გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.03.2020
საქმის ნომერი
330210119002841271
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
06.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/2211-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

06 მარტი 2020 წელი თბილისი

შესავა-–ი ნაწილი

თბილისის საქა-–აქო სასამართლო სამოქა-–აქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თი-----ნ ეცადაშვილი

სხდომის მდივანი ლიკა სოხაძე

მოსარჩელე - გი-----ი ლე--------ა

წარმომადგენელი - თა---–ა ქუ-------–--ე

მოპასუხე- და-–ი ცი–--–---–ი

წარმომადგენელი- თი-----ნ ფე-----–---–ი

და--ს საგანი- სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 ცვლილება შევიდეს 2019 წლის 09 იანვარს ნოტარიუს ირ---–------ის მიერ გაცემულ N1-------7 სააღსრულებო ფურცელში და გი-----ი ლე--------ას ვა-–დებულება ნაცვლად 59600 აშშ დოლარისა განისაზღვროს 55200 აშშ დოლარით.

1.2 შემცირდეს სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს თანხა 0,08 %-იდან 0,05 %-მდე.

 

სარჩელის მიხედვით, მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის 2018 წლის 06 ივლისს დაიდო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება 6 თვის ვადით, 2019 წლის 06 იანვრამდე. სესხის თანხა შეადგენდა 55000 აშშ დოლარს, ხოლო ყოველთვიური პროცენტის ოდენობა ძირი თანხის 2 %-ს ანუ ყოველთვიურად გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენდა 1100 აშშ დოლარს. ხელშეკრულების მე-2 პუნქტის თანახმად ერთი თვის პროცენტი მსესხებელს გამსესხებლისთვის გადახდილი აქვს წინასწარ. ამის მიუხედავად ხელშეკრულებაში შეცდომით არის მითითებული, რომ უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოცულობა 61600 აშშ დოლარია, რადგან მას უნდა გამოკლებოდა ერთი თვის წინასწარ გადახდილი პროცენტი 1100 აშშ დოლარი და უნდა დაფიქსირებულიყო უზრუნველყოფილი მოთხოვნა 60500 აშშ დოლარის ოდენობით. ხელშეკრულებით გათვა-–ისწინებული იქნა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირი თანხის 55000 აშშ დოლარის 0,08 %. სააღსრულებო ფურცლის მიხედვით სააღსრულებო ვა-–დებულების მოცულობაა 59600 აშშ დოლარი, აქედან ძირია 55000 აშშ დოლარი, პროცენტი 4 თვის 4400 აშშ დოლარი და მეხუთე თვის არასრულად გადახდილი პროცენტის დარჩენილი თანხა 200 აშშ დოლარი და სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 126,72 ლარი. ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის დროს მოპასუხემ დამა-–ა ინფორმაცია, რომ მოსარჩელის მიერ პროცენტის სახით 200 აშშ დოლარის გარდა მიღებული ჰქონდა 4400 აშშ დოლარის ოდენობის თანხა. შესაბამისად, მოპასუხემ უსაფუძლოდ მიმართა ხელშეკრულების ვადის გასვლისთანავე ნოტარიუსს, 2019 წლის 9 იანვარს, და იმავე დღეს ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომელიც მოპასუხემ წარადგინა კერძო აღმასრულებელთან და--თ მა-----–---–თან და მოითხოვა მოთხოვნის იძულებით დაკმაყოფილება. კერძო აღმასრულებელმა იმავე დღეს მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა მოსარჩელე გი-----ი ლე--------ას სახელზე რიცხულ ქონებაზე, მდებარე, თბილისი, პე----------------ის ქ. #1-------------–------------, ს/კ 01-----------------------0 ყადაღის დადება და შესაბამისი ცვლილების შეტანა რეესტრის ჩანაწერში. კერძო აღმასრულებელმა და------------–---–-ა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ მოსარჩელეს ჩააბარა 2019 წლის 14 იანვარს. იმავე დღეს მოსარჩელე გი-----ი ლე--------ამ მიმართა განცხადებით კერძო აღმასრულებელს რათა ეშუამდგომლა ყადაღის დროებით მოხსნის თაობაზე, რომ მოეხდინა უძრა-- ქონების განკარგვა. კერძო აღმასრულებელმა აღნიშნულის საქმის კურსში ჩააყენა კრედიტორი და მისი თანხმობით უძრავ ქონებას დროებით მოხსნა ყადაღა 2019 წლის 14 იანვრიდან 21 იანვრის ჩათვლით. ხოლო 22 იანვარს კვლავ დაედო ყადაღა ზემოაღნიშულ ქონებას. 2019 წლის 05 თებერვა-–ს აღმასრულებელმა მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს სააუქციონო მომსახურების თაობაზე სადავო სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. მოსარჩელე მოპასუხეს უხდიდა თანხებს ხან სწრაფი გადახდის აპარატით, ხან ხელზე თანხის გადაცემის გზით, შესაბამისად, მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე და-–ი ცი–--–---–მა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სააღსრულებო ფურცელში ზუსტად არის მითითებული გადასახდელი თანხის მთლიანი ოდენობა, რაც შეადგენს 61600 აშშ დოლარს. საიდანაც ძირი თანხა იყო 55000 აშშ დოლარი, 6 თვის პროცენტი - 6600 აშშ დოლარი. მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელის მიერ 1100 აშშ დოლარის წინასწარ გადახდის ფაქტი, ასევე მეხუთე თვის გადასახადის ნაწილობრივ 900 აშშ დოლარის ოდენობით გადახდის ფაქტი. მოსარჩელის მირ გადასახდელი ძირი თანხის ოდენობაა 55000 აშშ დოლარი, რასაც მოსარჩელე არ უარყოფს. პირგასამტეხლოს შემცირებას რაც შეეხება, მოპასუხე საერთოდ არ მოითხოვს მოსარჩელისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებას, შესაბამისად, აღიშნული მოთხოვნა ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული. მოპასუხე არ ეთანხმება მოსარჩელის განმარტებას, რომ მას 4 თვის პროცენტი გადახდილი აქვს და ქვითრები დაკარგულია ან ხელზე გადაუხადა მოპასუხეს. მოპასუხე წარმოადგენს მეწარმე სუბიექტს. ყველა მისი შემოსავა-–ი ფიქსირდება საბანკო ანგარიშზე, იხდის საშემოსავლოს და ხელზე არასოდეს იღებს თანხას. მოსარჩელის მიერ გადახდილია ერთი თვის პროცენტი წინასწარ 1100 აშშ დოლარის ოდენობით, შემდგომ კიდევ გადაიხადა 900 აშშ დოლარი 2018 წლის 28 დეკემბერს, რისი ქვითარიც წარმოდგენილია საქმეში, დაარჩენი გადახდები მას არ განუხორციელებია. ამდენად, მოპასუხეს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. გი-----ი ლე--------ას და და-–ი ცი–--–---–ს შორის 6 თვის ვადით, 2019 წლის 6 იანვრამდე დაიდო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება 55000 აშშ დოლარზე. სესხი გაიცა სარგებლით ყოველთვიურად ძირი თანხის 2 %-ის დარიცხვით, სულ სესხის ძირი თანხა და სარგებელი შეადგენდა 61600 აშშ დოლარს. გათვა-–ისწინებული იქნა პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის 0,08 %.

 

3.1.2. სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა გი-----ი ლე--------ას სახელზე რიცხული ქონება, მდებარე, თბილისი, პე----------------ის ქ. #1-------------–------------, ს/კ 01-----------------------0

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება N180800480 (ს.ფ 18-21)

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 66-67)

 

3.1.3. 2019 წლის 09 იანვარს კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე ნოტარიუს ირ---–------ის მიერ გაცემული იქნა N1-------7 სააღსრულებო ფურცელი, სადაც მოვა-–ეს წარმოადგენს გი-----ი ლე--------ა, კრედიტორს - და-–ი ცი–--–---–ი, ხოლო აღსასრულებელი ვა-–დებულების მოცულობაა ძირი თანხა - 55000 აშშ დოლარი, 4 თვის პროცენტი - 4400 ლარი და მეხუთე თვის არასრულად გადახდილი პროცენტის დარჩენილი თანხა 200 აშშ დოლარი, სააღსრულებო ფურცლის ამოწერისთვის გადახდილი საზღაური - 126,82 ლარი.

 

სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, იპოთეკით დატვირთული უძრა-- ქონება (მესაკუთრე გი-----ი ლე--------ა) მიექცა აღსასრულებლად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- N1-------7 სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ 25-28)

 

3.1.4. ნოტარიუს ირ---–------ის მიერ 2019 წლის 09 იანვარის გაცემული N1-------7 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაიწყო სააღსრულებო წარმოება #A1------- და 2019 წლის 14 იანვარს მოვა-–ეს ჩაბარდა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ს.ფ 37-40)

 

3.1.5. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ მოსარჩელის მიერ წინასწარ 1 თვის პროცენტის-1100 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი. ასევე სადავოდ არ გამხდარა მეხუთე თვის პროცენტის ნაწილის 900 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 28 დეკემბრის საგადასახადო დავა-–ება (ს.ფ. 69-70)

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმეში არ არის მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის 4 თვის პროცენტის 4400 აშშ დოლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოში სამოქა-–აქო საქმეებზე სამართა-–წარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, რაც ასახვას ჰპოვებს საქართველოს სამოქა-–აქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102.1 მუხლებში, რომელთა მიხედვითაც მოსარჩელე განსაზღვრავს თუ სარჩელში მითითებული სასარჩელო მოთხოვნა რომელ ფაქტობრივ გარემოებაზე დაამყაროს, ხოლო მხარეებს ევა-–ებათ დაამტკიცონ სარჩელში და შესაგებელში მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

მტკიცებულებათა კვლევის ეტაპზე სასამართლოს უპირველესი ვა-–ი მტკიცებულებათა იურიდიული ძა-–ის, მათი სანდოობის განსაზღვრა, ღირებულებითი ძა-–ის დადგენაა, რომელიც მათი შინაარსობრივი კვლევის შედეგად უნდა განხორციელდეს. სწორედ ამ კრიტერიუმით გამორჩეული თანაბარი ძა-–ის მქონე მტკიცებულებების ინდივიდუა-–ურად და ერთობლიობაში შეფასებით ექმნება სასამართლოს შინაგანი რწმენა მტკიცების საგანში შემავა-–ი გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ (სსკ-ს 105.3 მუხლი).

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე გი-----ი ლე--------ას მიერ და-–ი ცი–--–---–ისთვის თანხის 4400 აშშ დოლარის გადახდის რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის. საქმეში წარმოდგენილი სატელეფონო საუბრების შესახებ გამავა-–ი ზარები კი აღნიშნული თანხის მოპასუხისათვის გადახდის არსებობას ვერ ადასტურებენ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- კომპანია ბანიდან წარმოდგენილი შემავა-–-გამავა-–ი ზარების ნუსხა (ს.ფ.84-95)

3.2.2. 2019 წლის 09 იანვარს ნოტარიუს ირ---–------ის მიერ გაცემული N1-------7 სააღსრულებო ფურცელი არ შეიცავს მოვა-–ის მიმართ მოთხოვნას პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- N1-------7 სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ 25-28)

- სარჩელი, შესაგებელი; მხარეთა ახსნა-განმარტება

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეების ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ გი-----ი ლე--------ას სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1 საქართველოს სამოქა-–აქო კოდექსის 317-ე, 361-ე, 327-ე, 623-ე, 625-ე მუხლებით;

საქართველოს სამოქა-–აქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქა-–აქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვა-–დებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვა-–დებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვა-–ისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქა-–აქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვა-–დებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სასამართლო შენიშნავს, რომ წინამდებარე გადაწყვეტილებით მსჯელობის საგანს წარმოადგენს ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელებში ცვლილების შეტანა მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ფულადი ვა-–დებულების შესრულების გათვა-–ისწინებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით ადგენს, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს.

 

საქართველოს სამოქა-–აქო კოდექსის 623-ე მუხლის დანაწესით სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილით მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვა-–ისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

საქართველოს სამოქა-–აქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვა-–ისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

განსახილველ შემთხვევაში გი-----ი ლე--------ას და და-–ი ცი–--–---–ს შორის 6 თვის ვადით, 2019 წლის 6 იანვრამდე დაიდო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება 55000 აშშ დოლარზე. სესხი გაიცა სარგებლით ყოველთვიურად ძირი თანხის 2 %-ის დარიცხვით, სულ სესხის ძირი თანხა და სარგებელი შეადგენდა 61600 აშშ დოლარს. გათვა-–ისწინებული იქნა პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის 0,08 %.

 

ამდენად, უდავოა, რომ მხარეთა შორის არსებული შეთანხმება ითვა-–ისწინებდა სარგებლის გადახდის ვა-–დებულებასაც.

 

2019 წლის 09 იანვარს კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე ნოტარიუს ირ---–------ის მიერ გაცემული იქნა N1-------7 სააღსრულებო ფურცელი, სადაც მოვა-–ეს წარმოადგენს გი-----ი ლე--------ა, კრედიტორს - და-–ი ცი–--–---–ი, ხოლო აღსასრულებელი ვა-–დებულების მოცულობაა ძირი თანხა - 55000 აშშ დოლარი, 4 თვის პროცენტი - 4400 ლარი და მეხუთე თვის არასრულად გადახდილი პროცენტის დარჩენილი თანხა 200 აშშ დოლარი, სააღსრულებო ფურცლის ამოწერისთვის გადახდილი საზღაური - 126,82 ლარი.

 

სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, იპოთეკით დატვირთული უძრა-- ქონება (მესაკუთრე გი-----ი ლე--------ა) მიექცა აღსასრულებლად.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქა-–აქო პროცესი აგებულია რა, შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თა--სივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვა-–ეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქა-–აქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, აგრეთვე 102-ე მუხლით, რომლის თანახმადაც მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

შედეგად სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელე გი-----ი ლე--------ას მიერ მოხდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვა-–დებულების შესრულება და და-–ი ცი–--–---–ისთვის გადახდილი იქნა სესხის პროცენტი 4400 ლარის ოდენობით და შესაბამისად, მის მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესასრულებელი ვა-–დებულების მოცულობა შეადგენს მხოლოდ ძირ თანხას 55000 აშშ დოლარს და პროცენტის დარჩენილ ნაწილს 200 აშშ დოლარს, სულ 55200 აშშ დოლარს. ამდენად, მტკიცებულებების არარსებობა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.

 

რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებაში შეუსაბამოდ მაღა-–ი პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე, აღნიშნულის განხილვის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან მოპასუხის მიერ სააღსრულებო ფურცლით მოთხოვნილი არ არის პირგასამტეხლოს გადახდა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქა-–აქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადებით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 350 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი 50 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქა-–აქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გი-----ი ლე--------ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვა-–ისწინებული წესების დაცვით თბილისის საქა-–აქო სასამართლოს მეშვეობით;

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვა-–დებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქა-–აქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თი-----ნ ეცადაშვილი