---–ს ეკავათ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ-------–---------------------------–------------------------–---------------–-------------–--------------- პოზიცია, ხოლო ა---------–-–-------–ს - საპატრულო პოლიციის საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლის პოზიცია.
2012 წლის 09 ოქტომბრის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენი-–--, რომ 2005 წლის 29 ოქტომბერს გ-------------–---–ის მიმართ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის არსებით დარღვევას პოლიციის მხრიდან მომჩივნის მიმართ არასათანადო მოპყრობის გამო. ასევე, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურულ დარღვევას პოლიციის მხრიდან მომჩივნის მიმართ არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით ეფექტიანი გამოძიების არჩატარების გამო.
ბრალდებულმა ა---------–-–-------–მა სასამართლო სხდომაზე სრულად აღიარა და მოინანია მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, ხოლო მოწმის სტატუსით დაკითხულმა ბრალდებულებმა: ნ-----–-----------–მა და გ--------------------–---–მა თავი არ ცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტეს, რომ მათ მიერ წინააღმდეგობის გამწევი პირების ცემა არ მომხდარა. პირიქით, მ----–---–მა და ბ-------ემ მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, გ--------------------–---–ი წააქციეს და ფიზიკურად უსწორდებოდნენ, რა დროსაც ნ-----–-----------–მა მხოლოდ ქამარში ხელის ჩავლებით შეაკავა ისინი, რაც სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება, რადგან აღნიშნული არ დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, არადამაჯერებელია, ეწინააღმდეგება და ვერ აბათილებს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს.
სასამართლომ განიხილა ყველა მტკიცებულება მოცემულ საქმეში, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ ა---------–-–-------–თან, ნ-----–-----------–თან და გ--------------------–---–თან მიმართებაში პროკურატურამ დაამტკიცა მათი სარწმუნოობა გონივრულ ეჭვს მიღმა.
ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულებმა ა---------–-–-------–მა, ნ-----–-----------–მა და გ--------------------–---–მა ჩაიდინეს საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული - 2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრული დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციას და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. იგივეა განცხადებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. რადგან ნ-----–-----------–ი და გ--------------------–---–ი თავს არ ცნობდნენ დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოიკვლია ბრალდების მხარის ყველა სადაო მტკიცებულება, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა მტკიცებულებათა სარწმუნოობა და ნ-----–-----------–ის და გ--------------------–---–ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლით კრიმინალიზებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება. განსახილველი დანაშაულის საშიშროება განპირობებულია იმით, რომ მოხელე განზრახ ახორციელებს ისეთ მოქმედებას, რომელიც აშკარად სცილდება მისი უფლებამოსილების ფარგლებს და იწვევს მოქალაქეთა უფლებების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესების არსებით დარღვევას. ამასთან, ამგვარი ქმედება შეიძლება დაკავშირებული იქნეს მოქალაქეთა მიმართ ძალადობასთან, რაც უფრო ზრდის ამ დანაშაულის საშიშროებას. იმისათვის, რომ დადგენილ იქნეს განსახილველი დანაშაულის ობიექტური მხარე, ანუ დამნაშავის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, საჭიროა, რომ მოხელის მოქმედება აშკარად სცილდებოდეს მისი უფლებამოსილების ფარგლებს, რაც უნდა იყოს ზუსტად დადგენილი და არ იწვევდეს სხვადასხვაგვარ ინტერპრეტაციას. კანონში საჯარო სამსახურის შესახებ ჩაწერი-–--, რომ მოხელის მიერ კანონის დარღვევას წარმოადგენს ისეთი განკარგულების გაცემა, რომელიც მისი უფლებამოსილების ფარგლებს სცილდება. ამიტომ საჭიროა მოხელის უფლებამოსილების მოცულობის ზუსტად განსაზღვრა. ასევე, უნდა გაირკვეს უფლება-მოვალეობათა დარღვევის კონკრეტული ფაქტები და მათ სამართლებრივი შეფასება მიეცეს. სსკ-ის 333-ე მუხლში გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური მხარე მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში მდგომარეობს. ეს შეიძლება გამოიხატოს: 1) მოხელის მიერ ისეთი მოქმედების ჩადენაში, რომელიც სხვა მოხელის ან სხვა უწყების უფლებამოსილებაში შედის; 2) მოხელის მიერ ისეთი მოქმედების ჩადენაში, რომელიც შეიძლება განხორციელებულიყო მხოლოდ განსაკუთრებულ გარემოებათა არსებობისას, კანონში ან სხვა ნორმატიულ აქტში მითითებული საფუძვლით; 3) მოხელის მიერ ისეთი მოქმედების ჩადენაში, რომელიც კანონის საფუძველზე შეიძლება გადაწყდეს მხოლოდ კოლეგიურად; 4) მოხელის მიერ ისეთი მოქმედების ჩადენაში, რომელიც არავითარ გარემოებაში და არც ერთმა თანამდებობის პირმა და არც ერთმა სამსახურებრივმა ინსტანციამ არ შეიძლება განახორციელოს. ყოველივე ზემოაღნიშნულთან ერთად, დამნაშავის მოქმედება დაკავშირებული უნდა იყოს მის სამსახურებრივ მდგომარეობასთან, მისგან გამომდინარეობდეს და ჩადენილ იქნეს მოხელის სამსახურებრივი საქმიანობის პროცესში ან მასთან დაკავშირებით. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისას პასუხისმგებლობისათვის აუცილებელია, რომ მოხელეს სამსახურებრივი უფლებამოსილება გააჩნდეს იმ პირისა ან ორგანოს მიმართ, რომელთაც ზიანი მიადგათ მოხელის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით. ობიექტური მხრივ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, როგორც წესი, ხდება აქტიური მოქმედებით. ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანია მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომა, რაც გამოიხატება ფიზიკური პირის და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებით დარღვევაში. დამდგარი შედეგი მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს მოხელის იმ მოქმედებასთან, რომელიც სცილდება მისი უფლებამოსილების ფარგლებს. არსებითი დარღვევა შეფასებით ნიშანთა კატეგორიას მიეკუთვნება. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შედეგად მიყენებული ზიანის ზომის განსაზღვრისას ყურადღება უნდა მიექცეს საქმის კონკრეტულ გარემოებებს, არსებითი დარღვევის მნიშვნელობას, დაზარალებულთა რაოდენობას და სხვა. ბრალის ფორმის მიხედვით კი იგი ხასიათდება როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი განზრახვით, რამდენადაც მოხელეს გაცნობიერებული აქვს როგორც მის მიერ ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ისე მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობა ან გარდუვალობა და სურს მისი დადგომა ფიზიკური პირების უფლებებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევის სახით; ან თუმცა არ სურს, მაგრამ შეგნებულად უშვებს ან გულგრილად ეკიდება მის დადგომას. სსკ-ის 333-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ამსრულებელია მოხელე ან მასთან გათანაბრებული პირი. სსკ-ის 333-ე მუხლის დამამძიმებელი გარემოებაა ქმედება ჩადენილი ძალადობით. ძალადობის გამოყენება გამოიხატება დაზარალებულის ფიზიკურ ან ფსიქიკურ იძულებაში. ძალადობად ჩაითვლება დაზარალებულისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების შეზღუდვა ან/და ცემა, რასაც განსახილველ შემთხვევაში აქვს ადგილი.
სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას კი, სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვი-–-- საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სწორედ სამართლიანი განხილვის უფლებიდან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია. პირდაპირ მიემართება და რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენისათვის. ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
შესაბამისად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გამოკვლევის საფუძველზე, დაცვის მხარის არგუმენტაცია იმის თაობაზე, რომ ბრალდებულებს დანაშაული არ ჩაუდენიათ და წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდნენ, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და ემსახურება მხოლოდ ბრალდებულთათვის მოსალოდნელი სასჯელისაგან თავის არიდების მცდელობას.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა (შენკი შვეიცარიის წინააღმდეგ (Schenk v. Switzerland), განაცხადი no. 10862/84, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება, პუნქტები 45-46).
ამასთან, როგორც წესი, მტკიცებულება, მისი რელევანტურობა ფასდება ეროვნული სასამართლოების და არა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barberà, Messegué, Jabardo v. Spain), განაცხადები nos. 10588/83, 10589/83, 10590/83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება, პუნქტი 68).
ამრიგად, სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმე, თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის და დასაშვებობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დასტურდა, რომ ბრალდებულებმა ა---------–-–-------–მა, ნ-----–-----------–მა და გ--------------------–---–მა ჩაიდინეს მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით - 2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ნ-----–-----------–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
გ--------------------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულების პიროვნებასა და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო უთითებს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედაც სასჯელს.
სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულების პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულების პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულთა მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მისი განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და წარსულ ცხოვრებას. ამდენად, დამნაშავეთა რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულებს უნდა დაენიშნოთ შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.
საპროცესო შეთანხმების არსი:
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი პროკურორის ლ-–--–----------ს მიერ წარმოდგენილი იქნა შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე.
როგორც წარმოდგენილი შუამდგომლობიდან და თანდართული მასალებიდან გაირკვა, მ/წლის 05 თებერვალს ადვოკატის მონაწილეობითა და ბრალდებულ ა---------–-–-------–ის წინასწარი თანხმობით, ჩადენილი დანაშაულისათვის გათვალისწინებული სასჯელის სიმძიმის, ქმედების მართლსაწინააღმდეგობისა და ბრალეულობის ხარისხის, ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, სახელმწიფო რესურსებისა და საჯარო ინტერესების მაქსიმალური ეფექტიანობით გამოყენების მიზნით, გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროს პროკურორ ლ-–--–----------ს და ბრალდებულ ა---------–-–-------–ს შორის გაფორმდა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე დანაშაულის აღიარებისა და სასჯელზე შეთანხმების ფორმით.
საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან.
2020 წლის 18 თებერვალს, სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე ბრალმდებლებმა - ლ-–--–----------მ და ი-------------მ, ბრალდებულმა – ა---------–-–-------–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – მ-------------–---მ.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
საქართველოს სსსკ-ის XXI თავის მოთხოვნათა დაცვით, საქმის მასალების საფუძველზე, სასამართლომ განიხილა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ მოპოვებული მტკიცებულებები: მოწმეების - ი-–-----------–---–ის, თ--------------–---–ის, ა------------ის, ნ----------–---–ის, დ--------------ის, გ-------------–---–ის, ნ-------------ის, ა---------–-------–---–ის, ზ--------------–ის, გ--–----------–---–ის, ვ----–-----–---–ის, დ--------–--–-–---–ის, დ---------------–ის, ლ----------ის, ა-–------------------–---–ის, რ-------------–--ის და გ--–--------–---–ის ჩვენებები, დ--------------ის და გ-------------–---–ის დაკავების ოქმები, გ-------------–---–ის და დ--------------ის გარეგნული დათვალიერების ოქმები, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები გ-------------–---–ისა და დ--------------ის ჯანმრთელობის შესახებ, მობილური ოპერატორებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილება „მ----–---–ი საქართველოს წინააღმდეგ“ - საბოლოო გახდა 2013 წლის 09 იანვარს, უტყუარად ადასტურებენ ა---------–-–-------–ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე, ნებაყოფლობით და ბრალდებულს ჰქონდა შესაძლებლობა მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება.
სასამართლო სხდომაზე დადგენილი იქნა, რომ ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას. ბრალდებული ა---------–-–-------–ი აცნობიერებს, რომ სასამართლო არ არის ვალდებული დაამტკიცოს ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმება და თუ სასამართლო არ დაამტკიცებს საპროცესო შეთანხმებას, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ იქნას გამოყენებული ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ის მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას. მისთვის ასევე ცნობი-–-- საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებების შესახებ და გაფრთხილებულია იმის თაობაზე, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.
სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილ საპროცესო შეთანხმებაში მითითებული სასჯელი კანონიერი და სამართლიანია და შეესაბამება როგორც ბრალდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
ამდენად, პროკურორის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
- 3 ცალი დისკი, რომლებიც ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოში, დაერთოს საქმეს და შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
- ა---------–-–-------–ის მიერ საქართველოს მოქალაქის პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩაბარების შესახებ ოქმზე თანდართული პასპორტი და პირადობის მოწმობა, რომელიც ინახება გენერალურ პროკურატურაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
- გ--------------------–---–ის მიერ საქართველოს მოქალაქის პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩაბარების შესახებ ოქმზე თანდართული პასპორტი და პირადობის მოწმობა, რომელიც ინახება გენერალურ პროკურატურაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
- ნ-----–-----------–ის მიერ საქართველოს მოქალაქის პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩაბარების შესახებ ოქმზე თანდართული პასპორტი და პირადობის მოწმობა, რომელიც ინახება გენერალურ პროკურატურაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-213-ე, 215-216-ე, 258-260-ე, 269, 271-274-ე, 277-278-ე , 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი პროკურორის ლ-–--–----------ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. დამტკიცდეს პროკურორსა და ბრალდებულ ა---------–-–-------–ს შორის 2020 წლის 05 თებერვალს დადებული საპროცესო შეთანხმება.
3. ა---------–-–-------–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 04 (ოთხი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 (ერთი) წელი და 04 (ოთხი) თვე. 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლების თანახმად, ა---------–-–-------–ს ¼-ით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, განესაზღვროს 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 (ერთი) წელი.
4. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით და 01 (ერთი) წლის და 04 (ოთხი) თვის ვადით ჩამოერთვას თანამდებობის დაკავების უფლება, რაც ასევე 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლების თანახმად შეუმცირდეს ¼-ით და თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევის ვადა განესაზღვროს 01 (ერთი) წლის ვადით - აღნიშნული დროის განმავლობაში ა---------–-–-------–ს აეკრძალოს დაიკავოს დანიშვნითი თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში.
5. ა---------–-–-------–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
6. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს თბილისის პრობაციის ბიუროს ა---------–-–-------–ის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - ქ-------–---------–----–--–----------------------- და მასვე, სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
7. ნ-----–-----------–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლების თანახმად შეუმცირდეს ¼-ით და საბოლოოდ, განესაზღვროს 02 (ორი) წლით და 03 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, 01 (ერთი) წლის და 04 (ოთხი) თვის ვადით ჩამოერთვას თანამდებობის დაკავების უფლება, რაც ასევე 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლების თანახმად შეუმცირდეს ¼-ით და თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევის ვადა განესაზღვროს 01 (ერთი) წლის ვადით - აღნიშნული დროის განმავლობაში ნ-----–-----------–ს აეკრძალოს დაიკავოს დანიშვნითი თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში.
8. ნ-----–-----------–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
9. ნ-----–-----------–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან - 2020 წლის 18 თებერვლიდან.
10. გ--------------------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლების თანახმად შეუმცირდეს ¼-ით და საბოლოოდ, განესაზღვროს 02 (ორი) წლით და 03 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, 01 (ერთი) წლის და 04 (ოთხი) თვის ვადით ჩამოერთვას თანამდებობის დაკავების უფლება, რაც ასევე 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლების თანახმად შეუმცირდეს ¼-ით და თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევის ვადა განესაზღვროს 01 (ერთი) წლის ვადით - აღნიშნული დროის განმავლობაში გ--------------------–---–ს აეკრძალოს დაიკავოს დანიშვნითი თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში.
11. გ--------------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
12. გ--------------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან - 2020 წლის 18 თებერვლიდან.
13. ნივთმტკიცება:
- 3 ცალი დისკი, რომლებიც ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოში, დაერთოს საქმეს და შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
- ა---------–-–-------–ის მიერ საქართველოს მოქალაქის პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩაბარების შესახებ ოქმზე თანდართული პასპორტი და პირადობის მოწმობა, რომელიც ინახება გენერალურ პროკურატურაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
- გ--------------------–---–ის მიერ საქართველოს მოქალაქის პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩაბარების შესახებ ოქმზე თანდართული პასპორტი და პირადობის მოწმობა, რომელიც ინახება გენერალურ პროკურატურაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
- ნ-----–-----------–ის მიერ საქართველოს მოქალაქის პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩაბარების შესახებ ოქმზე თანდართული პასპორტი და პირადობის მოწმობა, რომელიც ინახება გენერალურ პროკურატურაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
14. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
15. საპროცესო შეთანხმების ნაწილში განაჩენი არ გასაჩივრდება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:
- მსჯავრდებულის მიერ განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით თუ: ა) საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით, ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, გ) საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები, დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საპროცესო კანონის არსებითი მოთხოვნები;
- პროკურორის მიერ თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
16. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე
დავით მგელიაშვილი