განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N1/442-18 (N069180418002)
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
31 მარტი 2020 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე თათია გოგოლაური
სხდომის მდივანი დავით აბაშიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ------- გ-----------
დაცვის მხარე:
ბრალდებული: ი-–-- ჩ-----–---–-
მამის სახელი: ს-------
დაბადების თარიღი: 2--------- წელი
პირადი ნომერი: 5----------
მოქალაქეობა: საქართველო
ნასამართლეობა: არ მქონე
მცხოვრები: წყალტუბო, სოფელი მ-------
ადვოკატი - ნ------- ბ-------–--
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ ,,გ’’ ქვეპუნქტები;
დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, წინასწარი შეცნობით არასრუწლოვნის მიმართ, ორი პირის მიმართ.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
2018 წლის 18 აპრილს, დაახლოებით 18:30 საათზე წყალტუბოს რაიონის სოფელ მ------–- მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ი-–-- ჩ-----–---–-- არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ძალადობა განახორციელა დის მ----- ჩ-----–---–-ს და არასრუწლოვანი შვილის ლ--–- ჩ-----–---–-ს მიმართ, კერძოდ მ----- ჩ-----–---–- სახეში და ტუჩებში დარტყა ხელი, თმებში მოქაჩა და უკბინა მარჯვენა ხელზე, რის შედეგადაც მ----- ჩ-----–---–-- განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო ლ--–- ჩ-----–---–- სახის არეში გაარტყა ხელი რამდენჯერმე და მარცხენა ხელზე მოუჭირა ხელი, რის შედეგადაც ლ--–- ჩ-----–---–-- განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. სასამართლომ დაადგინა:
სასამართლოს მიაჩნია, რომ სხდომაზე გამოკვლეული და გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებებით ვერ ჰპოვა დადასტურება ი-–-- ჩ-----–---–-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, „ბ“ ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენამ; ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ი-–-- ჩ-----–---–-ს ბრალეულობას.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დაზარალებულმა ლ--–- ჩ-----–---–-- ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით, კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახლო ნათესავად ითვლება შვილი.
დაზარალებულმა მ----- ჩ-----–---–-- ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით, კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახლო ნათესავად ითვლება და.
წყალტუბოს რაიონული სამმართველოს ფარცხანაყანების პოლიციის განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ო----- ბ------–---–-- სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მიღებული შეტყობინების საფუძველზე, რომელიც ეხებოდა ი-–-- ჩ-----–---–-ს მიერ განხორციელებული ოჯახში ძალადობის ფაქტს, დაიწყო გამოძიება. სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, დაინიშნა შესაბამისი სამედიცინო ექსპერტიზები, გამოკითხა მოწმეები, ბრალი წარუდგინა ბრალდებულ ი-–-- ჩ-----–---–-, დაზარალებულად ცნობის დადგენილებები გააცნო დაზარალებულებს. გამოკითხვისას ლ--–- და მ----- ჩ-----–---–-- განაცხადეს, რომ საცხოვრებელ სახლში ცემა ი-–-- ჩ-----–---–--.
წყალტუბოს რაიონული სამმართველოს ფარცხანაყანების პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა თ------ ბ------- სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ფარცხანაყანების პოლიციის განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რის საფუძველზეც უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ვ------- ლ--–-–---–---- ერთად გამოცხადდა წყალტუბოს რაიონის სოფელ მ------–-, სადაც მ----- და ლ--–- ჩ-----–---–---- განმარტეს, რომ ისინი სცემა ი-–-- ჩ-----–---–-- და განიცადეს ტკივილი. ი-–-- ჩ-----–---–- სახლში არ იმყოფებოდა, მისი დაკავება მოხდა ქუჩაში, განუმარტეს უფლებები და გადაიყვანეს ფარცხანაყანების პოლიციის განყოფილებაში. შმოწმებით დაუდგინდა სიმთვრალის ფაქტი.
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, ფორმა N1 დადგენილია, 2018 წლის 18 აპრილს წყალტუბოს რაიონული სამმართველოს ფარცხანაყანების პოლიციის განყოფილებაში დაიწყო გამოძიება მასზედ, რომ წყალტუბოს რაიონის სოფელ მ------–- ი-–-- ჩ-----–---–-- ძალადობა განახორციელა დის - მ----- ჩ-----–---–-ს მიმართ, რა დროსაც მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
შეტყობინების რეგისტრაციის N902908 თანახმად, წყალტუბოს რაიონული სამმართველოს ფარცხანაყანების პოლიციის განყოფილებაში შევიდა მ----- ჩ-----–---–-ს შეტყობინება, რომელმაც განაცხადა, რომ ძმამ ი-–-- ჩ-----–---–-- დალია და ცემა, ესაჭიროება სასწრაფო.
ბრალდებულის დაკავების ოქმით - 2018 წლის 18 აპრილს 21:55 საათზე წყალტუბოს რაიონული სამმართველოს ფარცხანაყანების პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა თ------ ბ------- და ვ------- ლ--–-–---–-- სოფელ მ------–- მისი საცხოვრებელი სახლის მახლობლად ქუჩაზე ფეხით მოძრაობისას დააკავეს ი-–-- ჩ-----–---–- ბრალდებულის სახით.
2018 წლის 19 აპრილის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად - შემთხვევის ადგილი მდებარეობს წყალტუბოს რაიონის სოფელ მ------–- მდებარე სახლში, სადაც მ----- ჩ-----–---–-- სახლის შესასვლელ კართან ჩრდილოეთის მხარეს ეზოში მიუთითა და განმარტა, რომ სწორედ მის მიერვე მითითებულ ნაჩვენებ ადგილზე მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა ი-–-- ჩ-----–---–-- 2018 წლის 18 აპრილს მას და არასწრულწლოვან ლ--–- ჩ-----–---–-.
შემაკავებელი ორდერის N008993 თანახმად, 2018 წლის 18 აპრილს გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი. სავარაუდო მოძალადეა ი-–-- ჩ-----–---–-, სავარაუდო მსხვერპლი ლ--–- ჩ-----–---–- და მ----- ჩ-----–---–-.
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად - 19.04.2018 წელს 00:35-00:48 საათზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. მ----- ჩ-----–---–- სხეულზე ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში).
დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ------ ნ-----–----.
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად - 19.04.2018 წელს 20:11-20:23 საათზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. ლ--–- ჩ-----–---–- სხეულზე ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები ნაკაწრების სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში).
დაზიანებები განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვერით, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
4. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა, ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ არ უნდა იწვევდეს რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა ი-–-- ჩ-----–---–-ს მიერ - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, წინასწარი შეცნობით არასრუწლოვნის მიმართ, ორი პირის მიმართ.
საქმეში წარმოდგენილია სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, რომლის თანახმად - 19.04.2018 წელს 00:35-00:48 საათზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. მ----- ჩ-----–---–- სხეულზე ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების სახით. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. ასევე წარმოდგენილის სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, რომლის თანახმად 19.04.2018 წელს 20:11-20:23 საათზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. ლ--–- ჩ-----–---–- სხეულზე ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები ნაკაწრების სახით. დაზიანებები განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვერით, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. სასამართლო უთითებს, რომ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებით ზოგადად შესაძლებელია დადგინდეს სხეულზე მიყენებული დაზიანებების არსებობა, მათი სიმძიმე და რაოდენობა, თუმცა სამედიცინო ექსპერტი ვერ დაადგენს თუ ვის მიერ იქნა მიყენებული ეს დაზიანებები. საქმეში კი არ არის წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა, რომ აღნიშნული დაზიანებები ლ--–- ჩ-----–---–-- და მ----- ჩ-----–---–-- მიიღო ი-–-- ჩ-----–---–-ს მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად.
რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ მოწმეების ო----- ბ------–---–--- და თ------ ბ------- ჩვენებებს, სასამართლო უთითებს, რომ არცერთი მათგანი არ არის ფაქტის თვითმხილველი და აღნიშნული მოწმეების ჩვენებები საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს.
სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიდგომას, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს (იხილეთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015; №1/1/548; §52). შესაბამისად, მოწმეების ო----- ბ------–---–--- და თ------ ბ------- ჩვენებებს, მაშინ როდესაც მათ მიერ, სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია არ დადასტურებულა სასამართლოში წარმოდგენილი არც ერთი პირდაპირი მტკიცებულებით, მათ შორის არც თავად დაზარალებულების ჩვენებებით, სასამართლო ვერ დაეყრდნობა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ბრალდებულ ი-–-- ჩ-----–---–-ს ბრალეულობას ინკრიმინირებულ დანაშაულში. წარმოდგენილი მტკიცებულებები კი არ იძლევა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევისა და მისი სამართლებრივი შეფასების საფუძველს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მხარეთა უშუალო მონაწილეობით საქმის განხილვის შემდეგ, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა ი-–-- ჩ-----–---–-ს საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ,,ბ’’ ,,გ’’ ქვეპუნქტებით, დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, რის გამოც ი-–-- ჩ-----–---–- წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-276-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი-–-- ჩ-----–---–- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ,,ბ’’ ,,გ’’ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
ი-–-- ჩ-----–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
გამართლებულ ი-–-- ჩ-----–---–- განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლება.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულება:
CD-R დისკი, რომელზეც ჩაწერილია შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოები - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თათია გოგოლაური