განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 210100120003529478
saqme #1/49-20წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
3 აპრილი, 2020 წელი ქ. სიღნაღი
სიღნაღის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე გიორგი ბუხრაშვილმა,ნათია გოჩიტაშვილის მდივნობით,პროკურორ - გ------- ნ----------,ბრალდებულ - ლ---- ქ------–---–--
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №034050220001
ბრალდებულ ლ---- ქ------–---–-- მიმართ
მოქალაქეობა - საქართველოს მოქალაქე
პირადი ნომერი - 4----------
დაბადებული - 3-.1--1--- წელი
განათლება - ა---------–- ს-–----–-- განათლების მქონე
ოჯახური მდგომარეობა - განქორწინებული
ნასამართლობა - ნასამართლობის მქონე
რეგისტრირებული - მ–----- მისამართის გარეშე
ფაქტობრივად მცხოვრები - ს--------- რაიონი, სოფელი ქ----- მ--------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილითა და იმავე კოდექსის 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობის განხილვისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად ცნო, რომ ლ---- ქ------–---–-- ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში.
მის მიერ განხორციელებული ზემოაღნიშნული ბრალეული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
- 2020 წლის 5 თებერვალს, ღამის საათებში, ს--------- რაიონის, სოფელ ქ----- მ--------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ლ---- ქ------–---–-- ხელის მრავალჯერადი დარტყმით სცემა დედას - მ------ ქ------–---–-, რომელსაც შუბლის არეში ძლიერად ჩაარტყა მუშტი, წააქცია საწოლზე და თვალის არეში დაარტყა ხელი, რის შემდეგაც გაშლილი ხელი დაარტყა ყურის მიდამოში, თმებში მოქაჩა ხელი, გადაათრია საწოლიდან, დააგდო ბეტონის იატაკზე და ხელებით სცემა დედას გულმკერდის არეში და სხეულის სხვადასხვა ადგილზე, ყელში წაუჭირა ხელი, რითაც მიაყენა ფიზიკური ტკივილი და მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
ესე იგი, ლ---- ქ------–---–-- ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.
- 2020 წლის 5 თებერვალს, ღამის საათებში, ს--------- რაიონის, სოფელ ქ----- მ--------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ოჯახში ძალადობის ჩადენისას, ლ---- ქ------–---–- დედას - მ------ ქ------–---–- დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ყელზე მიადო სახრახნისი და ემუქრებოდა, რომ ყელს გამოღადრავდა, წაიყვანდა სასაფლაოზე და იქ გამოჭრიდა ყელს, რის გამოც, მ------ ქ------–---–- გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ესე იგი, ლ---- ქ------–---–-- ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდებულმა - ლ---- ქ------–---–-- მთლიანად სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.
სახელმწიფო ბრალმდებელმა ლ---- ქ------–---–-- მიმართ ითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, ხოლო, ბრალდებულმა ითხოვა მის მიმართ ლმობიერი სასჯელის გამოყენება.
2020 წლის 27 მარტს, სიღნაღის რაიონულ სასამართლოში გამართულ წინასასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე და დაცვის მხარე შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ. დაცვის მხარეს ბრალდების მხარის არც ერთი და არც ბრალდების მხარის მიერ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდია, რის გამოც, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დასაშვებად იქნა ცნობილი, საქმის არსებით განხილვაზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, გამოკვლევის გარეშე, მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია. გარდა ამისა, წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ ლ---- ქ------–---–-- მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი.
ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გარდა ბრალდებულის აღიარებისა, სასამართლოს მიერ გაანალიზებული და შეფასებული იქნა რა მოცემულ საქმესთან დაკავშირებით დასაშვებად და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებანი, მიჩნეულ იქნა, რომ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ლ---- ქ------–---–-- მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილითა და იმავე კოდექსის 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის ფაქტი, კერძოდ, საქმის შესწავლის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ლ---- ქ------–---–-- ბრალეულობა, კერძოდ:
შეტყობინებები №300249 და №300291 დანაშაულის ჩადენის შესახებ; გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, ფორმა №1; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი თანდართული ფოტო-ცხრილით; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი თანდართული ფოტო-ცხრილით; დადგენილება მ------ ქ------–---–-- დაზარალებულად ცნობის შესახებ, დაზარალებულ მ------ ქ------–---–-- გამოკითხვის ოქმები; მოწმეების - დ----- უ----–---–-- და დ-------- უ------–---–-- გამოკითხვის ოქმები; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი; სსიპ ”ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო”-ს 2020 წლის 5 თებერვლის №000808920 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 თებერვლის განაჩენი ლ---- ქ------–---–-- მიმართ; სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 26 ოქტომბრის განჩინება მსჯავრდებულ ლ---- ქ------–---–-- მიმართ პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და განაჩენით დანიშნული სასჯელის აღსრულების თაობაზე; ლ---- ქ------–---–-- დაკავების ოქმი; ლ---- ქ------–---–-- მიერ უშუალოდ სასამართლო სხდომაზე დაფიქსირებული პოზიცია წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად ერთობლიობაში ასაბუთებენ ბრალდებულ ლ---- ქ------–---–-- მიმართ წარდგენილ ბრალდებას.
ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებანი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, მათი ურთიერთშეჯერებითა და ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულის მიერ მის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, კერძოდ, დასტურდება ფაქტი იმისა, რომ ლ---- ქ------–---–-- ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში.
სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ, ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
ამავდროულად, სასამართლო ლ---- ქ------–---–-- მიმართ სასჯელის განსაზღვრისას ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ იგი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 თებერვლის განაჩენის თანახმად, ნასამართლევია განზრახი მძიმე დანაშაულისათვის (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით) და სასჯელის სახედ შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა - 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 2 (ორი) წელი, ხოლო, დანიშნული სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 3 (სამი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით, ხოლო, ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა - 3 (სამი) წელი. მსჯავრდებულ ლ---- ქ------–---–- სასჯელის მოხდის ვადა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2014 წლის 6 იანვრიდან. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით გაუქმდა მსჯავრდებულ ლ---- ქ------–---–-- მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 18 თებერვლის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და აღსრულდა განაჩენით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით და სასჯელის მოხდისაგან კალენდარულად გათავისუფლდა 2019 წლის 22 ნოემბერს. შესაბამისად, ლ---- ქ------–---–-- მიმართ სასჯელის დანიშვნა უნდა მოხდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, ანუ ლ---- ქ------–---–-- მიმართ სასჯელის ვადა განსაზღვრულ უნდა იქნეს მის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალური ვადის სულ მცირე ერთი წლით მეტით, ვინაიდან სახეზეა დანაშაულის რეციდივი.
ამავდროულად, სასამრთლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ ლ---- ქ------–---–-- პასუხისმგებლობას უმსუბუქებს შემდეგი გარემოებანი, კერძოდ, იგი აღიარებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამდენად, მის მიერ მომხდარი ფაქტის გულწრფელი აღიარება და მონანიება სასამართლოსათვის წარმოადგენს საფუძველს აღნიშნული მიიჩნიოს მის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო, დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან.
ბრალდებულ ლ---- ქ------–---–-- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, კერძოდ, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ იგი აღიარებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, სასამართლოს მიაჩია, რომ არსებობს სამართლებრივი საფუძველი მის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილი. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ლ---- ქ------–---–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 2 (ორი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო დანიშნული სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლის ვადით, ჩაეთვალოს პირობით და იმავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 2 (ორი) წელი. ლ---- ქ------–---–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლითა და იმავე კოდექსის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 2 (ორი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო დანიშნული სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლის ვადით, ჩაეთვალოს პირობით და იმავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 2 (ორი) წელი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლითა და იმავე კოდექსის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებისათვის დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ლ---- ქ------–---–- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 2 (ორი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო დანიშნული სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლის ვადით, ჩაეთვალოს პირობით და იმავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 2 (ორი) წელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20, 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ---- ქ------–---–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 2 (ორი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო დანიშნული სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლის ვადით, ჩაეთვალოს პირობით და იმავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 2 (ორი) წელი.
2. ლ---- ქ------–---–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლითა და იმავე კოდექსის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 2 (ორი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო დანიშნული სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლის ვადით, ჩაეთვალოს პირობით და იმავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 2 (ორი) წელი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლითა და იმავე კოდექსის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებისათვის დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ლ---- ქ------–---–- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 2 (ორი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო დანიშნული სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლის ვადით, ჩაეთვალოს პირობით და იმავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 2 (ორი) წელი.
4. გაუქმდეს ლ---- ქ------–---–-- მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 7 თებერვლის განჩინებით შერჩეული აღკვეთი ღონისძიება -პატიმრობა.
5. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ლ---- ქ------–---–- სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2020 წლის 5 თებერვლიდან.
6. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდგომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების შესაბამისად, პირობითი მსჯავრის მოქმედების დროს მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
7. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში მსჯავრდებულმა ლ---- ქ------–---–-- დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის თაობაზე პრობაციის ბიუროს.
8. საქმეზე დართულ ნივთმტკიცებათა ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გადაწყდეს შემდეგნაირად, კერძოდ:
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული სახრახნისი, რაც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
9. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
10. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მისამართი – ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა), სიღნაღის რაიონული სასამართლოს (მისამართი – ქ. სიღნაღი, ც. დადიანის ქუჩა №15) მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი ბუხრაშვილი